IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> Gender Studies., გენდერული თანასწორობა ევროპული და ქართული თვალთახედვით, მათი სინთეზი.
გენდერული კვლევა. ინტეაქტიული გამოკითხვა.
მოგწონთ თუ არა გენდერული თანასწორობა?
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი. (ბიჭი ვარ) [ 10 ] ** [23.81%]
არა, მე უნდა მქონდეს უპირატესობა და ვდომინირებდე (ბიჭი ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი (გოგო ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) [ 11 ] ** [26.19%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (ბიჭი ვარ) [ 1 ] ** [2.38%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (გოგო ვარ) [ 2 ] ** [4.76%]
სულ ხმები:: 42
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 30 2009, 10:44 PM
პოსტი #81


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნანინა
ციტატა
მართლმადიდებლური სწავლებით გენდერული თანასწორობის გამართლებულობა

მართლმადიდებლური სწავლება არ ასახელებს (არ ზღუდავს) იმ კონკრეტულ საკითხებს, სადაც გამოიხატება, რომ კაცი არის ქალზე უპირატესი.

შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ მაკაცის ქალზე უპირატესობა არის ძალიან აბსტრაქტული და განზოგადებული მოვლენა. ამ დასკვნის საშუალებას იძლევა ის ფაქტი, რომ წმინდა წერილი ან სჯულის კანონი არ ასახელებს არცერთ კონკრეტულ დეტალს თუ რაში აქვს უპირატესობა კაცს ქალთან შედარებით.

ეს იმას ნიშნავს რომ ასეთი კონკრეტიკა ან საერთოდ არ არსებობს ან იმდენად სხვაგვარია თავისი არსით, რომ გენდერულ თანასწორობას ხელს არ უშლის.

1. წმინდა წერილი და სჯულის კანონი იდენტურად თანაბრად განიხილავს ქალის და კაცის მიერ ჩადენილ ცოდვებს. მათ შორის ღალატსაც და სხვათა შორის არამარტო ღალატს, ქორწინებამდე ურთიერთობისთვისაც იდენტურად განკანონდებიან ქალიც და მამაკაციც.

ეს გენდერული თანასწორობის საფუძველთა საფუძველია. yes.gif

2. წმინდა წერილი და სჯულის კანონი არ განსაზღვრავს თუ ვინ უნდა არჩინოს ოჯახი, ვის სახლში უნდა იცხოვროს წყვილმა, ვინ უნდა გადაიხადოს ბინის ქირა და მსგავსი საკითხები. მინიშნებითაც არ წერია ამის შესახებ არაფერი სჯულის კანონში. ანუ თავისუფლებაა. ფინანსურ-ეკონომიკური თეოლოგია არავის მოუგონია ჯერ.

სადაც სიყვარულია და თანაც ისეთი, როგორც მაცხოვარმა შეიყვარა ეკლესია იქ ეს ყველაფერი დაბალანსებულად მოგვარებადია ანუ სოციალური თანასწორობა არ იზღუდება ქრისტეანული კანონიკით.

3. წმინდა წერილი არ განსაზღვრავს განათლების შეზღუდვის საჭიროებას ქალებისთვის და მათ რეალიზაციას. შესაბამისად ყველა ქალს უფლება აქვს იყოს მაღალი რანგის პროფესიონალი და გამოიყენოს კიდეც ის საქმეში. დაწყებული ელემენტარული ცოდნიდან დამთავრებული სერიოზული მიღწევებით. ანტი-პროფესიონალური თეოლოგიაც არ არსებობს.

4. და ბოლოს ქრისტეანულად ქალს აქვს უფლება იყოს სახელმწიფოს პირველი პირი, (თამარ მეფე) მთელი ერის განმანათლებელი და თვით მოციქულების სწორი, მეფის დამრიგებელი (წმინდა ნინო).

გენდერულ თანასწორობაზე მეტი არაა რომ მთელი ერი 16 წლის გოგოს მოქცეული ვართ ჭეშმარიტებაზე და ჩვენი საუკეთესო ხანის საუკეთესო მეფე და უძლიერესი მმართველი ქალი იყო და აბა მითხარი რატომ არ არის გამართლებული თანასწორობა?


P.S. წავიდა მეტანიებიიიიიიი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jul 30 2009, 10:50 PM
პოსტი #82


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



გიორგი
ჩემი აზრით იმ დროში მაგ დაუწერელი კანონი იყო. ანუ ქალი არ ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას ნუ მამაკაცთან შედარებით და თავის მოვალეობები ქონდა მითუმეტეს ძველ პირობებში როცა ქალს ოჯახში აუარებელი საქმე ქონდა ამიტომ არაა ალბად რჯულისკანონში ჩაწერილი ეს ყველაფერი ჩემის მოკრძალებული აზრით იმიტო რომ დაწერა არ სჭირდებოდა. smile.gif

მარა დღეს ხო ყველაფერი გაუკურმართდა და შესაბამისად... biggrin.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 30 2009, 10:53 PM
პოსტი #83


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



გიორგი
ციტატა
აბსტრაქტული და განზოგადებული მოვლენა

ვერ დაგეთანხმები
ციტატა
არ ასახელებს არცერთ კონკრეტულ დეტალს თუ რაში აქვს უპირატესობა კაცს ქალთან შედარებით.ეს იმას ნიშნავს რომ ასეთი კონკრეტიკა ან საერთოდ არ არსებობს ან იმდენად სხვაგვარია თავისი არსით, რომ გენდერულ თანასწორობას ხელს არ უშლის

რას ნიშბავს არ არსებობს? blink.gif მოიცა ახლა რა გინდა, წმინდა წერილში დაწერილიყო, ბინის ქირა ქმარმა უნდა გადაიხადოსო? (ესეც სიტყვაზე). პავლე მოციქულმა რომ თქვა დაემორჩილეთ ქმრებსო ეს არ ნიშნავს კაცის უპირატესობას? წმინდა წერილი 20 საუკუნის განმავლობაში მოქმედებს ქრისტიანულ სამყაროზე და ახლა რა გინდა, ყველა საუკუნეს ვერ მოერგებოდა. მგონი კონკრეტიკა არაფერ შუაშია a075.gif რატომ შეიქმნა აბა ჯერ ადამი და იმისი ნეკნიდან ევა? ადამის დამხმარედ და მეგობრად? a075.gif რატომ არიან სასულიერო პირები მამაკაცები და არა ქალები? rolleyes.gif
რაც შეეხება შენ 4 პუნქტს, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი დამიწერია. მე ვსაუბრობდი ქრისტიანულ ოჯახზე და ამ ოჯახში მამაკაცის უპირატესობაზე და ამისი საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მომიყვანე a075.gif
ასე რომ მგონი მეტანიებს გადავრჩი biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 30 2009, 10:54 PM
პოსტი #84


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



უჩა
ციტატა
ალბად რჯულისკანონში ჩაწერილი ეს ყველაფერი ჩემის მოკრძალებული აზრით.

პრინციპული საკითხები ყოველთვის წერია ბიბლიაშიც და სჯულის კანონშიც.

ზუსტად ის ფაქტი, რომ ეგ ყველაფერი ძველ დროში ხდებოდა და დაუწერელი წესი იყო, სწორედ იმას ამტკიცებს, რომ ეპოქის გამოძახილია და თანამედროვე სიტუაციაში სულ სხვანაირად შეგვიძლია ვიაზროვნოთ, მაშინ როდესაც არც წმინდა წერილი გვზღუდავს, და პირიქით ქალების უზარმაზარი ფუნქციის პრეცენდენტებიც არსებობს.

P.S. წავიდა მეტანიებიიიიიი biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 30 2009, 10:57 PM
პოსტი #85


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გიორგი
ესეიგი ამართლებ "გენდერულ თანასწორობას"? huh.gif blink.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jul 30 2009, 10:59 PM
პოსტი #86


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



გიორგი
ციტატა
ზუსტად ის ფაქტი, რომ ეგ ყველაფერი ძველ დროში ხდებოდა და დაუწერელი წესი იყო, სწორედ იმას ამტკიცებს, რომ ეპოქის გამოძახილია და თანამედროვე სიტუაციაში სულ სხვანაირად შეგვიძლია ვიაზროვნოთ, მაშინ როდესაც არც წმინდა წერილი გვზღუდავს, და პირიქით ქალების უზარმაზარი ფუნქციის პრეცენდენტებიც არსებობს.


ბიჭო დაიცა კაცო გლეხურად მელაპარაკე მე დრო და საუკუნეები არ ვიცი. biggrin.gif

შვილები ვინ უნდა გამიზარდოს? ქართველი შვილები?

ძიძამ თუ 2 ძიძამ ერთად. biggrin.gif ( ჩემ 5 დან 8 შვილს 1 ძიძა ვერ ეყოფა. laugh.gif )


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 30 2009, 10:59 PM
პოსტი #87


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



გიორგი
ციტატა
თანამედროვე სიტუაციაში სულ სხვანაირად შეგვიძლია ვიაზროვნოთ,

აჰააა, იქნება წმინდა წერილიც შევცვალოთ "სხვანაირად"? a075.gif მართლმადიდებლობა დროს არ ემორჩილება. ლიბერალიზმზე მეუფეს საუბარი გაიხსენე a075.gif მე მოვრჩი შენთან, მართლა არ აქვს აზრი.
პ.ს. მე მაპატიე რომ მეტანიებს ვერ გაგიკეთებ biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jul 30 2009, 11:01 PM
პოსტი #88


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(S a l l y @ Jul 30 2009, 10:39 PM) *

მახარებს ფაქტი რომ ქალები ვძლიერდებით,არაფრით ჩამოვუვარდებით კაცებს,მაგრამ საშიშროება იმის რომ კაცები ნელ-ნელა კარგავენ ოდნავი დომინანტობის სურვილსაც აშკარაა..

ადრე გენეტიკა ვახსენე და სიტყვის მასალად ნაღდად არ მიხმარია..

ისევე როგორც კაცისა და ქალის ანატომია ასევე ფიზიოლოგიაც განსხვავებულია და კონტრილირდება გენეტიკით,რა თქმა უნდა გარემოსთან კორელაციაში..
ევოლუციის მანძილზე კაცი ყოველთვის იყო დომინანტი(გენეტიკით განპირობებული) და ეს უპირატესობა არა მარტო ფიზიკურ ასპექტში გამოიხატებოდა..ამაზე ზემოთაც ვთქვი..

დღეს ალბათ ხშირად გაიგონებთ რომ ნამდვილი მამაკაცები აღარ არსებობენ..ეს უფრო იმიტომ რომ ადრე ქალს არ შეეძლო იმის კეთებაც რასაც მამაკაცი აკეთებდა,დღეს ქალი გაიზარდა, წამოეწია მამაკაცს და ვგონებ სადაცაა გაუსწრებს/გაუსწრო კიდეც..
და მამაკაცები ისევ ისეთები დარჩნენ როგორიც იყვნენ,უბრალდო ქალი გაუთანაბრდა მათ..

ადრეც ვთქვით და მართლაც ბევრია ქალის მიერ ოჯახის მთელი სიმძიმის ტვირთვის მაგალიტები..ასეთ ოჯახში გაზრდილი ვაჟი ,გარემოს ზემოქმედებით სადაც მამა ავტორიტეტი სულაც არაა და უხეშად რომ ვტქვათ პარადი დედას მიყავს,შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი გაიზრდება?!

და შესაბამისად ცოტა ხანში ამის შედაგად სხვას არაფერს მივირებთ თუ არა დაკნინებულ კაცურ ბუნებას..

თუმცა დიდი ცდა არ დაგვჭირდეა,რადგან დღესაც ძალიან ბევრია სუსტი ბუნების მამაკაცები..

ახლა ეს საკითხი გენეტიკასა და ევოლუციის ჭრილში გადავიტანოთ-ბუნებრივი გადარჩევა რა თქმა უნდა აქაც მოხდება და სუსტი მამაკაცებს როგორც წესი ნაკლები შანსი აქვთ შთამომავლობის გენერირების(ნაკლებად სასურველია ქმრად,მარტივად რომ ვთქვათ) ,როცა ძლიერი მამაკაცი ყოველთვის მოთხოვნადია,მაგრამ თუ მამაკაცის სუსტი ფენომენი ტოტალური მოვლენა გახდება,ვეჭვობ რომ ესეც აღარ გვიშბველის და მომდევნო საუკუნეში უკვე გენდერულ ბალანსს მამაკაცების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებენ a075.gif


ამაზე ვინმე თუ გულისდამამშვიდებელ არგუმენტებს მომიყვანს,მადლობელი დავრჩები,თორე გამოვიგლოვე მე უკვე კაცთა მოდგმა biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 30 2009, 11:07 PM
პოსტი #89


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნანინა
ციტატა
ვერ დაგეთანხმები

თუ ვერ დამეთანხმები მაშინ უნდა მიმითითო ის არაბსტრაქტული და არა ზოგადი მაგალითები წმინდა წერილიდან, სადაც კონკრეტულად არის მითითითებული თუ რაში აქვს ქალს უპირატესობა.
ციტატა
რას ნიშბავს არ არსებობს?

არ არსებობს და იმას. yes.gif
ციტატა
მოიცა ახლა რა გინდა, წმინდა წერილში დაწერილიყო, ბინის ქირა ქმარმა უნდა გადაიხადოსო? (

მე არაფერი არ მინდა, მაგრამ ამაზე უფრო დეტალური და ინტიმური საკითხებიც არის პირდაპირ დაწერილი სჯულის კანონში. საჭირო რომ ყოფილიყო დაწერდნენ ამასაც და მეტსაც.
ციტატა
პავლე მოციქულმა რომ თქვა დაემორჩილეთ ქმრებსო ეს არ ნიშნავს კაცის უპირატესობას?

ნიშნავს.
ძალიან აბსტრაქტულს და ზოგადს, ზუსტად ეს გითხარი წინაზე. იმდენად უხილავ უპირატესობას, რომ ეს გენდერულ თანასწორობას ხელს არ უშლის.
ციტატა
წმინდა წერილი 20 საუკუნის განმავლობაში მოქმედებს ქრისტიანულ სამყაროზე და ახლა რა გინდა, ყველა საუკუნეს ვერ მოერგებოდა.

მოერგებოდა.
ბიბლია არის უნივერსალური წიგნი, რომელიც ყველა საუკუნეში აქტუალური. ამის გარდა გვაქვს სჯულის კანონები, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზეა მიღებული. ეს ყველაფერი წარმოაფგენს ქრისტეანის პოზიციას და ძალიან ძალიან კონკრეტულ დონემდე.
ციტატა
მგონი კონკრეტიკა არაფერ შუაშია

მაშინ 1000-გვერდიანი სჯულის კოდექსი არ იქნებოდა მიღებული ეკლესიის მიერ.
ციტატა
რაც შეეხება შენ 4 პუნქტს, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი დამიწერია.

და ამ ოთხ პუნქტს თანამედროვე დონეზე გენდერ ექუალითი ჰქვია...
ციტატა
მე ვსაუბრობდი ქრისტიანულ ოჯახზე და ამ ოჯახში მამაკაცის უპირატესობაზე და ამისი საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მომიყვანე

ჩემი ყველაზე დიდი არგუმენტი ის არის რომ მამაკცის უპირატესობა ბიბლიის მიხედვით არის უსაზღვროდ აბსტრაქტული, ხოლო სჯულის კანონის მიხედვით ფაქტობრივად არც არსებობს.

ანუ შეგიძლია ილაპარაკო ძალიან ზოგადად, მაგრამ კონკრეტულს საერთოდ ვერაფერს ვერ იტყვი, უბრალოდ არაფრის დეკლარირება არ შეიძლება ბიბლიის მიხედვით ან სჯულის კანონის მიხედვით, რომ აი ამაშია უპირატესი კაციო. ეს ასეა. და რაც შეეხება კონკრეტიკას, სჯულის კანონში ისეთი უკიდურესი კონკრეტული რაღაცეებია განხილული, რომ ყველაფერზე ლაპარაკი უხერხულიც კი არის.

ციტატა
ასე რომ მგონი მეტანიებს გადავრჩი

წავიდა მეტანიებიიიიიიი biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 30 2009, 11:12 PM
პოსტი #90


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გიორგი
არავითარი აბსტრაქტული არ არის გიო. გამგები გაიგებს რა წერია სამოციქულოში smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 30 2009, 11:14 PM
პოსტი #91


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ციტატა(ნანინა @ Jul 30 2009, 11:59 PM) *

გიორგი

აჰააა, იქნება წმინდა წერილიც შევცვალოთ "სხვანაირად"? a075.gif მართლმადიდებლობა დროს არ ემორჩილება. ლიბერალიზმზე მეუფეს საუბარი გაიხსენე a075.gif მე მოვრჩი შენთან, მართლა არ აქვს აზრი.


ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა a075.gif
P.S. რატომ არ არიან ქალები სასულიერო პირები და რატომ შეიქმნა პირველად ადამი და მის შემწედ ევა რატომღაც ამას გვერდი აუარე და რატომღაც შენთვის ესეც აბსტრაქტულია a075.gif
მოვრჩი, მართლა არ აქვს აზრი a075.gif
თურმე მართლმადიდებლობა გენდერულ თანასწორობას ქადაგებს. ის რომ, ქალი და კაცი თანაბრად განისჯებიან უფლის სამსჯავროზე და მათი ადგილი ოჯახში მგონი სხვა და სხვა რამეა.
სასულიერო პირის აზრი მაინტერესებს, იქნებ მამაომ შემოიხედოს ამ თემაში, მე მოვრჩი smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 30 2009, 11:25 PM
პოსტი #92


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



S a l l y
ციტატა
ამაზე ვინმე თუ გულისდამამშვიდებელ არგუმენტებს მომიყვანს,მადლობელი დავრჩები,თორე გამოვიგლოვე მე უკვე კაცთა მოდგმა

ვერავინ ვერ მეუბნება ეს დომინანტობა კონკრეტულად რას ნიშნავს თუ არა ძალიან გულისდამამშვიდებელ არგუმენტებს გეტყოდი. ki.gif

გენდერულ თანასწორობაში ის კი არ იგულისხმება, რომ ყველაფერი გოგოს აკიდო და შენ მიეცე, რაღაც უსასრულო ფუქსავატ უზურუნველობას, ან რომ ტრანსპორტში გოგო არ დასვა სკამზე თუ ფეხზე დგას, ან წყალი არ დაუთმო "ფანტანჩიკზე" ან არ გააცილო სახლში ღამით ანდა მთლად უარესი აქეთ გამაცილოსო ის მოინდომო biggrin.gif

ან ყურადღება არ დაანახო, ან რაიმე არ გაიღო მისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მე გენდერული თანასწორობა ვთქვი და არა ადამიანის შეშად გადაქცევა biggrin.gif

მთავარია ყველაფრის სწორად გაგება, მათ შორის წმინდა წერილის და სჯულის კანონისაც. ki.gif

საერთოდ ბიჭს/კაცს ისედაც უნდა გქონდეს სურვილი რომ ოჯახში შემოიტანო სითბოც, სიყვარულიც, ფინანსებიც და საერთოდ ყველაფერი კარგი, შეიძლება ეს ყველაფერი 100%-ითაც კი აკონტროლო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მთლიანად კონსესუსზე და თანასწორუფლებიან პარტნიორობაზე დაფუძნებული. სადაც სიყვარულია იქ თავისთავად ყველაფერია, მაგრამ უბრალოდ ჩემთვის ზუსტად ისევე გამაღიზიანებლად მოქმედებს არაპროფესიონალი, გაუბედავი და უსაქმური ქალი, როგორც ქალებისათვის იგივენაირი მამაკაცი. გამაღიზიანებლად მოქმედებს იმიტომ რომ ქალს დღესდღეობით ეს ყველაფერი შეუძლია და თუ არ აკეთებს ეს მისი მინუსია რბილად რომ ვთქვათ. დანარჩენი ჩვეულებრივადაა, თუ გოგოს ეს ყველაფერი არ შეუძლია და მაინც გიყვარს, ამის გულისთვის არც სახლიდან გააგდებ და არც არაფერი არ იქნება, ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად იქნება, რადგან ვერაფერი ვერ დადგება სიყვარულზე მაღლა, მაგრამ უბრალოდ არ არის სწორი ისეთი დამოკიდებულება, როდესაც ქალი წინასწარ დაეძებს პირდაპირ უფროსს, რაც ასევე საკმაოდ ხშირია.

lingvo
ციტატა
გამგები გაიგებს რა წერია სამოციქულოში

არის განმარტებები.
არის კონკრეტული კანონები.
აბსტრაქტულზე მეტი უპირატესობა ვერ დავინახე. ვინც დაინახეთ დამიდეთ კონკრეტული ციტატები წმინდა წერილიდან და სჯულის კანონიდან.

ნანინა
ციტატა
რატომ შეიქმნა პირველად ადამი და მის შემწედ ევა

ეს ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ. ალბათ იცი რომ მე ევოლუციის თეორიას ვემხრობი.
ციტატა
რატომ არ არიან ქალები სასულიერო პირები

იმიტომ რომ ეს აკრძალულია სჯულის კანონით და დამტკიცებულია საეკლესიო კრებაზე. საეკლესიო კრება კი უცდომელია.
ციტატა
თურმე მართლმადიდებლობა გენდერულ თანასწორობას ქადაგებს.

არ არის საჭირო უკიდურესობა. კი არ ქადაგებს, არ გამორიცხავს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 30 2009, 11:30 PM
პოსტი #93


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



გიორგი
ციტატა
ალბათ იცი რომ მე ევოლუციის თეორიას ვემხრობი.

არ ვიცოდი ნამდვილად. ამაზე არ ვაპირებ კამათს
ციტატა
აკრძალულია სჯულის კანონით და დამტკიცებულია საეკლესიო კრებაზე. საეკლესიო კრება კი უცდომელია.

იგივე კრებას შეეძლო ქალიც დაემტკიცებინა, მაგრამ პირიქით მოხდა a075.gif
ციტატა
არ გამორიცხავს.

ნუ ყველას თავისი აზრი აქვს. მე ამ დასკვნამდე მივედი და შენთან კამათსაც მოვრჩი smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 30 2009, 11:40 PM
პოსტი #94


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნანინა
ციტატა
იგივე კრებას შეეძლო ქალიც დაემტკიცებინა, მაგრამ პირიქით მოხდა

ეს რთული საკითხია, საეკლესიო ტრადიციაა, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

თუმცა ქალის სასულიერო პირად კურთხევა/არ კურთხევის საკითხს არანაირი კავშირი არა აქვს დომინანტობა/მინორანტობასთან.

ნანინა
ციტატა
აჰააა, იქნება წმინდა წერილიც შევცვალოთ "სხვანაირად"?

რა შუაშია წმინდა წერილის შეცვლა? ეს ვთქვი მე სადმე?

lingvo
ციტატა
ესეიგი ამართლებ "გენდერულ თანასწორობას"?

ვამართლებ... yes.gif

უჩა
ციტატა
შვილები ვინ უნდა გამიზარდოს? ქართველი შვილები?

ერთად გაზრდით. yes.gif
არავინ არ უნდა გაგიზარდოს. შვილები ორივესია და ორივე გაზრდით ისე როგორც ეს ოპტიმალური იქნება დროსა და სიტუაციაში.

ისე ძიძის დახმარებაც არაა ცუდი ხანდახან, თუ არის ამის საშუალება... ახლა "ძიძოფობიები" არ დაგეწყოთ... biggrin.gif

და ჰოლანდიელ შვილებს ვინები ზრდიან? თუ ვეღარ იზრდებიან იქ ბავშვები, თუ კაცებს მამაკაცობა აქვთ წართმეული რადგან გენდერული თანასწორობაა?

რავი, 15 მილიონი კი არიან, ჩვენზე თითქმის 2-ჯერ პატარა ტერიტორიაზე 4-5-ჯერ მეტნი ცხოვრობენ და თანაც 10-ჯერ უკეთესად, ეტყობა გამრავლებას არ უჩივიან და რეპროდუქციის უნარს... laugh.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Jul 30 2009, 11:42 PM
პოსტი #95


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



დედაკაცის თხოვნით ერთხელ გავმეორდები

კაცებმა რომ პირი შევუკრათ ქალებს დავხოცავთ უზიარებლად smile.gif

რატო გვიჭედავენ ყურებს ნეტა ამ გენდერული თანასწორობით? ვინც ამ იდეებს იტაცებს და რაღაც მაღალფარდოვანი კონსტიტუციური ტერმინებით გველაპარაკება აზრზე არაა ქართული კულტურის და ტრადიციების. ადამიანი რაც არის იმას ამბობს და აკეთებს. ხოოდა რადგან ჩვენ ერი ვართ, ამ ერის ტრადიციასა თუ კულტურაში ამოიკითხება მისი სულიერი ღირებულებები, მრწამსი... ვინც ამ გზიდან გადადის მისთვის გაუგებარია უკვე სიტყვა მანდილოსანი და საუბრობს ტერმინებით მდედრობითი სქესი და ... განა რატომაა რომ დედის გინება ხშირად სიკვდილით მთავრდება? განა ყოველი მანდილოსანი მომავალი დედა არაა? რატო ითქმევა ქართველი ქალის, დედის სადღეგრძელო სუფრაზე? რატომ მთავრდება სუფრა ღვთისმშობლის ხსენებით?
ნაღდი ქართველი კაცის გვერდით მანდილოსანი არ იჩაგრება!

მაგრამ პრობლემა მარტო კაცები არაა, რატომ იფუჭებენ გოგოები სახელს? რატო იქცევიან, საუბრობენ და იცმევენ ისე როგორც ... ბიჭის თვალში პატივისცემას და მოწიწებას აღარ იმსახურებენ, ცხოვრობენ როგორც ტყავგადაკრული ხორცები და წუწუნებენ უპატივცემულობაზე...

ეგაა და ეგ, ისე უნდა დაიჭირო თავი რომ არავის არ მიცე ცდუნების საბაბი . პატიოსანი გოგო ბიჭის თვალში ყოველთვის დაფასებულია, დანარჩენები კი უბრალოდ უკანა სიდენიაზე მოისაზრება...


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Jul 31 2009, 03:01 AM
პოსტი #96


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



S a l l y
ციტატა
ეხლა ჩემდა უნებურად პსოტებ სგადავხედე და შთაბეჭდილება იქმნება რომ კაცები უფრო იბრძვიან გენდერული ბალანსისათვის ვიდრე ქალები

თუკი გვინდა ნორმალური ცივილური საზოგადოება ჩამოვყალიბდეთ და ცხოვრების დონე ავიმაღლოთ მენტალური პრობლემები უნდა დავძლიოთ. ეს უნდა მოხდეს ორივე სქესის ხელშეწყობით მანამ სანამ კაცცს ენდომება "მოდი ქალო ნასკი გამხადე"-ს ძახილი მანამ იარსებებენ ქალები რომლებიც გახდიან აბ საბედისწერო ნასკს biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
ფაქტია,მომრავლდა ქალის მიერ ოჯახის სიმძიმის ტვირთვა და კაცის მეორეხარისხოვენბა ოჯახში..

კიდევ ერთხელ აჭარბებ და არასწორად მსჯელობ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კიდევ ერთხელ ვიძახი არცერთმა სქესსმა ცალმხვრივარ არ უნდა ზიდოს ოჯახის ტვირთი ორივემ თანაბრად! ეს არის ბაზისი! კონკრეტულ ოჯახში თუ დავუშვათ ქალია დომინანტი სულაც არ ნიშნავს რომ იქ გენდერული ბალანსია, პირიქით!


ნანინა
ციტატა
პ.პ.ს. ხალხო გაიგეთ, დომინანტობა არ ნიშნავს ვინმეს დამონებას, ვააააააახ

biggrin.gif
ძალიან გთხოვ სიტყვები "დომინანტი", "დომინირება" -ის დეფინიცია ჩამოაყალიბე. მგონი აშკარაა რომ "თვითმფრინავს" ან "ავტომობილს" არ უნდა ნიშნავდეს ეგ სიტყვები....
პ.ს. ვაააახხ biggrin.gif


მოვრჩები რეპლიკების წერას და კიდევ ერთხელ შევეცდები ავხსნა:

გენდერი როგორც ესეთი არის კაცსა და ქალს შორის მენტალური აზრობრივი განსხვავება სქესი არის ფიზიკური ბიოლოგიური სხვაობა და არის თანდაყოლილი. გენდერულ განსხვავებას ადამიანი იღებს იმის მიხედვით თუ რა კულტურულ-სოციალურ გარემოში იზრდება, მაგალითად ისეთი განსხვავებები როგრიც დამახასიათებელია ჩვენი კულტურისთვის და რასაც მივაკუთვნებთ ქალის ან კაცის საქმე-მოვალეობად სხვადასხვა ქვეყნების კულტურებში სულაც არ არის აუცილებელი იყოს იგივე...
მაგალითად:
საქართველოში მიღებულია რომ ქალმა ქსოვოს და კეროს ინდოეთში ეს სამე კაცებს ევალებათ, ჩილეში ტრაქტორის მძღოლების 80% არიან ქალები და ეს ითვლება ქალების საქმედ... რუსეთში ლიანდაგის დამგებლები არიან ქალები და ეს სრულიად ჩვეულებრივად მიიღება.
შვედეთში დეკრეტულ შვებულებაში გადიან მამაკაცები და ეს არა თუ ნებეყოფლობით არამედ აუცილებელ მოთხოვნად ითვლება...
ასევე მაგალითი იმისა რომ წარმატებული ქალი პროფესიულ საქმიანობაში წარმატებულ ოჯახს ქმნის უამრავია ცივილიზებულ სამყაროში.
რატომ გონია ვინმეს რომ უფრო ბედნიერი ოჯახი ექნება საქართველოში დომინანტი მამაკაცით სახლში ვიდრე ევროპელ წარმატებულ წყვილს სადაც სრული თანასწორობაა?!

კანონისტი დამეთანხმება და ფინეთის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე პარლამენტის ძირითად ბირთვს 70-80%ს წარმოადგენენ "სუსტი სქესის" წარმომადგენლები, ფინეთი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების 10ულში შედის.
მანდილოსნებო თქვენ პირველად კაცობრიობის ისტორიის მანძილზე გეძლევათ შანსი წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი!! ყველაფერში!! ნუ "გამაზავთ" biggrin.gif ამ შესაძლებლობას. . .

ან კიდევ თუ არ გნებავთ:
გაიხსენეთ არც ისე დიდი ხნის წინ იყო დრო როდესაც საზოგადოებაში მუსირებდა აზრი რომ ქალი საჭესთან იგივეა რაც მაიმუნი ტანკზე და ქალი კუხნაში თუ არ იტრიალებს აბა რისი ქალია ან კაცი რომელიც სახლში მაგიდაზე მუშტს არ დაარტყამს და "პალაჟენიას" არ დააყენებს რისი კაცია და ნუ ა.შ. ათასი სისულელე!!!
ასევე არც ისე დიდი ხნის წინ იყო ის როდესაც ქალებს არჩევნებშI მონაწილეობის უფლება არ ქონდათ და საერთოდ ერთ სუფრაზეც კი ვერ ჯდებოდნენ კაცებთან ერთად. . .
თუ გნებავთ დავბუნდეთ ისევ იმ დროში, უბრალოდ მაშინ უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ ფასეულობებზე რაც დღეს გაგვაჩნია და მთლიანად პროგრესზე!!


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 31 2009, 03:14 AM
პოსტი #97


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ერიჰააააა biggrin.gif
აქ ისე საუბრობენ, მთელი ქართული ტრადიციები და კულტურა, ზნეობა და სარწმუნოება მენტალური ჩამორჩენილობა ყოფილა. a075.gif ვინც ესე ფიქრობთ გაგიმარჯოთ ღმერთმა.a075.gif ნამეტანი ამ ცხოვრებაში არაფერი ვარგა და გადამეტებული არც არაფერი არ მიყვარს.
მოკლედ მე მოვრჩი, "გამოღმით მე ვარ გაღმით შენ" სიტუაციაა და უაზრო დავას ნამდვილად არ ვაპირებ smile.gif
იმედი მაქვს შემოვლენ ამ თემაში ადამიანები (და ვიმედოვნებ ეს ადამიანები ქართველი მამაკაცები იქნებიან biggrin.gif ) და თავიანთ სათქმელს იტყვიან



--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Jul 31 2009, 03:25 AM
პოსტი #98


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



უბრალოდ არ შემეძლო ეს არ აღმენიშნა ნუ აი არ შემეძლო და მომკალIთ biggrin.gif

gurulo
ციტატა
. ხოოდა რადგან ჩვენ ერი ვართ, ამ ერის ტრადიციასა თუ კულტურაში ამოიკითხება მისი სულიერი ღირებულებები,


ციტატა
განა რატომაა რომ დედის გინება ხშირად სიკვდილით მთავრდება? განა ყოველი მანდილოსანი მომავალი დედა არაა?


არ ვიცი რამდენი წლის ხარ მაგრამ ერთი კითხვა მაქვს რამდენი ბიჭი იცი დღეს საქართველოში 10დან 40წლის ჩათლით ვისაც საკუთარი დედისთვის არ შეუგინებია?
"ბო**ს შვილი ვიყო", "ჩემი დედა მ*** " და ნუ კიდევ უამრავ ბრუნვაშI შეიძლება ამის ჩასმა... უბრალოდ გულზე ხელი დაიდე და ჩამოთვალე ისე შენთვის გულში....
სუფრაზე სადღეგრძელო რომ ისმება ეს არაფერს არ ნიშნავს სუფრაზე სადღეგრძელო სამქეს რომ აკეთებდეს დღეს არა მხოლოდ დედამიწაზე არამედ მთელს მზის სისტემის პლანატებზე მხოლოდ ქართველები ვიცხოვვრებდით. . .

ნანინა
ციტატა
აქ ისე საუბრობენ, მთელი ქართული ტრადიციები და კულტურა, ზნეობა და სარწმუნოება მენტალური ჩამორჩენილობა ყოფილა

კიდევ ერთი არასწორი დასკვნა.

ციტატა
მოკლედ მე მოვრჩი, "გამოღმით მე ვარ გაღმით შენ" სიტუაციაა და უაზრო დავას ნამდვილად არ ვაპირებ

რატოა უაზრო?
თუ რამე უკეთესი იცი გვითხარი ნუ გვიმალავ smile.gif

ციტატა
იმედი მაქვს შემოვლენ ამ თემაში ადამიანები (და ვიმედოვნებ ეს ადამიანები ქართველი მამაკაცები იქნებიან ) და თავიანთ სათქმელს იტყვიან


ზუსტად ვიცი 7 თაობა როგორც მამაჩემის ისე დედაჩემის მხრიდან, სულ ყველა ქართველები იყვნენ....


ციტატა
კეთილი სურვილებით მანდილოსნების უპირატესობის "არ გამომყენებელი და "მენტალურად ჩამორჩენილი" (თქვენი სიტყვებით ) სოფო კოტრიკაძე !!!

მე პირადად კონკრეტულად არავითვის მიმიმართავს ეგრე და თუ ჩემს პოსტებში საკუთარი თავი მსგავს პიროვნებასთან იდენტურობაში ამხილე ნება შენია.


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 31 2009, 03:32 AM
პოსტი #99


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



CONSCIENTIOUSNESS
საქმე ისაა, რომ ქართველობა მხოლოდ 7 თაობა მამა-პაპით და გვარიშვილობით არ განისაზღვრება, ქართველობა პირველ რიგში მენტალობაა და არა ის ("ნასკი გამხადე" და რაღაც უბედურება) რაც თქვენ გგონიათ), არამედ ჩვენი წინაპრების კულტურა და ტრადიციები. მე მივესალმები შვედეთსაც, ინდოეთსაც და ყველა იმ ქვეყანას რაც შენ ახსენე. ყველას თავისი ტრადიცია აქვს, გაუმარჯოს ღმერთმა, მე ჩემსას მივხედავ a075.gif

საუბრობ პროგრესზე და ფასეულობებზე. მოდი რა, ჯერ შენი ქვეყნის კულტურა და ტრადიცია დააფასე და მერე დაუწყე "ტრფობა" ევროპულს a075.gif
არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ თემამ მოიტანა. თურმე ქართველები ჩამორჩენილები და უკულტუროები ვყოფილვართ a075.gif
არის ბევრი რამ, რაც ჩვენს მენტალიტეტში გამოსასწორებელია, მაგრამ როდესაც ქართულ ტარდიციებზე აგდებულად საუბრობენ, ჩემთვის მიუღებელია და რა ვქნა.

P.S. ცნობისთვის, ქართულ ტრადიციულ ოჯახში მამაკაცის უპირატესობა არც "ნასკი გამხადე" და არც მუშტის ბრახუნი არ ყოფილა a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jul 31 2009, 09:40 AM
პოსტი #100


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა( გიორგი @ Jul 30 2009, 07:48 AM) *

ბოლომდე გაქვს გაცნობიერებული გენდერული თანასწორობის არსი?

ანუ, მზად ხარ თუ არა უფლებების მსგავსად თანასწორად გაინაწილო რთული პასუხისმგებლობებიც?

ამ სფეროში ვმუშაობ და ასე რომ ამ საკითხთან შეხება ყოველდღიურად მაქვს....
გენდერული თანასწორობა კი არა დღეს საქართველოში თითქმის ყველა ადამიანის უფლება ირღვევა მიუხედავად სქესისა...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 08:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი