IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

42 გვერდი V « < 37 38 39 40 41 > »   
Closed TopicStart new topic
> ქალი და მამაკაცი, ყველა ასპექტში
ნაინა
პოსტი Nov 20 2009, 08:33 AM
პოსტი #761


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



KAIROS
ციტატა
მაშინ ძალიან პროფესიონალი უნდა იყოს ქალი, რომ ცოტა მაინც მოშორდე საფრთხეს

ვახ უყურე შენ რავა დაგვიწუნეს ქალებს პროფესიონალობა.
მეოცე წელი დაიწყო რაც მანქანას ვატარებ და ნეტა რომელ კატეგორიაში გავდივარ?
საშუალო დონეში თუ მაინც მოვხვდი თქვენს შკალაზე კიდევ არა უშავს მაშინ biggrin.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 20 2009, 09:43 AM
პოსტი #762


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ეს თემა ისევ გაცოცხლდა? umnik2.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 12:37 PM
პოსტი #763


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ლიგიას არ ეხება ეს, ნორმალურად მართავს ავტომობილს, თუმცა ეს ცნობილია, ავარიულ სიტუაციაში, მამაკაცი უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე ქალი და მოქმედების დაგვიანება ზოგჯერ ისეთი შედეგებით მთავრდება, კაიროსმა რომ გაგვიზიარა, თორე გორაობით ყველა აგორავებს მანქანას, თუ გაბარიტის შეგრძნება აქვს.

უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რო-აი, ქალია საჭესთან, მოძრაობას აფერხებს და ა.შ.

მაგრამ სასაცილო რა არის იცით? გგონია, რომ ქალი ზის საჭესთან, ანუ ისეთ მანევრებს აკეთებს, რომ შთაბეჭდილება გექმნება, რომ ქალი ზის საჭესთან. გაუვლი, გაასწრებ, დააკვირდები და აღმოჩნდება მამაკაცი.

მაგრამ ქალს მძღოლობაზე პრეტენზია მაინც არ უნდა ქონდეს,(თუმცა F1-ში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ყველა სპორტის სახეობაში ეჯიბრებიან ქალები კაცებს და თუ არ ვცდები, ერთი ეს სახეობაა სადაც ქალმა არ მოინდომა გატოლება, შეიძლება მე ვცდები,მაგრამ ასე მგონია, არ მსმენია ყოველშემთხვევაში) რამეთუ შეიძლება თეორიულად იცოდეს, მაგრამ პრაქტიკულად ვერ შეასრულოს. მძღოლობა მარტო საჭის ტრიალი არ არის. კარგ მძღოლს ძრავის სუნთქვა უნდა ესმოდეს, საუბარი უნდა ქონდეს მოტორთან, საჭიროების შემთხვევაში,უნდა შეეძლოს დეფექტის აღმოფხვრა. საბურავის შეცვლაზე აღარაა საუბარი. ასე რომ ქალს საქართველოში მაშინ მივიჩნევ მძღოლად, როცა "პროფილაქტიკაში" ქალი "ხადავიკი, ჟესტიანჩიკი, მატორისტი" და ა.შ. იქნება.

თუმცა ყველაფერი მაინც პრაქტიკაა.

კიდევ მგონი არც პილოტები არიან ქალები. სხვათაშორის, საპასუხისმგებლო პროფესიაა პილოტობა. შეიძლება დამხმარე პილოტი იყოს, მაგრამ მთავარ პილოტზე არ მსმენია, თუ არ ჩავთვლით ერთეულებს. რომლებიც საუკუნეში ჰაჰაჰა 10 იბადებიან.

წარმომიდგენია ქალი პილოტი, ხომალდის კაპიტანი მაშინ, როდესაც შასი არ იხსნება და ასობით ადამიანის სიცოცხლე აბარია.

ასევე არ მსმენია გემის მესაჭე ყოფილიყოს ქალი, ის კი არა ადრე ქალს გემზეც არ უშვებდნენ, უბედურების მომტანიაო biggrin.gif

ასე რომ სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სულიერი მესაჭეც ყოველთვის არის კაცი და არა ქალი.

ბუნების კანონზომიერებაა და გენდერისტები, ტყუილად ბუინობენ laugh.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 20 2009, 12:50 PM
პოსტი #764


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Ligia
ციტატა
და ბოლოს ვექტრა რომ ვიყიდეთ ერთობლივი ძალებით იმაზე 1 წელი გვერდით მეჯდა და სანამ თავისნაირი მძღოლი არ გამხადა ვერ გადავსვი მანქანიდან

რაღაც მსგავსი მელის მგონი მეც biggrin.gif

ციტატა
თბილისი ზღვის გზაზე წაიყვანე მექანიკა მანქანა, აღმართებ-დაღმართებია, მოსახვევებია და მანქანებიც არაა

ზღვის გზა დავიზეპირე უკვე, ახლა სხვაგამ უმდა გადავიდე biggrin.gif



--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Nov 20 2009, 12:52 PM
პოსტი #765


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ეს თემა ისევ ამოიქოქა??? აუ მე მძღოლად ნამდვილად არ გამოვდგებიიიsmile.gif ორიენტაცია მაქვს 0 კი არა -ებში biggrin.gif,ბაზრობაზე რომ დავდივარ,ხალხს თვალები უჭრელდება ერთი და იგივე ადგილას 9 ჯერ გავივლი ხოლმეე biggrin.gif,ძალიან მომწონს მანქანები არადა...
Amuza
მართალი ხარ,არის ზოგი პროფესია რაც სუფთა მამაკაცური საქმეა და არა ქალის,ვერ ვიტან ქალები ყველაფერში რომ ყოფენ ცხვირს,მაგაზე ვბრაზდები ხოლმე,biggrin.gif
biggrin.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 20 2009, 12:57 PM
პოსტი #766


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



sable
ციტატა
თუ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება, ყველაზე კაი გამოსავალს პოულობენ და ხელებს სახეზე იფარებენ

ვაიმე დედა, ეს ქართველ ქალებზეა საუბარი? huh.gif

ციტატა
ავარიულ სიტუაციაში, მამაკაცი უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე ქალი


ამუზა ამაშI გეთანხმები გარკვეულწილად, თუმცა ისიცაა, რომ ქალები შედარებით ფრთხილი მძღოლები არიან\ვართ (tongue.gif) და ასე რომ ავარიული სიტუაციებიც ნაკლებია a075.gif
ხო აი მარშუტკები და თბილისის მამაკაცი მძღოლები კიდევ ცალკე თემაა rolleyes.gif

ციტატა
ბუნების კანონზომიერებაა და გენდერისტები, ტყუილად ბუინობენ

ვაიმე გენდერულობაზე ჩემი პოსტები რომ გენახა ამას არ იტყოდი biggrin.gif
მე იმას კი არ ვამბობ რომ ქალი თუ საჭესთან ზის მამაკაცების ჯიბრით (უიმე დედაbiggrin.gif), ქალსაც ჭირდება მანქანა და მამაკაცსაც და რა პრობლემაა? huh.gif
უბრალოდ ქართველი მამაკაცების რაღაცა უბედურებაა რომ აი ქალი საჭესთან საშინელებაა, ეს უნდა ამოირეცხონ თავიდან და ყველა ერთ ქვაბში არ მოხარშონ, მეტი არაფერი biggrin.gif მიჩვევა და პრაქტიკაა მთავარი a075.gif

ისე რა ამბავი გამოვიწვიე ამ თემით? biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 01:14 PM
პოსტი #767


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(izi-bartki @ Nov 20 2009, 12:52 PM) *


Amuza
მართალი ხარ,არის ზოგი პროფესია რაც სუფთა მამაკაცური საქმეა და არა ქალის,ვერ ვიტან ქალები ყველაფერში რომ ყოფენ ცხვირს,მაგაზე ვბრაზდები ხოლმე,biggrin.gif
biggrin.gif


ერთხელ, სტუდენტობისას, შეზარხოშებულმა ბიჭებმა, შუაღამისას გავაჩერეთ ტაქსი, "მოსკვიჩი" იყო ცისფერი დაახლოებით. ისეთი პერიოდია, ტაქსები კანტიკუნტად დადიან და თან ნასვამ ბიჭებთან გაჩერებას ერიდებიან. მოკლედ ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა ქალი, შუა ხნის ქალი, კეპკა ეფარა და ერთ ჩემს ძმაკაცს აუტყდა სიცილი, ისეთი არაბუნებრივი იყო ის ქალი, ცდილობდა ეკაცა, სიკარეტსაც კაცურად მოუკიდა და აშკარა იყო მამაკაცური ჰორმონები ჭარბობდა მასში. ის დღე არ დამავიწყდება, როგორი გაოცებულები ვიყავით, განა იმიტო რო ქალი იყო საჭესთან, არამედ იმიტომ, რო კაცობდა.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 01:24 PM
პოსტი #768


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნანინა @ Nov 20 2009, 12:57 PM) *






ამუზა ამაშI გეთანხმები გარკვეულწილად, თუმცა ისიცაა, რომ ქალები შედარებით ფრთხილი მძღოლები არიან\ვართ (tongue.gif) და ასე რომ ავარიული სიტუაციებიც ნაკლებია a075.gif
ხო აი მარშუტკები და თბილისის მამაკაცი მძღოლები კიდევ ცალკე თემაა rolleyes.gif
ვაიმე გენდერულობაზე ჩემი პოსტები რომ გენახა ამას არ იტყოდი biggrin.gif
მე იმას კი არ ვამბობ რომ ქალი თუ საჭესთან ზის მამაკაცების ჯიბრით (უიმე დედაbiggrin.gif), ქალსაც ჭირდება მანქანა და მამაკაცსაც და რა პრობლემაა? huh.gif
უბრალოდ ქართველი მამაკაცების რაღაცა უბედურებაა რომ აი ქალი საჭესთან საშინელებაა, ეს უნდა ამოირეცხონ თავიდან და ყველა ერთ ქვაბში არ მოხარშონ, მეტი არაფერი biggrin.gif მიჩვევა და პრაქტიკაა მთავარი a075.gif




ალბათ ჩემი პოსტი გულდასმით წაიკითხე და მიხვდი, რომ მე ქალი საჭესთან რომ ზის გართულება არ მაქვს, უბრალოდ, გართულება იმაზე მაქვს, რომ თავს მძღოლებად თვლიან და მძღოლი, უფრო მეტი და აღმატებულია ვიდრე საჭის მაბრუნებელი.

ისე სიფრტხილე ცუდი არ არის, მაგრამ ნამეტანი სიფრთხილე, როგორც მანდილოსნებს და ზოგიერთ კაცებსაც სჩვევიათ, უფრო აბნევს, ბოჭავს და გადაწყვეტილების მიღებაში აფერხებს. შენზე კი არაა დამოკიდებული ავარიული სიტუაციის სექმნა, შენ შეიძლება ძალიან კარგადაც დადიოდე, მაგრამ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ....

ერთ მაგალითს გეტყვი

ქუჩაზე ქართველებს, ისეთ ადგილებში სადაც გადასვლა არ შეიძლება, ვის არ გადაურბენია ხოო? ავიღოთ თავისუფლების მეტროს პირდაპირ, ხშირად მიწევს მანდ გადასვლა. კაცი რომელიც ქუჩაზე გადადის და უცებ მოდის სწრაფად მანქანა და უსიგნალებს ხოო? კაცი მაშინვე გადაირბენს, წამის მეათასედში იღებს გადაწყვეტილებას (როგორც დიმა ობოლაძე იტყოდა), ხოლო ბევრს დავკვირვებივარ და ვიცი, ქალი სიგნალზე ყოვნდება და იმას ფიქრობს ჯერ გადავიდეს, თუ უკან დაბრუნდეს და უკან აღარ იყურება, რომ იქაც შეიძლება მანქანა მოდიოდეს. ამიტომ, როდესაც მძღოლი ხედავს ასეთ სიტუაციას, ანელებს და ზოგჯერ დაუფაეტონებს ხოლმე ასეთ ქალს biggrin.gif და ამიტომაცაა, რომ ქალ მძღოლებს არ წყალობენ.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 20 2009, 01:42 PM
პოსტი #769


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Amuza
ციტატა
ერთხელ, სტუდენტობისას, შეზარხოშებულმა ბიჭებმა, შუაღამისას გავაჩერეთ ტაქსი, "მოსკვიჩი" იყო ცისფერი დაახლოებით. ისეთი პერიოდია, ტაქსები კანტიკუნტად დადიან და თან ნასვამ ბიჭებთან გაჩერებას ერიდებიან. მოკლედ ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა ქალი, შუა ხნის ქალი, კეპკა ეფარა და ერთ ჩემს ძმაკაცს აუტყდა სიცილი, ისეთი არაბუნებრივი იყო ის ქალი, ცდილობდა ეკაცა, სიკარეტსაც კაცურად მოუკიდა და აშკარა იყო მამაკაცური ჰორმონები ჭარბობდა მასში. ის დღე არ დამავიწყდება, როგორი გაოცებულები ვიყავით, განა იმიტო რო ქალი იყო საჭესთან, არამედ იმიტომ, რო კაცობდა.

ეს ნამეტანია.
მძღოლობაზე გეთანხმები, მძღოლი ანუ უფრო კარგად რომ გამოვიდეს ს ლენგით ვიტყვი "შოფერი" ჩემთვის ასოცირდება ღიპიან ტაქსის მძღოლებთან და მარშუტის მძღოლებთან biggrin.gif ეს ხუმრობით, ქალს რაც შეეხება
ციტატა
ალბათ ჩემი პოსტი გულდასმით წაიკითხე და მიხვდი, რომ მე ქალი საჭესთან რომ ზის გართულება არ მაქვს

შენ არა, მაგრამ სხვებს აქვთ a075.gif

ციტატა
, შენ შეიძლება ძალიან კარგადაც დადიოდე, მაგრამ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ....

კი, გეთანხმები, სხვამ შეგიქმნას დაბრკოლება, ესეც პრაქტიკაზეა დამოკიდებული, თუ ქალი დიდი ხანია ზის საჭესთან არა მგონია რეაგირება დააგვიანოს a075.gif პრაქტიკაა ყველაფერი და არა ის, ქალია თუ კაცი a075.gif
შეიძლება მამაკაცი უფრო მალე გახდეს კარგი მძღოლი, ვიდრე ქალი, მე კი არ გეჯიბრებით, მე იმას ვლაპარაკობ, რომ ქალიც ადამიანია და მასაც უნდა მანქანა biggrin.gif ვაიმე დედა biggrin.gif
და თუ ნერვების მოშლაზე და მოძრაობის შეფერხებაზეა საქმე, მარშუტკები ქალებზე მეტად აფერხებენ მოძრაობას და ანერვიულებენ მძღოლებს a075.gif
მარშუტკებს კი ქალები ნამდვილად არ მართავენ, ნუ საქართველოში

პ.ს. ქუჩაზე გადარვბენას რაც შეეხება, ვცდილობ განვსაზღვო ის მანქანა რა სიჩქარით მოდისმ, ანუ მოვასწრებ თუ არა გადარბენას და არანაირი შიშI. რა ვიცი, სანამ საჭესთან დავჯდებოდი მანამდეც ასე იყო unsure.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 02:03 PM
პოსტი #770


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნანინა @ Nov 20 2009, 01:42 PM) *

Amuza

პ.ს. ქუჩაზე გადარვბენას რაც შეეხება, ვცდილობ განვსაზღვო ის მანქანა რა სიჩქარით მოდისმ, ანუ მოვასწრებ თუ არა გადარბენას და არანაირი შიშI. რა ვიცი, სანამ საჭესთან დავჯდებოდი მანამდეც ასე იყო unsure.gif


განსაზღვრე, დარწმუნდი, გადადიხარ გზაზე, ან გადარბიხარ. გესმის სიგნალი, როგორ იქცევი?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 20 2009, 02:05 PM
პოსტი #771


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Amuza
ციტატა
განსაზღვრე, დარწმუნდი, გადადიხარ გზაზე, ან გადარბიხარ. გესმის სიგნალი, როგორ იქცევი?

გააჩნია, თუ შორსაა გადავრბივარ, თუ ახლა ჩემ ფეხებთანაა უკვე და არ აპირებს შენელებას უკან ვიხევ, თავს ხომ არ შევაკლავ biggrin.gif

პ.ს. უკან ვიხედები biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 02:13 PM
პოსტი #772


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნანინა @ Nov 20 2009, 02:05 PM) *

Amuza

გააჩნია, თუ შორსაა გადავრბივარ, თუ ახლა ჩემ ფეხებთანაა უკვე და არ აპირებს შენელებას უკან ვიხევ, თავს ხომ არ შევაკლავ biggrin.gif

პ.ს. უკან ვიხედები biggrin.gif


ანუ მაინც ჩერდები და იხედები, ან უკან იხევ, აი მამაკაცი, ყურითაც საზღვრავს ბგერის სიახლოვეს და ქუჩაზე გადადის მაინც, იმიტომ, რომ გადასვლა, გახედვა, გაბარიტის აღქმა ერთად აღქმადი პროცესია.


კიდევ, მიდიხარ მანქანით, გადაგირბინა ძაღლმა, უკან ხედავ, რომ შენს მომდევნო მანქანას დისტანცია არ აქვს დაცული, საპირისპირო მხარეს დიდი სიჩქარით მოძრავი ტრაილერი მოდის. როგორ მოიქცევი?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 20 2009, 02:25 PM
პოსტი #773


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Amuza
ციტატა
აი მამაკაცი, ყურითაც საზღვრავს ბგერის სიახლოვეს

გაჩერდიო ახლა, სმენას ნამდვილაად არ ვუჩივი biggrin.gif
მე დაგისახელე ორი შემთხვევა და მოგნი უნდა მიმხვდარიყავი smile.gif
კაი ბატონო მაგრები ხართმამაკაცები, ეს გინდოდა? biggrin.gif
შეიძლება ქალები ზედმეტად ფრთხილები არიან, გადაწყვეტილებებსაც მამაკაცები უფრო სწრაფად იღებენ (თანაბარი შესაძლებლობის მქონემამაკაცი და ქალი მძღოლები რომ ავიღოთ), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი საჭესთან არ უინდა იჯდეს. ან რატომ ადარებენ მამაკაცებს ვერ ვხვდები??
თავად მოგწონთ რომ მაგრები ხართ? კარგი, იყავით ბატონო, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებეთ biggrin.gif

ციტატა
კიდევ, მიდიხარ მანქანით, გადაგირბინა ძაღლმა, უკან ხედავ, რომ შენს მომდევნო მანქანას დისტანცია არ აქვს დაცული, საპირისპირო მხარეს დიდი სიჩქარით მოძრავი ტრაილერი მოდის. როგორ იქცევი?


სად შემიძლია მაგდენი? biggrin.gif ერთი კვირაა "პრავა" ავიღე biggrin.gif
ისე ალბათ გავაგრძელებდი მოძრობას სიჩქარის შეუცვლელად a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 02:47 PM
პოსტი #774


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნანინა @ Nov 20 2009, 02:25 PM) *

Amuza

სად შემიძლია მაგდენი? biggrin.gif ერთი კვირაა "პრავა" ავიღე biggrin.gif
ისე ალბათ გავაგრძელებდი მოძრობას სიჩქარის შეუცვლელად a075.gif


ხოდა, დაიხსომე ამას მარტო აქ გაიგებ და ისიც ჩემგან. ყოველთვის იყურე წინ რა ხდება, უკან შენი საქმე არ არის, უკანაზე, უკან მომავალმა იზრუნოს და დაიცვას დისტანცია. ამიტომ შენ ამუხრუჭებ, ამით ძაღლის გადავლასაც თავიდან იშორებ და არც იცი ძაღლის გადავლით სიტუაცია, როგორ განივრცობა. დაგეჯახება უკან მომავალი მანქანა? დაგეჯახოს, მაინც ის გააკეთებს, შენ მართალი იქნები.

ტაკ ჩტო უჩის სტუდენტკა biggrin.gif

ეს თემა არის ქალი და მამაკაცი და ამიტომაც მოვახდინე, ქალის და მამაკაცის. უკაცრავად მამაკაცის და ქალის შედარება მძროლობაზე.

ისე მოდერს ვთხოვ, თემას შეუცვალოს სახელი და დაარქვას მამაკაცი და ქალი

ჯერ მამაკაცი იყო და უპრიანია, ჯერ მამაკაცი და მერე ქალი ეწეროს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არ ვარ მე ქართვულ ჯენტლმენურ ხასითზე ნამდვილად biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 20 2009, 06:23 PM
პოსტი #775


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Amuza

სტოპ სტოპ სტოპ !!!!!!! biggrin.gif
შენ მითხარი ძაღლმა გადაგირბინაო, ანუ ქმედება უკვე მომხდარია და რატომ უნდა დავამურხურჭო? ვთქვათ ჩქარა მივდივარ? დამარტყას იმ საწყალმა? biggrin.gif კი გამიკეთებს მარა მაინც tongue.gif

ბატონო პროფესორო biggrin.gif


ციტატა
. ყოველთვის იყურე წინ რა ხდება, უკან შენი საქმე არ არის, უკანაზე, უკან მომავალმა იზრუნოს და დაიცვას დისტანცია

არც მთლად ასეა, საბედნიეროდ არსებობს სარკე smile.gif ისე ეს არა მარტო შენგან გამიგია მასწავლებელო biggrin.gif

პ.ს. შენი გამოცდილების მჯერა და რჩევებს მივიღებ smile.gif
აი ნერვები იმაზე მეშლება მამაკაცები, რომლებმაც არ იციან ტარება, რომ აკრიტიკებენ ქალ მძღოლებს, ტარება არ იციან და რა უნდა ქალს საჭესთანოოოო biggrin.gif ვაიმე ასი ეგეთ ხალხზე თან მაგრად მეცინება და თან მინდა ვუთხრა, კაი დაწყნარდითქო biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Nov 21 2009, 04:32 AM
პოსტი #776


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(Amuza @ Nov 20 2009, 03:47 PM) *


ჯერ მამაკაცი იყო და უპრიანია, ჯერ მამაკაცი და მერე ქალი ეწეროს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არ ვარ მე ქართვულ ჯენტლმენურ ხასითზე ნამდვილად biggrin.gif


შენ არ ჩაქრი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Nov 26 2009, 08:53 PM
პოსტი #777


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



“An archaeologist is the best husband a woman can have. The older she gets the more interested he is in her.”

: ))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Nov 26 2009, 11:04 PM
პოსტი #778


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



აქ დავდებ რაა biggrin.gif

IPB-ს სურათი


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Nov 26 2009, 11:07 PM
პოსტი #779


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Nov 26 2009, 10:04 PM) *

აქ დავდებ რაა biggrin.gif

IPB-ს სურათი


მე სხვა ვარიანტის მაქვს ნანახი და არ დამადებიო ეხლა biggrin.gif

ციტატა(newbie @ Nov 26 2009, 07:53 PM) *

“An archaeologist is the best husband a woman can have. The older she gets the more interested he is in her.”

: ))


ნუ,არც ეგ არის მაინცა და მაინც კარგი,სანამ არ დაძველდები ვერ დააინტერესებ biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 28 2009, 09:40 AM
პოსტი #780


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



გოდერძი ჩოხელი
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

3
- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.

4
- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6
- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7
- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!

9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

42 გვერდი V « < 37 38 39 40 41 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი