IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> Gender Studies., გენდერული თანასწორობა ევროპული და ქართული თვალთახედვით, მათი სინთეზი.
გენდერული კვლევა. ინტეაქტიული გამოკითხვა.
მოგწონთ თუ არა გენდერული თანასწორობა?
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი. (ბიჭი ვარ) [ 10 ] ** [23.81%]
არა, მე უნდა მქონდეს უპირატესობა და ვდომინირებდე (ბიჭი ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
დიახ, გენდერულ თანასწორობას ვემხრობი (გოგო ვარ) [ 9 ] ** [21.43%]
არა, მინდა ვემორჩილებოდე სხვას და დომინანტს ვეძიებ. (გოგო ვარ) [ 11 ] ** [26.19%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (ბიჭი ვარ) [ 1 ] ** [2.38%]
მიჭირს პასუხის გაცემა. (გოგო ვარ) [ 2 ] ** [4.76%]
სულ ხმები:: 42
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 30 2009, 01:11 AM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



გენდერული კვლევა არის დისციპლინათა ერთობლიობა, რომლებიც იკვლევს და აანალიზებს სქესის ქცევის ფენომენს.

ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა, მის მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს და არსებობდა განსხვავებულ ქვეყნებში, კულტურებში და რელიგიებში.

იყო თუ არა გენდერული თანასწორობა (ზოგჯერ მკვეთრი პატრიარქატიც კი) გასულ საუკუნეებში და ათასწლეულებში ადამიანის სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი?

ჩემი აზრით - არა. ეს იყო არა სოციალურად ჩამორჩენილობის ნიშანი, არამედ მეცნიერულ-ტექნიკურად ჩამორჩრნილი საზოგადოების ბუნებრივი და ობიექტური რეალობა. yes.gif

ნებისმიერ კულტურულ თუ სოციალურ მდგომარეობას საზოგადოებაში არეგულირებს იმავე საზოგადოებაში არსებული სიტუაცია, მოთხოვნილებები და პრობლემების ოპტიმალური გადაჭრა. მრავალი ასეული თუ ათასეული წლის წინ საზოგადოება ისე იყო ფორმირებული, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანის ფიზიკურ ძალას, ეს ძალიან ბუნებრივიც იყო, პრაქტიკულად არ არსებობდა ტექნიკური განათლება, არ არსებობდა არანაირი აპარატურა (გარდა პრიმიტიულისა) რომელიც ადამიანს შეუმსუბუქებდა შრომას, გაუიოლებდა ბრძოლას და ა.შ. ამ ყველაფერს წყვიტავდა მხოლოდ ერთი რამ - ფიზიკური ძალა. უფრო მეტი მოსავალი მოყავდა იმას ვინც უფრო დიდხანს და სწრაფად გათოხნიდა მიწას და დაიჭერდა ხელში მძიმე თოხს თუ სხვა სამუშაო იარაღს, უფრო ძლიერი მებრძოლი იყო ის, ვისაც მკლავში დიდი ძალა ჰქონდა, დიდხანს შეეძლო ეტრიალებინა მძიმე ხმალი, ფარი და ა.შ. ერთი სიტყვით მუშაობდა და იმარჯვებდა ფიზიკური ძალა.

მამაკცის სხეული ფიზიკურად უფრო ძლიერია ვიდრე ქალის. (გარდა გამონაკლისებისა, რაზეც საზოგადოების დამოკიდებულება არ ეფუძნება) ამიტომ შესაბამისად, უფრო ბუნებრივი და ოპტიმალური იყო კაცს ემუშავა მიწაზე, კაცს აეშენებინა შენობები, კაცს შეესრულებინა ძირითადი რთული საქმეები, ხოლო ომიანობის პერიოდში კი ებრძოლა, არადა ბრძოლები ძალიან ხშირი იყო. ძირითადი საქმის კაცის ხელში თავმოყრამ სრულიად ობიექტურად განაპირობა კაცის უპირატესობა, ქალს დარჩა მხოლოდ მსუბუქი სამუშაოები, საჭმლის კეთება და ა.შ. რადგან არსებულმა რეალობამ ქალისთვის დიასახლისობა უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ ფუნქციად მიიჩნია. გამომდინარე აქედან ქალი გახდა კაცზე დამოკიდებული, სხვაზე (მამაკაცზე) დამოკიდებულობამ კი თავისთავად ის მეორე პლანზე გადაიყვანა.

ნებისმიერი, სუპერთანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი, რომ მოხვდეს გასულ ათასწლეულებში, ისიც იმგვარივე სოციალური პრინციპების მომხრე იქნება, რაც მაშინ არსებობდა, რადგან სხვაგვარად თვითონ საზოგადოება დამარცხდება, ქალს ძალიან გაუჭირდება ხელში დაიჭიროს 30კგ-იანი ხმალი და რამოდენიმე საათის განმაცლობაში იქნიოს, ან ამუშაოს მიწა. შესაბამისად ასეთი საზოგადოება წააგებს.

რაც შეეხება უფლებების განაწილებას, ესიც ძალიან ბუნებრივი მომენტია, ნებისმიერ ფირმაში, კომპანიაში და ა.შ. მეტი ეკუთვნის იმას, ვინც მეტს აკეთებს, შესაბამის დროში კი კაცი აკეთებდა ყველაფერს და რასაკვირველია, რომ მას მიყავდა კიდეც საზოგადოებაში არსებული ცნობიერების კურსი.

ყოველივე ზემოთ ხსენებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ჩამორჩენილობის (და არამც და არამც სოციალური ჩამორჩენილობის) შედეგი.

რა არის საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გაჩენის მიზეზი? რამ უბიძგა კაცობრიობას ქალთა უფლებების მომატებისკენ? მათი სოციალური აქტიურობის გაზრდისკენ და ბოლოს სრული გენდერული თანასწორობის იდეამდე?

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქალის ინტელექტუალური რესურსი, ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი არანაირად არ ჩამოუვარდება მამაკაცისას. ტექნიკურმა პროგრესმა თანდათანობით უკანა პლანზე გადაიყვანა ფიზიკური ძალის მნიშვნელობა. საზოგადოებამ სულ უფრო და უფრო დაიწყო სწრაფვა იმ სახის ფორმაციისკენ, სადაც მთავარია გონება და ცოდნა. გნებავთ პირდაპირ პროფესიული ცოდნა ან თუნდაც იმის ცოდნა თუ როგორ დაიმკვიდრო საზოგადოებაში ადგილი. ინტელექტმა დათრგუნა ფიზიკური ძალის საჭიროება და შესაბამისად კაცის მკვეთრი უპირატესობებიც გაქრა. ჯერ კიდევ არის რაღაც სფეროები, სადაც კაცი მაინც უფრო ეფექტურად იმუშავებს ვიდრე ქალი, მაგრამ თანადათანობით ეს სფეროები შემცირდება და ბოლოს გაქრება.

დღეს ხნავს ტრაქტორი და არა 20 კგ-იანი თოხი. ტრაქტორების მწარმოებელ ავტოკომპანიებში კი ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან, მოიფიქროს ახალი დიზაინი, გამოიანგარიშოს კონსტრუქციები და მონწილეობა მიიღოს ახალი მოდელების შექმნაში თუ შესაბამისი ცოდნა გააჩნია. უფრო მეტიც, თანამედროვე HONDA-ს, MERCEDES-ის ძალიან კომფორტულ ტრაქტორებში ქალსაც შეუძლია ტრაქტორისტად მუშაობა, მიზეზი იგივეა, არაფერს არ სჭირდება ფიზიკური ძალა, ყველაფერი ავტომატიზირებულია, კომპიუტერის "ჯოისტიკის" დონემდე, შესაბამისად დასავლეთის ქვეყნებში ასეთ სფეროშიც შემოვიდნენ ქალები. ულტრათანამედროვე სიტუაციაში კი სამხედრო სფეროშიც გააქტიურდნენ ქალები, რადგან იგებს არა მუშტი, ხმალი და ხანჯალი, არამედ ავტომატები, თვითმფრინავები და ელექტროდამიზნების სისტემები, აბსოლუტურად ყველა მათგანზე ქალსაც კაცის ექვივალენტურად შეუძლია იყოს ეფექტური.

ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ყველა მიმართულებბით აქტიურად ჩართვამ თავისთავად გამოიწვია მათი უფლებების გაზრდაც. თუ ისინი (ქალები) საკუთარი საქმიანობით ძალიან საჭირონი არიან, აქვთ ცოდნა, გავლენა და ა.შ. სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად ისმება საკითხი მათი კაცთან გათანაბრებისა სოციალური თვალსაზრისით.

თუ შესაძლებელია, რომ ქალი იყოს კაცის ექვივალენტური ინტელექტით, ცოდნით, პროფესიონალიზმით და შესაბამისად ფინანსურად, ძალაუფლებით, გავლენით და ა.შ. და თუ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ამ ყველაფრის რეალიზება შესაძლებელია, მაშინ სად ჩანს კაცის უპირატესობა?

რატომ უნდა გატარდეს კაცის აზრი, სურვილი, მიზანი და ა.შ. გინდა სახელმწიფოში, გინდა კერძო კომპანიაში, ან გინდა ოჯახში, თუ ის მცდარია, არასწორია, და თუ მას ქალის გადაწყვეტილება ჯობია?

არ უნდა გატარდეს. no.gif

რაც უფრო განვითარდება ტექნიკა კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გენდერული თანასწორობის დასრულება, რადგან ბოლოს ფიზიკური შრომის საჭიროება აბსოლუტურად ყველა დონეზე (მათ შორის ოჯახშიც) უკიდურესად შემცირდება და ბოლოს ალბათ 0-ზე დავა.

ცხადია ნებისმიერ საზოგადოებაში მოიძებნება მამაკაცი, რომელსაც მეტი შესაძლებლობები ექნება ქალზე, მაგრამ ამას არ ექნება მასიური ხასიათი, რადგან რაც უფრო განვვითარდებით ტექნიკურად სულ უფრო და უფრო მეტი საწინააღმდეგო შემთხვევაც გვექნება, რადგან ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები იდენტურია განურჩევლად სქესისა.

რა სიტუაცია გვაქვს დღეს? ანუ ცვლილებების მტკივნეულობა...

ტექნიკურმა პროგრესმა და იქიდან გამომდინარე საზოგადოების მოთხოვნების ცვლილებებმა უსწრაფესი ფორმა მიიღო. სულ რაღაც სამ თაობაში, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობიდან დღემდე უზარმაზარი ცვლილებები მოხდა. ამ თაობის ადამიანებს ზოგჯერ მანქანის დანახვაც კი საოცრებად მიაჩნდათ სკოლის ასაკში, არ იცოდნენ რა იყო ტელევიზია და ა.შ. ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად შეიცვალა, რამოდენიმე ათეულ წელიწადში ადამიანი ცხენიდან კოსმოსურ ხომალდზე გადაჯდა და მთვარეზე გაფრინდა ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით (აიღეთ 1909-1969 წლების 60 წლიანი მონაკვეთი, ზუსტად ასე იყო) და ადამიანის მენტალიტეტის ცვლილებამ ვერ აუღო ბოლომდე ალღო ახალ რეალობას. ადამიანებში მრავალი საუკუნის მანძილზე გამჯდარმა ცხოვრების წესმა, სწრაფი რეფორმაცია ვერ შეძლო და მიუხედავად ახალი რეალობებისა "ჩარჩა" ძველ ლოგიკაში.

ამგვარი "ჩამორჩენილი" მენტალიტეის შედეგია ჯერ კიდევ უფროს თაობაში შემორჩენილი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ქალი უნდა იყოს კუხნაში", "ქალის გატარებულ მანქანაში რა ჩამაჯენს", "ქალის ჭკუაზე ჩემმა მტერმა გაიარა", "ქალის ნასწავლი არ გაიშვას მის იქით" და ა.შ.

ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ქალმა შეიძლება გაცილებით კარგად გაატაროს ავტომანქანა, გაცილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს არსებულ სიტუაციაში და გაცილებით მაღალ დონეზე აღმოჩნდეს პროფესიული თვალსაზრისით აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში, დაწყებული ბიოლოგიიდან და დამტავრებული ფიზიკით. მარი კიურიმ ორჯერ მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში და ქიმიაში, აღმოაჩინა რადიოაქტიური ელემენტები პოლონიული და რადიუმი.

მართალია გენდერული თანასწორობისკენ მიახლოება უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ადამიანის მენტალიტეტს უჭირს დაეწიოს ტექნიკურ განვითარებას.

ცვლილებები ყოველთვის "მტკივნეულია." კაცებს უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება, ვერ აღიქვამენ ქალს საკუთარ თანასწორად (საუბრობენ ზემოთ ხსენებული ფრაზებით) რადგან ეს ადრე არ იყო ასე.

თუმცა ძალიან სერიოზული პრობლემებია ქალების ცნობიერებაშიც. ისინიც ვერ ეგუებიან ახალ რეალობას, რომ თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს რომ კაცზე მეტი იციან, რომ კაცზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რომ კაცზე აღარ არიან დამოკიდებული და ეს ყველაფერი აღიზიანებთ, ისინიც "ჩარჩენილი" არიან ძველ ცნობიერებაში და არ სიამოვნებთ საკუთარი სოციალური სიძლიერე, დამოუკიდებლობა და მაინც ეძებენ დომინანტს, ადამიანს, ვისზეც დამოკიდებული იქნებიან. ვერ ეგუებიან იმას, რომ ადამიანი ერთია და ზოგი კაცი ქალზე წინ იქნება სოციალურად და ზოგი ვერა.

ამგვარი ჩამორჩენილი მენტალიტეტის შედეგია შემდეგი გამოთქმები და დამოკიდებულებები: "ვერ ავიტან რომ ქმარი ჩემი სარჩენი იყოს, ბარემ ცოლად მოვიყვან და ეგ იქნება", "ქმარს ბავშვი გავუჩინო და კიდეც ვარჩინო" და ა.შ.

ამგვარი კატეგორიის ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ თანამედროვე რეალობაში სიტუაცია თანაბარია, ორივე მხარეს თანაბარი შანსი აქვს იშოვოს კარგი სამსახური, ჰქონდეს თანხები და რომ შესაბამისად არავის ცალმხრივი ვალი არაფერი არ არის. ...რომ კაცმა ცელი არ უნდა იქნიოს სათიბად, ოჯახის სარჩენად და რომ თუ გოგოს მიაჩნია რომ მას არ ეხება არაფერი ფინანსურ-პროფესიონალური ზუსტად იგივე უფლება აქვს კაცსაც. და რაც მთავარია ვერ აცნობიერებს ტენდენციას, რომ თუკი დღეს, ჯერ კიდევ, გარკვეულ ქვეყნებში, კაცს აქვს გარკვეული პროფესიული უპირატესობა ქალთან შედარებით, ხვალ უკვე აღარც ეს აღარ იქნება და ყველა იდენტიურ სიტუაციაში აღმოჩნდება.

გსურთ თუ არა გენდერული თანასწორობა? ანუ ქართული რეალობა დღეს...

უპირველეს ყოვლისა მინდა დავწერო, რომ გენდერული თანასწორობის/უთანასწორობის მომენტი არის მთლიანად სოციალური მოვლენა. 100%-ით დამოკიდებულია აღზრდაზე, გარემოზე და არანაირად არ წერია ის ადამიანის გენეტიკურ კოდში.

დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი სკანდინავია/ბენელუქსის სახელმწიფოებში თითქმის აბსოლუტურად გათანაბრებულია ქალი და მამაკაცი, როგორც ეერთი და იგივე დაწესებულებებში დასქამებულთა რაოდენობით, ისე პირად ურთიერთობებშიც ანუ გოგოს აქვს საკუთარი ექვივალენტურობის განცდა, როგორც უფლებებში (რომ შეუძლია აკეთოს იგივე, იმუშაოს იგივენაირად და ა.შ.) ასევე პასუხისმგებლობებშიც (რომ ოჯახი მისიც არის, რომ მანაც უნდა იმუშაოს და ა.შ.). ზოგიერთ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით ახლო მეგობარი არ არის, გოგომ შეიძლება რაღაცნაირ დამცირებადაც კი აღიქვას რომ ფული გადაუხადო ტრანსპორტში ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ "ბოროტი" ან "საშინლად ცივია" უბრალოდ მას მიაჩნია რომ ის ჩვეულებრივი ექვივალენტურია კაცის, არანაირ განსაკუთრებულ მოპყრობას არ საჭიროებს, რადგან ადამიანები ერთი და იგივენი არიან.

საქართველოში ჯერჯერობით ყველაფერი არეულ-დარეულია ანუ არც იქით ვართ და არც აქით. არის გარკვეული კატეგორია ქალებშიც და მამაკაცებშიც, რომლებსაც კატეგორიულად არ მოსწონთ გენდერული თანასწორობა უკვე კარგად აღწერილი მოვლენების გამო.

არიან ისინიც, ვინებიც ემხრობიან გენდერულ თანასწორობას და ბოლომდე აქვთ გათვითცნობიერებული უფლებებიც და პასუხისმგებლობებიც.

თუმცა არსებობენ გამრუდებული აზროვნების მქონე ადამიანებიც, რომლებსაც გენდერული თანასწორობა საკუთარ საკეთილდღეოდ უნდათ. ქალებში ასეთი დამოკიდებულება გამოიხატება იმაში, რომ უნდათ კაცის ექვივალენტურად ჩაითვალონ მხოლოდ უფლებებში და პასუხისმგებლობები - 0. ანუ კარგი ბინა, კარგი მანქანა, აბსოლუტური კომფორტი, ყველაფერი ქმარმა უნდა უყიდოს, ჩააბაროს, თვითონ არაფერი არ უნდა ქნას გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი კაცის ექვივალენტურად მოიხმაროს.


კაცებში კი ამგვარი დამოკიდებულება ზუსტად შებრუნებულად ხასიათდება. უნდათ რომ ქალები პასუხისმგებლობების თანასწორად მოზიარენი კი იყვნენ ანუ შემოქონდეთ ფული ოჯახში, ეხმარებოდნენ ან სულაც არჩენდნენ კიდეც ქმარს, მაგრამ უფლებები - 0. თან უნდა არჩენდნენ და თან უნდა ემსახურებოდნენ კიდეც თითქმის უპირობოდ და უუფლებოდ.

საქართველოში ცხადია გენდერული თანასწორობა ბოლომდე გაცნობიერებული არ არის არც ერთი სქესის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიყვანება რაღაც მარტივ დამოკიდებულებებამდე კონკრეტული საკითხების მიმართ, მაგრამ იმის რეალური განცდა რომ თანასწორობას ექვივალენტურ უფლებებთან ერთად ექვივალენტური პასუხისმგებლობები და შესაბამისი ცნობიერება სჭირდება, უბრალოდ არ არსებობს.

ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრიც და გამოკითხვის შედეგებიც...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   Gender Studies.   Jul 30 2009, 01:11 AM
გიორგი   CONSCIENTIOUSNESS შენ უკვე ჩა...   Aug 1 2009, 12:06 AM
CONSCIENTIOUSNESS   გიორგი Amuza :D :D ძალიან...   Aug 1 2009, 12:13 AM
Amuza   Amuza მაგას ხელცდუნე...   Aug 1 2009, 12:22 AM
lingvo   მემგონი ამოვწურეთ ...   Aug 1 2009, 12:18 AM
გიორგი   lingvo არ ვიცი ამოვწურ...   Aug 1 2009, 12:20 AM
S a l l y   გიორგი Amuza CONSCIENTIOUSNESS ა...   Aug 1 2009, 12:22 AM
Amuza   გიორგი Amuza CONSCIENTIOUSNESS ა...   Aug 1 2009, 12:24 AM
lingvo   არ განავრცო რა... http://w...   Aug 1 2009, 12:26 AM
გიორგი   Amuza აბა, აშშ-ში მოჭარ...   Aug 1 2009, 12:31 AM
Amuza   Amuza აბა, აშშ-ში მოჭა...   Aug 1 2009, 12:31 AM
lingvo   http://i069.radikal.ru/0907/cf/93d896559262.jpg [...   Aug 1 2009, 12:31 AM
Amuza   [url=http://www.radikal.ru][img]http://i052.radik...   Aug 1 2009, 12:33 AM
CONSCIENTIOUSNESS   Amuza ეს ქუნებ ბერანე ...   Aug 1 2009, 12:33 AM
Amuza   Amuza ეს ქუნებ ბერანე ...   Aug 1 2009, 12:35 AM
S a l l y   ცოტა იქნებ შევაჯა...   Aug 1 2009, 12:56 AM
S a l l y   მგონი არ ღირს :) ადა...   Aug 1 2009, 12:33 AM
Amuza   მგონი არ ღირს :) ადა...   Aug 1 2009, 12:37 AM
lingvo   პრინციპში სასწორი ...   Aug 1 2009, 12:36 AM
Amuza   პრინციპში სასწორი...   Aug 1 2009, 12:40 AM
გიორგი   S a l l y OK. მე რა მაინტერ...   Aug 1 2009, 12:38 AM
lingvo   Amuza არ ღირს ამუზ არა ...   Aug 1 2009, 12:39 AM
გიორგი   lingvo რატომ არ ღირს? P.S....   Aug 1 2009, 12:40 AM
leluka   CONSCIENTIOUSNESS :rolleyes: ტაკს... ...   Aug 1 2009, 12:41 AM
Amuza   CONSCIENTIOUSNESS :rolleyes: ტაკს... ...   Aug 1 2009, 12:46 AM
lingvo   http://s55.radikal.ru/i148/0907/2e/950d2e9652d0.jp...   Aug 1 2009, 12:46 AM
leluka   Amuza ამას რომ გამარჯ...   Aug 1 2009, 12:50 AM
Amuza   Amuza ამას რომ გამარჯ...   Aug 1 2009, 12:57 AM
.ნინო   მოკლედ, ორი დღეა გა...   Aug 1 2009, 12:50 AM
leluka   ამას კაცი ვერ მოიფ...   Aug 1 2009, 12:54 AM
გიორგი   ეეეეჰ, ამ ქვეყანაშ...   Aug 1 2009, 12:54 AM
Amuza   ეეეეჰ, ამ ქვეყანაშ...   Aug 1 2009, 12:59 AM
.ნინო   გიორგი ავსტრია ა...   Aug 1 2009, 12:55 AM
.ნინო   გიორგი ისე თითქმი...   Aug 1 2009, 12:57 AM
გიორგი   .ნინო კეეეეეე.... :D ქ...   Aug 1 2009, 12:59 AM
lingvo   ბარემ დავდოთ კონტრ...   Aug 1 2009, 12:59 AM
Amuza   ბარემ დავდოთ კონტ...   Aug 1 2009, 01:04 AM
leluka   Amuza კარგო, მე გავაკე...   Aug 1 2009, 01:01 AM
Amuza   Amuza კარგო, მე გავაკე...   Aug 1 2009, 01:08 AM
CONSCIENTIOUSNESS   .ნინო შეიძლება ეს ე...   Aug 1 2009, 01:01 AM
გიორგი   .ნინო არა. ჩემი პირ...   Aug 1 2009, 01:02 AM
leluka   არიავინ მიპასუხებ...   Aug 1 2009, 01:04 AM
გიორგი   CONSCIENTIOUSNESS ნუ, კოსმოპო...   Aug 1 2009, 01:04 AM
leluka   მასე რომ არ ვფიქრ...   Aug 1 2009, 01:06 AM
leluka   Amuza მეშინია... უბრალო...   Aug 1 2009, 01:09 AM
lingvo   Amuza მეშინია... უბრალ...   Aug 1 2009, 01:11 AM
S a l l y   გიორგი ისე თითქმი...   Aug 1 2009, 01:10 AM
staywhite   .ნინო ნინიკო, გერმა...   Aug 1 2009, 01:11 AM
leluka   lingvo ნიშნობა ფორმალ...   Aug 1 2009, 01:13 AM
Amuza   lingvo ნიშნობა ფორმალ...   Aug 1 2009, 01:16 AM
გიორგი   S a l l y ჩემთვის სულ ერ...   Aug 1 2009, 01:14 AM
lingvo   ჩემი აზრით საჭირო...   Aug 1 2009, 01:15 AM
S a l l y   S a l l y ჩემთვის სულ ერ...   Aug 1 2009, 01:18 AM
Amuza   დიდი ამბავი,კარგა ...   Aug 1 2009, 01:29 AM
S a l l y   სალიკო, კაცების არ...   Aug 1 2009, 01:37 AM
Amuza   ნათქვამია კაცის ფ...   Aug 1 2009, 01:39 AM
S a l l y   ბუნებით თუ გენეტი...   Aug 1 2009, 01:42 AM
S a l l y   leluka ჩემს მშობლებს ა...   Aug 1 2009, 01:15 AM
leluka   S a l l y გეთანხმები, რა...   Aug 1 2009, 01:17 AM
S a l l y   S a l l y გეთანხმები, რა...   Aug 1 2009, 01:23 AM
lingvo   Amuza ლარისა ივანოვნა ...   Aug 1 2009, 01:18 AM
გიორგი   Amuza ტესტოსტორონის ა...   Aug 1 2009, 01:20 AM
CONSCIENTIOUSNESS   S a l l y ყველაფერს რას...   Aug 1 2009, 01:22 AM
lingvo   გიორგი :blink: 60-ით რომ ...   Aug 1 2009, 01:23 AM
leluka   ამას რად უნდა გენდ...   Aug 1 2009, 01:24 AM
გიორგი   S a l l y სალომე, შენ ვერ...   Aug 1 2009, 01:24 AM
გიორგი   .   Aug 1 2009, 01:24 AM
leluka   S a l l y :* ჰეჰე ისე კაც...   Aug 1 2009, 01:24 AM
გიორგი   leluka თვით ჩემზეც? შეე...   Aug 1 2009, 01:25 AM
leluka   გიორგი არა არა, შე...   Aug 1 2009, 01:27 AM
CONSCIENTIOUSNESS   leluka ჩემი პირადი აზრ...   Aug 1 2009, 01:27 AM
გიორგი   leluka რამდენ პროცენტ...   Aug 1 2009, 01:27 AM
leluka   CONSCIENTIOUSNESS მეც ასე ვფი...   Aug 1 2009, 01:29 AM
გიორგი   leluka გიორგი ჩემთვის ...   Aug 1 2009, 01:31 AM
Amuza   leluka კიდე ნიჩეგო რა :D...   Aug 1 2009, 01:34 AM
Amuza   მე ხომ შიში მაქვს ...   Aug 1 2009, 01:32 AM
leluka   გიორგი :P და შენთვ...   Aug 1 2009, 01:32 AM
leluka   Amuza ვღადაობთ? :D   Aug 1 2009, 01:33 AM
Amuza   Amuza ვღადაობთ? :D ისე...   Aug 1 2009, 01:35 AM
გიორგი   leluka ჩემთვის შენ ხარ ...   Aug 1 2009, 01:34 AM
S a l l y   CONSCIENTIOUSNESS გეთანხმები...   Aug 1 2009, 01:34 AM
გიორგი   leluka ეს "ვაბშე" მა...   Aug 1 2009, 01:35 AM
leluka   იესენი ჩამოთვალა :D...   Aug 1 2009, 01:36 AM
გიორგი   leluka ქე იცი რეებიც, ბ...   Aug 1 2009, 01:37 AM
გიორგი   ისე საბოლოო ჯამში ...   Aug 1 2009, 01:39 AM
leluka   გიორგი მასეთი გგო...   Aug 1 2009, 01:40 AM
გიორგი   leluka არა რა, ვინ მიყრ...   Aug 1 2009, 01:42 AM
lingvo   გვიყვარდეს ერთმან...   Aug 1 2009, 01:42 AM
Amuza   გვიყვარდეს ერთმან...   Aug 1 2009, 01:47 AM
გიორგი   lingvo გვიყვარს, უბრალ...   Aug 1 2009, 01:44 AM
leluka   გიორგი "ია მაგილ...   Aug 1 2009, 01:44 AM
CONSCIENTIOUSNESS   S a l l y :კი: :მეგობრები...   Aug 1 2009, 01:45 AM
S a l l y   თემას ნუ აოფებთ,თო...   Aug 1 2009, 01:46 AM
გიორგი   leluka მაგილა კი არა თუ...   Aug 1 2009, 01:47 AM
leluka   CONSCIENTIOUSNESS [quote]თქვენ ამჩ...   Aug 1 2009, 01:48 AM
იოანა   რათქმაუნდა!!! ა...   Aug 1 2009, 01:48 AM
4 გვერდი V < 1 2 3 4 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2026 - 09:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი