IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ათონის მთის წმ. კინოტის წერილი, გამოხმაურება პაპის ვიზიტზე სტამბულში
კანონისტი
პოსტი Jan 15 2007, 01:12 PM
პოსტი #21


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა(გლახა @ Jan 15 2007, 12:48 PM) *

კანონისტი

საღოლ მაგათ...
მერე კაია?


აბა, ცუდია? wink.gif

არაა ის კაცი მონათლული და...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 15 2007, 01:15 PM
პოსტი #22


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
აბა, ცუდია?

არაა ის კაცი მონათლული და...

რა იცი მონათლულია თუ არა?
მაგის მესაიდუმლე ხარ? wink.gif

და ვინც სვეტიცხოველში შედის ყველა მონათლულია? ისე საერთოდ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 15 2007, 01:30 PM
პოსტი #23


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
რა იცი მონათლულია თუ არა?

ჭეშმარიტად მონათლული არის ყველა ის ადამიანი, რომელიც მონათლა ნაკურთხმა სასულიერო პირმა!

დაუშვი თუნდაც ის, რომ ჭეშმარიტი არ არის მართლმადიდებლობა... მართლმადიდებლის მიერ არ არის ხომ რომის პაპი ნათელღებული? მორჩა, ესე იგი სრული უფლება გვაქვს საკურთხეველში არ შევუშვათ...

ციტატა
მაგის მესაიდუმლე ხარ?

ასე მწამს

ციტატა
და ვინც სვეტიცხოველში შედის ყველა მონათლულია? ისე საერთოდ?

ცხადია არა! აქ ტაძარში კი არა, საკურთხეველში შესვლაზეა საუბარი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 15 2007, 01:31 PM
პოსტი #24


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
ცხადია არა! აქ ტაძარში კი არა, საკურთხეველში შესვლაზეა საუბარი


უი ეგ გამომრჩა..ბოდიში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 15 2007, 03:04 PM
პოსტი #25


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ცნობისათვის: საქართველოში ვიზიტის დროს რომის პაპი იოანე პავლე II არ შეუშვეს სვეტიცხოვლის საკურთხეველში, იმ მიზეზით, რომ მოუნათლავის შესვლა წმიდა ტრაპეზთან არ შეიძლებაო

ხო ისე,ეგ ფაქტი მეც გამახსენდა ამ წერილის წაკითხვის დროს,და დაწერასაც ვაპირებდი. კარგად აღნიშნე.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 15 2007, 03:18 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jan 15 2007, 02:12 PM) *

აბა, ცუდია? wink.gif

არაა ის კაცი მონათლული და...



ვინ არაა ბიჭო მონათლული? რომის პაპი? მამმა მია biggrin.gif

ციტატა(კანონისტი @ Jan 15 2007, 02:30 PM) *

ასე მწამს


კანონისტისეული მრწამსის მეცამეტე პუნქტი: მწამს რომის პაპის მოუნათლაობა

პ.ს.
რა დღეში არიან ამის გაგონებაზე ნიკეის მამები biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 15 2007, 03:41 PM
პოსტი #27


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ვინ არაა ბიჭო მონათლული? რომის პაპი? მამმა მია

რომის პაპი მოუნათლავად ითვლება მართმადიდებლებისთვის, ე.ი.რადგან იგი კათოლიკურადაა მონათლული,მას ჩვენ საერთოდ არ ვცნობთ მონათლულად. (თუ რა თქმა უნდა, არ იხუმრე).


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 15 2007, 05:15 PM
პოსტი #28


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
ვინ არაა ბიჭო მონათლული? რომის პაპი?

მართლმადიდებლურად არაა და ისე რამდენიც უნდა იმდენი ისხას თავზე წყალი...

ციტატა
რა დღეში არიან ამის გაგონებაზე ნიკეის მამები

დარწმუნებული ვარ, ადიდებენ უფალს, რომ 17 საუკუნის შემდეგაც ისევე მტკიცედ იცავენ მორწმუნეები ჭეშმარიტ სარწმუნოებას მწვალებელთაგან, როგორც ერთ დროს თავადვე დაიცვეს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 15 2007, 05:28 PM
პოსტი #29


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
მართლმადიდებლურად არაა და ისე რამდენიც უნდა იმდენი ისხას თავზე წყალი...


ნუ ცხადია არ იქნება მართლმადიდებლურად მონათლული..

ერთი მიპასუხე კანონისტ: ქრისტიანულად თუ იქნება მონათლული?


ციტატა
დარწმუნებული ვარ, ადიდებენ უფალს, რომ 17 საუკუნის შემდეგაც ისევე მტკიცედ იცავენ მორწმუნეები ჭეშმარიტ სარწმუნოებას მწვალებელთაგან, როგორც ერთ დროს თავადვე დაიცვეს


ნეტა კათოლიკეები რას ფიქრობენ მართლმადიდებლებზე...
ალბათ 17 წლის წინ მართლმადიდებლები ჩვენნაირად სწორ გზაზე იდგნენო...
შევეცდები ვთხოვო რამდენიმე (არაფანატ)კათოლიკეს შემოვიდეს ამ ფორუმზე და სათანადო პასუხი გასცენ აქ წამოჭრილ შეკითხვებს....


მგონი კათოლიკური პერსპექტივაც საინტერესო იქნება ამ საკითხზე (როცა კათოლიკეებს ვეხებით)

sofi89
ციტატა
რომის პაპი მოუნათლავად ითვლება მართმადიდებლებისთვის, ე.ი.რადგან იგი კათოლიკურადაა მონათლული,მას ჩვენ საერთოდ არ ვცნობთ მონათლულად.


საინტერესოა რამდენად აინტერესებს რომის პაპს სცნობთ თუ არა თქვენ მას მონათლულად wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 15 2007, 05:37 PM
პოსტი #30


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
ქრისტიანულად თუ იქნება მონათლული?

ამ პათოსის, მხოლოდ უფრო ფართო შინაარსის კითხვაზე უკვე გიპასუხე აქ:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=36...indpost&p=36364

გლახა
ციტატა
ნეტა კათოლიკეები რას ფიქრობენ მართლმადიდებლებზე...
ალბათ 17 წლის წინ მართლმადიდებლები ჩვენნაირად სწორ გზაზე იდგნენო...

მე რაც ვიცი (ყოველ შემთხვევაში საქართველოს კათოლიკეები), ისინი ფიქრობენ, რომ ორივე სწორი სარწმუნოებაა (?)

რაც შეეხება 17 საუკუნეს (და არა წელს... wink.gif ).
ნიკეის კრების მიღებულ მრწამსს მაგათ ჩაუმატეს ”და ძისაგან”, მაგათ გაეხსნათ ახალი საღვთისმეტყველო აზროვნება პაპის პრიმატის, ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვისა და მისი ამაღლების შესახებ. ასე რომ მეეჭვება ეგეთი ფრაზა თუნდაც წამოცდეთ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 15 2007, 05:42 PM
პოსტი #31


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
გასაგებია შენი აზრი...და არანაირად არ დაგეთანხმები...
ვიმედოვნებ რომ ყველა მართლმადიდებელი შენნაირად არ ფიქრობს ჩემო კანონისტ....
ანუ არიან მართლმადიდებლები, რომლებიც ფიქრობენ რომ კათოლიკებიც და პროტესტანტებიც ქრისტიანები არიან..
და მადლობა ღმერთს, რომ არიან ასეთი მართლმადიდებლები...
და თუ მე მართლმადიდებელი გავხდები აუცილებლად შევეცდები, რომ ასეთი აროვნება საჯარაოდ დაიგმოს wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 15 2007, 05:50 PM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
არიან მართლმადიდებლები, რომლებიც ფიქრობენ რომ კათოლიკებიც და პროტესტანტებიც ქრისტიანები არიან..
და მადლობა ღმერთს, რომ არიან ასეთი მართლმადიდებლები...

რა გითხრა სერგი, თუ შენ სასაუბრო დონეზე აღიარებას გულისხმობ, შენთან (და სხვასთანაც) საუბრისას, კარგად იცი მეც ვეძახი კათოლიკეებს ქრისტიანებს

მაგრამ დოგმატურ საკითხს რაც შეეხება, ისინი ქრისტიანები არ არიან, იმიტომ, რომ ქრისტესთან არ არიან

კათოლიკეებს და მონოფიზიტებს რა უჭირთ, ახლოს მაინც დგანან ჭეშმარიტებასთან. და იმ პროტესტანტებს რაღა ვუყოთ (ზოგიერთს), რომლებიც უფრო ნაკლებ ქრისტიანულ დოგმატს აღიარებენ, ვიდრე მუსლიმები (ვგულისხმობ იესოს უბიწოდ ჩასახვას, სულის უკვდავობას და სხვ.)??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

და პირიქით კითხვა: ვინაიდან მუსლიმები ზოგიერთ ე.წ. "ქრისტიანულ" მიმდინარეობებზე მეტ დოგმას აღიარებენ, ბარემ მუსლიმებსაც იქნებ "ქრისტიანები" ვუწოდოთ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 15 2007, 05:54 PM
პოსტი #33


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
მაგრამ დოგმატურ საკითხს რაც შეეხება, ისინი ქრისტიანები არ არიან, იმიტომ, რომ ქრისტესთან არ არიან


დადგება დრო და უფალი ამ დოგმების გამო ზოგიერთებს პასუხს მოკითხავს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 17 2007, 06:58 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jan 14 2007, 10:52 PM) *

წირვაზე სრულიად შეუმოსავი მივიდა huh.gif ომოფორს ლოცვისას სულ იკეთებს და რა ვუყოთ ახლა? შეუგნებლები ხომ არ ვართ დავუშალოთ? huh.gif


მწვალებელი პაპის მიწვევა მართლმადიდებელთა წირვაზე სრულიად ზედმეტი იყო. წერტილი. თურქულ ყავაზე და რახათ-ლუქუმზე დაეპატიჟებინათ და მორჩებოდა მაგით საქმე biggrin.gif

ციტატა
გაფიცებ აბა სად უნდა დაეყენებინა? laugh.gif კუთხეში იდექიო? ბენემ ტრაპეზზე რომ აიყვანა ? laugh.gif


ბენემ სად აიყვანა და ბართლომე სად ავიდა სულ არ გვაინტერესებს.




--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 17 2007, 07:17 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jan 15 2007, 06:50 PM) *

ისინი ქრისტიანები არ არიან, იმიტომ, რომ ქრისტესთან არ არიან


და ამ არა-ქრისტიანებს მართლმადიდებელი ეკლესია იღებს უნათლავად?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 17 2007, 07:21 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(გუჯა @ Jan 15 2007, 03:37 AM) *

ვახ, ათონის მთაზე "ბურჯი მართლმადიდებლები" ყველანი არ არიან,


წერილი დაწერილია ათონის წმ. კინოტის მიერ, ერთვის ოცივე მონასტრის წარმომადგენლის ხელმოწერა და მაშასადამე წარმოადგენს ათონის წმ. მთის საერთო აზრს.

ციტატა
ქართველებს ძლივს უშვებენ მონასტრებში და მათი აზრები რა ვიცი...


რა აზრით? ქართველი მამები ათონის რამდენიმე მონასტერში მოღვაწეობენ, ივერონში სამწუხაროდ არა. ისე ათონზე ყველანაირ მონაზონს შეხვდები (ისევე როგორც საქართველოში ან რუსეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში), მაგრამ საქართველოში ბევრი არაა ისეთი მონაზონი, რომ ათონის ზოგიერთი მონასტრის (მაგ. კონსტამონიტის) მკაცრ რეჟიმს გაუძლოს.

ციტატა
ისე არ დაგვავიწყდეს ზილოტები და სქიზმატები იქაც არიან...


ცნობისთვის, ზილოტი მოშურნეს ნიშნავს და სქიზმატის მიმართ მისი გამოყენება უადგილოა, თუმცა ბერძნები რაღაც ვერ ხვდებიან ამას. აბა ნელთბილი მართლმადიდებლობა რა არის საერთოდ? სქიზმატები ჩვენც გვყავს საქართველოში იეღოველებთან, ბაპტისტებთან, ლუთერანებთან, ლათინებთან და ვინ იცის კიდევ ვისთან ერთად biggrin.gif მერე ამით რა? biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 18 2007, 01:41 AM
პოსტი #37


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jan 17 2007, 03:21 PM) *

წერილი დაწერილია ათონის წმ. კინოტის მიერ, ერთვის ოცივე მონასტრის წარმომადგენლის ხელმოწერა და მაშასადამე წარმოადგენს ათონის წმ. მთის საერთო აზრს.


დაველოდოთ პატრიარქ ბართლომეს პასუხს

ციტატა(Sotiris @ Jan 17 2007, 03:21 PM) *

რა აზრით? ქართველი მამები ათონის რამდენიმე მონასტერში მოღვაწეობენ, ივერონში სამწუხაროდ არა. ისე ათონზე ყველანაირ მონაზონს შეხვდები (ისევე როგორც საქართველოში ან რუსეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში), მაგრამ საქართველოში ბევრი არაა ისეთი მონაზონი, რომ ათონის ზოგიერთი მონასტრის (მაგ. კონსტამონიტის) მკაცრ რეჟიმს გაუძლოს.


ბევრი არსად არაა, მაგრამ ერთეულებს ღმერთი აძლევს ამის ძალას, მე არ ვამბობ რომ ათონის მთა მთლიანად ქართველებმა დაიკავონ, მაგრამ ივერთა მონასტერში ბერძნებმა აკრძალეს ქართველთა იქ შეშვება, აღარაფერს ვამბობ ჯვრის მონასტერზე...



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 18 2007, 10:57 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(გუჯა @ Jan 18 2007, 01:41 AM) *

დაველოდოთ პატრიარქ ბართლომეს პასუხს


ათონელი მამები დიდი ხანია ელიან პატრიარქ ბართლომეს პასუხს იგივე ბალამანდის შეთანხმებაზე და მისი ღმრთაებრივი ყოვლადუწმიდესობის სხვა სიტყვებზე თუ მოქმედებებზე, რომლებიც მართლმადიდებლურ გადმოცემას გვარიანად დასცილდნენ (იხ. მაგ. წმ. კინოტის 1993 წ. 8 დეკემბრის ან 1999 წ. 24 მაისის წერილები).


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 18 2007, 10:58 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რომლებიც მართლმადიდებლურ გადმოცემას გვარიანად დასცილდნენ


კონკრეტულად tongue.gif tongue.gif tongue.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jan 20 2007, 07:16 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jan 18 2007, 10:58 PM) *

კონკრეტულად tongue.gif tongue.gif tongue.gif laugh.gif


კონკრეტულად ეს არის ბალამანდის და შამბეზის შეთანხმებები. მგონი იცი, რაც წერია მათში, ამიტომ აღარ შეგახსენებ. მისმა ღმრთაებრივმა ყოვლადუწმიდესობამ ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა ალექსანდრიის პატრიარქ პართენის საჯაროდ ნათქვამი სიტყვები, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მუჰამედი უნდა აღიაროს წინასწარმეტყველად (ამას ათონელები წერენ, მოგონილი ფაქტი კი არაა), ანტიოქიის ეკლესიის მიერ მონოფიზიტებთან ევქარისტიულ კავშირში შესვლა და ა.შ. პატრიარქ ბართლომეს მიერ 1998 წ. წმ. ანდრიას ხსენების დღეს ლათინთა მისამართ წარმოთქმული მიმართვა მკრეხელობასთან ახლოსაა, თუ მკრეხელობა არ არის საერთოდ. აბა სხვაგვარად როგორ უნდა განვიხილოთ ასეთი სიტყვები:

1) "ვალდებული ვართ... გადავაფასოთ ჩვენი პოლიტიკა რათა განვწმიდოთ ძველი საფუარი, რომ გავხდეთ ახალი ცომი... წარსულის გამო ჩვენი სინანული სრულიად აუცილებელია...". რა უნდა გადააფასოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომ გახდეს ახალი ცომი? რა უნდა მოინანიოს, სქიზმა? მაგრამ ეგ ხომ ლათინების მიერ იყო მოწყობილი?

2) "იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ეკლესია ცნობს მეორეს, როგორც ღმრთაებრივი მადლის სამყოფელს, რომელსაც შეუძლია ცხონების მინიჭება... ერთი ეკლესიიდან მეორეში წევრთა პროზელიტიზაცია შეუძლებელია." ე.ი. ლათინებთან მაცხოვნებელი მადლის სამყოფელი ყოფილა და მათი მართლმადიდებლობაზე მოქცევა გამოირიცხება ამით?! ესაა მართლმადიდებლობის ქადაგება?! ათონელი მამები მართებულად შენიშნავენ, რომ აქ უნიაზე საუბარი არ არის, ან უკიდურეს შემთხვევაში უნია იმიტომ იგმობა, რომ ანგრევს "და-ეკლესიების" ცნებას.

3) "ჩვენს წინაპართაგან ისინი, ვისგანაც მემკვიდრეობად მივიღეთ ეს გაყოფა, იყვნენ იმ გველის უბედური მსხვერპლები, რომელიც ყველა ბოროტების სათავეა. ისინი უკვე ღმრთის, მართალი მსაჯულის, ხელში არიან." ე.ი. თურმე მართლმადიდებლებიც ყოფილან სქიზმაში დამნაშავე და ეშმაკმა აცდუნა ისინი?! მართლმადიდებელი წმ. მამები?!

4) "თითოეული ადგილობრივი ეკლესია სხვა ადგილობრივი ეკლესიების კონკურენტი კი არ არის, არამედ ერთი სხეულის ნაწილი მათთან ერთად". ამ ფრაზით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საუბარია რომის ეკლესიაზეც და სწორედ ასე გაიგეს ეს ათონელმა მამებმა.

5) მიმართვა შემდეგი სიტყვებით გვირგვინდება: "უფალმა ღირსგვყოს მისი ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ერთობის გაცოცხლებისა". ათონელმა მამებმა სრულიად მართებულად გაიგეს ეს ისე, თითქოს ერთმა წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიამ არსებობა შეწყვიტა და მისი მკვდრეთით აღდგომისთვის უნდა ვილოცოთ (!). რა აქვს ამ ფრაზას მართლმადიდებლურ ცნობიერებასთაჰნ საერთო?!

ათონელი მამები გმობენ ერთობლივ ლოცვებს კონკრეტული მაგალითების მოყვანით. ასევე ისინი დიდ მწუხარებას გამოთქვამენ ჟურნალ "ღმერთი და რელიგიის" გამოცემის დაწყების გამო, რომელიც სრულიად აშკარად სინკრეტისტულ ხასიათს ატარებს, მაგრამ პატრიარქის კურთხევა მაინც აქვს. ეს წერილი დაიწერა 1999 წ. ვგონებ ახალი რომის მთავარეპისკოპოსი ძველი რომის მთავარეპისკოპოსის მსგავსად უცდომელ პაპად თვლის საკუთარ თავს. სამწუხაროა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 04:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი