IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >  
Closed TopicStart new topic
> ბჰაგავატ გიტა, აუდიო წიგნი
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:46 PM
პოსტი #81


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

კარგად განმიმარტე რას ნიშნავს სიტყვა ცხოვნება და გიპასუხებ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 09:50 PM
პოსტი #82


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 09:46 PM) *

lingvo
კარგად განმიმარტე რას ნიშნავს სიტყვა ცხოვნება და გიპასუხებ.

სულის ცხოვნება არის უფალთან ერთობა მარადიულობაში, სასუფეველში. ადამიანის სულისთვის ენით გამოუთქმელი მარადიული სიხარული და ბედნიერებაა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 09:53 PM
პოსტი #83


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

რასაც შენ ამბობ ეგ სამოთხეა და არ განსხვავდება იმ ნირვანაში ლივლივისგან ასე რომ მოიძულეთ მართლმადიდებლებმა. სამოთხეც არსებობს, მაგრამ შენ ის მითხარი:

ცნება "იყავით სრულ ვითარცა მამა თქვენი ზეციერი" და ცნება: "სასუფეველი" ერთი და იგივეა?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 09:59 PM
პოსტი #84


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 09:53 PM) *

lingvo
რასაც შენ ამბობ ეგ სამოთხეა და არ განსხვავდება იმ ნირვანაში ლივლივისგან ასე რომ მოიძულეთ მართლმადიდებლებმა. სამოთხეც არსებობს, მაგრამ შენ ის მითხარი:

ცნება "იყავით სრულ ვითარცა მამა თქვენი ზეციერი" და ცნება: "სასუფეველი" ერთი და იგივეა?

სრულყოფა ნიშნავს ადამიანის განღმრთობას ატმან. ესეიგი ჩვენი ნებით და ღვთის მადლით უფალ იესო ქრისტეს მოწაფეობას, მისი სრულყოფილებისაკენ სწრაფვას.

სასუფეველია სადაც უფალი სუფევს და მასთან ერთად ზეციური ძალნი, წმიდანები.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 10:09 PM
პოსტი #85


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ციტატა
სრულყოფა ნიშნავს ადამიანის განღმრთობას ატმან.


გეთანხმები.

ციტატა
ესეიგი ჩვენი ნებით და ღვთის მადლით უფალ იესო ქრისტეს მოწაფეობას, მისი სრულყოფილებისაკენ სწრაფვას.


ამაშიც გეთანხმები, მაგრამ მოწაფეობა ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს? ვერასოდეს ვერ იპოვი ცათა სასუფეველს თუ სულ მოწაფე იქნები.

ციტატა
სასუფეველია სადაც უფალი სუფევს და მასთან ერთად ზეციური ძალნი, წმიდანები.


გგონია რამე კონკრეტული ადგიულია ცათა სასუფეველი? smile.gif

ჩვენშია იგი და ჩვენ შორისაა. მთავარია თვალი გავახილოთ თორე აქაა და ახლა არც იქაა და არც მომავალში. შენ გგონია მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ხვდება ადამიანი ცათა სასუფეველში?


მოდი გულახდილად მითხარი იმისთვის მელაპარაკები რომ მეკამათო და ჩემს სიმცდარეწში დამარწმუნო თუ მართლა გაინტერესებს ეს ყველაფერი?

გულახდილობას ვითხოვ პირველ რიგში smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 10:22 PM
პოსტი #86


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
არ გეკამათები, გესაუბრები. მოწაფეობა ყოველთვს გრძელდება, ადამიანის სრულყოფა მარადიული პროცესია. სასუფეველი კი აქ იწყება ჩვენი აქ ცხოვრების დროს, ჩვენს გულებში უნდა ვეძებოთ იგი.

მე რაში დაგარწმუნებ ან გადაგარწმუნებ ატმან, უბრალოდ გესაუბრები და ვცდილობ გულახდილობასაც.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 16 2009, 10:24 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
ცნება "იყავით სრულ ვითარცა მამა თქვენი ზეციერი" და ცნება: "სასუფეველი" ერთი და იგივეა?

ერთი ზედსართავი სახელია მეორე არსებითი ხომ? ერთიდა იგივე ვერ იქნება...
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 10:36 PM
პოსტი #88


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ციტატა
მოწაფეობა ყოველთვს გრძელდება, ადამიანის სრულყოფა მარადიული პროცესია. სასუფეველი კი აქ იწყება დედამიწაზე.


მართალი ხარ, მაგრამ როგორც სუფიები ამბობენ ის ვერ გაგანთავისუფლებს ვინც თავად არაა თავისუფალი...

ვედური სიბრძნე ისეთი რაღაცაა, ნახევრად ცოდნა უფრო სახიფათოა ვიდრე არცოდნა, ამიტომ დამტიე მარტო ამ კარცერში a075.gif

სწორ გზას ადგახარ შენც და შენ გზას მიყევი, მხოლოდ მეტი აქცენტი სიყვარულზე და სიხარულზე და ნაკლები აქცენტი ცოდვილობის განცდაზე. დიდი ეგოიზმია საკუთარი თავის დამდაბლებაც იმისთვის რომ ამაღლდე a075.gif

abo

ციტატა
ერთი ზედსართავი სახელია მეორე არსებითი ხომ? ერთიდა იგივე ვერ იქნება... აბო.


არსს ვგულისხმობ, გრამატიკულად ნუ ჩამომაყალიბებინებთ ახლა biggrin.gif

პ.ს. მოძღვარი მხოლოდ იმ საფეხურზე ასვლას გასწავლის, რომელ საფეხურზეც თვითონ დგას...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 10:44 PM
პოსტი #89


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 10:36 PM) *

სწორ გზას ადგახარ შენც და შენ გზას მიყევი, მხოლოდ მეტი აქცენტი სიყვარულზე და სიხარულზე და ნაკლები აქცენტი ცოდვილობის განცდაზე. დიდი ეგოიზმია საკუთარი თავის დამდაბლებაც იმისთვის რომ ამაღლდე a075.gif

არ გეკამათები ატმან. უბრალოდ ცოდვილობის და ცოდვების განცდა უმთავრესია ქრისტიანობაში. აქედან მოდის სიმდაბლე, რომლის გარეშეც სასუფეველს ვერ იმკვირდებს ადამიანი. ცოდვების დანახვას სინანულამდე მიჰყავხარ. უფალი სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს და მისი მცნებების შესრულებაა ჩვენი სიყვარულის გამოვლინება.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 10:50 PM
პოსტი #90


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ციტატა
არ გეკამათები ატმან. უბრალოდ ცოდვილობის და ცოდვების განცდა უმთავრესია ქრისტიანობაში. აქედან მოდის სიმდაბლე, რომლის გარეშეც სასუფეველს ვერ იმკვირდებს ადამიანი. ცოდვების დანახვას სინანულამდე მიჰყავხარ. უფალი სწორეს სინანულისკენ მოგვიწოდებს და მისი მცნებების შესრულებაა სიყვარული.


კი, ოღონდ საწყის ეტაპზე. შემდეგ უკვე ცოდვების გამო "დანაშაულის გრძნობა" სინანული აღარაა უკვე და ცუდის მეტს არაფერს მოგვიტანს. თუ რწმენა გაქვს უნდა დაიჯერო რომ მოგიტევა უფალმა და აღარ იფიქრო წარსულ ცოდვებზე. არ უნდა იყოს ცოდვილობის განცდა უმთავრესი. არაა ეს ქრისტიანობა. ქრისტიანობა სიხარულია პირველ რიგში. გულღია და თამამი სიხარული... და არა თავჩაქინდრული ღიმილი და საკუთარი ცოდვილობის განცდა. მოინანიე! მოგეტევა! და აღარ იფიქრო მაგაზე! წარმომიდგენია როგორ უნდა ღმერთს რომ გითხრათ: მოგიტევე უკვე და ნუ შემჭამეთ ამდენი პატიების თხოვნითო! biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 16 2009, 10:55 PM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



Atman ისე მაგ წიგნები მსუბუქად გადავათვალიერე, არც თუ ისე ადვილად იკითხება, რაღაც კამათები წავიკითხე კათოლიკე მისიონერთან, გურუმ მოუგო პაექრობა, მაგრამ მისიონერი რატომღაც ისეთ საკითხებზე შეტორმუზდა, არ მოველოდი. მიკერძოება მომეჩვენა, მაგრამ პაექრობა იყო დიდი დონის.
ლინგვო სწორს გეუბნება. სწავლა სიკვდილამდეა, აქედან სულ მოსწავლე ხარ. მაგ. სიცოცხლეში, ერში ჩვენს გვერდით დადის მომავალი წმინდანი. იგი ჩვენთვის ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, შეიძლება კაი ხასიათზე საქმეც გაურჩიოთ. ის ამ დროს წმინდა ჭურჭელია მხოლოდ აღიარებული არ არის ჯერ, მაგრამ სიკვდილამდე სულ ღვაწლშია ე.ი. სწავლობს.
ცათა სასუფეველია ის გზა რასაც უფალთან მიყავხარ და როცა მის გულს მიაღწევ იქაა უფალი (მე ასე წარმომიდგენია) ამიტომ იმ გზის დასაწყისი სულ ფეხებში გვაქვს და ჩვენ გაურბივართ. შეიძლება იმ გზას დავადგეთ კიდეც, მაგრამ ციცაბოა და ბევრი გადმოსვარდნი, თუმცა ასაბობღებელიც იქვეა. ხოდა რავი Yველას უსურვებ ის გზა წვალებით, მაგრამ მაინც ბოლომდე გამარჯვებით გაევლოს.

ნირვანები და მედიტაციები მხოლოდ ვერ ეტევა ქრისტეში. შეგიძლია ახსნა და ისაუბრო ფაქტია, შენი თემაა და აპოლოგეტიკა.Atman


ციტატა
ქრისტიანობა სიხარულია პირველ რიგში. გულღია და თამამი სიხარული... და არა თავჩაქინდრული ღიმილი და საკუთარი ცოდვილობის განცდა. მოინანიე! მოგეტევა! და აღარ იფიქრო მაგაზე! წარმომიდგენია როგორ უნდა ღმერთს რომ გითხრათ: მოგიტევე უკვე და ნუ შემჭამეთ ამდენი პატიების თხოვნითო!

ამას რომ კაცი ჩაწვდება ის უკვე ქრისტიანია გაგებით
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 10:59 PM
პოსტი #92


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



abo

სწავლა სიბერემდეა რა თქმა უნდა, მაგრამ გადმოვარდნის შიში არ უნდა გქონდეს და უნდა იცოდე რომ ღმერთი ყოველთვის გეხმარება. განთავისუფლებაში სწორედ შიშისგან განთავისუფლებას ვგულისხმობ თორე თავისუფალ ადამიანს უფრო მეტად სწყურია მერე რომ მეტი ისწავლოს რათა სხვებსაც ასწავლოს.

სხვათა შორის კრიშნაიტები ამბობენ რომ კრიშნა და ქრისტე ერთი და იგივეა, ანუ ერთი და იგივე ღმერთის სხვადასხვა ინკარნაციაა...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 16 2009, 11:01 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 10:55 PM) *

abo

სწავლა სიბერემდეა რა თქმა უნდა, მაგრამ გადმოვარდნის შიში არ უნდა გქონდეს და უნდა იცოდე რომ ღმერთი ყოველთვის გეხმარება. განთავისუფლებაში სწორედ შიშისგან განთავისუფლებას ვგულისხმობ თორე თავისუფალ ადამიანს უფრო მეტად სწყურია მერე რომ მეტი ისწავლოს რათა სხვებსაც ასწავლოს.

რა თქმა უნდა სავსებით გეთანხმები, მაგი ის შიშია მონანიებულს კიდევ რომ ცოდავ... მაგია ყველაზე მეტად რომ გიმძიმებს ხასიათს და ქვეშეფსიას გხდის. ჭეშმარიტი ქრისტიანი სწორია, ე.ი. უშიშარია.
მაინც მშიშარა აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 11:05 PM
პოსტი #94


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
ინკარნაციას და რეინკარნაციას უარყოფს ქრისტიანობა. ადამიანი ერთხელ იბადება ამქვეყნად და ერთხელ ცხოვრობს დედამიწაზე. იმედია შენც ამისი გწამს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 11:08 PM
პოსტი #95


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



abo

ციტატა
მაინც მშიშარა აბო.


ინსტინქტებით ყველანი მშიშრები ვართ, მაგრამ ლაჩრობა ისაა როცა ცნობიერებით გეშინია და არა ინსტინქტით... ანუ როცა სულს ეშინია...

lingvo

ციტატა
ინკარნაციას უარყოფს ქრისტიანობა. ადამიანი ერთხელ იბადება ამქვეყნად და ერთხელ ცხოვრობს დედამიწაზე. იმედია შენც ამისი გწამს.


რეინკარნაციის უარყოფას თავის ფუნქცია აქვს და ამას გვიან მივხვდი (თუმცა თავიდან დიდის ამბით ვგმობდი) biggrin.gif

რთული ასახსნელია და მარტივად რომ ავხსნა ასე ვიტყვი: რეინკარნაცია თან არსებობს და თან არა. გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. იმ კუთხით რომლითაც უმეტესობა უყურებს სამყაროს, რეინკარნაცია რეალობაა... მაგრამ ამაზე კამათი არ გვინდა ახლა.

რაც შეეხება ღმერთის ხორციელად მოსვლას ეს ინკარნაციაა და განსხეულებას ნიშნავს, რახან "ინდური" სიტყვაა მაგის გამო მოგხვდა ალბათ ცუდად ყურზე smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 11:08 PM
პოსტი #96


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
მუდმივი სინანული იცი რატომა რის საჭირო ატმან? იმიტომ რომ ადამიანი დაცემული ბუნების მქონეა და ამ ქვეყნად ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის სცოდავას და ყოველთვის ჭირდება ამ ცოდვების განცდა და სინანული. ასეთი შედარებაცაა: ვინაიდან ეს სოფელი ბოროტებაშია ჩაძირული, ადამიანს ცხოვრებისეულ გზაზე მაინც დაესვრება ფეხი, ამიტომ საჭიროა მათი განბანვაო smile.gif
თორემ, მხდალობა და მშიშრობა რა მოსაწონია?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 11:20 PM
პოსტი #97


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ციტატა
მუდმივი სინანული იცი რატომა რის საჭირო ატმან? იმიტომ რომ ადამიანი დაცემული ბუნების მქონეა და ამ ქვეყნად ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის სცოდავას და ყოველთვის ჭირდება ამ ცოდვების განცდა და სინანული. ასეთი შედარებაცაა: ვინაიდან ეს სოფელი ბოროტებაშია ჩაძირული, ადამიანს ცხოვრებისეულ გზაზე მაინც დაესვრება ფეხი, ამიტომ საჭიროა მათი განბანვაო


ისვრება ხელი, ფეხი, თავი, გონება... მაგრამ არა სული! სული სუფთა იყო ყოველთვის და სუფთა იქნება, ჭუჭყი ფარავს უბრალოდ და ეს ჭუჭყი გვგონია საკუთარი თავი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 16 2009, 11:22 PM
პოსტი #98


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
აქ საუბარია სულის განწმედაზე ატმან smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 11:27 PM
პოსტი #99


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

მე არ მაქვს სული... მე თავად ვარ სული...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Dec 17 2009, 01:30 AM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



მოგესალმებით IPB-ს სურათი
ვკითხულობ რამოდენიმე კითხვა გამიჩნდა IPB-ს სურათი რავი თუ იცით

ციტატა
ის, ვინც მიატოვა ყოველგვარი სურვილი, ვისაც არ სურს
არაფერი, არც თვით ეს ცხოვრება, არც თავისუფლება, არც ღმერთები

ღმერთები? ბევრი ღმერთი გვყავს? რამდენი თუ საიდუმლო არაა? IPB-ს სურათი

ციტატა
ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე
იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი
ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან,
მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც
თავს იგვემს. . . . მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ,
არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ,

ასკეტიზმი არაო ? თუ არავითარი ასკეტიზმი შრომაში რას გულისხმობს ვერ მივხვდი? ჭაამას და მედიტაციას ? IPB-ს სურათი

ციტატა
ვინც გრძნობის ორგანოებს გონების ძალით
თანდათანობით იმორჩილებს

გონებით დავიმორჩილოთ გრძნობები და ამ ყველაფერში რამე რომ იყოს კრიშნა ბუდა ღმერთები არც გვჭირდება? ანუ უფლის შეწევნის გარეშე ვახერხებთ ამ ყველაფერს?

ციტატა
მხოლოდ უფალს
მიეჯაჭვეთ, სხვას არაფერს

მცოდნეც რომ იყოთ, ნუ მოუშლით უმეცარს ბავშვურ რწმენას, არამედ
დაეშვით მის დონემდე და თანდათანობით აამაღლეთ იგი.

ნუ ახლა რაც მართალია ვერ დავუკარგავთ..
თან აქტუალური საკითხია.. : )


ციტატა
სამყაროში ყველაფერი კარგი,
წმინდა და მშვენიერია.

კაქი რაა..

ციტატა
დღე და ღამ იშრომეთ! `ყოველგვარი მოვალეობა ბორკილია.

თუ მოვალეობა ბორკილია რომლისგანაც უნდა განვთავისუფლდეთ მაშინ

ციტატა
ჯარისკაცი შედეგისთვის არ იბრძვის. ის
თავის მოვალეობას ასრულებს.

ჯარისკაცი რატომ ასრულებს თავის მოვალეობას მევერგავიგე

ციტატა
თუ ესეც არ შეგიძლია, რაიმე გამოსახულებას
ეცი თაყვანი.


რა გამოსახულებას თუ კრიშნა გწამთ მითხარით.. მითხუმ ჩაკრაპორტის პლაკატს.? IPB-ს სურათი ; )

ციტატა
ახლა ორიოდე სიტყვით კრიშნას ცხოვრებაზე უნდა მოგითხროთ. კრიშნასა
და ქრისტეს ცხოვრება ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. იმაზეც კი კამათობენ, თუ
ვინ ვის დაესესხა.


IPB-ს სურათიიუმორი გაქვს იშვიააათ. ; )

ციტატა
ნახე, არჯუნა!

ზიტა ვიცოდი, გიტა გავიგე, აი ეს არჯუნა ვინღაა ოღონდაც IPB-ს სურათი : )




ციტატა
მაგრამ თავდახრილი და "სათნო" სახით არ დავდგები მათ წინ!

კაქი გაჩელდი ეხლა.. აბა დოინჯით და წარბშეკრული დადგები?

ციტატა
მხოლოდ მეტი აქცენტი სიყვარულზე და სიხარულზე და ნაკლები აქცენტი ცოდვილობის განცდაზე.

სიყვარულზეა აქცენტი ჩემო კარგო.. სიყვარულია ცოდვების განცდა სხვა არაფერი, გიყვარს ღმერთი იცი რა სწყინს (ნუ მართლმადიდებლურს უნდა გაეცნო რომ გაიგო ეს, ქრისტეს) აკეთებ იმას რითაც იცი რომ გული ატკინე და ამის მერე როგორ დადგები მის წინაშე? თვალანთებული და სიხარულით აღტკინებული?
ვერ არის ხომ გასაგები
ნუ აი ადამიანი გიყვარს უზომოოდ, აი დედა , ვთქვათ გითხრა რომ ეს ეს არ გააკეთო თუ გიყვარვარო, მაგ. იქ არ წახვიდე, ეს მოიტანე.. ეთს, ჩემთვის მტკივნეულიაო, შენ ადექი და გააკეთე ყველაფერი , ანუ ვერ შეასრულე თხოვნა, და ისევ, და ისევ, ოდა მოდიხარ სახლში ხედავ დედას, იცის რომ არაფერი არ დაუჯერე, ნაწყენია, გული ეტკინა , როგორ გთხოვა, შენ კიდევ IPB-ს სურათი .. ასეთ დროს როგორ წარმოგიდგენია შენი თავი? დედის წინაშე დადგები გაბადრული სახით, თავი მაღლა და ბედნიერი, ესეთია შენი გაგებით სიყვარული, თუ თავს დახრი, გული შეგეკუმშება .. სიტყვებს ვერ იპოვი..?
რომელი ჭკუათმყოფელი არ ატირდება იმის გამო რომ საყვარელ ადამიანს ხედავს გულნატკენს და იცის რომ მიზეზი თვითონაა.. აი ეს არის სინანული, გტკივა რომ სათაყვანებელ უფალს გული ატკინე.. მართლმადიდებლობა ასეთ სიყვარუLს გვასწავლის..
ეს რომ გაიგო უნდა გაიცნო უფალი, რა არის მისი ნება, მერე გაიცნო შენი თავი.. და აი მაშინ გეტყვი რომ შენ Gაიღვიძე.. დილამშვიდობიიშააა mze.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 01:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი