![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#21
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
Genesis
ციტატა მარტივი მოვლენაა, ადამიანი რომელსაც სურს გააგებინოს სხვას რაღაც რთული სიტუაცია და თვითონაც გაერკვეს... მიმართავს მისთვის კარგად ნაცნობ პარალელს. ამანაც სექსის შემტხვევაში ჩათვალა რომ ჭამისადმი დამოკიდებულების გარკვევა მიიყვანდა სექსისადმი დამოკიდებულების სრულ გაშიფვრამდე... ნამდვილად ცდილობს მარტივად ახსნას... მაგრამ შენ ამბობ, ციტატა სექსისადმი დამოკიდებულების სრულ გაშიფვრამდე... , მიუხედავად იმისა რომ ის არ ცდილობს სექსის დამოკიდებულების სრულ გაშიფვრას... არამედ, კონკრეტული დამოკიდებულებისა...ვსიო... მოვრჩი ამაზე საუბარს. შენ შეგიძლია შენიულად აღიქვა ეს ყველაფერი, მე ჩემულად... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
ნანინა |
![]()
პოსტი
#22
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
საინტერესო სტატიაა, მადლობა ლუისს და თემის ავტორს, თუმცა უაზრო ოფებისგან თუ თავს შეიკავებთ კარგს იზამთ
![]() ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
death |
![]()
პოსტი
#23
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ციტატა ერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ, თუ ნახავდა ქვეყანას, სადაც ცხვრის კატლეტის სტრიპტიზი პოპულარობით სარგებლობს, იფიქრებდა, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. ცხადია, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ისეთი მოვლენა, როგორიც სტრიპტიზია, შედეგია არა სქესობრივი გარყვნილებისა, არამედ - სქესობრივი შიმშილისა. მე ვეთანხმები იმაში, რომ თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში ადამიანები ცხოველ ინტერესს იჩენენ კატლეტის აღნიშნული სტრიპტიზისადმი, ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. აქ ამოსავალი წერიტილი მდგომარეობს იმაში, რომ სტრიპტიზი სექსუალური შიმშილის ნიშანია. რაც მართლია, რადგან სექსუალურად დაკმაყოფილებული კაცი არ შევა სტრიპტიზის საყურებლად. ახლა არ შეიძლება ვინმე იყოს სექსუალურად დაკმაყოფილებული ანუ არ შიოდეს (სექსუალური კუთხით) და შევიდეს სტრიპტიზის საყურებლად. თუ დაკმაყოფილებულია მაგრამ მაინც შევიდა ეს ნიშნავს, რომ ის ღორმუცელაა (ჭამასთან რომ გავავლოთ პარალელი) ანუ ესეთი ადამიანი გავს იმ ადამიანს, რომელმაც თავისი ულუფა შეჭამა მაგრამ საჭმილისგან მიღებული სიამოვნებითვის მეტს ითხოვს, თუმცა მის ორგანიზმს მეტი არ სჭირდება და არათუ არ სჭირდება, არამედ ვნებს კიდეც. საერთოდ დაუკმაყოფილებლობა ყოველთვის შიმშილია. მაგალითად თუ ვინმე დაუკმაყოფილებელია, რომ მას არ ჰყავს ლამბორჯინი ეს ნიშნავს იმას, რომ მას შია (უნდა) ლამბორჯინი და ა.შ. შესაბამისად ასევეა სექსშიც... ამ მაგალითით ლუისი ამბობს თუ ბევრის ჭამა მიუღებელი და მავნებელია, ასევე მავნებელია თავაშვებულობა სექსუალურ სფეროში... როგორც შემდეგ ამბობს: ციტატა არაფერია სამარცხვინო იმაში, კაცმა რომ საჭმელი დაიგემოვნოს, მაგრამ დიდი სირცხვილი იქნებოდა, კაცობრიობის ნახევარი ცხოვრების მთავარ ინტერესად ჭამას გაიხდიდეს და ცხოვრებას საჭმლის გამომხატველი სურათების ცქერაში, ტუჩების ლოკვაში და ნერწყვის ყლაპვაში გაატარებდეს. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
death |
![]()
პოსტი
#24
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
როგორც ჩანს საკითხმა მოიტანა სექსუალურობის რეგულირების ფორებზე საუბარი ანუ ქრისტიანთათვის ქორწინება...
კვლავ ლუისით გავაგრძელებ... წინა თავი უპირატესად ნეგატიური ხასიათისა იყო. მე განვიხილავდი იმ ცუდს, რაც გააჩნია სქესობრივ ინსტინქტს, მაგრამ თითქმის არაფერი მითქვამს მის ნორმალურ განხორციელებაზე ანუ ქრისტიანულ ქორწინებაზე. განსაკუთრებით ორი მიზეზის გამო არ მინდოდა შევხებოდი ქორწინებას. ჯერ ერთი, ქრისტიანული დოქტრინა ქორწინების შესახებ ძალიან არაპოპულარულია, მეორე, თავად მე არასოდეს მყოლია ცოლი, ამიტომ ოჯახზე მსჯელობა სხვათა გადმოცემების მიხედვით შემიძლია მხოლოდ. მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია - რაკი ქრისტიანულ ზნეობაზე მიხდება მსჯელობა -, ეს თემა განზე არ უნდა დავტოვო. ქორწინების ქრისტიანული გაგება ემყარება ქრისტეს სიტყვებს, რომ კაცი და ქალი განხილულ უნდა იქნას როგორც ერთი სხეული - თანამედროვე ენაზე სწორედ ამას ნიშნავს „ერთ ხორც“. ქრისტიანებს სჯერათ, რომ, როცა ქრისტე ამას ამბობდა, ემოციას კი არ გამოხატავდა, არამედ ახდენდა ფაქტის კონსტატაციას, ისევე, როგორც ვინმემ რომ თქვას, ბოქლომი და გასაღები ერთი მექანიზმიაო ან ვიოლინო და ხემი ერთი მუსიკალური ინსტრუმენტიაო. ადამიანური მანქანის გამომგონებელმა გვითხრა, რომ კაცი და ქალი, ეს ორი ნახევარი შექმნილია იმისათვის, რომ გაერთიანდნენ წყვილად, არა, უბრალოდ, სქესობრივად, არამედ - ყოველმხრივ. ქორწინების გარეშე კავშირების სიმახინჯე ისაა, რომ, ვინც ასეთ კავშირს ამყარებს, ცდილობს კავშირის ერთი (სქესობრივი) მხარე გამოყოს მაშინ, როცა ჩანაფიქრის მიხედვით ის შეხამებული უნდა იყოს ურთიერთობის სხვა ფორმებთან და მათთან ერთად მთლიანი კავშირი შეადგინოს. ქრისტიანობა არ ფიქრობს, რომ სქესობრივი სიამოვნება უფრო ცოდვიერია, ვიდრე, მაგალითად, ჭამით მიღებული სიამოვნება, მაგრამ ის თვლის, რომ ამ სიამოვნების გამოცალკევება და დამოუკიდებლად მიღება არ შეიძლება. ასეთი რამ ისევე არაბუნებრივია, როგორც არაბუნებრივი იქნებოდა ჭამისაგან სიამოვნების მიღება საჭმლის გადაყლაპვისა და მონელების გარეშე: აი, საჭმელს რომ ღეჭავდე და გარეთ ყრიდე. მაშასადამე, ქრისტიანობა ასწავლის, რომ ქორწინება სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. მართალია, სხვადასხვა ეკლესიას ამის თაობაზე სხვადასხვა აზრი გააჩნია. ზოგი საერთოდ არ ცნობს განქორწინებას, ზოგი უხალისოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში რთავს ნებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ქრისტიანები ასეთ საკითხში ვერ შეთანხმებულან. მაგრამ რიგითი ერისკაცის გასაგონად უნდა ითქვას, რომ ეკლესიები ქორწინების საკითხში ერთმანეთს უფრო ეთანხმებიან, ვიდრე საერო საზოგადოებას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ნებისმიერი ეკლესია განქორწინებას განიხილავს, როგორც ცოცხალი ორგანიზმის გაჭრას - როგორც ქირურგიულ ოპერციას. ზოგი ამ ოპერაციას იმდენად სახიფათოდ მიიჩნევს, რომ საერთოდ კრძალავს მას, ზოგი დასაშვებად მიიჩნევს, ოღონდ როგორც უკიდურეს ზომას უმძიმეს შემთხვევაში. ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ეს პროცესი უფრო ორივე ფეხის მოკვეთას ჰგავს, ვიდრე საქმიანი პარტნიორობის დარღვევას ან თუნდაც ჯარიდან გაქცევას. არც ერთი მათგანი არ იზიარებს თანამედროვე შეხედულებას, რომ განქორწინება არის პარტნიორთა უბრალო გადანაცვლება, რომელიც შეიძლება მოხდეს როგორც კი ცოლ-ქმარს ერთმანეთისადმი გული გაუცივდება ან ერთ მათგანს სხვა შეუყვარდება. სანამ ამ თანამედროვე თვალსაზრისს ქორწინებაზე განვიხილავდეთ უბიწოებასთან მიმართებაში, არ უნდა გამოგვრჩეს მისი განხილვა სხვა სათნოებასთან, კერძოდ, სამართლიანობასთან მიმართებაში. ყველას, ვისაც ჯვარი დაუწერია ეკლესიაში, მიუცია საჯარო, საზეიმო პირობა, რომ ქმრის (ცოლის) ერთგული იქნება სიკვდილამდე. ვალდებულება ამ დაპირების შესრულებისა სქესობრივ ურთიერთობათა თავისებურებაზე არ არის დამოკიდებული. იგი ისეთივე დაპირებაა, როგორც ყველა სხვა. თუ, როგორც ჩვენს თანამედროვეებს უყვართ თქმა, სქესობრივი იმპულსი არაფრით განირჩევა ჩვენი დანარჩენი იმპულსებისაგან, მაშინ მას ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც სხვა დანარჩენთ. ყველა სხვა იმპულსის დარად სქესობრივ იმპულსსაც თავის ნებაზე არ უშვებს პირობა. ხოლო თუ ის, როგორც მე ვფიქრობ, სხვა იმპულსებისაგან განსხვავებით ავადმყოფურად აღგზნებულია, მაშინ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რომ უღირსი საქციელი არ ჩაგვადენინოს. შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ ეკლესიაში მიცემული სიტყვა ცარიელ ფორმალობად მიაჩნია და მისი აღსრულება არასოდეს უფიქრია. მაგრამ მაშინ ვის ატყუებს? ღმერთს? ამაზე დიდი უგუნურება რა იქნება? საკუთარ თავს? უფრო ჭკვიანური არც ესაა. საპატარძლოს? სასიძოს? სანათესაოს? ეს ღალატია. ხშირად უფრო ის მიფიქრია, რომ მექორწინე წყვილი (ან ერთი მათგანი) იმედოვნებს, დამსწრე საზოგადოება მოატყუოს. მათ სურთ რესპექტაბელური ქორწინება, მაგრამ არ სურთ ამისთვის რაიმე გაიღონ. ასეთი ადამიანები მატყუარები და თვითმარქვიები არიან. თუ თვითკმაყოფილი თვალთმაქცები არიან, მაშინ მათთან აღარაფერი მაქვს სათქმელი. რატომ უნდა მოახვიო უბიწოების მაღალი და მძიმე ვალდებულება იმ ადამიანებს, რომელთაც ისიც კი არ უნდათ, უბრალოდ, პატიოსნები იყვნენ. თუ მოცემული მომენტისთვის გონს მოეგნენ და სურთ პატიოსნები იყვნენ, ერთხელ დადებული პირობა მათ თავშეკავებისაკენ უბიძგებთ. ისინი დაიცავენ სამართლიანობას და არა უბიწოებას. თუ ადამიანებს არ სჯერათ მუდმივი ქორწინება, მაშინ ალბათ აჯობებს, დაუქორწინებლად იცხოვრონ და არ მისცენ აღთქმა, რომლის აღსრულება აზრადაც არ მოსდით. მართალია, დაუქორწინებლად ცხოვრება ღვთის თვალში მრუშობაა, მაგრამ ერთი ცოდვის გამოსყიდვა მეორის დამატებით შეუძლებელია. სიტყვის გატეხით მრუშობას ვერ გამოისყიდი. სიყვარული რომ ერთადერთი გამართლებაა ქორწინებისა, ეს აზრი გამორიცხავს ქორწინებას, როგორც ხელშეკრულებას ან აღთქმის მიცემას. თუ თავი და თავი სიყვარულია, მაშინ პირობის მიცემა არაფერს იძლევა, ხოლო თუ არაფერს იძლევა, მაშინ არც უნდა იქნას მიცემული. საინტერესოა, რომ შეყვარებულებმა, ჯერ კიდევ ტრფობის პერიოდში, ეს იმათზე უკეთ იციან, ვინც სიყვარულზე მსჯელობს. როგორც ჩესტერტონმა შენიშნა, მიჯნურებს გააჩნიათ ბუნებრივი მიდრეკილება, ერთმანეთი დაპირებებით დააბან. მთელს მსოფლიოში სიმღერები სიყვარულზე სავსეა მარადიული ერთგულების ფიცით. ქრისტიანული კანონი სიყვარულის გრძნობას თავს ისეთ რამეს არ ახვევს, რაც უცხოა ამ გრძნობის ბუნებისთვის. იგი მხოლოდ მოითხოვს, შეყვარებულები მთელი სერიოზულობით უდგებოდნენ იმას, რისკენაც თავად მათი გრძნობა უბიძგებთ. რა თქმა უნდა, შეყვარებულობისას და შეყვარებულობის გამო მიცემული დაპირება - არ ვუღალატო სატრფოს, სანამ პირში სული მიდგას - გულისხმობს, რომ პირობა იმ შემთხვევაშიც უნდა იქნას დაცული, როცა მიჯნურობის ცეცხლი განავლებულია. რადგან პირობა ეხება ისეთ რამეს, რისი აღსრულებაც მე შემიძლია, ანუ ჩემს ქცევას. არავის შეუძლია დაიფიცოს, რომ მიწყივ ერთი გრძნობა ექნება. ეს იგივეა, დაიფიცო, რომ თავი არასოდეს აგტკივდება ან მუდამ გეშიება. მაგრამ, მკითხავთ თქვენ, რამ უნდა დააკავოს ორი ადამიანი, თუ მათ ერთმანეთი აღარ უყვართ? ამის შესახებ არსებობს რამდენიმე საღ აზრზე დამყარებული სოციალური რიგის პასუხი: ბავშვებს არ მოაკლდეთ ოჯახური გარემო, ქალი (რომელმაც ვინძლო გათხოვებას შესწირა კარიერა) დაცული იქნას იმისგან, რომ მოტყუებული არ დარჩეს, როგორც კი თავს მოაბეზრებს ქმარს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუმცა კი მისი ახსნა მაინცდამაინც არ მეიოლება. სირთულე იმაშია, რომ მრავალ ადამიანს უჭირს გაგება, რომ თუ B უკეთესია C-ზე, შეიძლება A სჯობდეს B-ს. ისინი კარგისა და ცუდის ტერმინებით იფარგლებიან. მათთვის უცხოა კარგი, უკეთესი, საუკეთესო, ცუდი, უარესი, ყველაზე უარესი. მათ აინტერესებთ, მიგაჩნიათ თუ არა პატრიოტიზმი კარგ თვისებად. თუ უპასუხეთ, რომ, რა თქმა უნდა, იგი ბევრად სჯობს ინდივიდუალურ თავკერძობას, მაგრამ საყოველთაო ძმობაზე დაბლა დგას და ყოველთვის უკან უნდა დაიხიოს, როცა ამ უკანასკნელთან კონფლიქტში მოვა, ისინი იფიქრებენ, რომ პასუხს თავს არიდებთ. ისინი გეკითხებიან, რას ფიქრობთ დუელის შესახებ. თუ მიუგეთ, რომ დუელს სჯობია, ადამიანს წყენა აპატიოთ, მაგრამ კუბოს კარამდე სიძულვილს და ფარულად ძირის თხრას, ისევ დუელი სჯობია, მაშინ დამდურებულნი გაგეცლებიან, იფიქრებენ, რომ პირდაპირ პასუხს თავს არიდებთ. ვიმედოვნებ, არც ერთ თქვენგანს მსგავსი შეცდომა არ მოუვა და სწორად გამიგებთ, რის თქმასაც ახლა ვაპირებ. ის, რასაც „გამიჯნურებას“ ვუწოდებთ, შესანიშნავი რამ არის და მრავალმხრივ სასარგებლოა ჩვენთვის. იგი გვეხმარება, ვიყოთ უხვი და მამაცი, იგი თვალს გვიხელს არა მარტო სატრფოს სილამაზეზე, არამედ საერთოდ სილამაზეზე. იგი იმორჩილებს (განსაკუთრებით თავიდან) ჩვენს ცხოველურ სექსუალობას. ამ აზრით, მიჯნურობა არის დიდი გამარჯვება ავხორცობაზე. ვერავინ უარყოფს, რომ ასეთი სიყვარული გაცილებით სჯობს ჩვეულებრივ გრძნობიერებას ან ცივ ეგოცენტრიზმს. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე სახიფათოა, თქვენი ბუნებიდან ერთი იმპულსი გამოარჩიოთ და, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მას მისდიოთ. კარგი რამ არის ტრფობა, მაგრამ - არა საუკეთესო. იგი ბევრ რამეს აღემატება, მაგრამ ბევრიც მას აღემატება. იგი ვერ შეიქნება თქვენი ცხოვრების საძირკველი. იგი კეთილშობილი გრძნობაა, მაგრამ მაინც გრძნობაა. არ უნდა იფიქროთ, რომ რომელიმე გრძნობა სრული ინტენსივობით გასტანს მთელი ცხოვრება, ან სიცოცხლის ბოლომდე შეგრჩებათ. ცოდნა, პრინციპები, ჩვევები შეიძლება შეგრჩეთ, მაგრამ ტრფობა მოდის და მიდის. და მართლაც, რაც გინდა თქვან, „ტრფობა“, ჩვეულებრივ, წარმავალია. თუ ზღაპრის დასასრული - და ცხოვრობდნენ სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად - გავიგეთ ისე, რომ მომდევნო ორმოცაათი წელი ერთმანეთის მიმართ ზუსტად იმავეს გრძნობდნენ, რასაც ქორწინების წინა დღეს, მაშინ ზღაპრის დაბოლოებით გამოთქმული იქნებოდა ის, რაც არასდროს მომხდარა, არც შეიძლება მომხდარიყო და არც სასურველი იქნებოდა. ვის შეუძლია გაძლოს ასეთ აღგზნებულ მდგომარეობაში? რა დაემართება მაშინ თქვენს სამუშაოს, მადას, ძილს, მეგობრობას? რა თქმა უნდა, ტრფობის ჩაცხრობა სიყვარულის დამთავრებას არ ნიშნავს. სიყვარული, ანუ ტრფიალისგან განსხვავებული რამ, მხოლოდ გრძნობა არაა. იგი ღრმა ერთობაა, რომელიც მიღწეულია ნებით და განმტკიცებულია ჩვევით. სიყვარული (ქრისტიანული ქორწინება) განმტკიცებულია მადლით, რომელსაც ორივე მხარე ითხოვს და იღებს ღმერთისგან. ამიტომ ისინი მაშინაც კი ინარჩუნებენ სიყვარულს, როცა ერთმანეთი აღარ მოსწონთ. ხომ მაშინაც გიყვართ თავი, როცა აღარ მოგწონთ? მათ შეუძლიათ ეს სიყვარული შეინარჩუნონ მაშინაც, თუ თავს ნებას მისცემენ სხვას ეტრფიალონ. თავდაპირველად ისინი ტრფობამ წააქეზა, ერთმანეთისთვის ერთგულება აღეთქვათ. შემდეგ უფრო მშვიდი სიყვარული აძლევს მათ ძალას, არ დაარღვიონ აღთქმა. სწორედ ამგვარი სიყვარულია ქორწინების მამოძრავებელი მექანიზმი. ტრფობა მხოლოდ მოძრაობაში მომყვანი პირველი აფეთქებაა. თუ არ მეთანხმებით, იტყვით, ცხადია: „მას არაფერი ესმის, იგი ხომ უცოლოა“. შესაძლებელია, თქვენ მართალი იყოთ, მაგრამ სანამ ამას იტყოდეთ, ჯერ დარწმუნდით, რომ განსჯით იმით, რაც ნამდვილად იცით საკუთარი გამოცდილებით და თქვენი მეგობრების ცხოვრებაზე დაკვირვებით და არა რომანებითა და ფილმებით შექმნილი წარმოდგენებით. ადვილი არაა, ისე იცხოვრო, როგორც ფიქრობ. ჩვენი გამოცდილება შეფერილია წიგნების, წარმოდგენებისა და ფილმების შთაბეჭდილებებით. საჭიროა მოთმინება და უნარი იმისათვის, რომ აქედან ის გამოვარჩიოთ, რაც ცხოვრებამ გვასწავლა. ადამიანებს წიგნებიდან ხშირად რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ტრფობა მთელი სიცოცხლე გაჰყვებათ, თუკი გულისწორის შერჩევაში არ შეცდებიან. აქედან გამომდინარე, თუ ეს არ მოხდა, ფიქრობენ, რომ არჩევანში შეცდნენ და პარტნიორის გამოცვლა სჭირდებათ. ვერ კი შეუგვნიათ, რომ ახალი ტრფობაც თანდათან ჩაცხრება, ზუსტად ისე, როგორც პირველი. ცხოვრების ამ სფეროშიც, როგორც ყველა სხვაში, თავდაპირველი გზნება ბოლომდე არ გრძელდება. ბიჭს მღელვარება, რასაც პირველი გაფრენისას განიცდის, აღარ შერჩება, როცა ავიაციაში მივა და მართლა შეუდგება მფრინავის პროფესიის შესწავლას. აღფრთოვანება, რომელსაც თვალწარმტაც ადგილას მოხვედრისას განიცდით, თანდათან გადაგივლით, თუ იქ საცხოვრებლად დაბინავდებით. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მფრინავობა არ ისწავლოთ და ლამაზ ადგილას არ დასახლდეთ? არამც და არამც. ორივე შემთხვევაში, თუ პირველ სტადიას გაივლით, გზნების ჩანავლების საკომპენსაციოდ უფრო მშვიდი და მდგრადი ინტერესი დაგეუფლებათ. უფრო მეტიც (სიტყვები არ მყოფნის, თუ რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამას), მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მზადაა, გზნების ჩაქრობას შეურიგდეს და გულდინჯ ინტერესს დასჯერდეს, შეუძლია განიცადოს ახალი გზნება, აღტაცება, ოღონდ სხვა რიგისა. კაცი, რომელიც დაეუფლა პილოტის პროფესიას და კარგი პილოტი გახდა, უცებ აღმოაჩენს, რომ ისმენს კოსმოსის მუსიკას. ის კი, თვალწარმტაც ადგილას რომ დაესახლა, ბაღის გაშენებაში პოვებს სიხარულს. მგონი, ნაწილობრივ ეს ჰქონდა მხედველობაში ქრისტეს, როცა თქვა, ნამდვილად ვერაფერი იცოცხლებს, თუ ჯერ არ მოკვდაო. სასიკეთო არაფერია იმაში, აგზნებულობა შევინარჩუნოთ. ამაზე უარესს ვერაფერს იზამთ. დე, ჩაიაროს გზნებამ. დაე, ჩაკვდეს. გადაიტანეთ კვდომის ეს პერიოდი, გადადით მშვიდი ინტერესისა და ბედნიერების ხანაში და ნახავთ, რომ ახალ-ახალ აღტაცებათა სამყაროში ცხოვრობთ. მაგრამ, რაც უფრო შეეცდებით აღტაცება რეგულარულად იქონიოთ და ხელოვნურად გაიხანგრძლივოთ აგზნებულობა, მით მალე შემოგადნებათ იგი ხელში და დარჩენილ ცხოვრებას გაატარებთ როგორც თავმობეზრებული, იმედგაცრუებული ადამიანი. სწორედ იმიტომ, რომ ეს ცოტა ვინმეს აქვს შეგნებული, ბევრი საშუალო ასაკის ადამიანი მისტირის თავის ახალგაზრდობას, არადა, სწორედ ამ ასაკში მის წინ სულ ახალ-ახალი ჰორიზონტი უნდა იშლებოდეს და ყოველი მხრიდან ახალ-ახალი კარი ეხსნებოდეს. გაცილებით უკეთესია ცურვა ისწავლო, ვიდრე გაუთავებლად (და უიმედოდ) ცდილობდე დაიბრუნო ის ნეტარება, ბავშვობაში დგაფუნ-დგაფუნით პირველმა გაცურვამ რომ მოგანიჭა. რომანებიდან და პიესებიდან კიდევ ის აზრი გვრჩება, რომ ტრფობა ისეთი რამეა, რასაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. იგი ისე შეგეყრება, როგორც, მაგალითად წითელა. და იმიტომაც, რომ ასე სჯერათ, ბევრი ცოლიანი მამაკაცი დაცვის მექანიზმს იხსნის და ადვილად ნებდება ახალ გატაცებას. მე მაინც მგონია, რომ ასეთი მძაფრი ვნებანი ცხოვრებაში უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე წიგნებში, ყოველ შემთხვევაში, ასაკსრულ ადამიანებთან მაინც. როცა ვხვდებით ადამიანს, რომელიც ლამაზია, ჭკვიანია და სიმპათიური, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მშვენიერმა თვისებებმა, გარკვეული აზრით, უნდა აღგვაფრთოვანოს და თავი შეგვაყვაროს. მაგრამ განა დიდწილად ჩვენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული, გავმიჯნურდებით თუ არა? ეჭვი არაა, თუ თავი რომანებით, პიესებით და სენტიმენტალური სიმღერებით გვაქვს გამოტენილი, ხოლო სხეული - ალკოჰოლით გაჯერებული, ყოველ ამგვარ მოწონებას მიჯნურობად ვაქცევთ. ეს იმას ჰგავს, გზის პირას არხს რომ გაიყვანთ და წვიმის მთელი წყალი მასში ჩავა ან ლურჯ სათვალეს რომ გაიკეთებთ და ყველაფერი ლურჯად გამოჩნდება. მაგრამ დამნაშავე ხომ ჩვენ ვართ. სანამ განქორწინებაზე საუბარს დავამთავრებდე, მინდა გავმიჯნო ორი რამ, რასაც ხშირად ერთმანეთში ურევენ. ქორწინების ქრისტიანული გაგება ერთი საკითხია, სულ სხვა ამბავია, რამდენად უნდა მოახვიონ თავს ქრისტიანებმა, როგორც ამომრჩევლებმა ან პარლამენტის წევრებმა, საკუთარი შეხედულებები საზოგადოების დანარჩენ ნაწილს და მისცენ მათ განქორწინების შესახებ კანონების ფორმა. ბევრი ფიქრობს, რომ, თუ ქრისტიანი ხარ, განქორწინება უნდა გაუძნელო ყველას. ამას მე არ ვეთანხმები. მე, მაგალითად, აღვშფოთდებოდი, მაჰმადიანებს ჩვენთვის, ყველა დანარჩენისთვის, ღვინის სმა რომ აეკრძალათ. ჩემი აზრით, ეკლესიამ უნდა აღიაროს, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ქრისტიანი არ არის და, მაშასადამე, მათგან ქრისტიანული წესით ცხოვრებას არც უნდა ველოდოთ. აუცილებელია, არსებობდეს ორი რიგის ქორწინება: ერთი, რომელსაც სახელმწიფო ყველასთვის სავალდებულო კანონებით მოაწესრიგებს და მეორე, რომელსაც ეკლესია განაგებს ყველა მისი წევრისთვის სავალდებულო კანონებით; განსხვავება ძალიან მკვეთრი უნდა იყოს, რათა ცხადი შეიქნას, რომელი წყვილი იმყოფება ქრისტიანულ ქორწინებაში და რომელი - არა. სიტყვა გამიგრძელდა ქორწინების მუდმივობის ქრისტიანულ მოძღვრებაზე. ერთი კიდევ უფრო არაპოპულარული საკითხი დაგვრჩა განსახილველი. ქრისტიანი ცოლები პირობას იძლევიან, დაემორჩილონ ქმრებს. ქრისტიანულ ოჯახში მამაკაცი მიიჩნევა ოჯახის თავად. ცხდია, წამოიჭრება კითხვები: 1. რა საჭიროა საერთოდ ოჯახის თავი? 2. მაინცდამაინც რატომ უნდა იყოს იგი მამაკაცი? 1. ოჯახის თავის საჭიროება წარმოდგება იქიდან, რომ ქორწინება მუდმივია. რა თქმა უნდა, სანამ ცოლ-ქმარს შორის თანხმობა სუფევს, ოჯახის თავის საკითხი არ წამოიჭრება. უნდა ვიფიქროთ, რომ ქრისტიანულ ოჯახში ეს ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ რა უნდა იღონონ, როცა ნამდვილი უთანხმოება ჩამოვარდება? ალბათ მოილაპარაკონ, არა? დავუშვათ, ცოლ-ქმარმა მოლაპარაკება სცადა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. მერე რაღა უნდა ქნან? გადაწყვეტილებას კენჭისყრით ვერ მიიღებენ, რადგან, როცა ორი ბჭობს, უმრავლესობას ადგილი არ აქვს. ალბათ ორიდან ერთი უნდა მოხდეს: ან უნდა დასცილდნენ და თავ-თავის გზას დაადგნენ ან ერთ მათგანს გადამწყვეტი ხმის უფლება უნდა ჰქონდეს. თუ ქორწინება მუდმივია, მოსალოდნელი კონფლიქტის შემთხვევაში ერთი მხარე უფლებამოსილი უნდა იყოს, საოჯახო კავშირის საკითხები გადაჭრას. მუდმივ კავშირს თავისი კონსტიტუცია ესაჭიროება. 2. თუ ოჯახის თავი სავალდებულოა, რაღა მაინცდამაინც მამაკაცი უნდა იყოს ის? კარგი, გამოუთქვამს კი ვინმეს სერიოზული სურვილი, ეს ადგილი ქალს მიეკუთვნოს? როგორც გითხარით, ოჯახი არ მყავს, მაგრამ ვატყობ, რომ ის ქალებიც კი, რომელთაც სურთ ოჯახში იუფროსონ, ჩვეულებრივ, აღტაცებას არ გამოთქვამენ, როცა მსგავს რამეს სხვის ოჯახში შეამჩნევენ. ჩვეულებრივ, ისინი ამბობენ: „საწყალი მავანი და მავანი. ვერ გამიგია ამ საფრთხობელას თავზე რად ისვამს“? ვფიქრობ, ამ ქალს არც ეამება, სხვა თუ შეამჩნევს, რომ თავად ისიც ქმარს თავზე აზის. ეტყობა, რაღაც არაბუნებრივია იმაში, რომ ცოლებმა ქმრებს უხელმძღვანელონ, რადგან თავად ქალებს რაღაცნაირად ეთაკილებათ ეს და აბუჩად იგდებენ მამაკაცებს, რომელთაც ცოლები თავზე ასხედან. მაგრამ არის მეორე მიზეზიც. ამას ძალიან მიუკერძოებლად ვლაპარაკობ უცოლო კაცი, რადგან ეს მიზეზი გარედან უკეთ ჩანს ვიდრე შიგნიდან. ოჯახის ურთიერთობა გარე სამყაროსთან, თუ შეიძლება ითქვას, საგარეო პოლიტიკა, საბოლოოდ ქმრის ხელში უნდა იყოს, რადგან, ჩვეულებრივ, გარეშეებისადმი მამაკაცი უფრო სამართლიანია. ქალი, პირველ რიგში, იბრძვის თავისი შვილებისა და ქმრისათვის მთელი დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ. ბუნებრივია და გარკვეული აზრით - სამართლიანი, რომ მათი ინტერესები, მოთხოვნები ყველა სხვა მოსაზრებას გადაწონის. ქალი თავისიანების ინტერესების საგანგებო რწმუნებულია. ქმრის ამოცანაა, ქალის ბუნებრივ არჩევანს მეტისმეტი გასაქანი არ მისცეს. ბოლო სიტყვა მას უნდა ეკუთვნოდეს, რათა გარეშენი მძაფრი ოჯახური პატრიოტიზმისგან დაიცვას. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ნება მიბოძეთ კითხვა დაგისვათ: თქვენმა ძაღლმა რომ მეზობლის ბავშვს უკბინოს, ან თქვენმა შვილმა რომ მეზობლის ძაღლი ცემოს, ვისთან ირჩევდით საქმე გქონოდათ: ოჯახის თავთან თუ დიასახლისთან? ან თუ გათხოვილი ქალი ბრძანდებით, ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რაც არ უნდა აღმერთებდეთ ქმარს, მის მთავარ ნაკლად არ მიგაჩნიათ, რომ თქვენსა და თავის ინტერესებს სათანადო სიმტკიცით არ იცავს? რომ ცოტა წაიმხდალებს? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
mekaje |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 ![]() |
death
ძალიან საინტერესოა, გაგახაროს ღმერთმა -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#26
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
მინდოდა ის წინადადებები დამემახსოვრებინა, რომლებიც, რომ იტყვიან "გულს მომხვდა"...
მარა მთელი ტექსტის დაზეპირება მომიწევს..... ![]() -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
მაშიკო |
![]()
პოსტი
#27
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
death
უკომენტაროდ.... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი