IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

42 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > »   
Closed TopicStart new topic
> ქალი და მამაკაცი, ყველა ასპექტში
მაშიკო
პოსტი Oct 29 2009, 05:46 PM
პოსტი #401


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



asmoo
არც მთლად გადაფიქრებული არ მქონდაbiggrin.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 29 2009, 05:48 PM
პოსტი #402


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ბრავო ამუზა, ბრავო smile.gif

ციტატა
ძალად ფსიქოლოგი ამუზა დაპოსტავს ახლა

გვაბოლებ biggrin.gif
უFF, მეგონა ეს ყველაფერი შენ დაწერე კაცო და კინაღამ ავტოგრაფი ვითხოვე biggrin.gif

მიაწერე ხოლმე წყარო, თორე დავკომპლექსდით biggrin.gif

http://mkurnali.ge/index.php?option=com_co...=1445&Itemid=65


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 29 2009, 05:48 PM
პოსტი #403


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(KAIROS @ Oct 29 2009, 05:46 PM) *

ბრავო ამუზა, ბრავო smile.gif

უკვე ერთ ფორუმელ მანდილოსანს გადააფიქრებინა დაოჯახება. ამუზ, ცოტა გვანუგეშე, თორემ მეც გადავიფიქრებ ცოლის მოყვანას biggrin.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 29 2009, 05:51 PM
პოსტი #404


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
უკვე ერთ ფორუმელ მანდილოსანს გადააფიქრებინა დაოჯახება. ამუზ, ცოტა გვანუგეშე, თორემ მეც გადავიფიქრებ ცოლის მოყვანას

არა, კაცო არ ყოფილა მთლად ამუზას ბრალი biggrin.gif
არადა ვეთანხმები ავტორს ვინცაა, ნანა კალანდაძე ყოფილა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Oct 29 2009, 05:52 PM
პოსტი #405


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(Amuza @ Oct 29 2009, 05:42 AM) *

იმიტომ კი არ დავწერე, რომ გადაიფიქრო, არამედ კარგად რომ მოიფიქრო და იფიქრო. მე ზოგადი სიტუაცია აღვწერე, იქნებ გარშემო არიან ისეთი ბიჭები, რომლებიც ამ კატეგორიაში არ გადიან და ნაკლებად ეხებათ ეს ყოველივე.

smile.gif კარგი ვიფიქრებ ვიფიქრებ....


იშვიათია ეგეთები მაგ კატეგორიაში რომ არ შედიან...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 29 2009, 05:58 PM
პოსტი #406


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა(KAIROS @ Oct 29 2009, 05:51 PM) *

არა, კაცო არ ყოფილა მთლად ამუზას ბრალი biggrin.gif
არადა ვეთანხმები ავტორს ვინცაა, ნანა კალანდაძე ყოფილა...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ პირადი ცხოვრება ისეთია რომ... ცოლ-ქმარმა თვითონ უნდა შექმნან ჰარმონია. რჩევები ზოგადია... თანაც ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები (შეეგუეთ იმას რომ არევ-დარევს ყველაფერსო და ასე შემდეგ... ასე ვერ მიიღწევა ჰარმონია). მოკლედ ასე ვერ გავფრინდებით smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Oct 29 2009, 06:04 PM
პოსტი #407


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(მაშიკო @ Oct 29 2009, 03:37 PM) *

გადავიფიქრე დაოჯახებაbiggrin.gif


მედალს მეორე მხარეც აქვს,

თუ მანდილოსანი არ აირჩევს დაოჯახების გზას და იმას რაც ზემოთ წერია, მაშინ 30- თუ არა 40 წლის ასაკიდან მაინც:

ყელში ამოუვა ყოველდღე მარტოს გაღვიძება, მხოლოდ საკუთარი ნაზი და ხმადაბალი საუბარი, სახლში გამეფებული უკვე გულისამრევი წესრიგი და სისუფთავე, რომელსაც არასდროს არავინ არ არღვევს, ყელში ამოუვა, რომ მისი ცხოვრება ერთფეროვანია და არ არსებობს კაცი ვინც თუნდაც ნერვებს აუშლის და სამაგიეროს გადახდის საბაბს გაუჩენს

და შესაბამისად საშინლად მოენატრება და მოუნდება:

[quote]სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიის და მეტიც - განსხვავებული სქესის ადამიანი, რომელიც არასოდეს ილაპარაკებს მასავით ნაზად და ხმადაბლა, არასოდეს იზრუნებს შინ წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე. პირიქით, თქვენს დალაგებულს აურევს, ზოგჯერ სახლს ყირაზეც კი დააყენებს. ნერვებს მოუშლის, სულ გაქცევაზე ეჭირება თვალი - იპოდრომზე, სტადიონზე, სათევზაოდ, სანადიროდ...[quote]

ოჯახის სასარგებლოდ სხვა არგუმენტებიც ბევრია, მე ყველაზე უარესი წარმოგიდგინეთ, ასე რომ არცევანი თქვენზეა
smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 29 2009, 06:06 PM
პოსტი #408


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



და კაცებზე კი ლალი ჩხიკვიძეს დაუწერია

http://mkurnali.ge/index.php?option=com_co...d=1444&Itemid=2

მაინც მადლობა ამუზას, კარგი სტატიებია smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Oct 29 2009, 06:07 PM
პოსტი #409


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



KAIROS
შენ გაიხარე, კიდევ კარგი წყარო მიუთითე თორე ლამის დისერტაციის დაცვა ვურჩიე ამუზას ამ თემაზე biggrin.gif

ციტატა
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ პირადი ცხოვრება ისეთია რომ... ცოლ-ქმარმა თვითონ უნდა შექმნან ჰარმონია. რჩევები ზოგადია... თანაც ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები (შეეგუეთ იმას რომ არევ-დარევს ყველაფერსო და ასე შემდეგ... ასე ვერ მიიღწევა ჰარმონია). მოკლედ ასე ვერ გავფრინდებით

+ smile.gif
რამდენიც არ უნდა ილაპარაკო ზოგადად, ცხოვრება ფორმულებში ვერ ცაჯდება a075.gif
ისე რაღაცეები სიმართლეც ეწერა, მაგრამ რა ვიცი რა ვიცი...
მაშიკოსავით მეც არ გადამაფიქრებინოთ ოჯახის შექმნა rolleyes.gif
(ისე როდის მოვიფიქრე? biggrin.gif biggrin.gif)
მამაკაცებზის უფლებებზე და მოვალეობებზე ოჯახში არაფერს წერთ sad.gif
მარტო არიქა დედიკო უვლიდა და თქვენც მოუარეთ და მის კაპრიზებს შეეგუეთო და sad.gif
დაგვიწერე ამუზ მააკაცებზეც rolleyes.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 29 2009, 06:09 PM
პოსტი #410


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნანინა @ Oct 29 2009, 06:07 PM) *

KAIROS
შენ გაიხარე, კიდევ კარგი წყარო მიუთითე თორე ლამის დისერტაციის დაცვა ვურჩიე ამუზას ამ თემაზე biggrin.gif
+ smile.gif
რამდენიც არ უნდა ილაპარაკო ზოგადად, ცხოვრება ფორმულებში ვერ ცაჯდება a075.gif
ისე რაღაცეები სიმართლეც ეწერა, მაგრამ რა ვიცი რა ვიცი...
მაშიკოსავით მეც არ გადამაფიქრებინოთ ოჯახის შექმნა rolleyes.gif
(ისე როდის მოვიფიქრე? biggrin.gif biggrin.gif)
მამაკაცებზის უფლებებზე და მოვალეობებზე ოჯახში არაფერს წერთ sad.gif
მარტო არიქა დედიკო უვლიდა და თქვენც მოუარეთ და მის კაპრიზებს შეეგუეთო და sad.gif
დაგვიწერე ამუზ მააკაცებზეც rolleyes.gif


მეც დაგიწერეთ პრობლემა არ არის, ეგენი ყველა ჩემი "პადრუგები" არიან აპპა. biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 29 2009, 06:10 PM
პოსტი #411


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ნანინა
მამა გიორგი წეროძე 19.10.2009
ქრისტიანული ოჯახის შესახებ.

http://www.link.ge/file/290560/mama-giorgi...0-2009.mp3.html

საინტერესო საუბარია, სადაც მამაკაცის მოვალეობებზე გამახვილებულია ყურადღება.

კაცის პასუხისმგებლობას რა გამოლევს? მას მეტი მიეცა და მეტიც მოეთხოვება, მეტი პასუხისმგებლობა აქვს ოჯახში.

ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვა.
მეუღლის დახამრება რაშიც საჭირო იქნება (მეუღლეობა - შესანიშნავი სიტყვააო, აუდიო ჩანაწერშია საუბარი. ესეიგი ზოგჯერ ცოლი ეზიდება უღელს ზოგჯერ ქმარი. ასე ხდება ცხოვრებაში.)
ოჯახში გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე.
შვილის ქრისტიანულად აღზრდა...

შეგიძლიათ განავრცოთ... smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 29 2009, 06:25 PM
პოსტი #412


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნანინა @ Oct 29 2009, 06:07 PM) *

KAIROS
შენ გაიხარე, კიდევ კარგი წყარო მიუთითე თორე ლამის დისერტაციის დაცვა ვურჩიე ამუზას ამ თემაზე biggrin.gif
+ smile.gif
რამდენიც არ უნდა ილაპარაკო ზოგადად, ცხოვრება ფორმულებში ვერ ცაჯდება a075.gif
ისე რაღაცეები სიმართლეც ეწერა, მაგრამ რა ვიცი რა ვიცი...
მაშიკოსავით მეც არ გადამაფიქრებინოთ ოჯახის შექმნა rolleyes.gif
(ისე როდის მოვიფიქრე? biggrin.gif biggrin.gif)
მამაკაცებზის უფლებებზე და მოვალეობებზე ოჯახში არაფერს წერთ sad.gif
მარტო არიქა დედიკო უვლიდა და თქვენც მოუარეთ და მის კაპრიზებს შეეგუეთო და sad.gif
დაგვიწერე ამუზ მააკაცებზეც rolleyes.gif


შენ ეს უფრო მოგეწონება კარგად დაფიქრდი და შეიცანი. მეტი რა გიყო?

აუცილებელი არ არის, მამაკაცს მთელი წელი ხვდებოდე, რომ შეიცნო იგი. შესაძლებელია, სულ მოკლე ხანში შეიტყო მისი ყველა საიდუმლო - მამაკაცის ყოველ ქმედებას, განსაკუთრებით იმათ, რომელთაც გაუაზრებლად სჩადის და არა ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად, შეუძლია ბევრი რამ გვითხრას მის პიროვნებაზე.

სპორტის საყვარელი სახეობ
მარტოხელა სპორტსმენი, მაგალითად, სირბილის ან ცურვის მოყვარული, ტკბება საკუთარი დამოუკიდებლობით და ურჩევნია, მარტომ გაატაროს დრო, ხოლო ის მამაკაცები, რომლებიც სპორტის გუნდურ სახეობებს - ფეხბურთს, კალათბურთს ამჯობინებენ, მიდრეკილნი არიან პაექრობისკენ როგორც მინდორში, ასევე ცხოვრების სხვა სფეროებშიც. მამაკაცები, რომლებსაც საერთოდ არ იტაცებთ სპორტი, დამოუკიდებლად მოაზროვნენი და ძალზე მგრძნობიარენი არიან.

მეგობრობა
მამაკაცზე, რომელსაც გარს ჯერ კიდევ ბავშვობის მეგობრები ახვევია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთგული და თავდადებულია. ძნელი წარმოსადგენია, ის მკვეთრად შეიცვალოს. მასთან ურთიერთობისას იყავით მომთმენი, რადგან მისი ნდობის მოსაპოვებლად გარკვეული ხანი დაგჭირდებათ. ნუ შეგეშინდებათ, გააცნოთ ნათესავებს, მაგალითად, მიიწვიოთ ბიძაშვილის ქორწილში - ის ადვილად გამონახავს საერთო ენას უცნობ ადამიანებთან და სწრაფად შეეწყობა უცნობ სიტუაციას.

საკრედიტო ბარათი თუ ნაღდი ფული?
მამაკაცი, რომელიც თავისი საკრედიტო ბარათის ბრჭყვიალით ტკბება, მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვების დაუძლეველი სურვილით არის შეპყრობილი, პატივმოყვარე და თავდაჯერებულია. ასეთი ადამიანი მიზანს მიაღწევს. თუ კაცი ნაღდი ფულით იხდის, ეს მისი დამოუკიდებლობის მანიშნებელია. თუ საფულე ცარიელი აქვს? - მაშინ თქვენს წინაშეა მამაკაცი, რომელიც სხვაზეა დამოკიდებული და ელის, როდის იზრუნებენ მასზე.

მისი ურთიერთობის სტილი
თუ კაცს ურჩევნია, საყვარელ ქალს ელექტრონული წერილი მისწეროს, თქვენს წინაშე ნამდვილი კერკეტი კაკალია. ასეთი მამაკაცი ურთიერთობის ისეთ გზას ამჯობინებს, რომელიც მას საშულებას აძლევს, წინასწარ მოამზადოს სათქმელი, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩენა. მესინჯერით საუბრის მოყვარულს მუდმივი ყურადღება სურს. ის ყოველ წუთს დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის გვერდით ხართ. ტელეფონის ფანატი შესაძლოა რამდენადმე ძველმოდური მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის მამაკაცები ახლო ურთიერთობებს არ გაურბიან.

როგორი ჩაცმულობა მოსწონს
თუ კაცს თქვენი გაცვეთილი მაისური და ჯინსი უფრო მოსწონს, ვიდრე ტყავის მინიქვედაკაბა, თქვენს წინაშეა პიროვნება, რომელსაც ხელმოკლე გოგონების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მამაკაცი, რომელსაც ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოპრანჭული ქალი აღაფრთოვანებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პრესტიჟს. მამაკაცი, რომელსაც სურს, გვერდით სუპერსექსუალური ქალი ჰყავდეს, ამგვარად ცდილობს თვითშეფასების ამაღლებას. მისთვის მნიშვნელოვანია, მისით აღფრთოვანდნენ და შურდეთ.

როგორ იქცევა წვეულებაზე
თუ მეგობრებთან ერთად მოლხენა არ შეუძლია, ალბათ მორიდებული, მოკრძალებული პიროვნებაა. ასეთი მამაკაცისგან რომანტიკულ საქციელს ნუ ელით. მას დრო სჭირდება, რომ გაიხსნას. თუ მამაკაცი წვეულების სული და გულია, იცოდეთ, რომ ის საკუთარ იმიჯზეა ორიენტირებული და შესაძლოა, თქვენთან ერთად განმარტოებას ხალხმრავალ ადგილას მოლხენა ამჯობინოს.

როგორ მართავს მანქანას
თუ გიჟივით დაქრის მანქანებს შორის, ასწრებს სხვა მძღოლებს და იგინება, ესე იგი აგრესიულია. მასთან ურთიერთობა რთული იქნება. თუ მამაკაცი საცობშიც კი ინარჩუნებს სიმშვიდეს, ესე იგი წარმატებით ახერხებს საკუთარი ემოციების კონტროლს.

რას მიირთმევს რესტორანში
ხორცისა და კარტოფილის მოყვარულები ერთგულებით გამოირჩევიან, მაგრამ აკლიათ სილაღე. თუ თქვენს რჩეულს ეგზოტიკური კერძები უყვარს, ესე იგი, თავგადასავლების მოყვარულია და ერთფეროვნება ადვილად ღლის.

ფაქიზი თუ ფეთხუმი
თუ მამაკაცი ოდნავ დაუდევარია, შეიძლება ითქვას, რომ ის ფართო თვალსაწიერის პატრონია, მაგრამ თუ მის აბაზანას ჭუჭყის სქელი ფენა ადევს, ის ან ძალიან ახალგაზრდაა, ან უბრალოდ ზარმაცი.

როგორ საუბრობს
თუ ხალისიანად ლაქლაქებს, ესე იგი არაორდინარული, ენერგიული პიროვნებაა. თუ ნელა და დინჯად ლაპარაკობს, ალბათ მისი კრედოა `ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი~. მისგან სიურპრიზებს არ უნდა ელოდეთ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - რასაც ფიქრობს, იმავეს ამბობს. აი, სულ ეს არის. დანარჩენი კი თქვენს უნარსა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. rolleyes.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Oct 29 2009, 06:29 PM
პოსტი #413


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Amuza
ციტატა
შენ ეს უფრო მოგეწონება კარგად დაფიქრდი და შეიცანი. მეტი რა გიყო?

დარწმუნებული ხარ რომ ასე კარგად მიცნობ? smile.gif

პ.ს. ეს მკურნალი და უბედურება არ მინდა, პირადად შენი აზრი დაწერე თუ შეგიძლია a075.gif
რახან ამ თემაში მპოსტავი ერთ-ერთი აქტიური მამაკაცი ხარ იმიტომ გეუბნები შენ smile.gif
სხვებიც თუ დაწერენ ძალიან კარგი იქნება smile.gif
საკუთარ მოვალეობებზე და უფლებებზე, თორე ასე მგონია მარტო ქალების თემაა sad.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 29 2009, 06:30 PM
პოსტი #414


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნანინა @ Oct 29 2009, 06:29 PM) *

Amuza

დარწმუნებული ხარ რომ ასე კარგად მიცნობ? smile.gif


მე საერთოდ არ გიცნობ smile.gif
შენ შენთვის მე ჩემთვის biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Oct 29 2009, 06:31 PM
პოსტი #415


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Amuza
ციტატა
მე საერთოდ არ გიცნობ

არა და გიცნობ biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Oct 30 2009, 12:06 AM
პოსტი #416


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(KAIROS @ Oct 29 2009, 06:48 PM) *

ბრავო ამუზა, ბრავო smile.gif
გვაბოლებ biggrin.gif
უFF, მეგონა ეს ყველაფერი შენ დაწერე კაცო და კინაღამ ავტოგრაფი ვითხოვე biggrin.gif


ეგ რომ ამისი დაწერილი ყოფილიყო აქამდე ცალად კი არ ივლიდა biggrin.gif

ციტატა(KAIROS @ Oct 29 2009, 06:48 PM) *

მიაწერე ხოლმე წყარო, თორე დავკომპლექსდით biggrin.gif



არა და არშემდგარი ფსიქოლოგი ამუზა, სულ მაგას ქადაგებს (შედგა ეგეც შენსავით ოღონდ კაბინეტში და არა ამბიონზე) კომპლექსიანობა მოიხსენითო და შენ რავა დაკომპლექსდი,

ამუზას პარადოქსი დაგემართა? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Oct 30 2009, 12:17 AM
პოსტი #417


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(ნანინა @ Oct 29 2009, 07:29 PM) *


პ.ს. ეს მკურნალი და უბედურება არ მინდა, პირადად შენი აზრი დაწერე თუ შეგიძლია a075.gif
რახან ამ თემაში მპოსტავი ერთ-ერთი აქტიური მამაკაცი ხარ იმიტომ გეუბნები შენ smile.gif
სხვებიც თუ დაწერენ ძალიან კარგი იქნება smile.gif
საკუთარ მოვალეობებზე და უფლებებზე, თორე ასე მგონია მარტო ქალების თემაა sad.gif



მართალს ამბობს ეს ქალი, ეეეე კაცები როდის იყო საკუთარზე საუბროდნენ, ხომ იცი სხვებზე წერა0კითXვა ყველას გვეხერხება განსაკუთრებით როცა საპირისპირო სქესს ეხება biggrin.gif

ამუზა, რომ გამოაჭენე ეს შენი "პადრუგების" აზრები , წყარო მიგეთითებინა და ჩვენც კარაგდ წავიკითხავდით უშენოდ

შენი პირადი აზრი რომ გამოხატო არ მოვიდა მაგის დრო? თორე ვის გავცე პასუხი შენ თუ შენს "პადრუგებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Oct 30 2009, 12:20 AM
პოსტი #418


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(Ligia @ Oct 28 2009, 01:54 AM) *

ხოდა რო არ იცი (ვიცით) იმიტომაა გაუთხოვრები რომ ვართ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


laugh.gif ჩაგეთვალაა laugh.gif


ციტატა
გათხოვების შემდეგ ნუ შეწყვეტთ საკუთარ გარეგნობაზე, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მუდმივი გაღიზიანება თვალის დახამხამებაში აისახება ქალის გარეგნობაზე, ამიტომ ეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ, უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლდეთ. თავი ადგომისთანავე მოიწესრიგეთ და ეცადეთ, შინ თუ გარეთ ისე გამოიყურებოდეთ, რომ ქმრისთვის სასურველი იყოთ.

აი ეგ არ მიყვარს ზუსტად, გათხოვდებიან და "ბომჟებივით" რომ დადიან dry.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Oct 30 2009, 12:25 AM
პოსტი #419


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(Amuza @ Oct 29 2009, 01:19 PM) *


გათხოვების შემდეგ ნუ შეწყვეტთ საკუთარ გარეგნობაზე, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მუდმივი გაღიზიანება თვალის დახამხამებაში აისახება ქალის გარეგნობაზე, ამიტომ ეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ, უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლდეთ. თავი ადგომისთანავე მოიწესრიგეთ და ეცადეთ, შინ თუ გარეთ ისე გამოიყურებოდეთ, რომ ქმრისთვის სასურველი იყოთ.


ხო აი ეგ შენს თავს (შენს თავში ვგულისხმობ მამაკაცს, პირადად არ გეხები)
მოიყვანთ ცოლებს და დაისუქებთ თავებს, ცოლი კიდევ მოდელი გინდათ, წვერის გაპარსვა აღარ გინდათ და ქალს ერთ ზედმეტ ღერ თმას არ შეარჩენთ

მერე კდიე უსინდოსოდ გადმოდგებით და ძმაკაცებში დაიწყებთ საუბარს ლამზირა რა ლამაზი გოგოა, და ელპიტეს რა კარგი ფეხები აქვს და კამერონ დიაზი რა ნაშაა, და ანჟელინას რა მაგარი ტუჩები აქვს და სახლში რომ ანგელოზივით ქალი გიზით სულაც აღარ განაღვლებთ, არადა ვინ იცის ცოლად მოყვანამდე რამდენი ძალისხმევა დაგჭირდათ მისი გულის მოსაგებად და ცოლად მოსაყვანად? ცოლი ათასნაირად ცდილობს თქვენი ყურადრების მიქცევას და თქვენ კიდე არც კი ამჩნევთ ამას, არადა რომ გკითხოთ ქალი ყოველთვის ფორმაში უდნა იყოს, არადა ვინ იცის რამდენჯერ ყოფილა იმაზე უკეთეს ფორმაში ვიდრე თქვენ იმსახურებდით, მარა ვინ მიაქცია ყურადღება? არავინ , ხოდა დ ა ი კ ი დ ა biggrin.gif

თუ გინდთ რომ ცოლი კარგად გამოიყურებოდის დაანახეთ და აგრძნობინეთ რომ მისი ძალისხმევა ამაო არ არის, და თქვენ თვითონაც გინდათ რომ მისთვის სასურველი მამაკაცი იყოთ

რაცა ცოლს არ უნდა მოფერება და სიყვარული?
რავა ცოლს არ უნდა სასურველი ქამრი ყავდეს თუ? .... საყვარელს ვერ გაიჩენს თქვენი არ იყოს? biggrin.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Oct 30 2009, 04:06 PM
პოსტი #420


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



ციტატა
აი ეგ არ მიყვარს ზუსტად, გათხოვდებიან და "ბომჟებივით" რომ დადიან

ზოგს მაგალითად პირიქით მოსდის, ზედმეტად იწყებს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას და დადიან მერე ორთაჭალის ტურფებივით biggrin.gif ასე რომ ზომიერება ყველაფერში კარგია smile.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

42 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 07:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი