![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნანინა |
![]()
პოსტი
#1901
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
მართვის მოწმობა ავიღეეეეე და ძალიან გახარებული ვარ
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ქართველო მამაკაცებო გილოცავთ, კიდევ ერთი ქალი მძღოლი შემოგემატათ ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#1902
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ნანინა
მანქანა გყავს? ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#1903
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
ქევანა
ციტატა მანქანა გყავს? ნუ პირადად მე არა, მაგრამ ოჯხას ყავს ![]() იმედია მეც მეყოლება, ოღონდ ჯერ არა ალბათ ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#1904
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ნანინა
მაშინ გილოცავ, კარგია ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#1905
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
ქევანა
გაიხარე ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
zviadauri |
![]()
პოსტი
#1906
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
ყოჩაღ შემოგევე, აბა შენ იცი, მშვიდი და მწვანე გზა გქონოდეს ყოველთვის..აბა ჩემს ზედა პოსტებს დააკვირდი რას ვითხოვ
|
izi-bartki |
![]()
პოსტი
#1907
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
ნანინა
გილოცავ გილოცავ!! ხოდა ფრთხილად იარე ასეთს არავის გადაეყაროოო!! ![]() ეს ჩემი დედაშვილის ბავშვია,ნახე რა მაგრად მოირგო ფორმა?? ამას ენათალოს მამიდამ -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
ანანო |
![]()
პოსტი
#1908
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
რაღაც მინდა გაგიზიაროთ
ამ რამდენიმე დღის წინ დედაჩემს უცბად გული გაუხდა ცუდად, ძალიან ანერვიულდა და ეტყობა ნიკას (ჩემი უფროსი ძმა) რაღაც დაემართაო.... აღმოჩნდა რომ იმ მომენტში, ჩემს ძმას ტაქსი დაეჯახა დედის გული ყველაფერს ხვდებაო.... რა საოცარია არა? -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
Amuza |
![]()
პოსტი
#1909
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
წაიკითხეთ და გაფრთხილდით
ინკუბაცია ინფიცირებული ადამიანიდან A(H1N1) ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ინფექციის გადამდებია ადამიანი სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან ფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. სიმპტომები A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სენონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსული ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა. პროფილაქტიკა * ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება. * ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა. ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით, ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს. * მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა. * მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან. ანტივირუსული საშუალებები * მთავარი ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატებია: ნეირამინიდაზას ზოგადი ინჰიბიტორები ტამიფლუ(ოსელტამივირი) და რელენზა(ზანამავირი). ნეირამინიდაზა ვირუსის გარსზე მდებარე პეპტიდია რომლის ცვალებადობაც იწვევს ვირუსისათვის სხვადასხვა სახელის მინიჭებას. მაგ H1N1,N2,N3. H - არის ჰემააგლუტინინი. * ასევე შესაძლებელია ზოგადი ვირუსის დნმ–მაბლოკირებელი პრეპარატების მიღება (მაგ. არბიდოლი, რემანტადინი). ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალი ინფექციონისტის მეთვალყურეობა და დროული კონსულტაცია. * ღორის გრიპის ვირუსი ვერ უძლებს მაღალ ტემპრერატურას 75-100 °C (167-212 °F) და კდვება. * ვირუსი მგრძნობიარეა ქიმიური საშუალებებისადმი, ესენია: წყალბადის ზეჟანგი, დეტერგენტები (საპონი), იოდზე დამზადებული ანტისეპტიკური საშუალებები, სპირტი და ქლორი. * დაინფიცირებული ადამიანის ნახმარი ჭურჭელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე, ქლორირებული სარეცხი საშუალებებით, ცხელ წყალში. სადეზინფექციო საშუალებები * 70% ეთილის სპირტი * 5% ლიზოლი მკურნალობა * ანტივირუსული თერაპია: ღორის გრიპის ვირუსი A (H1N1) მგრძნობიარეა ნეირამინიდაზა ინჰიბიტორებისადმი (ზანამივირი, ოსელტამივირი). ანტივირუსული თერაპია რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებში: ორსულები, ბავშვები, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებულები, დადასტურებული H1N1 ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტში მყოფები და სხვა * ჟანგბადი * სიმპტომური თერაპია:ანტიპირეტიული (აცეტამინოფენი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებისათვის არა არის რეკომენდირებული ასპირინის შემცველი პრეპარატების გამოყენება, რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო . -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
izi-bartki |
![]()
პოსტი
#1910
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
ა ნ უ კ ა
ციტატა რაღაც მინდა გაგიზიაროთამ რამდენიმე დღის წინ დედაჩემს უცბად გული გაუხდა ცუდად, ძალიან ანერვიულდა და ეტყობა ნიკას (ჩემი უფროსი ძმა) რაღაც დაემართაო....აღმოჩნდა რომ იმ მომენტში, ჩემს ძმას ტაქსი დაეჯახა დედის გული ყველაფერს ხვდებაო.... რა საოცარია არა? ვაიიი ხო ამბობენ ხოლმე დედის გული ყველაფერს გრძნობსო -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#1911
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
ა ნ უ კ ა
ციტატა რაღაც მინდა გაგიზიაროთამ რამდენიმე დღის წინ დედაჩემს უცბად გული გაუხდა ცუდად, ძალიან ანერვიულდა და ეტყობა ნიკას (ჩემი უფროსი ძმა) რაღაც დაემართაო....აღმოჩნდა რომ იმ მომენტში, ჩემს ძმას ტაქსი დაეჯახა დედის გული ყველაფერს ხვდებაო.... რა საოცარია არა? ვაიიი ხო ამბობენ ხოლმე დედის გული ყველაფერს გრძნობსო -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Amuza |
![]()
პოსტი
#1912
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
თხუთმეტი თუ თუთხმეტი?
![]() -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
izi-bartki |
![]()
პოსტი
#1913
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
Amuza
ციტატა თხუთმეტი თუ თუთხმეტი? გააჩნია რა ხასიათზე ხარ ![]() ![]() ![]() ![]() ან კახურათ რო ვთქვათ ნიძლავ გააჩნიაა ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
zviadauri |
![]()
პოსტი
#1914
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
აფხაზეთის ეპარქიების აღიარებას გვთხოვენ, საპატრიარქომ მგონი უკვე წერილიც გააგზავნა.ნეტა რა გადაწყდება
|
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#1915
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
ამას კიდევ დაგიკოპირებთ,სანამ დაიწყებოდა ეპიდენ=მია მანამდეც დავდე ეს ტექსტი ამ თემაში:
გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები • ზოგადი საკითხები • მოკლე ცნობარი • როგორ მოვიქცეთ ავადმყოფობის შემთხვევაში? • როგორ დავიცვათ თავი ? ზოგადი საკითხები ცივი და ნესტიანი დღეების დადგომასთან ერთად იწყება ჩვენი ტანჯვა-წამება ხშირი გაცივების გამო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ექიმისადმი ყველაზე ხშირი მიმართვიანობის მიზეზი სწორედ სასუნთქი გზების ინფექციებია. მწვავე რესპირატორული დაავადებების (მრდ) ქვეშ იგულისხმება ის დაავადებები, რომლებსაც იწვევს 200-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი: გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსები, რინოვირუსები (იწვევენ გადამდებ სურდოს) და სხვ. რესპირატორული ვირუსი აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. მის ქვეშმდებარე ქსოვილებში ვითარდება ანთებითი პროცესი. მათი ტოქსიკური პროდუქტები მოქმედებენ ნერვული სისტემის სხვადასხვა უბანზე. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია როგორც ვირუსის ვირულენტულობაზე (აგრესიულობაზე), ასევე ავადმყოფის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე, რომელიც ქვეითდება სიცივისა და ნესტის პირობებში, რაც ქმნის სხვადასხვა ვირუსებით დასნებოვნებისათვის ხელსაყრელ ფონს. ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ქვეითდება ასევე არასრულფასოვანი კვების დროს, განსაკუთრებით ვიტამინების ნაკლებობისას. ვირუსული ინფექცია თავადაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ხელს უწყობს მეორადი ბაქტერიულ ინფექციის დართვასა და გართულებების განვითარებას. გართულების მეტი ალბათობა აქვთ გულსისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს დაავადებული ადამიანი როგორც მწვავე რესპირატორული დაავადების გამოხატული, ასევე წაშლილი ფორმით. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერ -წვეთოვანი გზით. ვირუსები ხვდებიან რა ცხვირისა და ხახის ლორწოვან გარსზე, დაცემინების, დახველებისა და ლაპარაკის დროს ხდება დასნებოვნებული წვეთების მოხვედრა გარემოში და მათი შესუნთქვის შემთხვევაში ჯანმრთელი ადამიანის დაავადება. დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დაავადებული ადამიანის ლორწოთი დაბინძურებული ყოველდღიური მოხმარების საგნებითაც (სასადილო ჭურჭელი, პირსახოცი და სხვ.). ვირუსები კარგად უძლებენ ყინვას, მაგრამ სწრაფად იღუპებიან გაცხელების დროს, ასევე სხვადასხვა სადიზინფექციო საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. იმუნიტეტი დაავადებების გადატანის შემდეგ არამდგრადია, ამიტომ ადამიანს ყოველწლიურად შეიძლება 3-4-ჯერ და უფრო ხშირად დაემართოს მრდ. მოკლე ცნობარი გაცივება ზემო სასუნთქი გზების (ცხვირი, ხახა, ხორხი) მსუბუქად მიმდინარე ხანმოკლე ანთებაა. გრიპის ძირითადი ნიშნებია - სისუსტე, შემცივება, მაღალი ტემპერატურა (39° და ზევით), თავის ტკივილი, ტკივილი თვალბუდის არეში, ტეხა კუნთებისა და სახსრების მიდამოში, ფხაჭვნისა და სიმშრალის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, თუმცა სურდო პრაქტიკულად არ აღინიშნება. მძიმე ფორმის დროს შესაძლებელია უძილობა, ღებინება, გულის წასვლა, ბოდვა, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა და სხვ. თუ გრიპს შეცდომით გაცივებად მივიჩნევთ, შეიძლება არასწორად ჩატარებულმა მკურნალობამ სერიოზულ გართულებამდე (ბრონქიტი, სინუსიტი, ოტიტი, პნევმონია, ცისტიტი და სხვა) მიგვიყვანოს. პარაგრიპისათვის დამახასიათებელია ხმის ტამბრის შეცვლა - ჩახლეჩვა, ჩახრინწვა ან საერთოდ დაკარგვა. ამ დაავადებისათვის ასევე დამახასიათებელია მყეფავი ხველა, რაც გამოწვეულია ხორხისა და ტრაქეის ანთებით. ტემპერატურამ შეიძლება არც კი მოიმატოს. გახსოვდეთ, რომ ეს დაავადება ხშირად რთულდება ცრუ კრუპით (მცირეწლოვან ბავშვებში) და ჰაიმორიტით! რინოვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელია გამუდმებული ცემინება, ცხვირ-ხახის სიმშრალე, ყელში ღიტინისა და ქავილის შეგრძნება, ტკივილი ყლავის დროს, უსიამოვნო გემო პირის ღრუში. ოდნავ მოგვიანებით ცხვირიდან აღინიშნება ჭარბი რაოდენობით გამჭირვალე ლორწოვანი გამონადენი, თუმცა მდგომარეობა მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა, როგორც წესი, არ აღემატება 37°-ს. ადენოვირუსული ინფექციის შემთხვევაში სწრაფად მატულობს ტემპერატურა, ვითარდება სურდო, ყელის ტკივილი. სასის ნუშურების გადიდების გამო ყლაპვა გაძნელებულია. ორ-სამ დღეში აღინიშნება თვალების წვა, კიდევ რამოდენიმე დღეში ნუშურებზე, სასაზე, ასევე თვალების კუთხეებში ქუთუთოების ქვეშ შეიძლება წარმოიქმნას თეთრი ან ნაცრისფერი ნადები, დიდდება ლიმფური კვანძები მთელს სხეულზე, აღინიშნება მუცლის ტკივილი. რესპირატორულ-სინციტიალური ინფექცია აზიანებს ბრონქებსა და ბრონქიოლებს. მისი ნიშნებია - ასთმური ტიპის შეტევები ჰაერის უკმარისობითა და ამოსუნთქვის გაძნელებით, ხიხინი ფილტვებში. როგორ მოვიქცეთ ავადმყოფობის შემთხვევაში? თუ თქვენ მაინც გახდით ავად და სხეულის მომატებული ტემპერატურა გიგრძელდებათ სამ დღეზე მეტხანს, თუ ავადმყოფობის ნიშნები არ ქრება 5-7 დღეში, ან თუ გაციების ან გრიპის ნიშნებთან ერთად ჩნდება ახალი ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს; უმჯობესია დაავადების პირველივე დღიდან მივმართოთ ექიმს, დავიცვათ წოლითი რეჟიმი, რათა დავიცვათ ჩვენს გვერდზე მყოფნი დაავადების გადადებისაგან; ექიმი გვირჩევს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა შევასუსტოთ ან მოვიხსნათ დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები; ბაზარზე უამრავი ახალი მედიკამენტის გამოჩენის მიუხედავდ გაცივების დროს მაინც უმჯობესია უპირატესობა მიეცეს მცენარეული და ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატებს, აგრეთვე იმ საშუალებებს, რომლებიც ადრე გვაქვს გამოყენებული და დავრწმუნდით მათ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში, ვინაიდან უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი წამალი შეიძლება ეფექტური იყოს ერთი ადამიანისათვის, მაგრამ სრულიად არ იმოქმედოს მეორეზე; ვირუსს უყვარს მჟავა გარემო და ეშინია ტუტე გარემოსი. ამიტომაც გრიპის პერიოდში სვით რაც შეიძლება ბევრი მინერალური წყალი, წვენები (განსაკუთრებით კენკროვნებისა და ციტრუსების) და ვიტამინები. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (3-4 ლიტრი დღეში), ასევე ცილებით მდიდარი საკვები, უცხიმო თევზი, ზღვის პროდუქტები, ნიგოზი, შავი ბოლოკი, ცოცხალი და დამწნილებული კომბოსტო. სვით მულტივიტამინები მიკროელემენტებთან ერთად და მიიღეთ "ვიტამინები ღარიბთათვის" -ხახვი და ნიორი; მშრალი ჰაერის არსებობა წარმოადგენს ვირუსებისათვის ხელსაყრელ გარემოს, ამიტომაც საჭიროა შენობების ხშირი განიავება, ტენიანობის რეგულირება და სველი წესით დალაგება. და ბოლოს, ნუ მოიწყენთ, გამხნევდით, გაიღიმეთ და თქვენ ადვილად დაამარცხებთ ავადმყოფობას! როგორ დავიცვათ თავი ? საკვების რაციონის შედგენისას ყურადღება მიაქციეთ A, E და C ვიტამინების შემცველობას. ყოველ დილით უზმოზე მიიღეთ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი რბილობით შაქრის გარეშე; საკვები დაღეჭეთ ძალზედ ნელა და კარგად. ბევრი იმოძრავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ვინაიდან სისტემატიური მოძრაობა და სპორტი იწვევს ნივთიერებარა ცვლის გააქტიურებასა და სუნთქვის გაუმჯობესებას; გაიკაჟეთ თავი მონაცვლეობით ცივი და ცხელი წყლის შხაპის მიღებით, იარეთ საუნაში; რეგულარულად მოახერხეთ გარემო გაღიზიანებებისაგან "გამოთიშვა" და ამით დაიცავთ თქვენს იმუნურ სისტემას; ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას; გრიპის ეპიდემიის მოახლოებისას ან "გრიპოზული " ამინდის დროს მინიმუმამდე შეამცირეთ ალკოჰოლის, ყავისა და სიგარეტის მოხმარება; იზრუნეთ, რომ არ დაგაკლდეთ ძილი. ცნობილია, რომ სწორედ ღრმა ძილის ფაზაში ხდება ორგანიზმის იმუნური ძალების აღდგენა; არსებობს ორგანიზმის დამცველობითი ძალების გაძლიერებისა და იმუნიტეტის ამაღლების მთელი რიგი ხალხური მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარებათ გაცივების თავიდან აცილებისა და გრიპის პროფილაქტიკაში. მოგაწვდით რამოდენიმე რეცეპტს: • მოსალოდნელი ეპიდემიის დროს, ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე დაიბანეთ ხელ-პირი და გამოივლეთ პირში სოდიანი ხსნარი (1ჩ. კოვზი სოდა 1ჩ. ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე); • სახეხზე გახეხეთ ნიორი და შეურიეთ იმავე რაოდენობით თაფლს (სასურველია ცაცხვის თაფლი). მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ძილის წინ, მაგრამ თუ მაინც გახდით ავად, მიიღეთ 2-3-4 -ჯერ დღეში; • შეიძლება მოამზადოთ ლიმონის ზეთი: 1 ლიმონი 1 წუთით მოათავსეთ ცხელ წყალში, შემდეგ კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შეურიეთ 100 გ ნაღების კარაქი და 1-2 სუფრის კოვზი თაფლი. შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ როგორც კარაქი; • ქრონიკული ტონზილიტისა და ლარინგიტის დროს პროფილაქტიკის მიზნით (განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე) შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი ნარევი (ნარევი გათვალისწინებულია ერთ მიღებაზე): 2 სუფრის კოვზი წვრილ სახეხზე გატარებული სტაფილო + 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (ან 0.5 გრამიანი ასკორბინის მჟავას 1 აბი ) + ქაცვის ან ასკილის ზეთი. ეს. დაიდეთ ნარევი ენაზე და წუწნეთ იგი 20-30 წამის განმავლობაში, შემდეგ გადაყლაპეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 1-2-ჯერ 10-15-20 დღის განმავლობაში. ბავშვებისათვის დოზები 2-ჯერ შემცირებულია. (რეცეპტის ავტორია ექიმი-ოტოლარინგოლოგი ა.დ. ლობკო); • ნახევარი თავი ნიორი წვრილად დაკეპეთ ნახევარ ლომონთან ერთად, შემდეგ დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დატოვეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ დილას უზმოზე პროფილაქტიკის მიზნით. ვიდრე გადაყლაპავდეთ, კარგად გამოივლეთ ყელში. ბავშვს შეიძლება მიეცეს განახევრებული დოზა. ეპიდემიის დროს ნივრისა და ლიმონის ნაყენით ყოველდღე დაიზილეთ საფეთქლები და ნესტოები; • ხშირად დალიეთ ჩაი ლიმონით, ასევე შავი მოცხარის ან ასკილის ჩაი. მაგ. ერთი სუფრის კოვზ ნაყოფს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ თერმოსში არანაკლებ ორი საათისა, გადავწუროთ და დარჩენილ მასას ისევ დავასხათ იგივე რაოდენობის მდუღარე წყალი. ასკილის მთელ-მთელ ნაყოფს სასურველია ორჯერ დავასხათ წყალი, რაც მოგვცემს სრულფასოვანი ექსტრატის მიღების საშუალებას; • გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების სეზონის დროს მიზანშეწონილია შემდეგი შემადგენლობის ნარევი: 1 წილი სალბი, 3 წილი ლიმონის ყლორტები, 3 წილი ჭინჭარი. ერთ ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ თერმოსში არანაკლებ 1-2 საათისა, დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მივიღოთ დილით საუზმის შემდეგ; • შუა აზიაში გაცივების პროფილაქტიკისათვის გამოიყენებენ ბროწეულის ნაყოფს; • მოამზადეთ ხახვის ნაყენი (შეფარდებით 1:20) და შეურიეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი. ეს ნაყენი გამოივლეთ ცხვირის ღრუში და ყელში დღეში 1-2ჯერ ეპიდემიამდე, ან 3-5 ჯერ დღეში ეპიდემიის დროს; • ალოეს წვენი (100 გრ) + ნატურალური თაფლი (200 გრ) + წითელი ღვინო (300 გრ). ალოე (3-5 წლის ასაკის) რამოდენიმე დღის განმავლობაში არ მორწყათ, მოაჭერით ფართე ფოთლები, გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და გამოწურეთ წვენი. თაფლი წინასწარ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, აურიეთ კომპონენტები და შედგით მაცივარში 3-4 დღით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე; • ამ რეცეპტს ''ენერგეტიკულ ნარევს'' უწოდებენ: 1ჩ.ჭ. ადუღებულ წყალს დაუმატეთ 1.ჩ.კ. ვაშლის ძმარი და 1.ჩ.კ. თაფლი, კარგად გადაურიეთ და დაამატეთ 1.წვეთი ლუგოლი. მიიღეთ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ 10-15 დღის განმავლობაში. არ მისცეთ ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ იოდზე ალერგია; • გადაღლილობისა და გაცივების დასაწყის ეტაპზე მოზრდილებისათვის კარგია შემდეგი რეცეპტი: 1ს.კ. არაყი ან კონიაკი + 1ს.კ. ჟოლოს მურაბა + 1ს.კ. თაფლი + ნახევარი ლიმონის წვენი. ამ ნარევს დაასხით მდუღარე წყალი და სვით პატარა ყლუპებად ძილის წინ და თბილად დაიხურეთ. დილით თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ; გაფრთხილდით, ნუ გახდებით ავად! თუ მაინც ავად გახდით, გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას! -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#1916
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
განკურნებისა და პროფილაკტიკისთვის,
უზმოზე,პატარა ნაწილი სეფისკვერისა + ნაკურთხი წყალი, ყველანაირ ბაცილასა სპობს!!! ![]() ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
ანანო |
![]()
პოსტი
#1917
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
-------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#1918
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
ა ნ უ კ ა
ვაიმეე ჩავბჟირდიიი იმდენი ვიცინეე და შევინახე მაგრად გავერთობიიიი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
xokaido |
![]()
პოსტი
#1919
|
![]() რ ა ჭ ვ ე ლ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 ![]() |
-------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
T I K O |
![]()
პოსტი
#1920
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
xokaido
ეს რა იყო, კინაღამ ცრემლები წამომივიდა ![]() კიდევ კარგი ჰეპიენდით დასრულდა ყველაფერი ![]() ა ნ უ კ ა ![]() -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი