IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> Gender Studies., გენდერული თანასწორობა ევროპული და ქართული თვალთახედვით, მათი სინთეზი.
გენდერული კვლევა. ინტეაქტიული გამოკითხვა.
მოგწონთ თუ არა გენდერული თანასწორობა?
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი. (ბიჭი ვარ) [ 10 ] ** [23.81%]
არა, მე უნდა მქონდეს უპირატესობა და ვდომინირებდე (ბიჭი ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი (გოგო ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) [ 11 ] ** [26.19%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (ბიჭი ვარ) [ 1 ] ** [2.38%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (გოგო ვარ) [ 2 ] ** [4.76%]
სულ ხმები:: 42
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 30 2009, 01:11 AM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



გენდერული კვლევა არის დისციპლინათა ერთობლიობა, რომლებიც იკვლევს და აანალიზებს სქესის ქცევის ფენომენს.

ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა, მის მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს და არსებობდა განსხვავებულ ქვეყნებში, კულტურებში და რელიგიებში.

იყო თუ არა გენდერული თანასწორობა (ზოგჯერ მკვეთრი პატრიარქატიც კი) გასულ საუკუნეებში და ათასწლეულებში ადამიანის სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი?

ჩემი აზრით - არა. ეს იყო არა სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი, არამედ მეცნიერულ-ტექნიკურად ჩამორჩრნილი საზოგადოების ბუნებრივი და ობიექტური რეალობა. yes.gif

ნებისმიერ კულტურულ თუ სოციალურ მდგომარეობას საზოგადოებაში არეგულირებს იმავე საზოგადოებაში არსებული სიტუაცია, მოთხოვნილებები და პრობლემების ოპტიმალური გადაჭრა. მრავალი ასეული თუ ათასეული წლის წინ საზოგადოება ისე იყო ფორმირებული, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანის ფიზიკურ ძალას, ეს ძალიან ბუნებრივიც იყო, პრაქტიკულად არ არსებობდა ტექნიკური განათლება, არ არსებობდა არანაირი აპარატურა (გარდა პრიმიტიულისა) რომელიც ადამიანს შეუმსუბუქებდა შრომას, გაუიოლებდა ბრძოლას და ა.შ. ამ ყველაფერს წყვიტავდა მხოლოდ ერთი რამ - ფიზიკური ძალა. უფრო მეტი მოსავალი მოყავდა იმას ვინც უფრო დიდხანს და სწრაფად გათოხნიდა მიწას და დაიჭერდა ხელში მძიმე თოხს თუ სხვა სამუშაო იარაღს, უფრო ძლიერი მებრძოლი იყო ის, ვისაც მკლავში დიდი ძალა ჰქონდა, დიდხანს შეეძლო ეტრიალებინა მძიმე ხმალი, ფარი და ა.შ. ერთი სიტყვით მუშაობდა და იმარჯვებდა ფიზიკური ძალა.

მამაკცის სხეული ფიზიკურად უფრო ძლიერია ვიდრე ქალის. (გარდა გამონაკლისებისა, რაზეც საზოგადოების დამოკიდებულება არ ეფუძნება) ამიტომ შესაბამისად, უფრო ბუნებრივი და ოპტიმალური იყო კაცს ემუშავა მიწაზე, კაცს აეშენებინა შენობები, კაცს შეესრულებინა ძირითადი რთული საქმეები, ხოლო ომიანობის პერიოდში კი ებრძოლა, არადა ბრძოლები ძალიან ხშირი იყო. ძირითადი საქმის კაცის ხელში თავმოყრამ სრულიად ობიექტურად განაპირობა კაცის უპირატესობა, ქალს დარჩა მხოლოდ მსუბუქი სამუშაოები, საჭმლის კეთება და ა.შ. რადგან არსებულმა რეალობამ ქალისთვის დიასახლისობა უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ ფუნქციად მიიჩნია. გამომდინარე აქედან ქალი გახდა კაცზე დამოკიდებული, სხვაზე (მამაკაცზე) დამოკიდებულობამ კი თავისთავად ის მეორე პლანზე გადაიყვანა.

ნებისმიერი, სუპერთანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი, რომ მოხვდეს გასულ ათასწლეულებში, ისიც იმგვარივე სოციალური პრინციპების მომხრე იქნება, რაც მაშინ არსებობდა, რადგან სხვაგვარად თვითონ საზოგადოება დამარცხდება, ქალს ძალიან გაუჭირდება ხელში დაიჭიროს 30კგ-იანი ხმალი და რამოდენიმე საათის განმაცლობაში იქნიოს, ან ამუშაოს მიწა. შესაბამისად ასეთი საზოგადოება წააგებს.

რაც შეეხება უფლებების განაწილებას, ესიც ძალიან ბუნებრივი მომენტია, ნებისმიერ ფირმაში, კომპანიაში და ა.შ. მეტი ეკუთვნის იმას, ვინც მეტს აკეთებს, შესაბამის დროში კი კაცი აკეთებდა ყველაფერს და რასაკვირველია, რომ მას მიყავდა კიდეც საზოგადოებაში არსებული ცნობიერების კურსი.

ყოველივე ზემოთ ხსენებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ჩამორჩენილობის (და არამც და არამც სოციალური ჩამორჩენილობის) შედეგი.

რა არის საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გაჩენის მიზეზი? რამ უბიძგა კაცობრიობას ქალთა უფლებების მომატებისკენ? მათი სოციალური აქტიურობის გაზრდისკენ და ბოლოს სრული გენდერული თანასწორობის იდეამდე?

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქალის ინტელექტუალური რესურსი, ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი არანაირად არ ჩამოუვარდება მამაკაცისას. ტექნიკურმა პროგრესმა თანდათანობით უკანა პლანზე გადაიყვანა ფიზიკური ძალის მნიშვნელობა. საზოგადოებამ სულ უფრო და უფრო დაიწყო სწრაფვა იმ სახის ფორმაციისკენ, სადაც მთავარია გონება და ცოდნა. გნებავთ პირდაპირ პროფესიული ცოდნა ან თუნდაც იმის ცოდნა თუ როგორ დაიმკვიდრო საზოგადოებაში ადგილი. ინტელექტმა დათრგუნა ფიზიკური ძალის საჭიროება და შესაბამისად კაცის მკვეთრი უპირატესობებიც გაქრა. ჯერ კიდევ არის რაღაც სფეროები, სადაც კაცი მაინც უფრო ეფექტურად იმუშავებს ვიდრე ქალი, მაგრამ თანადათანობით ეს სფეროები შემცირდება და ბოლოს გაქრება.

დღეს ხნავს ტრაქტორი და არა 20 კგ-იანი თოხი. ტრაქტორების მწარმოებელ ავტოკომპანიებში კი ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან, მოიფიქროს ახალი დიზაინი, გამოიანგარიშოს კონსტრუქციები და მონწილეობა მიიღოს ახალი მოდელების შექმნაში თუ შესაბამისი ცოდნა გააჩნია. უფრო მეტიც, თანამედროვე HONDA-ს, MERCEDES-ის ძალიან კომფორტულ ტრაქტორებში ქალსაც შეუძლია ტრაქტორისტად მუშაობა, მიზეზი იგივეა, არაფერს არ სჭირდება ფიზიკური ძალა, ყველაფერი ავტომატიზირებულია, კომპიუტერის "ჯოისტიკის" დონემდე, შესაბამისად დასავლეთის ქვეყნებში ასეთ სფეროშიც შემოვიდნენ ქალები. ულტრათანამედროვე სიტუაციაში კი სამხედრო სფეროშიც გააქტიურდნენ ქალები, რადგან იგებს არა მუშტი, ხმალი და ხანჯალი, არამედ ავტომატები, თვითმფრინავები და ელექტროდამიზნების სისტემები, აბსოლუტურად ყველა მათგანზე ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იყოს ეფექტური.

ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ყველა მიმართულებბით აქტიურად ჩართვამ თავისთავად გამოიწვია მათი უფლებების გაზრდაც. თუ ისინი (ქალები) საკუთარი საქმიანობით ძალიან საჭირონი არიან, აქვთ ცოდნა, გავლენა და ა.შ. სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად ისმება საკითხი მათი კაცთან გათანაბრებისა სოციალური თვალსაზრისით.

თუ შესაძლებელია, რომ ქალი იყოს კაცის ექვივალენტური ინტელექტით, ცოდნით, პროფესიონალიზმით და შესაბამისად ფინანსურად, ძალაუფლებით, გავლენით და ა.შ. და თუ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ამ ყველაფრის რეალიზება შესაძლებელია, მაშინ სად ჩანს კაცის უპირატესობა?

რატომ უნდა გატარდეს კაცის აზრი, სურვილი, მიზანი და ა.შ. გინდა სახელმწიფოში, გინდა კერძო კომპანიაში, ან გინდა ოჯახში, თუ ის მცდარია, არასწორია, და თუ მას ქალის გადაწყვეტილება ჯობია?

არ უნდა გატარდეს. no.gif

რაც უფრო განვითარდება ტექნიკა კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გენდერული თანასწორობის დასრულება, რადგან ბოლოს ფიზიკური შრომის საჭიროება აბსოლუტურად ყველა დონეზე (მათ შორის ოჯახშიც) უკიდურესად შემცირდება და ბოლოს ალბათ 0-ზე დავა.

ცხადია ნებისმიერ საზოგადოებაში მოიძებნება მამაკაცი, რომელსაც მეტი შესაძლებლობები ექნება ქალზე, მაგრამ ამას არ ექნება მასიური ხასიათი, რადგან რაც უფრო განვვითარდებით ტექნიკურად სულ უფრო და უფრო მეტი საწინააღმდეგო შემთხვევაც გვექნება, რადგან ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები იდენტურია განურჩევლად სქესისა.

რა სიტუაცია გვაქვს დღეს? ანუ ცვლილებების მტკივნეულობა...

ტექნიკურმა პროგრესმა და იქიდან გამომდინარე საზოგადოების მოთხოვნების ცვლილებებმა უსწრაფესი ფორმა მიიღო. სულ რაღაც სამ თაობაში, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობიდან დღემდე უზარმაზარი ცვლილებები მოხდა. ამ თაობის ადამიანებს ზოგჯერ მანქანის დანახვაც კი საოცრებად მიაჩნდათ სკოლის ასაკში, არ იცოდნენ რა იყო ტელევიზია და ა.შ. ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად შეიცვალა, რამოდენიმე ათეულ წელიწადში ადამიანი ცხენიდან კოსმოსურ ხომალდზე გადაჯდა და მთვარეზე გაფრინდა ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით (აიღეთ 1909-1969 წლების 60 წლიანი მონაკვეთი, ზუსტად ასე იყო) და ადამიანის მენტალიტეტის ცვლილებამ ვერ აუღო ბოლომდე ალღო ახალ რეალობას. ადამიანებში მრავალი საუკუნის მანძილზე გამჯდარმა ცხოვრების წესმა, სწრაფი რეფორმაცია ვერ შეძლო და მიუხედავად ახალი რეალობებისა "ჩარჩა" ძველ ლოგიკაში.

ამგვარი "ჩამორჩენილი" მენტალიტეის შედეგია ჯერ კიდევ უფროს თაობაში შემორჩენილი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ქალი უნდა იყოს კუხნაში", "ქალის გატარებულ მანქანაში რა ჩამაჯენს", "ქალის ჭკუაზე ჩემმა მტერმა გაიარა", "ქალის ნასწავლი არ გაიშვას მის იქით" და ა.შ.

ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ქალმა შეიძლება გაცილებით კარგად გაატაროს ავტომანქანა, გაცილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს არსებულ სიტუაციაში და გაცილებით მაღალ დონეზე აღმოჩნდეს პროფესიული თვალსაზრისით აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში, დაწყებული ბიოლოგიიდან და დამტავრებული ფიზიკით. მარი კიურიმ ორჯერ მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში და ქიმიაში, აღმოაჩინა რადიოაქტიური ელემენტები პოლონიული და რადიუმი.

მართალია გენდერული თანასწორობისკენ მიახლოება უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ადამიანის მენტალიტეტს უჭირს დაეწიოს ტექნიკურ განვითარებას.

ცვლილებები ყოველთვის "მტკივნეულია." კაცებს უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება, ვერ აღიქვამენ ქალს საკუთარ თანასწორად (საუბრობენ ზემოთ ხსენებული ფრაზებით) რადგან ეს ადრე არ იყო ასე.

თუმცა ძალიან სერიოზული პრობლემებია ქალების ცნობიერებაშიც. ისინიც ვერ ეგუებიან ახალ რეალობას, რომ თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს რომ კაცზე მეტი იციან, რომ კაცზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რომ კაცზე აღარ არიან დამოკიდებული და ეს ყველაფერი აღიზიანებთ, ისინიც "ჩარჩენილი" არიან ძველ ცნობიერებაში და არ სიამოვნებთ საკუთარი სოციალური სიძლიერე, დამოუკიდებლობა და მაინც ეძებენ დომინანტს, ადამიანს, ვისზეც დამოკიდებული იქნებიან. ვერ ეგუებიან იმას, რომ ადამიანი ერთია და ზოგი კაცი ქალზე წინ იქნება სოციალურად და ზოგი ვერა.

ამგვარი ჩამორჩენილი მენტალიტეტის შედეგია შემდეგი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ვერ ავიტან რომ ქმარი ჩემი სარჩენი იყოს, ბარემ ცოლად მოვიყვან და ეგ იქნება", "ქმარს ბავშვი გავუჩინო და კიდეც ვარჩინო" და ა.შ.

ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ თანამედროვე რეალობაში სიტუაცია თანაბარია, ორივე მხარეს თანაბარი შანსი აქვს იშოვოს კარგი სამსახური, ჰქონდეს თანხები და რომ შესაბამისად არავის ცალმხრივი ვალი არაფერი არ არის. ...რომ კაცმა ცელი არ უნდა იქნიოს სათიბად, ოჯახის სარჩენად და რომ თუ გოგოს მიაჩნია რომ მას არ ეხება არაფერი ფინანსურ-პროფესიონალური ზუსტად იგივე უფლება აქვს კაცსაც. და რაც მთავარია ვერ აცნობიერებს ტენდენციას, რომ თუკი დღეს, ჯერ კიდევ, გარკვეულ ქვეყნებში, კაცს აქვს გარკვეული პროფესიული უპირატესობა ქალთან შედარებით, ხვალ უკვე აღარც ეს აღარ იქნება და ყველა იდენტიურ სიტუაციაში აღმოჩნდება.

გსურთ თუ არა გენდერული თანასწორობა? ანუ ქართული რეალობა დღეს...

უპირველეს ყოვლისა მინდა დავწერო, რომ გენდერული თანასწორობის/უთანასწორობის მომენტი არის მთლიანად სოციალური მოვლენა. 100%-ით დამოკიდებულია აღზრდაზე, გარემოზე და არანაირად არ წერია ის ადამიანის გენეტიკურ კოდში.

დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი სკანდინავია/ბენელუქსის სახელმწიფოებში თითქმის აბსოლუტურად გათანაბრებულია ქალი და მამაკაცი, როგორც ეერთი და იგივე დაწესებულებებში დასქამებულთა რაოდენობით, ისე პირად ურთიერთობებშიც ანუ გოგოს აქვს საკუთარი ექვივალენტურობის განცდა, როგორც უფლებებში (რომ შეუძლია აკეთოს იგივე, იმუშაოს იგივენაირად და ა.შ.) ასევე პასუხისმგებლობებშიც (რომ ოჯახი მისიც არის, რომ მანაც უნდა იმუშაოს და ა.შ.). ზოგიერთ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით ახლო მეგობარი არ არის, გოგომ შეიძლება რაღაცნაირ დამცირებადაც კი აღიქვას რომ ფული გადაუხადო ტრანსპორტში ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ "ბოროტი" ან "საშინლად ცივია" უბრალოდ მას მიაჩნია რომ ის ჩვეულებრივი ექვივალენტურია კაცის, არანაირ განსაკუთრებულ მოპყრობას არ საჭიროებს, რადგან ადამიანები ერთი და იგივენი არიან.

საქართველოში ჯერჯერობით ყველაფერი არეულ-დარეულია ანუ არც იქით ვართ და არც აქით. არის გარკვეული კატეგორია ქალებშიც და მამაკაცებშიც, რომლებსაც კატეგორიულად არ მოსწონთ გენდერული თანასწორობა უკვე კარგად აღწერილი მოვლენების გამო.

არიან ისინიც, ვინებიც ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და ბოლომდე აქვთ გათვითცნობიერებული უფლებებიც და პასუხისმგებლობებიც.

თუმცა არსებობენ გამრუდებული აზროვნების მქონე ადამიანებიც, რომლებსაც გენდერული თანასწორობა საკუთარ საკეთილდღეოდ უნდათ. ქალებში ასეთი დამოკიდებულება გამოიხატება იმაში, რომ უნდათ კაცის ექვივალენტურად ჩაითვალონ მხოლოდ უფლებებში და პასუხისმგებლობები - 0. ანუ კარგი ბინა, კარგი მანქანა, აბსოლუტური კომფორტი, ყველაფერი ქმარმა უნდა უყიდოს, ჩააბაროს, თვითონ არაფერი არ უნდა ქნას გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი კაცის ექვივალენტურად მოიხმაროს.


კაცებში კი ამგვარი დამოკიდებულება ზუსტად შებრუნებულად ხასიათდება. უნდათ რომ ქალები პასუხისმგებლობების თანასწორად მოზიარენი კი იყვნენ ანუ შემოქონდეთ ფული ოჯახში, ეხმარებოდნენ ან სულაც არჩენდნენ კიდეც ქმარს, მაგრამ უფლებები - 0. თან უნდა არჩენდნენ და თან უნდა ემსახურებოდნენ კიდეც თითქმის უპირობოდ და უუფლებოდ.

საქართველოში ცხადია გენდერული თანასწორობა ბოლომდე გაცნობიერებული არ არის არც ერთი სქესის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიყვანება რაღაც მარტივ დამოკიდებულებებამდე კონკრეტული საკითხების მიმართ, მაგრამ იმის რეალური განცდა რომ თანასწორობას ექვივალენტურ უფლებებთან ერთად ექვივალენტური პასუხისმგებლობები და შესაბამისი ცნობიერება სჭირდება, უბრალოდ არ არსებობს.

ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრიც და გამოკითხვის შედეგებიც...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   Gender Studies.   Jul 30 2009, 01:11 AM
lingvo   ”გენდერული თანასწ...   Jul 31 2009, 02:23 PM
გიორგი   ნანინა არა. ქართულ...   Jul 31 2009, 03:28 PM
ნანინა   გიორგი, ის მენტალი...   Jul 31 2009, 03:41 PM
likka   და ისე, Gender Studies რა პონ...   Jul 31 2009, 03:46 PM
გიორგი   ნანინა და მე ტექსტ...   Jul 31 2009, 03:50 PM
lingvo   შენი კლასიფიკაციი...   Jul 31 2009, 03:59 PM
staywhite   CONSCIENTIOUSNESS არანაირი თა...   Jul 31 2009, 04:02 PM
S a l l y   CONSCIENTIOUSNESS არანაირი თ...   Jul 31 2009, 06:24 PM
გიორგი   likka მთელი კვლევა-სწ...   Jul 31 2009, 04:32 PM
lingvo   გიორგი გიო დამეთან...   Jul 31 2009, 04:40 PM
გიორგი   lingvo ესენი გენდერულ ...   Jul 31 2009, 04:42 PM
lingvo   lingvo ესენი გენდერულ ...   Jul 31 2009, 04:46 PM
გიორგი   lingvo მამაკაცის უპირ...   Jul 31 2009, 04:50 PM
lingvo   [b]lingvo რომელიც ისედა...   Jul 31 2009, 04:59 PM
CONSCIENTIOUSNESS   ნანინა შთაბეჭდილ...   Jul 31 2009, 04:56 PM
ნანინა   გიორგი ეხლა შენ მა...   Jul 31 2009, 04:57 PM
გიორგი   lingvo ზუსტად ასევე თქ...   Jul 31 2009, 05:05 PM
ნანინა   CONSCIENTIOUSNESS იმ ყველაფერ...   Jul 31 2009, 05:09 PM
lingvo   გიორგი ერთი სიტყვი...   Jul 31 2009, 05:12 PM
staywhite   ნანინა და გინახია ...   Jul 31 2009, 05:13 PM
ნანინა   ქალბატონო ნანა, მე ...   Jul 31 2009, 05:14 PM
staywhite   ნანინა სამწუხაროდ...   Jul 31 2009, 05:28 PM
გიორგი   ნანინა თეოლოგიის ...   Jul 31 2009, 05:32 PM
CONSCIENTIOUSNESS   ნანინა და ევრობა რ...   Jul 31 2009, 05:33 PM
staywhite   CONSCIENTIOUSNESS იცოცხლე :)   Jul 31 2009, 05:43 PM
გიორგი   ნანინა პირდაპირ ა...   Jul 31 2009, 05:50 PM
მხევალი ნინო   გადავიფიქრე და წავ...   Jul 31 2009, 05:50 PM
S a l l y   ეს მეცნიერულად და...   Jul 31 2009, 06:09 PM
გიორგი   S a l l y რა არის მეცნიე...   Jul 31 2009, 06:11 PM
CONSCIENTIOUSNESS   S a l l y ტესტოსტერონის...   Jul 31 2009, 06:11 PM
გიორგი   S a l l y კაცის ფენომენ...   Jul 31 2009, 06:31 PM
S a l l y   S a l l y ზედა პოსტშიც დ...   Jul 31 2009, 06:45 PM
გიორგი   მოკლედ რაღაც საშინ...   Jul 31 2009, 06:46 PM
S a l l y   დავიჯერო გაგიგიათ ...   Jul 31 2009, 06:56 PM
გიორგი   S a l l y ზოგი ამბობს. შ...   Jul 31 2009, 07:11 PM
lingvo   გიორგი ფიზიოლოგიუ...   Jul 31 2009, 07:59 PM
S a l l y   გიორგი არ კითხოლო...   Jul 31 2009, 08:15 PM
გიორგი   lingvo უკიდურეს ფორმე...   Jul 31 2009, 08:39 PM
იოანა   გიორგი ბიბლიის ე...   Jul 31 2009, 08:57 PM
გიორგი   S a l l y როგორ არ ვკითხ...   Jul 31 2009, 09:08 PM
იოანა   [b]იოანა აბსოლუტურა...   Jul 31 2009, 09:26 PM
გიორგი   იოანა :D :D :D ამიტომ...   Jul 31 2009, 09:28 PM
მარიამი   მაგ ეპისტოლე ბოლო...   Jul 31 2009, 09:32 PM
lingvo   გიორგი რატომ ფუიქ...   Jul 31 2009, 09:35 PM
გიორგი   მარიამი და თუ არ შე...   Jul 31 2009, 09:41 PM
მარიამი   დიახ, მაგრამ ეს რომ...   Jul 31 2009, 09:42 PM
S a l l y   რა მაგის პასუხია დ...   Jul 31 2009, 09:43 PM
გიორგი   მარიამი ჰო, მაგრამ ...   Jul 31 2009, 09:57 PM
staywhite   ე.წ. სქესობრივი თან...   Jul 31 2009, 09:58 PM
იოანა   ე.წ. სქესობრივი თან...   Jul 31 2009, 10:14 PM
გიორგი   staywhite ათასობით წელი ...   Jul 31 2009, 10:02 PM
staywhite   გიორგი ალბათ ეგეც ...   Jul 31 2009, 10:04 PM
lingvo   გაძლიერდა? ქალი სუ...   Jul 31 2009, 10:06 PM
გიორგი   staywhite იმიტომ რომ სტე...   Jul 31 2009, 10:12 PM
lingvo   გიორგი ქალი უდნა ი...   Jul 31 2009, 10:14 PM
გიორგი   lingvo ტერმინია ეგეთი. ...   Jul 31 2009, 10:16 PM
S a l l y   დიახ! უსამართლო...   Jul 31 2009, 10:18 PM
qetevani-82   :კი: :კი: :კი:   Jul 31 2009, 10:18 PM
lingvo   გიორგი ოჯახში მეუღ...   Jul 31 2009, 10:19 PM
qetevani-82   lingvo ^_^ ;) :D კაპიტანი მ...   Jul 31 2009, 10:24 PM
გიორგი   S a l l y თვითონ განმარ...   Jul 31 2009, 10:32 PM
იოანა   საერთოდ რაც უფრო პ...   Jul 31 2009, 10:37 PM
S a l l y   საერთოდ რაც უფრო ...   Jul 31 2009, 10:40 PM
leluka   მეგობარს, სულის ნა...   Jul 31 2009, 10:33 PM
გიორგი   lingvo შეიცვლება და უკ...   Jul 31 2009, 10:34 PM
staywhite   lingvo მორჩილი ქალი ბე...   Jul 31 2009, 10:35 PM
S a l l y   lingvo ასე რომ, იყნენ კ...   Jul 31 2009, 10:42 PM
გიორგი   leluka არადა პატრონი ს...   Jul 31 2009, 10:36 PM
ნანინა   გიორგი ამაზე მაგრ...   Jul 31 2009, 10:38 PM
გიორგი   ნანინა გიორგი ამა...   Jul 31 2009, 10:41 PM
გიორგი   იოანა კაცის როლი ა...   Jul 31 2009, 10:38 PM
leluka   გიორგი პატრონი არ...   Jul 31 2009, 10:41 PM
გიორგი   ნანინა ღმერთი პას...   Jul 31 2009, 10:43 PM
CONSCIENTIOUSNESS   S a l l y სულ თავიდან რო...   Jul 31 2009, 10:46 PM
staywhite   S a l l y გეთანხმები, სა...   Jul 31 2009, 10:46 PM
გიორგი   S a l l y რავი აბა, მაგა...   Jul 31 2009, 10:57 PM
CONSCIENTIOUSNESS   staywhite ცოტათი ძნელია ...   Jul 31 2009, 10:58 PM
S a l l y   გიორგი აგერ ბატონ...   Jul 31 2009, 11:04 PM
გიორგი   S a l l y რომ გამცეს მერ...   Jul 31 2009, 11:10 PM
გიორგი   .   Jul 31 2009, 11:20 PM
staywhite   CONSCIENTIOUSNESS გეთანხმები,...   Jul 31 2009, 11:21 PM
გიორგი   staywhite აი, ეს უკვე ძალ...   Jul 31 2009, 11:23 PM
lamara   ქალისა და მამაკაცი...   Jul 31 2009, 11:30 PM
S a l l y   ადრე დაწერე რომ ქა...   Jul 31 2009, 11:33 PM
Amuza   ადრე დაწერე რომ ქა...   Jul 31 2009, 11:45 PM
Amuza   მდააააააააააააა...   Jul 31 2009, 11:39 PM
lingvo   Amuza ვუერთდები და მთლ...   Jul 31 2009, 11:43 PM
გიორგი   S a l l y ტესტესტერონი ...   Jul 31 2009, 11:48 PM
CONSCIENTIOUSNESS   S a l l y ძალიან კარგი მ...   Jul 31 2009, 11:48 PM
leluka   სანთლითაა საძებნ...   Jul 31 2009, 11:57 PM
გიორგი   Amuza რა სასწაულია... :rol...   Jul 31 2009, 11:57 PM
ნათია   გიორგი :D :D :D ფრაზებ...   Jul 31 2009, 11:59 PM
S a l l y   და ეს მას მერე რაც ...   Jul 31 2009, 11:59 PM
CONSCIENTIOUSNESS   leluka კაი ხო ჯანდაბას ...   Aug 1 2009, 12:01 AM
გიორგი   S a l l y ეგ პირდაპირ მო...   Aug 1 2009, 12:04 AM
თამარი_ცქნაფო   მეტად მეცნიერულ-გა...   Aug 1 2009, 12:06 AM
4 გვერდი V < 1 2 3 4 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2026 - 09:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი