IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> Gender Studies., გენდერული თანასწორობა ევროპული და ქართული თვალთახედვით, მათი სინთეზი.
გენდერული კვლევა. ინტეაქტიული გამოკითხვა.
მოგწონთ თუ არა გენდერული თანასწორობა?
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი. (ბიჭი ვარ) [ 10 ] ** [23.81%]
არა, მე უნდა მქონდეს უპირატესობა და ვდომინირებდე (ბიჭი ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი (გოგო ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) [ 11 ] ** [26.19%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (ბიჭი ვარ) [ 1 ] ** [2.38%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (გოგო ვარ) [ 2 ] ** [4.76%]
სულ ხმები:: 42
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 31 2009, 02:17 PM
პოსტი #101


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მაშიკო
ციტატა(მაშიკო @ Jul 31 2009, 09:40 AM) *

ამ სფეროში ვმუშაობ და ასე რომ ამ საკითხთან შეხება ყოველდღიურად მაქვს....

კარგია, გეტყობა რომ სხვებივით არ აზროვნებ... smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 31 2009, 02:23 PM
პოსტი #102


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



”გენდერული თანასწორობა” შენიღბული ცრუ ცივილიზირებულობის და განვითარების ნიღბით, ეწინააღმდეგება ძირძველ ქართულ ტრადიციებს და ცხოვრების წესს, რომელ ტრადიციებსაც იცავდნენ ჩვენი წინაპრები და მშვიდობით ცხოვრობდნენ ოჯახში.

აქ დგება არჩევვანი: გაყვე ყალბ და ცრუ ცივილიზებულობას ”გენდერული თანასწორობის” დევიზით, ან დაუბრუნდე ფესვებს და აღიდგინო დღეს ასე მინელებული ტრადიციები, ამ შემთხევაში მამაკაცისა და მანდილოსანს შორის ურთიერთობისა.

არჩევანში კი პიროვენბა თავისუფალია.

P.S. ერს, რომელსაც ჰყავდა წმიდა თამარ მეფე უნდა გვასწავლონ მანდილოსანთან ურთიერთობა და მისი პატივისცემა "გენდერული თანასწორობის" ფასეულობით? huh.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2009, 03:28 PM
პოსტი #103


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნანინა
ციტატა
აქ ისე საუბრობენ, მთელი ქართული ტრადიციები და კულტურა, ზნეობა და სარწმუნოება მენტალური ჩამორჩენილობა ყოფილა.

არა.
ქართული ზნეობა ხშირად უკიდურეს უზნეობამდეც მიდის, ამის ბრწყინვალე დასტურია ერთი "ლამაზი" ქართული ტრადიცია რომ ბიჭი ბოზთან "დასავაჟკაცებლად" ნათლიამ უნდა წაიყვანოს. biggrin.gif

შესაშური სინთეზია ქრისტეანული ნათლიისმიერი იდეოლოგიური აღზრდის და კავკასიური მექალთანეობის, მაგრამ რას იზამ, ზის ის ჯორჯია... biggrin.gif

რა თქმა უნდა ყველაფერი არა, მაგრამ დღესდღეობით ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციები და კულტურული ღირებულებების დიდი ნაწილი წარმოადგენს კავკასიურ და საბჭოთა მენტალიტეტების სინთეზს და საერთოდ არაფერი არა აქვს საერთო ქრისტეანობასთან. ამას მე "გრუზინულ" მენტალიტეტს ვეძახი.

რაც შეეხება სარწმუნოებას. ამაზე უკვე გითხარი რომ ქრისტეანული იდეოლოგია გენდერულ თანასწორობას არ გამორიცხავს, ისიც გითხარი რომ სჯულის კანონი საკმაოდ დეტალურად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების პრინციპებს, მაგრამ არსად არ არის მითითება იმის შესახებ თუ ვინ უნდა არჩინოს ოჯახი, ვინ უფრო მეტი ფინანსები შემოიტანოს, ვის სახლში იცხოვროს წყვილმა, ვინ უფრო მეტი პროფესიონალი თუ წარმატებული კარიერის მქონე ადამიანი უნდა იყოს და ა.შ. არადა იგივე სჯულის კანონი ამაზე ბევრად უფრო კონკრეტულ და დეტალურ საკითხებსაც მიმოიხილავს, მაგრამ სოციალური უთანასწორობის პრეცენდენტი არსად არ გვხვდება.

და საერთოდ ჩემი აზრით გენდერული თანასწორობის საწინააღმდეგოდ ამდენი აპელირება ქრისტეანული თეოლოგიის მოშველიებით რბილად რომ ვთქვათ არასწორია. no.gif

მე არ მჭირდება ვინმე კონკრეტული სასულიერო პირის აზრი, (რადგან მასშიც შეიძლება მძლავრად იყოს "გრუზინული" მენტალიტეტი) რადგან უმთავრესია ბიბლია და სჯულის კანონი, სასულიერო პირიც აქედან უნდა გამოდიოდეს და თუ არა ეს უკვე მისი პრობლემაა და არა ქრისტეანობის.

ციტატა
22. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა.
23. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ.
24. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი - თჳსთა ქმართა ყოვლითა.
25. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს.
(ეფ. 5, 22-25)


ახლა რაც შეეხება პავლე მოციქულის ეპისტოლეს ეფესელთა მიმართ:

მართალი ხართ. ეს ასე წერია ზუსტად, მაგრამ ძალიან აბსტრაქტულია რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს მორჩილება და უპირატესობა.

კონკრეტული კითხვა: რა შემთხვევაში უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს?

უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს თუ ქმარი მოდის ყოველდღე მთვრალი და ცოლს ეუბნება რომ ჩემი საქმის მე ვიცი, გაჩუმდი და წყნარად იყავიო(თუნდაც არ უყვიროდეს) ???

უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს თუ ქმარი ცხოვრობს ცუდი ცხოვრებით, ფანტავს ფულს უაზრო პირად გართობებში და ოჯახი მშიერი ყავს???

ანდა უბრალოდ, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე, უნდა დაემორჩილოს თუ არა ცოლო ქმარს, როდესაც ქმრის პოზიცია არის არასწორი, საზიანო, არასწორი და ა.შ.???

თუ უკვე ვიწყებთ კორელაციას პავლე მოციქულის სიტყვებსა და რეალობას შორის? ანუ უნდა დაემორჩილოს იმ შემთხვევაში თუ ქმრის გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ თუ ქმარი ეუბნება რომ მე ახლა ბოზებში ან სალოთავად ან "უკანასკნელი კაპიკების" კაზინოში წასაგებლად მივდივარო და შენ ჩუმად იყავიო მაშინ არ უნდა დაემორჩილოს არა?

და რის მიხედვით ხდება რეგულაცია როდის უნდა დაემორჩილოს და როდის არა?

ვინ საზღვრავს რა დროს აქვს ქალს საწინააღმდეგო პოზიციაზე ყოფნის უფლებას?

და იცით რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ქრისტეანობა გვაძლევს ანალიზის და გადაწყვეტილების ფართო დიაპაზონს, არ განიხილავს სჯულის კანონით და მითუმეტეს წმინდა წერილის დონეზე დეტალიზაციას და კონკრეტულად ვინ ვის და როდის დაემორჩილოს ამის გადაწყვეტილების უფლებას ჩვენ გვიტოვებს. yes.gif

ანუ რჩება რაღაც აბსტრაქტული, რაც გენდერული თანასწორობას აღარ გამორიცხავს.

დიდი მნიშვნელობა აქვს დროის გამოძახილს და კანონების მასთან თანხვედრას.

OK. ახლა ყველა იმათგანის ყურადღება, ვინც ასე ბუკვალურად გამოედევნეთ პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ დაწერილი ეპისტოლეს 22-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე ხაზებს, მინდა გავამახვილო ერთ რაიმეზე.

პავლე მოციქული
ეფესელთა მიმართ ეპისტოლე
თავი მეექვსე


ციტატა
5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; (ეფეს. 6,5-8)


ახლა ძალიან მაინტერესებს, რომელი თქვენგანი არის მონათმფლობელობის თანახმა და რომელი იმუშავებდა მონად, შიშით და ძრწოლით? და რომელი თქვენგანი იმუშავებდა მონად, რომელიმე პლანტატორთან ქრისტეს მიერი სიწრფელით?

სხვათა შოტის ამისკენ ზუსტად იგივე ეპისტოლე მოგვიწოდებს, სადაც ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე წერია yes.gif

ახლა არ გადამრიოთ და არ მითხრათ რომ მონათმფლობელობის მომხრე ვართ და ქრისტესმიერი სიყვარულით მონად ვიმუშავებდით ჩაის ან ბამბის პლანტაციაშიო თუ არა გადავირევი... biggrin.gif

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროსთან კორელქციას და მთლიანი ლოგიკური პრინციპების ერთმანეთთან დაკავშირებას.







--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 31 2009, 03:41 PM
პოსტი #104


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



გიორგი, ის მენტალიტეტი რასაც შენ "გრუზინულს" უწოდებ მეც არ მომწონს, მაგრამ საბედნიეროდ "ონლი ზის იზ ნოთ ჯორჯია" a075.gif

ეს მართლაც კავკასიიდან თავსმოხვეული მენტალიტეტია, თორე აბა გადახედე ჩვენს ისტორიას, ჩვენს წინაპრებს და მიხვდები, რომ გენდერული თანასწორობის გარეშე არც ქალის პატივისცემა გვაკლდა და არც ქრისტიანობა a075.gif ლინგვომ ეს კარგად ჩამოაყალიბა.
რაც შეეხება პავლე მოციქულის ეპისტოლეების "შენეულ" განმარტებებს, მაპატიე, მაგრამ შენ არ ხარ ჩემთვის კომპეტენტური ეპისტოლეების განმარტებაში. შენ თუ ასე თვლი, ეს შენი ნებაა. მონობას ქრისტიანობა არასდროს ქადაგებდა (მე ვგულისხმობ პიროვნული თავსუფლების შეზღუდვას).

მოკლედ, მე ვსაუბრობ ჩვენი წინაპრების ტარდიციებზე და ქრისტიანულ ოჯახზე და თუ ქრისტიანობა შენთვის გენდერული თანასწორობის გამამართლებელია, იქნება ქართულმა ტრადიციებმა მაინც "გვიშველოს" რამე... თუ არა და კიდევ ვამბობ, საკამათო ნამდვილად არაფერი გვქონია smile.gif

P.S. კიდევ ერთხელ ვამბობ, მორჩილება არ ნიშნავს ბრმად ვინმეს მონობას. ის პათოლოგიები, რაც შენ ჩამოთვალე, არანაირად არ ჯდება "მორჩილების" კატეგორიაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ოჯახი საკმაოდ რთული რამაა და როდის რომელ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმარს დავემორჩილები თუ არა, ამას წინასწარ ვერ გეტყვი ნამდვილად biggrin.gif
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვსაუბრობ ქრისტიანულ, ქართულ, ტარდიციულ ოჯახზე და არა რაღაცა პათოლოგიებზე!!!


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jul 31 2009, 03:46 PM
პოსტი #105


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



და ისე, Gender Studies რა პონტში ჰქვია ამ თემას biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2009, 03:50 PM
პოსტი #106


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნანინა
ციტატა
პავლე მოციქულის ეპისტოლეების "შენეულ" განმარტებებს

და მე ტექსტის ციტირება მოვახდინე და არა განმარტებები. სად იყო განმარტებები?

ზუსტად რომ ყველაფერი პირდაპირ არ უნდა გაიგო (მათ შორის ქალის კაცისადმი მორჩილება) ამიტომ არის საჭირო განმარტებები.
ციტატა
ის მენტალიტეტი რასაც შენ "გრუზინულს" უწოდებ მეც არ მომწონს

შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ მოგწონს გარკვეულწილად. ამას არ აღიარებ, მაგრამ ქვეცნობიერად მოგწონს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 31 2009, 03:59 PM
პოსტი #107


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



შენი კლასიფიკაციით "გრუზინული" მენტალიტეტი არის ყალბი და კომუნიზმის პერიოდში დამკვიდრებული ცრუ ფასეულობები გიო smile.gif

ისევე როგორც ეს "გენდერული თანასწორობაა" ეხლა თავს მოხვეული.

დავუბრუნდეთ, ძველ, კეთილ ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციებს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 31 2009, 04:02 PM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



CONSCIENTIOUSNESS
ციტატა
სხვადასხვა მომენტი რას ქვია? ანუ გინდა თქვა რომ ქალს ორმაგი სახე აქვს? თუკი საზოგადოებაში ძლიერად აჩვენებს თავს და ოჯახშI სუსტდება ესეიგი ის "კარგი" ქალია და ორივე მოვალეობას კარგად ასრულებს? იმაზე თუ გიფიქრია რომ როგორიც ხარ ისეთი უნდა იყო ყველგან და ყოველთვის... და თუკი ორმაგ თამაშს თამაშობ აუცილებლად წააგებ ერთერთს.

არანაირი თამაში არაა ეს. ქმართან გაქვს ინტიმური ურთიერთობა და ის სულ სხვანაირი გარემოა, ვიდრე ფირმაში, თუნდაც ამ ფირმის მმართველი იყო. გრძნობისმიერ შემთხვევებში ქალი სხვანაირია, ვიდრე იქ , სადაც ცივი გონება მოქმედებს. ასე რომ, ორმაგი თამაში ან თვალთმაქცობა გაზვიადებული დეფინიციაა.

პ.ს. კილერი ქალები ცივსისხლიანად ხოცავენ სხვა კაცებს, მაგრამ ვინც უყვართ, იმათ თმის ღერს არ ჩამოუგდებენ, ეფერებიან და თავს დადებენ მათთვის, უჯერებენ და რესპექტი აქვთ მათი. ეს ცუდი მაგალითი შენი ნათქვამის ექსტრემალურობისთვის შედარებაა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2009, 04:32 PM
პოსტი #109


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



likka
ციტატა
Gender Studies რა პონტში ჰქვია ამ თემას

მთელი კვლევა-სწავლება მიდის და იმიტომ biggrin.gif

lingvo
ციტატა
შენი კლასიფიკაციით "გრუზინული" მენტალიტეტი არის ყალბი და კომუნიზმის პერიოდში დამკვიდრებული ცრუ ფასეულობები

კი, ასეა, მაგრამ ეს ცრუ ფასეულობები დღემდე ძლიერია. yes.gif
ციტატა
ისევე როგორც ეს "გენდერული თანასწორობაა" ეხლა თავს მოხვეული.

თავს მოხვეული არაა. ეს მე თვითონ მომეწონა. yes.gif

გენდერული თანასწორობა 1000-ჯერ უფრო ახლოს დგას რეალურ ქრისტეანობასთან ვიდრე ის მენტალიტეტი რაც დღესდღეობით არის საქართველოში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 31 2009, 04:40 PM
პოსტი #110


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გიორგი
გიო დამეთანხმე, რომ არც "გრუზინული" მენტალიტეტია ჩვენთვის მისაღები და არც გენდერული თანასწორობა. არამედ ზნეობრივი ქართული ტრადიცია-ფასეულობანი. smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2009, 04:42 PM
პოსტი #111


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



lingvo
ციტატა
ზნეობრივი ქართული ტრადიცია-ფასეულობანი.

ესენი გენდერულ თანასწორობას არ გამორიცხავს. no.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 31 2009, 04:46 PM
პოსტი #112


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა( გიორგი @ Jul 31 2009, 05:42 PM) *

lingvo

ესენი გენდერულ თანასწორობას არ გამორიცხავს. no.gif


გამორიცხავს, ვინაიდან მამაკაცის უპირატესობას უარყოფს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2009, 04:50 PM
პოსტი #113


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



lingvo
ციტატა(lingvo @ Jul 31 2009, 04:46 PM) *

მამაკაცის უპირატესობას უარყოფს.

რომელიც ისედაც არ არსებობს. no.gif

არც ქრისტეანობაში და არც რეალურ ქართულ მსოფლმხედველობაში...



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Jul 31 2009, 04:56 PM
პოსტი #114


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



ნანინა
ციტატა
არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ თემამ მოიტანა. თურმე ქართველები ჩამორჩენილები და უკულტუროები ვყოფილვართ


შთაბეჭდილება მრჩება რომ ან სხვა პლანეტაზე ცხოვრობ ან მცირე ასაკის ხარ და კურიერს უყურებ ხშირად სადაც პრეზიდენტი გამოდის და იძახი რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ და რომ თურმე ბათუმი მსოფლიოს საუკეთესო სანაპირო ქალაქია და ა.შ.

რომელ კულტურაზე მელაპარაკები ელემენტარული ზრდილობა არ გვაქვს ხალხს საკუთარ დედებს აგინებენ ბიჭები და თან ამას უდიდესი სიამაყით აკეთებენ, ეზოები, სკვერები გავსებულია ნაგვით! ყანწით ხელში ვიძახიტ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს და საქმეს ერთეულები აკეთებენ!
ამასწინათ ჩემს მეგობარს სტუმრები ყავდა გერმენიიდან 3-4 დღე ატარებდა აქეთ იქეთ და ბოლოს როცა კითხა როგორ მოგეწონათო უთხრეს რომ ყველაფერი კარგია და ლამაზიაო მაგრამ ეს ხეებზე სხვადასხვა ფერის პარკებს რატომ კიდებთო? რამე ფესტივალისთვის ემზადებითო? ეს სამარცხვინოდ "კულტურულმა" ხალხმა გავაკეთეთ ფანჯრებიდან ნაგავს პირდაპირ ეზოში რომ ვყრით.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს სურათი თბილისში ცენტრალურ ქუჩაზე ყაზბეგის გამზირზე გაჩერებაზე არის გადაღებული ჩემს მიერ... და ეს არა ველური დასავლეთელების არამედ კულტურული ქართველი ხალხის გაკეთებულია! აგერ არის Staywhite და ვკითხოთ მსგავს სურათს თუ ნახავს სადმე მანხაიმში?

თუ გგონია რომ ეს ველურებმა გააკეთეს გულზე ხელი დაიდე და შენს თავს გაეცი პასუხი რამდენჯერ გიჭამია მსესუმზირა ქუჩაში და საც ყრიდი ნამცეცებს...

რომელ კულტურაზე მელაპარაკები ქვეყანაში სადაც რესტორნების, სახინკლეების, სახაშეების და ა.შ. დაწესებულებების რიცხვი 100 ჯერ და 1000 ჯერ აჭარბებს კინოების, თეატრების და სხვა კულტურული დაწესებულებების რიცხვს... სმა ჭამის ერად გადავიქეცით და თან ამას ვამართლებთ იმით რომ ტრადიცია გვაქვს ესეთიო!!! ტრადიცია დოგმა არ არის!! მეორეც ერთი არასოდეს არ ყოფილა ტრადიცია უსაქმურობა, ყალთაბანდობა და ბედოვლათობა!

კარგად ნახეთ ეს ვიდეო ყველამ იდეალურად ასახავს ქართულ რეალობას!!!
http://www.myvideo.ge/?video_id=449024

ეხლა რაც შეეხება ჩამორჩენილობას, ჩამორჩენილები კი არა მინუს უსასრულობაში ჩამორჩენილი ერი ქვეყანა ვართ! არცერთი თანამდროვე დონის ქარხანა არ არსებობს საქართველოში გარდა ლუდსახარშისა და რამოდენიმე ღვინის ქარხნის გარდა!ესეც იმის გამო რომ სმა-ჭამას ვართ ერი მიცემული... მე შენ გეტყვი და Apple-ის ან asus-ის ქარხნები გვაქვს!! მეცნიერულ-ტექნიკურ დონეზე ჩვენზე ჩამორჩენილი ქვეყანა ძნელად თუ მოიძებნება დედამიწის ზურგზსე!

ამ ყველაფერს ვწერ და ვიძახი უდიდესი გულის ტკივილით მაგრამ კიდევ უფრო მეტად მტკივა გული როდესაც ქართველები ჩვენს მინუსს არა თუ ვერ ვხედავთ და არ ვხედავთ არამედ უდიდეს მონაპოვრად მიგვაჩნია!

თუ ვინმეს გონია რომ ილია ჭავჭავაძემ ბედნიერი ერი ტაივანელებს მიუძღვნა? ან დიდოსტატის მარჯვენაში გიორგი მეფის მონოლოგი ბოლოში ბრაზილიელებისთვის არის მიმართვა?

ჩვენ ჩვენს უარყოფით მხარეებს უნდა თვალი გავუსწოროთ და შევცვალოთ უკეთესობისკენ ამის დიდი იმედი მაქვს! მაგრამ სანამ სურვილი იქნება ამისა: "არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) [ 6 ] [30.00%] " სანამ სურვილი გვექნება ვიყოთ ჭურში ვერავინ ვერც ამერიკელი და ვერც ევროპელი იქიდან ვერ ამოგვიყვანს!!!


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 31 2009, 04:57 PM
პოსტი #115


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



გიორგი
ციტატა
შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ მოგწონს გარკვეულწილად. ამას არ აღიარებ, მაგრამ ქვეცნობიერად მოგწონს.

ეხლა შენ მასწავლე რა მომწონს და რა არა...
მოკლედ, უაზრო კამათი რომ არ განვაგრძო, მოკლედ დავწერ ჩემ აზრს:
მე მაპატიე უხეში გამოთქმისთვის, მაგრამ "როგორც გინდა ისე ჭრი და ისე კერავ", ზუსტად შენზეა a075.gif biggrin.gif

ამტკიცებ გენდერულ თანასწორობას მართლმადიდებლობა არ ქადაგებს, მაგრამ არც გამორიცხავსო. ამის მაგალითად პავლე მოციქულის ეპისტოლე მოგყავს და შენეულად განმარტავ. იქ გასაგებად წერია დაემორჩილეთ ცოლები ქმრებსო. ქმარი არის ოჯახის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავისი ეკლესიის. 20 საუკუნე ქრისტიანობა ამ სწავლებას ასე განმარტავადა და ახლა XXI საუკუნეში თუ გიორგი ჩიკვაიძე ამას თავისებურად გაიგებს, მაპატიე, მაგრამ ვერ დავეთანხმები და ვერც მისეულ განმარტებას მივიღებ no.gif

მოკლედ, კიდევ (უკვე მერამდენედ biggrin.gif ) განვმეორდები: მე ვსაუბრობ ტრადიციულ, ქართულ, მართლმადიდებლურ ოჯახზე. ასეთ ოჯახში ცოლ-ქმრის ურთიერთობა სიყვარულსა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ქალის მორჩილებაც სიყვარულის შედეგია და არა მონობის (როგორც ზოგზოგიერთებს გონიათ a075.gif ).
ასე ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები, ეს არის ჩემთვის იდეალი და ასე მინდა ვიცხოვრო მე. აქამდე ამას ქადაგებდა ეკლესიაც rolleyes.gif ასე რომ ... a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 31 2009, 04:59 PM
პოსტი #116


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა( გიორგი @ Jul 31 2009, 05:50 PM) *

lingvo
რომელიც ისედაც არ არსებობს. no.gif
გიორგი
არსებობს გიო ki.gif

6. და დედაკაცს უთხრა: გამრავლებით გავამრავლებ შენს მწუხარებას და შენს ოხვრას, მწუხარებით შობ შვილებს; და შენი ქმრისკენ მიბრუნდები შენ, და იგი შენზე იბატონებს.
(შექ. 3,6)

ღვთისაგან მომდინარეობს მამაკაცის უპირატესობა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 31 2009, 05:05 PM
პოსტი #117


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



lingvo
ციტატა
6. და დედაკაცს უთხრა: გამრავლებით გავამრავლებ შენს მწუხარებას და შენს ოხვრას, მწუხარებით შობ შვილებს; და შენი ქმრისკენ მიბრუნდები შენ, და იგი შენზე იბატონებს.

ზუსტად ასევე თქვა პავლე მოციქულმა მონათმფლობელობაზე და მონობაზე. იდენტური ციტატაა იდენტური ეპისტოლედან. (ზემოთ მიწერია)

თუ ეს ბატონობა პირდაპირ გესმის მაშინ მონობასაც პირდაპირ უნდა ეთანხმებოდე. ლოგიკურობა მოითხოვს ამას. ხოლო თუ მონობის სიტუაციას სხვაგვარი ინტერპრეტაციით განიხილავ, მაშინ შენს მიერ მოყვანილი ციტატის სხვაგვარი გაგებაც შეიძლება.

ამ საკითხზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე....


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 31 2009, 05:09 PM
პოსტი #118


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



CONSCIENTIOUSNESS
იმ ყველაფერში, რაც დაწერე გეთანხმები. ეს სავალალო დღევანდელობაა, რომლის გამოსწორებაზეც უნდა ვიფიქროთ. კი ბატონო, ევროპელი იმაში მჯობია, რომ ქუჩაში ნაგავს არ ყრის (ვაი ჩვენს თავს), მაგრამ არის ბევრი რამ, რასაც ევროპული ტრადიციიდან მე უბრალოდ ვერ მივიღებ. ეს ეხება პირველ რიგში ოჯახს და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას. ევროპა რომ გაგიხდება მაგალითად 20 საუკუნის ერს, მაგარ დღეში იქნები.
ევროპელებს მივბძოთ კარგში ბატონო, დანარჩენი, წინაპრები გვყავდა ევროპელებზე ბევრად უკეთესი და მათ მივბძოთ ჯობია a075.gif
ტრაგედია ისაა, რომ ყველაფერი საკუთარი მარაზმი და ჩამორჩენილობა გვგონია და ყველაფერი ევროპული მისაღები. კარგი და ცუდი ყველგანაა და ზღვარის გავლებაა საჭირო. რომელ კულტურაზე და ტრადიციაზე ვსაუბრობ? გადახედე შენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს, კულტურას, ფოლკლორს (ეს სფერო ჩემთვის განსაკუთრებით ახლოა) და მგონი არ უნდა გაგიჭირდეს მიხვედრა a075.gif

P.S. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საერთოდ არ ვუყურებ კურიერში სააკაშვილს და 19 წლის ვარ rolleyes.gif a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 31 2009, 05:12 PM
პოსტი #119


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გიორგი
ერთი სიტყვით ნანინა და მე ერთსულოვანნი ვართ ამ საკითხში და იმედია გესმის ჩვენიც smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 31 2009, 05:13 PM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნანინა
ციტატა
ეს ეხება პირველ რიგში ოჯახს და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას.

და გინახია შენ ეს ურთიერთობები? smile.gif საინტერესოა სად და რომელ ქვეყანაში, თუ არ შეწუხდები დაწერე და აღწერე ისინი, გვაჩვენე აბა რას გულისხმობ "ევროპელთა ოჯახურ ურთიერთობებში" smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 02:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი