![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
S a l l y |
![]()
პოსტი
#141
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
გიორგი
არ კითხოლობ კარგად ჩემს პოსტებს.. მე ვტქვი რომ გენდერული ბალანსი უნდა იყოს,რაც მათ თანასწორ უფლებიანობაში გამოიხატება,მაგრამ თუ გენდერული ბალანსი ამას --> ციტატა უფრო მეტსაც გეტყვი, ძალიან ცივი მენტალიტეტის ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად ჩრდილოეთ გერმანიაში, ფინეთში და ა.შ. (რაც თვით მეც კი არ მომწონს) ტრანსპორტშიც არ უთმობენ გოგოებს ადგილს, რიგშიც და საერთოდ არსად, უბრალოდ ქალს და კაცს დამოუკიდებლად არც განიხილავენ და ეს საერთოდ არანაირი მოქმედებაში არ აისახება. ფულის გადახდაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გულისხმობს,მაშინ შეგიძლიათ ყველაზე ჩამორჩენილი და არაპროგრესულად მოაზროვნე მიწოდოდ,იმიტომ რომ ასეთი კაცის პროვოკაციების მომხრე არასდროს ვიქნები.. ხო,ვთქვი რა მობეზრდათ კაცობათქო ![]() ![]() და მაინც რაც შენ ზემოთ დაწერე ის ჩემი აზრით გენდერულ ბალანსში არ მოიაზრება და ის სულ სხვა რამაა..თუ მამაკაცს ქალის მიმართ მოწიწება და "უხაჟივანიის" (რა მაგარი სიტყვა აქვთ ამ რუსებს,ამ აზრის გადმოსაცემად ქართული ანალოგი ვერ ვიპოვე,აი რუსებს კი აქვთ აგერ- "უხაჟორი" ![]() ![]() ![]() -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#142
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
lingvo
ციტატა რის უკიდურეს ფორმებსაც შენც არ ეთანხმები. უკიდურეს ფორმებს არ ვეთანხმები იმიტომ, რომ რაღაც სტერეოტიპის გავლენის ქვეშ ალბათ მეც ვარ. ამ საზოგადოებაში ვიზრდები და ყველაფრის გადალახვა ალბათ ძალიან ძნელია, მაგრამ მე რომ არ ვეთანხმები ეს არ ნიშნავს, რომ არაქრისტეანულია თუნდაც ეს უკიდურესი ფორმები. ახლა რაც შეეხება მოვალეობების ტვირთვას. "გენდერული თანასწორობა" არის ძალიან კონკრეტული რამ - კაცის და ქალის თანასწორობა. მორჩა. ეს არც მოვალეობების სხვაზე გადაბარებაა და არც არაფერი ცუდი. უფრო მეტსაც გეტყვი. კაცი, რომელიც გენდერული თანასწორობის მომხრეა იმას არ უნდა დაეძებდეს, რომ მე სასწრაფოდ ჩემი 50% პასუხისმგებლობა ავიღო და დანარჩენი გოგოს გადავაბაროო. არა, ეს ასე არ არის. ![]() ისე, ეს ხალხი გადამრევს, მარტო თავისთვის სასარგებლო ციტატებს დაეძებენ ბიბლიაში თუ რაშია საქმე? პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი III ციტატა 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. (გალ.3,28) მოგწონთ თუ არა ამგვარი დამოკიდებულება და თუ ეთანხმებით ბიბლიის ამ ნაწილს? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
იოანა |
![]()
პოსტი
#143
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
გიორგი
ციტატა ისე, ეს ხალხი გადამრევს, მარტო თავისთვის სასარგებლო ციტატებს დაეძებენ ბიბლიაში თუ რაშია საქმე? პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი III ციტატა 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. (გალ.3,28) მოგწონთ თუ არა ამგვარი დამოკიდებულება და თუ ეთანხმებით ბიბლიის ამ ნაწილს? ბიბლიის ეს ნაწილი მე როგორც ვიცი გულისხმობს იმას, რომ განურჩევლად ეროვნებისა თუ სქესის, ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა მადლის მიღებისა. იგივე ითქმის ცოდვის შერაცხვაზეც. ამქვეყნად კაცსაც და ქალსაც ღმერთმა საკუთარი ადგილი და მოვალეობები მიუჩინა და არა იდენტური. ამდენად გიორგი, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ორ სხვადასხვა რამეს ურევ ერთმანეთში. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#144
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
S a l l y
ციტატა არ კითხოლობ კარგად ჩემს პოსტებს.. როგორ არ ვკითხულობ. სწორედ რომ შენს პოსტებს ვუთმობ ყველაზე მეტ ყურადღებას და ძალიან კარგადაც გავიგე შენი აზრი... ![]() ციტატა მე ვთქვი რომ გენდერული ბალანსი უნდა იყოს, რაც მათ თანასწორ უფლებიანობაში გამოიხატება,მაგრამ თუ გენდერული ბალანსი ამას --> ციტატა უფრო მეტსაც გეტყვი, ძალიან ცივი მენტალიტეტის ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად ჩრდილოეთ გერმანიაში, ფინეთში და ა.შ. (რაც თვით მეც კი არ მომწონს) ტრანსპორტშიც არ უთმობენ გოგოებს ადგილს, რიგშიც და საერთოდ არსად, უბრალოდ ქალს და კაცს დამოუკიდებლად არც განიხილავენ და ეს საერთოდ არანაირი მოქმედებაში არ აისახება. ფულის გადახდაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გულისხმობს,მაშინ შეგიძლიათ ყველაზე ჩამორჩენილი და არაპროგრესულად მოაზროვნე მიწოდოდ,იმიტომ რომ ასეთი კაცის პროვოკაციების მომხრე არასდროს ვიქნები.. რას ამბობ?! შენზე რა მაწოდებინებს არაპროგრესულად მოაზროვნეს და ჩამორჩენილს, რაც მე აქ წავიკითხე და რასაც ჩემს გარშემო ვხედავ საერთოდ, შენ მარტო ავტობუსში სკამზე დასმას და რიგში ადგილის დათმობას ითხოვ და გოგოებმა, გენდერული ბალანსი კი არა ლამის კაცის მონად გამოაცხადონ თავი ოღონდ არ გაინძრნენ და არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღონ შინ ჯდომის გარდა. ![]() ![]() ციტატა ხო, ვთქვი რა მობეზრდათ კაცობათქო ![]() ![]() OK... ![]() ახლა რაშია საქმე. ეს ყველაფერი არის მაინც სტერეოტიპი. ამას არა აქვს სხვა ახსნა. ამ საზოგადოებაში გაზრდილი ვინც ვართ მივეჩვიეთ აქაურ მენტალიტეტს ნაწილობრივ მაინც. მე რაღაცნაირად არ წარმომიდგენია გოგო როგორ არ უნდა დასვა სკამზე, არ გააცილო გვიან ღამით ან თანაბრად გაუყო კაფეში გადასახადი... რა ვიცი... ...მაგრამ ის ვინც ასე იქცევა არ ნიშნავს რომ კაცი არ არის. უბრალოდ სხვა მენტალიტეტია იქ. და რაც მთავარია ამ ყველაფერს კავშირი არა აქვს ქრისტეანობასთან. ციტატა სურვილი არ აქვს,იქ რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ..და ეგეთ ოჯახში ხო ვაბშე განუკითხავობა იქნება სხვათა შორის აქვთ (გვაქვს) ![]() ისე, საქართველოში სწორედ რომ ამ ფსევდომოწიწების სურვილი აქვთ ძალიან მაგრად განვითარებული. ლამის არის კიბის ერთი საფეხური არ ჩამოადგმევინონ ისე გოგოს, რომ ხელი სათუთად არ მიაგებონ, მაგრამ რეალურ თანასწორობაზე და პასუხისმგებლობაზე რომ მიდგება საქმე სმას, ფუქსავატობას და ფეხებზემკიდიაობას მიეცემიან ხოლმე და ევროპელები გვჯობნიან აშკარად ყველაფერში, მათ შორის სიყვარულშიც. ![]() და ისე ოჯახში განკითხულობა-განუკითხაობას სხვა რაიმე უფრო განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში უფრო მაღალ რანგშია თანასწორობა აყვანილი, განუკითხაობა აქ უფრო მეტია, თანაც გაცილებით მეტი. და არამარტო განუკითხაობა, არამედ სამწუხაროდ განქორწინებებიც, რადგან მთავარი ქალის გარეგანი პატივისცემა და მოწიწება არაა, როგორც წესი გენდერული ბალანსის პირობებში ბედნიერება უფრო მეტია. თუმცა მე არ უარვყოფ მოწიწებასაც... იოანა ციტატა იგივე ითქმის ცოდვის შერაცხვაზეც. ციტატა ამდენად გიორგი, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ორ სხვადასხვა რამეს ურევ ერთმანეთში. აბსოლუტურად ყველა ცოდვის (და ცოდვები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა) თანაბარპირობებში შერაცხვა იმდენად აკორექტირებს და საზღვრავს ადამიანის ცხოვრების სტილს და მიმართულებას, რომ თუ ორი ადამიანი თანაბარია თავისი საქმეების შეფასებით, (ანუ ცოდვის მოკითხვით და განკანონებით) შესაბამისად უკვე თანაბარია აბსოლუტურად ყველაფერში. მეტი რაღა უნდა იყოს თუ მადლს ზუსტად თანაბრად ვიღებთ და ნებისმიერი ცოდვისთვის თუ ერთნაირად ვართ პასუხისმგებელი? ე.ი. ერთი და იგივენი ვართ. ძალიან საინტერესო დისკუსიები მიმდინარეობს, კარგია თუ ყველაფერს წაიკითხავ და შემოგვიერთდები. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
იოანა |
![]()
პოსტი
#145
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
იოანა აბსოლუტურად ყველა ცოდვის (და ცოდვები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა) თანაბარპირობებში შერაცხვა იმდენად აკორექტირებს და საზღვრავს ადამიანის ცხოვრების სტილს და მიმართულებას, რომ თუ ორი ადამიანი თანაბარია თავისი საქმეების შეფასებით, (ანუ ცოდვის მოკითხვით და განკანონებით) შესაბამისად უკვე თანაბარია აბსოლუტურად ყველაფერში. მეტი რაღა უნდა იყოს თუ მადლს ზუსტად თანაბრად ვიღებთ და ნებისმიერი ცოდვისთვის თუ ერთნაირად ვართ პასუხისმგებელი? ე.ი. ერთი და იგივენი ვართ. ძალიან საინტერესო დისკუსიები მიმდინარეობს, კარგია თუ ყველაფერს წაიკითხავ და შემოგვიერთდები. კამათში რომ შემოვიდე, პირველ პოსტში რაც მიწერია ის უნდა ვატრიალო, სხვას ვერაფერს ვიტყვი. რაშიც დიდ განსხვავებას ვხედავ, იმაზე ვერ ვიტყვი ერთიდაიგივეა–მეთქი. მხოლოდ ერთს დავამატებ და იმედია ხუმრობით ნათქვამს არ მიწყენ ![]() რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მამრობითი სქესის ადამიანი შეძლებდა დაორსულებას, მილიონით დასაჩუქრდებოდა. არ გინდა მილიონი? ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#146
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
იოანა
ციტატა რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მამრობითი სქესის ადამიანი შეძლებდა დაორსულებას, მილიონით დასაჩუქრდებოდა. ![]() ![]() ![]() ამიტომაც მოიგონეს სიტყვა ---> "გენდერი" ![]() gender equality and not sexual equality! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#147
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ზუსტად ასევე თქვა პავლე მოციქულმა მონათმფლობელობაზე და მონობაზე. იდენტური ციტატაა იდენტური ეპისტოლედან. (ზემოთ მიწერია) მაგ ეპისტოლე ბოლომდე გაქვს წაკითხული? ![]() მაგის მერე წერია, მონას თუ შეუძლია, გათავისუფლდესო ![]() ![]() პ.ს. ამ თემას ნელ-ნელა ვკითხულობ და ჯერ მე-6 გვერდზე ვარ. დრო თუ მექნება, ხანდახან გამოგეხმაურებით ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
lingvo |
![]()
პოსტი
#148
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
გიორგი
რატომ ფუიქრობ, რომ ქალი გაურბის მოვალეობებს? დღეს ქალი თავის მოვალეოობასაც ასრულებს და ხშირ შემთხვევაში კაცის გასაკეთებელსაც აკეთებს. აქ სხვა რამეშია საქმე, როდესაც ოჯახი არის მართლმადიდებლური, იქ კაცია ოჯახის თავი და გადაწყვეტილების მიმღები, ასეთია იერარქია და ეს შენც ხომ იცი? საერთოდ იერარქია ხომ ღვთისგან მომდინარეობს და შესაბამისად ოჯახშიც იერარქიაა. სვანეთში კარგად არის შემორჩენილი, იქ არიან ოჯახის უხუცესი წევრები (მახვშები) მემგონი ასე ქვია. ისინი არიან უმაღლესი იერარქბი ოჯახში. ასევე ხევისბერობის ტრადიციის მოყვანაც შეიძლება და სხვა მრავალი. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#149
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მარიამი
ციტატა მაგის მერე წერია, მონას თუ შეუძლია, გათავისუფლდესო და თუ არ შეუძლია დარჩესო ხომ? და შიშით და კრძალვით ემსახუროსო არა? ![]() და საერთოდ მონათმფლობელობა საშინელებააო ცხადია ეს არსად არ უხსენებია, რადგან დრო იყო ასეთი. ![]() ისე აქ სამი მიმართულებით მიდის დავა: 1. თეოლოგიური. 2. სოციალური. 3. ბიოლოგიური. lingvo ციტატა რატომ ფიქრობ, რომ ქალი გაურბის მოვალეობებს? ყველა ცხადია არა. იმიტომ რომ საკუთარი საქმის დაბალი დონის პროფესიონალები და არაშემოქმედებითად მოაზროვნეები არიან. არ ცდილობენ თანამედროვე საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას და "პროფესიონალ დიასახლისებად" ყალიბდებიან. სამწუხაროდ ასეა. ციტატა დღეს ქალი თავის მოვალეოობასაც ასრულებს და ხშირ შემთხვევაში კაცის გასაკეთებელსაც აკეთებს. და ვინც ასე იქცევა ის მხოლოდ დასაფასებელია... ციტატა როდესაც ოჯახი არის მართლმადიდებლური, იქ კაცია ოჯახის თავი და გადაწყვეტილების მიმღები, ასეთია იერარქია. ჯობია გადაწყვეტილება ჭკვიანმა მიიღოს ან კოლექტიური პრინციპით იქნას მიღებული. ეს ბევრად უფრო ამართლებს. ![]() მართლმადიდებლური იერარქია ეგეთი არ არის. სტერეოტიპიული - კი ბატონო. თამარ მეფე 8 საუკუნის წინ თუ ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს და თან სახელმწიფოს მასშტაბით, დღეს ქალს რატომ არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება ან გადაწყვეტილების საკითხში თანაბარუფლებიანი მონაწილეობა? ცხადია აქვს. ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#150
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა და თუ არ შეუძლია დარჩესო ხომ? დიახ, მაგრამ ეს რომ საუკეთესო ვარიანტი არაა, სწორედ იქიდან ჩანს, რომ თუ შეგიძლია, უნდა გათავისუფლდე. საზოგადოებაც მივიდა მაქამდე და გათავისუფლდა მონათმფლობელობისგან, ანუ ავიდა უფრო მაღალ საფეხურზე. ცოლ-ქმრობაზე კი ასეთი რამე მინიშნებითაც არ უთქვამს მოციქულს. და არც სხვაგან არსად არ წერია ბიბლიაში. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
S a l l y |
![]()
პოსტი
#151
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
რა მაგის პასუხია და თემაზე რომელზეც ვდაობთ,არ მახსოვს გენდერული თანასწორობის ზუსტი დეფინიცია დაედო ვინმეს,ყველა თავის მოსაზრებებს წერს და ყველას თავისებურად ესმის..
თუ შეიძლება გენდერული თანასწორობის ოფიციალური დეფინიცია დამიკოპირეთ რომელიმე სანდო წყაროდან.. მართალია მე ღრმად მწამს რომ ეს ტერმინი სწორადმესმის,მაგრამ მაინც მინდა.. დისკუსიას რაც შეეხება,დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მყარ რელიგიურ არგუმენტაციას და კიდე უფრო დიდი სიმოვნებით გავაგრძელებდი ბიოლოგიური ასპექტების განხოლვას,მაგრამ მეეჭვება ყველაფერი ეს მოვასწრო ერთ საღამოს..როცა ხვალიდან ინეტთან კონტაქტი აღარ მექნება.. -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#152
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მარიამი
ციტატა დიახ, მაგრამ ეს რომ საუკეთესო ვარიანტი არაა, სწორედ იქიდან ჩანს, რომ თუ შეგიძლია, უნდა გათავისუფლდე. ჰო, მაგრამ აქ მე ცოტა სხვა რაიმეზე ვამახვილებ ყურადღებას. პავლე მოციქულის ეპისტოლეები გვინდა არ გვინდა, გარკვეულ წილად მაინც ეპოქის გავლენის ქვეშ არის. აქ პრინციპული ის კი არ არის მონას შეუძლია თუ არა გათავისუფლება, პრინციპული არის ის რომ მონათმფლობელობა რომ წარმოუდგენელი საშინელებაა ეს არსად არ ფიქსირდება, არ ფიქსირდება რადგან იმ მომენტში ეს მიღებული იყო. დრო იყო ისეთი, რომ წარმოუდგენელი იყო მონათმფლობელობის შეტრიალება და ამიტომ მხოლოდ კონკრეტული რჩევებით შემოიფარგლა მოციქული, რომ კრძალვით და შიშით ემსახურეთო. აი ეს პრინციპია მთავარი. ციტატა ცოლ-ქმრობაზე კი ასეთი რამე მინიშნებითაც არ უთქვამს მოციქულს. და არც სხვაგან არსად არ წერია ბიბლიაში. ცოლ-ქმრის შემთხვევაშიც ეს დამოკიდებულება ზუსტად ემთხვევა დროის გამოძახილს და იმ რეალობას, რაც მონათმფლობელობის მსგავსად 2,000 წლის წინ არსებობდა. ანუ ქალი მაშინ ძალიან სუსტი იყო (ზუსტად ის რაც პირველ და მთავარ პოსტში მიწერია) და შესაბამისად პავლე მოციქულის რჩევები ფაქტობრივად იდეალურად განასახიერებდა საღვთო სიყვარულს, დღეს კი ქალი გაძლიერდა, ამიტომ გენდერულ თანასწორობაში მეტი სიყვარულია დღეს. მსგავსი რაღაც კი წერია მადლის და ცოდვის საკითხზე, ანუ: ციტატა 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. (გალ.3,28) ეს თავისუფლად გამოდგება გენდერული ბალანსის ბაზისად. S a l l y ციტატა თუ შეიძლება გენდერული თანასწორობის ოფიციალური დეფინიცია დამიკოპირეთ რომელიმე სანდო წყაროდან.. Gender equality is the goal of the equality of the genders or the sexes, stemming from a belief in the injustice of myriad forms of gender inequality. ....ანუ უსამართლობაზე ხდება მიმითება. ციტატა როცა ხვალიდან ინეტთან კონტაქტი აღარ მექნება.. რათა? რათა? რათა? სა მიხვალ? ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
![]()
პოსტი
#153
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ე.წ. სქესობრივი თანასწორობა არ ნიშნავს ანატომიურ სქესობრივ თანასწორობას, არამედ საზოგადოებაში ქალის და კაცის უფლებების გათანასწორებას. ნებისმიერი ნორმალური ქალი ბუნებით ისეთია, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს, მუდამ ეძებს "დამცველს", ეს მისი ბნებრივი თვისებაა, ბევრი ფაქტორებიდან ჩამოყალიბებული. არცერთი საღად მოაზროვნე ქალი არ ეცდება იცხოვროს თუნდაც მის მიერ დაჩმორებული კაცის გვერდით. მთავარია ურთიერთპატივისცემა და პრობლემების შეთანხმებული გადაწყვეტა.
lingvo ციტატა რატომ ფუიქრობ, რომ ქალი გაურბის მოვალეობებს? დღეს ქალი თავის მოვალეოობასაც ასრულებს და ხშირ შემთხვევაში კაცის გასაკეთებელსაც აკეთებს. აქ სხვა რამეშია საქმე, როდესაც ოჯახი არის მართლმადიდებლური, იქ კაცია ოჯახის თავი და გადაწყვეტილების მიმღები, ასეთია იერარქია და ეს შენც ხომ იცი? საერთოდ იერარქია ხომ ღვთისგან მომდინარეობს და შესაბამისად ოჯახშიც იერარქიაა. სვანეთში კარგად არის შემორჩენილი, იქ არიან ოჯახის უხუცესი წევრები (მახვშები) მემგონი ასე ქვია. ისინი არიან უმაღლესი იერარქბი ოჯახში. ასევე ხევისბერობის ტრადიციის მოყვანაც შეიძლება და სხვა მრავალი. მართლმადიდებლობა არაფერ შუაშია იერარქიასთან მიმართებაში. კათოლიკებშიც იგივე (და უფრო მკაცრი დაჟე) კანონებია, რაც ჩვენთან. ოჯახის უხუცესი წევრები არა მხოლოდ სვანეთში, არამედ თვით გაგანია ევროპაშიც არსებობენ. არანაირი არგუმენტი არ არის, ვთქვათ, ქართველობა და მართლმადიდებლობა მაგ ამბავში. ცუდად იცნობთ ევროპას და მაგიტომ გაქვთ მასეთი აზრები, რომ აქ რაღაც საშინელი ანარქია სქესთა შორის. მერიდება, თორემ თვით გერმანელების ერთ გამოთქმას დავწერდი, და ნახავთ, რომ არც აქ არის ქალი ისე, როგორცთქვენ წარმოგიდგენიათ. ნებისმიერ ნორმალურ ოჯახში საჭე მაინც კაცს უჭირავს, ოღონდ კულტურულად და არა რაღაც დამთრგუნველი საშუალებებით. ამის მიზეზი დავწერე: არცერთ ნორმალურ ქალს არ სურს ჩმორი კაცი ყავდეს გვერდით. არაჩმორობა არ ნიშნავს იმას, რომ თავზე აჯდეს ქალს და ყველაფერს კადრულობდეს, არამედ იყოს პოტენციურად ქალის დამცველი: მორალურადაც და ფიზიკურადაც, აძლევდეს მას სითბოს და სიყვარულს და ვაჟკაცური თვისებები, როგორიცაა ერთგულება და თავდადება - ახასიათებდეს. ესაა სულ. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#154
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
staywhite
ციტატა ნებისმიერი ნორმალური ქალი ბუნებით ისეთია, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს, მუდამ ეძებს "დამცველს" ათასობით წელი და საუკუნე ძალიან სუსტი იყო და ჯერ ვერ გარკვეულა რომ ასე გაძლიერდა. ![]() რეალური თანასწორობა სხვადასხვა ქვეყნებში ბოლო 50 წლის განმავლობაში მიიღწა, მანამდე კი ასტრონომიული დროის განმავლობაში ქალის სისუსტემ შესაბამისი ცნობიერების ჩამოყალიბება ჰპოვა, მაგრამ ცხადია ეს შეიცვლება გარკვეული დროის შემდეგ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
![]()
პოსტი
#155
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
გიორგი
ციტატა ჯერ ვერ გარკვეულა რომ ასე გაძლიერდა. ki.gif ალბათ ეგეც არის, გიორგი, ვერ ვიტყვი რომ არა. მტავარია ასეა ეს. იცი, რომ მე ძალიან ძლიერ ქალთა შორის მომწევია ყოფნა, ძლიერები ფიზიკურადაც და ფსიქიურადაც, მაგრამ რაც მე ზემოთ დავწერე, ეს ყველას ახასიათებდა: ნატვრა ძლიერი კაცისა ![]() ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#156
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
გაძლიერდა? ქალი სუსტ სქესს წარმაოდგენს
![]() და საერთოდ კაცი რომ ოჯახის თავი უნდა იყოს ხომ ცხადია. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#157
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
staywhite
ციტატა მე ძალიან ძლიერ ქალთა შორის მომწევია ყოფნა, ძლიერები ფიზიკურადაც და ფსიქიურადაც, მაგრამ რაც მე ზემოთ დავწერე, ეს ყველას ახასიათებდა: ნატვრა ძლიერი კაცისა იმიტომ რომ სტერეოტპები ასე იოლად არ იცვლება, მითუმეტეს თუ გენეტიკაში შეაღწია ხომ საერთოდ... კონკრეტული ქალი შეიძლება იყოს ფიზიკურადაც და ფსიქიურადაც ძლიერი, მაგრამ ის ისეა აღზრდილი და დაპროგრამებული რომ მაინც სუსტი გონია თავი (ეს ათასწლეულების შედეგია) და მასზე ძლიერისკენ მიილტვის. საერთოდ იდეა, რომ ძლიერი ადამიანი გინდოდეს გვერდით არ არის ცუდი. მეც მინდა რომ ძლიერი ქალი მყავდეს გვერდით, სუსტი და საცოდავი არავის მოსწონს და რა გასაკვირია რომ გოგოც ძლიერ კაცს ეძებდეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მივიდეს პრინციპულობამდე რომ მე ჩემზე ძლიერი დომინანტი უნდა ვიპოვოო. თანასწორობა და ისევ თანასწორობა. ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
იოანა |
![]()
პოსტი
#158
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
ე.წ. სქესობრივი თანასწორობა არ ნიშნავს ანატომიურ სქესობრივ თანასწორობას, არამედ საზოგადოებაში ქალის და კაცის უფლებების გათანასწორებას. ეგ გასაგებია, ნანა, გიორგი ამბობს, რომ ყველაფერში თანასწორნი ვართო. თუნდაც ამ სქესობრივი განსხვავების გამო ვერ ვიქნებით თანასწორნი (აქ არ იგულისმება ცოდვა–მადლის შერაცხვა) ![]() უფლებების გათანასწორებას რაც შეეხება, იმედი მაქვს გიორგი მალე ქალების ხელდასხმის მოთხოვნით არ გამოვა ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
lingvo |
![]()
პოსტი
#159
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
გიორგი
ქალი უდნა იყოს მორჩილი, მამაკაცი კი ძლიერი ![]() -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#160
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
lingvo
ციტატა ქალი სუსტ სქესს წარმაოდგენს ტერმინია ეგეთი. ტერმინიც იმას მიუთითებს, რომ დროში დინამიკა მიმდინარეობს. ციტატა და საერთოდ კაცი რომ ოჯახის თავი უნდა იყოს ხომ ცხადია. დირექტორთა საბჭო ჯობია 50/50%-იანი საკონტროლო პაკეტებით და გადამწყვეტი ხმის (50%+1) სიყვარულით მისაღებად ერთმანეთისგან. ![]() დამიჯერე ასეა, თუ ენდობი ჩემს განათლება-მსოფლმხედევლობას. ![]() იოანა ციტატა უფლებების გათანასწორებას რაც შეეხება, იმედი მაქვს გიორგი მალე ქალების ხელდასხმის მოთხოვნით არ გამოვა ხელდასხმა სხვა რამეა და ეს მთლიანად სჯულის კანონით რეგულირდება. აი, სოციალური თანასწორობა კი 100%-ით მისაღებია სჯულის კანონითაც. ![]() წაიკითხე ბოლომდე ყველა ჩემი პოსტი? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 02:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი