![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#261
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ნანინა
დედაკაცო გაჩუმდი ![]() -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#262
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ესაა მართლმადიდებლური სწავლება?! კაიროსისგან ველი პასუხს ვინ მომიხმო ![]() რაო გაბრკოლებთ ხომ ეგ პაპისტი ეგა ![]() კვეთა მხოლოდ ლამაზი ტრადიცია არაა, იგია ერთერთი ყველაზე ძლიერი ლოცვა მიცვალებულის სახელზე, როგორც ვიცით მიცვალებულს ეწევა კეთილი საქმეები და ლოცვა, ესეც ამ უკანასკნელში ერთერთია, მართალია იგი არაა რაიმე ჯადოსნობა, რომ რაღაც რევოლუციურად შეცვალოს, მაგრამ ყველაზე დიდი საიდუმლოს დროს განსაკუთრებულად ლოცვა მიცვალებულისათვის, უცილობლად რომ შეეწევა მიცვალებულს, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#263
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა შენ მიერ დასმულ საკითხს რაც შეეხება, მგონი რომ ვსაუბრობდით მაშინაც გითხარი, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, თუკი მას თავისი ადგილი განესაზღვრება, მაშინ რატომ ვამბობთ მრწამსში რომ "კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა"? მკვდრებს რაღა განსჯა სჭირდებათ?? დავით, გადარჩევა არ მოხდება - მოხდება საყოველთაო და საჯარო, განკითხვა, ამჯერად სრული ადამიანური და განუყრელი ერთიანობით.... დანარჩენებზე პასუხი მოგვიანებით, რომ ამოვისუნთქებ ![]() ციტატა კვეთა მხოლოდ ლამაზი ტრადიცია არაა, იგია ერთერთი ყველაზე ძლიერი ლოცვა მიცვალებულის სახელზე, როგორც ვიცით მიცვალებულს ეწევა კეთილი საქმეები და ლოცვა, ესეც ამ უკანასკნელში ერთერთია, მართალია იგი არაა რაიმე ჯადოსნობა, რომ რაღაც რევოლუციურად შეცვალოს, მაგრამ ყველაზე დიდი საიდუმლოს დროს განსაკუთრებულად ლოცვა მიცვალებულისათვის, უცილობლად რომ შეეწევა მიცვალებულს, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს სადავო საკითხია - თუ ლოცვა არის მხოლოდ კითხვა, როგორ შეიწირება? და თუ ეკლესიის ლოცვაა, მაშ რატომ არ იკითხება საჯაროდ? უცნაურია... ამასთან, ლამაზი ტრადიცია არ ნიშნავს რომ მხოლოდ ესთეტიკაა და ძალა არ გააჩნია, რას მერჩით კაცო ![]() ციტატა პ.ს. მართლმადიდებლები არ არიან რასელისტები (იაღოველები), რომლებიც ადამიანებს სხვადასხვა საშუალებებით "იტყუებენ". მართლმადიდებლობა ყველას უქადაგებს, თუმცა ღმერთი ადამიანს პიროვნულ თავისუფალ ნებას და არჩევანის უფლებას უტოვებს ეჰ, ყველა მართლმადიდებელი ეგეთი არაა... ზოგი ხალხს ჯოჯოხეთის შიშით იტყუებს, ზოგიც კი ნათლობას აიძულებს... ასე ხდება მაგალითად ბათუმში, ელემენტარულად სოციალური პირობებია ისეთი, განსხვავებული რწმენა ხელისშემშლელია ![]() მე რომ სუსტი ბუნების ვიყო და ვიღაცების შემოტევებს ვერ ვუძლებდე, მექნებოდა რაიმე არჩევანის საშუალება? არა! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#264
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რას მერჩით კაცო არაფერს ![]() ხომ იცი, უბრალოდ ხანდახან დავაზუსტოთ ხოლმე, თორემ ბრკოლდებიან ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#265
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ხომ იცი, უბრალოდ ხანდახან დავაზუსტოთ ხოლმე, თორემ ბრკოლდებიან მაგას თავისი მიზეზი აქვს. ყველაფრის საკრალიზებამ იცის ეგ ... ხანდახან საჭიროა ძალიან პროფანულად მაგრამ რეალისტურად დახატო სურათი... როცა მღვდლისგან ვთქვათ ვიღაც ქმნის რაღაც შეუვალ ქურუმს, მერე საკმარისია ამ ქურუმის ერთი გადაცდენა და დაბრკოლებაც სახეზეა... ციტატა საერთოდ არ ვიცი ვინ იყო არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი ბედნიერი ხარ... ჩემს კითხვას პასუხი არ გაეცა (რიტორიკულია და არანაირი ხრიკი არ დევს ხალხო, უბრალოდ საინტერესოა გარჩევა ![]() ანუ თუ ღმერთი იქნება ყველაფერში, ის იქნება ჯოჯოხეთშიც? ჯოჯოხეთი ქმნილებაა? და სადაც ღმერთია, შესაძლებელია იქ ტანჯვა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#266
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ანუ თუ ღმერთი იქნება ყველაფერში, ის იქნება ჯოჯოხეთშიც? ჯოჯოხეთი ქმნილებაა? და სადაც ღმერთია, შესაძლებელია იქ ტანჯვა? იქნება რასა ქვია ![]() ![]() ჯოჯოხეთის კარები შიგნიდან იკეტებაო ხომ გაგიგია ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#267
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა იქნება რასა ქვია არის მუდამ ჯოჯოხეთის კარები შიგნიდან იკეტებაო ხომ გაგიგია პავლეს კითხე ეგ... მაგრამ როგორ? ![]() მე მაქვს ჩემი ვერსია ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნანინა |
![]()
პოსტი
#268
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
მნათე
ციტატა ეჰ, ყველა მართლმადიდებელი ეგეთი არაა... ზოგი ხალხს ჯოჯოხეთის შიშით იტყუებს, ზოგიც კი ნათლობას აიძულებს... ასე ხდება მაგალითად ბათუმში, ელემენტარულად სოციალური პირობებია ისეთი, განსხვავებული რწმენა ხელისშემშლელია გასაგებია ეს ყველაფერი თუ ხდება სამწუხაროა ![]() ![]() შენ რაც შეგეხება, ვიცი, რომ დაბრკოლებები გექნებოდა, თუმცა ძლიერი ადამიანი მართლა ჩანხარ ![]() რაც შეეხება კარელინის სიტყვებს, მე ეს აზრი გამოვიტანე, მაშინ დამისაბუთე რატომაა ჩემი პასუხი მიუღებელი ან ჩემზე კომპეტენტურმა ადამიანებმა განმარტონ უფრო ნათლად და გასაგებად ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნონა |
![]()
პოსტი
#269
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ეჰ, ყველა მართლმადიდებელი ეგეთი არაა... ზოგი ხალხს ჯოჯოხეთის შიშით იტყუებს, ზოგიც კი ნათლობას აიძულებს... ასე ხდება მაგალითად ბათუმში, ელემენტარულად სოციალური პირობებია ისეთი, განსხვავებული რწმენა ხელისშემშლელია ![]() ჩემი ერთერთი უახლოესი მეგობარი მუსლიმანია და ახლა უცებ მისი მაგალითი ამომიტივტივდა გონებაში არაფერი ასოციალური მის ირგვლივ ამ ნიშნით არ ხდება ის მორწმუნეა (და არაშემორჩენილ რწმენიანი) და მასთან ურთიერთობისას არავის რჩება გაუცნობიერებელი არჩევანის მქონეს შთაბეჭდილება, შესაბამისად თავისი არჩევანით იწვევს პატივისცემასაც (ახლა არჩევანის განსჯას ნუ დავიწყებთ, მისი ნებაა ეგ) ისე ნათლობას არამგონია ვინმე აიძულებდეთ ვინმეს აქ, უბრალოდ მასობრივი ტენდენციის მიმდევრობა ახასიათებს ადამიანთა უმრავლესობას და შედეგად იღებენ ნათელს, შესაბამისად პასუხისმგებლობასაც და არ იყენებენ მიცემულ შესაძლებლობებს უფალთან მისასვლელად... ეს ეკლესიის ბრალი კი არა ადამიანების "მოდურ" ფასეულობებში თანამიმდევრობის სურვილის ასახვაა (სამწუხაროდ) ციტატა მე რომ სუსტი ბუნების ვიყო და ვიღაცების შემოტევებს ვერ ვუძლებდე, მექნებოდა რაიმე არჩევანის საშუალება? არა! ერთი შენიშვნა, შენი პიროვნული სიძლიერე თუ რასაც არქმევ არაფერ შუაშია აქ, შენი რწმენის ზომაა და უფლის მისაღებად შენი შინაგანი მზაობაა არსებითი ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
lingvo |
![]()
პოსტი
#270
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ანუ თუ ღმერთი იქნება ყველაფერში, ის იქნება ჯოჯოხეთშიც? ჯოჯოხეთი ქმნილებაა? და სადაც ღმერთია, შესაძლებელია იქ ტანჯვა? ჯოჯოხეთში როგორც სამართლიანი მსაჯული. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#271
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
ნონა
შენ უკე იცი რაც ხდება მანდ და არც კონკრეტულად შენი მეგობარი მიგულისხმია, თუმცა აჭარის სოფლებში ხშირად ასეა ![]() გამიგია, რომ მოხუცებული ადამიანი (მუსულმანი) მონათლულა და უთქვამს, რა ენაზე ვლოცულობდი აქამდე არ მესმოდაო ![]() ასეც ხდება ![]() თორე ადამიანის პიროვნულ არჩევანს არავინ ეხება ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Atman |
![]()
პოსტი
#272
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
აი ჯოჯოხეთში მე ვარ ახლა ასეთ სისულელეებს რომ ვკითხულობ!
![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
![]()
პოსტი
#273
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ნონა აჭარის სოფლებში ხშირად ასეა ![]() გამიგია, რომ მოხუცებული ადამიანი (მუსულმანი) მონათლულა და უთქვამს, რა ენაზე ვლოცულობდი აქამდე არ მესმოდაო : მე მათეს მიერ ნახსენები სოციალური ფონის პასუხად დავწერე ![]() ცხადია არ ესმით თურქულად რას ლოცულობენ, ამას არც უარყოფენ (იშვიათი გამონაკლისების გარდა) სოფლებში ძალად ნათლავენ თუ რას გულისხმობ სოფო რაღაც ვერ გავიგე ![]() მეც სოფლელი ვარ და ხშირ შეხება მაქვს იქაურობასთან მაგრამ მასეთი მართლა არაფერი მახსენდება, უბრალოდ თაობათა შორის მცირედკონფლიქტური სიტუაციები იქმნება შიგადაშიგ, მაგრამ გადაულახავს მე არ შევსწრებივარ, არც მსმენია ისე ![]() ![]() მეტიც იგრძნობა რაღაც მისწრაფება უფროსი თაობისგანაც ქრისტეში ყოფნისა უფრო ჩემი თაობა ინათლება გაუცნობიერებლად, უკვე ვახსენე ეს ”მოდური” ზნე ზემოთ ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#274
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
ნონა
ციტატა მე მათეს მიერ ნახსენები სოციალური ფონის პასუხად დავწერე ცხადია არ ესმით თურქულად რას ლოცულობენ, ამას არც უარყოფენ (იშვიათი გამონაკლისების გარდა)სოფლებში ძალად ნათლავენ თუ რას გულისხმობ სოფო რაღაც ვერ გავიგე არა, გეთანხმები პირიქით ![]() არც ძალად ნათლავენ და არც უფლებებს უზღუდავენ-თქო და მუსულმანობაც აჭარაში თურქეთის გევლენით შემოვიდა, ამიტომ ხშირად შეიძლება უფროს თაობას გააზრებულად არ სწამდეთ-თქო, მეტი არაფერი ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნონა |
![]()
პოსტი
#275
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ნანინა
![]() ახლა გავიგე ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მნათე |
![]()
პოსტი
#276
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ერთი შენიშვნა, შენი პიროვნული სიძლიერე თუ რასაც არქმევ არაფერ შუაშია აქ, შენი რწმენის ზომაა და უფლის მისაღებად შენი შინაგანი მზაობაა არსებითი (ჩემი აზრით) ზევითას არ ვუპასუხებ, რადგან ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული და თითქოს პასუხისმგებლობის გადამისამართებასაც ცდილობს (ალბათ სრული რეალობის არ ცოდნის გამო) რაც შეეხება მოყვანილ ციტატას - რწმენის დონე დამოკიდებულია ბევრ რამეზე.... მათ შორისაა შინაგან ძალაზეც (ამაზე ჯერ კიდევ ტერტულიანე წერდა თავის "ერეტიკოსთა პრესკრიპციაში") ეს ობიექტური კატეგორიაა... ვიღაცას ეკლესიამდე მანძილი აშორებს, ვიღაცას სოციალური პირობები, ვიღაცას საუკუნეები, ვიღაცას დედის საშო, ვიღაცას კი უბრალოდ ფსიქოლოგია... არჩევანი მაშინ კეთდება, როცა პიროვნებას აქვს შესაძლებლობა და აქვს ნება, აქვს ასევე გამოცდილებაც... საოცარია მაგრამ დღის მანძილზე ჩვენ რამდენ გადაწყვეტილებას ვიღებთ შინაგანი არჩევანის საფუძველზე არავინ იცის, იქნებ ამას ჩემი ინსტინქტები აკეთებს ჩემ მაგიერ? მაგალითად - თუ ადამიანს შეუქმნი წნეხს, იქნება ეს სოციალური, ძალადობრივი თუ სხვა, დაიწყება შინაგანი კრიზისი და საბოლოოს ის გატყდება (ყველა არ იბადება მოწამედ) არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ დამერწმუნეთ, არავინ ჩემზე კარგად არ იცის რას ნიშნავს მრავალთათვის არასასურველი არჩევანის გაკეთება ![]() მე რომ სრულად დარწმუნებული არ ვიყო ჩემს მრწამსში, ამ გადაწყვეტილებას ფიზიკურად ვერ მივიღებდი... მაგრამ მე ვიცნობ ადამიანებს მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლებიც არიან კრიპტო კათოლიკეები, ანუ წამთ პაპის, ან ამბობენ რომ ეს რეალურად ერთი ეკლესიაა (რაშიც თითქმის ვეთანხმები) და ეზიარებიან თქვენთან ერთად... მათ უბრალოდ არ აქვთ საშუალება საკუთარი არჩევანი გააკეთონ, ეს მათთვის მტკივნეული პროცესია. ცხადია არ არის იდეალური შემთხვევა, როცა ხმამაღალი აღსარება არ შეგიძლია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვცნობთ თქვენს სამოციქულო მემკვიდრეობასა და მადლს, ალბათ არც დაუშვებელი ![]() არის კი ვინმე ერთმანეთთან ისე ახლოს, როგორც ჩვენ, კათოლიკეები და მართლმადიდებლები? ციტატა მაგრამ მასეთი მართლა არაფერი მახსენდება, უბრალოდ თაობათა შორის მცირედკონფლიქტური სიტუაციები იქმნება შიგადაშიგ, მაგრამ გადაულახავს მე არ შევსწრებივარ, არც მსმენია ისე კანონისტმა მომიყვა ამბები აჭარელ მუსლიმანებზე (ჩვენს ძმებსა და დებზე!) ნამდვილად არ დამრჩა კარგი შთაბეჭდილება... მაგრამ შემიძლია ვისაუბრო კათოლიკურ სოფლებზე, დამიჯერეთ, ეს ამბები ნამდვილად არაა მართლმადიდებელი ეკლესიის სიამაყე ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
neo |
![]()
პოსტი
#277
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
აი აქ წერია განწმენდის ალტერნატიული გზები. ვისაც გაინტერესებთ.
თავი ოთხმოცდამეორე (იოანე დამასკელი) რწმენისა და ნათლისღების შესახებ ხოლო ვაღიარებთ ერთ ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად და საუკუნო სიცოცხლისათვის, რადგან ნათლისღება უფლის სიკვდილს ცხადყოფს. ამიტომ, ნათლისღების მიერ თანადავეფლვით უფალთან, როგორც ამბობს საღვთო მოციქული (რომ. 6,4). ამრიგად, როგორც ერთგზის აღსრულდა უფლის სიკვდილი, ასევე ერთგზის გვმართებს ნათლისღება, ხოლო, უფლის სიტყვისებრ, ნათელვიღებთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, რითაც ვსწავლობთ მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარებას. ამიტომ, თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს, როგორც ამბობს საღვთო მოციქულთ „შეუხლებელია, რომ ერთგზის განათლებულნი“ (და ასე შემდეგ) „კვლავ განახლდნენ სინანულში, თავის თავში ახლად ჯვარს აცმევენ რა და განაქიქებენ რა ქრისტესი (ებრ. 6,4-6). მაგრამ რომლებიც წმინდა სამების მიმართ არ ნათელღებულან, საჭიროა მათი ახლად ნათლისცემა, რადგან თუმცა ამბობს მოციქული, რომ „ქრისტეს მიმართ“ და „მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ“ (რომ. 6,3), მაგრამ არათუ იმას ამბობს, რომ ამ სახით უნდა მოხდეს ნათლისღებითი ხმობა1, არამედ იმას, რომ ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება. ამრიგად, ქრისტეს მიმართ ნათლისღება მისდამი მორწმუნეთა ნათლისღებას ცხადყოფს, მაგრამ შეუძლებელია ქრისტესადმი მორწმუნეობა, თუ არ გვისწავლია მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარება, რადგან ქრისტე არის ცოცხალი ღვთის ძე, რომელსაც სცხო მამამ წმინდა სულით, როგორც ამბობს საღვთო დავითი „ამის გამო გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა, ზეთი სიხარულისა, შენს მოწილეებზე მეტად“ (ფს. 44,8), და ესაიაც ამბობს უფლის პირით: „სულიწმინდაა ჩემზე, რომლის გამოისობითაც მცხო მე“ (ესაია 61,1). ხოლო ხმობა უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს, უთხრა რა: „ნათელსცემდით მათ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელის მიმართ“ (მათე 28,19). მართლაც, რადგან უხრწნელებისათვის შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა, ჩვენ კი გადავედით მის მაცხოენებელ მცნებას და სიკვდილის ხრწნილებით დავისაჯეთ, ბოროტება რომ უკვდავი არ ყოფილიყო, თავის მონებამდე თანადადაბლდა იგი როგორც კეთილმოწყალე, და გახდა რა ჩვენებრი, საკუთარი ვნებულებით ხრწნილებისგან გამოგვისყიდა ჩვენ და თავისი წმინდა და უბიწო გვერდიდან გვიწყაროა წყარო მიტევებისა, კერძოდ, ერთი მხრივ - წყალი ახალშობისათვის და, ცოდვისგან და ხრწნილებისგან განსაბანად, მეორე მხრივ კი - სისხლი სამარადისო სიცოცხლის მომნიჭებელ სასმელად; ამასთან, მცნებებიც მოგვცა მან, რომ ახალშობა მიგვეღო წყლისა და სულის მიერ, რაჟამს ვედრებისა და ხმობის გზით სული გადმოვიდოდა წყალზე, ხოლო რადგან ორმაგია ადამიანი, - სულისგან და სხეულისგან, - განწმენდაც ორმაგი მოგვცა მან ჩვენ, - წყლისა და სულის მიერ, რომ სულს „ხატისებრობა და მსგავსებისებრობა“ განეახლებინა ჩვენში, წყალს კი სულის მადლის მიერ ცოდვისგან განეწმინდა და ხრწნილებისგან გაეთავისუფლებინა სხეული, და რომ სიკვდილის ხატი სრულექმნა წყალს, ხოლო წინდი სიცოცხლისა მოენიჭებინა სულს. მართლაც, დასაბამიდან „ღვთის სული მიმოიქცეოდა წყლებზე“ (შესაქ. 1,2). საღვთო წერილიც თავიდანვე გვიმოწმებს, რომ განმწმენდია წყალი. ნოეს დროს ღმერთმა წყლის მიერ გადარეცხა ქვეყნიური ცოდვა. რჯულის მიხედვით, წყლის მიერ განიწმინდება ყველა უწმინდური და თვით სამოსლებიც წყლით ირეცხება. ელიამ სულის მადლი წყალთან თანაშეზავებულად გააცხადა, წყლით დაწვა რა ყოვლადდასაწველი (III მეფ. 1,34). და თითქმის ყველაფერი, რჯულის თანახმად, წყლით განიწმინდებოდა (რადგან ხილულნი გონისეულთა სიმბოლოები არიან). ამიტომ ახალშობა სულიერად ხდება, რადგან თუმცა ქმნილებანი ვართ, ძალუძს რწმენას, რომ სულის მიერ ძეობილგვყოს და დასაბამიერი ნეტარებისაკენ აგვიყვანოს. ამრიგად, ცოდვათა მიტევება ყველას ერთნაირად ეძლევა ნათლისღების მიერ, სულის მადლი კი - რწმენისა და წინასწარი განწმენდის შესაბამისად. ამიტომ, ამჟამად ნათლისღების მიერ საწყისს2 ვიღებთ სულიწმინდისას და ეს კვლავშობა3 ჩვენთვის ხდება მეორე ცხოვრების დასაბამი, ბეჭედი, დამცველობა და განათლება. გვმართებს, რომ მთელი ძალით საიმედოდ დავიცვათ ჩეენი სიწმინდე ბილწ საქმეთაგან, რომ ძაღლის მსგავსად უკანვე არ მივუბრუნდეთ საკუთარ ამონანთხევს (2 პეტრე 2,22) და კვლავ ცოდვის მონებად არ გავიხადოთ თავი, რადგან „რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია“ (იაკ. 2,20), ისვვე როგორც საქმეები - რწმენის გარეშე. მართლაც, ჭეშმარიტი რწმენა საქმეთა მიერ გამოიცდება. ნათელვიღებთ წმინდა სამების მიმართ, რადგან თვით ნათელღებულნი საჭიროებენ წმინდა სამებას თავისი თავის შემყარებისა და მედეგობისთვის. ამასთან, შეუძლებელია, რომ ურთიერთ თანამყოფი არ იყოს სამი ჰიპოსტასი, რადგან განუცალკევებელია წმინდა სამება. [/color]პირველი ნათლისღება წარღვნისა იყო, ცოდვის მოსაკვეთად. მეორე იყო ზღვისა და ღრუბლის მიერ, რადგან ღრუბელი სიმბოლოა სულისა, ზღვა კი - წყლისა. მესამე რჯულისმივრი იყო, რადგან ყველა უწმინდური წყლით განიბანებოდა, სამოსსაც ირეცხავდა და ასე შედიოდა ბანაკში. მეოთხე იოანესი იყო, როგორც მოსამზადებელი4 და როგორც ნათელღებულთა წამყვანი სინანულისაკენ, რომ ერწმუნათ მათ ქრისტე, რადგან თქვა მან: „მე ნათელგცემთ თქვენ წყლით, ხოლო იგი, ჩემს შემდეგ მომავალი, ნათელგცემთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით“ (მათ. 3,11). ამრიგად, იოანე წყლის მიერ წინაგანწმენდს მათ სულისთვის. მეხუთეა უფლისმიერი ნათლისღება, რითაც მან ნათელიღო, მაგრამ ნათელიღო არა იმიტომ, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ ჩემეული განწმენდა იკუთვნა მან, რომ შეემუსრა წყალზე ვეშაპთა თავები (ფს. 73,13), გადაერეცხა ცოდვა და მთლიანად წყალში შთაეფლა ძველი ადამი, რომ წმინდაეყო ნათლისმცემელი, აღესრულებინა რჯული, გამოეცხადებინა სამების საიდუმლო და გამხდარიყო ჩვენთვის სახე და ნიმუში ნათლისღებისა, ხოლო ჩვენ ნათელვიღებთ უფლის სრული ნათლისღებით, რაც არის წყლისა და სულის მიერ. ამასთან, ითქმის, რომ ცეცხლით ნათელსცემს ქრისტე, რადგან ცეცხლოვანი ენების სახით გადმოღვარა მან წმინდა მოციქულებზე მადლი სულისა, როგორც ამბობს თვით უფალი: „იოანემ ნათელსცა წყლით, ხოლო თქვენ ნათელიღებთ სულიწმინდით და ცეცხლით ამ რამდენიმე დღის შემდეგ“ (საქმ. 1,5). ანდა ეს ითქმის იმ დამსჯელობითი ნათლისღების გამო, რაც სამერმისო ცეცხლით მოხდება. მეექვსე ესაა - სინანულისა და ცრემლისმიერი, რაც ჭეშმარიტად მძიმეა. მეშვიდეა სისხლისმიერი და მოწამეობრივი, რითაც ჩვენს გამო ნათელიღო თვით ქრისტემაც და რაც ფრიად ღირსეულია და სანეტარო, რადგან არ შეირყვნება შემდგომ ბიწთა მიერ. მერვე, უკანასკნელი, არის არა მაცხოვნებელი, არამედ ბოროტების აღმომფხვრელი (რადგან ბოროტება და ცოდვა ასპარეზზე აღარ იქნება), მაგრამ - მტანჯველი დაუსრულებლად. [color=#FF0000] სხეულებრივი სახით, როგორც მტრედი, გადმოვიდა სულიწმინდა უფალზე, გაგვიცხადა რა ჩვენეული ნათლობის დასაბამი და პატივი მიაგო რა სხეულს, რადგან ესეც, ესე იგი სხეულიც, ღმერთია განღმრთობით. ამასთან, ძველთაგანვე სჩვევია მტრედს წარღვნის დაცხრომის მახარებლობა, წმინდა მოციქულებზე კი ცეცხლისსახოვნად გადმოდის, რადგან ღმერთი არის იგი, „ხოლო ღმერთი გამანადგურებელი ცეცხლია“ (მე-2 რჯ. 4,24; ებრ. 12,29). ნათლისღებაში შემოღებულია ზეთი აღმნიშვნელად ცხებისა, რაც ცხებულებად გვხდის ჩვენ და აღგვითქვამს მოწყალებას5 ღვთისას, სულიწმინდისმიერს, რადგან ზეთისხილის რტოც მტრედმა მიუტანა წარღვნისგან გადარჩენილებს. ნათელიღო იოანემ მეუფის საღვთო თავზე ხელის დადებით და საკუთარი სისხლით. არ არის საჭირო ნათლისღების გადადება, როდესაც მომსვლელთა რწმენა საქმეთა მიერ არის დამოწმებული, ხოლო ნათლისღებასთან მზაკვრულად მოსული უფრო დაისჯება, ვიდრე ირგებს. 1. ე.ი. მოწოდება, წვევა ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასებისა (ბერძ. έπίκλησις). 2. ე.ი. დასაბამიერ ნაყოფს, პირველნაყოფს, პირველ გამოვლინებას (ბერძ. άπαρχή). 3. ე.ი. ახალშობა, მეორედ შობა ანუ ნათლისღება (ბერძ. παλιγγενεσία; ლათ. regenartio). 4. სიტყვ. „შემყვანებლობითი“ (είσαγωγικόν), ე.ი. ისაგოგიკური. 5. ბერძ. έλεον (შდრ. არსენი: „აღმთქუმელად ჩუენდა სულისა წმიდისა მიერსა მოწყალებასა ღმრთისასა“, 92,1; ლათ. misericordiam); ბერძნულ ხელნაწერთა საკმაო რაოდენობა έλεον-ს ცვლის έλαιον-ით (έλαιον - ზეთი, საცხებელი). ასეთ შემთხვევაში ტექსტის თარგმანი იქნებოდა: „აღგვითქვამს ზეთს ღვთისასა, სულიწმინდისმიერს“ (შდრ. ეფრემი: „საღმრთოსა მას საცხებელსა მახარებს ჩუენ, რომელი მოგუეცემის სულისა წმიდისა მიერ“, 113v2). -------------------- www.cordesign.ge
|
Adam |
![]()
პოსტი
#278
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 666 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,289 ![]() |
მდიდარი მამები
-------------------- "ღმერთი კამათელს აგორებს"
|
Amuza |
![]()
პოსტი
#279
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
მდიდარი მამები ეგ არ არის დასაბრკოლებელი. მამა უნდა იყოს მდიდარი და მსუქანი, აბა ჭლექიანი და ღატაკი რა არის ვერ გევიგევი. მღვდელი ახლა 06-ით ხო არ ივლის ან მეტროთი? მაგი მაშინ რა არის, მრევლი არ ყავს თუ, ძალით იმდაბლებს თავს? -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
ბადრი |
![]()
პოსტი
#280
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
Amuza
ციტატა ეგ არ არის დასაბრკოლებელი. მამა უნდა იყოს მდიდარი და მსუქანი, აბა ჭლექიანი და ღატაკი რა არის ვერ გევიგევი. გამაცინე ![]() -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი