IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Closed TopicStart new topic
> ბჰაგავატ გიტა, აუდიო წიგნი
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 08:42 PM
პოსტი #61


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
ძალიან კი გააქტიურდი აპოლოგეტიკური კარცერის ტუსაღო smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 16 2009, 08:44 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ბოდიშს ვიხდი. სერიოზულად მაინტერესებს, რატომ აქვს კრიშნას თუ ბჰაგავატ-გიტას (ზუსტად რა ქვია არ ვიცი), იისფერი სახე?
ამ დროს ახალგაზრდობაში ვიოგობდი და პიონერიც ვიყავი მაგ საქმეში. ლოტოსს ამ ურთულეს ასანს ახლაც ვასრულებ როგორც ფიზიკურ ვარჯიშს, პრანაიამას გარეშე.
მოიოგო აბო.

lingvo
ციტატა
ძალიან კი გააქტიურდი აპოლოგეტიკური კარცერის ტუსაღო

ამირანია მაგი და ჯაჭვებს უნდა დაკაკუნება უროთი, თუ არა აიშვებს და დაგვერევა.
თადარიგიანი აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 08:58 PM
პოსტი #63


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



იმოქმედეთ! მაგრამ მხოლოდ
მაშინ, როცა მეზობელი მოვა და დახმარებას გთხოვთ. საკუთარ თავსაც
იგივენაირად დაეხმარეთ. არც მეტი, არც ნაკლები. ნუ გგონიათ, რომ თქვენს
სხეულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჯონისას. ნუ გააკეთებთ საკუთარი
სხეულისთვის იმაზე მეტს, რამდენსაც ჯონისთვის აკეთებთ. ეს არის რელიგია.
`ვისი საქციელიც მოკლებულია ყოველგვარ სურვილსა და ეგოიზმს, იმან
დაწვა ცოდნის ცეცხლში კარმის ბორკილები. ის არის ბრძენი.~ წიგნების
კითხვით ამას ვერ შეძლებთ. შეიძლება მთელი ბიბლიოთეკა ავკიდოთ
სახედარს, მაგრამ ეს მას ნასწავლს ვერ გახდის. რა აზრი აქვს ბევრი
წიგნის წაკითხვას? `იშორებს რა შრომასთან ყოველგვარ მიჯაჭვულობას,
მუდამ მშვიდია ბრძენი და სარგებელს არ ელის. იქმს და საქმის მიღმა
დგას იგი.





abo

ციტატა
ბოდიშს ვიხდი. სერიოზულად მაინტერესებს, რატომ აქვს კრიშნას თუ ბჰაგავატ-გიტას (ზუსტად რა ქვია არ ვიცი), იისფერი სახე? ამ დროს ახალგაზრდობაში ვიოგობდი და პიონერიც ვიყავი მაგ საქმეში. ლოტოსს ამ ურთულეს ასანს ახლაც ვასრულებ როგორც ფიზიკურ ვარჯიშს, პრანაიამას გარეშე. მოიოგო აბო.


რომელიღაც თემაში მკითხე და გიპასუხე მაგრამ აქაც გიპასუხებ a075.gif

იისფერი ნაკლებად... ყველაზე ხშირად შავს ადარებენ, ან მუქ ლურჯს... ოღონდ შავს არა როგორც ფერს, არამედ როგორც ყველა ფერის მშთანთქავს, რადგანაც ყველა ფერი და ყველაფერი მისკენ მიდის, ანუ ყოვლისმიმზიდველია. მისი მეორე ასპექტი კი რომელიც მის უკან დგას აბსოლუტური სინათლეა...
"უჟამო, უძრავო, წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო"
ეს სიტყვები ძველქართული ლოცვიდანაა და კარგად გამოხატავს "წყვდიადის ფერის არსს... smile.gif

მოკლედ ბევრნაირად შეიძლება ახსნა, მაგრამ კარგად ვერასოდეს ვერ ახსნი smile.gif



ციტატა
ამირანია მაგი და ჯაჭვებს უნდა დაკაკუნება უროთი, თუ არა აიშვებს და დაგვერევა. თადარიგიანი აბო.


მოვა დრო და თავს აიშვებს... a075.gif




პ.ს. ვივეკანანდას ლექციებზე საშინელი თარგმანია, ჟარგონებით და მდარე სიტყვებით, ვინ თარგმნა არ ვიცი... მხოლოდ იმ ნაწყვეტებს ვკრეფ რაც შედარებით სწორადაა თარგმნილი biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 08:58 PM
პოსტი #64


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 08:53 PM) *

მოვა დრო და თავს აიშვებს... a075.gif

მომავალ წელს შეიძლება იმსჯელოს შეწყალების კომისიამ, მანამდე კი მოიმარაგე წიგნები საკითხავად... biggrin.gif
მართლმადიდებლური ლიტერატურა გაინტერესებს ისევე როგორც ბჰგავატ გიტა?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 08:59 PM
პოსტი #65


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ციტატა
მომავალ წელს შეიძლება იმსჯელოს შეწყალების კომისიამ, მანამდე კი მოიმარაგე წიგნები საკითხავად...


რა წიგნები უკაცრავად? rolleyes.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 09:01 PM
პოსტი #66


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 08:59 PM) *

lingvo
რა წიგნები უკაცრავად? rolleyes.gif

მართლმადიდებლური ლიტერატურა smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:10 PM
პოსტი #67


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ეგ ლიტერატურაა ზუსტად რო მიჯაჭვავს და "მაკომპლექსებს" biggrin.gif



ქვეყნად მრავალნაირი თაყვანისცემა არსებობს. ავადმყოფი ადამიანი
ძლიერ ღვთისმოშიში ხდება. . . . ბევრს ლოცულობს ისიც, ვისაც
ქონება დაუკარგავს და ფულის დაბრუნება სურს. თაყვანისცემის უმაღლესი
ფორმა კი ისაა, როცა ღმერთი გიყვარს და მისგან არაფერი გსურს. შეი-
ძლება იკითხოთ, `თუკი ღმერთი არსებობს, რატომაა ქვეყნად ამდენი ტანჯვა?~
ამაზე მორწმუნე მოგიგებთ: `ქვეყნად უბედურება მეფობს, მაგრამ მეც
სწორედ ამიტომ მიყვარს უფალი. იმისთვის კი არა, რომ ტანჯვა ამაცილოს,
არამედ იმისთვის, რომ ის თვითონ სიყვარულია.~ ყველა სხვა თაყვანისცემა
დაბალი დონისაა. თუმცა კრიშნა არაფერს გმობს. უქმად ყოფნას სჯობს
რაიმე აკეთო. ვინც ღმერთს სცემს თაყვანს, თანდათან გაიზრდება და უანგაროდ
შეიყვარებს მას. . . .


როგორ მივაღწიოთ ამქვეყნად სიწმინდეს? ყველამ ტყეს უნდა მივაშუროთ
და გამოქვაბულში ვიცხოვროთ? რას გვარგებს ეს? თუ საკუთარ ფიქრს
ვერ იმორჩილებთ, გამოქვაბულში ცხოვრებას აზრი არა აქვს, რადგან იქაც
იგივე ფიქრი არ მოგასვენებთ. ყველა ეშმაკი ერთად დაგხვდებათ გამოქვაბულში,
რადგან ყველა ეშმაკი თვით ჩვენშია. თუკი ფიქრს ვიმორჩილებთ,
სადაც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი გამოქვაბულიც იქ იქნება.
ჩვენივე შინაგანი დამოკიდებულება ხდის სამყაროს ისეთს, როგორიც არის
ის ჩვენთვის. ჩვენივე ფიქრი ამშვენიერებს ან ამახინჯებს საგნებს. მთელი
სამყარო ჩვენშია. ისწავლეთ ყველაფრის სწორად დანახვა. პირველ რიგში
ამ ქვეყნის იწამეთ – ყველაფერში აზრი დევს. სამყაროში ყველაფერი კარგი,
წმინდა და მშვენიერია. თუ რაიმეში ბოროტებას ხედავთ, ჩათვალეთ, რომ
რაღაც არ გესმით სწორად. საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა! .
. . ყოველთვის, როცა ცდუნება გვძლევს და ვამბობთ, რომ ქვეყნიერება
ჯანდაბისკენ მიექანება, საკუთარი თავი უნდა გავაანალიზოთ და დავინახავთ,
რომ საგანთა სწორად ხედვის უნარი დაგვიკარგავს.
დღე და ღამ იშრომეთ! `ყოველგვარი მოვალეობა ბორკილია. მე კი არავის
ვალი არ მაქვს, რადგან სამყაროს მეუფე ვარ. და მაინც ვშრომობ. წამითაც
რომ შემეწყვიტა შრომა, ქვეყნიერება ქაოსში დაინთქმებოდა. შენც ასე იშრომე
და ნუ იფიქრებ მოვალეობაზე~. . . .


როგორ მივაღწიოთ ამქვეყნად სიწმინდეს? ყველამ ტყეს უნდა მივაშუროთ
და გამოქვაბულში ვიცხოვროთ? რას გვარგებს ეს? თუ საკუთარ ფიქრს
ვერ იმორჩილებთ, გამოქვაბულში ცხოვრებას აზრი არა აქვს, რადგან იქაც
იგივე ფიქრი არ მოგასვენებთ. ყველა ეშმაკი ერთად დაგხვდებათ გამოქვაბულში,
რადგან ყველა ეშმაკი თვით ჩვენშია. თუკი ფიქრს ვიმორჩილებთ,
სადაც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი გამოქვაბულიც იქ იქნება.
ჩვენივე შინაგანი დამოკიდებულება ხდის სამყაროს ისეთს, როგორიც არის
ის ჩვენთვის. ჩვენივე ფიქრი ამშვენიერებს ან ამახინჯებს საგნებს. მთელი
სამყარო ჩვენშია. ისწავლეთ ყველაფრის სწორად დანახვა. პირველ რიგში
ამ ქვეყნის იწამეთ – ყველაფერში აზრი დევს. სამყაროში ყველაფერი კარგი,
წმინდა და მშვენიერია. თუ რაიმეში ბოროტებას ხედავთ, ჩათვალეთ, რომ
რაღაც არ გესმით სწორად. საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა! .
. . ყოველთვის, როცა ცდუნება გვძლევს და ვამბობთ, რომ ქვეყნიერება
ჯანდაბისკენ მიექანება, საკუთარი თავი უნდა გავაანალიზოთ და დავინახავთ,
რომ საგანთა სწორად ხედვის უნარი დაგვიკარგავს.
დღე და ღამ იშრომეთ! `ყოველგვარი მოვალეობა ბორკილია. მე კი არავის
ვალი არ მაქვს, რადგან სამყაროს მეუფე ვარ. და მაინც ვშრომობ. წამითაც
რომ შემეწყვიტა შრომა, ქვეყნიერება ქაოსში დაინთქმებოდა. შენც ასე იშრომე
და ნუ იფიქრებ მოვალეობაზე~. . . .


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 09:12 PM
პოსტი #68


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ერთი წამით არ შეიძლება შენი დატოვება,არათუ რამოდენიმე დღით user.gif
რა ვქნა სხვა მისია რომ არ მქონდეს რამეს მოვიფიქრებდი.
უიმედოდაა საქმე მგონი biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:13 PM
პოსტი #69


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518






სამყარო თამაშია. თქვენ მისი პარტნიორები ხართ. მაშ იმოქმედეთ!
ნურაფერზე წუხთ და ნურაფერს ნანობთ. ცხოვერების ფსკერზეც და მის
მწვერვალზეც მისი თამაში დაინახეთ. იშრომეთ, რათა წამოაყენოთ ადამიანები,
მაგრამ დაცემულებად და სულმდაბლებად ნუ ჩათვლით მათ. კრიშნას
ეს არ უთქვამს.
თუ გიფიქრიათ, რატომ კეთდება ქვეყნად ასე ცოტა კეთილი საქმე?
ქალბატონი მიდის ღატაკთან, . . . რამოდენიმე დუკატს აძლევს და ეუბნება:
`საწყალო კაცო, აიღე ეს და იყავი ბედნიერი! . . . ანდა მშვენიერი
ბანოვანი ქუჩაში სეირნობისას ღარიბ ბიჭუნას ხედავს და რამოდენიმე
ცენტს აძლევს. ნახეთ, როგორი ღვთის გმობაა! ბედნიერები იმით უნდა ვიყოთ,
რომ უფალმა ახალი აღთქმით თავისი სწავლება დაგვიტოვა. `ის, რაც
გაუკეთეთ ერთ ჩემს უმცროს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ,~ გვეუბნება იესო.
ღვთის გმობაა იმის ფიქრი, რომ შეიძლება ვიღაცას დავეხმაროთ. ჯერ ეს
აზრი ამოიგდეთ თავიდან და ღმერთს მერე ეცით თაყვანი.
ყველა ღვთის შვილი იესოს შვილია – ერთი მამის სხვადასხვა განსხეულება.
თუ გსურთ ღმერთს ემსახუროთ, . . . ცოცხალ ღმერთს ემსახურეთ!
ის თქვენთან უსინათლოს, დავრდომილის, ღარიბის, უძლურისა და ეშმაკეულის
სახით მოდის. თაყვანისცემის რა დიდებული შესაძლებლობაა! მაგრამ
გაივლებთ თუ არა ფიქრად, რომ `ეხმარებით,~ ყველაფერს გააფუჭებთ და
დეგრადირდებით. ამ ცოდნით იშრომეთ. `ამით რას მივიღებ?~ იკითხავთ
თქვენ. იმას, რომ გული აღარ გაგიტყდებათ და აღარ დაიტანჯებით. . .
. თქვენს მიერ გაწეული შრომაც მონობა აღარ იქნება. ის თამაშად, სიხარულად
გადაიქცევა. . . . იშრომეთ და ნუ მიეჯაჭვებით! ამაშია მთელი
საიდუმლო. მიჯაჭვულობა საცოდავებს გაგხდით. . . .
ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ ყველაფერ იმასთან, რასაც ვაკეთებთ. როცა
ვინმე შეურაცხჰყოფას მაყენებს, ბრაზი მაწვება. რამოდენიმე წამი მე და
სიბრაზე ერთი ვართ, რის შედეგადაც უბედური ვხდები. მხოლოდ უფალს
მიეჯაჭვეთ, სხვას არაფერს, რადგან სხვა ყველაფერი არარეალურია. არარეალურთან
მიჯაჭვულობა უბედურებას მოგიტანთ. მხოლოდ ერთი არსებობაა
რეალური, მხოლოდ ერთი სიცოცხლე, რომელშიც არც ობიექტია და
არც სუბიექტი. . . .
მაგრამ მიუჯაჭველი სიყვარული არაფერს დაგიშავებთ. რაც გნებავთ, ის
აკეთეთ – დაქორწინდით, შვილები გააჩინეთ... . . . რაც არ უნდა ქნათ,
ვერაფერი გავნებთ. ნურაფერს იზამთ იმ ფიქრით, რომ რაიმე `თქვენია~.
მოვალეობა მოვალეობისთვის, შრომა შრომისთვის. რა გენაღვლებათ? თქვენ
ყველაფრისგან განზე დგახართ.
როცა ამგვარ მიუჯაჭველობამდე მივალთ, სამყაროს უდიდეს საიდუმლოს
ჩავწვდებით.დავინახავთ, რომ იგი ერთდროულად დაძაბული მოქმედება და
ვიბრაციაცაა და უდიდესი სიმშვიდეც; ყოველწამიერი შრომაც და მოსვენებაც.
ესაა სამყაროს საიდუმლო – ის ერდროულად უპიროვნოცაა და
პიროვნულიც, უსასრულოც და სასრულიც. ასე ჩავწვდებით საიდუმლოს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 16 2009, 09:13 PM
პოსტი #70


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



Atman
ციტატა
ეგ ლიტერატურაა ზუსტად რო მიჯაჭვავს და "მაკომპლექსებს

რომ გაკომპლექსებს კარგია, ე.ი. რაღაც ნერვი გაატოკა, მასე ვიყავი თავიდან და ცოტა კიდევ...ახლაც. მაგრამ ღვაწლი და ბრძოლაა ხომ ცხოვრება.
მებრძოლი აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:14 PM
პოსტი #71


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რა ძნელია ასეთ მიუჯაჭველობამდე მისვლა! სწორედ ამიტომ კრიშნა მისი
მიღწევის მდაბალ გზებსა და მეთოდებზეც მიგვითითებს. ნებისმიერი ადამიანისთვის
ყველაზე ადვილი გზა საქმის კეთება, თან კი მის შედეგებზე
უარის თქმაა. ჩვენივე სურვილია ის, რაც გვბოჭავს. თუ საქმის ცუდ ან
კარგ ნაყოფზე უარს ვერ ვიტყვით, მისი ზურგით თრევა მოგვიწევს, ხოლო
თუ ჩვენი თავისთვის კი არა, ღვთის სადიდებლად ვიშრომებთ, ნაყოფი
თვითონ იზრუნებს თავის თავზე. `საქმის კეთების უფლება გაქვთ, მაგრამ
ნაყოფთან არა გაქვთ ხელი. ჯარისკაცი შედეგისთვის არ იბრძვის. ის
თავის მოვალეობას ასრულებს. დამარცხებაც და გამარჯვებაც მას კი არა,
გენერალს ეკუთვნის. ჩვენც ჩვენს საქმეს სიყვარულისთვის ვაკეთებთ, გენერლის
სიყვარულისთვის, ღმერთის სიყვარულისთვის. . . .
თუ ძლიერი ხარ, შეუდექი ვედანტას ფილოსოფიას და დამოუკიდებელი
იყავი. თუკი ეს გიმძიმს, ადიდე ღმერთი; თუ ესეც არ შეგიძლია, რაიმე გამოსახულებას
ეცი თაყვანი. თუ ამის ძალაც კი არ შეგწევს, რაიმე კარგი საქმე
გააკეთე და სარგებელზე არ იფიქრო. ყველაფერი, რაც გაგაჩნია, ღმერთის
მსახურებას შესწირე. ნუ დაიხევ უკან!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 09:15 PM
პოსტი #72


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 09:08 PM) *

lingvo

ეგ ლიტერატურაა ზუსტად რო მიჯაჭვავს და "მაკომპლექსებს" biggrin.gif
ქვეყნად მრავალნაირი თაყვანისცემა არსებობს. ავადმყოფი ადამიანი
ძლიერ ღვთისმოშიში ხდება. . . . ბევრს ლოცულობს ისიც, ვისაც
ქონება დაუკარგავს და ფულის დაბრუნება სურს. თაყვანისცემის უმაღლესი
ფორმა კი ისაა, როცა ღმერთი გიყვარს და მისგან არაფერი გსურს. შეი-
ძლება იკითხოთ, `თუკი ღმერთი არსებობს, რატომაა ქვეყნად ამდენი ტანჯვა?~
ამაზე მორწმუნე მოგიგებთ: `ქვეყნად უბედურება მეფობს, მაგრამ მეც
სწორედ ამიტომ მიყვარს უფალი. იმისთვის კი არა, რომ ტანჯვა ამაცილოს,
არამედ იმისთვის, რომ ის თვითონ სიყვარულია.~ ყველა სხვა თაყვანისცემა
დაბალი დონისაა. თუმცა კრიშნა არაფერს გმობს. უქმად ყოფნას სჯობს
რაიმე აკეთო. ვინც ღმერთს სცემს თაყვანს, თანდათან გაიზრდება და უანგაროდ
შეიყვარებს მას. . . .

ქრისტიანობა პირიქით ათავისუფლებს მოყვასო smile.gif
ღვთისმოშიშობა სიბრძნის დასაბამიაო ხომ გსმენია? სიყვარულის სისრულის შემეცნება ქრისტიანობაშია. ყველაზე დიდი მცნებებია:
1. "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა"

2. "შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი"


იფიქრე ამ მცნებებზე, ჩაუღრმავდი smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:20 PM
პოსტი #73


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



abo

ციტატა
რომ გაკომპლექსებს კარგია, ე.ი. რაღაც ნერვი გაატოკა, მასე ვიყავი თავიდან და ცოტა კიდევ...ახლაც. მაგრამ ღვაწლი და ბრძოლაა ხომ ცხოვრება. მებრძოლი აბო.


სიტყვა "მაკომპლექსებს" ბრჭყალებში ჩავსვი თუ დაინახე smile.gif

მართლმადიდებლური ლიტერატურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ სხვა ლიტერატურა მირჩევნია... უკვე აღარც სხვას ვკითხულობ სიმართლე რომ ითქვას. ვცდილობ კითხვას თავი დავანებო და საქმეზე გადავიდე smile.gif

ციტატა
ქრისტიანობა პირიქით ათავისუფლებს მოყვასო ღვთისმოშიშობა სიბრძნის დასაბამიაო ხომ გსმენია? სიყვარულის სისრულის შემეცნება ქრისტიანობაშია. ყველაზე დიდი მცნებებია:1. "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა"2. "შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი"იფიქრე ამ მცნებებზე, ჩაუღრმავდი


ნუ აპირისპირებ ქრისტიანობას და ვედანტიზმს. მე ერთიანობას ვხედავ მათში. შენ კი განასხვავებ, ამიტომ თუ გაბრკოლებს არ წაიკითხო და მორჩა a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 09:21 PM
პოსტი #74


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
კარგია საქმეზე გადასვლა, მაგრამ სანამ კარცერიდან არ გათავისუფლდები და ტუსაღობაზე უარს არ იტყვი როგორ გააკეთებ?
ჭეშმარიტი თავისუფლება კი მართლმადიდებლობაშია. იფიქრე ამაზე მოყვასო smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:23 PM
პოსტი #75


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ახლა ორიოდე სიტყვით კრიშნას ცხოვრებაზე უნდა მოგითხროთ. კრიშნასა
და ქრისტეს ცხოვრება ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. იმაზეც კი კამათობენ, თუ
ვინ ვის დაესესხა.
ორივეს გაჩენის დროისთვის ტირანი მეფობდა. ორივე ბაგაში დაიბადა.
ორივეს გაჩენისას მშობლები გზაში იყვნენ. ორივე ანგელოზმა იხსნა.
ორივე შემთხვევაში იმ წელს დაბადებული ყველა ბიჭი დახოცეს. ბავშვობა
მათ ერთნაირი ჰქონდათ. . . . და კიდევ _ ორივეს სიცოცხლე მკვლელობით
დასრულდა. კრიშნა უნებლიედ შემოაკვდათ. თავისი მკვლელი მან
ცად აღამაღლა. ქრისტეც მოკლეს და მან დალოცა ავაზაკი და სამოთხეში
შეუშვა იგი.
ახალი აღთქმისა და გიტას მოძღვრებებიც ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. ადამიანის
ფიქრი ერთნაირად მიიკვლევს გზას. . . . ამის პასუხს თვით
კრიშნას სიტყვებში ვიპოვით: `როცა სიწმინდე მცირდება და უღმერთოება11
მძლავრობს, მე მოვდივარ ქვეყნად _ მართალთა შემწედ ვბრუნდები მიწაზე
ისევ და ისევ. ამიტომ როცა კაცთა მოდგმის ასამაღლებლად მოღვაწე დიად
სულს შეხვდები, იცოდე, რომ მე მოვედი და თაყვანი ეცი.~ . . .
`როცა ეცემა ქვეყნად სიწმინდე, უკეთურობით ქვედამხობილი,
მე ვევლინები ქვეყნიერებას, ჩემივე ნებით გამოხმობილი. [4.7.]
ბოროტეულთა მლეწველად, მკვლელად, მართალთა შემწედ, და მათდა მხსნელად,
ჟამიდან ჟამად მე ვიბადები სჯულიერების დამდგენად, მცველად.




მაგრამ საკითხავია, თუკი ქრისტეს ან ბუდას სახით თვით ღმერთი გვეცხადება,
მაშინ რატომაა ქვეყნად ამდენი განხეთქილება? სწავლებას შესრულება
სჭირდება! ღვთის ერთგული ჰინდუ გეტყვით, რომ თვით ღმერთია ქრისტეც,
კრიშნაც, ბუდაც და ყველა სხვა დიდი მასწავლებელიც. ჰინდუ ფილოსოფოსი
აგიხსნით, რომ ესენი ყველანი დიადი სულები არიან. ისინი უკვე
განთავისუფლდენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უარი თქვეს საკუთარ თავისუფლებაზე
მანამდე, სანამ მთელი სამყარო იტანჯება. კვლავ და კვლავ
ბრუნდებიან ისინი, ადამიანის სახეს იღებენ და კაცობრიობას ეშველებიან.
მათ ბავშვობიდან იციან, ვინ არიან და რისთვის მოვიდნენ . . . და ჩვენსავით
მიჯაჭვულობის გამო არ შობილან. . . . თავისივე თავისუფალი
ნებით მოდიან და უნებურად უზარმაზარ სულიერ ძალას ასხივებენ. ამას
წინ ვერაფერი დაუდგება. კაცთა მოდგმის უმეტესი ნაწილი სულიერების
მორევში ეშვება და ამ მოძრაობას მხოლოდ იმიტომ არ უჩანს ბოლო, რომ
ერთ-ერთმა დიადმა სულმა მისცა ბიძგი. ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდება,
სანამ მთელი კაცობრიობა არ გათავისუფლდება და ამ პლანეტაზე
დადგმული წარმოდგენაც არ დასრულდება.
დიდება იმ დიად სულებს, რომელთა ცხოვრებასაც ჩვენ ვსწავლობთ! ისინი
ამ სამყაროს ცოცხალი ღმერთები არიან და თაყვანიც მათ უნდა ვცეთ.
ჩვენ მას მხოლოდ მაშინ ვცნობთ, როცა ადამიანის სახით გვეცხადება.
სინამდვილეში კი ის ყველგანაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ. მხოლოდ მაშინ
ვამჩნევთ, როცა ადამიანის ფორმით იზღუდება. . .


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 09:25 PM
პოსტი #76


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(lingvo @ Dec 16 2009, 09:21 PM) *

Atman
კარგია საქმეზე გადასვლა, მაგრამ სანამ კარცერიდან არ გათავისუფლდები და ტუსაღობაზე უარს არ იტყვი როგორ გააკეთებ?
ჭეშმარიტი თავისუფლება კი მართლმადიდებლობაშია. იფიქრე ამაზე მოყვასო smile.gif

ვახო,შენ მართლმადიდებელ ადამინს ესაუბრები სხვათაშორის და არ გინდა ეს დამრიგებლური ტონი,არაა საჭირო ეს ცაში რონინი,დაეშვი მიწაზე და ადამინურად ესაუბრე,არ გინდა რა ჭკუის სწავლება,მე რომ ეგ მითხრა მართლმადიდებელს ხომ მართლა მომეშლება ნერვები და შენი ჭკუით არამართლმადიდებელს ეუბნევი და ხომ საერთოდ უნდა გაუქრეს სურვილი წერა-კითხვის?
ნუ გგონია შენი თავი ღვაწლმოსილი წმინდანი,ადამინი შეიძლება სულაც არ იყოს დიდი მორწმუნე,მაგრამ მაინც სათნო ეყოს უფალს,არ იცოდე ამინც წმინდა მამათა სწავლებებიდან.
დაანებე თავი აქ ვიღაცეების "მოქცევას".


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:28 PM
პოსტი #77


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ციტატა
Atmanკარგია საქმეზე გადასვლა, მაგრამ სანამ კარცერიდან არ გათავისუფლდები და ტუსაღობაზე უარს არ იტყვი როგორ გააკეთებ?ჭეშმარიტი თავისუფლება კი მართლმადიდებლობაშია. იფიქრე ამაზე მოყვასო


მერე ვინ თქვა რომ მართლმადიდებელი არ ვარ? უბრალოდ შენგან განსხვავებით განვთავისუფლდი სატუსაღოდან და ვცდილობ სხვებიც გავანთავისუფლო a075.gif

შენ ამ ფრაზაზე იფიქრე მოყვასო: "იყავით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი!"


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 09:29 PM
პოსტი #78


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 09:28 PM) *

lingvo
მერე ვინ თქვა რომ მართლმადიდებელი არ ვარ? უბრალოდ შენგან განსხვავებით განვთავისუფლდი სატუსაღოდან და ვცდილობ სხვებიც გავანთავისუფლო a075.gif

შენ ამ ფრაზაზე იფიქრე მოყვასო: "იყავით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი!"

ვფიქრობ. შენ ფიქრობ, რომ ყველა რელიგია სწორია? მართლმადიდებლობაც, ინდუიზმიც, და ასე შემდეგ ყველა ღმერთთან მიმყვანებელია?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:35 PM
პოსტი #79


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ციტატა
ვფიქრობ. შენ ფიქრობ, რომ ყველა რელიგია სწორია? მართლმადიდებლობაც, ინდუიზმიც, და ასე შემდეგ ყველა ღმერთთან მიმყვანებელია?


მაგ კიტხვაზე ბევრს და ბევრჯერ ვუპასუხე უკვე...

შენ კი ის მითხარი ღმერთის სიყვარული ხატების წინ სათნო სახით თავდახრილი დგომა გგონია? ჯოჯოხეთის შიში გგონია? სამოთხეზე ოცნება გგონია? ცხონებაზე ზრუნვა გგონია? არაა ეგ ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარული! ხატებს ვაკოცებ! ვეთაყვანები! შევეცდები მიყვარდეს! მაგრამ თავდახრილი და "სათნო" სახით არ დავდგები მათ წინ! ღმერთი შენს გარეთ არ არის მარტო! შენშიც არის და პატივი ეცი იმ ღმერთს რომელიც შენს გულშია და სძინავს!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 09:41 PM
პოსტი #80


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 09:35 PM) *

შენ კი ის მითხარი ღმერთის სიყვარული ხატების წინ სათნო სახით თავდახრილი დგომა გგონია? ჯოჯოხეთის შიში გგონია? სამოთხეზე ოცნება გგონია? ცხონებაზე ზრუნვა გგონია? არაა ეგ ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარული! ხატებს ვაკოცებ! ვეთაყვანები! შევეცდები მიყვარდეს! მაგრამ თავდახრილი და "სათნო" სახით არ დავდგები მათ წინ! ღმერთი შენს გარეთ არ არის მარტო! შენშიც არის და პატივი ეცი იმ ღმერთს რომელიც შენს გულშია და სძინავს!

ცხოვნებაზე უნდა იზრუნო, ეს იგივე ღმერთთან ერთობაა ატმან და მისკენ პიროვნული სწრაფვა სწორედ სიყვარულის გამოვლინებაა. უფალთან ერთობაა სამოთხე და მისგან განშორება ჯოჯოხეთი. ხატების წინ ლოცვა კი მასთან და წმიდანებთან საუბარია. ეს შენი პიროვნებიდან მომდინარეობას. ყოველ გარეგნულ ქმედებას განსაძღვრავს შინაგანი სულიერი მხარე და არა ფარისევლურად მხოლოდ გარეგნული წესების შესრულება.

იქნებ მიპასუხო მეც დასმულ კითხვაზე თუ არ გეზარება smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 04:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი