IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

23 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> "მეორედ მოსვლის ნიში", ?
death
პოსტი Aug 19 2009, 04:07 PM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



http://www.myvideo.ge/?video_id=592671

http://www.youtube.com/watch?v=ptSgpwTbAGA

ბევრი პოსტი დავწერე ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან სავსეა ქართული რელიგიური რელობა მსგავსი ზღაპრებით და რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქართველო ჩაფლულია ყელამდე ჭაობში, რომელიც ირეკლება ქართული ფსევდო მართლმადიდებლობის სახით. საწყენია, როდესაც ერთერთი კონკრეტული ფსევდო ქრისტიანობის ნაწილობრივი გამყარება პატრიარქიდანაც მოდის, რომელიც რაღაც სიზმრებზე და ხილვებზეა დაფუძნებული... ეკლესია დღეს ძირითადად მატერიალური მოგების წყაროდ და ქართული ნაციონაული იდეების გამამყარებელ ორგანიზაციად იქცა... განათლება მკვდარია, როგორც ერში ისევე ბერში. ერი მხოლოდ ფეტიშიზმით და ფანატიზმით სულმდგმულობს.

ვიცი ეხლა წამოვა ინკვიზიცია, მთელი ატრიბუტებით. მე არც მოწამის სახელი მინდა და არც "ინტრიგის" შეტანა, უბრალოდ გული მტკივა, როდესაც სხვადასხვაგვარ ავადმყოფურ იდეებშია ჩაფლული ქართველი ერი.

ივერია ესე არ გაბწყინდება!!!

მოკლედ რა...


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 19 2009, 04:30 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



death
ციტატა
ვიცი ეხლა წამოვა ინკვიზიცია, მთელი ატრიბუტებით.

ასეთი განწყობაა დასაწყისშივე სპობს ჯანსაღი საუბრის წარმოებას, რადგან მიდგომა აშკარად რადიკალურია, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო მოსაზრება აღიქმება როგორც თავდასხმა. ასე რომ მოეშვი ამ ტრაგიზმს და თუ გსურს მართლა ვისაუბროთ ჯანსაღად და ყოველგვარი ზღაპრული შეხედულებების გარეშე.

რაც შეეხება ვიდეოს, მოდი პარალელი გავავლოთ პატრიარქის მიერ მოყოლილ სიზმარსა და იმ კომენტარს შორის, რომელიც ვიდეოს დამთავრების ჟამს გაუკეთეს ამ სიზმარს. ადამიანმა მოყვა სიზმარი და სრულიადაც არ უთქვამს რომ გინდა თუ არა მე ვარ უკანასკნელი ჟამის პატრიარქიო, ეს არც კომენტარში სჩანდა.

საერთოდ ვერ გავიგე რა გაღელვებს. ქრისტეს მოსვლის შემდგომი ეპოქა ზოგადად უკანასკნელი ჟამის ეპოქაა და ყველა ღირსეული მოღვაწის ვალია ადამიანები ქრისტეს გზით ატაროს. საშინელება ნამდვილად ვერაფერი დავინახე ამ ვიდეოებში (უფრო სწორად ვიდეოში). შენი მიდგომა კი რადიკალურობიდან ნიჰილიზმამდეა გადასული, როცა ნებისმიერი რამ უკვე ანტიმართლმადიდებლურად გეჩვენება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Aug 19 2009, 04:50 PM
პოსტი #3


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



afxazi

ციტატა
ასეთი განწყობაა დასაწყისშივე სპობს ჯანსაღი საუბრის წარმოებას, რადგან მიდგომა აშკარად რადიკალურია, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო მოსაზრება აღიქმება როგორც თავდასხმა. ასე რომ მოეშვი ამ ტრაგიზმს და თუ გსურს მართლა ვისაუბროთ ჯანსაღად და ყოველგვარი ზღაპრული შეხედულებების გარეშე.


ბევრისთვის პატრიარქის სიტყვები არის სულიწმინდის პირდაპირი გზავნილი, ამიტომაც მისი სიტყვების "ალტერნატიულ ჩარჩოში" ჩასმა ყოველთვის ნეგატიურად აღიქმევა smile.gif ჯანსაღის დიალოგის მომხრე მეც ვარ და სულაც არ ვარ განწყობილი რადიკალურად საწინააღდმეგო აზრის მიმართ, თუ რათქმაუნდა არ წავა კამათი იმაზე რომ თეთრი შავია smile.gif

ციტატა
რაც შეეხება ვიდეოს, მოდი პარალელი გავავლოთ პატრიარქის მიერ მოყოლილ სიზმარსა და იმ კომენტარს შორის, რომელიც ვიდეოს დამთავრების ჟამს გაუკეთეს ამ სიზმარს. ადამიანმა მოყვა სიზმარი და სრულიადაც არ უთქვამს რომ გინდა თუ არა მე ვარ უკანასკნელი ჟამის პატრიარქიო, ეს არც კომენტარში სჩანდა.


რათქმაუდნა კომენტარი და პატრიარქის სიტყვების გამიჯვნა ლოგიკურია

მემგონი არსად მითქვამს, რომ მან თავი უკანასკნელი ჟამის პატრიარქად დაასახელა

ციტატა
საერთოდ ვერ გავიგე რა გაღელვებს. ქრისტეს მოსვლის შემდგომი ეპოქა ზოგადად უკანასკნელი ჟამის ეპოქაა და ყველა ღირსეული მოღვაწის ვალია ადამიანები ქრისტეს გზით ატაროს. საშინელება ნამდვილად ვერაფერი დავინახე ამ ვიდეოებში (უფრო სწორად ვიდეოში). შენი მიდგომა კი რადიკალურობიდან ნიჰილიზმამდეა გადასული, როცა ნებისმიერი რამ უკვე ანტიმართლმადიდებლურად გეჩვენება.


ქრისტეს მოსვლის შემდგომი პერიოდი შეიძლება იყოს უკანასკნელი ეპოქა მაგრამ მეოროდ მოსვლა, რომელიც კონკრეტულ დროში განხორციელებული მოვლენაა (აპოკლიფისის მიხედვით 3 წელი) აშკარად განსხვავდება მთლიანი აპოკალიფსური პერიოდისგან.

სიზმრის მოყოლის მოტივი პატრიარქის ინტერვიუდან გარკვევით ჩანდა. რა იყო მოტივი? მემგონი საკამოთო არ უნდა იყოს, რომ საუბარია მეორედ მოსვლისას ქრისტეს დახვედრასთან, თერგის ხეობაში smile.gif არასწორია ქრისტეს მოსვლისას მისი დასახვედრად რამე ადგილის გამოკვეთა, რაც ხელს უწყობს როგორც სათაურში ვახსენე სიბნელის პროპაგანდირებას სხვადასხვა კუთხით. თითქოს საქართველოში დახვდება გადარჩენილები ქრისტეს, თითქოს ქრისტე და წმინდანები ქართუალდ განიკითხავენ ქვეყანას და ა.შ. კუდის გამომბმელები ოხრად გამოჩნდებიან biggrin.gif

როდესაც ქვეყანაში ქრისტოლოგიური განთლების მხრივ სერიოზული პრობლემებია, როდესც ერში ფანატიზმი და ფსევდო ქრისტიანობა ჰყვავის, პატრიარქი არ უნდა გამოდიოდეს და მამამისის სიზმარს არ უნდა აძლევდეს ამხელა დატვირთვას.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Aug 19 2009, 04:57 PM
პოსტი #4


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
განათლება მკვდარია, როგორც ერში ისევე ბერში. ერი მხოლოდ ფეტიშიზმით და ფანატიზმით სულმდგმულობს.



yes.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 19 2009, 04:58 PM
პოსტი #5


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



death
ციტატა
ბევრისთვის პატრიარქის სიტყვები არის სულიწმინდის პირდაპირი გზავნილი, ამიტომაც მისი სიტყვების "ალტერნატიულ ჩარჩოში" ჩასმა ყოველთვის ნეგატიურად აღიქმევა

მაშ ჩემთვის პირადად გაუგებარია სათაურის სიმკვეთრე, პირდაპირი ბრალდება პატრიარქისადმი, როცა ამ შემთხვევაში არა პატრიარქს აბრალებ სიბნელის ქადაგებას, არამედ მისი სიტყვების არასწორად აღქმას მიიჩნევ ხარვეზად, ანუ დამნაშავედ არა პატრიარქს წარმოადგენ, არამედ მისი სიტყვების არასწორად განმმარტებელს.

მომიტევე მეგობარო მაგრამ თვით ქრისტეს სიტყვების არასწორმა გაგებამ მრავალი და მრავალი სექტა და გაუკუღმართება წარმოშვა ეკლესიის ისტორიაში და ამაში დამანშავე არა ქრისტე, არამედ მისი სიტყვების არასწორად განმმარტებლები იყვნენ.

ციტატა
მემგონი არსად მითქვამს, რომ მან თავი უკანასკნელი ჟამის პატრიარქად დაასახელა

კიდევ ერთხელ ვამბობ პრობლემა რაშია? როგორც ამბობ არა პატრიარქში, არამედ მისი სიტყვების არასწორად განმარტებაში. ეს კი სხვა რამეა და აქედან გამომდიანრე ასეთ სათაურს და ასეთ პათოსს არ იმსახურებდა ეს თემა.

ციტატა
სიზმრის მოყოლის მოტივი პატრიარქის ინტერვიუდან გარკვევით ჩანდა. რა იყო მოტივი? მემგონი საკამოთო არ უნდა იყოს, რომ საუბარია მეორედ მოსვლისას ქრსიტეს დახვედრასთან, თერგის ხეობაში არასწორია ქრისტეს მოსვლისას მისი დასახვედრად რამე ადგილის გამოკვეთა, რაც ხელს უწყობს როგორც სათაურში ვახსენე სიბნელის პროპაგანდირებას სხვადასხვა კუთხით. თითქოს საქართველოში დახვდევა გადარჩენილები ქრსიტეს, თითქოს ქრისტე და წმინდანები ქარუთალდ განიკითხავენ ქვეყანას და ა.შ. კუდის გამომბმელი ოხრად გამოჩნდებიან

biggrin.gif biggrin.gif

კარგი ეხლა ამას არარ გამოვეკიდები რადგან რა კომენტარი უნდა გავუკეთო არ ვიცი.

ციტატა
როდესაც ქვეყანაში ქრისტოლოგიური განთლების მხრივ სერიოზული პრობლემებია, როდესც ერში ფანატიზმი და ფსევდო ქრისტიანობა ჰყვავის, პატრიარქი არ უნდა გამოდიოდეს და მამაისის სიზმარს არ უნდა აძლევდეს ამხელა დატვირთვას.

ამბიონიდან იქადაგა? ეს მე მგონი გამოსვლა არ ყოფილა და უფრო უბრალო საუბარია, რომელიც ვიღაცამ ჩაიწერა და გამოაქვეყნა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Aug 19 2009, 05:15 PM
პოსტი #6


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



afxazi

ციტატა
მაშ ჩემთვის პირადად გაუგებარია სათაურის სიმკვეთრე, პირდაპირი ბრალდება პატრიარქისადმი, როცა ამ შემთხვევაში არა პატრიარქს აბრალებ სიბნელის ქადაგებას, არამედ მისი სიტყვების არასწორად აღქმას მიიჩნევ ხარვეზად, ანუ დამნაშავედ არა პატრიარქს წარმოადგენ, არამედ მისი სიტყვების არასწორად განმმარტებელს.

მომიტევე მეგობარო მაგრამ თვით ქრისტეს სიტყვების არასწორმა გაგებამ მრავალი და მრავალი სექტა და გაუკუღმართება წარმოშვა ეკლესიის ისტორიაში და ამაში დამანშავე არა ქრისტე, არამედ მისი სიტყვების არასწორად განმმარტებლები იყვნენ.


ეგ სიტყვები პასუხი იყო შენს პირველ კითხვაზე, რომ ინკვიზიცია შეიძლება იმიტომ მომიწყონ რომ პატრიარქის ნებისმიერი სიტყვის გაკრიტიკება გულზე მძიმეთ აწვებათ biggrin.gif

ციტატა
კიდევ ერთხელ ვამბობ პრობლემა რაშია? როგორც ამბობ არა პატრიარქში, არამედ მისი სიტყვების არასწორად განმარტებაში. ეს კი სხვა რამეა და აქედან გამომდიანრე ასეთ სათაურს და ასეთ პათოსს არ იმსახურებდა ეს თემა.


პატრიაქში არამგოანია პრობლემა იყოს, ამ შემთხვევაში პრობლემა მის სიტყვებშია. კომენტარი ეგ უკვე სულ სხვა თემაა biggrin.gif

ციტატა
ამბიონიდან იქადაგა? ეს მე მგონი გამოსვლა არ ყოფილა და უფრო უბრალო საუბარია, რომელიც ვიღაცამ ჩაიწერა და გამოაქვეყნა.


რა მნიშნველობ აქვს ამბიონიდან იქადაგა თუ მოაჯირიდან? biggrin.gif ფაქტია ხედავდა რომ კამერა უყურებდა და მამამისის სიზმირსთვისაც არ უნდა მიეცა ამხელა დატვირთვა, თითქოს ქართველები ქრისტეს თერგზე დახვდებიან, რაც არის სრული აბსურდი და ისედაც ზღაპრებს აყოლილი ხალხი დოზის მომატებისკენ არ უნდა ებიძგა. ამას სიბნელის პროპაგანდირება ჰქვია, რაც კიდეც ჰქვია ამ თემას.

ციტატა
როცა სიბნელის პროპაგანდირება პატრიარქიდან მოდის


კარგად დაუკვირდი თემის სათაურს. აქ არ წერია, რომ პატრიარქმა სიბნელე იქადაგა, არამედ სიბნელეს გაუკეთა პროპაგანდირება smile.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 19 2009, 06:19 PM
პოსტი #7


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



death

ყოველთვის ულტრათანამედროვე დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერი თეოლოგიური საკითხისადმი დაწყებული მეცნიერბასთან მიმართებაში და დამთავრებული მორალური ღირებულებებით (ხშირად გეთანხმები), მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები. no.gif

პატრიარქისგან არავითარი სიბნელის პროპაგანდა არ მოდის. ეს დაბნელებულ ერს ეჩვენება ყველაფერი ბნელად. პატრიარქიც ჩვეულებრივი ადამიანია, მან მოყვა მამამისის სიზმარი, რომელიც რა თქმა უნდა არც უალტერნატივო სიმართლედ არ წარმოუჩენია და ვერც პროპაგანდის კვალი დავინახე. უბრალოდ ილაპარა ასე. სიზმრები ყველას გვესიზმრება, რომლის 99.99% არის გონების კონსტრუირებული გამოსახულებების სერია. ერთი-მეათიათასედი ალბათობა დავუტოვოთ ამოუცნობ სუპერ-ნატურალურ ფენომენს.

ერთის მხრივ ითქვა, რომ ამბიონიდან არ ულაპარაკია, მეორეს მხრივ ის რომ კამერებთან თქვა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სიბნელის ფანტომში მოცურავე ადამიანები (მათი რიცხვი არც თუ მცირეა) უკამეროდაც ავრცელებენ ჭორებს პატრიარქის ხილვების შესახებ და ფილმებსაც კი იღებენ.

მოკლედ არა ხარ მართალი. ვინც აჟიტირებულია ის ყველგან ბოლო ჟამს, შესაბამის ჩვენებებს და წინასწარმეტყველებებს ხედავს და ეს პატრიარქის ბრალი ნამდვილად არ არის. no.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 19 2009, 06:42 PM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მალე იმ ნიშასთან ციხესიმაგრესაც ააშენებენ, სახლებზე ლაპარაკიც ზედმეტია, მეორედ მოსვლის ჟამს დიდი ფასი ექნება და მოასწარით მიწების ყიდვა biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 19 2009, 06:53 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



cinemamu
ციტატა
მალე იმ ნიშასთან ციხესიმაგრესაც ააშენებენ, სახლებზე ლაპარაკიც ზედმეტია, მეორედ მოსვლის ჟამს დიდი ფასი ექნება და მოასწარით მიწების ყიდვა

ერთი ეს შეგვახსენე შენი მსოფლმხედველობა რას ებღაუჭება?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 19 2009, 06:55 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ერთი ეს შეგვახსენე შენი მსოფლმხედველობა რას ებღაუჭება?



ეგ 5 თემა გავხსენი მგონი და იქ ვერ გაგაგებინეთ და აქ როგორ აგიხსნა? smile.gif

ამ შემთხვევაში კი ვიხუმრე მხოლოდ, კონკრეტულად პატრიარქის სიტყვებზე კომენტარს არ ვაკეთებ, უბრალოდ ის ვთქვი რაც შეიძლება ბევრ მოუვიდეს მართლა თავში (ნიშასთან სახლის აშენებას ვგულისხმობ biggrin.gif )


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 19 2009, 06:57 PM
პოსტი #11


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



cinemamu
ციტატა
ეგ 5 თემა გავხსენი მგონი და იქ ვერ გაგაგებინეთ და აქ როგორ აგიხსნა?

ნამეტანი უცხოა ეტყობა biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
ამ შემთხვევაში კი ვიხუმრე მხოლოდ, კონკრეტულად პატრიარქის სიტყვებზე კომენტარს არ ვაკეთებ, უბრალოდ ის ვთქვი რაც შეიძლება ბევრ მოუვიდეს მართლა თავში (ნიშასთან სახლის აშენებას ვგულისხმობ )

შეიძლება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 19 2009, 07:00 PM
პოსტი #12


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ნამეტანი უცხოა ეტყობა



უცხო არაა, უბრალოდ შინაარსი აქ მარტო და ფორმა არა აქვს (უფრო სწორად აქვს მაგრამ ხშირად იცვლება biggrin.gif ) ახალი თემა გავხსენი აპოგელეტიკაში და შეგიძლია შემოიჭყიტო a075.gif საინტერესო სიმღერები მაქვს დადებული სხვა თუ არაფერი smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 19 2009, 07:03 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ბევრი პოსტი დავწერე ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან სავსეა ქართული რელიგიური რელობა მსგავსი ზღაპრებით და რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქართველო ჩაფლულია ყელამდე ჭაობში, რომელიც ირეკლება ქართული ფსევდო მართლმადიდებლობის სახით. საწყენია, როდესაც ერთერთი კონკრეტული ფსევდო ქრისტიანობის ნაწილობრივი გამყარება პატრიარქიდანაც მოდის, რომელიც რაღაც სიზმრებზე და ხილვებზეა დაფუძნებული... ეკლესია დღეს ძირითადად მატერიალური მოგების წყაროდ და ქართული ნაციონაული იდეების გამამყარებელ ორგანიზაციად იქცა... განათლება მკვდარია, როგორც ერში ისევე ბერში. ერი მხოლოდ ფეტიშიზმით და ფანატიზმით სულმდგმულობს.ვიცი ეხლა წამოვა ინკვიზიცია, მთელი ატრიბუტებით. მე არც მოწამის სახელი მინდა და არც "ინტრიგის" შეტანა, უბრალოდ გული მტკივა, როდესაც სხვადასხვაგვარ ავადმყოფურ იდეებშია ჩაფლული ქართველი ერი.ივერია ესე არ გაბწყინდება!!! მოკლედ რა...



სიკვდილო,

ერთი შენი სახელი და გვარი მაინც გვიბოძე, ასე თამამად რომ განიკითხავ და დაცინი ეკლესიას, პატრიარქს, ერს და მრევლს.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 19 2009, 07:07 PM
პოსტი #14


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ცნობისათვის, მეორედ მოსვლა (მთელი ცეცხლოვანი დაბომბვებით და წყალდიდობებით) ჯერ ძალიან შორსაა, ასე რომ დიდ პროვოცირებას ნუ უკეთებთ თორე ისე ვიზამთ მართლა ძალით მოვიყვანთ biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Aug 19 2009, 07:10 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



და ვაფშე კაცმა რომ სასიამოვნო სიზმარი ნახოს და მოყვეს მაგაში ჩირქმოსაცხები რა არის ? და მაგ ადგილზე რომ ხალხი შეიკრიბოს მეორედ მოსვლის ჟამს და ეს ხალხი ქართველები იყვნენ მაგაშიც გასაკვირი რა არის ?

და ვაფშე რა გინდათ თქვენ ვერ გავიგე



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 19 2009, 07:15 PM
პოსტი #16


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



neo


ნუ გაცხარდები ეგრე ძალიან ნეო, სადაა შენი მატრიცული სიმშვიდე smile.gif აქ კაცს თავის აზრი და თქვას, თანაც მგონია ინტრიგის გამო არ შემოაგდო ეს თემა, მართალი გონია რასაც ამბობს... ცალმხრივად უყურებს ამ ყველაფერს და მაგის ბრალია... არა უსჰავს ვის არ მოსვლია a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 19 2009, 09:00 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7




აფხაზ გეტანხმები ერთია ის რას ამბობს პატრიარქი და მეორე ის თუ როგორ იგებს ამას მრევლი. ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე ამ ვიდეოში, კაცი ყვება მამამისის სიზმარს და ბოლოს ვიღაცა უკეტებს ასეთ კომენტარს. ის რომ თითქოს მაცხოვარი მივიდა პატრიარქთან და ეუბნება შენ ხალხი უნდა მოაქციო რატომ ფიქრობენ რომ მაინცადამაინც იმას ნიშნავს რომ ის უნდა იყოს ბოლო პატრიარქი, იქნებადა ამით მისი უწმიდესობის პატრიარქობა და მის მიერ ხალხის ეკლესიისაკენ მოქცევა იგულისხმებოდა? smile.gif

cinemamu
ციტატა
ცნობისათვის, მეორედ მოსვლა (მთელი ცეცხლოვანი დაბომბვებით და წყალდიდობებით) ჯერ ძალიან შორსაა, ასე რომ დიდ პროვოცირებას ნუ უკეთებთ თორე ისე ვიზამთ მართლა ძალით მოვიყვანთ

ძალიანაც ნუ დაიმშვიდებ თავს tongue.gif როცა ყველაზე ძალიან არ ელოდები აი მაშინ შეიძლება დაგიდგეს შენი ბოლო ჟამი a075.gif ასე რომ ვერც იმას ვიტყვით რომ ახლოსაა და ვერც იმას რომ შორსააო, რადგანაც ცნობა ჟამთა და წელთა უფლისაგან არის და სხვა რავინ იცის მის შესახებ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Aug 19 2009, 09:12 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



death

აი ისე არ გაიგო რო ყოველთვის ტვალდახუჭული ყველაფერში ვეტანხმებოდე საპატრიარქოს ამრა ამ ვიდეოში სიბნელე რა ნახე?


ადამიანმა (ჩვენმა უწმინდესმა) მოყვა სიზმარი და რა მოხდა მერე.


რა ამით? smile.gif


მართლა მაინტერსებს, ქილიკის და დაცინვის გარეშე a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Aug 19 2009, 11:33 PM
პოსტი #19


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ცოტა უფრო ზოგადად ვილაპარაკებ და ვიტყვი, რომ ბევი ადამიანი დაბეჯითებით ამტკიცებს სატანისტების, მასონების, ჩიპის მეშვეობით კონტროლის არარსებობას და ამ ყველაფრით პოლიტიკურ თუ რელიგიურ ცხოვრებაში სხვა გარეშე ძალების მოქმედებას, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი გაცილებით ახლოს უნახავთ და საკუთარ თავზე განუცდიათ, ამდენად რაღაც საკითხების მიმართ უფრო ზომიერი და თავშეკავებული პოზიცია უფრო გონივრული იქნებოდა, თუმცა ყველა თვითონ ირჩევს...

როდესაც საუბარია ხოლმე მეორედ მოსვლის სიახლოვეზე, ორი ძირითადი პოზიცია იკვეთება: ერთი, რომლის შემთხვევაშიც დღე-დღეზე მოელიან მეორედ მოსვლას და ამ პოზიციასთან მებრძოლი მეორე პოზიცია, როდესაც საუკუნეებით გადადებენ მეორედ მოსვლას. ჩემი აზრით ორივე უკიდურესი პოზიციაა.
არის საკითხები, რომელთაც დრო თავისთავად გამოაჩენს.

სიზმრებს რაც შეეხება, აქამდე სულ მეგონა რომ სიზმარი შეიძლება ყოფილიყო ან ღვთიური ან ეშმაკეული, ან უბრალოდ ცნობისმიერი.
ამ ფორუმზე ძალიან მძლავრად არის ხოლმე ის ტენდენცია, როდესაც მსგავს "ზღაპრებს" ძალიან კარგად ახშობენ იმის შიშით, რომ ზომიერება არ დაკარგონ, მაგრამ მე ვფიქრობ ზომიერება მანდ უკვე დაკარგულია, როდესაც საქმე ლამის იქამდე მიდის, როდესაც დოგმატების გარდა ყველაფრის უარყოფა ხდება.



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 19 2009, 11:47 PM
პოსტი #20


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მომეწონა სიზმარი rolleyes.gif რა გინდა, ფარნავაზსაც დასიზმრებია ბევრი კარგი რამ biggrin.gif



ხოდა აი... როცა იძახი თეთრზე შავი არ თქვანო, დალტონიკებზე თუ გიფიქრია ა? რას იტყვი? biggrin.gif
ამ ქვეყნად იმდენი დალტონიკია, რომ თეთრზე თეთრის მნახველი თავის თავს ეკითხება ხოლმე: იქნებ და მართლაც არაა თეთრი : |
მოკლედ ეგ საკამათოა..

ერთადერთი რასაც მე ვეთანხმები, ესაა:

ციტატა
განათლება მკვდარია, როგორც ერში ისევე ბერში. ერი მხოლოდ ფეტიშიზმით და ფანატიზმით სულმდგმულობს.

+1


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

23 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი