IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

37 გვერდი V « < 31 32 33 34 35 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმის განვითარებისათვის, სიტუაცია,რჩევები და იდეები
კანუდოსელი
პოსტი Jan 27 2010, 12:38 AM
პოსტი #641


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(afxazi @ Jan 27 2010, 12:35 AM) *

კანუდოსელი

კარგი, დახურულ თემას ვხსნი და დროებით ჩუმად ვარ.

მადლობა აფხაზ....
შენს კეთილგონიერებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია smile.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 27 2010, 12:39 AM
პოსტი #642


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



INFORMATION
ციტატა
სხვებს ამცირებ და შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს გიო...

სხვა ვერაფერი ვერ ნახე ხომ დასაკომენტარებელი იმ პოსტში? rolleyes.gif

არავის არ ვამცირებ და არც საკუთარი თავი მგონია სხვაზე მეტი. გამგები გაიგებდა. შენც გაიგე, მაგრამ ისევ პროვოკატორობ სამწუხაროდ. yes.gif

სხვებზე კი იმას ვგულისხმობ, რომ ვინც ხსნის თემას "რა არის მოდერნიზმი?" და მართლა არ იცის, იმას ეპატიება, მაგრამ ვინც იცის და მაინც ხსნის, მაგალითად შენ.... და უკვე მიწერია ყველაფერი ზემოთ ისედაც. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jan 27 2010, 12:43 AM
პოსტი #643


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ცხარე დიკუსია გაგიმართავთ აქ...

პირდაპირ ვიტყვი... რაც შეეხება information-ის ზოგიერთ თემას ის ძალიან ერთმნიშვლოვან ხასიათს ატარებს, რომელზეც თემის გახსნა მართლაც ზედმეტი იყო ჩემის აზრით და ერთგვარად მემგონი მართლაც სძენდა მას პროვოკაციულობის იერს, მაგრამ იყო თემები, რომლებიც დღეს მართლაც ძალიან აქტუალურია და დროულად იყო დასმული... თუმცა ამ ფორუმზე, სრულად არ არის რეგლამენტირებული თემების გახნისას მისი მნიშვნელობის გარკვეული პირობებეი, ამიტომ ამაზე ბანის მიცემა იურიდიული კუთხით მემგონი გაუმართლებელია.

რაც შეეხება IP ბანის დადებას, ეს უკვე მართლაც მეტისმეტი და სასაცილოა. არ შეიძლება ესე აბსტრაქტულად იპ ბანების დარიგება. ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი, რომელიც არსებობს XXI ს. ეპოქაში სადაც ერთიანდებიან ადამიანები განსხვავებული ღირებლებებით, იდენტობებით, სოციალური სტატუსით, ეთნიკური კუთვნილბით, განსხვავებული მენტალობით და აზროვნებით... ყველა ვერ იქნება მამა მალხაზისთან და ანზორი ბიძიასთან გაზრდილი, ბავშობაში ლევან სანიკიძის უქარქაშო ხმლებით შთაგონებული... მემგონი მშვენივრად ამჩნევთ, რომ სამყარო იცვლება, სადაც ადამიანი ისრუტავს განსხვავებულ ღირებუელებებს. ის თავისი პირადი მეს განსაზღვრას განსხვავებული კუთხით ახდენს ხოლო კარჩაკეტილი მკაცრად ფიქსირებული პოლიტიკით, თანამედროვე სამყაროში შორს ვერ წავალთ... ეს პროცეში სავარაუდოდ სხვადასხვა იდენტობების ადამიანების, უფრო სწორად არა ადამიანების, არამედ მართლმადიდებლების გაუცნობიერებელ მარგინალიზაციას გამოიწვევს.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Jan 27 2010, 12:46 AM
პოსტი #644


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



გიორგი
ციტატა
"რა არის მოდერნიზმი?"



მე მაინტერესებდა ფორუმელების აზრი!

ა დაგიდებ აბეს გახსნილ თემას და გაშიფრე და დააკომენტე, და რითია ეს თემა ჩემს გახსნილ თემებზე უკეთესი? გულწრფელად მითხარი

http://church.ge/index.php?s=&showtopic=73...ndpost&p=580539


თან თემის ავტორი ასე იწყებს:
ციტატა
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 27 2010, 12:48 AM
პოსტი #645


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



INFORMATION
ციტატა
მე მაინტერესებდა ფორუმელების აზრი!

მორჩი რა...
და შეიფერე თუ გტოვებენ... yes.gif

P.S.
ამ ადამიანს აქვს IP ბანი. ამ ფორუმზე კი უამრავი ნიკი. სენატმა ან გაუუქმოს ეს ბანი და დაუკანონოს რომელიმე ნიკი ანდა ამ ახალ IP-ზეც დაადოს ბანი.

სამართლებრივი წინააღმდეგობები უნდა გამოვრიცხოთ. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 27 2010, 03:24 AM
პოსტი #646


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



აქ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ იუზერი INFORMATION იგივე გუჯა, იგივე ზებედე იგივე მამა ჯემალი და ა.შ. ბანის ღირსია?
huh.gif
ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ამ ადამიანს ადევს IP ბანი და არ აქვს ამ ფორუმზე პოსტვის უფლება. სრულიად ვეთანხმები გიორგის, რომ
ციტატა
ამ ადამიანს აქვს IP ბანი. ამ ფორუმზე კი უამრავი ნიკი. სენატმა ან გაუუქმოს ეს ბანი და დაუკანონოს რომელიმე ნიკი ანდა ამ ახალ IP-ზეც დაადოს ბანი.სამართლებრივი წინააღმდეგობები უნდა გამოვრიცხოთ.

შენ კიდე გუჯა, თუ გტოვებენ ამ ფორუმზე, ისიც იმიტომ, რომ ზედმეტად მკაცრები არ იყონ შენს მიმართ a075.gif
გადახედე შენ მიერ გახსნილ თემებს, რაც დაბრუნდი მას მერე a075.gif არის იქ რამე ინტელექტუალური? რაიმე საინტერესო? მხოლოდ პროვოკაცია + ალოგიკური მსჯელობები a075.gif
ნუ თამაშობ ადმინისტრაციისაგან ჩაგრულის როლს, ყველამ კარგად ვიცით ვინ ვინ არის a075.gif მე და როგორც ხედავ არა მარტო მოვითხოვთ კვლავ დაგედოს IP ბანი a075.gif შენი თემები უნიჭობისა და უინტელექტობის ზეიმია, ეს კი აფერხებს ფორუმის განვითარებას a075.gif
მე მოვითხოვ ბანს და იმედია არა მარტო მე და გიორგი a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 27 2010, 03:44 AM
პოსტი #647


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამ ადამიანს აქვს IP ბანი. ამ ფორუმზე კი უამრავი ნიკი. სენატმა ან გაუუქმოს ეს ბანი და დაუკანონოს რომელიმე ნიკი ანდა ამ ახალ IP-ზეც დაადოს ბანი.სამართლებრივი წინააღმდეგობები უნდა გამოვრიცხოთ.

ეგ მართალია და მეც ვეთანხმები, გუჯამ კი უნდა გადაწყვიტოს, რომ შეეშვება პროვოკაციებს, რომელიც ყველამ აღნიშნა რომ შეიმჩნევა შენს ნაწერებში, უბრალოდ ახლა ამ წუთში თუკი აქამდე დაუშვეს შენი აქ ყოფნა (წესების საწინააღმდეგოდ რათქმაუნდა), მაშინ მე სიკვდილას ვუერთდები და ახლა IP ბანი ზედმეტია, უბრალოდ იქნება ისევ გუჯა და კიდევ ერთი მიქარვა და დაგვტოვებს სამუდამოდ და მორჩება ამით.

გთხოვთ ეს კამათები განიხილოთ სხვაგან smile.gif

პ.ს. გუჯა, აქ შეეშვი ახლა თავის მართლებებს, აშავებ და ბევრს თან, შეეცადე გამოასწორო რასაც გეუბნებით, წერე მშვიდად და არგუმენტირებულად, შეარჩიე ტერმინები და შეეშვი პიროვნულ დატაკებებს, მოკლედ თუ გტოვებენ, როგორც გითხრეს შეიფერე;

ვნახოთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 27 2010, 04:08 AM
პოსტი #648


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



http://church.ge/index.php?showtopic=4614

ამას გაეცანით დაწვრილებით a075.gif

პ.ს. როგორც ვხედავთ სენატის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი არ სრულდება, ასე რომ დასკვნები თავად გააკეთეთ a075.gif
გაეცანით მის პოსტებსაც თუ ვინმეს ეს იუზერი დაგაინტერესებთ და მიხვდებით რაშიცაა საქმე rolleyes.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 27 2010, 04:35 AM
პოსტი #649


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნანინა, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ მას, უბრალოდ რახან ადმინისტრაცია მისსავე მიღებულ კანონებს არღვევს და აქამდე დაუშვა მისი აქ ყოფნა (რაც შეცდომა იყო ჩემი აზრით), ახლა რომ გაუშვან ცუდად გამოჩნდება, ბოლობოლო წმ.სინოდი ხომ არაა (თუმცა ისიც ცვლის smile.gif ) რომ ვერ შეცვალონ ეგ გადაწყვეტილება? ან გაუშვან ან დატოვონ, ასე ვითომ ვერ ვხედავ უნდა მორჩეს.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 27 2010, 09:10 AM
პოსტი #650


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



KAIROS
ციტატა
რახან ადმინისტრაცია მისსავე მიღებულ კანონებს არღვევს და აქამდე დაუშვა მისი აქ ყოფნა

ერთ განმარტებას გავაკეთებ. ადმინისტრაცია არაფერ შუაშია, რადგან ეს ადამიანი აქამდე იტყუებოდა და იძახდა რომ არ იყო გუჯა. შესაბამისად, მართალია, ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ სანამ უშუალოდ მისგან არ მოვისმენდით ამას ასე ხელაღებით ბანს ვერ დავადებდით. ისიც ვთქვი რომ მე ჩუმად ვარ დ ასეც მოვიქცევი, მაგრამ ფორუმი მხოლოდ მე არ ვარ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 27 2010, 10:09 AM
პოსტი #651


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ხო, რბილად რომ ვთქვათ გასარკვევია ეგ ამბავი, სიტუაციის "გასიასნებლად" (biggrin.gif) საჭიროა ეგ, ასე რომ შენ კი არ გიტევთ კაცო biggrin.gif უბრალოდ უნდა ეშველოს გუჯისტანს smile.gif
ვივა თავჯდომარეს biggrin.gif მოკლედ, უბრალოდ ის დავწერეთ რაც გამოჩნდა, კაცი ამდენი ხანია, ლამის ყველამ იცოდა ვინცაა (მეც გავიგე ოკეანესგადაღმიდან biggrin.gif) და როცა
გადაამლაშა, მერე ეუბნებიან შენ ხომ ბანი გაქვსო, აღიარებით ჩვენებას ხშირად ფაქტების წინაშე აუცილებლობა არ არსებობს smile.gif მოკლედ, აფხაზ, შენზე და ადმინისტრაციაზე
კი არ ვჩივივართ (ანუ ვსაუბრობთ გურულად biggrin.gif) , უბრალოდ იმაზე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, ან შიგნით ან გარეთ smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 27 2010, 10:38 AM
პოსტი #652


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 27 2010, 12:27 AM) *

ახლა მთავარია იუდაობა არ დააბრალოთ ამ ადამიანს biggrin.gif

ვიმეორებ, დღეს საზოგადოება და ზოგადად თანამედროვე სივრცე არის ღია, აქ არ დაწერთ - სხვაგან გაიგებდნენ...მე რომელიც ამ ბოლო დრო საერთოდ ნიუსებსაც ვერ ვკითხულობ დროის დეფიციტის გამო -ეს ინფო ვიცოდი...

ასევე იცოდა იმ უმეტესობა - ჰარი ჰარალო მართლმადიდბელმა მრევლმა დღე და ღამე ჩატებში რომ აღამებს. ამიტომ გუჯას თემის დახურვით პრობლემა არ იხსნება

პ.ს.
თავისი უცნაური თემებით ავტორი რომ აშკარად უბერავს (ნუ მიწყენს biggrin.gif) - ეს ფაქტია, მაგრამ მართლა ასეთი მიკერძოება ზედმეტია...


ყველა შენნაირი არ არის. პირადად მე და სხვა მრავალთ არა გვაქვს ძლიერი რწმენა და პირადად ჩემში ათასგვარი უჯერო ფიქრი მოვიდა ამ ინფორმაციის წაკითხვის დროს. მართალია იმ ჰარი-ჰარალო მართლმადიდებლებში გავდივარ, მაგრამ არ ვიცოდი ეს ნიუსი. გუჯას საქმე არ იყო ამის გაPRება, ეს უნდა გაეკეთებინა იმ ადამიანებს, რომლებიც სასულიერო პირებთან შეთანხმებით, ათასჯერ აწონ-დაწონვით მოამზადებდნენ სიუჟეტს/სტატიას და შეძლებისდაგვარად გამორიცხავდნენ საზოგადოების მიერ ამ ფაქტის პოლიტიზაციას. ჩვენმა გუჯამ კი პირიქით, პოლიტიკური საბაბით გახსნა ეს თემა. მას თავი დიდი მართლმადიდებელი და დიდი პატრიოტი ჰგონია. ბუნეებრივია მან ძალიან კარგად იცოდა, რომ რაღაცაში იყო საქმე, თორემ წმინდა წყლით ადამიანები ვერ მოიწამლებოდნენ. არამედ ამ თემის გახსნით მან მოინდომა თავისი პატრიოტული მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა და საზოგადოების ერთი მცირე ნაწილისთვის "მიეცა საშუალება" გაეკიცხათ რუსები, ეთქვათ "მეტის ღირსები ხართ თქვენო", "ეს ღვთის სასჯელია თქვენზეო" და ა.შ. აგრეთვე, მან ძალზე კარგად უწყოდა ისიც, რომ ამ ფორუმზე აღნიშნულ შედეგს ვერ მიიღებდა, არამედ სრულიად საწინააღმდეგოს. მაშ რაღატომ გახსნა თემა? იმიტომ გახსნა, რომ "ჩვენს სინდისთან მაინც გვეღიარებინა" ის რის დაწერასაც მოვერიდებოდით ფორუმზე თემაში: გულში მაინც ხომ გავიფიქრებდით "არ ვიცი, მაგრამ რატომ არის გამორიცხული, რომ ეს ღვთის სასჯელი იყო რუსებზე", "ჩემი საქმე ეს არ არის და არ მინდა ვინმე განვიკითხო, მაგრამ იქნებ მართლა თავიანთი ცოდვების გამო მოუვიდათ ეს... არ ვიცი, არ ვიცი... ნუ აქ ვერაფერს დავწერ რაც არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არაფერია..." იგი აიღებს თავის თავზეე, რომ ამის და ამისთანების გაფიქრება ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ცოდვა არაა?! კი ბატონო, დამიწეროს ფურცელზე, რომ მე ვიღებ ჩემს თავზე ყველა იმ გულისთქმის ცოდვას, რაც შენ გაგიჩნდება ჩემი თემების გახსნის დროსო და მომცეს გარანტია, რომ არ მომეკითხება და გავჩერდები.
კარგი, თუ მარტო მე დავბრკოლდი და სხვები ყველანი ანგელოზები ყოფილხართ, მაშინ დავანებოთ ამას თავი - მხოლოდ პოლიტიზაციის მოტივი კმარა იმის საჩვენებლად, რომ თემა არ უნდა გახსნილიყო.


ციტატა(INFORMATION @ Jan 27 2010, 12:46 AM) *



ა დაგიდებ აბეს გახსნილ თემას და გაშიფრე და დააკომენტე, და რითია ეს თემა ჩემს გახსნილ თემებზე უკეთესი? გულწრფელად მითხარი

http://church.ge/index.php?s=&showtopic=73...ndpost&p=580539
თან თემის ავტორი ასე იწყებს:

ციტატა
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად




ეგ თემა სულ მცირე იმით არის შენს თემებზე უკეთესი, რომ მიზნად ისახავდა იმ საქციელზე საუბარს, როგორც უნდა მოვიქცეთ ხოლმე. შენი ნაკურთხი წყლის თემა ამას ისახავდა?! როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ან საერთოდ რაში გვიშლის ხელს ეგ ფაქტი?! ან რატომ იყო განსახილველი ეგ ფაქტი? მერე მეორე, ჩემი თემები პროვოკაციული არ არის და მერე მესამე - ჩემი თემები პოლიტიზებული არ არის. მეოთხე, მიზნად არ ვისახავ საზოგადოების ამ ნაწილის მსოფლმხედველობის "გამოსწორებას". მეხუთე - არ ეხება სხვის პრობლემებს. მეექვსე - მიზნად არ ისახავდა ადამიანების გაკიცხვას. მეშვიდე - იყო ფორუმის განყოფილების "ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი" ადექვატური და ყოველის მხრივ შესაბამისი.

რაც შეეხება არააქტუალურობას, ეგ იმიტომ დავწერე, რომ უკვე გაცვეთილი თემაა, მაგრამ ფორუმზე ვერ ვნახე. მიუხდავად ამისა, მნიშვნელოვანი იყო და ამ მხრივ აქტუალური ყოველთვის იქნება.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 27 2010, 10:49 AM
პოსტი #653


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ერთი რაღაც არის კიდევ აღსანიშნი, როცა ცეცხლი უკვე ცეცხლია და სხვა სახელი არ შეეფერება, ადვილია ან წყლის დასხმა და ან უფრო აალება.

გუჯას აქვს ხოლმე სეზონური მოვლენინებები ჩვენს ფორუმზე და დასაწყისში ჩვეულებრივი ახალი იუზერივით არის და წერს ჩვეულებრივ პოსტებს, სანამდეც შეუძლია.

ერთ თემაში შეწყნარება და პასუხებიო, იძახით, მეორეში კანონი და დუმილიო.
ადამიანური მომენტიცაა, წყნარად და მშვიდად შემობრუნებულს, მტერს არ ესვრის კაცი, ძალიან ძნელია წინა საუკენეში თუ რამე გწყენია და კიდევ სხვებს სწყენიათ გაიხსენო, თავიდან გაბრაზდე და არიქა ბანი დაადო.
თან ყოველთვის არის იმისი იმედი, რომ ვინმე ყოველთვის მაგინებლად არ გეყოლება.
ერთი ეს, მეორეც სადღაც კანუდოსელს ვეთანხმები, ამ ფორუმზე წესრიგშია ყველაფერი, საეჭვო კითხვებზე თემებს დავხურავთ, სამაგიეროდ სხვა ფორუმზე არ წავალთ, რადგან პასუხი არ გვექნება, დიდება უფალს- ამის გარდა.

მოკლედ, ასეა თუ ისეა, გუჯას თუ რეალურ მიზეზად თვლით, რის გამოც ფორუმი ვერ მუშაობს და ფორუმელები ითხოვთ მის ბანს, ადმინისტრაციას აღსრულების მეტი რა რჩება.
ჩევენ გვირჩევნია კიდევაც თქვენ გინდოდეთ, აკეთებდეთ და გვასწორებინებდეთ, ვიდრე ითხოვდეთ, არ აკეთებდეთ და გამოსწორებასაც არ გვაცლიდეთ და არ გვეხმარებოდეთ.
მგონი, მადლობა ღმერთს, მივედით იმ შეგნებამდე რომ ჩვენ გიქმნით კომფორტს, რომ თქვენ იმუშაოთ და თქვენ რომ დაიწყებთ, ჩვენც შემოგიერთდებით, დრო დაგვრჩება მაგისთვისაც.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 27 2010, 11:37 AM
პოსტი #654


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(kato_Bato @ Jan 27 2010, 10:49 AM) *

მოკლედ, ასეა თუ ისეა, გუჯას თუ რეალურ მიზეზად თვლით, რის გამოც ფორუმი ვერ მუშაობს და ფორუმელები ითხოვთ მის ბანს, ადმინისტრაციას აღსრულების მეტი რა რჩება.
ჩევენ გვირჩევნია კიდევაც თქვენ გინდოდეთ, აკეთებდეთ და გვასწორებინებდეთ


იმაში, რომ ფორუმი კარგად ვერ მუშაობს, ბრალი პროვოკატორ იუზერს დავდოთ არასწორია. მე (და იმედი მაქვს სხვებიც) ფორუმის არ/ვერ მუშაობის გამო არ ვითხოვთ გუჯასთვის ბანის დადებას. არამედ მიზეზები მრავლად დავწერეთ ზემოთ.

რაც შეეხება ფორუმის ამუშავებას, ამას მგონი ნაკლებად აქვს კავშირი პროვოკატორ იუზერებთან. ჩვენ რომ ვიყოთ სწავლის მოშურნე ხალხი (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება), ვიკითხავდით ბევრ წიგნებს/ელ-წიგნებს/ინტერნეტ-რესურსებს და გაგვიჩნდებოდა უამრავი მოსაზრება თუ შეკითხვა რის განხილვებსაც ამ ფორუმზე მოვახერხებდით მიუხედავად იმისა ერთი-ორი პროვოკატორი გვეყოლებოდა თუ არა. მაგრამ პროვოკატორებს ბანი უნდა დაედოს მიუხედავად ამისა.

როდესაც პირველად მოვითხოვე გუჯასთვის IP ბანის დადება, მან პმ მომწერა "შენ ვინ გეკითხება ჩემი ბანის დადებასო". მე კი ვუპასუხე, რომ მასთან პირადული არაფერი მქონდა საწინააღმდეგო, არამედ, პირიქით, გამიხარდებოდა, თუშეწყვეტდა ამგვარ მოღვაწეობას ფორუმზე და ასე ვთქვათ, გამოსწორდებოდა. ვაღიარებ, ისეთი სიტყვებიც მივვწერე, როგორიცაა -ვფიქრობ გონების თვალი ასახელი გაქვსთქო და გამიხარდება, თუ მიხვდები, რატომ არის შენი მოტივაცია არასწორითქო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე არ ვლანძღავ, არ დავცინი, არ ვაყენებ არანაირ შეურაცხყოფას, არ ვემუქრები და არ ვდევნი ამ ადამიანს. მე მის პიროვნებასთან არანაირი საწინააღმდეგო არა მაქვს, მაგრამ წესით უნდა მქონდეს ალბათ. მე მოვითხოვ, რომ რიგი მიზეზების გამო მას დაედოს ბანი. ვერ ხვდება ადამიანი რა გვინდა ჩვენ მისგან და რა ვუყოთ - ვაცალოთ და კიდევ გაგვიხსნას მილიარდი პროვოკაციული თემა?! ძალიან ცუდია, რომ ვერ ხვდები შენს შეცდომას... ან იქნეებ ხვდება და ვერ აღიარებს?!


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jan 27 2010, 11:51 AM
პოსტი #655


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ხალხო

ამ თემის სათაურია ფორუმის განვითარება. ამ საკითხს დავუბრუნდეთ.

ჩემი აზრით, ფორუმზე ვერასოდეს იქნება ისეთი სიტუაცია, რომ ძალიან რღმა კამათი გაიმართოს სხვადასხვა საღვთისმეტყველო საკითხზე, იმიტომ, რომ ფორუმის მომხმარებელი მეტწილად "უბრალო მოკვდავები" ვართ, რომელიც ასე ღრმად კამათსი ვერასოდეს შევალთ.

საკუთარი მაგალითით გეტყვით, რომ აი კაიროსის, აფხაზის და მოყვასის კამათს აპოლოგეტიკაში, რასელიზმზა, სამების დოგმატზე, ღმერთის სახელზე და სხვა როგორც სახელმზღვანელოს ისე ვკითხულობდი და ძალიან ბევრი მომცა შემეცნების მხრივ და განმამტკიცა ჩემს პოზიციებში, მეორეს მხრივ ამ კამათში მე საფუძვლიანად და სიღმისეულად ვერ ჩავერეოდი, იმიტომ, რომ სათანადო განათლება არ მაქვს და შესაძლოა ცემს მცდარ პოზიციას სხვები დაებრკოლებინა.

აქედან დასკვნა:

1. ფორუმზე ვერ იქნება ყოველთვის სიღმისეული კამათი სხვადასხვა თეოლოგიურ საკითხებზე;

შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ ფორუმი მკვდარია.

აქედან კიდევ ერთი დასკვნა, ფორუმის მიზანი (დანიშნულება) არის არა მხოლო კამათი არამედ შემეცნება.

ამ მიზნის მისაღწევად კი მე მგონია, უნდა გავატაროთ შემდეგი ღონისძიება

ისეთი ცნობილი საკითხები (მნიშვნელოვანი მე ვიტყოდი), რომელზედაც სერიოზული კამათი გაიმართა ფორუმზე უფრო წარმოსაჩენ ადგილას უნდა იყოს წარმოდგენილი, ამასთან შეიძლება თვითონ ეს თემა ზედმეტი პოსტებისაგან გავათავისუფლოთ, რომ უფრო ადვილად იკითხებოდეს და ასე, ბევრი ახალი შემომსვლელი გაეცნოს ცოცხალ რეჯიმში, აქტუალურ საკითხებზე როგორ მიდიოდა კამათი. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ბევრს თავისი პოზიციის დაფიქსირებაც მოუნდება კითხვებიც გაუჩნდება და პასუხებსაც მიირებს.

და მეორე საკითხი,

როგორც ვთქვი, ფორუმის მომხმარებელთა უმეტესობა ზედაპირულიო ცოდნის მართლმადიდებელია, ასევეა აქ შემოსვცლის მსურველთა პოტენციური უმრავლესობა. ფორუმის დიდი პლიუსი არის ის, რომ იუზერი დამალულია და მას შეუძლია, რაღაც საკითხებში უფრო გახსნილი იყოს.

ამიტომ მე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოძღვრის თემის გააქტიურება: კერძოდ, უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

1. მოძVრისადმი კითხვებზე უნდა იყოს ძალიან სწრაფი პასუხი;
2. შესაძლებელია თვეში ერთხელ მოვაწყოთ ისე რომ მოძღვარი ონლაინ რეჟმში დავპატიჯოთ ფორუმზე დეა მან ამ სახით უპასუხოს კითხვებს ამ მონაწილეობა მიიღოს ფორუმში. ამის დაანონსების შემდეგ ადვილი მისახვვედრია, რამდენი მომხმარებელი ჩაერთვება ფორუმის საქმიანობასში.

ჯერ ეს არის უმთავრესი მე მგონი, სხვა აზრებიც მაქვს ფურუმის დახვეწისათვის, მაგრამ ეს მერე იყოს. ამაზე ვიმსჯელოთ თუ შეიძლება.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 27 2010, 12:49 PM
პოსტი #656


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ინფორმეიშენს IP ბანი დაადეს...

ტოტალიტარიზმი საქმეს ვერ უშველის biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 27 2010, 12:52 PM
პოსტი #657


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



KAIROS

კაიროს, შენს თემას მინდა დავუბრუნდე

ფორუმული შეხვედრებს თებერვლიდან განვაახლებთ, და ახლა უკვე პმ-საც მივწერთ უმრავლესობას რომ მოვიდნენ : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 27 2010, 12:54 PM
პოსტი #658


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ნანინა @ Jan 27 2010, 03:24 AM) *

მე და როგორც ხედავ არა მარტო მოვითხოვთ კვლავ დაგედოს IP ბანი a075.gif

მე არ მოვითხოვ მაგალითად....

ციტატა(ნანინა @ Jan 27 2010, 03:24 AM) *

ეს კი აფერხებს ფორუმის განვითარებას a075.gif

ისე ხომ შხუილ-შხუილით სხლავს ფორუმი თქვენმა მზემ biggrin.gif

პ.ს.
საშინლად ვერ ვიტან ნებისმიერ ტოტალიტარიზმს და ისედაც ვერ ვიცლი ხოლმე ამ ფორუმისთვის, რადგან სერიოზულად უინტერესოა და ასეთი ფაქტები სულ მიკარგავს რაიმეს პოსტვის ინტერესს...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 27 2010, 01:06 PM
პოსტი #659


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(კანუდოსელი @ Jan 27 2010, 09:49 AM) *

ინფორმეიშენს IP ბანი დაადეს...

ტოტალიტარიზმი საქმეს ვერ უშველის biggrin.gif



ტოტალიტარიზმი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია
აფხაზს კეთილი გული აქვს, დანარჩენი ადმინისტრაციისაგან განსხვავებით biggrin.gif
გუჯას დღეს არ დაედო IP ბანი, დიდი ხანია მას ქონდა ეგ ბანი და მანდ არც არაფერი იყო სადისკუსიო.
მე ვფიქრობ, რომ გუჯა რა თემებსაც ხსნიდა, მაგალითად რუსეთში ხალხის მოწამვლის შესახებ, რაც მეც საინტერესოდ მიმაჩნია და გადავხედე, ასეთი თემები, ნებისმიერ რიგით ფორუმელსას შეუძლია გახსნას, მთავარია როგორი ფორმით გახსნის.
არ მესმის ამ თემაში ამხელა განგაში, მოკვდა, საღათას ძილშია, ესაა ისაა, რამოდენიმე იუზერი თუ არ ვპოსტავთ, არ ნიშნავს რომ ფორუმზე არავინ პოსტავს, გადახედეთ, მგონი საკმაოდ ახალი ფორუმელები გვყავს, ზოგიერთი ძალიანაც საინტერესო ადამიანია, უბრალოდ ძველ იუზერებისთვის ვირტუალობა და ფორუმზე პოსტვა ერთგვარად მოსაბეზრებელია. არაფერია ამაში უცნაური, თაობები იცვლებიან და შეუცვლელი არავინაა. მაგალითად, ძაან კარგად ვხედავ რომ აფხაზიც შესანიშნავად უძღვება სენატის თავჯდომარეობას და ნამეტანს რო ვნერვიულობდი, რომ წავიდე ღალატი არ გამოვიდეს ფორუმისო, სულ ტყუილი ჯავრი იყო biggrin.gif.
ეს მოთხოვნითი კილო ადმინისტრაციის მიმართ კი ნამდვილად არ დაგვიმსახურებია. ადმინისტრაციაში თითოეულ ადამიანს აქვს თავისი საქმე, რეალური, ცხოვრებისეული ვალდებულებები, ზოგს უფრო მეტი, ვიდრე რიგით იუზერს. ასე რომ, შეხედეთ ცხოვრებას ლაითად biggrin.gif, ფორუმი არის, პატარა ახალი ფორუმელებიც, გამოჩნდებიან მალე მცოდნენიც და ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენით თუ უჩვენოდ, ცხოვრება რეალურიც და ვირტუალურიც მიდის. biggrin.gif


და გეყოთ ახლა ჩვენო ბუმბერაზო ფორუმელებო თავის ფასებები, უინტერსოა ჩემთვისო, ესაო ისაო biggrin.gif ადრე ეგეთები არ გახასიათებდათ, ეტყობა ასაკმა იცის biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 27 2010, 01:08 PM
პოსტი #660


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



k@the
100000000000000


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

37 გვერდი V « < 31 32 33 34 35 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th July 2025 - 03:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი