IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

37 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმის განვითარებისათვის, სიტუაცია,რჩევები და იდეები
თამარ
პოსტი Jan 21 2010, 02:43 PM
პოსტი #561


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 17-November 08
მდებარ.: საქართველო, ბორჯომი
წევრი № 5,960



afxazi
ფორუმის შინაარსში ყველაზე ძალიან მომწონს ღვთისმეტყველებაში ბიბლიოთეკის არსებობა და შესაბამისი რამდენიმე თემა, უნიკალური ეპისტოლეებით, რომლებიც მგონი შენ მოგიყვანია, თუ არ მეშლება; ასევე მომწონს კაიროსის აქტივობა ბიბლიოთეკაში, რისთვისაც უდიდესი მადლობა ორივეს. მაგრამ ზოგადად ამ განყოფილებებში უმეტესად მდუმარება და პასიურობა სუფევს smile.gif , გამიხარდება, თუ ფორუმზე ბიბლიოთეკა უფრო თვალსაჩინო იქნება და მეტი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია აღმოჩნდება. ეს სტრუქტურულად როგორ უნდა გაკეთდეს, არ ვიცი; ეგება ცოტა უფრო წინ წამოწევა ჯობდეს? შეიძლება ბევრი ვერ ამჩნევს ბიბლიოთეკას იქ, სადაც არის? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 21 2010, 02:53 PM
პოსტი #562


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



თამარ
ბიბლიოთეკის ცალკე საიტი გაკეთდა და ამჟამად მასალების ატვირთვა მიმდინარეობს. ალბათ სულ მალე ლინკი ფორუმზეც დაიდება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tibikonaA
პოსტი Jan 22 2010, 03:28 PM
პოსტი #563


ქეთევან
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 18-January 10
წევრი № 7,984



ვახ აგერ კესომ გამომიგზავნა ეს roki და ეს rock2 ეს ლინკები სადაც თემებია როკ მუსიკაზე, მინდა დავპოსტო მაგრამ თემა დახურულიიიაა 003.gif user.gif user.gif user.gif user.gif აუ არა და როგორ მინდა დავპოსტო აღდგენა არ შეიდძლება ? wub.gif wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 22 2010, 04:29 PM
პოსტი #564


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



tibikonaA
http://church.ge/index.php?showtopic=2298&hl=

აი თემა და დაწერე რაც გინდა smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tibikonaA
პოსტი Jan 22 2010, 08:42 PM
პოსტი #565


ქეთევან
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 18-January 10
წევრი № 7,984



kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif გაიხარეე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 26 2010, 10:10 AM
პოსტი #566


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა


...

2. უნდა დაწესდეს ფორუმის საქმიანი შეხვედრა თვეში ერთხელ, სადაც განხილული იქნება ყველაფერი, რასაც მოითხოვს თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ერთმანეთში გაიცვლება ახალი წიგნები ან ახალი სტატიები, ახალი იდეები და ახალი წევრები გაიცნობენ ძველებს და ა.შ.

....


4. ფორუმი უნდა იყოს უფრო რეკლამიზირებული და გატანილი სხვა ფორუმებზე, ასევე სკოლა-ინსტიტუტებში, უნდა მოხდეს სამთვეში ერთხელ მაინც დიდი შეხვედრების მოწყობა უპირველესად სასულიერო სასწავლებებში და ფაკულტეტებზე.

...

6. ბიბლიოთეკის დასახმარებლად უნდა გაერთიანდნენ ინ ფორუმელები, რომელთაც აქვთ სახლში სკანერი, და ნელნელა დაიწყონ დასკანერება კარგი წიგნებისა, რომელიც შემდეგ საყოველთაო ხელმისაწვდომი გახდება ბიბლიოთეკაში, ასევე რაგდან ყველა ვერ ახერხებს კომპიუტერში წიგნის წაკითხვას ან ამობეჭდვას, ამიტომ ფორუმმა უნდა მოინდომეს და რამოდენიმე კარგი წიგნი ქსეროქსზე გადაიღოს და ფორუმელებს რიგის მიხედვით გარკვეული ვადით ათხოვოს, შემდეგ კი შეკრებაზე უნდა მოხდეს ამ წიგნის ან სტატიის შესახებ საუბარი და გარჩევა, ასეთ სტატიებს ბლომად იპოვით ღვთისმეტყველების თემებშიც კი, და არის სპეციალური თემებიც.

7. რადგან ზემოთ დასახალებული უძრაობის გამო, ფორუმი სასტიკად განიცდის თეოლოგიაში ჩახედული პირების სიმცირეს, ამიტომ სხვა ფორუმელებმა, რომლებიც არიან ხელოვნებათმცოდნეები, არიან ისტორიკოსები, არიან საკმაოდ ჩახედულნი სხვადასხვა სასარგებლო საკითხებში, უნდა შეეცადონ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ფორუმელებს, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ფორუმი, მით უფრო მიმზდიველი და საინტერესო გახდება იგი.

ეს შვიდი დღეისათვის იკმარებს, დანარჩენები თქვენ დაამატეთ და ვნახოთ რა შეიცვლება და რამდენად რეალურია ამ ყველაფრის თანდათანობითი განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოაკლდა ფორუმს ლენუსი, სოტირისი ან მნათე, მოაკლდება სხვებიც, მაგალითად იგივე კანუდოსელი ან თუნდაც მე...


გავიდა ნახევარი წელი და ვერ გამოსწორდა ნახევარიც კი...

იცით თქვენ, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფორუმში ლამის ერთი თვე არ ვყოფილვარ, დავბრუნდი და მესიამოვნა, გარდა იმისა, რომ ზოგი წავიდა და ზოგიც მოვიდა, ფორუმს სტრუქტურა შეეცვალა, ამოქმედდა თავიდან ბიბლიოთეკა, ეშველა მოძღვრის თემასაც და ა.შ. მაგრამ რა აქედან? შეკეთდა გარედან და არ შეცვლილა არაფერი შიგნით!

ერთის მხრივ ფორუმში იწერება ან მამაჯემალის სტილის პროვოკაციები, ორღანებით, მმკ-ებით და ა.შ. და მეორეს მხრივ ფოტო, გაცნობა, აზრები, გამოცანები და ა.შ. არცერთი სერიოზული თემა, არცერთი განხილვა, არაფერი... ერთის მხრივ ეგ გამოწვეულია (როგორც მეშვიდეში წერია ზემოთ) ამ საქმეში ჩახედულ ხალხთა საოცარი ნაკლებობით, რაც ძალიან სამწუხაროა და მიანიშნებს იმაზე, რომ ფორუმი ვერ აინტერესებთ მათ, ფორუმი აღარაა საინტერესო და აღარაა მიმზედველი; თორემ ინტერნეტი და შესაბამისი მცირე დრო ყველას აქვს, მეტიც არათუ ახლები, არამედ ძველებიც აღარ არიან, სრული სიჩუმეა ლამის ყველა განყოფილებაში, და ასეთ ფონზე, სხვებთან ერთად მეც ცოტა არ იყოს დროც არ მაქვს ბევრი, და თან მარტო ჩემთვის საწერად ჩემი საწერები მეყოფა smile.gif

მოკლედ, რაღა გავაგრძელო, ასე არ ვარგა, რაღაც უნდა მოხდეს ცვილილება შიგნით, ფორუმს ტანსაცმელი გამოვუცვალეთ, ახლა სული უნდა ჩავუდგათ, თორემ გამოწყობილი და უსულო, იმისათვისაა განწირული, რაც გამოუწყობლადაც ემუქრებოდა.

საფიქრელიათი;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 26 2010, 02:19 PM
პოსტი #567


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



au, magra rames getyvi, modi, gaucvale afxazs adgili da mere vnaxav erTi, zustad amden droSi ra geqneba xelSi...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jan 26 2010, 03:21 PM
პოსტი #568


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(KAIROS @ Jan 26 2010, 10:10 AM) *

გავიდა ნახევარი წელი და ვერ გამოსწორდა ნახევარიც კი...

იცით თქვენ, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფორუმში ლამის ერთი თვე არ ვყოფილვარ, დავბრუნდი და მესიამოვნა, გარდა იმისა, რომ ზოგი წავიდა და ზოგიც მოვიდა, ფორუმს სტრუქტურა შეეცვალა, ამოქმედდა თავიდან ბიბლიოთეკა, ეშველა მოძღვრის თემასაც და ა.შ. მაგრამ რა აქედან? შეკეთდა გარედან და არ შეცვლილა არაფერი შიგნით!

ერთის მხრივ ფორუმში იწერება ან მამაჯემალის სტილის პროვოკაციები, ორღანებით, მმკ-ებით და ა.შ. და მეორეს მხრივ ფოტო, გაცნობა, აზრები, გამოცანები და ა.შ. არცერთი სერიოზული თემა, არცერთი განხილვა, არაფერი... ერთის მხრივ ეგ გამოწვეულია (როგორც მეშვიდეში წერია ზემოთ) ამ საქმეში ჩახედულ ხალხთა საოცარი ნაკლებობით, რაც ძალიან სამწუხაროა და მიანიშნებს იმაზე, რომ ფორუმი ვერ აინტერესებთ მათ, ფორუმი აღარაა საინტერესო და აღარაა მიმზედველი; თორემ ინტერნეტი და შესაბამისი მცირე დრო ყველას აქვს, მეტიც არათუ ახლები, არამედ ძველებიც აღარ არიან, სრული სიჩუმეა ლამის ყველა განყოფილებაში, და ასეთ ფონზე, სხვებთან ერთად მეც ცოტა არ იყოს დროც არ მაქვს ბევრი, და თან მარტო ჩემთვის საწერად ჩემი საწერები მეყოფა smile.gif

მოკლედ, რაღა გავაგრძელო, ასე არ ვარგა, რაღაც უნდა მოხდეს ცვილილება შიგნით, ფორუმს ტანსაცმელი გამოვუცვალეთ, ახლა სული უნდა ჩავუდგათ, თორემ გამოწყობილი და უსულო, იმისათვისაა განწირული, რაც გამოუწყობლადაც ემუქრებოდა.

საფიქრელიათი;

კაიროსი!


გულს ნუ გაიტეხ ძამიკო, აგერ განახლებული ბიბლიოთეკა ვნახე, აღფრთოვანებული ვარ. მე მგონი ამაში შენი წვლილიც არის მოკრძალებული. ყველაფერი გამოსწორდება, მოთმინება, მტკიცედ დგომა და თუგინდ თავდადებაა საჭირო. პირადად მგონია, რომ ფორუმი თავის ფუნქციას ასრულებს, ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მომატებაც არ გვაწყენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 26 2010, 03:46 PM
პოსტი #569


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



damiane80
ციტატა
მე მგონი ამაში შენი წვლილიც არის მოკრძალებული

მოკრძალებული ჩემი და ადმინისაა, თორემ კაიროსოს მონდომება რომ არა ვფიქრობ ბიბლიოთეკა არ იქნებოდა დღეს.

ციტატა
ყველაფერი გამოსწორდება, მოთმინება, მტკიცედ დგომა და თუგინდ თავდადებაა საჭირო. პირადად მგონია, რომ ფორუმი თავის ფუნქციას ასრულებს, ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მომატებაც არ გვაწყენდა.


ნამდვილად ასე იქნება, მოთმინება და მიზანმიმართული მოქმედება. მთავარია რომ ფორუმზე შრმისმოყვარე ხალხია შეკრებილი, რომელთაც საქმის გაკეთების სურვილი ამოძრავებთ, ეს საფმე კი ჩემი ღრმა რწმენით მხოლო ფორუმით არ უნდა შემოიფარგლოს, ამის ნათელი დასტური თუნდაც ბიბლიოთეკაა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 26 2010, 04:54 PM
პოსტი #570


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(KAIROS @ Jan 26 2010, 10:10 AM) *

ერთის მხრივ ეგ გამოწვეულია (როგორც მეშვიდეში წერია ზემოთ) ამ საქმეში ჩახედულ ხალხთა საოცარი ნაკლებობით, რაც ძალიან სამწუხაროა და მიანიშნებს იმაზე, რომ ფორუმი ვერ აინტერესებთ მათ, ფორუმი აღარაა საინტერესო და აღარაა მიმზედველი;


აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ეგ არის მიზეზი ერთი მხრივ. შენ არ დაგიწერია მეორე მხრივ, რისგანაა გამოვწვეული ასეთი მდგომარეობა. ალბათ იმიოტმ არ დაწერე, რომ მკაცრ ტონს მოერიდე. აი მე დავწერ მეორეს მხრივ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, რადგანაც მკაცრი ტონის ობიექტებში პირველ რიგში მე მოვიაზრები და საკუთარ თავს გავკიცხავ.

მეორე მხრივ, მიზეზი ის არის, რომ ჩვენ არ ვართ სწავლის მოშურნე და გართობა გვძალავს. შენ გინდა, რომ ფორუმზე განიხილებოდეს მრავალი საღვთისმეტყველო თუ საეკლესიო სამართლის საკითხები; ზოგადად ფორუმის ყველა განყოფილებაში ღრმა განხილვები მიმდინარეობდეს. ამას რა ჯობია, ეს ყველას გვინდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ზოგადად ფორუმის არსი, მიზანი. ფორუმზე შეიძლება ისეთი საკითხების განხილვა, რაც წიგნიში ან ინტერნეტში არ წერია, ან რაზედაც აზრთა სხვადასხვაობაა და ა.შ. თუ ადამიანი სწავლის მოშურნეა იგი გადაქექავს წიგნებსა და ინტერნეტს, გაიგებს და ისწავლის მრავალ რამეს, რის დროსაც გაუჩნდება შეკითხვები და საკუთარი შეხედულებები ამ ღვთისმეტყველებაში, საეკლესიო სამართალში თუ სხვაში. მერე ადგება და ფორუმზე განიხილავს მათ. მაგრამ ადამიანს თუ არა აქვს შეხება რელიგიურ ლიტერატურასთან, მაშინ ღრმა განსახილვბელი თემებიც არ ექნება მას. ამის ცოცხალი მაგალითი აგერ ვარ.

წინა აბზაცში დავწერე "ამას რა ჯობია, ეს ყველას გვინდა". ვიღაცა იტყვის: თუ გინდათ, მაშ რატომ არ აკეთებთ არაფერს? თან გინდათ და თან არ ინდომებთ, ეს რაღა სურვილია და მონდომება? ესე იგი, არ გინდათ. და მართალიც იქნება ის ვიღაც, ვინც ამას იკითხავს.

ფორუმი ეს არის უდიდესი დამხმარე ცოდნას დაწაფებულ და სწავლის მოშურნე ადამიანებისთვის, რადგანაც ყველას არა აქვს საშუალება თეოლოგებისა თუ მისთ. წრეში ჰქონდეს ურთიერთობა და ფორუმი ამაში ძლიერ დაეხმარება. მაგრამ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი მაინც დამხმარედ დარჩება ყოველთვის ამ საკითხში... საგზაო ნიშნები რაც არ უნდა კარგი იყოს, რაც არ უნდა ხშირად იდგეს გზაზე და რაც არ უნდა კარგად ჩანდეს, უსარგებლო იქნება, თუ გზაზე ავტომობილები არ დადიან. ამიტომ, უდიდესი დამხმარეც უფუნქციოდ რჩება, თუ დახმარების საჭიროებამდე არ მივიდა ადამიანი თვითონ.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 26 2010, 06:59 PM
პოსტი #571


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
gaucvale afxazs adgili

biggrin.gif მაგხელა თანამდებობას რავა შევეცილები biggrin.gif ეგ ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში აფხაზი საერთოდ არაფერ შუაშია, მეტიც, მის მიმართ მე პირადად (ჩვენი ფორუმსგარეთა მეგობრობის იქით) და ფირუმს მადლობის მეტი რა ეთქმის, უბრალოდ პრობლემა ისეთი ღრმაა , რომ სენატი კი არა ცალკე ვერც საქართველოს პარლამენტი გადაწყვიტავს თუ ჩვენგან არ წამოვიდდა რაიმე განახლების სურვილი და მონდომება, ასე რომ პოსტი ეხებოდა ყველა ჩვენთაგანს და არა ადმინისტრაციას მხოლოდ.

ბიბლიოთეკა არის ის საფეხური , რომელსაც მივაღწიეთ ერთობლივი შრომით და მე და აფხაზი, შემდეგშიც, როცა აქ აღარ ვიქნები ასე აქტიურად, მაშინაც გავაგრძელებთ ინფორმაციების მოპოვებას ბიბლიოთეკისათვის,სხვა ბევრი რამეც შეიძლება და ნელნელა ესეც მოგვარდება, აქ ისევ ფორუმელების დახმარებაა საჭირო, და ვინც შემოგვთავაზა დახმარება, ისევ გამოგვეხმაუროს.

იქიდან გამომდინარე რომ ფორუმზე აღარ მიდის არანაირი ღრმა ან თუნდაც ზედაპირული თეოლოგიური საუბრები და შესაბამისად:
ციტატა
ფორუმი აღარაა საინტერესო და აღარაა მიმზედველი;

აი ესაა მთელი პრობლემა, რაც რისკის ქვეშ აყენებს ფორუმის არსებობის მიზანს და იდეას, აბეს, ვეთანხმები შენიშვნებაში (მართლაც ეგ ვიგულისხმე smile.gif ) , მაგრამ ვეძებოთ ერთად გზები, დღეს რომაა ფორუმი, ეგ შინაგადან არის გასაახალებელი, იქნებ რაიმე მოვიფიქროთ, როგორ მივიყვანოთ ხალხი კითხვამდე და კითხვიდან კითხვებამდე? მოკლედ, ფორუმი უნდა გაცოცხლდეს.

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jan 26 2010, 07:13 PM
პოსტი #572


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(KAIROS @ Jan 26 2010, 06:59 PM) *

მოკლედ, ფორუმი უნდა გაცოცხლდეს.





გაცოცხლდეს = მკვდრეთით აღდგეს?
მიძინებულის გამოღვიძება კიდევ ხო, მაგრამ მკვდრეთით აღდგენის პრეტენზია ვინმეს გაქვთ? blink.gif დედა რავა მკრეხელობაა biggrin.gif

პ.ს. მგონი აქ მთავარი კითხვის ნიშანი იმაზე უნდა დავსვათ, ფორუმი მკვდარია უკვე თუ მხოლოდ "მიძინებული"


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 26 2010, 07:36 PM
პოსტი #573


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ვიყოთ ოპტიმისტები smile.gif
წინსვლა აშკარად შეინიშნება, განახლებული სტრუქტურაც მგონი კარგია smile.gif
ახლა ხალხი გვჭირდება, თეოლოგიური ცოდნის მქონე ადამიანები smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Jan 26 2010, 07:42 PM
პოსტი #574


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



ციტატა
ფორუმი ვერ აინტერესებთ მათ, ფორუმი აღარაა საინტერესო და აღარაა მიმზედველი;


ციტატა
ფორუმზე შეიძლება ისეთი საკითხების განხილვა, რაც წიგნიში ან ინტერნეტში არ წერია, ან რაზედაც აზრთა სხვადასხვაობაა და ა.შ.



იმიტომ გახდა ეს ფორუმი უინტერესო და ნაკლებად მიმზიდველი, რომ განსხვავებულ აზრს ახშობენ, პროვოკაციად ელანდებათ ის თემები რომლებიც აქტუალურია და ტაბუდადებული, აქ ვერ ისაუბრებ კონკრეტული მღვდლის მიერ ჩადენილ უმსგავსო საქციელზე, მერე მოდერატორები "მღვდლის განკითხვა არ შეიძლება"-ს არგუმენტს იშველიებენ, პრობლემატურ საკითხებზე "მართლმადიდებლობას და ქართველობას ებრძვიან" აქვთ არგუმენტად...

აქ ერთი კლანია- ადმინის კლანი... ყველა მას ემეგობრება და ვინც უცხო შემოვა ფორუმში და აქაურებისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, მას დიდი დღე არ უწერია ფორუმში.

ადრე უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყო ეს ფორუმი, მღვდლებიც პოსტავდნენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jan 26 2010, 07:43 PM
პოსტი #575


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(ნანინა @ Jan 26 2010, 07:36 PM) *

ვიყოთ ოპტიმისტები smile.gif
წინსვლა აშკარად შეინიშნება, განახლებული სტრუქტურაც მგონი კარგია smile.gif
ახლა ხალხი გვჭირდება, თეოლოგიური ცოდნის მქონე ადამიანები smile.gif

პროპრობლემაც ეგაა. ხალხის რაოდენობა პირდაპირპროპორციულია ფორუმის წარმატებით მუშაობისა. თუ არ არის ხალხი ფორუმზე, ფორუმი მკვდარია. შესაბამისად საქმე იმაში კი არ არის, რამდენად შეიცვალა ფორუმი სტრუქტურულად, არამედ ის, თუ რა რაოდენობის ხალხი შემოიმატა ამ სტრუქტურულმა ცვლილებამ.
დანარჩენი დასკვნები თვითონ გააკეთეთ. a075.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Jan 26 2010, 07:45 PM
პოსტი #576


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(INFORMATION @ Jan 26 2010, 08:42 PM) *

იმიტომ გახდა ეს ფორუმი უინტერესო და ნაკლებად მიმზიდველი, რომ განსხვავებულ აზრს ახშობენ,

ადრე უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყო ეს ფორუმი, მღვდლებიც პოსტავდნენ...

ადრე მღვდლების განკითხვას სამოდეროსგან მწვანე ენთო? unsure.gif

ისე ფორუმი ნელნელა გამოსწორდა ჩემი აზრით...
ტენდენცია უკვე გამოიკვეთა და ეს ერთობ მრავლისმეტყველია yes.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 26 2010, 07:47 PM
პოსტი #577


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მაკუნა

შენ პირადად როგორ წარმოგიდგენიაა ამ ფორუმის განვითარება? ყველანი ვყვირით პრობლემა არისო, გამოსავალი კი ერთად უნდა ვეძიოთ მგონი smile.gif
დაპოსტე საინტერესო თემებში, წამოწიე, დასვი კითხვები და ფორუმიც დაუბრუნდება კალაპოტს, შენც და სხვებმაც smile.gif
მარტო მოდერებმა რა ვქნათ? პირადად ჩემს განყოფილებაშI რამდენიმე მკვდარი თემა გავაცოცხლე, რამდენიმე ახალიც წამოიწია, მაგრამ რამდენიმე ადამიანის გარდა არავის აინტერესებთ smile.gif
მითხარი შენ რა პროფესიის ხარ? არ შეიძლება რომ შენი პროფესიისთვის და შენთვის საინტერესო თემებზე ისაუბრო? smile.gif
მარტო შენზე არ მაქვს საუბარი, ყველას მიმართ ვამბობ ამას kiss1.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 26 2010, 07:53 PM
პოსტი #578


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნონა
ციტატა
ადრე მღვდლების განკითხვას სამოდეროსგან მწვანე ენთო?

ხო სწორად აღნიშნე კითხვის ნიშნით. სამწუხაროდ ისე აქვთ აცრუებული გული მოძღვრებს ფორუმზე პოსტვისგან, რომ არაერთი ცდის მიუხედავად ვერ განვაწყვე ისინი ფორუმზე დაბრუნებისაკენ. და გეკითხებით ჩემი ბრალია ეს?



INFORMATION
ციტატა
იმიტომ გახდა ეს ფორუმი უინტერესო და ნაკლებად მიმზიდველი, რომ განსხვავებულ აზრს ახშობენ, პროვოკაციად ელანდებათ ის თემები რომლებიც აქტუალურია და ტაბუდადებული, აქ ვერ ისაუბრებ კონკრეტული მღვდლის მიერ ჩადენილ უმსგავსო საქციელზე, მერე მოდერატორები "მღვდლის განკითხვა არ შეიძლება"-ს არგუმენტს იშველიებენ, პრობლემატურ საკითხებზე "მართლმადიდებლობას და ქართველობას ებრძვიან" აქვთ არგუმენტად... აქ ერთი კლანია- ადმინის კლანი... ყველა მას ემეგობრება და ვინც უცხო შემოვა ფორუმში და აქაურებისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, მას დიდი დღე არ უწერია ფორუმში. ადრე უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყო ეს ფორუმი, მღვდლებიც პოსტავდნენ...

უფლებას რომ ვაძლევთ შენ და შენს მსგავს წევრებს პოსტვისას იმიტომაც არ უნდათ ფორუმზე შემოსვლა სხვებს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 26 2010, 08:00 PM
პოსტი #579


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ტექნიკური მეცნიერებები ძალიან დაბალ დონეზეა ფორუმზე. yes.gif

...და არა მარტო ფორუმზე, მთელს საქართველოში და საქრისტეანოში.


სამწუხაროა, რომ მართლმადიდებელი მრევლის უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს ფიზიკაზე, ასტრონომიაზე, კოსმოლოგიაზე. ვერ ხვდებიან და ვერ აღიქვამენ თუ სად ცხოვრობენ; (სამყაროს ვგულისხმობ...) წარმოდგენა არა აქვთ ჩვენი პლანეტარული თუ ვარსკვლავთსისტემის ზომებზე, ასაკზე, თვისებებზე და ა.შ.

საჭიროა ამ საკითხის პოპულარიზაციაც მოხდეს და ჩვენს ფორუმზეც მეცნიერება და განათლების განყოფილებაში გაიხსნას ტექნიკური და საბუნებისმეტყველო დარგები-ს ქვეგანყოფილება და ცოტ-ცოტათი ერთმანეთი გავანათლოთ, თუ არა შორს რომ არ წავიდეთ, აქვე საქართველოშივე, რელიგიური ადამიანები ავტომატურად ტექნიკურად გაუნათლებელ და კოსმოსური სამყაროს უცოდინარ ადამიანებთან ასოცირდებიან.




--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Jan 26 2010, 08:01 PM
პოსტი #580


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(ნანინა @ Jan 26 2010, 08:47 PM) *

შენ პირადად როგორ წარმოგიდგენიაა ამ ფორუმის განვითარება? ყველანი ვყვირით პრობლემა არისო, გამოსავალი კი ერთად უნდა ვეძიოთ მგონი smile.gif
მართალია

ციტატა
საინტერესო თემებში, წამოწიე, დასვი კითხვები და ფორუმიც დაუბრუნდება კალაპოტს, შენც და სხვებმაც smile.gif
პირობას ვდებ რომ ხვალიდან გავხსნი რამდენიმე ინფორმაციულ თემას და საინტერესო მასალებსაც დავდებ smile.gif
მიიწურა შავეთი ნელნელა ჩემგანაც და kiss1.gif smile.gif
ციტატა
მოდერებმა რა ვქნათ?... მდენიმე ადამიანის გარდა არავის აინტერესებთ smile.gif
მოდერები მართავთ ფორუმს და თქვენზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამინდის შექმნა
სიმართლე გითხრა არ მესმის როცა მოდერები მხრებს იჩეჩავთ რა ვქნათო, სწორედ მაქ უნდა მოიფიქროთ გამოსავალი, ფორუმის მართვის და შინაარსის პოლიტიკა..
საწყენად არ გეუბნებით მერწმუნეთ მაგრამ ფორუმის ავ-კარგზე პასუხისმგებელი რიგით მომხმარებელზე ბევრად წინ ადმინისტრაციაა...

ციტატა
შენ რა პროფესიის ხარ? არ შეიძლება რომ შენი პროფესიისთვის და შენთვის საინტერესო თემებზე ისაუბრო? smile.gif
ეკონომისტი ვარ, მაგრამ პროფესიულ საკიტხებზე მე ვპოსტავ ბიზნეს კონფერენციაზე conference.ge
აქ თუ არ ვცდები აბე საუბრობდა იქაურ ამინდზე და მინდა სწორედ ამ კონფერენციის მაგალითით გითხრათ რომ ფორუმი არის მართვადი ზემოდან!

ციტატა
შენზე არ მაქვს საუბარი, ყველას მიმართ ვამბობ ამას kiss1.gif



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

37 გვერდი V « < 27 28 29 30 31 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th July 2025 - 12:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი