IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ექსპედიცია აჭარაში, ხოოოდა
gurulo
პოსტი Aug 3 2009, 05:25 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



დღე-დღეზე მე და N.R. მივდივართ შუახევში ერთი კვირით. ძირითადი მიზანი ჩონგურის გამოკვლევაა, მარა იმ ხალხს ვამღერებთ, ვაცეკვებთ და ამბებსაც მოვაყოლებთ. ხოოდა ექსპედიცია რო მეტად ნაყოფიერი იყოს მაინტერესებს თქვენი აზრი, რა კითხვებს დაუსვამდით, რას ჩაეძიებოდით იმ ხალხს...
ცოტა ადრე კი უნდა გამეხსნა ეს თემა მარა, იყოს, აფერი უჭირს

მერე პატაკს ჩაგაბარებთ biggrin.gif



P.S. ნამეტნავად მაინტერესებს ვეშაპო-ს აზრი


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 3 2009, 10:32 PM
პოსტი #2


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



gurulo

სმაგარია. აბა თქვენ იცით.
ჭკვიანად იარე და მშვიდობით დაბრუნდით. kiss1.gif

უფალი თქვენკენ. 2kiss.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Aug 3 2009, 10:54 PM
პოსტი #3


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



gurulo
კეთილი მგზავრობა. არ დეივიწყო "სტარიე დრუზია" a075.gif tongue.gif 2kiss.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Aug 3 2009, 11:02 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ციტატა
კეთილი მგზავრობა

ეჰ, შეყოვნდა ცოტა მაგ ამბავი, ფინანსები, ფინანსები... მარა ერთ კვირაში ალბათ ჩაირიცხება. მეც უკეთ მოვემზადები.
ციტატა
არ დეივიწყო "სტარიე დრუზია"

ამ კი ჯობს კონკრეტული კითხვა დასვა a075.gif


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Aug 4 2009, 12:28 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ხო, უკუღმა ვარ ავად

რაც შეეხება თემას, წალეკა ოფებმა. რავა აფერი გაინტერესებთ აჭარელი ბაბუებისგან?


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Beri kaci
პოსტი Aug 4 2009, 05:01 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 27-January 08
მდებარ.: SABURTALO
წევრი № 3,761



"მაჭახელა"-ს ბაბუებთან მოხვდებით ნეტაი? შუახევში არაა მაგ ანსამბლი? ვერ ვერკვევი აჭარის მთიანეთში.


--------------------
მაი მასე კი კაია, მარა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 4 2009, 05:27 PM
პოსტი #7


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



არ გინდათ მესტუმროთ? smile.gif
სიამოვნებით გიმასპინძლებთ 001.gif

და კითხვების დასმა მარტო ჩონგურის ’’შემოგარენში’’ გსურთ თუ ზოგადად აპირებთ?

დამიკონკრეტეთ და იქნებ რამე თქვენთვის საინტერესო მომაფიქრდეს 003.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Aug 4 2009, 05:31 PM
პოსტი #8


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ნონა
ციტატა
და კითხვების დასმა მარტო ჩონგურის ’’შემოგარენში’’ გსურთ თუ ზოგადად აპირებთ?

ალბად ფოლკლორის გარშემო ყველაფრის რია. ტრადიციები, წესჩვეულება და რიავი აბა smile.gif

ციტატა
არ გინდათ მესტუმროთ? smile.gif
სიამოვნებით გიმასპინძლებთ 001.gif

აი ხუხუნ აჭარელი მასპინძელიც გამოგიჩნდათ. kiss1.gif
ზუსტად ეხა ვლაპარაკობდით მე და ნონა რა სტუმართმოყვარე ხალხია ეს აჭარლებითქო.biggrin.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 4 2009, 07:38 PM
პოსტი #9


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ჩემი ბაბუაც ამზადებს ფანდურს, ჩონგურს...
უკრავს და მღერის კიდეც...
დამზადების პროცესისთვის თვალი ბევრჯერ მიდევნებია და ... მე საკმაოდ რთული მეჩვენა... g.gif

განსაკუთრებით საინტერესო ინსტრუმენტისთვის სასურველი ხმის შერჩევაა (!) ყველა ინსტრუმენტს რომელიც მე მე მინახავს რამდენადმე განსხვავებული ჟღერადობა აქვს smile.gif

შესაბამისად ამ საიკითხზე ბევრ საინტერესო სპეციფიურ დეტალს მოისმენთ მათგან unsure.gif



ჰოდა ჩვენთან მასპინძლობა ვიციით toast.gif 002.gif



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Aug 4 2009, 07:44 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ციტატა
"მაჭახელა"-ს ბაბუებთან მოხვდებით ნეტაი? შუახევში არაა მაგ ანსამბლი? ვერ ვერკვევი აჭარის მთიანეთში.

არა ეგენი თურქეთში ცხოვრობენ. მარა შუახევში მგონი ბერმუხაა.
ციტატა
არ გინდათ მესტუმროთ? სიამოვნებით გიმასპინძლებთ

ნონა

დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. რა ვიცი აბა, დროის პრობლემაა თან მე არ ვადგენ მარშუტს. იქ ერთი ბიჭი გვმასპინძლობს რომელმაც შუახევში და მის მიმდებარე სოფლებში უნდა გვანახოს ხალხი რომლებიც უკრავენ ჩონგურზე.


ნინომ წელს დაიცვა დისერტაცია ჩონგურზე, ხოოდა ეხლაც აგრძელებს კვლევას ყველა მიმართულებით, დამზადების წესი, ტერმინოლოგია, შემსრულებლობა... თქვენ თუ გაქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ან იცით ხალხი რომლებიც ძველი ტრადიციების მატარებელია, ნინოს ვეტყვი და თუ დრო იქნა დიდი სიამოვნებით გესტუმრებით
ციტატა
და კითხვების დასმა მარტო ჩონგურის ’’შემოგარენში’’ გსურთ თუ ზოგადად აპირებთ?

კითხვები ნებისმიერი სახის იქნება, როგორც ჩონგურზე ისე სიმღერაზე და წეს-ჩვეულებებზე. მაგალითისთვის, ჩემ სოფელში იყო იყო ასეთი ტრადიცია, როდესაც ვიღაცეები ჩხუბობდნენ ამ დროს იქვე შორი-ახლოს სხვები ატეხავდნენ ისეთ ჩხუბს რო ყველა მათკენ გამოვარდებოდა გასაშველებლად, ანუ პირველი ჩხუბის მონაწილეებიც იქ გაჩნდებოდნენ. ამ დროს კი ერთი ,,მოჩხუბარი" წამოიწყებდა სპეციალურ სიმღერას და ასე განიმუხტებოდა სიტუაცია smile.gif იგივეს ,,უჩალიჩებდნენ" უცხო სტუმარს, სუფრაზე ისეთ ჩხუბს ატეხავდნენ რო სტუმრებს გასაქცევად გახდომოდათ საქმე და როცა პიკს მიაღწევდა სიტუაცია სწორედ იმ სიმღერას წამოიწყებდნენ და სიცილ-ხარხარით გაგრძელდებოდა სუფრა. ეს ვიცი მე მარა უამრავმა არ იცის და აკეთში რომც მოხვდეს აზრადაც არ მოუვა რომ ის სიმღერა თუ ტრადიცია გამოიკითხოს.

ასთე რომ უამრავი მარილი აქვს თითოეულ სოფელს და საჭიროა დავეკითხოთ ერთმანეთს ჭკუა, რა იცი რა ხდება..

............................................................


ციტატა
ჩემი ბაბუაც ამზადებს ფანდურს, ჩონგურს...

ვააააა ძალიან კარგი.

და სად ცხოვრობს ბაბუა? რამდენი წლისაა? სახელი და გვარი გვითხარი, შეიძლება გეგმაში უკვე ზის მაგ კაცის მონახულება.
ციტატა
ჰოდა ჩვენთან მასპინძლობა ვიციით

გენაცვალეთ მაგ ტრადიციაში. აბა აწი დაკა დოლი გაწი გარმონი smile.gif


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 4 2009, 08:43 PM
პოსტი #11


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



gurulo smile.gif

ჩემი ბაბუა 77 წლისაა, მაგრამ ნეტა მეც მასე მიჭრიდეს მუხლი და მარჯვენა rolleyes.gif

არის ასეთი სოფელი ცინარეთი, ბაბუაც იქ ცხოვრობს, თუმცა ახლა მისი ნახვა საზაფხულო იალაღზეა მხოლოდ შესაძლებელი...
ისე იქ მოხვედრით მერწმუნეთ ხელშეუხებელი ბუნების განუმეორებლობით მოგვრილი შთაბეჭდილებებით გვარიანად დაიტვირთებით cray.gif

უძირო შავი ტბები, მწვანე ჩანჩქერის კასკადი, გაუვალი ტყეების გადალახვის დაუოკებელი წადილი, მიუვალი გამოქვაბულებისაკენ ბილიკები გაუვალ ტყეზე გადავლის პერსპექტივით, უამრავი მწვერვალი, კლდოვანი წარმონაქმნები... უჩვეულოდ ცვალებადი კლიმატი და განუმეორებელი დაისი! და ბევრი გულწრფელი ემოცია!!!
თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იქ.... cool.gif


ისე მარტო ჩემი ბაბუა იყენებს ჩონგურის დამზადების 3-4 განსხვავებულ ხერხს და უფრო რთულად და მრავალფეროვნად მოღვაწენიც ვიცი და კიდევ უფრო ბევრი გამიგია.

ჩვენთან განსაკუთრებით მრავალფეროვანია ტრადიციების ის რიგი რომელიც სტუმრის რიგიანად მიღებას ემსახურება:

ჩემი სოფელი ძალიან პატარაა და იქ ნებისმიერ სტუმარს მასპინძლობს არა კონკრეტული ოჯახი, არამედ სრულიად სოფელი! smile.gif
ჰოდა სტუმარს დასვენებას არ აცლიან biggrin.gif

...და ახლა იმაზე ვფიქრობ ამდენი პატარა ტრადიციული ელემენტი როგორ ჩამოვაყალიბო აქ g.gif




--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Aug 4 2009, 09:04 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ნონა
ციტატა
ჩემი ბაბუა 77 წლისაა, მაგრამ ნეტა მეც მასე მიჭრიდეს მუხლი და მარჯვენა
ეჰ ბაბუაც ეგეთი იყო, დიდი ბაბუაც...
ციტატა
ისე მარტო ჩემი ბაბუა იყენებს ჩონგურის დამზადების 3-4 განსხვავებულ ხერხს და უფრო რთულად და მრავალფეროვნად მოღვაწენიც ვიცი და კიდევ უფრო ბევრი გამიგია.
მგონი ტუზი დაგვეცა
ციტატა
ჩემი სოფელი ძალიან პატარაა და იქ ნებისმიერ სტუმარს მასპინძლობს არა კონკრეტული ოჯახი, არამედ სრულიად სოფელი! ჰოდა სტუმარს დასვენებას არ აცლიან
დიიიიიიდი ტუზი biggrin.gif

შენ თბილისში ცხოვრობ? ნინოს შევეხმიანები ამ დღეებში და დაგიკავშირდებით აუცილებლად. იქნებ ნომერი მომწერო PM-ში. ბაბუა და ის ხალხი, შენ რომ ახსენე, ხომ არ ჩაუწერიათ წინა ზაფხულს კონსერვატორიის ხალხს? რა ქვია და რა გვარია ბაბუ? და წლის რომელ პერიოდშია შესაძლებელი მისი ნახვა?
ციტატა
უძირო შავი ტბები, მწვანე ჩანჩქერის კასკადი, გაუვალი ტყეების გადალახვის დაუოკებელი წადილი, მიუვალი გამოქვაბულებისაკენ ბილიკები გაუვალ ტყეზე გადავლის პერსპექტივით, უამრავი მწვერვალი, კლდოვანი წარმონაქმნები... უჩვეულოდ ცვალებადი კლიმატი და განუმეორებელი დაისი! და ბევრი გულწრფელი ემოცია!!!თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იქ....
აქ რო მარტო მე და ნინო წავიდეთ, რას იფიქრებს მერე ხალხი? biggrin.gif biggrin.gif : კოტორა :

ძალიან გამიხარდა რომ ამ თემამ უკვე ნაყოფი გამოიღო.


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Aug 4 2009, 09:25 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ნანინა
მაი აფერი, მთავარია ბავშვი...


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 4 2009, 09:26 PM
პოსტი #14


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(gurulo @ Aug 4 2009, 09:04 PM) *

ნონა
ეჰ ბაბუაც ეგეთი იყო, დიდი ბაბუაც...
მგონი ტუზი დაგვეცა დიიიიიიდი ტუზი biggrin.gif

შენ თბილისში ცხოვრობ? ნინოს შევეხმიანები ამ დღეებში და დაგიკავშირდებით აუცილებლად. იქნებ ნომერი მომწერო PM-ში. ბაბუა და ის ხალხი, შენ რომ ახსენე, ხომ არ ჩაუწერიათ წინა ზაფხულს კონსერვატორიის ხალხს? რა ქვია და რა გვარია ბაბუ? და წლის რომელ პერიოდშია შესაძლებელი მისი ნახვა?


ბაბუას ზამთარში მოიხელთებთ ყველაზე იოლად...
არა არ ჩაუწერიათ, ბაბუა მორიგი მიუვალი ადგილისაკენ გზის მისაკვლევად გახლდათ biggrin.gif
თან ლაპარაკს სიმღერა ურჩევნია... ასეც იქცევა, ენაცვალოს ნონა jump.gif


ციტატა

აქ რო მარტო მე და ნინო წავიდეთ, რას იფიქრებს მერე ხალხი? biggrin.gif biggrin.gif : კოტორა :


ეეე ეგ სწორად შეგინიშნავთ biggrin.gif
გენიალური ისტორიები გამოცხვება მომდევნო სტუმართან სამასლაათოდ, აქაოდა ასეთებიც გვსტუმრობენო saidumlo.gif

...რა ნახეს ჩვენმა თვალებმა, აბა სერიალების რაღა გვიკვირსო და. ა.შ.... hehe.gif e025.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Aug 4 2009, 09:27 PM
პოსტი #15


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ნონა
ვა, ძალიან საინტერესოა, მგონი მოუწევთ შენი ბაბუის მონახულებაც smile.gif სახელი და გვარი დაწერე აბა, აქამდე სად იყავი კაცო biggrin.gif
აუ, მეც მინდა რა, დედიებო ბიძიებო. წამოიყანეთ rolleyes.gif sad.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Aug 4 2009, 09:34 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ციტატა
ბაბუას ზამთარში მოიხელთებთ ყველაზე იოლად...არა არ ჩაუწერიათ, ბაბუა მორიგი მიუვალი ადგილისაკენ გზის მისაკვლევად გახლდათ თან ლაპარაკს სიმღერა ურჩევნია... ასეც იქცევა, ენაცვალოს ნონა

შენ ბაბუას დაელაპარაკე ხოოდა ზამთარში მანდ ვარ მგონია..
ციტატა
გენიალური ისტორიები გამოცხვება მომდევნო სტუმართან სამასლაათოდ, აქაოდა ასეთებიც გვსტუმრობენო ...რა ნახეს ჩვენმა თვალებმა, აბა სერიალების რაღა გვიკვირსო და. ა.შ....

ერთი ბეჭდები უნდა ვიშოვო და პირ. მოწმობა არავის ვაჩვენო biggrin.gif



--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 4 2009, 09:39 PM
პოსტი #17


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(ნანინა @ Aug 4 2009, 09:27 PM) *

ნონა
ვა, ძალიან საინტერესოა, მგონი მოუწევთ შენი ბაბუის მონახულებაც smile.gif სახელი და გვარი დაწერე აბა, აქამდე სად იყავი კაცო biggrin.gif
აუ, მეც მინდა რა, დედიებო ბიძიებო. წამოიყანეთ rolleyes.gif sad.gif



სოფო
განა აქ ვიყავი და ვდუმდი?!
ახალი ვარ smile.gif


ამაღამ უნდა განვახორციელო ზარი ბაუასთან biggrin.gif
rolleyes.gif

ციტატა(gurulo @ Aug 4 2009, 09:34 PM) *

ერთი ბეჭდები უნდა ვიშოვო და პირ. მოწმობა არავის ვაჩვენო biggrin.gif


არც არავინ მოგთხოვს smile.gif
მთავარია ხელი როგორმე ერთი კენტი თვალის დასანახად მაინც შეახო მაგ გოგოს და... biggrin.gif tongue.gif

მერე მოგიყვები გაამერიკელებული თბილისელი ბაღნების მტლაშა-მტლუშზე და იბრეთობაზე e025.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Aug 4 2009, 10:33 PM
პოსტი #18


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



gurulo
თუ შეძლებთ სოფელ მერისსაც ეწვიეთ აუცილებლად, ძალიან ბევრ და საინტერესო ამბებსაც გაიგებთ და სიმღერებსაც მოისმენთ, ქედიდან 10-15 წუთის სავალია, დიდი სოფელია, რომ მოიკითხოთ ქედის ცენტრში ყველა მიგასწავლით...






ნონა
უი ბათუმელი ხაარ?

მეც smile.gif


მოგწერ ახლა PM


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Aug 4 2009, 11:12 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



::სალომე::
ციტატა
თუ შეძლებთ სოფელ მერისსაც ეწვიეთ აუცილებლად, ძალიან ბევრ და საინტერესო ამბებსაც გაიგებთ და სიმღერებსაც მოისმენთ, ქედიდან 10-15 წუთის სავალია, დიდი სოფელია, რომ მოიკითხოთ ქედის ცენტრში ყველა მიგასწავლით...

მადლობა სალი. ძალიან კარგი. თუ ქედაში მოვხვდებით და დროც გვექნება აუცილებლად მივაკითხავთ მაგ ხალხს.

ისე თუ იცი კონკრეტულად სახელი და გვარები, უფრო გაგვიადვილდება გზის გაკვლევა


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Aug 5 2009, 12:05 AM
პოსტი #20


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



gurulo
შუახევი ისე ვერ ჩახვალთ თუ ქედა არ გაიარეთ biggrin.gif


კაი სიმღერებსაც მოისმენ, მაგრადაც დაგხვდებიან და მდინარე აკვრეთაშIც გაბანავებენ თუ მოისურვებთ biggrin.gif



ციტატა
სე თუ იცი კონკრეტულად სახელი და გვარები, უფრო გაგვიადვილდება გზის გაკვლევა

გაგიგებ... ზედმეტსახელი ვიცი არ წავა? biggrin.gif ხვიტი ჰქვია biggrin.gif გვარად თურმანიძეა cool.gif


ჩემი დაც იყო წასული, თემა ჰქონდა დასაწერი და დაწერა, მას ეცოდინება, ხვალ ვნახავ ალბათ და ვკითხავ...





--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 06:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი