სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Irine პატრიარქის ქადაგებები Aug 25 2006, 09:00 PM
A.V.M ილია მეორე - ბედნიე... Oct 14 2014, 06:27 PM
A.V.M ილია მეორე - ბედნიე... Oct 14 2014, 06:27 PM
A.V.M ილია მეორე - წმინდა ... Nov 23 2014, 07:30 PM
A.V.M 30 ნოემბერს საკვირა... Nov 30 2014, 09:33 PM
A.V.M უწმინდესმა ქადაგე... Dec 5 2014, 03:45 AM
A.V.M ილია მეორე - ყველა ა... Jan 11 2015, 02:44 PM
A.V.M ილია მეორე - ადამია... Feb 22 2015, 07:05 PM
A.V.M ილია მეორე - ადამია... Feb 22 2015, 07:05 PM
A.V.M პატრიარქმა თავის ნ... Mar 1 2015, 06:04 PM
A.V.M ილია მეორე - ჩვენ არ... Aug 17 2015, 10:20 PM
A.V.M ილია მეორე - საშიში... Aug 25 2015, 02:26 PM
A.V.M პატრიარქი - საქართ... Aug 28 2015, 05:27 PM
A.V.M სრულიად საქართველ... Sep 21 2015, 12:57 AM
marine "უწმინდესი ბრძან... Oct 21 2015, 05:58 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th February 2026 - 03:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი