IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

42 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > »   
Closed TopicStart new topic
> ქალი და მამაკაცი, ყველა ასპექტში
athos
პოსტი Oct 26 2009, 09:18 PM
პოსტი #381


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Oct 27 2009, 12:44 AM
პოსტი #382


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(athos @ Oct 26 2009, 10:18 PM) *

KAIROS
და რა იყო იმაში საინტერესო და საგულისხმო unsure.gif


თავის დროზე მეც ეგ ვიკითხე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 27 2009, 10:32 PM
პოსტი #383


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



1. სანამ მამაკაცები (ბიჭები) არ ჩათვლიან, რომ ქალებსაც (გოგონებსაც) იდენტურად იგივე უფლებები, მიზნები და მსოფლმხედველობა შეიძლება ჰქონდეთ, როგორიც მათ აქვთ, არაფერი გვეშველება. no.gif

2. სანამ ქალები (გოგონები) არ ჩათვლიან, რომ კაცებსაც (ბიჭებსაც) იდენტურად იგივე პასუხისმგებლობები და მოვალეობები უნდა ჰქონდეთ, როგორიც მათ აქვთ, არაფერი გვეშველება. no.gif

1-ლი წარმოშობს ძალმომრეობით უთანასწარობას, რისი უკიდურესი ფორმებიც არის: "ქალს რა უნდა საჭესთან", "ქალი კუხნაში ვიცი მე", "ქალო გარეცხე სარეცხი", "ნასკი გამხადე", "სულ არ მაინტერესებს მაგის პროფესია, მთავარია კამპოტის გაკეთება იცოდეს..." biggrin.gif

მე-2 წარმოშობს თვითდაჩაგვრით უთანასწორობას, რისი უკიდურესი ფორმებიც არის: "კაცია და ქალებში უნდა იაროს", "ფულის შოვნა კაცის საქმეა" (ეს ხაზს თვითონ უსვამს თუ რა არის ქალი საქმე), "ვარჩინო და ბავშვიც გავუჩინო?! გავთხოვდი, ქმარი ცოლად კი არ მომიყვანია..." (ეს თავისთავად საზღვრავს, რომ ქალი არ უნდა იყოს პროფესიონალი, მხოლოდ ბავშვები უნდა აჩინოს და გაზარდოს) biggrin.gif

სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. საბედნიეროდ ამგვარი უკიდურესი ფორმების მქონე დამოკიდებულება საზოგადოებაში თანდათანობით მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდია მსგავსი ტიპის და ლოგიკის მქონე აზროვნება ოდნავ შერბილებული ფორმით.

ამგვარი მენტალიტეტი თავისთავად ქმნის პრობლემებს, თანაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

მამაკაცები ვერ ეგუებიან მათ თანასწორ ქალებს. (თუნდაც მათთანი მიახლოებულს) და თავის მხრივ ქალებიც ვერ ეგუებიან მათ თანასწორ ქმრებს. (თუნდათ მათთან მიახლოებულს) ოღონდ ჯვარედინი დამოკიდებულებით: კაცებს უნდათ უკიდურესად მორჩილი ცოლები (ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტობრივად მონები), ხოლო ქალებს უნდათ რომ თვითონ იყვნენ დამოკიდებული და უნდათ მბრძანებელი ქმრები (ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტობრივად ბატონები).

ბიჭები დაეძებენ სუსტ გოგოებს, რომლებსაც იოლად დაიმორჩილებენ, ხოლო გოგოები ძლიერ ბიჭებს, რომლებსაც დაემორჩილებიან. ეს კი რა თქმა უნდა არასრულფასოვანი ურთიერთობის საფუძველია და რაღაც პერიოდის მერე თავს იჩენს. კაცი ხვდება, რომ ასეთი ცოლი რეალურად ვერაფერში ეხმარება (მითუმეტეს დღესდღეობით) და არის მხოლოდ მრეცხავ-მზარეული და რაღაც შინა მოსამსახურის ფუნქციების მქონე. ხოლო ქალები ხვდებიან, რომ კაცების ეს "სიძლიერე" გადაიზარდა ფუნქციების ისეთ განაწილებაში, სადაც თვითონ სახლში ხშირი ჯდომა, სოციალური პასიურობა და ა.შ. ერგოთ, რაც ბუნებრივია ძლიერი ხომ სუსტს ავიწროებს...

ამ შემთხვევაშიც საბედნიეროდ უკიდურესმა ფორმებმა იკლო, მაგრამ მენტალიტეტი და მიმართულება მაინც იგივე დარჩა. თუმცა დღესაც ხშირად გამიგონია გოგოებისგან რომ "ისეთ მამაკაცზე ოცნებობენ, რომელიც გასაქანს არ მისცემს სიყვარულში", იმაზე კი არავინ ფიქრობს რომ ასეთი მამაკაცები არც მერე მისცემენ გასქანას რამეში... ეს უკვე ნეგატივის საფუძველთა საფუძველია... ასევე ბიჭებისგანაც ხშირად გამიგონია, რომ "ისეთ გოგოზე ოცნებობენ, რომელიც ყველაფერს გაუგონებს და მის ჭკუაზე ივლის", თუმცა ცხადია იმაზე არავინ ფიქრობს რომ ასეთი გოგო ვერაფერში ვერ იქნება მისი ტოლი და ყველაფერში ხელით სათრევი ეყოლება...

მოკლედ უამრავი პრობლემებია. თანაც ფარული. ვითომ ყველაზე თანამედროვე მამაკაცებშიც გაიელვებს "გრუზინობა" (ხშირად დიდი დოზებით) და ვითომ ყველაზე თანამედროვე გოგოებშიც გაიელვებს "გრუზინკობა" (ასევე ხშირად დიდი დოზებით).

თუმცა ყველაზე მთავარი. პრობლემა მაინც არის არა ჩამორჩენილი მენტალიტეტი. (ე.წ. "გრუზინობა") არამედ გაორება, მენტალური გაორება. თან გვინდა თანამედროვე ტიპის, ევროპის მსგავსი საზოგადოება ვიყოთ და თან ხელს არ ვუშვებთ ამ ფსევდოფასეულობებს და აქ ხდება დაპირისპირება ზუსტად თუ არა ადრე, კომუნისტურ ხანაში, კიდევ უარესი დისბალანსი იყო, მაგრამ კაცმა კაცის ადგილი იცოდა და ქალმა ქალის. (მათივე ლექსიკონიდან) ამიტომ არ იყო ასეთი ქაოსი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 27 2009, 10:45 PM
პოსტი #384


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



biggrin.gif
ეგ ყველაფერი უნდა დაბეჭდო და დაარიგო კარდაკარ biggrin.gif

ისე მაგ ლოგიკიდან თუ ამოვალთ, კარგა ხანი არაფერი გვეშველება sad.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Oct 27 2009, 10:49 PM
პოსტი #385


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



გიორგი
ციტატა
"სულ არ მაინტერესებს მაგის პროფესია, მთავარია კამპოტის გაკეთება იცოდეს..."

ეს მომეწონა biggrin.gif biggrin.gif

არ ვიცი და დავრჩენილვარ გაუთხოვარი laugh.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 27 2009, 11:01 PM
პოსტი #386


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Oct 27 2009, 10:49 PM) *

არ ვიცი და დავრჩენილვარ გაუთხოვარი laugh.gif

მოხარშავ ხილს, ჩაასხამ 3 ლიტრიან ბანკებში, დაუმატებ შაქარს გემოვნებით და მოხუფავ... laugh.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Oct 27 2009, 11:13 PM
პოსტი #387


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(lingvo @ Oct 27 2009, 11:01 PM) *

მოხარშავ ხილს, ჩაასხამ 3 ლიტრიან ბანკებში, დაუმატებ შაქარს გემოვნებით და მოხუფავ... laugh.gif

გაიხარე laugh.gif

აწი მეცოდინება

მგონი მეშველება laugh.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 28 2009, 12:52 AM
პოსტი #388


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Oct 27 2009, 10:49 PM) *

გიორგი

ეს მომეწონა biggrin.gif biggrin.gif

არ ვიცი და დავრჩენილვარ გაუთხოვარი laugh.gif


არაუშავს იწავლი biggrin.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Oct 28 2009, 01:26 AM
პოსტი #389


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ა ნ უ კ ა

შენ არ ინერვიული, კომპოტის გაკეთება არც მე ვიცი biggrin.gif biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Oct 28 2009, 01:54 AM
პოსტი #390


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(ნანინა @ Oct 28 2009, 02:26 AM) *

ა ნ უ კ ა

შენ არ ინერვიული, კომპოტის გაკეთება არც მე ვიცი biggrin.gif biggrin.gif


ხოდა რო არ იცი (ვიცით) იმიტომაა გაუთხოვრები რომ ვართ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაღაცა ბიჭები ფსიქოლოგობის ხასიათზე დადგნენ თუ ატყობთ ქალებო? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 28 2009, 02:17 AM
პოსტი #391


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Ligia @ Oct 28 2009, 01:54 AM) *

ხოდა რო არ იცი (ვიცით) იმიტომაა გაუთხოვრები რომ ვართ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ახლა მიხვდი tongue.gif biggrin.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Oct 28 2009, 02:20 AM
პოსტი #392


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(sable @ Oct 28 2009, 03:17 AM) *

ახლა მიხვდი tongue.gif biggrin.gif


\სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 28 2009, 05:41 AM
პოსტი #393


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



smile.gif ჩემი პოსტი კარგა ხანია გაქრა, და ეს გამოხმაურებები რამდენ ხანს უნდა დარჩენენ?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Oct 28 2009, 05:38 PM
პოსტი #394


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Ligia
ციტატა
ხოდა რო არ იცი (ვიცით) იმიტომაა გაუთხოვრები რომ ვართ

ვითომ? biggrin.gif biggrin.gif
რა ვიცი, რა ვიცი... rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

ხუმრობის გარეშე, ამუზას პასუხად:
ციტატა
დამეთანხმებით თვით მდედრებიც, რომ უმრავლესობა ქართველი მანდილოსნებისა, კართოფილის სწორად გათლა და დაჭრაც კი არ იცის, არათუ ბავშვის დაბანა გასუფთავება და მიხედვა.

კარტოფილის შეწვა მაინც ვიცი და მაგას მაინც ნუ დამიკარგავთ პლზ biggrin.gif biggrin.gif





--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 29 2009, 12:19 PM
პოსტი #395


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



არ შემდგარი და ძალად ფსიქოლოგი ამუზა დაპოსტავს ახლა ქართველი ქალის ტაქტზე და ვისაუბროთ ამის გარშემო.

ზოგი ადრე თხოვდება, ზოგი - გვიან. ზოგი გამოუცდელია, ზოგი - გამოცდილი. მიუხედავად ამისა, დგება წუთი, როცა ქალი ხვდება, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოედგინა. ფსიქოლოგების აზრით, ქალების სასოწარკვეთილების მიზეზი ის არის, რომ არ იციან, როგორ მოიქცნენ კრიზისულ ვითარებაში, როგორ წარმართონ ურთიერთობა ქმართან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ბედნიერი ოჯახის შექმნაში უდიდესი წვლილი სწორედ სუსტ სქესს მიუძღვის. ამაში მას ქალური დიპლომატია და ტაქტი ეხმარება.



გათხოვდებით თუ არა, იმთავითვე შეეგუეთ აზრს, რომ ამიერიდან სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიის და მეტიც - განსხვავებული სქესის ადამიანთან მოგიწევთ ცხოვრება. შეეგუეთ, რომ ის არასოდეს ილაპარაკებს თქვენსავით ნაზად და ხმადაბლა, არასოდეს იზრუნებს შინ წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე. პირიქით, თქვენს დალაგებულს აურევს, ზოგჯერ სახლს ყირაზეც კი დააყენებს. რაც თქვენ მოგწონთ და აღგაფრთოვანებთ, მას შესაძლოა სრულიად არ მოსწონდეს. სამაგიეროდ, ჭკუას კარგავდეს იმაზე, რაც გაღიზიანებთ. არც 24 საათის განმავლობაში დატკბება ოჯახური იდილიით, სულ გაქცევაზე ეჭირება თვალი - იპოდრომზე, სტადიონზე, სათევზაოდ, სანადიროდ... ვერაფერს გააწყობთ, ასეთია მამაკაცის ბუნება. ასე რომ, ნებისყოფა მოიკრიბეთ და ოჯახზე თავად იზრუნეთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმარი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საქმე ქართველ მამაკაცთან გაქვთ, რომელსაც დედა - ყოველ შემთხვევაში, შეუღლების დღემდე მაინც - დამწვარი თითივით უვლიდა და ცივ ნიავს არ აკარებდა. ასე რომ, თუ გსურთ, რამე გააკეთებინოთ, ტაქტიანად უნდა მოიქცეთ. მისია არც ისე ადვილი შესასრულებელია, ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება და განწყობის შექმნა აუცილებლად დაგჭირდებათ.

იყავით თბილი, ყურადღებიანი, ალერსიანი, თუნდაც ქმარი ასე არ გეპყრობოდეთ. მამაკაცი ყოველთვის გრძნობს, როგორ არის მის მიმართ განწყობილი მეუღლე. ჯენტლმენი, სამსახურში წასვლისას ცოლს კოცნით რომ ემშვიდობებოდეს, იშვიათია. სამაგიეროდ, უამრავია მამაკაცი, რომელსაც ვერც კი წარმოუდგენია, რომ ასეთმა წვრილმანმა ქალს შეიძლება გული ატკინოს. ისევ თქვენ უნდა იაქტიუროთ. ხშირად უთხარით ქმარს: "მომეფერე თუ არა, განწყობა გამომიკეთდა". აი, კიდევ რა: მამაკაცები ბავშვებივით არიან - ძალიან უყვართ ქება. ჰოდა, თუ ხშირად შეაქებთ, სულ ადვილად მოიგებთ მათ გულს.
პირველი შვილის დაბადება ახალგაზრდა ქალისათვის ბევრს ნიშნავს, მასაც მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვს. აი, სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა. ნურასოდეს მოაკლებთ მამაკაცს მზრუნველობასა და ალერსს. თუ იგრძნო, რომ პატარა მასზე მეტად გიყვართ, იეჭვიანებს და გაიბუტება. შესაძლოა, გულჩათხრობილი და უხეშიც კი გახდეს. ამ დროს მას ძალიან სჭირდება სითბო და თუ თქვენგან ვერ მიიღო, სხვაგან დაუწყებს ძებნას.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი მეუღლე ბავშვის გაჩენისთანავე არ გამოამჟღავნებს მამობრივ სიყვარულს. ქალს მშობლის ინსტინქტი უფრო ძლიერი აქვს და დედობრივი გრძნობა პატარას მიმართ ლამის მისი ჩასახვისთანავე უჩნდება, მამაკაცები კი მამობაზე ფიქრს გვიან იწყებენ. ასე რომ, დაჟინებით ნუ მოსთხოვთ ქმარს ბავშვზე ზრუნვას. უმჯობესია, ამას ნელ-ნელა მიაჩვიოთ. მამაკაცი მამობით მაშინ ამაყობს, როცა შვილთან უშუალო კონტაქტში შედის.
გათხოვების შემდეგ ნუ შეწყვეტთ საკუთარ გარეგნობაზე, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მუდმივი გაღიზიანება თვალის დახამხამებაში აისახება ქალის გარეგნობაზე, ამიტომ ეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ, უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლდეთ. თავი ადგომისთანავე მოიწესრიგეთ და ეცადეთ, შინ თუ გარეთ ისე გამოიყურებოდეთ, რომ ქმრისთვის სასურველი იყოთ.
რაც არ უნდა ძლიერი პიროვნება იყოთ, ნურასოდეს ეცდებით, ქმარზე ძლიერი გამოჩნდეთ. მამაკაცებს სიამოვნებთ, როცა ქალს მათი დახმარება სჭირდება. თუ რამე გაქვთ გასაკეთებელი, ქალურ დიპლომატიას მიმართეთ და სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ამ სიტყვებით შეეგებეთ: "ერთი სული მქონდა, როდის მოხვიდოდი, ძალიან მომენატრე, თანაც უშენოდ არაფერი გამომდის". სულაც რომ არ გჭირდებოდეთ დახმარება, მაინც ნუ აგრძნობინებთ, რომ მის გარეშეც შეგიძლიათ ოჯახის გაძღოლა - ჯერ იუკადრისებს, როგორ თუ ოჯახის მართვა არ შემიძლიაო. მერე კი ისე მოხერხებულად დაგაჯდებათ კისერზე, რომ ვერაფრით მოიცილებთ.
არ არსებობს ოჯახი, სადაც არ კამათობდნენ. მთავარია, როგორ გაუმკლავდებით უთანხმოებას. წყენას გულში ნუ ჩაიხვევთ, უმჯობესია, ქმარს მაშინვე უთხრათ, რასაც ფიქრობთ, ოღონდ რბილად, ნუ აავსებთ საყვედურებით, ნურასოდეს დაწყევლით თქვენი გაცნობის დღეს.
ხშირად უთხარით, რომ საოცრად სექსუალური მამაკაცია, არასოდეს გამოხატოთ უკმაყოფილება მისი მამაკაცური სისუსტის გამო, თორემ საკუთარ ძლიერებაში დასარწმუნებლად სხვასთან გააბამს ურთიერთობას. ერთი სიტყვით, იდეალური ურთიერთობის დასამყარებლად საჭიროა გონიერება, ტაქტი, დათმობის ნიჭი და ისევ და ისევ ქალური დიპლომატია. mze.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 29 2009, 12:41 PM
პოსტი #396


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



მარტო ქალებზე რად პოსტავო იყო მითითება, ჰოდა გარშემო არიან ისეთი მამაკაცები,სხვათაშორის ჩვენს ფორუმზეც ვისაც ეს პოსტი გამოადგებათ და დააფიქრებთ.

ქალებთან ურთიერთობა გიჭირთ, რაც არ უნდა მოიმოქმედოთ, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგათ, პრობლემა არ ქრება, პირიქით, უფრო და უფრო ღრმავდება... შესაძლოა, თქვენ მამაკაცთა იმ ტიპს ეკუთვნით, რომელიც ქალებს აფრთხობს. ჩამოგითვლით მამაკაცის იმ თვისებებს, რომლებიც ქალებს აშინებს. მათი ცოდნა დაგეხმარებათ, თავი აკონტროლოთ და სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ.

მგრძნობიარე
არსებობენ მეტისმეტად ემოციური მამაკაცები, რომლებიც ყველას უზიარებენ საკუთარ გრძნობებს, განცდებსა თუ შთაბეჭდილებებს... მათ აკლიათ თავდაჯერება და სურთ, განუწყვეტლივ ესმოდეთ, რომ თქვენს შორის ყველაფერი რიგზეა, რომ აქვს კარგი სამსახური, ჰყავს შესანიშნავი მეგობრები და ა. შ.
მამაკაცს ისეთი თვისებები უხდება, როგორიც არის თავდაჯერება და დამოუკიდებლობა. ქალი ცდილობს, მოიპოვოს მამაკაცი, რომელიც ძლიერი ნებისყოფითა და სიმტკიცით გამოირჩევა, ამიტომ თქვენმა სენტიმენტალურობამ შესაძლოა დააფრთხოს. თუმცა ქალები წინააღმდეგობრივი არსებები არიან - შესაძლოა, ორი ურთიერთგამომრიცხავი თვისება მოეწონოთ, ხოლო როდესაც უფრო მეტად დაუახლოვდებით, თქვენი სულიერება თქვენს კოზირად იქცევა. აი, მაშინ კი შეგიძლიათ, იმდენი ესაუბროთ რომანტიკაზე, რამდენიც გნებავთ - დააინტერესებს კიდეც, რა გიდევთ გულსა და გონებაში.

პრაგმატული
ურთიერთობას ისე არაფერი ვნებს, როგორც პრაგმატულობა - არავითარი სიურპრიზი და მოულოდნელობა, მხოლოდ მოწყენილობა... შემოქმედებითი, თავისუფალი სული იზიდავს ქალებს, ამიტომაც არის, ასე ხშირად რომ უვარდებიან ხელში "ცუდ ბიჭებს". ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი გახდეთ. უბრალოდ, იყავით მრავალფეროვანი, პრაგმატულობას დროდადრო ცოტაოდენი სიგიჟე შეუნაცვლეთ. თაიგულით ხელში აივანზე აცოცებას და იქიდან თავდაყირა გადმოშვებას არავინ გთხოვთ; საკმარისია, მოულოდნელად დაურეკოთ თქვენი თაყვანისცემის ობიექტს და ბუნების წიაღში გასეირნება შესთავაზოთ, გამოფენაზე ან სპექტაკლზე დაპატიჟოთ.

ქედმაღალი
ამ ტიპის მამაკაცს პატივისცემის ღირსად მხოლოდ სოციალური სტატუსი მიაჩნია, უბრალო ხალხს კი თავს იშვიათად უყადრებს და მაშინაც ისე, თითქოს მოწყალება გაიღოო. ქალი მამაკაცს იმით აფასებს, როგორი ურთიერთობა აქვს მას ირგვლივ მყოფებთან და ამგვარად ასკვნის, როგორ მოეპყრობა მას უფრო ახლო ნაცნობობის შემთხვევაში. ასე რომ, თუ ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, ირგვლივ მყოფებისადმი მეტი პატივისცემა გამოამჟღავნეთ.

უზრდელი
მაშინაც კი, როცა ქალის საზოგადოებაშია, მოურიდებლად ათვალიერებს სხვა ქალებს და შესაძლოა, ფლირტიც კი გააბას. ამ ტიპის მამაკაცი ურცხვად ტრაბახობს სასიყვარულო ფრონტზე საკუთარი მიღწევებით. ზოგადად, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ეს მამაკაცი ქალებს პატივს არ სცემს.

ძუნწი
იგი ძნელად თუ გაიმეტებს ფულს თაიგულისთვის და ყოველთვის იაფფასიან ღვინოს დაუკვეთს. ქალი პირველივე პაემანზე იგრძნობს სასტიკი ეკონომიის რეჟიმს. სიტყვები: "ეკონომია" და "ბიუჯეტი" პირველ პაემანზე უადგილოა. თაყვანისცემის სტადიაში ქალი თავს განსაკუთრებულად უნდა გრძნობდეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

კამათის მოყვარული
მას შეუძლია, ყოველგვარი დიალოგი სიტყვიერ ბატალიად აქციოს. ამ დროს ქალი თავს უხერხულად გრძნობს. ის იძულებულია, თავი დაიცვას და იმაზე იფიქროს, რისი თქმა შეიძლება და რისი - არა.
კამათის მოყვარულთან ურთიერთობა ერთგვარი სტრესია. თუ თქვენ ეს თავისებურება გახასიათებთ, ეცადეთ, პაემანის დროს მოეშვათ. წინასწარ იფიქრეთ თემებზე, რომლებზეც შეიძლება ესაუბროთ თანმხლებ ქალბატონს.

ყოველთვის მართალი და შეუცდომელი
ასეთ მამაკაცს მიაჩნია, რომ ყველას განსჯის უფლება აქვს და პირველივე პაემანზე უთითებს ქალს, რა გააკეთოს და რა არა. ქალს ეს, ბუნებრივია, აღიზიანებს და აბრაზებს - ვის მოეწონება პირველივე პაემანზე დატუქსვა? უცნობი ადამიანის საქმიანობა, თვისებები, ქცევა მისი პირადი საქმეა. თუ პირველივე პაემანზე არ მოგეწონათ რამე, ამ ქალთან ურთიერთობას ნუღა გააგრძელებთ. ყველა ადამიანს აქვს ღირსებები და ნაკლოვანებები, ზოგიერთზე თვალის დახუჭვა შეიძლება, ზოგიერთზე - არა, ადამიანის გადაკეთება კი ამაო გარჯაა.

ქალთმოძულე
ასეთი ტიპის მამაკაცები არ ფარავენ ქალების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, არ იშურებენ მათი მისამართით დამცინავ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს. ეს ერთადერთი თვისებაა, რომელიც ნებისმიერი ქალის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ რეაქციას იწვევს. თუ ქალთმოძულე ბრძანდებით, საერთოდ რაში გჭირდებათ ქალთან შეხვედრა? რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ საკუთარი პოზიციის სისწორეში? თუ იდეალის პოვნის იმედი გაქვთ? თუ ასეა, მოგიწევთ, ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და ფსიქოლოგია შეიცვალოთ, გახდეთ უფრო მომთმენი და მიმტევებელი.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Oct 29 2009, 01:11 PM
პოსტი #397


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



Amuza
kiss1.gif wub.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Oct 29 2009, 03:37 PM
პოსტი #398


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(Amuza @ Oct 29 2009, 12:19 AM) *

.ზოგი ადრე თხოვდება, ზოგი - გვიან. ზოგი გამოუცდელია, ზოგი - გამოცდილი. მიუხედავად ამისა, დგება წუთი, როცა ქალი ხვდება, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოედგინა. ფსიქოლოგების აზრით, ქალების სასოწარკვეთილების მიზეზი ის არის, რომ არ იციან, როგორ მოიქცნენ კრიზისულ ვითარებაში, როგორ წარმართონ ურთიერთობა ქმართან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ბედნიერი ოჯახის შექმნაში უდიდესი წვლილი სწორედ სუსტ სქესს მიუძღვის. ამაში მას ქალური დიპლომატია და ტაქტი ეხმარება.

გათხოვდებით თუ არა, იმთავითვე შეეგუეთ აზრს, რომ ამიერიდან სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიის და მეტიც - განსხვავებული სქესის ადამიანთან მოგიწევთ ცხოვრება. შეეგუეთ, რომ ის არასოდეს ილაპარაკებს თქვენსავით ნაზად და ხმადაბლა, არასოდეს იზრუნებს შინ წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე. პირიქით, თქვენს დალაგებულს აურევს, ზოგჯერ სახლს ყირაზეც კი დააყენებს. რაც თქვენ მოგწონთ და აღგაფრთოვანებთ, მას შესაძლოა სრულიად არ მოსწონდეს. სამაგიეროდ, ჭკუას კარგავდეს იმაზე, რაც გაღიზიანებთ. არც 24 საათის განმავლობაში დატკბება ოჯახური იდილიით, სულ გაქცევაზე ეჭირება თვალი - იპოდრომზე, სტადიონზე, სათევზაოდ, სანადიროდ... ვერაფერს გააწყობთ, ასეთია მამაკაცის ბუნება.

გადავიფიქრე დაოჯახებაbiggrin.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
asmoo
პოსტი Oct 29 2009, 05:39 PM
პოსტი #399


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 106
რეგისტრ.: 15-July 09
წევრი № 7,265



მაშიკო
რავა მოფიქრებული გქონდა თუ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 29 2009, 05:42 PM
პოსტი #400


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(მაშიკო @ Oct 29 2009, 03:37 PM) *

გადავიფიქრე დაოჯახებაbiggrin.gif


იმიტომ კი არ დავწერე, რომ გადაიფიქრო, არამედ კარგად რომ მოიფიქრო და იფიქრო. მე ზოგადი სიტუაცია აღვწერე, იქნებ გარშემო არიან ისეთი ბიჭები, რომლებიც ამ კატეგორიაში არ გადიან და ნაკლებად ეხებათ ეს ყოველივე.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

42 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 12:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი