![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#641
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები
· ზოგადი საკითხები · მოკლე ცნობარი · როგორ მოვიქცეთ ავადმყოფობის შემთხვევაში? · როგორ დავიცვათ თავი ? ზოგადი საკითხები ცივი და ნესტიანი დღეების დადგომასთან ერთად იწყება ჩვენი ტანჯვა-წამება ხშირი გაცივების გამო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ექიმისადმი ყველაზე ხშირი მიმართვიანობის მიზეზი სწორედ სასუნთქი გზების ინფექციებია. მწვავე რესპირატორული დაავადებების (მრდ) ქვეშ იგულისხმება ის დაავადებები, რომლებსაც იწვევს 200-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი: გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსები, რინოვირუსები (იწვევენ გადამდებ სურდოს) და სხვ. რესპირატორული ვირუსი აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. მის ქვეშმდებარე ქსოვილებში ვითარდება ანთებითი პროცესი. მათი ტოქსიკური პროდუქტები მოქმედებენ ნერვული სისტემის სხვადასხვა უბანზე. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია როგორც ვირუსის ვირულენტულობაზე (აგრესიულობაზე), ასევე ავადმყოფის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე, რომელიც ქვეითდება სიცივისა და ნესტის პირობებში, რაც ქმნის სხვადასხვა ვირუსებით დასნებოვნებისათვის ხელსაყრელ ფონს. ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ქვეითდება ასევე არასრულფასოვანი კვების დროს, განსაკუთრებით ვიტამინების ნაკლებობისას. ვირუსული ინფექცია თავადაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ხელს უწყობს მეორადი ბაქტერიულ ინფექციის დართვასა და გართულებების განვითარებას. გართულების მეტი ალბათობა აქვთ გულსისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს დაავადებული ადამიანი როგორც მწვავე რესპირატორული დაავადების გამოხატული, ასევე წაშლილი ფორმით. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერ -წვეთოვანი გზით. ვირუსები ხვდებიან რა ცხვირისა და ხახის ლორწოვან გარსზე, დაცემინების, დახველებისა და ლაპარაკის დროს ხდება დასნებოვნებული წვეთების მოხვედრა გარემოში და მათი შესუნთქვის შემთხვევაში ჯანმრთელი ადამიანის დაავადება. დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დაავადებული ადამიანის ლორწოთი დაბინძურებული ყოველდღიური მოხმარების საგნებითაც (სასადილო ჭურჭელი, პირსახოცი და სხვ.). ვირუსები კარგად უძლებენ ყინვას, მაგრამ სწრაფად იღუპებიან გაცხელების დროს, ასევე სხვადასხვა სადიზინფექციო საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. იმუნიტეტი დაავადებების გადატანის შემდეგ არამდგრადია, ამიტომ ადამიანს ყოველწლიურად შეიძლება 3-4-ჯერ და უფრო ხშირად დაემართოს მრდ. მოკლე ცნობარი გაცივება ზემო სასუნთქი გზების (ცხვირი, ხახა, ხორხი) მსუბუქად მიმდინარე ხანმოკლე ანთებაა. გრიპის ძირითადი ნიშნებია - სისუსტე, შემცივება, მაღალი ტემპერატურა (39° და ზევით), თავის ტკივილი, ტკივილი თვალბუდის არეში, ტეხა კუნთებისა და სახსრების მიდამოში, ფხაჭვნისა და სიმშრალის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, თუმცა სურდო პრაქტიკულად არ აღინიშნება. მძიმე ფორმის დროს შესაძლებელია უძილობა, ღებინება, გულის წასვლა, ბოდვა, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა და სხვ. თუ გრიპს შეცდომით გაცივებად მივიჩნევთ, შეიძლება არასწორად ჩატარებულმა მკურნალობამ სერიოზულ გართულებამდე (ბრონქიტი, სინუსიტი, ოტიტი, პნევმონია, ცისტიტი და სხვა) მიგვიყვანოს. პარაგრიპისათვის დამახასიათებელია ხმის ტამბრის შეცვლა - ჩახლეჩვა, ჩახრინწვა ან საერთოდ დაკარგვა. ამ დაავადებისათვის ასევე დამახასიათებელია მყეფავი ხველა, რაც გამოწვეულია ხორხისა და ტრაქეის ანთებით. ტემპერატურამ შეიძლება არც კი მოიმატოს. გახსოვდეთ, რომ ეს დაავადება ხშირად რთულდება ცრუ კრუპით (მცირეწლოვან ბავშვებში) და ჰაიმორიტით! რინოვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელია გამუდმებული ცემინება, ცხვირ-ხახის სიმშრალე, ყელში ღიტინისა და ქავილის შეგრძნება, ტკივილი ყლავის დროს, უსიამოვნო გემო პირის ღრუში. ოდნავ მოგვიანებით ცხვირიდან აღინიშნება ჭარბი რაოდენობით გამჭირვალე ლორწოვანი გამონადენი, თუმცა მდგომარეობა მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა, როგორც წესი, არ აღემატება 37°-ს. ადენოვირუსული ინფექციის შემთხვევაში სწრაფად მატულობს ტემპერატურა, ვითარდება სურდო, ყელის ტკივილი. სასის ნუშურების გადიდების გამო ყლაპვა გაძნელებულია. ორ-სამ დღეში აღინიშნება თვალების წვა, კიდევ რამოდენიმე დღეში ნუშურებზე, სასაზე, ასევე თვალების კუთხეებში ქუთუთოების ქვეშ შეიძლება წარმოიქმნას თეთრი ან ნაცრისფერი ნადები, დიდდება ლიმფური კვანძები მთელს სხეულზე, აღინიშნება მუცლის ტკივილი. რესპირატორულ-სინციტიალური ინფექცია აზიანებს ბრონქებსა და ბრონქიოლებს. მისი ნიშნებია - ასთმური ტიპის შეტევები ჰაერის უკმარისობითა და ამოსუნთქვის გაძნელებით, ხიხინი ფილტვებში. როგორ მოვიქცეთ ავადმყოფობის შემთხვევაში? თუ თქვენ მაინც გახდით ავად და სხეულის მომატებული ტემპერატურა გიგრძელდებათ სამ დღეზე მეტხანს, თუ ავადმყოფობის ნიშნები არ ქრება 5-7 დღეში, ან თუ გაციების ან გრიპის ნიშნებთან ერთად ჩნდება ახალი ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს; უმჯობესია დაავადების პირველივე დღიდან მივმართოთ ექიმს, დავიცვათ წოლითი რეჟიმი, რათა დავიცვათ ჩვენს გვერდზე მყოფნი დაავადების გადადებისაგან; ექიმი გვირჩევს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა შევასუსტოთ ან მოვიხსნათ დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები; ბაზარზე უამრავი ახალი მედიკამენტის გამოჩენის მიუხედავდ გაცივების დროს მაინც უმჯობესია უპირატესობა მიეცეს მცენარეული და ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატებს, აგრეთვე იმ საშუალებებს, რომლებიც ადრე გვაქვს გამოყენებული და დავრწმუნდით მათ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში, ვინაიდან უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი წამალი შეიძლება ეფექტური იყოს ერთი ადამიანისათვის, მაგრამ სრულიად არ იმოქმედოს მეორეზე; ვირუსს უყვარს მჟავა გარემო და ეშინია ტუტე გარემოსი. ამიტომაც გრიპის პერიოდში სვით რაც შეიძლება ბევრი მინერალური წყალი, წვენები (განსაკუთრებით კენკროვნებისა და ციტრუსების) და ვიტამინები. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (3-4 ლიტრი დღეში), ასევე ცილებით მდიდარი საკვები, უცხიმო თევზი, ზღვის პროდუქტები, ნიგოზი, შავი ბოლოკი, ცოცხალი და დამწნილებული კომბოსტო. სვით მულტივიტამინები მიკროელემენტებთან ერთად და მიიღეთ "ვიტამინები ღარიბთათვის" -ხახვი და ნიორი; მშრალი ჰაერის არსებობა წარმოადგენს ვირუსებისათვის ხელსაყრელ გარემოს, ამიტომაც საჭიროა შენობების ხშირი განიავება, ტენიანობის რეგულირება და სველი წესით დალაგება. და ბოლოს, ნუ მოიწყენთ, გამხნევდით, გაიღიმეთ და თქვენ ადვილად დაამარცხებთ ავადმყოფობას! როგორ დავიცვათ თავი ? საკვების რაციონის შედგენისას ყურადღება მიაქციეთ A, E და C ვიტამინების შემცველობას. ყოველ დილით უზმოზე მიიღეთ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი რბილობით შაქრის გარეშე; საკვები დაღეჭეთ ძალზედ ნელა და კარგად. ბევრი იმოძრავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ვინაიდან სისტემატიური მოძრაობა და სპორტი იწვევს ნივთიერებარა ცვლის გააქტიურებასა და სუნთქვის გაუმჯობესებას; გაიკაჟეთ თავი მონაცვლეობით ცივი და ცხელი წყლის შხაპის მიღებით, იარეთ საუნაში; რეგულარულად მოახერხეთ გარემო გაღიზიანებებისაგან "გამოთიშვა" და ამით დაიცავთ თქვენს იმუნურ სისტემას; ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას; გრიპის ეპიდემიის მოახლოებისას ან "გრიპოზული " ამინდის დროს მინიმუმამდე შეამცირეთ ალკოჰოლის, ყავისა და სიგარეტის მოხმარება; იზრუნეთ, რომ არ დაგაკლდეთ ძილი. ცნობილია, რომ სწორედ ღრმა ძილის ფაზაში ხდება ორგანიზმის იმუნური ძალების აღდგენა; არსებობს ორგანიზმის დამცველობითი ძალების გაძლიერებისა და იმუნიტეტის ამაღლების მთელი რიგი ხალხური მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარებათ გაცივების თავიდან აცილებისა და გრიპის პროფილაქტიკაში. მოგაწვდით რამოდენიმე რეცეპტს: · მოსალოდნელი ეპიდემიის დროს, ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე დაიბანეთ ხელ-პირი და გამოივლეთ პირში სოდიანი ხსნარი (1ჩ. კოვზი სოდა 1ჩ. ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე); · სახეხზე გახეხეთ ნიორი და შეურიეთ იმავე რაოდენობით თაფლს (სასურველია ცაცხვის თაფლი). მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ძილის წინ, მაგრამ თუ მაინც გახდით ავად, მიიღეთ 2-3-4 -ჯერ დღეში; · შეიძლება მოამზადოთ ლიმონის ზეთი: 1 ლიმონი 1 წუთით მოათავსეთ ცხელ წყალში, შემდეგ კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შეურიეთ 100 გ ნაღების კარაქი და 1-2 სუფრის კოვზი თაფლი. შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ როგორც კარაქი; · ქრონიკული ტონზილიტისა და ლარინგიტის დროს პროფილაქტიკის მიზნით (განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე) შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი ნარევი (ნარევი გათვალისწინებულია ერთ მიღებაზე): 2 სუფრის კოვზი წვრილ სახეხზე გატარებული სტაფილო + 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (ან 0.5 გრამიანი ასკორბინის მჟავას 1 აბი ) + ქაცვის ან ასკილის ზეთი. ეს. დაიდეთ ნარევი ენაზე და წუწნეთ იგი 20-30 წამის განმავლობაში, შემდეგ გადაყლაპეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 1-2-ჯერ 10-15-20 დღის განმავლობაში. ბავშვებისათვის დოზები 2-ჯერ შემცირებულია. (რეცეპტის ავტორია ექიმი-ოტოლარინგოლოგი ა.დ. ლობკო); · ნახევარი თავი ნიორი წვრილად დაკეპეთ ნახევარ ლომონთან ერთად, შემდეგ დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დატოვეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ დილას უზმოზე პროფილაქტიკის მიზნით. ვიდრე გადაყლაპავდეთ, კარგად გამოივლეთ ყელში. ბავშვს შეიძლება მიეცეს განახევრებული დოზა. ეპიდემიის დროს ნივრისა და ლიმონის ნაყენით ყოველდღე დაიზილეთ საფეთქლები და ნესტოები; · ხშირად დალიეთ ჩაი ლიმონით, ასევე შავი მოცხარის ან ასკილის ჩაი. მაგ. ერთი სუფრის კოვზ ნაყოფს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ თერმოსში არანაკლებ ორი საათისა, გადავწუროთ და დარჩენილ მასას ისევ დავასხათ იგივე რაოდენობის მდუღარე წყალი. ასკილის მთელ-მთელ ნაყოფს სასურველია ორჯერ დავასხათ წყალი, რაც მოგვცემს სრულფასოვანი ექსტრატის მიღების საშუალებას; · გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების სეზონის დროს მიზანშეწონილია შემდეგი შემადგენლობის ნარევი: 1 წილი სალბი, 3 წილი ლიმონის ყლორტები, 3 წილი ჭინჭარი. ერთ ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ თერმოსში არანაკლებ 1-2 საათისა, დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მივიღოთ დილით საუზმის შემდეგ; · შუა აზიაში გაცივების პროფილაქტიკისათვის გამოიყენებენ ბროწეულის ნაყოფს; · მოამზადეთ ხახვის ნაყენი (შეფარდებით 1:20) და შეურიეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი. ეს ნაყენი გამოივლეთ ცხვირის ღრუში და ყელში დღეში 1-2ჯერ ეპიდემიამდე, ან 3-5 ჯერ დღეში ეპიდემიის დროს; · ალოეს წვენი (100 გრ) + ნატურალური თაფლი (200 გრ) + წითელი ღვინო (300 გრ). ალოე (3-5 წლის ასაკის) რამოდენიმე დღის განმავლობაში არ მორწყათ, მოაჭერით ფართე ფოთლები, გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და გამოწურეთ წვენი. თაფლი წინასწარ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, აურიეთ კომპონენტები და შედგით მაცივარში 3-4 დღით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე; · ამ რეცეპტს ''ენერგეტიკულ ნარევს'' უწოდებენ: 1ჩ.ჭ. ადუღებულ წყალს დაუმატეთ 1.ჩ.კ. ვაშლის ძმარი და 1.ჩ.კ. თაფლი, კარგად გადაურიეთ და დაამატეთ 1.წვეთი ლუგოლი. მიიღეთ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ 10-15 დღის განმავლობაში. არ მისცეთ ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ იოდზე ალერგია; · გადაღლილობისა და გაცივების დასაწყის ეტაპზე მოზრდილებისათვის კარგია შემდეგი რეცეპტი: 1ს.კ. არაყი ან კონიაკი + 1ს.კ. ჟოლოს მურაბა + 1ს.კ. თაფლი + ნახევარი ლიმონის წვენი. ამ ნარევს დაასხით მდუღარე წყალი და სვით პატარა ყლუპებად ძილის წინ და თბილად დაიხურეთ. დილით თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ; გაფრთხილდით, ნუ გახდებით ავად! თუ მაინც ავად გახდით, გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას! სიყვარულით ინა ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
ანანო |
![]()
პოსტი
#642
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
მოცეკვავე ვარ, მაგრამ ლამაზი არა, გეშლები ![]() ლამაზი ხარ აბა რა ხარ ![]() -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#643
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
დღეს პატრიარქი ვნახე გელათში
![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
asmoo |
![]()
პოსტი
#644
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 106 რეგისტრ.: 15-July 09 წევრი № 7,265 ![]() |
მეც მინდოდა პატრიარქის ნახვა
![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#645
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
აბა, გამიზიარეთ რამე
![]() როგორ ხართ ბაღნებო? ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#646
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
გადასარევადდდდდდ თავად როგორ ხარ ნაინ
![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#647
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მაშიკო
ციტატა გადასარევადდდდდდ თავად როგორ ხარ ნაინ მთლად გადასარევად ვერა, მაგრამ მპირდებიან მალე იქნებიო ![]() არა მიშავს მაშუნია, კი ვარ ნელ-თბილად. მგონი დაგვეწყო ზამთარი აქ, ცივა დღეს ნამეტანი. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#648
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ნაინა
ჩვენთან ეხლაა ზაფხული იწვება ქვეყანა ![]() ღმერთმა კარგად გამყოფოს სულ, აქ ჩამოსვლას როდის გეგმავ? რომელ შტატში ხარ? ამერიკაში ხარ ხომ? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#649
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მაშიკო
ციტატა ჩვენთან ეხლაა ზაფხული იწვება ქვეყანა ღმერთმა კარგად გამყოფოს სულ, აქ ჩამოსვლას როდის გეგმავ? რომელ შტატში ხარ? ამერიკაში ხარ ხომ? აქ კი წესიერად არც გაზაფხული გვქონია და არც ზაფხული, ზამთარსა და შემოდგომას შორის ვტრიალებთ ![]() ჩამოსვლის გეგმები კი მაქვს ბლომად დალაგებული, მაგრამ ჯერ ვერაო? ვერ მელევა ობამა ![]() კი, ამერიკაში ვარ, მიჩიგანის შტატში. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
newbie |
![]()
პოსტი
#650
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 ![]() |
syd
ციტატა სმაილები აღარ მოძრაობენ ჩემთან. რატომ? გაშეშებულები არიან თქვენთანაც ეგრეა? ეს რომ სცადო http://forum.ge/?f=25&showtopic=34028289 ოპერაში აქ შედით > Tools > Preferences >Advanced> History და ქეში გაასუფთავეთ Empty Now ღილაკით და მგონი უშველის ესეც გადაამოწმეთ Tools > Preferences >Advanced> Content -ში Enable animated images ჩართულია თუ არა |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#651
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ნაინ ობამა მომიკითხე
![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#652
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მაშიკო
ციტატა ნაინ ობამა მომიკითხე უკვე მოგიკითხე და თვითონაც დიდი პატივით მოგიკითხა ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#653
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ნაინა
ჰო ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ ![]() კურიერმა გადამრია რა, მიშას დახვდა ბევრი ხალხიო გელათის ეზოშიო -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#654
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მაშიკო
ციტატა ნაინა ჰო ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ ხოო, იმანაც ეგრე თქვა ![]() ციტატა კურიერმა გადამრია რა, მიშას დახვდა ბევრი ხალხიო გელათის ეზოშიო კურიერში რასაც იტყვიან ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო მაშუნია ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#655
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
მაშიკო ხოო, იმანაც ეგრე თქვა ![]() კურიერში რასაც იტყვიან ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო მაშუნია ![]() ![]() საკუთარი თვალით არ მენახა იქნებ და კი დამეჯერებინა ![]() ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
მაშიკო |
![]()
პოსტი
#656
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
მე წავედი. ღამე ნებისა ყველას
![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#657
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მაშიკო
ციტატა საკუთარი თვალით არ მენახა იქნებ და კი დამეჯერებინა მიშა რომ მოვიდა თან კი წამოვედით ხალხი რა ჰქნან, რაღაც ხომ უნდა თქვან ![]() ციტატა მე წავედი. ღამე ნებისა ყველას აბა ძილი ნებისა მაშუნია ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#658
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
დილა მშვიდობისა ფორუმელებო.
წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#659
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
http://www.youtube.com/watch?v=crRm9lIzRmg
ეს ნანახი გაქვთ? აქაც ქართველია რა ![]() მანქანამ დაარტყა ამერიკელ ქართველს და სამ დღეში გაცოცხლდა ისევ ![]() რა ვართ ეს ქართველები რა ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#660
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
b-a-r-b-a-r-e
დონნა ბარბარაააა ![]() ![]() აი მეც მოვედიიიი ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 08:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი