IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ათონის მთის წმ. კინოტის წერილი, გამოხმაურება პაპის ვიზიტზე სტამბულში
Sotiris
პოსტი Jan 13 2007, 05:05 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



გასული წლის 30 დეკემბერს ათონის მთის წმ. კინოტმა გაავრცელა წერილი, რომელიც ეხება რომის პაპ ბენედიქტეს ვიზიტს სტამბულში. წერილს ათონის ოცივე მონასტრის წარმომადგენლები აწერენ ხელს. ათონელი მამები ზრდილობიანად და მოკრძალებით მიუთითებენ მის ღმრთაებრივ ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, რომ

1) მწვალებლებთან ერთად ლოცვით ირღვევა კანონები.
2) მან მიიღო ბენედიქტე როგორც ჭეშმარიტი ეპისკოპოსი, წირვის დროს საშუალება მისცა ომოფორი ეტარებინა, შეხვედრისას მიმართა სიტყვებით "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა", დაალოცვინა მორწმუნეები, პაპი მოიხსენეს როგორც უწმიდესი და უნეტარესი რომის მთავარეპისკოპოსი, წააკითხინეს "მამაო ჩვენო", პატრიარქმა მასთან გაცვალა ლიტურგიკული ამბორი. ეს ყველაფერი უბრალო ერთობლივ ლოცვასაც კი შორს სცილდება. არადა პაპს ლათინთა ეკლესიის არცერთი მწვალებლური სწავლება არ უარყვია ჯერ.
3) ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რომი არ აპირებს საკუთარი მწვალებლური სწავლებების გადახედვას, არამედ ურჩევნია შენიღბოს ისინი.
4) ლათინთა მიერ ხდება უნიატიზმის მხარდაჭერა.
5) პაპის პრიმატზე და უცდომელობაზე არაფერი ახალი არ ისმის, რომი მტკიცედაა ჩაბღაუჯებული მას.
6) ასეთ შეხვედრებს და ზრდილობიან გაცვლა-გამოცვლებს სარწმუნოებაში ერთობის არარსებობის გამო შეუძლიათ ერთის მხრივ ერთობის მცდარი შეგრძნება დაამკვიდრონ და უარი ათქმევინონ ზოგ არამართლმადიდებელს მიმართონ მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ჭეშმარიტ ეკლესიას, ხოლო მეორეს მხრივ შეიძლება აიძულონ კანონების დარღვევის შემხედვარე ზოგი მორწმუნე და მოსავი მართლმადიდებელი დატოვონ ეკლესია და გააჩინონ ახალი სქიზმები.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 13 2007, 07:39 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ძალიან სწორი მიმართვაა, რაც მთავარია არაა ე.წ. ზილოტური სულით გაჟღერებული და ერთგვარი თითის კვრაა ბართლომეოსის მიმართულებით, როდესაც ის პოლიტიკას თამაშობს, პირში "ელაქუცება" კათოლიკებს და საკმარისია დაიგულო ცალკე, კულუარებში, რომ ერეტიკოსებს და მწვალებლებს ეძახის.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jan 13 2007, 07:54 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



კანუდოსელი
ციტატა
პირში "ელაქუცება" კათოლიკებს და საკმარისია დაიგულო ცალკე, კულუარებში, რომ ერეტიკოსებს და მწვალებლებს ეძახის.



და რაში აწყობს რომ?


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 13 2007, 08:06 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(შოთა @ Jan 13 2007, 08:54 PM) *

კანუდოსელი
და რაში აწყობს რომ?


1. გავლენა
2. ფინანსები
3. კიდევ გავლენა ფინანსებითურთ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 13 2007, 08:32 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კინოტმა ათონს მიხედოს laugh.gif უყურე შენ ჩემს ბართლოს როგორ თითის ქნევით ესაუბრებიან huh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2007, 02:55 AM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
კინოტმა ათონს მიხედოს

???
არამართებული გამოსვლაა

ათონის წმიდა მთის კინოტის აზრი უდავოდ დასაფიქრებელია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 03:07 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
???
არამართებული გამოსვლაა


მე ეგრე არ მგონია laugh.gif

პ.ს ფორუმზე სიცილოსები, ხუმრობის მისანიშნებლად არსებობს laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 14 2007, 06:29 AM
პოსტი #8


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jan 13 2007, 01:05 PM) *

გასული წლის 30 დეკემბერს ათონის მთის წმ. კინოტმა გაავრცელა წერილი, რომელიც ეხება რომის პაპ ბენედიქტეს ვიზიტს სტამბულში. წერილს ათონის ოცივე მონასტრის წარმომადგენლები აწერენ ხელს. ათონელი მამები ზრდილობიანად და მოკრძალებით მიუთითებენ მის ღმრთაებრივ ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, რომ

1) მწვალებლებთან ერთად ლოცვით ირღვევა კანონები.
2) მან მიიღო ბენედიქტე როგორც ჭეშმარიტი ეპისკოპოსი, წირვის დროს საშუალება მისცა ომოფორი ეტარებინა, შეხვედრისას მიმართა სიტყვებით "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა", დაალოცვინა მორწმუნეები, პაპი მოიხსენეს როგორც უწმიდესი და უნეტარესი რომის მთავარეპისკოპოსი, წააკითხინეს "მამაო ჩვენო", პატრიარქმა მასთან გაცვალა ლიტურგიკული ამბორი. ეს ყველაფერი უბრალო ერთობლივ ლოცვასაც კი შორს სცილდება.


შოთა, შენ არ ამბობდი ერთობლივი ლოცვა არ ყოფილა მათ შორისო? როცა მამა ზენონს (ხატმწერს) ადანაშაულებდი კათოლიკების ზიარებაზე, მე ბართლომეოსზე შეგახსენე და შენ თქვი რომ არ ულოციათ ერთადო...ისე, მე ვერ დავინახე ერთად ლოცვა მათ შორის და რა ვიცი....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 14 2007, 03:25 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მადლობა უფალს საქართველოს ეკლესიისთვის უწმიდესი ილია II-ის მოძებისათვის ჩვენს მწყემსმთავრად

ცნობისათვის: საქართველოში ვიზიტის დროს რომის პაპი იოანე პავლე II არ შეუშვეს სვეტიცხოვლის საკურთხეველში, იმ მიზეზით, რომ მოუნათლავის შესვლა წმიდა ტრაპეზთან არ შეიძლებაო
laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 14 2007, 06:55 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(გუჯა @ Jan 14 2007, 06:29 AM) *

შოთა, შენ არ ამბობდი ერთობლივი ლოცვა არ ყოფილა მათ შორისო?


მე როგორც მახსოვს მე ვთქვი თანაწირვა არ ყოფილა (არ მდგარა ორივე საკურთხეველში და უსისხლო მსხვერპლი ერთად არ შეუწირავთ), თორემ უმსგავსო მოვლენები ცხადია მოხდა.

ციტატა
როცა მამა ზენონს (ხატმწერს) ადანაშაულებდი კათოლიკების ზიარებაზე, მე ბართლომეოსზე შეგახსენე და შენ თქვი რომ არ ულოციათ ერთადო... ისე, მე ვერ დავინახე ერთად ლოცვა მათ შორის და რა ვიცი....


ზენონი ბართლომესთან რა შუაშია? ბართლომე ამართლებს ზენონს? "მამაო ჩვენო" მართლა ერთად წარმოთქვეს (თუ არ ვცდები პაპის ვიზიტის საპატივცემულოდ ჩატარებული დოქსოლოგიისას). გარდა ამისა ათონელების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ პაპი ისე მიიღეს, თითქოს რომის კანონიკური, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ყოფილიყო.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 08:55 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გარდა ამისა ათონელების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ პაპი ისე მიიღეს, თითქოს რომის კანონიკური, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ყოფილიყო.


როგორ მიიღეს ეპისკოპოსივით კაცო? წირვაზე არ ყოფილა შემოსილი პაპი huh.gif ნუ ზარს ეგრე მიშას მისვლის დროსაც რეკენ სამებაში, რა მერე? huh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 14 2007, 10:46 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jan 14 2007, 08:55 PM) *

როგორ მიიღეს ეპისკოპოსივით კაცო? წირვაზე არ ყოფილა შემოსილი პაპი huh.gif ნუ ზარს ეგრე მიშას მისვლის დროსაც რეკენ სამებაში, რა მერე? huh.gif


ომოფორი ეცვაო და მსოფლიო პატრიარქის დასაჯდომელი (არ ვიცი თრონოსი როგორ გადავთარგმნო, სვეტიცხოველშიც არის მასეთი, ოღონდ ქვის, თუ მიგიქცევია ყურადღება) რომ არის ტაძარში, იმის მოპირდაპირე მხარეს (ე.ი. მარცხნივ, ჩრდილოეთ მხარეს) საპატიო ადგილას იდგაო, სადაც საპატიო ეპისკოპოსი-სტუმარი დგას ხოლმეო.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 10:52 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ომოფორი ეცვაო და მსოფლიო პატრიარქის დასაჯდომელი (არ ვიცი თრონოსი როგორ გადავთარგმნო, სვეტიცხოველშიც არის მასეთი, ოღონდ ქვის, თუ მიგიქცევია ყურადღება) რომ არის ტაძარში, იმის მოპირდაპირე მხარეს (ე.ი. მარცხნივ, ჩრდილოეთ მხარეს) საპატიო ადგილას იდგაო, სადაც საპატიო ეპისკოპოსი-სტუმარი დგას ხოლმეო.


წირვაზე სრულიად შეუმოსავი მივიდა huh.gif ომოფორს ლოცვისას სულ იკეთებს და რა ვუყოთ ახლა? შეუგნებლები ხომ არ ვართ დავუშალოთ? huh.gif

გაფიცებ აბა სად უნდა დაეყენებინა? laugh.gif კუთხეში იდექიო? ბენემ ტრაპეზზე რომ აიყვანა ? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 14 2007, 10:52 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ეგ წერილი იმდენად პაპის ვიზიტზე არაა, რამდენადაც ზოგადად სუპერეკუმენიკურ (ეკუმანიაკურ biggrin.gif) იდეოლოგიაზე, რაც აბსოლუტურად სწორია და მისაღებიც.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 14 2007, 10:55 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეგ წერილი იმდენად პაპის ვიზიტზე არაა, რამდენადაც ზოგადად სუპერეკუმენიკურ (ეკუმანიაკურ ) იდეოლოგიაზე, რაც აბსოლუტურად სწორია და მისაღებიც.


ეკუმენიზმს რაღას ერჩი? tongue.gif ბალამანდი არ მოგწონს? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 15 2007, 03:04 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ათონის მთა ეს არის ერთერთი ბურჯი მართლმადიდებლობიასა და ამიტომ მათი აზრი დიდად გასათვალისწინებელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 15 2007, 03:37 AM
პოსტი #17


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(solomony @ Jan 14 2007, 11:04 PM) *

ათონის მთა ეს არის ერთერთი ბურჯი მართლმადიდებლობიასა და ამიტომ მათი აზრი დიდად გასათვალისწინებელია


ვახ, ათონის მთაზე "ბურჯი მართლმადიდებლები" ყველანი არ არიან, ქართველებს ძლივს უშვებენ მონასტრებში და მათი აზრები რა ვიცი...ისე არ დაგვავიწყდეს ზილოტები და სქიზმატები იქაც არიან...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jan 15 2007, 04:26 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



სქიზმატები და სხვები სხვაგანაც არიან.ათონის მთის დამსახურებას საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობაში ამაზე საუბარიც ზედმეტია.და ბოლო დროის გამოჩენილი მამებიც ისევ ათონს უკავშირდება მამა პაისი,მამა იოსებ და არსენ ათონელი ისიხასტები და აშ ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ.და დღესდღეობითაც ათონის მთა რჩება ბერმონაზვნობისა და მართლმადიდებლობის აუღებელ და მტკიცე ბურჯად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 15 2007, 12:22 PM
პოსტი #19


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Sotiris
ციტატა
მან მიიღო ბენედიქტე როგორც ჭეშმარიტი ეპისკოპოსი, წირვის დროს საშუალება მისცა ომოფორი ეტარებინა, შეხვედრისას მიმართა სიტყვებით "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა", დაალოცვინა მორწმუნეები, პაპი მოიხსენეს როგორც უწმიდესი და უნეტარესი რომის მთავარეპისკოპოსი, წააკითხინეს "მამაო ჩვენო", პატრიარქმა მასთან გაცვალა ლიტურგიკული ამბორი. ეს ყველაფერი უბრალო ერთობლივ ლოცვასაც კი შორს სცილდება.

კაი ეხლა რა.
"ბიზანტიის" პატრიარქის განკითხვა როგორ შეიძლება კაცო. საერთოდ რაიმე ბიზანტიურის განკითხვა. IPB-ს სურათი
ეგენი რასაც ამბობენ ყველაფერი მართალია.
გალობაც, არქიტექტურაც, ხატწერაც, პოეზიაც სიმღერაც, ჭამა-სამაც და რავი კიდევ რა . . . IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 15 2007, 12:48 PM
პოსტი #20


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
ცნობისათვის: საქართველოში ვიზიტის დროს რომის პაპი იოანე პავლე II არ შეუშვეს სვეტიცხოვლის საკურთხეველში, იმ მიზეზით, რომ მოუნათლავის შესვლა წმიდა ტრაპეზთან არ შეიძლებაო

საღოლ მაგათ...
მერე კაია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 07:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი