IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

262 გვერდი V « < 50 51 52 53 54 > »   
Closed TopicStart new topic
> გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები., ახალი ფორმატით :D
მნათე
პოსტი Nov 2 2009, 02:13 AM
პოსტი #1021


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე


გავიგე ძალიანაც კარგად მაგრამ არ ვთქვი
ანუ ოქროპირი აღიარებდა პაპის პრომატს მაშინ და თქვენ ახლა არ არღიარებთ, ჩვენ კი ახლაც ვაღიარებთო
არა?
ბიზანტიური წესი მხოლოდ ჩვენია რადგან ოქროპირის დაწერილია, იოანე ოქროპირი კი პაპის პრიმატს აღიარებდაო.

პ.ს. ლოგიკა მაქვს მადლობა ღმერთს


იოანეს ეკუთვნოდა ჩემს არჩევანში გადამწყვეტი სიტყვა და ზოგადად, წმიდა მამებს... თეოდორე სტუდიელი ასე იწყებს თავის წერილს პაპისადმი:

Послание 33. К Льву, папе римскому

Святейшему и верховнейшему отцу отцов, Льву, господину моему, апостольскому папе, Феодор, нижайший пресвитер и игумен Студийский.

Так как великому Петру Христос Бог даровал вместе с ключами царства небесного и достоинство пастыреначальства, то Петру или его преемнику, необходимо сообщать обо всем, нововводимом в Кафолической Церкви отступающими от истины.

Итак, научившись этому от древних Святых Отцов наших, и мы, смиренные и нижайшие, так как и теперь в нашей Церкви сделано нововведение, почли долгом и прежде - через благоговейнейшего архимандрита, брата и сослужителя нашего Епифания, и теперь - смиренным письмом нашим донести о том Ангелу верховного твоего блаженства.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:14 AM
პოსტი #1022


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
საიდან ასკვნი ამას?

სხვადასხვა გარემოებებიდან...
თავდაპირველად ცხადია მოინათლა მართლმადიდებლად, თავისთავად. ამის შემდეგ 1692 წელს გახდა კათოლიკე, საიდანაც 6 წლის შემდეგ ანუ 1698 წელს აღიკვეცა ბერად და დაირქვა საბა. ახლა, ძალიან ძნელი გასარკვევია ვინ იყო დოკუმენტალურად. ფარული კათოლიკე? ფარული მართლმადიდებელი? თან როგორი ამბავია თავს კათოლიკედ თვლი და თან მართლმადიდებლური მონასტრის ბერი ხარ, თუნდაც შეფარვით იყოს, რა ფენომენია ეს? შემდეგ, 5 წლის შემდეგ ბერად აღკვეციდან თავი გამოაცხადა კათოლიკედ. ამის შემდეგ მოღვაწეობს ევროპაში, საიდანაც პოლიტიკურად გაწბილებული ბრუნდება კაცისშვილმა არ იცის რა რწმენით და მიდის რუსეთში, სადაც მართლმადიდებლურ მონასტერთან არსებულ სასაფლაოზე კრძალავენ.

ცხადია საბა არ გმობდა პაპს, მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეხედულების მართლმადიდებლობაზე და საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მისთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო ეს ორი მიმდინარეობა.

თავის მხრივ სულხან-საბას ცალსახა კათოლიკობა რელიგიაში ცაუხედავი კომუნისტების გაპიარებულია, რომლებსაც სურდათ რომ ათეისტური გადასახედიდან საერთოდ დაეკნინებინათ რელიგიის მნიშვნელობა და ამით ხაზს უსვამდნენ რომ რეალიგიას არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, სულხან-საბა არ იყო მართლმადიდებელი, მაგრამ იყო დიდი მოღვაწეო.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 2 2009, 02:16 AM
პოსტი #1023


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გიორგი

აი მაგ "მართლმადიდებლურ მონასტერზე" ვრცლად ვისაუბრებ ჯვაროსნებზე biggrin.gif

ჰეჰ... biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:20 AM
პოსტი #1024


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



b-a-r-b-a-r-e
ციტატა
დოკუმენტი დადე
ისტორიის ტოლფასი

შედი ინტერნეტში და მაგ მონასტრის სურათიც დევს, მოსკოვშია, მართლმადიდებლური, მაგრამ სულხან საბა დაკრძალულია არა უშუალოდ ტაძარში, არამედ სასაფლაოზე.

შეიძლება მართლმადიდებლური წესითაც. ეს უკვე აღარ ვიცი, მაგრამ იმდენჯერ აირია ყველაფერი მის ცხოვრებაში რომ აღარც ვიცი ამას თუ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ იმ მომენტში მართლმადიდებლურმა გარემომ მოუწია იქ ალბათ და ეს არის და ეს.

მნათე
ისე, ბაროკოს არქიტექტურაა, ევროპული, იტალიური, ალბათ თავის დროზე კათოლიკებს აახიეს... biggrin.gif

მოკლედ, მე არ ვთვლი სულხან-საბას კათოლიკედ, მაგრამ არც მართლმადიდებლად...

თქვენი საქმის თქვენ იცით. smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 2 2009, 02:20 AM
პოსტი #1025


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მნათე
ციტატა
იოანეს ეკუთვნოდა ჩემს არჩევანში გადამწყვეტი სიტყვა და ზოგადად, წმიდა მამებს.

გასაგებია, მაგრამ ისინი ხომ იმ პერიოდში მოღვაწეობდნენ, როდესაც ქრისტიანობა ერთიანი იყო? მერე გამოეყო რომის ეკლესია ცალკე. ამ გაყოფის მიზეზებზე და ცვლილებებზე ბევრი გექნება ნაფიქრი, ტყუილად ასეთ არჩევანს არ გააკეთებდი smile.gif
უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ოქროპირის დროს ქრისტიანული სამყარო ერთიანი იყო და ამ შემთხვევაში ის მაგალითისთვის ვერ გამოდგება ჩემი აზრით smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 2 2009, 02:20 AM
პოსტი #1026


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ისე, ბაროკოს არქიტექტურაა, ევროპული, იტალიური, ალბათ თავის დროზე კათოლიკებს აახიეს...


არა მხოლოდ ეგ... დასავლეთის სულიერი გამოცდილება აკოპირეს ერთი პერიოდი biggrin.gif კათედრაზე ფრანჩესკო ასიზელის ხმა უფრო ისმოდა, ვიდრე სხვა რომელიმესი (რუსი წმინდანების გახსენებაში მადლობა ღმერთს მეხსიერება ყოველთვის მღალატობს) biggrin.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:23 AM
პოსტი #1027


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ისე რაზე დავობთ ერთი ვიცოდე...

სულხან-საბა არ იყო ისეთი ”მართლმადიდებელი” b-a-r-b-a-r-e-ს რომ აძლევდეს ხელს და არც ისეთი კათოლიკე მნათე-ს რომ აძლევდეს ხელს...

ვინც იყო და რაც იყო კიდევ, დიდი საქმე გააკეთა საქართველოსთვის...

კომპიუტერული ინჟინრისთვის მეტი არცაა საინტერესო, დანარჩენი თეოლოგებმა და ისტორიკოსებმა არკვიეთ თუ რაიმე ძალიან კონკრეტული მასალები გაქვთ... smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 2 2009, 02:25 AM
პოსტი #1028


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

გასაგებია, მაგრამ ისინი ხომ იმ პერიოდში მოღვაწეობდნენ, როდესაც ქრისტიანობა ერთიანი იყო? მერე გამოეყო რომის ეკლესია ცალკე. ამ გაყოფის მიზეზებზე და ცვლილებებზე ბევრი გექნება ნაფიქრი, ტყუილად ასეთ არჩევანს არ გააკეთებდი
უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ოქროპირის დროს ქრისტიანული სამყარო ერთიანი იყო და ამ შემთხვევაში ის მაგალითისთვის ვერ გამოდგება ჩემი აზრით


მაგაშია განსხვავება ჩვენს აზრებს შორის:

რომი არავის ეყოფა, რომი და პაპი არის კლდე.... თუ ის არ არის კლდე, მაშინ ყველაფერი კაოტურია, სრულად... ისეთი, როგორიც დღეს დგას მართლმადიდებლურ ეკლესიებში.

რომა ლოკუტა ესტ, კაუსა ფინიტა ესტ, ეს ავგუსტინეს ცნობილი ფორმულაა (რომმა აზრი განაცხადა, კამათი დამთავრებულია) რომელსაც იყენებდა ყველა კრება, ისე როგორც ჩვენ გვწამს... ერთი სიტყვით მე ვთვლი რომ რომი არავის გამოყოფვია, არამედ პირიქით... ეს არის ჩემი პოზიცია smile.gif

როცა მართლმადიდებელი კათოლიკეს ესაუბრება, კულტურულ შოკში ვარდება... პროტესტანტთან ის ლაღია, მიჩვეულია საკუთარი სიძველის გახსენებას და ა.შ მაგრამ კათოლიკეებს ამით ვერ გააკვირვებ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:25 AM
პოსტი #1029


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
დასავლეთის სულიერი გამოცდილება აკოპირეს ერთი პერიოდი

შეიძლება... smile.gif
ანდა ეგ რაღა ფენომენია თვითონ...? biggrin.gif

გეუბნები რა, რაღაც მაგარი მოეკუმენისტო ტიპის კაცი იყო სულხან-საბა, მართლმადიდებლობის და კათოლიციზმის სინთეზის რაღაც ფენომენალური ნიმუში... biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 2 2009, 02:27 AM
პოსტი #1030


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

შეიძლება...
ანდა ეგ რაღა ფენომენია თვითონ...?

გეუბნები რა, რაღაც მაგარი მოეკუმენისტო ტიპის კაცი იყო სულხან-საბა, მართლმადიდებლობის და კათოლიციზმის სინთეზის რაღაც ფენომენალური ნიმუში...


მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების სინთეზს, ერთი წვეთი პაპი ჭირდება biggrin.gif ამას რომ მიხვდები, მერე გაიგებ ვინ იყო საბა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:29 AM
პოსტი #1031


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
ერთი წვეთი პაპი ჭირდება

და ასევე იტალიური არქიტექტურის მქონე მართლმადიდებლური მონასტერი დასავლური სულიერების გამოცდილებით, სადაც მოღვაწეობდა კათოლიკობა მირებული, მაგრამ მართლმადიდებლური წესით ბერად აღკვეცილი საბა, რომელიც ბარემ იქვე აღესრულა... biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 2 2009, 02:30 AM
პოსტი #1032


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

და ასევე იტალიური არქიტექტურის მქონე მართლმადიდებლური მონასტერი დასავლური სულიერების გამოცდილებით, სადაც მოღვაწეობდა კათოლიკობა მირებული, მაგრამ მართლმადიდებლური წესით ბერად აღკვეცილი საბა, რომელიც ბარემ იქვე აღესრულა...


ეგ საზღვარი მუქი და მკვეთრი მხოლოდ თქვენთვისაა... biggrin.gif

ოკ, ბევრი ლაყბობა ჭირდება ამას, ჯობია ციფრული ვერსიები ვითრიო....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 2 2009, 02:31 AM
პოსტი #1033


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მნათე
გასაგებია შენი პოზოცია და არგუმენტიც ლოგიკურია ნამდვილად smile.gif
ყველა გზა რომში მიდის biggrin.gif
უბრალოდ რა ხდება იცი? კი იყო რომი პეტრეს მემკვიდრე, მაგრამ ჩემი აზრით ზედმეტი გაფეტიშება არ უნდა მომხდარიყო და უხეშად რომ ვთქვა "თავში ავარდნა" biggrin.gif
რატომ გამოეყო რომის ეკლესია ამასაც ვიტყვი, ნუ ჩემ დილეტანტურ აზრს, მაგრამ მგონი ლოგიკურს smile.gif
რომის ეკლესია დგას განცალკევებით და არიან კათოლიკები (პაპისტები) ხო? სხვა ყველა დანარჩენი _ კონსტანტინეპოლის, სერბეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ჩვენი და ა.შ. დარჩა მართლმადიბლად smile.gif
ამიტომ ვთვლი რომ გამოეყო რომის და არა ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილი გამოეყო რომს a075.gif smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:35 AM
პოსტი #1034


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
მე გეტყვი ჩემს პირად აზრს, რომელიც უკვე არსად არ ამომიკითხია. სულხან-საბამ უბრალოდ ბოლომდე ვერ გააცნობიერა ვის ან რას ეკუთვნოდა ეს ორი მიმდინარეობა იმდენად გავს ერთმანეთს და საერთოდ იმასაც ვეღარ მიხვდა თუ იყო საერთოდ რაიმე განსხვავება. ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად წერდა და მოღვაწეობდა და ბოლოს დაამთავრა მოსკოვში კათოლიკური არქიტექტურის მქონე მართლმადიდებლური მონასტრით.

ეს არის სულ რა მთელი ლაი-ლაი...

ციტატა
ეგ საზღვარი მუქი და მკვეთრი მხოლოდ თქვენთვისაა...

ჩვენთვის მუქი და მკვეთრია, შენთვის ღია და გამჭვირვალე, საბასთვის კიდევ არ არსებობდა საერთოდ... smile.gif

ციტატა
ჯობია ციფრული ვერსიები ვითრიო....

ციფრული ვერსიებით ვერაფერს გვეტყვი ახალს, მე ვიცი რომ საბა პაპს არ გმობდა, რა სისულელეა...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 2 2009, 02:37 AM
პოსტი #1035


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ნანინა

შენ აკეთებ სიმრავლის მიხედვით განსაზღვრებას, მე თეოლოგიის... აიღე ახლა კათოლიკე ეკლესიის მილიარდ სამასმილიონიანი მრევლი, თავისი 30-მდე წესით, ასობით ორდენითა და საძმოთი და შეადარე ნახევარმილიარდამდე (არცკი) ასულ მართლმადიდებლებს... მართლა ასეთ შედარებებს ხომ არ დავიწყებთ არა smile.gif სირცხვილია...

თან, გაყოფა არ ყოფილა ერთბაშად რეალურად გაყოფა მოხდა კონსტანტინეპოლსა და რომს შორის, კონსტაინტინეპოლმა კი საკუთარი სატელიტებით შემდეგ გაავრცელა განხეთქილება სხვაგან...

ეს მომგებიანი იყო რასაკვირველია, ერთის მხრივ მოეხსნათ საერო ხელისუფლებას ტვირთი რომ ვიღაც უცხო ძალა, სახელმწიფოს გარეთ, მათ ქვეყანაში რელიგიურ საქმეებს აღარ გადაჭრიდა და გემრიელად იჯირითებდნენ და მეორეს მხრივ სასულიერო ხელისუფლების აღარ დაელოდებოდნენ დირექტივებს იმ პაპისგან - რომელსაც უფროსი ძმობა ჩააბარა ქრისტემ....

ეს იყო და ეს... უნივერსალური ეკლესიის შემანარჩუნებელი, ერთადერთი აუღებელი ბასტიონი ლანძღეს, აგინეს, აფურთხეს და დანაწევრდნენ ვიწროეროვნულ სახელმწიფოებად....

მერე უნიას მოაწერეს რამდენჯერმე ხელი და ისევ საერო პირთა ჩარევით გადათქვეს... დღეს ისევ პოლიტიკანობენ....

ერთი სიტყვით, მე აქ რომის უცოდველობაზე კი არ გელაპარაკებით არამედ იმ აღთქმაზე რომელიც ქრისტემ დადო და მე მას ვენდე....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:40 AM
პოსტი #1036


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
ეს მომგებიანი იყო რასაკვირველია, ერთის მხრივ მოეხსნათ საერო ხელისუფლებას ტვირთი რომ ვიღაც უცხო ძალა, სახელმწიფოს გარეთ, მათ ქვეყანაში რელიგიურ საქმეებს აღარ გადაჭრიდა და გემრიელად იჯირითებდნენ და მეორეს მხრივ სასულიერო ხელისუფლების აღარ დაელოდებოდნენ დირექტივებს იმ პაპისგან - რომელსაც უფროსი ძმობა ჩააბარა ქრისტემ....

ეს ყველაფერი მართალია.
პოლიტიკა ძალიან სასტიკია,.

...მაგრამ უცდომელობის ამბავი როგორ არის? მაგიც განმარტე? ანუ რომის პაპი არის უცდომელი, როდესაც დოგმატურ სწავლებაზე ლაპარაკობს? თუ ეს ასეთი სიმკვეთრით არ არის დადასტურებული კათოლიკებში და გარედან ჩანს ასე?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Nov 2 2009, 02:42 AM
პოსტი #1037


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მნათე
კი, გასაგებია შენი პოზიცია smile.gif
მე როგორც ვიცი გაყოფა მოხდა 1054 წელს, თუ არ ვცდები. სად იყო მაშინ საქართველოს ეკლესია? თუ რომისა და კონსტანტინეპოლის ფონზე მას ხმა არ ამოეღებოდა ასე ვთქვათ? biggrin.gif
და კიდევ, პოლიტიკურიმოტივის გარდა არის დოგმატური სხვაობაც ხო? თუ არ ვცდებო ქრისტეს ორბუნებოვნებასთან დაკავშირებით. აღიარებთ მის სრულ ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას? a075.gif
კითხვას ვსვამ უბრალოდ, მე ვერ ვერკვევი და იმიტომ smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:43 AM
პოსტი #1038


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნანინა
ციტატა
სად იყო მაშინ საქართველოს ეკლესია?

სად იყო და 2-3 საუკუნე ევქარისტიულ კავშირს ინარჩუნებდა. იმათთანაც იყო და მართლმადიდებლებთანაც. სულხან-საბას ვარიანტში იყო რა... biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 2 2009, 02:44 AM
პოსტი #1039


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
...მაგრამ უცდომელობის ამბავი როგორ არის? მაგიც განმარტე? ანუ რომის პაპი არის უცდომელი, როდესაც დოგმატურ სწავლებაზე ლაპარაკობს? თუ ეს ასეთი სიმკვეთრით არ არის დადასტურებული კათოლიკებში და გარედან ჩანს ასე?


მოდი გეტყვი იმას რაც ამ შემთხვევაში ღიად უნდა უთხრას ქრისტიანმა ქრისტიანს:

ფაქტია რომ პაპი შეიძლება იყოს იდიოტი და ძალიან ცოდვილი, ასევე ცდომილი და ამაზე ორი აზრი არ არის.

1. ის არ არის შეუმცდარი როცა აქვეყნებს პირად აზრს (თუნდაც დოგმატურს!), როცა მიმართავს ერთ რომელიმე სამრევლოს ან გამოთქვამს მოსაზრებას.

2. ის არის შეუმცდარი მაშინ როცა ეკლესიას პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზა აღარ აქვს, როცა მას ესმის რომ ის სარგებლობს ამ უფლებით და როცა ეს სიტყვა მიმართულია და ესმის მთელს ეკლესიას... ანუ როცა ის აღასრულებს საკუთარ ფუნქციას, როგორც უნივერსალური მამა "გაამხნევოს საკუთარი ძმები"


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:45 AM
პოსტი #1040


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
2. ის არის შეუმცდარი მაშინ როცა ეკლესიას პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზა აღარ აქვს, როცა მას ესმის რომ ის სარგებლობს ამ უფლებით და როცა ეს სიტყვა მიმართულია და ესმის მთელს ეკლესიას... ანუ როცა ის აღასრულებს საკუთარ ფუნქციას, როგორც უნივერსალური მამა "გაამხნევოს საკუთარი ძმები"

ანუ დაახლოებით იმ ვარიანტში რა ვარიანტშიც ჩვენთან არის კრება უცდომელი ხომ?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

262 გვერდი V « < 50 51 52 53 54 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 01:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი