IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 14 15 16 17 18 >  
Closed TopicStart new topic
> სიშიშვლე თუ ხელოვნება?
KAIROS
პოსტი Mar 1 2010, 05:17 AM
პოსტი #301


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პ.ს.
ფაეტონს ერიდეთ biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 1 2010, 10:24 AM
პოსტი #302


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ისევ მოვედი კაიროს smile.gif
შეხვედრის ადგილი უცვლელია a075.gif

კაიროს იცი რა მაინტერესებს?
გასაგებია რომ თავად ტილო ცოდვად არ მიგაჩნია
რამდენიმე გვერდის წინ დაწერე რომ სიშიშვლე არც ექიმთან, არც ქმართან, არც ზღვაზე(!) ცოდვა არააო

მაინტერესებს ხელოვანთან გაშიშვლება თუა ცოდვა?

თუ ის შიშველი ნატურა სცოდავს მაშინ როგორღა იწრთობა ცოდვის წიაღში ასეთი რაფინირებული სახვეწი სულისა?!
ხელოვანი ცოდვიან ქალს შეეცნო და სულის საზრდო გვიბოძა?

ანდა ევამ რატომ შეიმოსა სამოთხიდან გამოძევების შემდეგ, ქმრის რცხვენოდა?
მხოლოდ ორნი ხომ იყვნენ?
ან უფალმა სამოსი თავისი ხელით რატომ მისცა?

ციტატა(KAIROS @ Mar 1 2010, 03:17 AM) *

ეგ ხომ აბსურდია მეგობარო?
იცი შენ რამდენი გამონაკლისია აქ?

არა არ ვიცი
რომელია გამონაკლისი ტაბუდადებული სამზერიდან?


ციტატა

რაა ეს იზოლაციონიზმი? ხელოვნება სწორედაც რომ სულის დახვეწას ემსახურება და ამ 15 გვერდზე ამის მტკიცების მეტი არაფერი დამიწერია,
კაიროს ე.წ. იზოლაციონიზმი ცალსახად ცუდი ვერ იქნება,
შენ ჩემზე უკეთ გეცოდინება რომ ქრისტეს გზა ფართო არაა
და ამ სივიწროეში სული სიშიშვლით ტკბობით არ მიიწევს.
წარმოუდგენელია რომ უკვე იქამდე მიხვედი სულის აღზევების მეთოდადაც რომ აცხადებ ნუდიზმს რა sad.gif
ის რაც შეიძლება დახვეწოს ტილომ (შიშველმა თუ ჩაცმულმა) არის არა სული, არამედ სამშვინელი.
სული ცოდვისგან განბანვით იხვეწება(!) და განბანვა კიდე მასე არ ხდება

ციტატა
უბრალოდ უცხომ და მესამემ იცოდეს, რომ ქრისტიანობა არ ებრძვის ხელოვნებას!
ქრისტიანობა ზოგადად ხელოვნებას არ ებრძვის, მაგრამ ყველაფერს რასაც ხელოვნების შლეიფის ქვეშ ქმნის კაცის ნიჭი და ბუნება არ ღებულობს.

პ.ს. წარმოგიდგენია ზიარებაზე რომ მიხვალ მაცხოვრის სისხლისა და ხორცის მისაღებად და გონება "თვალს მოავლებს" სულის დამხვეწელ ინსტრუმენტებს - "ვენერას, დავითს და ა.შ.", რათა უმადურობა არ გამოიჩინოს უნებლიედ ყოველივეს მიმართ რამაც "უფალი აპოვნინა"
შეადრის ხატებს დიადი ხელოვნების გამოვლინების ხარისხით
დატკბება მათ შორის განსხვავებებითა და საერთო ხელწერის ელემენტებით და მერე მაცხოვარს თვალს გაუსწორებს რათა უთხრას:
მადლობა უფალო ჩემთვის სისხლი რომ დაითხიე რათა სიკვდილის საძლევად მეცქირა შენი ქმნილებისათვის, ისეთისათვის როგორიც სამოთხეში გყავდა. რა ბედნიერებაა რომ მე ცოდვით დაცემულსაც მარგუნე ამის ხილვა.
დიდია შენი გულმოწყალება უფალო!
მართლაც


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 1 2010, 11:28 AM
პოსტი #303


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(tamuna m @ Mar 1 2010, 01:34 AM) *

terra
უბრალოდ "პატიოსანზე" გამეცინა.
არაპატიოსანი სხვა პასუხს გაგვცემს?
გვავიწყდება, რომ ის სასულიერო პირია და ჩვენ ერის კაცნი ვართ

ძალიან დიდი შანსია, რომ არაპატიოსანმა სხვა პასუხი გაგვცეს. მქონია ასეთ ხალხთან შეხება და ვიცი.
ვისაც საკუთარი სული არ აინტერესებს, ვერც შენზე მზრუნველი გახდება.

კი არ მავიწყდება, რომ მღვდელი სასულიერო პირია, არამედ კარგად მახსოვს
და სწორედ მაგაზე ვაკეთებ აქცენტს, რომ ქრისტეს გზა ყველასთვის საერთოა.
და ცხონების შესახებ რჩევებს, ძირითადად სასულიერო პირებისგან უნდა ვიღებდეთ და არა ერისკაცებისგან.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 1 2010, 12:30 PM
პოსტი #304


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(KAIROS @ Mar 1 2010, 03:17 AM) *

ხელოვნება სწორედაც რომ სულის დახვეწას ემსახურება და ამ 15 გვერდზე ამის მტკიცების მეტი არაფერი დამიწერია

ხელოვნება, ზოგადად, სამშვინველის დახვეწას ემსახურება და არა სულიერი პლასტების.
განვასხვავოთ უნდა дух и душа.
სულიერ დახვეწას და წინსვლას, ასკეზა, ლოცვა, მარხვა და თვალის და გულის დაცვა განაპირობებს და
არა შიშველი გამოსახულებების თვალიერება და მათით ტკბობა (ესთეტიური თუ ვნებიერი).
ზოგადად, ადამიანის საკეთილდღეოდ, ხელოვნება და თუნდაც ასეთი ხელოვნება, მუშაობს,
როცა ადამიანს ყოველგვარი მორალური ნორმები აქვს დაკარგული და საჭიროა მისი ამაღლება
პირუტყვებრივი მდგომარეობიდან ადამიანურში.
მაგრამ ქრისტიანებს, პირუტყვებრივიდან - ადამიანურისკენ კი არა,
ადამიანურიდან - ანგელოზებრივისკენ სწრაფვა და ამაღლება გვჭირდება.

კაიროს, ნუ გამომიყვანე ვიღაცა ბნელ ტიპად და შავრაზმელად.
ნამდვილად არ მოვუწოდებ აუტოდაფეებისკენ არავის smile.gif

პატივისცემით : გიო.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 1 2010, 01:24 PM
პოსტი #305


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ხალხნო, ხელოვნება მარტო სიშიშვლე არაა და არც სიშიშვლე ზოგადად ვერ იქნება ცუდი, ეს ადამიანი უყურებს ცუდად :დ

ციტატა
ხელოვნება, ზოგადად, სამშვინველის დახვეწას ემსახურება და არა სულიერი პლასტების

აბა ლუკა მახარობელმა რომ ღვთისმშობელი დახატა? მთელი ხელოვნება სიშიშვლე კი არაა და თუ სიშიშვლე არ მოგწონთ, მაშინ სიტყვა "ხელოვნება" მაგ ფრაზაში "სიშიშვლე"–თი შეცვალე, თორე სულ ასე გამოგიჭერ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 1 2010, 01:42 PM
პოსტი #306


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(ქევანა @ Mar 1 2010, 01:24 PM) *

ხალხნო, ხელოვნება მარტო სიშიშვლე არაა და არც სიშიშვლე ზოგადად ვერ იქნება ცუდი, ეს ადამიანი უყურებს ცუდად :დ
ვინ? smile.gif
მადლობა ქევან რომ აგვიხსენი ხელოვნება მარტო სიშიშვლით რომ არ შემოიფარგლება biggrin.gif

პ.ს. ხუმრობ თუ ,ართლა საჭიროდ მიგაჩნია მასეთი ფრაზების დაწერა? dry.gif
ციტატა
მთელი ხელოვნება სიშიშვლე კი არაა და თუ სიშიშვლე არ მოგწონთ, მაშინ სიტყვა "ხელოვნება" მაგ ფრაზაში "სიშიშვლე"–თი შეცვალე, თორე სულ ასე გამოგიჭერ biggrin.gif

მგონი სულ ტყუილად გადაშავდა ამდენი გვერდი yes.gif
სადმე ამოიკითხე ქევან რომელიმეს პოსტში რომ ხელოვნება მხოლოდ სიშიშვლეა? biggrin.gif

თანაც ის რაც ტერამ დაწერა ეხება სრულიად ხელოვნებას, მათ შორის ჩაცმულსაც!
ხელოვნება სულის საზრდო მხოლოდ მისი ყველაზე პოპულარული გაგებითაა, სინამდვილეში იმას რასაც სულის საზრდოს ვუწოდებთ ხელოვნების სახელით სამშვინელისათვისააა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა სულზე მეტად!


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 1 2010, 02:16 PM
პოსტი #307


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
თანაც ის რაც ტერამ დაწერა ეხება სრულიად ხელოვნებას, მათ შორის ჩაცმულსაც!
ხელოვნება სულის საზრდო მხოლოდ მისი ყველაზე პოპულარული გაგებითაა, სინამდვილეში იმას რასაც სულის საზრდოს ვუწოდებთ ხელოვნების სახელით სამშვინელისათვისააა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა სულზე მეტად!


მოიცა, ტერამ რა იგულისხმა ეს ტერამ მითხრას, შენ როგორ კითხულობ ტერამ რა იგულისხმა biggrin.gif
და თუ შენ სწორად გაიგე ტერას ნათქვამი, მაშინ ვავა biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 1 2010, 02:30 PM
პოსტი #308


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ვავა?


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 1 2010, 03:59 PM
პოსტი #309


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ქევანა @ Mar 1 2010, 01:24 PM) *

ხალხნო, ხელოვნება მარტო სიშიშვლე არაა და არც სიშიშვლე ზოგადად ვერ იქნება ცუდი, ეს ადამიანი უყურებს ცუდად :დ
აბა ლუკა მახარობელმა რომ ღვთისმშობელი დახატა? მთელი ხელოვნება სიშიშვლე კი არაა და თუ სიშიშვლე არ მოგწონთ, მაშინ სიტყვა "ხელოვნება" მაგ ფრაზაში "სიშიშვლე"–თი შეცვალე, თორე სულ ასე გამოგიჭერ biggrin.gif

რა თქმა უნდა, სიშიშვლეში არაა ცოდვა, ისევე, როგორც კოკაინში არაა იგი, სანამ არ შევიყნოსავთ.
ცოდვა - დამოკიდებულებაშია და არა თავად საგანში.
ადამიანი კი, სწორედ ისე უყურებს სიშიშვლეს, როგორც მის დაცემულ ბუნებას შეესაბამება.
შეიძლება დღეს და ამ მოცემულ მომენტში ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ ვიზუალი,
ისევე როგორც ხმები და სურნელები, ცნობიერს მიღმა აუცილებლად ილექება და ოდესმე თავის ნაყოფს გამოიღებს.
და თუ ადამიანზე შიშველი სხეულები ვნებიერად არ მოქმედებს, ესე იგი, ან იოსებ ისიხასტივით უვნებობისთვის მიუღწევია,
ან სხვა რაღაცაშია საქმე.

ქევან,
მე ადრეც აღვნიშნე და დიფერენცირება გავუკეთე საეკლესიო ხელოვნებას : ხატწერას, ჰიმნოგრაფიას, გალობას და ა.შ.
აქ აღარ ჩავამატე უბრალოდ. ასე რომ - ნუ გამომიჭერ ძალიან გთხოვ rolleyes.gif biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 1 2010, 04:14 PM
პოსტი #310


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ადამიანი კი, სწორედ ისე უყურებს სიშიშვლეს, როგორც მის დაცემულ ბუნებას შეესაბამება.

აი რატომ? რატომ ეს ვერ გამიგია

დავუშვათ შენ ან ის უყურებს ვნების თვალით, მაგრამ მე არა, არადა სამივენი დაცემული ბუნებით ვართ. რატომ ხდება ასე?
გინდა მითხრა რომ მეც ვუყურებ მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხავ? მაგრამ მე რომ არ მელანდება რაღაც როცა ვუყურებ, თქვენსავით, და მაინც ვნების თვალით ყურება როგორ გამოდის, ვერ გამიგია biggrin.gif

ციტატა
მე ადრეც აღვნიშნე და დიფერენცირება გავუკეთე საეკლესიო ხელოვნებას

biggrin.gif

ზოგჯერ მარგალიტებს წუმპეში პოულობენ,

შენი მოსაზრება მესმის, მაგრამ ეს ცხოვრება უცნაურად არის მოწყობილი ქრისტეს მარჯვენით ავაზაკი ხომ შევიდა სასუფეველში? არადა ჯვარცმამდე ვინ იცის როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა smile.gif
ზოგჯერ 1 წუთი ან 1 წამი ისეთი განსაკუთრებულია, რომ მთელი ცხოვრების ლოცვასა და მუხლჩოქვას გადაწონის smile.gif
მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ: ზოგჯერ

და იმის გამო რომ ასეთი შემთხვევებიც არსებობს, უკიდურესობა არ არის მიზანშეწონილი და სწორი გამოსავალი : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 1 2010, 04:25 PM
პოსტი #311


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




ციტატა(ქევანა @ Mar 1 2010, 04:14 PM) *

აი რატომ? რატომ ეს ვერ გამიგია

დავუშვათ შენ ან ის უყურებს ვნების თვალით, მაგრამ მე არა, არადა სამივენი დაცემული ბუნებით ვართ. რატომ ხდება ასე?
გინდა მითხრა რომ მეც ვუყურებ მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხავ? მაგრამ მე რომ არ მელანდება რაღაც როცა ვუყურებ, თქვენსავით, და მაინც ვნების თვალით ყურება როგორ გამოდის, ვერ გამიგია biggrin.gif
biggrin.gif

მე არ მითქვამს, რომ სამი გრაციის ყურებაზე ბნედა მემართება და დორბლი ჩამომდის biggrin.gif
ჩემი აზრით გასაგებად მივუთითე cool.gif :

ციტატა(terra @ Mar 1 2010, 03:59 PM) *

შეიძლება დღეს და ამ მოცემულ მომენტში ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ ვიზუალი,
ისევე როგორც ხმები და სურნელები, ცნობიერს მიღმა აუცილებლად ილექება და ოდესმე თავის ნაყოფს გამოიღებს.


ციტატა(KAIROS @ Mar 1 2010, 05:17 AM) *

პ.ს.
ფაეტონს ერიდეთ biggrin.gif

ეშმაკის მოგონილია ეგა unsure.gif


კარგები ხართ ბავშვებო, მიხარია თქვენთან ურთიერთობა smile.gif))


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 1 2010, 04:33 PM
პოსტი #312


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მე არ მითქვამს, რომ სამი გრაციის ყურებაზე ბნედა მემართება და დორბლი ჩამომდის

არც მე მომდის დორბლი, მაგრამ ცოდვააო ხომ წერთ biggrin.gif

ამას ხომ წერ?
ციტატა
შეიძლება დღეს და ამ მოცემულ მომენტში ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ ვიზუალი,
ისევე როგორც ხმები და სურნელები, ცნობიერს მიღმა აუცილებლად ილექება და ოდესმე თავის ნაყოფს გამოიღებს.


მასე თუ მივუდგებით, გამოვა რომ ადამიანი არ უნდა იზრდებოდეს და კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს გარე სამყაროსთან, უდაბნოში უნდა ცხოვრობდეს და არა ქალაქში, იმიტომ რომ ცდუნება ყველაფერს სდევს თან, ამიტომ შენ უნდა იყო ძლიერი ... და ნუ გეშინია თუ სუსტი ხარ, უფალი არასდროს არ მოგცემს მძიმე ტვირთვს, რომ ვერ ზიდო smile.gif

და თუ შენ ვერ უყურებ და გეშინია, ნუ უყურებ, მე არ მიშლის ხელს და გავაგრძელებ ყურებას, ისევ ავღფრთოვანდები მიქელანჯელოთი და მოდილიანით smile.gif

მოკლედ, მომწყინდა მე აქ საუბარი, მაპატიეთ cool.gif
და წამოდით ეხლა ჭედურობის თემაში, ან სადმე სხვაგან, საინტერესო ფილოსოფიური საუბრები მომენატრა sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 1 2010, 04:58 PM
პოსტი #313


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ქევანა @ Mar 1 2010, 04:33 PM) *

და თუ შენ ვერ უყურებ და გეშინია, ნუ უყურებ, მე არ მიშლის ხელს და გავაგრძელებ ყურებას, ისევ ავღფრთოვანდები მიქელანჯელოთი და მოდილიანით smile.gif

ვუყურებ, როგორ არ ვუყურებ და არც მეშინია smile.gif
სამწუხაროდ, წავიდა ის დრო და ეტაპი, მსგავსი რამეების ყურების რომ მეშინოდა.

და აღფრთოვანებას რაც შეეხება, არ გეგონოს, რომ ეგ უცხო იყოს ჩემთვის.
ან როგორ შეიძლება ასეთმა რაფინირებულმა ხელოვნებამ არ აღგაფრთოვანოს. ეს სადაო საკითხი არაა.
და იქნებ, მე უფრო მეტი შეხებაც მაქვს ხელოვნებასთან, ვიდრე შენ გგონია?! rolleyes.gif


კაი, წავიდეთ ჭედურობაში, რაღაც მეც მომბეზრდა აქ ტატყანი biggrin.gif
მგონი ყველაფერი ვთქვი. ან - თითქმის ყველაფერი cool.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 1 2010, 05:43 PM
პოსტი #314


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა
თუ ადამიანზე შიშველი სხეულები ვნებიერად არ მოქმედებს, ესე იგი, ან იოსებ ისიხასტივით უვნებობისთვის მიუღწევია,
ან სხვა რაღაცაშია საქმე.

შენ რომ სამკუთხედს უყურებ, რამე ვნება მოდის?
ასევე უყურებს ზოგი მაგ შიშველ სხეულს და აქედან გამომდინარე ვერც ვერანაირი ვნება ვერ მოვა.
პ. ს. ნეტავ შიშველი ნატურების საქმე როგორ გადაწყდება? huh.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 1 2010, 05:52 PM
პოსტი #315


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(tamuna m @ Mar 1 2010, 05:43 PM) *

შენ რომ სამკუთხედს უყურებ, რამე ვნება მოდის?

გააჩნია, წვერი ზევით აქვს მიმართული თუ ქვევით biggrin.gif
კარგი რა თამარ, რა შედარებაა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 1 2010, 05:59 PM
პოსტი #316


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა(terra @ Mar 1 2010, 05:52 PM) *

გააჩნია, წვერი ზევით აქვს მიმართული თუ ქვევით biggrin.gif
კარგი რა თამარ, რა შედარებაა.

ეტყობა მართლა პრობლემები მაქვს! unsure.gif
აბსოლუტურად მასე აღვიქვამ დახატულ შიშველ ნატურას, როგორც რაღაც ფერის და ფორმის საგანს და რა ვქნა, ვა?! user.gif
აკადემიის სადიპლომოზე დავხატე წრის და ხაზის დაპირისპირება.
კონცეპტუალური უფრო იყო რაა
ხო და დავიხმარე სწორედ შიშველი ფიგურები.
ფერის ლაქისთვის და წრიული მოხაზულობისთვის.

მინდა ვთქვა: ვაიმე! რატომ არ ვიცი biggrin.gif )


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 1 2010, 08:32 PM
პოსტი #317


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეჰ;
ნონასთან კამათმა რა შედეგები გამოიღო რამოდენიმე თემას გავიხსენებ;
ეს დაკონსერვებული თემა, რომელიც ტერრამ ააფეთქა biggrin.gif
და ქალები წმ. წერილში, რომელსაც დღესაც ვერ დავუდე გული და არის მიმქრალი.
სასცილოა და მეტი არაფერი, ზიარებაზე დავითზე და ვენერაზე ფიქრი, ეს ვისაც ემართება, ის აბანოშიც არ უნდა შეუშვა სადაც სარკეა... ფსიქიურ ავადმყოფებზე აქ არ ვსაუბრობთ.
აბსურდებს ამბობთ მეგობრებო, თანაც ძალაინ დარწმუნებულები, ამიტომაც მეკარგება ხალისი და ეკარგება აზრი ამ კამათს, ნონასთან მისი უკიდერუსად უცუდესი შედარებების გამო, და ასევე მწარე ირონიის გამო, რომელსაც კამათში ურევს (ამას აიტანდა კაცი, ის პირველი რომ არ იყოს),მე აქ შევეშვი, ახლა ტერრას ვუპასუხებ მხოლოდ,.
მიწავ (ტერრა)
ციტატა
ხელოვნება, ზოგადად, სამშვინველის დახვეწას ემსახურება და არა სულიერი პლასტების.
განვასხვავოთ უნდა дух и душа.

და რატომ ეწინააღმდეგება იქნება მითხრა, სამშვინველის (დუხ) დახვეწა სულის წინ ზრდას? იცი თუ არა შენ, რომ ბევრი მამა საერთოდ არ აღიარებს რაიმე მესამეს არსებობას სულს და სხეულს შორის? და რომც აღიარებდნენ, ისინი არასოდეს არ წერენ, ადამიანმა თუ სამშინველი დაიხვეწა ე.ი.სული დამახინჯდაო, მეტიც, ქრისტიანობა არასოდეს არ აზროვნებს ასე ხისტად, მიუხედავად იმისა, ჩვენი სიბრძნე არაამაქვეყნიური სიბრძნეა, უდიდესი მამები უღრმეს განათლებას ღებულობდნენ და მეტიც, გელათის იყალოთოს, ათენის თუ კონსტანტინეპოლის აკადემიებიში უღრმესი სწავლება მიდიოდა ლოგიკისა თუ ფილოსოფიისა, დაამის შესანიშნავი ნიმუშებია წარმართულ სკოლებში განათლება მიღებულნი წმ იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი თუ გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელიც თავის ქადაგებებში დამხამარედ იყენებდა საერო მეცნიერებებს და ხალხურ სიბრძნეს, მეტიც მითოლოგიასაც.
ასეა აქაც, არავინ ამბობს, რომ ხელოვნება აცხოვნებს, მაგრამ არც იმას, რომ ხელოვნება წარწყმედს, მაშ ასე თუკია რ წარწყმეს, როგორც არ წარწყმდეს, კანტის, ბოდლერის, სოკრატეს თუ მამარადაშვილის კითხვა, რატომაა უფრო საშიში თვალისათვის შიშველი დავითი და არა არა ფილოსოფიური სწავლებები, თუკი ადამიანმა არ ისწავლა გარჩევა და მას მხოლოდ აკრძალვებით მივაწოდოთ რა იკითხოს, რა ისწავლოს, რას უყუროს, ნელნელა მივალთ თალებანთა აზროვნებამდე, ქრისტიანობა კი ანტისახალხო ბნელ რელიგიად გექცევათ, რომელიც ხელოვნებას ჩაცმულებად და ჩაუცმელებად ყოფს, წიგნებზე აკრძალვების სიას ადგენს, არადა ნებისმიერი დაბალი განათლების ისტორიკოსი უცებვე მიხვდება, რომელ საუკუნეში იყო ეგ ევროპაში, როდის "აცვამდენენ" მიქალენჯელოს ნახატებს (სიქსტის კაპელაში დღესაცაა შემორჩენილი მსგავსი კვალი) და როდის დგებოდა აკრძალულ წიგნთა სიები, ე.წ. Index librorum prohibitorum
http://www.aloha.net/~mikesch/ILP-1559.htm
აქ შეხვდებით უდიდეს მოაზროვნეებს;
იქ იყვნენ "საშიში" წიგნები:
Dante Alighieri (De Monarchia),
Niccolò Machiavelli (Opera omnia),
Giovanni Boccaccio (De camerone)
Masuccio Salernitano (Il Novellino).
ცნობილებიდან ჩამოვთვლი:
Francesco Bacone, Honoré de Balzac, Henri Bergson, George Berkeley, Cartesio, Colette, D'Alembert, Daniel Defoe, Denis Diderot, Alexandre Dumas (მამა) e Alexandre Dumas (შვილი), Gustave Flaubert, Thomas Hobbes, Victor Hugo, David Hume, Immanuel Kant, Jean de La Fontaine, John Locke, Montaigne, Montesquieu, Blaise Pascal, Pierre-Joseph Proudhon, Jean-Jacques Rousseau, George Sand, Spinoza, Stendhal, Voltaire, Émile Zola.
http://www.fordham.edu/halsall/mod/indexlibrorum.html
მეცნიერები, ფილოსოფოსები, მოზაროვნეები, მწერელები, ეკონომისტებიც კი - იტალიელეთა სია: Vittorio Alfieri, Pietro Aretino, Cesare Beccaria, Giordano Bruno, Benedetto Croce, Gabriele D'Annunzio, Antonio Fogazzaro, Ugo Foscolo, Galileo Galilei, Giovanni Gentile, Francesco Guicciardini, Giacomo Leopardi, Ada Negri, Adeodato Ressi, Girolamo Savonarola, Luigi Settembrini, Niccolò Tommaseo e Pietro Verri.
ეს იყო პაპიზმის ერთერთი სირცხვილი, ავტოდაფის ყოველი სახეობა აქედან იღეს სათავეს, რაც ეფუძვნება ინკვიზიციას, ადამიანთა დახოცვას იმის გამო, რომ ეჩვენებოდათ ისინი ავრცელებდნენ "სულისათვის წარწმყედ" განათლებას და ხელოვნებას, სადაც იყო სასამართლოები, განიხილავდნენ, როგორ შეიძლება ამ ლექსის დაწერა, ამ რომანის წაკითხვა, ამ ნახატის დახატვა და ამ ქანდაკის შექმნა, თუკი ვინმეს მსგავსი "არასაცხოვნებელი" ხელოვნების ნიმუშის შექმნა დაუმტკიცდებოდა, უსაშინლესი ტკივილებით კვდებოდა, ნუ რათქმაუნდა ისევ "შემცდარი სულის საცხოვნებლად"...
მოკლედ დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, ისტორიამ ეს უკვე გაიარა, კაცობრიობამ ეს უკვე დაგმო, და არ მიწყინოთ, თქვენი მცდელობები შექმნათ "არასაცხოვნებელი" ხელოვნების ნიმუშების სიები სხვვა არაფერია თუ არა ახალი "ორთოდოქს ინდექესების" შექმნა, მართლმადიდებლობის სახელით ისედაც ბევრი ებრძვის თეატრს, კინოს, ბალეტს, ოპერას , საერო წიგნებს და მეცნიერებს, სპორტს და ტექნოლოგიას (საკმარისია გადაავლოთ თვალი საპატრიარქოს ყოველგვარი შემოწმების გარეშე გამოცემულ აღსარებების წიგნებს, სადაც ეს ფანატიზმი პირდაპირ იქადაგება), ამიტომ რაც არ უნდა შეიმოსოს სპირიტუალიზმით, იდეალიზმით და მორალიზმით, ხელოვნების წინააღმდეგ ბრძოლა ან მისი ცუდებად და კარგებად დაყოფა, თავისი სულით და ისტორიით ეყრდნობა ფანატიზმს, იზოლოციონიზმს და პოულობს თავის ანალოგიებს ულტრამუსულმანურ, ულტრაინდუისტურ და აფრიკულ წარმართულ რწმენებს შორის, იქ ხომ ფაეტონი ეშმაკის მოგონილია...

ღირდა კი ამდენ წერად?

კაიროსი!

პ.ს.
ნონას ვურჩევ არც გამომეხმაუროს, როგორც მე, ჩვენს კამათებს ასეთ თემებში დაძაბულების იქით არ წავუყვანივართ, და მე გამოცდილების მიხედვით, აქაც ვერიდები ამას, ისიც რომ დღესაც მაინც ვწერე აქ, ტერრას გამოხმაურებად იყოს და ასევე იმის გამეორებად, რომ უბრალოდ ქრისტიანობისა სახელით ჯვაროსნულ ლაშქრობებს მეცნიერების და ხელოვნების წინააღმდეგ ვერ დავუშვებთ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 2 2010, 01:05 AM
პოსტი #318


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



KAIROS

ძალიან უსიამოვნოა, როცა თავის მართლების რეჟიმში გაყენებენ და
ლამისაა ფანატიკოსად, ფუნდამენტალისტად და ინკვიზიტორად გაცხადებენ.
მით უმეტეს, როცა ამას არანაირად იმსახურებ და არც არანაირი მიზანსწრაფვა გაგაჩნია ზემოჩამოთვლილის მიმართ.
ვფიქრობ, საკმაოდ ნათლად, მარტივად და კონკრეტულად გამოვხატე და ჩამოვაყალიბე ჩემი პოზიცია,
ამ თემაში ჩემი პირველი პოსტიდან მოყოლებული (ვისაც აინტერესებს, გადახედოს).
და თუ შეჯერება ვერ მოვახერხეთ, შეჩერებას მაინც მოვახერხებ,
არა იმიტომ, რომ საკმაოდ მყარი არგუმენტაცია არ გამაჩნია.

კეთილი სურვილებით smile.gif



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 2 2010, 04:44 AM
პოსტი #319


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
(ვისაც აინტერესებს, გადახედოს).

გადახედილია ტერრა,
მაგრამ თეოლოგიურად არასწორია, ისტორიულად უკვე გავლილი და გამოცდილი, იდეაში სწორედაც რომ იმ ინდექსებს ენათესავება, რომელიც დაწერილ იქნა.
ციტატა
რა თქმა უნდა, სიშიშვლეში არაა ცოდვა, ისევე, როგორც კოკაინში არაა იგი, სანამ არ შევიყნოსავთ.
ცოდვა - დამოკიდებულებაშია და არა თავად საგანში.
ადამიანი კი, სწორედ ისე უყურებს სიშიშვლეს, როგორც მის დაცემულ ბუნებას შეესაბამება.
შეიძლება დღეს და ამ მოცემულ მომენტში ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ ვიზუალი,
ისევე როგორც ხმები და სურნელები, ცნობიერს მიღმა აუცილებლად ილექება და ოდესმე თავის ნაყოფს გამოიღებს.
და თუ ადამიანზე შიშველი სხეულები ვნებიერად არ მოქმედებს, ესე იგი, ან იოსებ ისიხასტივით უვნებობისთვის მიუღწევია,
ან სხვა რაღაცაშია საქმე.

შენი დამოკიდებულების მთელი არსი აქაა, პირველ ნაწილში მეთანხმები (არადა აქაც არ მეთანხმებოდა სხვა მოკამათენი), როდესაც იწყებ საუბარს ადამიანის დამოკიდებულებაზე, და უცილობელ ვნებამდე დაგყავს ესაა სიმცდარე, რადგან უნდა დახვეწო, რომელ სიშიშვლეზეა საუბარი? განა იკრძალება ყოველივე სიშიშვლე?რათქმაუნდა არა, მაშინ იქნებადა მითხრა , რატომ არ ილექება მკერდშიშველი ღვთისმშობელის ხატი ქვეცნობიერზე? შიშველი ბავშვის, საკუთარი თავის, საკუთარი მეუღლის, ზღვაზე, საზაფხულო ტანსაცმელზე, სპორტულ მოედანზე გამოჩენილ სიშიშვლეზე რომ არაფერი ვთქვა...
იდეალიზმი, როდესაც მორალიზმში გადადის ერთი ნაბიჯია იქიდან ფანატიზმამდე, უცილობლად უკეთესია თუკი ადამიანი იმდენად განიწმიდება, თუკი განერიდება ყოველგვარ მიწიერს და სადღაც უდაბნოში იცხოვრებს, მაგრამ ერში მცხოვრებთ უდაბნოს წესების დოგმატად გამოცხადება დანაშაულია და ეკლესიის კანონებით იკრძალება, თუკი მართლაც რაიმე უარყოფით გავლენას ახდენს შიშველი ნატურა, იგი საერთო ფონზე იმდენად მცირეა და ამავე საერთო ფონზე იმდენად დადებით როლს თამაშობს, იგივე სამშვინველის და აზროვნების დახვეწაზე, რომ აკრძალვებზე და არ შეიძლებებზე საუბარი მართლაც რომ ზედმეტია და რეალობას მოკლებული.
მოკლედ ტერრა, შენ არავინ გადანაშაულებს რაიმეში, უბრალოდ პარალელი გავლება მომიწია, რომ მეჩვენებინა რამდენად ღრმად შეიძლება ჩაგვითრიოს
ხელოვნების სტილების დემონიზაციამ, რაც გაუმართლებელია.
არ გვიწყინო smile.gif
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 2 2010, 05:08 PM
პოსტი #320


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



კაიროს შენ არ დაგიწერია ის პასუხი რომელიც შეიძლება გამოხმაურების გარეშე დატოვოს ადამიანმა

ციტატა(KAIROS @ Mar 1 2010, 09:32 PM) *

ეჰ;
ნონასთან კამათმა რა შედეგები გამოიღო რამოდენიმე თემას გავიხსენებ;
ეს დაკონსერვებული თემა, რომელიც ტერრამ ააფეთქა biggrin.gif
ამ თემაში კამათის დასრულების შემდეგ მე კვლავ ვპოსტავდი, თემა კი ძველ სტილში ჩემგან დამოუკიდებლად გააქტიურდა!
მეტისმეტად ბევრს ფასიფიცირებ და თუ შეგნებულად ნამდვილად პრიმიტივიზმია ეს, თუ გაუცნობიერებლად - გასაკვირი უყურადღებობაა ტექსტის მიმართ ან მიამიტობა
ციტატა
და ქალები წმ. წერილში, რომელსაც დღესაც ვერ დავუდე გული და არის მიმქრალი.
მაგ თემაში წერას მე აღიარებით მოვრჩი და ჩემს შემდეგ კიდევ 2 გვერდის დაწერა სხვასთან დისპუტში რამდენადაც მახსოვს არ დაგზარებია!
გული ბევრ რამეზე მიცრუვდება მაგრამ მათში დამნაშავე სიტუაციის სხვა მონაწილეები კი არა ჩემი სულიერი სისუტეა

ციტატა
სასცილოა და მეტი არაფერი, ზიარებაზე დავითზე და ვენერაზე ფიქრი, ეს ვისაც ემართება, ის აბანოშიც არ უნდა შეუშვა სადაც სარკეა... ფსიქიურ ავადმყოფებზე აქ არ ვსაუბრობთ.

ამას ჯანსაღ კამათთან არავითარი საერთო არა აქვს
ეს უზრდელობაა!
და მით უფრო სამწუხაროა რომ ამას ამბობს ადამიანი რომელსაც მაღალ მორალზე აქვს პრეტენზია!


ციტატა
აბსურდებს ამბობთ მეგობრებო, თანაც ძალაინ დარწმუნებულები, ამიტომაც მეკარგება ხალისი და ეკარგება აზრი ამ კამათს, ნონასთან მისი უკიდერუსად უცუდესი შედარებების გამო, და ასევე მწარე ირონიის გამო, რომელსაც კამათში ურევს (ამას აიტანდა კაცი, ის პირველი რომ არ იყოს),მე აქ შევეშვი,
თუ თვლი რომ კამათს აზრი აქვს დაკარგული რაღა გაწერინებს აქ?

რატომაა შედარებები ცუდი? მითუფრო რომ ჩემს პოსტში შედარებები კი არა კითხვები იყო!
სხვათაშორის შენი შედარებები გადმოვიტანე და მათი განმარტვა წესით არ უნდა გაგჭირვებოდა
და ყველგან ირონიას ნუ დაეძებ
არ დამიცინიხარ
ნუ დაეძებ მტრის ხატს, ეს პასუხისაგან ფარად გაქვს უკვე გამოყენებული.

ციტატა

ნონას ვურჩევ არც გამომეხმაუროს, როგორც მე, ჩვენს კამათებს ასეთ თემებში დაძაბულების იქით არ წავუყვანივართ, და მე გამოცდილების მიხედვით, აქაც ვერიდები ამას, ისიც რომ დღესაც მაინც ვწერე აქ, ტერრას გამოხმაურებად იყოს და ასევე იმის გამეორებად, რომ უბრალოდ ქრისტიანობისა სახელით ჯვაროსნულ ლაშქრობებს მეცნიერების და ხელოვნების წინააღმდეგ ვერ დავუშვებთ.
კარგი თემაზე გამოხმაურება იყოს ტერრასთვის განკუთვნილი, მაგრამ შეურაცხყოფა გაიმეტე სამაგიეროდ ჩემთვის.
ასეთი უცენზურობა ადამიანისაგან რომელიც ამდენს კითხულობს კამათის კულტურის არ ქონაზე მეტს მიანიშნებს!


ნამდვილად ნაწყენი და

ვეცადე რომ, მოკრძალებით!


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 14 15 16 17 18 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 06:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი