![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ჯეგე |
![]()
პოსტი
#201
|
![]() ღორონთქ გოგიმორძგვან! ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 ![]() |
QORBUDA
ციტატა ვერ ვათელინებ სამშობლოს, მტერს, ვერაგსა დადიანსა. მტერს ვერაგსა და ტიალსა!!! -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
ჯეგე |
![]()
პოსტი
#202
|
![]() ღორონთქ გოგიმორძგვან! ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 ![]() |
t.l.
"რაშოვდა" ჩამოვიარე სევაო, გვერდზე დევიწყე წევაო გოგოები იძახიან ნეტა ვის სახლში შევაო გამოვიარე ფარახეთს, მამასახლისი გალახეს გასაშველებლად მივედი, ერთი-ორი მეც მომარტყეს ამოვიარე ურავში, გოგონა იწვა ხულაში მივედი გადავეხვიე, გადავიგრიხე ულვაში "ლერწამისა ხესაო" ლერწამისა ხესაო ქორი მოჯდა წვერსაო აქ ჩამოდი ჩვენსაო ქალი მიქნევს ხელსაო ვარიასაც ქე დაგიკლავ ცარიელსა ძვლებსაო ღვინოსაც დაგალევინებ ცარიელსა თხლესაო ხაჭაპურსაც გამოგიცხობ ცარიელსა ხმელსაო "ტაში ბოშო გიორგუნა" ტაში ბოშო გიორგუნა არ გოუშვა ეგ გოგუნა დოუკვირდი მაგასაო მაგი ყიდის კაბასაო. კაბას რავა დავამადლი გოგოს ამისთანასაო. ტაში, ბოშო, გულქანაო, ლამაზო და სუქანაო, ნეტა, შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო. შევრდომილი ციტატა გფარავდეს ლომისის მადლი ტანზედ აგესხას რკინაო ხელთ გეპყრას ჭრელი მანდილი რომ მტერს არ მაალხინაო ხელთ გეპყრას მჭრელი მახვილი gvantsi ციტატა ქალავ ისეთი თეთრი ხარ როგორც საყდარში კირია დაიმალება ხოხობი შენი თვალწარბის ჩრდილშია ქალავ ისეთი თეთრი ხარ როგორც საყდარში კირიო ღამე რო მამაგონდები წამოვდგები და ვტირიო -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
nini1 |
![]()
პოსტი
#203
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
გაფრინდი შავო მერცხალო
გაფრინდი შავო მერცხალო, გაჰყევ ალაზნის პირსაო, ამბავი ჩამომიტანე, ომში წასული ძმისაო! იქებ ის დაკოდილია, სისხლი სდის მრავალ გზისაო, იქნებ ტყვედ წაყვანილია, შუქი აკლია მზისაო, ნიშნად წაუღე ნაწნავი, კავი ამ ჩემი თმისაო, უთხარი ზედ ასხურია, ცრემლი საყვარელ დისაო, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ჩალადაც არა ღირსაო, გაფრინდი შავო მერცხალო, სწავლა არ გინდა გზისაო! ჩ ა კ რ უ ლ ო სოლო: ჰაი, ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია. გუნდი: ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია. სოლო: მუხრან ბატონის ყმობითა ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა, გუნდი:ჰაი, მუხრან ბატონის ყმობითა ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა, დეკეული ვერ გავზარდე, კალო ვერ ვლეწე მოზვრითა. ხალო ხევსურეთს ნაჭედო, თელავში თუშმა გაგფერა, მეფე ერეკლემ გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა. მტერო დამჩაგრე არ ვტირი, ტირილი დიაცთ წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია, მაცალე ერთი გავლესო, ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია, სულ წმიდად მოგაკმევინო, რაც ჩემთვის დაგითესია, ჰა. არულალო, არულალო, ჰო! -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#204
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
chven mshvidoba gamocdebs Cavabareb da mere iqneb davhako rogorme ![]() ori saiti davuhake adre somxebs da eg mesame iqneba ![]() ვახ, ეს კაცი კიდევ შემაქებინებს თავს და მერე ისევ უნდა ვლანძღო გასაბათილებლად! რა არის, რა -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
lamara |
![]()
პოსტი
#205
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
ბინდისფერია სოფელი ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე ეს სტროფი არ იცი? წუთისოფელსა ამაოდ კბილებით რომ ვეჭიდებით, აქ თუ არაფრად ვვარგივართ, იქაც არავის ვჭირდებით. ისეთ დროს უნდა წახვიდე, ისეთ დროს უნდა კვდებოდე ამქვეყნად ენანებოდე, იმქვეყნად ენატრებოდე -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
Didgoreli |
![]()
პოსტი
#206
|
![]() ძლევაი საკვირველი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 ![]() |
lamara
ეგ ტექსტი სიმღერაში არაა ![]() -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
komisia |
![]()
პოსტი
#207
|
![]() ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 ![]() |
lamara
ციტატა ეს სტროფი არ იცი?წუთისოფელსა ამაოდ კბილებით რომ ვეჭიდებით,აქ თუ არაფრად ვვარგივართ, იქაც არავის ვჭირდებით.ისეთ დროს უნდა წახვიდე, ისეთ დროს უნდა კვდებოდეამქვეყნად ენანებოდე, იმქვეყნად ენატრებოდე ბინდისფერია სოფელი არის ქართული ხალხური პოეზიიდან ამონარიდი სტროფები, ერთი რომელიმე კი არა.. მაგალითად პირველი სტროფი სხვა ლექსიდანაა, დანარჩენები სხვიდან... და თუ მაგ ვარიანტს მღერი როგორც გინდა ისე მიაბ-მოაბი სხვადასხვა სტროფები. წესით კი, ბინდისფერია სოფელის ნამდვილი ტექსტი ასეთია: ბინდისფერია სოფელი უფრო და უფრო ბინდდება, რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება. წამოგვეწევა სიბერე მგელივით წამოგვვარდება, სიკვდილიც გზაში გიყელებს თვალები გაავდარდება. მოგიგონებენ შვილები მზეს შეხედავენ მაღლითა, სოფელში შემოაღამდა ბინდმა ძაღლივით დაფლითა... ნეტა სიცოცხლის მამგონი ღმერთი თუ ჯოჯოხეთია, ბევრი სიმწარე მინახავს ბევრიც სხვა გადამხედია.... -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
lamara |
![]()
პოსტი
#208
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
არხოტო, სამშობლო ჯიხვ -არწივების ბინაო შენს მტერსამც შამაკლა შენს მკერდზედ დამაძინაო. აი არხოტოსგაგრძელება: ბეთლემის კარზე ჰკიდია ჟა ჯურხაის ფარიო მაუვლის ომის წადილი ხანდისხან შესძრავს ქარიო სამშობლო,დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა ორნივ ტკბილია ძმობილო მირჩევნის ორთავ თვალზედა ვინც დაიშუროს სიცოცხლე მადლი გაუწყრეს ღვთისანი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
lamara |
![]()
პოსტი
#209
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
აუ იცი რა სიმღერის ტექსტი მინდა? ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს, კბილის გაკრაჭუნებაო, კარგი გოგოს კოცნა მიყვარს, თვალის ჩაპაჭუნებაო. მერე აღარ ვიციიი. თუ ვინმემ იცით დადეთ რააა ![]() შემოდგომა რომ დადგება შაშვი იწყებს გალობასო კაცი რომ გაღარიბდება ცოლს დოუწყებს ჯავრობასო და ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს, კბილის გაკრაჭუნებაო, კარგი გოგოს კოცნა მიყვარს, / ბარიშნებში ჯდომა მიყვარს თვალის ჩაპაჭუნებაო და შენი გული ჩემი გული ჯაჭვით არის გადაბმული სადაც წავალ ყველგან დამდევს გოგოვ შენი სიყვარული lamara ბინდისფერია სოფელი არის ქართული ხალხური პოეზიიდან ამონარიდი სტროფები, ერთი რომელიმე კი არა.. მაგალითად პირველი სტროფი სხვა ლექსიდანაა, დანარჩენები სხვიდან... და თუ მაგ ვარიანტს მღერი როგორც გინდა ისე მიაბ-მოაბი სხვადასხვა სტროფები. წესით კი, ბინდისფერია სოფელის ნამდვილი ტექსტი ასეთია: ბინდისფერია სოფელი უფრო და უფრო ბინდდება, რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება. წამოგვეწევა სიბერე მგელივით წამოგვვარდება, სიკვდილიც გზაში გიყელებს თვალები გაავდარდება. მოგიგონებენ შვილები მზეს შეხედავენ მაღლითა, სოფელში შემოაღამდა ბინდმა ძაღლივით დაფლითა... ნეტა სიცოცხლის მამგონი ღმერთი თუ ჯოჯოხეთია, ბევრი სიმწარე მინახავს ბევრიც სხვა გადამხედია.... ხალხური პოეზიიდანაც არის მაგრამ ზოგის ავტორი ცნობილია, მაგ: ლექსო ამოგთქომ ოხერო... მიხა ხელაშვილისაა -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
yipiani gio |
![]()
პოსტი
#210
|
![]() Tavadi Yipiani ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 ![]() |
lamara
და საერთოდ ეს სიმღერა თურმან თორელის მიერ არის დაწერილი 13საუკუნეში -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
Ismail |
![]()
პოსტი
#211
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
აბა სვანურის ტექსტს ვინ დადებს
![]() აი მუსიკა აქაა: http://www.files.ge/file/19038/Erisioni---Svanuri-rar.html და თუ ვინმე მაგის თარგმანსაც დადებს, ეს ხო მთლად კარგი იქნება ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
komisia |
![]()
პოსტი
#212
|
![]() ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 ![]() |
ნინომ იცის მუმლი მუხას ”საინტერესო გაგრძელება”..
![]() ნეტა არ დაგვიწერს ტექსტს? ![]() -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
QORBUDA |
![]()
პოსტი
#213
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 ![]() |
ეს არის არხოტოს ერთი კუპლეტი,რომელსაც არ მღერიან და არ მსმენია.
ვახ დედას ყორნებო ჩემი ლეშითა სძღებოდეთ იბანდეთ სისხლითა მაღლა კლდეზედა ჰხტებოდეთ. -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#214
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ხალხო "წინწყარო"-ს ტექსტი მინდა რააა
![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
N. R. |
![]()
პოსტი
#215
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
ხალხო "წინწყარო"-ს ტექსტი მინდა რააა ![]() ,,წინ წყარო ჩამოვიარე, წინშემხვდა ქალი ლამაზი, კოკა რომ ედგა მხარზედა, სიტყვა ვუთხარ და მიწყინა, წინ წყარო ჩამოვიარე" მგონი ასეა ![]() -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
T.L. |
![]()
პოსტი
#216
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
QORBUDA
აი ამას რემ მღეროდუ გახსოვს? ჰოდა თუ ვინმეს გაქვთ ეს სიმღერა ამიტვირთეთ რაა... ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს, მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს, ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს, ქალი ხარ, ქალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ? არ გეყო, ძალით რომ დაიპყარ ეს გული? მერე მთებს მიადექ, რისხვით წარბშეკრული, უფრთხილდი, ლამაზო, მთა განაბულია, აქ ყველგან ქარიშხლით მთაც(?) განაბულია მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდები, ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები, მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს, კვლავ ხელი მომხვიე, კვლავ გადამარჩინე. მივდივარ, მივყვები ჭიუხში მთამსვლელებს, ხან ქარი მიბერავს, ხან წვიმა მასველებს, მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია, წერაქვი მიჭირავს, ... მაცვია ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს, მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს, ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს, ქალი ხარ, ქალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ? -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
lamara |
![]()
პოსტი
#217
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
ეს სიმღერა თუ გაქვთ დადეთ რაააა. წინასწაარ გმადლობთ.
![]() ჩვენი სისონაი დარჩიაი ნაქებია ბიჭობაში მივიდა და ძმა იტირა არ შეშინდა იმტონ ჯარში ცალ ხელში თოფი ეჭირა ცრემლი მოასხმიდა თვალში შენ მკვდარი და მე ცოცხალი რაფერ გევიარო ხალხში დაააა ერთი ვინმე ვაჟბატონი მარჯვეა ღალატობაზე 32 სტრაჟნიკი მან დამახვედრა ბოგაზე ვისკუპე და ქი გადავხტი დიდ ბოგიდან სუფსის წყალზე უკაცრავად კი ვარ მარა პრისტავს გადავახტი თავზე დაააა ერთი-ორი გევისროლე დადეშქელიანის ხმაზე მოღალატე და პრისტავი დავაკალი რიყის ქვაზე სხვები ჯოგივით გარბოდენ ზოგი წინ და ზოგი განზე აბა რა ვქნა რას მერჩიან, რომ მებრძვიან მართლის თქმაზე დააა მე რომ ვეფერი გამომრჩენ ჩემს მეზობლებს დახვდენ გზაში უმოწყალოდ დეერიენ კონდახები ურტყეს თავში გევიქეცი, დავახალე ვინც პირველი შემხვდა ხელში 7 უსულოდ დავაგდე, სხვები შიშით შეძვრენ ტყეში დაააა თოფი ხელში იმიზა მაქ, რომ გავჟლიტო ხალხის მტერი ტყეში ვსახლობ მარტოდმარტო, დარდისაგან ხშირად ვმღერი ხალხი მიყვარს, მათ გულისთვის ღამეს ვათევ თოვლში, ქარში არ მოვკვდები, ვინცხა მაინც დამაფასებს მომავალში დააააა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#218
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
t.l.
მე მაქვს და აგვიტვირთავ ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
lamara |
![]()
პოსტი
#219
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
ვინცხა გარეკახურის სიტყვებს ეძებდა. ა ბატონო!
ჰარალალო, ვარისლალო ბანებო, ვარისლალო ბანებო და გოგოებო ქალებო. ჰარალალო, შენი ჭირიმე, ძმა ხარო. შენი ჭირიმე, ძმა ხარო, ქორშევარდენსა გავხარო. ქუდი გვერდზე დაგიხურავს ქუდი გვერდზე დაგიხურავს, ამპარტავანსა გევხარო. ჰარალალო, ვარისლალო, ტაში, ტაში, ჰარალალო და აქედან გორი შორია. აქედან გორი შორია, თვალმარგალიტი ბროლია. თქვენ სანახავად მოვსულვარ თქვენ სანახავად მოვსულვარ, სხვა საქმე არა მქონია. ალალმე დილის ნიავი, მე შენთვის მიტირნიაო. შენ ჩემთვის რა გატირებდა, მე შენთვის რა მირგიაო. ჰარალალო, ვარისლალო ბანებო, ვარისლალო ბანებო და გოგოებო ქალებო. ჰარალალო, ვარისლალო ბიჭებო. ![]() კანონისტი წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო ბიჭო და წინწყარო ჩამოვიარე წინ შემხვდა ქალი ლამაზი წინ შემხვდა ბიჭო და კოკა რომ ედგა მხარზედა სიტყვა ვუთხარ და იწყინა სიტყვა ვუთხარი ბიჭო და განრისხდა გადგა განზედა წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო ბიჭო და წინწყარო ჩამოვიარე ხალხო "წინწყარო"-ს ტექსტი მინდა რააა ![]() წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო ბიჭო და წინწყარო ჩამოვიარე წინ შემხვდა ქალი ლამაზი წინ შემხვდა ბიჭო და კოკა რომ ედგა მხარზედა სიტყვა ვუთხარ და იწყინა სიტყვა ვუთხარი ბიჭო და განრისხდა გადგა განზედა წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო ბიჭო და წინწყარო ჩამოვიარე -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
mogzaura |
![]()
პოსტი
#220
|
![]() ნანა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 ![]() |
აუ გამარჯობა აფხაზეთო შენი მონდა ამიტვირთეთ ძალიან გთხოვთ რა
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი