![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#21
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
მაშიკო
არა, არის, ოღონდ თეორიულად... ფურცელზე... დეკრეტის მერე როგორც გამიგია ცოტა ახალგაზრდა დედა თუ ბრუნდება უკან სამუშაოზე... ზოგს ტექნიკურად იშორებენ: სანამ შენ ბავშვს უვლიდი, სხვამ შეგცვალა ... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#22
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ქევანა
ბანკში არ არის მასე, აქ ელოდებიან ხოლმე... სანამ დეკრეტშია იმ პერიოდში სხვა აHყავთ დროებით და მერე იმ ახალს უშვენებ ან ვაკანსიიის შემთხვევაში ასაქმებენ, ჩემი ძმა მუშაობს ბანკში და იქ ესე ხდება ვიცი... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
neo |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა neoგეთანხმები ბევრ რამეში , თემა მომეწონა , მაგრამ ეს რეალურად საქართველოში მგონი წარმოუდგენელია ოცნობის დონეზეც სამწუხაროდ ...და ამას არავინ შეცვლის ...რამდენად რეალურია ამის შეცვლა? 2 მილიონი დასაქმებული ადამიანის ინტერესებში ნამდვილად შედის. თუმცა გადაწყვეტილებას ლობი ჭირდება. ვინაიდან ტელევიზიები ამაში საფრთხეს დაინახავენ. მგონია რომ საპატრიარქო შეძლებს ამ ცვლილების გატარებას. თუ ამ საკითხში ჩაერთვება ბევრი მეცნიერი, ეკონომისტი და ა.შ. გააკეთებენ ანალიზს და შემდეგ დასაბუთებულ დასკვნას. მე პირადად გული გამისკდა როცა ვნახე რომ გამოკითხულტა 75%-ი თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს. -------------------- www.cordesign.ge
|
მაშიკო |
![]()
პოსტი
#24
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
არა, არის, ოღონდ თეორიულად... ფურცელზე... დეკრეტის მერე როგორც გამიგია ცოტა ახალგაზრდა დედა თუ ბრუნდება უკან სამუშაოზე... ზოგს ტექნიკურად იშორებენ: სანამ შენ ბავშვს უვლიდი, სხვამ შეგცვალა ... ვაი რომ მართალი ყოფილხარ.... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ანნო |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
7-დან 4-მდე კი არა როდის მივდივარ სამსახურში და როდის მოვდივარ ვერ ვიგებ
![]() -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
Atman |
![]()
პოსტი
#26
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი განსხვავება რაც დავიჭირე, ჩემი აზრით შრომის კულტურაა…წარმოიდგინეთ ევროპული სამუშაო დღე. დილით ადრე დგებით, სამსახური გათენებიდან ერთ საათში იწყება, შუადღით ჩვეულებრივ ისვენებთ, საღამოს კი მუშაობა ძალიან ადრე მთავრდება… ჩვენ რეალობასთან ხაზი რომ გავავლოთ… წარმოიდგინეთ ერთი წუთით როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება სამუშაო დღე საქართველოში 7-ზე რომ იწყებოდეს და 4-ზე მთავრდებოდეს…ერთ-ერთი სტატისტიკური კვლევის თანახმად ქართული მოსახლეობის 72%-ი თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს… საღამოს 8 საათისთვის სახლში მისული ადამიანი გადაღლილია, დასვენების შემდეგ კი უკვე 10 საათია, ღამეა, გარეთ ვეღარ გადის და მისი ყველაზე კარგი მეგობარი ტელევიზორი ან კომპიუტერი ხდება… შემდეგ ფილმებს შეყოლიებული ხშირად ღამის 2 საათამდე ტელევიზორთან ან ინტერნეტ მეგობრებთან ზის დილით კი დღის ყველაზე პროდუქტიულ საათებს ძილში ატარებს… და ასე გრძელდება დაუსრულებლად… აღარც სპორტი, აღარც სწავლა, აღარც საქმეები, არც მეგობრები და არც ადამიანური დასვენება… ყველაფერი ,,შაბათ-კვირას” უნდა მოასწრო…ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება რომ სამუშაო საათებმა გადაინაცვლოს?უპირველეს ყოვლისა ადამიანები მოწყდებიან ტელევიზორებს და კომპიუტერებს, გამოვლენ შენობებიდან, დროს ერთად გაატარებენ, საჭიროების შემთხვევაში უამარავ პირად საქმეს მოასწრებენ, უფრო აქტიურად ივლიან სპორტზე, ისწავლიან უცხო ენებს, დაისვენებენ პარკებში და სხვადასხვა ცენტრებში…ერთი სიტყვით დახარჯავენ უფრო მეტს. უფრო მეტი ხარჯის გაწევა კი უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს სხვისთვის, რომელიც ასევე ხარჯავს… და ამ გზით ეკონომიკას ძალიან მძლავრი სტიმული ეძლევა… წარმოიდგინეთ თითო ადამიანმა 10%-ით რომ გაზარდოს თავისი ხარჯი, რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე?გამოთავისუფლებული დღის გამო უფრო მეტი ადამიანი ივლის ეკლესიაში, უფრო მეტი ადამიანის ზნეობრივ კულტურული შემეცნება ამაღლდება, უფრო მეტი ადამიანი გახდება პატრიოტი, პატიოსანი, ნებისყოფიანი, მიზანსწრაფული და სულიერად ამაღლებული… აბსოლუტურად გეთანხმები. 6 საათზე გვიან არ უნდა დგებოდეს ადამიანი და რამხელა ცვლილებები მოაქვს ადრე ადგომას ეს პირადი პრაქტიკიდანაც ვიცი და თეორიულად კი ამის სერიოზული არგუმენტაცია არსებობს აიურვედაში, ასტროლოგიაში, იოგაში და რა თქმა უნდა ღვთისმსახურებაში. тот кто рано встает, таму бог дает ![]() 6-დან 10 საათამდე ის პერიოდია, როცა ადამიანი ყველაზე კარგად მუშაობს გონებრივად, განსაკუთრებით აქტიურდება ამ დროს გრძელვადიანი მეხსიერება და მაგ დროს სწავლა ყველაზე ეფექტურია. 10-2 საათამდე ჭამის დროა და ტვინი ცოტა ჩლუნგდება, 2-6 საათებში კი ისევ აქტიურდება (თუმცა ამ დროს ფიზიკური მუშაობა უფრო ეფექტურია). საღამოს 9-10 საათი კი ყველაზე კარგი დროა ძილისთვის იმიტომ რომ 12 საათამდე ძილის დროს გონება ისვენებს და ამ დროს 1 საათის ძილი უდრის 12-ის შემდეგ 2 საათის ძილს, 12-ის მერე გონება ნაკლებად ისვენებს და ისვენებს უფრო ფიზიკური სხეული. 9 საათზე დაძინების მერე 5-6 საათი ძილი აბსოლუტურად საკმარისია ზრდასრული ნორმალური ადამიანისთვის. ღამის 3-5 საათამდე შუალედს წმინდანების დროს ეძახიან და ეს დრო ყველაზე კარგია ლოცვისთვის და სულიერი პრაქტიკისთვის. ამ რეჟიმის სასწაულმოქმედ ძალას სანამ არ გამოცდი ძნელია დაჯერება, თავიდან რთულია, მაგრამ მერე ავტომატივით ეწყობა ყველაფერი. მოკლედ შრომის სწორი განაწილების ყველაზე ეფექტური საშუალება დროის სწორი განაწილებაა, მერე მოდის სწორი კვება (აქ შევჩერდები ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#27
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ახლა რვა ხდება. ამ დროს ნარბენიც ვარ ხოლმე უკვე და საუზმეც დამთავრებული მაქვს. მაგარია დილით ადგომა.
-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
Atman |
![]()
პოსტი
#28
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ახლა რვა ხდება. ამ დროს ნარბენიც ვარ ხოლმე უკვე და საუზმეც დამთავრებული მაქვს. მაგარია დილით ადგომა. მე კალათბურთს ვთამაშობ ხოლმე დილით როგორც წესი, მაგრამ ვეღარ ვახერხებ ბოლო დროს... დღესაც წვიმამ შემიშალა ხელი ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#29
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
Atman
მე და ბურთი ერთმანეთთან არ ვახლობლობთ. ცხოვრებაში არც კალათბურთი მითამაშია, არც ფეხბურთი. მსუქანი, მოუქნელი და ზარმაცი ბავშვი ვიყავი, თან ამის მრცხვენოდა და... ეხლა ზარმაცი არ ვარ, არც მსუქანი, მაგრამ რაღა დროს ჩემი დაწყებაა? თუ დავიწყებ, საბრძოლო ხელოვნებებს. ცხოვრებაში მაინც გამოგადგება კაცს ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
Atman |
![]()
პოსტი
#30
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
M.M.
მშვენიერი აზრია ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#31
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ახლა რვა ხდება. ამ დროს ნარბენიც ვარ ხოლმე უკვე და საუზმეც დამთავრებული მაქვს. მაგარია დილით ადგომა. ყოჩაღ შენ ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
neo |
![]()
პოსტი
#32
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
მოკლედ მეორე იდეა.
ჩემი მეგობარი წერს სტატიას, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, მინდა რომ დავეხმაროთ. ქვემოთ სტატიის დრაფტს დავაგდებ და თქვენ დაწერეთ შენიშვნები... ჯერ ეს ნახეთ: ![]() ართული სოფლის მოდელი სტატიაში ასახულია იდეა, იმის შესახებ თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ქართული სოფლის მეურნეობის სწარფი აღორძინებისათვის. იდეა ეფუძნება მეოცე საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ში ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ შემუშავებულ პროგრამას (ნიუ დილ), რომლის მიზანიც ეკონომიკის მძაფრი კრიზისიდან გამოყვანა იყო. რა თქმა უნდა აქ არ წერია ზემოთ ნახსენები პროგრამის კოპირებული ვარიანტი. ჩვენ გავიაზრეთ თუ რა საერთო ჰქონდა პროგრამას საქართველოს რეალობასთას, რის შემდეგაც ამერიკულმა ვარიანტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გარდა ამისა ვიაზრებთ რომ სახელმწიფო დღეს დგავს მიზანმიმართულ ნაბიჯებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, თუმცა ვხედავთ მნიშვნელოვან ხარვეზებს და შესაძლებლობებს, რაც პრინციპში გახდა ამ სტატიის დაწერის ძირითადი მოტივი. 2008 წლის მონაცემებით საქართევლოში იმპორტირებული სოფლის მეურნეობის ღირებულებამ 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის ღირებულებას მთითქმის 5 ჯერ აღემატება. ჩვენი აზრით მარტივი ცვლილებების განხორციელებით სახელმწიფოს შეუძლია ამ ციფრების ურთიერთშეფარდება პირუკუ დააყენოს. (აქ უნდა დავიწყოთ სტატისტიკური ინფორმაციით, რომელიც ასახავს იაფი კრედიტების მასსტაბებს, და პრობლემურების წილებს) რა თქმა უნდა ფინანსური რესურსის ნაკლებობა დღეს არის სოფლის მეურნებობის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს დეფიციტი გამოწვეულია სხვა უფრო ღრმა მიზეზებით, კერძოდ ესენია: 1. განათლების დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირებაში; 2. განათლების დეფიცითი სოფლის მეურნეობის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში; 3. ზედმეტად მაღალი კონკურენცია ფერმერებს შორის, თვითღირებულებაზე დაბალი ფასები; 4. სადაზღვევო სისტემის მხარდაჭერის არ არსებობა მაღალი რისკების გამო. ზემოთ ნახსენები ფაქტორები განაპირობებენ სოფლის მეურნეობაში ბზინესის არამომგებიანობას, რაც შემდგომში ძირითადი ფაქტორია, რომელიც წინ ეღობება დაკრედიტებისა თუ ინვესტიციების მოზიდვის ამოცანას. განათლების დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირებაში უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია რომ სოფლის მეურნება დღეს განიცდის თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს განათლების მქონე ადამიანების სერიოზულ დეფიციტს. პრობლემა მდგომარეობს არა კრედიტის გამცემი ინსტიტუტების მუშაობის არაეფექტიანობაში არამედ, თვითონ კრედიტის მსურველი პირების უუნარობაში - სწორად დაგეგმონ და დააბანდონ ფული, რის შედეგადაც შეძლებდნენ კრედიტის დაბრუნებას. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი ბიზნესია, და მასში მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება შევადაროთ ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლას. იმისათვის რომ მიზანი მიღწეული იქნას საჭიროა კარგი დამიზნება, - გასროლის შემდეგ ტყვიას მიმართულებას ვეღარ შეუცვლი. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ბიზნესმა რომ წარმატებით იარსებოს საჭიროა გრძელვადიანი ფინანსური და მარკეტინგული გეგმების ფორმირება პროფესიონალების მიერ. ბიზნესი დასაწყისშივე მომგებიანად უნდა დაიგეგმოს. დღეს გლეხები ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც თავიდანვე წარუმატებლობისთვის არის განწირული, შესაბამისად არცერთი ბანკი არ აფინანსებს ასეთ საქმიანობას. ასევე იზღუდება იაფი კრედიტების პროგრამის მოქმედების არიალი. (აქ გვინდა ფინანსური განატლების არ ქონის გამო გამაზული გადაწყვეტილებები) განათლების დეფიციტი ტექნოლოგიებში: მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ხელს უშლის დაკრედიტებას და განაპირობებს ბიზნესის წამგებიანობის მაღალ ალბათობას არის განათლების დეფიციტი სოფლის მეურნეობის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში. ქართველი გლეხის კაპიტალის, მიწისა და საქონელის წარმადობა დღეს უკიდურესად დაბალია, და ამის მიზეზი მარტივი გაუნათლებლობაა. (აქ გვინდა მაგალითები ტექნოლოგიური კრახების შესახებ) მიუხედავად იმისა რომ დღეს აქტიურად დაიწყო საკონსულტაციო ცენტრების ფორმირება, რომელთა მიზანია სწორედ ასეთი განათლების დეფიციტის აღმოფხვრა, პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. ამის მიზეზია: (აქ გვვინდა სწორი არგუმენტები) გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი რაც დღეს სოფლის მეურნეობის მომგებიანობას ზღუდავს ესაა გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც საფუძვლად უდევს ხელოვნურად შექმნილი მაღალი კონკურენცია გლეხებს შორის. გლეხები დღეს არ ფლობენ არავითარ ძალას, აკონტროლონ თავიანთი ფასები. ხოლო ერთეული თითქმის მონოპოლისტი შემსყიდველები აიძულებენ მათ პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ თვითღირებულებაზე დაბალ ფასებშიც კი. აღსანიშნავია რომ ანალოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით რუზველტმა სპეციალური დეპარტამენტი შემქნა, რომელიც მაკროეკონომიკურ დონეზე მართავდა მეურნეობას. წინასწარ გეგმავდა და ზღუდავდა გარკვეული პროდუქციის წარმოების მასშტაბებს, (აქ ლინკი რომ დავუდოთ ?), ადგენდა პროდუქციაზე მინიმალურ ფასებს, ხელს უწყობდა ფერმერთა კოოპერატივების ჩამოყალიბებას. (აქაც რამე მაგალითები) სადაზღვევო სისტემა ზემოთ ასახული პრობელემების გამო სოფლის მეორუნების ბიზნესი ხასიათდება ძალიან მაღალი რისკებით, როგორც ტექნოლოგიური-ბუნებრივი თვალსაზრისით ასევე გაყიდვების კუთხით. შესაბამისად დაზღვევის სფეროსათვის დარგი ჯეჯერობით მიმზიდველი არ არის. თუ გადაიჭრება ზემოთ ასახული პრობლემები, დაზღვევაც დაინტერესდება სექტორით და ამდენად დაკრედიტების ამოცანაც გაცილებით იოლი გახდება. რა შეუძლია სახელმწიფოს ? ცვლილებები: 1. საკონსულტაციო ბიზნეს ცენტრების ჩამოყალიბება: სახელმწიფომ დღეს უკვე შექმნილი საკონსულტაციო ცენტრების ბაზაზე, ან სხვაგვარად უნდა დააფუძნოს ბიზნეს ცენტრები. ანუ ისეთი საკონსულტაციო ლაბიორატორიები, რომლებიც დაიქირავებენ განათლებულ კადრებს და იმუშავებენ კონკრეტული ბიზნეს გეგმების განვითარებაზე, იზრუნებენ როგორც ბიზნესის განვიტარების არა მხოლოდ ტექნოლოგიურ რისკებზე არამედ ასევე ფინანსურ და მარკეტინგულ მხარეზე. შედეგად მივიღებთ წარმატების მაღალი ალბათობის მქონე გადაწყვეტილებებს. ამასთან სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ასეტი ცენტრების პროპაგანდა. მესიჯით: ,,ამ ცენტრის მიერ დამუშავებული ბიზნესები დაფინანსდება იაფი კრედიტით”. ასეთი ხედვა ბევრ, კაპიტალის მქონე ფერმერს მოიზიდავს ერთობლივი თანამშრომლობისთვის. პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ასეთი ცენტრების მოტივაციის სისტემა. ის დაფუძნებული უნდა იყოს წარმოებული ბიზნესიდან მოგების მაჩვენებლებზე და კონკურენციას უნდა უწევდეს დედაქალაქის ბიზნეს სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ. და ეფექტიანობის დონე არ ასცდება დღევანდელი საკონსულტაციო ცენტრების ეფექტიანობის დონეს. ცენტრები თავის ღირებულებას შექმნიან არა მარტო მარკეტინგული და ფინანსური გეგმების ფორმირებისა და კრედიტის აღების ეტაპზე, არამედ ბიზნესის შემდეგი წარმართვის დროსაც. კერძოდ პერიოდული მონიტორინგის გზით იზრუნებენ რომ საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი თანხა დაიხარჯოს მიზანმიმართულად და ეფექტურად. 2. ფერმერთა გაერთიანებების ფორმირება: სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ფერმერთა გაერთიანებას. ამ მიზნით შესაძლებელია სოფლების დონეზე დაფუძნდეს ამხანაგობები. რომელთა დამფუძნებლები იქნებიან გლეხები. ამხანაგობის ამოცანა კი იქნება გლეხების მიერ შექმნილი პროდუქციის მომგებიანი წარმოება და რეალიზაცია. ამხანაგობა არ იქნება მომგებიანი ორგანიზაცია, თუმცა მისი მთავარი მიზანი ფერმერების მოგებაზე გაყვანა იქნება, რაზეც მიებმება მასში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურების სისტემა. ამხანაგობის საქმიანობის წარმოება პირველ ეტაპზე შესაძლებელია შეასრულოს ბიზნეს ინკუბატორმაც მაგრამ ეს პრინციპული მნიშვნელობის საკითხი არ არის. პრინციპულია ორი მომენტი: 1. ფერმერებმა შეძლონ გაბნეული სატრანსპორტო, და ტექნოლოგიური რესურსის კონცეტრაცია და ეფექტური მოხმარება; ამხანაგობები შეძლებენ სერვის ცენტრების ჩამოყალიბებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერმერებს ტრაქტორებით, სატრანსპორტო საშუალებებით, საწამლავებით და სხვა მხარდამჭერი საშუალებებით. დღეს ეს საშუალებებები გაბნეულია ცალკეული გლეხების საკუთრებაში და გამოიყენება ძალიან არაეფექტურად, წინასწარ განსაზრვრული გეგმების (დაკვეთების) არ არსებობის გამო. 2. გაერთიანების შედეგად შეძლონ უფრო მაღალი და სამართლიანი ფასების დაჭერა თავიანთ პროდუქციაზე; სხვა შემთხვევაში ასეთი გაერთიანება შეიძლებოდა ჩაგვეთვალა არაკანონიერად, ვინაიდან ხელს შეუშლიდა კონკურენციას. თუმცა დღეს სხვა ვითარებაა, და ბიზნესის წარმატებით განვითარებისათვის აუცილებელია ბაზარზე აღდგეს საბაზრო ძალათა ბალანსი ფერმერებსა და მათი პროდუქციის ბითუმად შემსყიდველებს შორის (კონკურენციას შედეგები მაშინ მოაქვს როცა ხელს უწყობს გასაყოფი ტორტის მასშტაბების ზრდას, რაც დღეს არ ხდება). გარდა ზემოთ თქმულისა პროდუქციის ასეთი სისტემით გაყიდვა აუცილებლად გააჩენს მოთხოვნას მარაგების შემნახველ სისტემებზე, ნოვაციურ მაცივრებზე, სხვა ანალოგიურ ტენოლოგიებსა და უფრო შენახვად მცენარეულ ჯიშებზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისათვის მაღალი სეზონურობიდან გამომდინარე. ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისა რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი წარმოუდგენელი მასშტაბებით ხდება... ჩვენ უბრალოდ კარგად არ ვიცით შენახვა. 3. სადაზღვევო სისტემის სტიმულირება მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდება საკონსულტაციო ბიზნეს ცენტრები და ფერმერთა გაერთიანებები, ბიზნესში წარუმატებლობის რისკების დონე მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს კი ავტომატურად გახდება სადაზღვევო სისტემის დაინტერესების მნიშვნელოვანი საბაბი. თუმცა დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე დაზღვევის სრული ეფექტიანობის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ამონარიდი სინერჯის სტატიიდან ევროკავშირი 2004 წლის მონაცემებით ევროკავშირმა აწარმოა 162 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია, აქედან დაზღვეული იყო 37 მილიარდი ევროს მოსავალი, ანუ მთლიანის 23%, სადაზღვევო პრემიის საშუალო განაკვეთმა შეადგინა 4%, საიდანაც 32% დაფარულ იქნა სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის სახით. პოლონეთი პოლონეთში ძირითადად განვითარებულია აგროდაზღვევის 2 მიმართულება: მოსავლის და საქონლის დაზღვევა. სტატისტიკით ფერმერების მხოლოდ 3 % აზღვევს მოსავალს, თუმცა 2009 წლიდან უკვე სახელმწიფო იღებს სერიოზულ თანამონაწილეობას და აფინანსებს 40 %-ს მოსავლის დაზღვევაში და 50%-ს საქონლის დაზღვევაში. ავსტრია სადაზღვევო პრემიის 50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს სახელმწიფო, დაზღვეულია მთლიანი მინდვრების 75%, ვენახების 60%, ბოსტნეულის 90%, ბაღჩეული - 80%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 30%. ყაზახეთი ყაზახეთი, როგორც გამოკვეთილად აგრარული ქვეყანა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს აგროდაზღვევის ნორმატიული ბაზის განვითარებასა და სახელმწიფო რეგულირებას. ყაზახეთის კანონმდებლობით აგროდაზღვევა სავალდებულოა და ტარიფები შემდეგნაირად არის განსაზღვრული: 1. მარცვლოვნები - 5.8 % - საშუალოდ 2. ზეთოვანი კულტურები - 3.4 % 3. შაქრის ჭარხალი - 8.3% 4. ბამბა - 1.3% გარდა ამ ქვეყნებისა, სახელმწიფოს ჩართულობა სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევაში საკმაოდ მაღალ დონეზეა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, კანადა და ა.შ. მაკროეკონომიკური მენეჯმენტის გააქტიურება მაკროეკონომიკური მართვა აუცილებელია იმისათვის რომ ფერმერებმა არ გააკეთონ ბევრი დაუმიზნებელი გასროლა. ერთი მხრივ არ ავიღოთ იმაზე მეტი მოსავალი ცალკეულ კულტურებში, რაც წაგებაზე გაიყვანს ბიზნესს და მეორეს მხრივ გავზარდოთ მოსავლის წარმოება სხვა კულტურებისა, რომელებზე მოთხოვნაც აჭარბებს მიწოდებას. რუზვლეტის მიერ ფორმირებული ,,სოფლის მეურნეობის მოწესრიგების დეპარტამენტი” სწორედ ასეთ საქმიანობებს ეწეოდა. ზოგ შემთხვევაში ის ფერმერებისაგან ყიდულობდა და ანადგურებდა ჭარბად წარმოებულ პროდუქციას. ზოგი პროდუქციის წარმოებას კი ასტიმულირებდა. ქართული სფლის მოდელი საბოლოო ჯამში ზემოთ აღწერილი ცვლილებების გატარებით, მივიღებთ ქართული სოფლის მოდელს, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც პატარა სოფლების ასევე მთლიანი რეგიონებისა და ქვეყნის მასშტაბზეც კი. რუზველტი ამერიკულ მოდელს მიუდგა ძალიან მასშტაბურად, და ინტენსიური ტემპებით შეძლო 2 წელიწადში ფერმერები 30-იანი წლების ცნობილი კრიზისიდან გამოეყვანა. თუმცა შესაძლებელია მოდელი ჯერ ერთ სოფელზე გამოიცადოს, დაიხვეწოს და შემდეგ მოხდეს მისი კოპირება. -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
კიდევ ერთი იდეა:
როგორ შევამციროთ ავტოკატასტროფათა რიცხვი დღესასწაულებზე ? აღდგომის დღესასწაულზე მძიმე ავარია მოხდა ჩემს უბანში. სამი ადამიანი დაიღუპა. ამბობენ ნასვამი იყო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლიო… ამასწინათ ერთ ჟურნალს წავაწყდი სახლში. ავტოკატასტროფის სტატისტიკა ვნახე. მიზეზთა 40%-ზე მეტი ალკოჰოლია დასახელებული… პირველად ჩემი ავტომობილით ავტოკატასტროფაში რომ მოვყევი ნასვამი ვიყავი და სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობის გამო წყნეთის გზაზე ამოვტრიალდი… მანქანა ჯართში ჩავაბარე… მადლობა ღმერთს მე და ჩემი მგზავრი უვნებელნი დავრჩით. ——————————– რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისათვის რომ ბოლო მოეღოს ამას. ან მინიმუმამდე მაინც დავიდეს ალკოჰოლის მსხვერპლთა რაოდენობა ? 1.მოხდეს საჯარიმო ტარიფების მკვეთრი გაზრდა. პირველი ბიჯი მინიმუმ 500 ლარით დაიწყოს; ავარიის შემდეგ დიდი ხანი ნასვამი აღარ ვმართავდი მანქანას. მაგრამ ადამიანი რის ადამიანია რომ თავისი შეცდომა მეორედ არ გაიმეოროს ? ერთი წლის შემდეგ ისევ გავაგრძელე მოტივით ,,150 ლარის გარისკვა ღირს”… უფრო ცუდზე ალბათ არცერთი მძღოლი არ ფიქრობს… ჰოდა ერთხელაც დამაჯარიმეს. 150 ლარის შემდეგ მომდევნო ბიჯი 300 ლარია… თქვენ წარმოიდგინეთ ეს თანხა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ ნასვამი საჭეს აღარ მივუჯდე…არა იმიტომ რომ თანხმა თავისთავად დიდია არამედ მოტივით: ,,300 ლარის გარისკვას 30 ლარი ტაქსში მივცე აჯობებს” აღარ ვმართავ მანქანას ნასვამი. თუნდაც ერთ ბაკალ ლუდზე იყოს საუბარი… 2. მოხდეს საჯარიმო ტარიფების რესტრუქტურიზაცია ავტომობილის ასაკისა და ძრავის კუბატურის მიხედვით: საქმე იმაშია რომ სხვადასვხა შემოსავლების დონის მქონე ადამიანებისათვის სხვადასხვა ტარიფია ყურადსარები. ზოგს ურჩევნია 500 ლარი გარისკოს და თავისი მანქანით იმგზავროს ვიდრე მანქანა სადმე დატოვოს. გამომდინარე აქედან აუცილებელი მგონია რომ საჯარიმო ტარიფების სტრუქტურირება მოხდეს მანქანის ასაკისა და ძრავის კუბატურის მიხედვით. ისევე როგორც ეს განბაჟებისას არის. სამართლიანიც იქნება და შედეგების მხრივ უფრო ეფექტურიც; 3. დღესასწაულებზე მოხდეს კონტროლის გამკაცრება და მისი წინასწარი პიარი ტელევიზიით: იმისათვის რომ მძღოლმა არ გარისკოს რაციონალური რისკის ფორუმულის კიდევ ერთ პარამეტრს, – რისკის რეალიზაციის ალბათობას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ ჩვენ გავამკაცრებთ კონტროლს ქრისტეს აღდგომის, ქრისტეს შობის და სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულებისას, ამასთან მოსახლეობას გავაბრთხილებთ რომ კონტროლი გამკაცრებული იქნება მაშინ გაცილებით უფრო მცირე რაოდენობის მძღოლი გარისკავს ნასვამი საჭესთან ჯდომას. -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
![]()
პოსტი
#34
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ა კიდევ ერთი (თუმცა დაულაგებელი მაგრამ მაინც) იდეა:
დისციპლინა ვფიქრობ სულიერი ცხოვრების საფუძველია. სადაც არ არის დისციპლინა იქ არ არის პროგრესი... მრევლის დიდმა ნაწილმა არ იცის ეკლესიაში როგორ უნდა მოიქცეს, ან იცის და არ იქცევა... განსაკუთრებით სამების დიდ საკათედრო ტაძარში. ახალგაზდები საღეჭ რეზინებს ცოხნიან, ზოგს ტანზე საერთოდ არ აცვია ისე დადის, ხმაური, ჭორაობა... ეს გასაგებიც არის, ასეთ ტაძრებში ბევრი ადამიანია რომელიც მრევლის წევრი არ არის. ბევრი შეყვარებული სანახავად დადის, ზოგიც რაზე დადის თვითონაც არ იცის და ასე... ნამდვილად, შეიძლება ამას განკითხვა ვუწოდოთ. მაგრამ საქმე აქ სულ სხვა რამესია. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ ცოტა მაინც შეიცვალოს ეს სიტუაცია ? ჩემი აზრიტ კარგი იქნება თუ საპატრიარქო დააწესებს ,,მდუმარების დღეს", ნებისმიერი ერთი კვირა დღე წლის განმავლობაში, რომელის გამორჩევა მოხდება სხვა დრეებისაგან იმით რომ წირვის დასასრულამდე მრევლის ყველა წევრი შეინახავს მდუმარებას. როგორც დავუშვათ ზიარების დროს 12-ის მერე არც წყალი არ უნდა მიიღო და არც საკვები, ასევე დაწესდეს ამ დღეს 12-სთ-ის შემდეგ წირვის დასასრულამდე მდუმარების შენაახვა. ვფიქრობ ეს მომენტი 1. ხაზს გაუსვავს მდუმარების მნიშვნელობას, 2. ბევრ ადამიანის შინაგან სამყაროში შეიტანს ცვლილებას, კულტურა ჩამოაყალიბებს, უფრო დისციპლინირებულს გახდის. რავი მე ასე მგონია ![]() -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
![]()
პოსტი
#35
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
კიდევ ერთი ასეთი მოსაზრება გამიჩნდა:
მოგეხსენებათ, ეკლესიურად მაცხოვრებელი ადამიანების დღიურ განაწესში გარდა დილა-საღამოს ლოცვებისა, შედის ასევე სახარების თუნდაც ერთი თავის წაკითხვის ვალდებულებაც. ვინ როგორ და რამდენს კითხულებს ეს სხვა საქმეა, მაგრამ ერთი ესეთი მოსაზრება გამიჩნდა: კარგი იქნება პატრიარქმა და სამღვდელოებამ მრევლს თხოვონ რომ სახარების ყოველდღიური პორციები მიიღონ ძველქართული დამწერლობით. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანი გაიხსენებს და სულყოფილად შეისწავლის ძველ ქართულ დამწერლობას. ეს კი კიდევ ერთი არც ისე უმნიშვნელო და სულიერად სასარგებლო ბმული იქნებოდა წარსულთან… ეს გააცოცხლებდა ძველ დამწერლობას მინიმუმ 10 – ჯერ უფრო მეტი ადამიანის გულში ვიდრე დღეს არის… -------------------- www.cordesign.ge
|
ნოე |
![]()
პოსტი
#36
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 19-January 10 წევრი № 7,999 ![]() |
დისციპლინა ვფიქრობ სულიერი ცხოვრების საფუძველია. სადაც არ არის დისციპლინა იქ არ არის პროგრესი... მრევლის დიდმა ნაწილმა არ იცის ეკლესიაში როგორ უნდა მოიქცეს, ან იცის და არ იქცევა... განსაკუთრებით სამების დიდ საკათედრო ტაძარში. ახალგაზდები საღეჭ რეზინებს ცოხნიან, ზოგს ტანზე საერთოდ არ აცვია ისე დადის, ხმაური, ჭორაობა... ეს გასაგებიც არის, ასეთ ტაძრებში ბევრი ადამიანია რომელიც მრევლის წევრი არ არის. ბევრი შეყვარებული სანახავად დადის, ზოგიც რაზე დადის თვითონაც არ იცის და ასე... ნამდვილად, შეიძლება ამას განკითხვა ვუწოდოთ. მაგრამ საქმე აქ სულ სხვა რამესია. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ ცოტა მაინც შეიცვალოს ეს სიტუაცია ? ჩემი აზრიტ კარგი იქნება თუ საპატრიარქო დააწესებს ,,მდუმარების დღეს", ნებისმიერი ერთი კვირა დღე წლის განმავლობაში, რომელის გამორჩევა მოხდება სხვა დრეებისაგან იმით რომ წირვის დასასრულამდე მრევლის ყველა წევრი შეინახავს მდუმარებას. როგორც დავუშვათ ზიარების დროს 12-ის მერე არც წყალი არ უნდა მიიღო და არც საკვები, ასევე დაწესდეს ამ დღეს 12-სთ-ის შემდეგ წირვის დასასრულამდე მდუმარების შენაახვა. ვფიქრობ ეს მომენტი 1. ხაზს გაუსვავს მდუმარების მნიშვნელობას, 2. ბევრ ადამიანის შინაგან სამყაროში შეიტანს ცვლილებას, კულტურა ჩამოაყალიბებს, უფრო დისციპლინირებულს გახდის. რავი მე ასე მგონია ![]() 100 % გეთანხმები. ამიტომ არ მიყვარს სამების ტაძარში ასვლა. ნერვებს მიშლიან ადმაინები რომლებიც არასწორად იქცევიან, ეზოში ძაღლებს ასეირნებენ დანარჩენი შენც დაწერე. ჯერ უნდა შევისწავლოთ ეკლესიაში მოქცევის წესები -------------------- 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. |
nuckia2010 |
![]()
პოსტი
#37
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 16-March 10 წევრი № 8,411 ![]() |
მაგარი დეებია.
|
.zakaria. |
![]()
პოსტი
#38
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
ძალიან მომეწონა ამ თემის სათაური,მარა პოსტების წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სათაური იყო.
ნეო გული არ გაიტეხო რომ აქტიურობა არ შეინიშნება,სხვა იდეებიც დადე თუ გაქ,საინტერესოა საკმაოდ. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
.ნინო |
![]()
პოსტი
#39
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისათვის რომ ბოლო მოეღოს ამას. ან მინიმუმამდე მაინც დავიდეს ალკოჰოლის მსხვერპლთა რაოდენობა ? ჩეხეთში პირველ შემთხვევაში, როცა ნასვამს დაგაფიქსირებენ საჭესთან, არის ფულადი ჯარიმა, (საკმაოდ სოლიდური); მეორე ფაქტზე მართვის მოწმობას კარგავ 1 წლით და მესამედაც თუ დაგიჭირეს, ციხე არ აგცდება: 1-3 წლამდე... იმედია ოდესმე აქაც იქნება მასე... მერე იქნებ ვეღარ გაბედონ... neo რაც შენ იდეები გაქვს, ყველა რომ განხორცილედეს, მგონი სამყარო სეიცვლება უკეთესობისკენ... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ნოე |
![]()
პოსტი
#40
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 19-January 10 წევრი № 7,999 ![]() |
საბერძნეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სიგერეტის რეკლამას და მოწევას საზოგადოებრივ ადგილებში - დახურულ სივრცეში.
კანონის დამრღვევი პირი შეიძლება 500 ევრომდე თანხით დაჯარიმდეს, ხოლო კომპანიები - 10 ათას ევრომდე. დღეს საბერძნეთი ევროკავშირის ყველაზე მწეველი ქვეყანაა. მწევლების რაოდენობა იქ 40 პროცენტს აღწევს, საშუალო ევროპული მაჩვენებილი კი 29 პროცენტია. ბერძნები წელიწადში 4,5 მილიარდი ევროს ღირებულების თამბაქოს ეწევიან და ამ მავნე ჩვევის შედეგების გამოსწორება ქვეყნის ბიუჯეტს 2 მილიარდი ევრო უჯდება. მთავრობა აცხადებს, რომ მოწევის წინააღმდეგ ადრე მიღებული ზომები ძირითადად იგნორირებულ იქნა და ამიტომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება. კაფეების და რესტორნების მეპატრონეები ჩივიან, რომ ფინანსური კრიზისის დროს მათ ამ ნაბიჯით მიზანმიმართულად ართმევენ კლიენტებს და აცხადებენ, რომ "პასიური" მწევლების დასაცავად სხვა საშუალებებიც არსებობს - მაგალითად, რესტორნების დარბაზების გაყოფა ორ ნაწილად - მწეველებისა და არამწეველებისათვის. სკეპტიკოსები ახლაც მიიჩნევენ, რომ კანონი არ შესრულდება, რადგან ბევრი პოლიციელი თვითონაც მწეველია. 24saati.ge ჩვენც ეს გვჭირდება ![]() -------------------- 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი