![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Маиа |
![]()
პოსტი
#101
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
არ ვიცი ჩანახატი ქვია ამას თუ რა, მაგრამ მაინც აქ დავდებ. რუსულად უკეთ გამომივიდოდა მაგრამ მაინც ქართულად ვეცადე დამეწერა. თუ ვინმე გრამატიკულ შეცდომებს ნახავს მადლობელი ვიქნები თუ მიმახვედრებს და შემისწორებს...
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ************ გამოძახება ბავშვთა რეანიმაცაიშ************* ის დღე სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში... გიორგობას ულოცავდა ხალხი ერთმანეთს. სავაადმყოფოში მორიგე ვიყავი. საერთოდ იქ ძილი ვერ მერევა და თეთრად ვათენებ ხოლმე ღამეს. იმ დღეს კი ჩამეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე... ზამთრის ღამე იყო. სუსხი და ძლიერი ქარი ქროდა. იდუმალ სიბნელეში უსუსურ ნათებას მოვკარი თვალი; ვიღაცის ლანდმა გაიელვა... უცხო ქალი ამ შუა ზამთარში ფეხშიშველი იდგა და სანთელი ეჭირა ხელში... თითქოს და რაღაც ძლიერმა ძალამ, გაჭირვებას რომ მოყვება ისეთმა, არ მიცა ნება თბილ ოთახში დარჩენილიყო. გამიკვირდა, როგორ არ ქრებოდა ამ ქარში სანთელი. ოდნავ რომ მიუახლოვდი დავინახე თუ როგორ უვლიდა სანთელს უცხო ქალი, როგორ ეშინოდა არ ჩამქრალიყო და ხელს აფარებდა იქით საიდანაც ქარი ქროდა... თან თითქოს და ქარის ჩანაფიქრს ხვდებაო, უსწრებდა მას და ხელს უპირისპირებდა მიმართულება შეცვლილ ქარს. თითქოს ამ სანთელზე იყო დამოკიდებული მთელი მისი სიცოცხლე, ცხოვრების აზრი და ცათა სასუფეველიც კი. არც სანთელს უნდოდა ჩამქრალიყო, მთელი თავისი სუსტი ბუნებით ებრძოდა ქარს... თითქოს ჩავქრიო, ატყუებდა და როცა დაწყნარდებოდა ქარი ისევ ანათდებოდა და თეთრი შუქით გაანათებდა გაყინულ და ბნელ ღამეს. ქალი კი ცხარე ცრემლებით ტიროდა ხატების წინაშე...რაღაცას ჩურჩულებდა, ევედრებოდა, შებრალებას თხოვდა... მზად იყო თავისი სიცოცხლე შეეწირა ოღონდ სანთელი არ ჩამქრალიყო. ქარმა იმატა და დაუნდობლად დაიწყო ქროლა... უეცრად გამომეღვიძა. ტელეფონი რეკავდა. ახალგაღვიძებული, უაზროდ, ჯერ კიდევ ნახევრად სიზმრაში დარჩენილი ვეტაკე ყურმილს და ეთადერთი რაც დამამახსოვრდა იყო: "15 корпус, 10 этаж... нужна ваша помощь". განყოფილებაში შევედი თუ არა ქალი შემომეგება და ეგრევე მიმიყვანა ოთახთან... შევედი და გავშეშდი. სათავესთან უამრავი ხატი ედო და სამი თვის ანგელოზი სიკვდილს ებრძოდა -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#102
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ყოველთვის, როცა ღამის მეუფე მთვარეზე უკუნ პირბადეს ნაზად დააწვენს, ყოველთვის, როცა განთიადის საარი ძარღვების დახეთქვამდე ჩაჰბერს და ატლასისფერ მზეს ააგორებს ცარგვალზე; ყოველთვის, როცა თვალს გაახელ თუ დახუჭავ, გამეცინება თუ ავტირდები, სწრაფი ნაბიჯით გადასერავ ქუჩას თუ ნელა აუყვები აღმართს; გული გეტკინება თუ საოცარ სიამეს იგრძნობ, გამახსენდები თუ დავიწყებას ჩაგაბარებ; ტირილი მოგინდება თუ ჩემი ნახვის სურვილი მოგეძალება; ყოველთვის, როცა... იარესებებს დრო და სული ჩვენს სხეულში, მე ხმამაღლა ვიტყვი: მადლობელი ვარ! მადლობელი ვარ იმ სითბოსთვის, რომელიც უცებ მოფრინდა, გული გახურებული შანთებით ამომიწვა და მერე ისე გაუჩინარდა, როგორც ნოემბრის ბოლოს ქვიანი სანაპიროს ბინადარი თოლია; მადლობელი ვარ იმ ღამეებისთვის, რომელიც ზაფხულის ხვატივით იწვოდა კონცხის უკანასკნელ ხესთან, მადლობელი ვარ იმ სიტყვებისთვის, ჩემი ცხოვრება რომ დიდი ტკივილისგან იხსნა, მადლობელი ვარ, იმ ტკივილისთვის, მე რომ ადამიანად ყოფნა მაგრძნობინა, მადლობელი ვარ იმ სევდისთვის, ზიზღად რომ არ მექცა, მადლობელი ვარ იმ ლოცვისთვის, ყოველ დილა-საღამოს რომ უნდა წარმოთქვას ჩემმა ბაგეებმა და მადლობელი ვარ იმ მზერისთვის, სამუდამოდ რომ გაიყინება ნისლისფერი ისრების მიღმა...
მადლობელი ვარ, რომ მიპოვე და მერე დამკარგე, მადლობელი ვარ, რომ გული ამოვიგლიჯე და ერთ დილით ფანჯრის რაფაზე დაგახვედრე, მადლობელი ვარ, რომ ახლა შენც ისე გტკივა, როგორც მე და მეც ისე ვზიდავ ამ ტვირთს, როგორც შენ უნდა გასწიო ეს უღელი კიდევ მრავალი წელი... მადლობელი ვარ, რომ... შენთან ერთად მინდა დავბერდე... ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#103
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
საშობაო და საახალწლო ჩანახატები ხომ არ დაგვეწერა?
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#104
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
თამარი_ცქნაფო
ნამეტანი საახალწლოა ეს... იხალისეთ..... ![]() სად არის ბედნიერება? "ჩვენ ხშირად დავეძებთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მხოლოდ ბუნდოვანებას ვპოულობთ ჩვენში. ჩვენ დავეძებთ ბედნიერება, მაგრამ მხოლოდ სიმწარესა და სიკვდილს ვპოულობთ. ჩვენ არ შეგვიძლია არ გვსურდეს ჭეშმარიტება და ბედნიერება, მაგრამ არ შეგვიძლია ვეზიაროთ ჭეშმარიტ ცოდნას და შეუმღვრეველ ბედნიერებას. ეს სურვილი დასასჯელად და შესაჩვენებლად კი არ შემოგვრჩა, არამედ უფრო იმიტომ, რომ გვახსოვდეს, როგორ დავემხეთ, როგორ დავეცით და რა დავკარგეთ» ბ. პასკალი «და შექმნა ღმერთმა კაცი, ხატად თავისა, და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.» (დაბ. I, 27) ჩვენ ვეძებთ ბედნიერებას, მაგრამ სადაა ბედნიერება ? რა არის ბედნიერება? ინკვიზიტორისთვის ალბათ ალქიმიკოსის წამება, მხატვრისთვის ალბათ ნახატის დასრულება, მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატება და მებაღისთვის პირველი კვირტის გაფურჩქვნა. თუმცა მოდის დრო და ალქიმიკოსი ინკვიზიტორზე მეტად ფასდება, მოდის დრო და ნახატსა სიძველის სუნი ასდის, მოდის ზამთარი და ყვავილიც ჭკნება. ოსკარ უაილიდის პრინციც ბედნიერი იყო, მაგრამ პატარა ბეღურის სიკვდილმა გული გაუპო ორად. მაშინ, როდესაც ადამიანი იღწვის ბედნიერებისათვის, ქმნის სამყაროს, რომლის არსი თვითონაც არ ესმის. XXI საუკუნის ციფრულ გარემოში კი უფრო უძნელდება ჭეშმარიტების პოვნა, მაგრამ უცხოველდება მისი პოვნის სურვილი. იბრძვოდნენ ჭეშმარიტებისათვის და კლავდნენ ტახტისთვის, კლავენ ტახტისთვის და მოკლავენ ტახტისთვის. ამ დროს კი პირუტყვთა გვერდით ადამიანად დაბადებული ღმერთი ამბობს: ‘იყუარებოდეთ ურთიერთას, რათა ამით გიცნან თქუენ.” მაგრამ ვის ახსოვს ქრისტე? წმიდა გიორგის ქანდაკება აღუმართავთ და მისი მოღვაწეობა არ იციან. უშველებელი ჯვრები დაუკიდიათ და მზად არიან წოდებისათვის სული გაყიდონ. ![]() უგემოვნო სერიალებს გაუტაცია ერთდროს ფსალმუნებისა და ბიბლიის მკითხველი მანდილოსნები. ერის კეთილდღეობაზე მზრუნველი მამაკაცები ლურასაბ თათქარიძეს დამსგავსებიან და ფეხბურთის მატჩის ყურებით გართულნი ლუდით იჭყირპებიან. ანგელოზის სიმბოლოდ მიჩნეული ბალღების თვალებს ყოველგვარი სიბილწე აურეკლავთ და მსწრაფლს შეუნახავთ საკუთარ თავში. და ეს ქიმერა, ადამიანი, ოდესღაც ღვთის ხატად შექმნილა. ნუთუ ასეთია ღმერთი? ვგონებ, პრობლემა ჩვენშია. დიახ, ცვენ ავად ვართ ქალბატონებო და ბატონებო! ეს დაავადება კი ინტელექტულური დაცემაა, ზეციდან მიწაზე დანარცხებაა! ანთიმოზი ოქტომბერი 10, 2007წ -------------------- მერე რა რომ . . .
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#105
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
დავით ივერიელი
ჩანახატი-მეთქი და ამან სტატია გააშანშალა, ტოჟე მნე კნიაზ ჩავჩავადზე ![]() კარგია, თუმცა ჩანახატში კი არა, პუბლიცისტიკაში უნდა დაგვედო. მარა სადაა ეგ თემა, თორემ კი ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#106
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
ციტატა პუბლიცისტიკაში უნდა დაგვედო კრიტიკაჩაყოლებული ჩანახატი რაა... ![]() აჰა მაშინ ჩნახატი.... (მაგრამ არც ესაა მთლა ჩნახატი ![]() *** ო, როგორ მენატრება საფლავთ სიჩუმე.... აღდგომას საფლავზე დაგდებული იასამნის სურნელი და ქარისაგან რხეული ფოთლები მისი... ო, როგორ მიდნა მსგავსი სიჩუმე სულში... მსგავსი სიმშვიდე... მსგავსი სურნელება იასამნისა.... მინდა გლოვა... მაგრამ სადაა გლოვა??? სული იმოსება ბნელით, ივსება, ივსება სიშავითა და ბილწებით.. მე კი ვიძირები, ვიძირები და იკარგება წარმოსახვა იასამანზე.... საფლავი? ან საფალვიღა არსებობს ჩემში? ვინა ვარ? არც მესაფლავე, არც ჭირისუფალი და არც გვამი... არცერთი როლი არა მრგებია წილად..... და ველოდები იასამანს... დროის ქარბუქში წამები ირევა, იქცევა წუთებად და სული ბერდება.. ბერდება წამებში... სხეული რჩება... მინდა გაჩერდეს ყველა.... ყველა გაჩერდეს და იყოს მდუმარება უეცარი... მდუმარება იყოს სულში და არ ირეოდეს ათასობით იონი უაზროდ.... სადღაც მღვდელი დაცემულა ქადაგად და სდაღაც საკმევლის სუნსა დაუფარავს ვებერთელა ტაძარი.... პეტრეს საფლავზე ანგელოზებრივ გალობენ... მაცხოვრის საფლავს კი მოკლეშორტიანი ტურისტები დასცქერიან ინტერესით... მაშინ როდესაც "გონება მართავს ქვეყნიერებას" უნდა რომ მართოს უფალიც.... ო, როგორ მენატრება საფლავთ სიჩუმე..... აღდგომას საფალვზე დაგდებული იასამანი და სურნელება მისი.... ქართაგან რხეულნი ფოთოლნი მისი.... ჩადის მზე..... სასაფლაოზე ბინდდება და ვრჩებით მხოლოდ მე და იასამანი...... -------------------- მერე რა რომ . . .
|
T.L. |
![]()
პოსტი
#107
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ციტატა ო, როგორ მენატრება საფლავთ სიჩუმე.... აღდგომას საფლავზე დაგდებული იასამნის სურნელი და ქარისაგან რხეული ფოთლები მისი... ო, როგორ მიდნა მსგავსი სიჩუმე სულში... მსგავსი სიმშვიდე... მსგავსი სურნელება იასამნისა.... მინდა გლოვა... მაგრამ სადაა გლოვა??? სული იმოსება ბნელით, ივსება, ივსება სიშავითა და ბილწებით.. მე კი ვიძირები, ვიძირები და იკარგება წარმოსახვა იასამანზე.... საფლავი? ან საფალვიღა არსებობს ჩემში? ვინა ვარ? არც მესაფლავე, არც ჭირისუფალი და არც გვამი... არცერთი როლი არა მრგებია წილად..... და ველოდები იასამანს... დროის ქარბუქში წამები ირევა, იქცევა წუთებად და სული ბერდება.. ბერდება წამებში... სხეული რჩება... მინდა გაჩერდეს ყველა.... ყველა გაჩერდეს და იყოს მდუმარება უეცარი... მდუმარება იყოს სულში და არ ირეოდეს ათასობით იონი უაზროდ.... სადღაც მღვდელი დაცემულა ქადაგად და სდაღაც საკმევლის სუნსა დაუფარავს ვებერთელა ტაძარი.... პეტრეს საფლავზე ანგელოზებრივ გალობენ... მაცხოვრის საფლავს კი მოკლეშორტიანი ტურისტები დასცქერიან ინტერესით... მაშინ როდესაც "გონება მართავს ქვეყნიერებას" უნდა რომ მართოს უფალიც.... ო, როგორ მენატრება საფლავთ სიჩუმე..... აღდგომას საფალვზე დაგდებული იასამანი და სურნელება მისი.... ქართაგან რხეულნი ფოთოლნი მისი.... ჩადის მზე..... სასაფლაოზე ბინდდება და ვრჩებით მხოლოდ მე და იასამანი...... ![]() ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#108
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
საშობაო და საახალწლო ჩანახატები ხომ არ დაგვეწერა? ![]() მაქვს დაწერილი ერთი ოღონდ რუსულად ![]() ![]() Таинственна ночь. Как будто обладает магической силой. Тянет в свое царство, оставляет тебя наедине с собой и заставляет прислушаться к своему сердцу... так постепенно открываешь для себя собственное Я и ищешь смысл жизни. Идет какой то вечный поиск, пока не наступит утро и не осенит все вокруг. Нет наверно на земле человека, который бы равнодушно смотрел на ясное ночное небо, покрытое бесчисленным множеством мерцающих планет... Глядишь и ищешь именно свою и именно одну единственную, которая должна быть твоим спутником в жизнь и защищать от меча жизни. Удивительное зрелище, одна лучше другой, мерцают и кажется как будто ими и живет ночь. А ты все глубже и глубже плывешь по ночному небу и наблюдаешь глазами, как будто ждешь когда звезда даст знак и укажет тебе - "вот она я, звезда твоей жизни". И как ты переживаешь, когда помешает облако, накроет все, постепенно перерастая в тучу. И тогда ночь кажется еще темнее. Скоро заплачет небо, омоет все своими слезами, а иногда громом и молнией обрушится и плачет так, неперестовая, несколько дней. Но никогда бесконечно! Всегда улыбнется в конце солнцем и обнимет землю разноцветной радугой. Раскроется потом долгожданное звездное небо и опять похитит твой взгляд. Точно так же и Тот, кого ты так упорно ищешь в ночном небе среди звезд, терпеливо ждет, когда туча твоего сердца переродится в слезы, чтоб улыбнуться тебе, обнять своей любовью и родится в тебе ночной звездой, осенив твое сердце божественным светом... И ты тогда поймешь, что в лунную ночь, когда смотришь на небо и любуешься звездами, с неба ангелы смотрят на тонущую во мгле землю и любуются душами, которые своим светом освещают ночную тьму. И поймешь, что важно одно: удержать всеми способами этот СВЕТ, родившийся в вертепе твоего сердца. -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#109
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
აჰა, საახალწლო:
- დამდეგ ახალ წელს გილოცავ ჩემო მერაბ, მერე ქსელი გადაიტვირთება. მრავალს დაესწარი ოჯახთან ერთად, ბარაქიანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის... არჩევნებში ვის აძლევ ხმას? - მეც გილოცავ ჩემო ვახო, გაიხარე! გამყრელიძე მევასება, ალბათ მაგას მივცემ. - გამყრელიძე რამ მოგაწონა, ბიჭო? მოიმარაგეთ უკვე საახალწლოდ ყველაფერი? - აბა, ვის მივცე ხმა? ნათელაშვილს თუ სარიშვილს? მოვიმარაგე თაფლი, ნიგოზი, ინდაური, შამპანური, ერთი კასტეტიც გამოვაჩარხინე ზეინკალს. - რატომ ნათელაშვილს ან სარიშვილს, მე პატარკაციშვილს ვაძლევ მაგალითად. დანაპირების ნახევარიც რომ აასრულოს, ავშენდებით. მოიცა, საახალწლოდ კასტეტი რად გინდა? - ისეთი პირი უჩანს, დიდი არეულობები დაიწყება. ხელცარიელი რას ვიზამ "დუბინკიან" ძაღლებთან? ბადრის აძლევ? მაგას სულ კიდია საქართველო, აგაშენებს არა ისა! Тоже мне Дед Мороз! - კასტეტით ხო რას ამბობ, გადაუვლი მთელ "სპეცნაზს"! ისე, კაი გრძელი რკინის "ტრუბა" დაითრიე ჯობია, კასტეტს სანამ მიაწვდენ, "დუბინკით" გაგიხეთქავენ თავს. აბა გამყრელიძე რის მაქნისია? ექიმი, მეწარმე, ლიდერი, ჰეჰ! არც ერთში არ ვარგა, სუფთა "ტრუხაა". - შენ შენი აზრი გაქვს ძმაო, ვისაც გინდა იმას მიეცი! კარგად აბა, შენებს მიულოცე ჩემგან! - ბედნიერად, შენებსაც გადაეცი! თუ ცოცხალი ვიქენით, ახალი წლების მერე სადმე არ ჩავუსხდეთ ერთად? - კარგი აზრია, ჯერ გადავრჩეთ. აბა, ჰე! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#110
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
M.M.
![]() ![]() პ.ს. და ორთავემ მიშას მისცეს ![]() ხმა ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#111
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ეს სხვა ფორუმში (რუსთავი2-ის) დავწერე ერთ დროს. რაღაც მომინდა, აქ, ჩვენს მშობლიურ განყოფილებაშიც იდოს. ცოტა სევდიანია, რისთვისაც მომიტევეთ
![]() იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა, ამ ქვეყანას ერთი დიდი უცნაურობა სჭირდა, გული იყო იშვიათობა არა, გული კი ჰქონდათ, მაგრამ გულის გულები არ ჩანდა არსად. ჰოდა, ერთხელ ერთი ბაჭია ჩამოჯდა პატარა კუნძზე და დაფიქრდა, იფიქრა, იფიქრა და თქვა: არა, მე უნდა მოვძებნო მეორე ბაჭია, ოღონდ გულიანი, გულის გულიანი, თორემ დავირალე, ამდენს ველაპარაკები, ველაპარკები ყველას და არავინს მისმენს, მიყურებენ და მარტო თავს მიქმევენ... ჰოდა, წავიდა ბაჭია, იარა, იარა და ერთ დიიიდ, უხარმაზარ ნაკადულს მიადგა, ისევ დაფიქრდა, გადავხტე? და აი, უცებ უკან რომ უნდა მოტრიალებულიყო, რაღაც კისკისის ხმა გაიგო, გაიხედა და შორს, ძალიან შორს თავისნაირი პატარა ბაჭია დაინახა, ოღონდ ერთი ციცქნა, პაწია და თვალებფახულა, ის იქიდან უქნევდა ხელს და თან საყვარლად ცქმუტავდა. ძალიან მოუნდა ამ ჩვენს ბაჭიას მასთან გადასკუპება, მაგრამ წყალი დიდი იყო, თან უკვე დაგვიანდა, სახლში მშობლები უცდიდნენ. კიდევ დავბრუნდები, - გასძახა და ხელი დაუქნია. მოტრიალდა, მერე უცებ ისევ წყალს გაღმა გაიხედა და დაიძახა: გული გაქვს? ცქმუტუნამ ისევ დააფახულა თვალები: მაქვს! გამატან? გამოგიგზავნი! როდის? მალე... ბაჭია შინისკენ გაიქცა... გათენდა. უჰ, როგორ ეზარება ბაჭიას ადგომა, მაგრამ რა ქნას, დროა, ეზოში საქმეები ელის, მშობლებიც იხმობენ უკვე. ადგა, უნდოდა ფარდა გადაეწია, ფანჯრისკენ წავიდა და უცებ... უცებ გაშეშდა: ფანჯრის რაფაზე იდო პაწია, ერთი ციცქნა გული, ის ისე ფეთქვადა, ისეთი მხურვალე იყო. გაოცებულმა ბაჭიამ აიღო და დიდხანს უცქერდა, გული კი ფეთქავდა და ფეთქავდა, ბაჭია კი ხარობდა: გამომიგზავნა... მერე უცებ გული გაქრა, ბაჭია შეკრთა, მაგრამ ახლა თავისი გულის ფეთქვა გაიგო, ისე ხმამაღლა და ჩქარჩქარა, აქამდე რომ არ სმენია და მიხვდა: რომ პაწაწუნა, ნაკადულისგაღმელი ცქმუტუნას გული მის გულს შეერთებოდა... ყოველდღე მიდიოდა ბაჭია ნაკადულთან, ყოველდღე მოდიდა ცქმუტუნაც და თვალებს აფახულებდა. ერთ დღეს, აი, წელიწადში ერთხელ რომ ხდება ხოლმე, ვიღაც დიდმა ადამიანებმა დიდი ხიდი გადეს ამ ნაკადულზე. გადმოხვალ? _ დაუძახა ბაჭიამ. გადმოვალ, ოღნდ ცოტა ხნით! _ გამოსძახა თვალებფახულამ და გადავიდა. ცოტა ხანმაც მალე გაიარა. კიდევ მოვალ, მალე მოვალ! _ ჩაიცინა თვალებფახულამ და გადაცუნცულდა უკან. ხიდი კიდევ გადეს დიდმა ბიძიებმა, მოცუნცულდა თვალებახულა, მაგრამ ბაჭია აღარ მოვიდა. ისე უნდოდა პაწაწოს ტირილი, ისე, მაგრამ ცოტა, სულ ცოტა იტირა და გადავიდა უკან. ერთ დღეს დიდი ქარი ამოვარდა. ჩვენს ბაჭიას რაღაც დაემართა, სახლშიც შეამჩნიეს, როგორ იპარებოდა სადღაც და აირია ყველაფერი. წავიდე? არ წავიდე? - სულ ფიქრობდა ბაჭია და... ამ დროს თვალებფახულა ისევ ყოველდღე მოდიოდა, მოდიოდა, იდგა, იდგა, ელოდა, ბაჭია კი, ან არ მოიდოდა, ან მოვიდოდა, ერთხელ დაუქნევდა ხელს და მიდიოდა... ბოლოს გაწვიმდა. - დღეს არ მოვა, მაგრამ მაინც წავალ, _ გაიფიქრა პაწუკამ და წავიდა. უცებ ბაჭია მოვიდა: იცი, მე იშვიათად მოვალ ხოლმე, მოვალ, ხელს დაგიქნევ და წავალ. მეტი არაფერი? _ გაოცდა თვალებფახულა. მეტი არაფერი, _ თავი დახარა ბაჭიამ. აბა, გული? და უცებ ბაჭიას გახსენდა, რომ ის სულ გულს ეძებდა, იპოვა და ახლა სადღაც გაექრო, ძალიან, ძალიან შერცხვა და ამოიოხრა. სად არის ჩემი გული? დამიბრუნე! _ ცრემლები გადმოსცვივდა თვალებფახულას. აქ არის, ხელი მარცხენა მხარეს დაიდო ბაჭიამ, მაგრა თვითონც მიხვდა, რომ ვერ პოულობდა. დამიბრუნე! _ ისევ გაუმეორა პატარამ. - მე შენ გულს არ გაგატან! _ ჩუმად უპასუხა ბაჭიამ. უცებ თვალებფახულა ადგილიდან მოწყდა და ისე სწრაფად გაუჩინარდა, ჩვენმა ბაჭიამ გამორკვევაც ვერ მოასწრო.... ... ტყეში ძალიან დიდხანს ისმოდა ექო: დამიბრუნდე ჩემი გული!... არ გაგტანა!... დამიბრუნე.... ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#112
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
როცა შენ გხედავ,გული უცნაური სითბოთი მევსება,თვალები მხოლოდ შენ გხედავენ და შენს თვალებს ირეკლავენ...იმ წუთას მგონია,რომ შენ ამას გრძნობ და იმავეს განიცდი.ამიტომ არ მინდა დუმილი დავარღვიო,ჩვენ ხომ ისედაც გვესმის ერთმანეთის... იცი რა?მინდა გულში ჩაგიკრა და ის სითბო გადმოგცე,შენ რომ ჩემს გულში ასე უხვად დააგროვე ![]() აუუუ, ეს რა წავიკითხე ![]() ![]() რა საოცარია, ყველა კაცი ყოველთვის ერთნაირად რატომ ლაპარაკობს? ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
სოფი |
![]()
პოსტი
#113
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
თენდება... სიჩუმეა... წვიმს... შრიალებენ...
წუხს... წრიალებს... მარტოა... სულ მარტო... უყურებს... ხატს უყურებს... ღვთისმშობლის ხატს უყურებს... ნუთუ აღარ გათენდება?.. -------------------- "Happiness only real when shared."
|
T.L. |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
თითქოს ჩემი ცა უფსკრულის ფსკერია. გარდასული ვარ მანძილთა შორის...
ნისლი ადნება სარკმელს. ღამე გამეფდა სივრცე-სხეულზე. გარინდულია სადღაც სიმშვიდე და მეც სისხლისფერს ვატარებ სანთელს... მე სადღაც მსურდა... იქ, სადაც აღარ ეძებენ საკუთარ უცხოს... მე უცხო ვარ ამ ღამის ფონზე, ამ მკვდარ სოფელში... ვერ გავაღწიე!.. მე დაღლილი ვარ დაუღლელობით... დუმილი ღრიალებდა იდუმალ ღამეში და მეც დუმილის ვიყავი ნაწილი. ჩემი ოთახი უდაბნოს გავდა, მარტო ქარავნის მგზავრივით დავრჩი... ვგრძნობდი სიცივეს, მიუსაფრობას, უდაბურ არეს... ჩემს მარტოობას რაღაცა აკლდა და განვიზრახე _ მომეკლა თავი... ეს იყო ჩემი სურვილი და იძულება. ეს იყო ჩემი აბსურდის მერე... მე იძულებული ვარ ცხოვრება მიყვარდეს და განვშორდე, როგორც ოდისევსი პენელოპეს... იძულება თავისუფლების სიყვარულს ბადებს. მე ადამიანი ვარ და ადამიანური ვერ იქნები, თუ არ გეტკინა... ჩემი ტკივილი ჩემი სიყვარულია და თვითმკვლელობის განზრახვაა ამის დასტური... მე უნდა გავქრე, ვით თოვლი მსუბუქი მზის აბაზანის მიღების შემდეგ... ჩემი გზა ჩემი წარსულია. მე დავიღალე დროთი... ჩემთვის თვითმკვლელობა სიკვდილზე უარის თქმაა. ცა აშლილია ჩემში... ყველა მიზეზი აბსურდულია, ყველა შედეგი _ აბსურდზე მეტი... ნამდვილი დასვენება მხოლოდ სიკვდილის მერეა შესაძლებელი _ უკვდავების გზა სიკვდილზე გადის... მე ჩემს უცნობ სხვას უნდა შევერწყა, უკვე მომბეზრდა სხეული ჩემი... დრო უნდა შევიგრძნო, ვითარცა ხიდი და არა უკიდეგანო სივრცე მოძრაობის... ჩემი სხეულით დრო უნდა დავატყვევო სულ – ახლა სული მყავს დატყვევებული... ამიტომ მჯერა _ ჩემი თვითმკვლელობა თეთრი ღიმილია... ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Jnosy |
![]()
პოსტი
#115
|
![]() ჯნოსი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 27-April 07 წევრი № 1,769 ![]() |
"ერთობა"
რა მნიშვნელოვანია ერთობა... წუთით ჩაუღრმავდით ამ სიტყვას და ძირეულად გაიაზრეთ რას გვეუბნება რამხელა სტიმულია ერთობით კეთება და რა საშინელებაა ერთობის გარეშე, არ არსებობს " " რასაც ერთობით ვერ შეძლებ... ღმერთმა ყველას ერთობით გაგვიმარჯოს... მაგრად მენატრება ![]() -------------------- ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეს!!! |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#116
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
"...მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე... მივყვები უკაცრიელ ქუჩას და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... ასე, დაუსრულებლად!... თურმე რამდენი ადამიანის გზაწვრილი გადის ჩემი ცხოვრების ახლოს... რამდენი ადამიანი მილამაზებს ხანმოკლე დაბადებას... უფრო მეტნი კი ამაყი ბუნებით და შავად მომზირალი სულით ამახინჯებენ მათ... აქა-იქ შავ ზილად გასდევს ბილიკი უსასრულობისაკენ... მაგრამ ერთი რამ... ზოგნი მიღიმიან, ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს მათ წინაშე... მათთვის დამენგრიოს ოცნების კოშკი.... არა, ჩემიც მეყოფა!!!... რამდენი მივლია... ბოლო კი არ ჩანს... მხოლოდ ფოთლები გაყვითლდა... უფრო და უფრო ხანგამოშვებით ისმის გალობა იადონისა(?!)... ახლა ოქროსფერ ხალიჩაზე მივაბიჯებ... კიდევ ერთი ლანდი ამესვეტა წინ. დიდხანს, დაჟინებით ვუცქერდით ერთმანეთს... რა ნაცნობი იყო... დიდხანს ვიხსენე სად მენახა... ბოლოს მივაგენი... სულ ახლახანს ვნახე იგიც, ღიმილით მეტყოდა: ბედნიერი იყავ!... სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ... ეს ყველაფერი ჩემი იყო! ირგვლივ ჩემი აწმყო მეხვია!... ჩემი ცხოვრება... როგორ დამჭკნარა ყოველივე... ერთი მწვანე ფოთოლი აღარ დარჩენილა არსად... ამასაც უძლებს თურმე ადამიანი... რა უცებ შეიცვალა ყველაფერი... ერთი ხელის მოსმით გადამისხვაფერებია ყოველივე... რად მინოდა?... შეცვლა რომ შეიძლებოდეს... ალბათ... ალბათ მაინც იგივეს ჩავიდენდი... ეს იყო ჩემი ბედნიერება! არ ვიცი... არ მინდა, სამუდამოდ დაზამთრდეს... არ მინდა უკაცრიელი გახდეს შარა... ერთი მინდა მხოლოდ... ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ბედნიერი! იყოს ისეთი როგორიც არის... არ მინდა შეშლილი თვალებით მიყურონ და მოითხოვონ ის, რისი მიცემაც არ შემიძლია... იყვნენ ბედნიერნი მცირედითაც!.. მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ!...."
|
*ნინო* |
![]()
პოსტი
#117
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად.....
გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა... -- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად.... -- რომ იცოდე, როგორი ლამაზი და სენტიმენტალური ხარ! -- ჰო, ვიცი, როცა ჩემთან არ იქნები ეს ტოტი გამახსენებს შენს სიყვარულს.... --ეს არასოდეს მოხდება! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!.... ............ რა ცოტა სჭირდება თურმე ბედნიერებას...... ...... მთლად გაყვითლებული..... ჩამომხმარი...... კედელზე გაკრული ტირიფის ტოტი, გოგონასთან ერთად..... უხმოდ მისტიროდა დაკარგულ სიყვარულს.... იქნებ შემიყვარო ?! -არა! თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა. ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეზლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა. ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია... ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი,მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს,მან მონასტერში მომაკითხა,უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი. კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?!მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა... ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა,მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა,უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც "მღვდლის სიყვარული"ერქვა. თუკი ჩემი პასუხი უარყოფითი იქნებოდა,მაშინ ის შემპირდა რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა,რასაც მე მთელი ცხოვრება ვინანაებდი.მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა შეიძლებოდა იმ პატარა სიკეთით სავსე გულს გაეკეტებინა,ისეთი რასაც მერე მე ვინანებდი. -იქნებ შემიყვარო? -არა! ვუპასუხე მე. ის ნელა წამოდგა,თვალებში შემომხედა,მითხრა რომ არჩევანი გამეკეთებინა იმაზე თუ როგორ მერჩივნა,მეყურებინა მისი სიკვდილისთვის თუ ლაჩრულად დავმალულიყავაი. ...შემეშინდა ...შემეშინდა რადგან არ ვიცოდი ის ამის გამკეთებელი მართლა იყო თუ არა,მართლა შეეძლო თავი გაეწირა კაცისთვის რომელსაც არ შეეძლო და არც უნდოდა მისი სიყვარული. ...მაგარამ სეძლო...ჩაამეხუტა ...მერე კი ჩქარი ნაბიჯებიტ ქუჩისკენ წავიდა ,უკან გავყევი,გული თითქოს მეუბნებოდა რომ მას უკანასკნელად ვხედავდი,მაგარამ არ მჯეროდა,საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაში რომ ის არ დამტოვებდა... ქუჩაში მანქანები მოძრაობდნენ ყველა ჩემსკენ იყურებოდა ,მე კი მღვდლის სამოსში გამოწყობილი მივდიოდი და სხვებს ვერც კი ვამჩნევდი მხოლოდ მას ვხედავდი,თვალები მხოლოდ მისთვის მქონდა ღია როცა შუა ქუჩაში მანქანების მოძრაობას მიუახლოვდა,შემობრუნდა,ნაზ ხელის გულზე ტუჩები შეახო და კოცნა ჩემთან გამოგზავნა. თვალებში მიყურებდა ,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ,მერე ჩუმად რაღაც ჩაიჩურჩულა, ალბათ კიდევ ერთხელ მითხრა სიტყვები რომელიც არაერთხელ უთქვამს:"მიყვარხარ"! ვგრძნობდი რომ ეშინოდა,მისი თითოეული ნაბიჯი შიშით იყო გადადგმული,ეშინოდა მაგრამ იმედიც ჰქონდა ,იმედი იმის რომ მივიდოდდი და ვუშველიდი,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო,ვერ ვტოკდებოდი,ადგილზე ვიყავი გაყინული,მინდოდდა დამეძახა მაგრამ ბაგეები გამეყინა თითქოს აღარ უნდოდათ ლაპარაკი,აღარაფერი შემეძლო,უნდა დამეცადა როდის დამტოვებდა,ვიცი დამნაშავე ვარ მაგრამ არაფერი შემეძლო,დალოდების გარდა ...ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა,უცებ გაქრა,რაღაც შავმა ის შორს გაისროლა, მხოლოდ მაშინ შევძელი გატოკება როცა ხალხის კივილი გავიგონე. მაშინ მივხვდი რომ ის ერთადერთი დავკარგე რაც გამაჩნდა,ის ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვუყვარდი... ახლოს მივედი,ჯერ კიდევ ცოცხალს თვალებში შევხედე ,მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა,მაგრამ იქ ხალხი იყო,არ შემეძლო ჩემი სიყვარული მეღიარებინა.ის კი მიმეორებდა:-მიყვარხარ,მიყვარხარო, მე კი მხოლოდ თვალებში ვუყურებდი ,მინდოდა თვალებით მაინც მეთქვა სიტყვები რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა:-"მეც მიყვარხარ". ...მისი თვალები ნელ-ნელა გაშტერდა,ტიროდა და მხოლოდ ჩემსკენ იყურებოდა ,მისი მზერა სევდით სავსე ტკივილს გადმომცემდა.ჩემი ცრემლები მის გაფითრებულ სახეზე ეცემოდა,იყინებოდა მაგრამ მაინც თბილი იყო,თბილი დიდი სიყვარულისგან... ვიგრძენი როგორ ამოვიდა მისი ბაგეებიდან უკვდავი სული,ნელ-ნელა მტოვებდა და ბოლოს თიტქოს ნაზად მოგეალერსაო,ისეთი სითბო ვიგრძენი...მაშინ მივხვდი რომ სამუდამოდ დავკარგე.ხალხი ირეოდა,მხოლოდ ის მახსოვს რომ მისი თვალები მაინც ტიროდა,ტიროდა მანამდე სანამ მიწასმიებარებოდა,ყველას უკვირდა,ასეთი საოცრება არავის ენახა.მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინატრე რომ მღვდელი არ ვყოფილიყავი რადგან არ მინდოდა იმ ადამიანის საფლავზე მელოცა რომელიც მე მოვკალი...არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,როცა საფლავთან მივედი ირგვლივ ბევრი ხალხი ტრიალებდა,მეგონა ყველამ იცოდა ჩემი დნაშაულის შესახებ თავი დავხარე და ლოცვის კითხვა დავიწყე,ლოცვის რომლის წაკითხვის უფლებაც არ მქონდა ...თვალწინ მხოლოდ მისი თვალები მედგა ცრემლიანი თვალები... იმ დღის შემდეგ ყოველ ღამე ვლოცულობ,მისი სულისთვის,მინდა რომ ისეთივე ბედნიერი იყოს როგორც ჩემს გვერდით იყო,მაგრამ მე ამ ბედნიერების უფლებას არ ვაძლევდი,ამას სიცოცხლის ბოლომდე ვინანაებ,ვინენებ იმასაც რომ ასეთი უგულო ვარ.ბევრჯერ თავის მოკვლაც მიცდია მაგარამ მერეე მიფიქრია რომ მას არ მოუნდებოდა მკვადარი ვენახე. მინდა მასთან ერთად სამოთხეში მოვხვდე მაგრამ ვიცი რომ ეს შეუძლებელია,ისევე როგორც მან იცოდა რომ ჩვენი სიყვარული შეუძლებელი იყო!...მაპატიე!.... მე შენ მიყვარხარ.... განა შეიძლება ამ სამმა სიტყვამ გამოხატოს ის გრძნობა რომელიც მაფიქრებს და გულს მიფორიაქებს?! ვიცი რომშენ არასოდეს შემიყვარებ... მე შენი დავიწყებაც ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. მე ყველაფერი მიყვარს რაც შენთანაა დაკავშირებული... წვიმაც მიყვარს, რადგან წვიმა ტირის და მეც ვტირი მასთან ერთად... მე შენი გულისთვის ვტირი და მიხარია რომ ეს ცრემლები შენ გეკუთვნის... მე შენი სითბოც მიყვარს, თუმცა არასოდეს მიგრძვნია...მაგრამ იცოდე, შენი სითბო რომ ვიგრძნო აუცილებელი არაა შეგეხო...მე შენი სახის ყოველი ნაკვთი მიყვარს და მადლობელი ვარ რომ არსებობ, მიუხედავად შენი სიშორისა................ მიყვარხარ... უფრო მეტად ვიდრე სიტყვებს შესწევთ ძალა გამოხატონ ეს გრძნობა...... ვიცი, ამას არ უნდა ვწერდე, მაგრამ შეყვარებული ადამიანი ბევრ სისულელეს ჩადის......... |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#118
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
- ასე მართლა არ შეიძლება! ამდენი ხანია, მთელ საახლობლოში არც ერთი ქორწილი და დაბადების დღე არ ყოფილა. გადავშენდებით, აბა რა იქნება? ჩინელები და ქურთები ხომ მრავლდებიან გემრიელად? მერე ქართველები სუფრაზე დალევენ სამშობლოს სადღეგრძელოს და ცრემლებს აღვარღვარებენ! ერს რომ გამრავლება სჭირდება, იმაზე არავინ ფიქრობს. კაი, ქორწილი ჯანდაბას, მოკვდეს მაინც ვინმე, მაგის დედა ვატირე! რამდენი ხანია კარგად არ მიქეიფია.
- ქელეხი უფრო ჯობია, შილაზე კარგი საჭმელი მე არ მეგულება. - ისე, მართალი ხარ. ამას წინათ ჩემი შორეული ნათესავი დაიღუპა, ახალგაზრდა გოგო იყო. თამადამ ერთი სადღეგრძელო დაიწყო: "კარგი იქნებოდა, სიკვდილი საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ..." მეთქი, რას ამბობ, სიკვდილი რო არ იყოს, არც ქელეხი იქნებოდა და არც შილას მაჭმევდა ვინმე მუქთად-მეთქი. ჰე ჰე ჰე... - ხმამაღლა უთხარი ტო?! - გიჟი ხო არა ხარ, იმ გოგოს ქმარი უშიშროების სპეცრაზმშია, ერთხელ ათი კაცი ყავს გალახული. ისეთი გამწარებული იჯდა, დანა პირს არ უხსნიდა. - ქორწილს "პროსტა" ის მუღამი აქვს, ცეკვებია, სიმღერები, ხუმრობა, რამე... - ცეკვა-სიმღერა რათ მინდა, მაგნიტაფონი სახლშიც მაქვს. პირიქით, ქელეხში არც ჭამას მოცდები დიდი ხნით, არც განსხვავებულს დაგაძალებენ, არც ჩხუბები ხდება ხოლმე და რაც მთავარია, შილა, შილა! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#119
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
სავსე მთვარემ ღრუბლებიდან გამოაჭყიტა და ფანჯარასთან მდგომი მაგიდა ვერცხლისფერი შუქით გაანათა. გურამი მაგიდასთან იჯდა და თავის ერთადერთ და უკანასკნელ ნუგეშს ნაზად უსვამდა ხელს. მართლაც ხელოვნების ნიმუში იყო, შავი, მბზინვარე ლულები, ჩვეულებრივთან შედარებით საკმაოდ გრძელი; ძვირფასი ხის მოჩუქურთმებული კონდახი; ოქროს ასოებით წარწერილი ინიციალები "გ.ძ."... მამამ სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა რუსეთში.
სხვა ნუგეში მართლა აღარ დარჩა. მშობლები კარგა ხნის წინ დაეხოცნენ ავარიაში. ლალი ფეხის დაკარგვისთანავე დაშორდა. გამოჩნდა, როგორც ყვარებია თურმე. თუმცა, რომ დაკუვირდა, მიხვდა რომ არც თვითონ უყვარდა. მაგრამ მაინც, ამხელა ტკივილის მერე ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. უფრო მწვავედ იგრძნო დანაკარგიდს სიმძიმე და თავისი "დეფექტიანობა". ბიძა და ბიცოლა უკვე აშკარად აღიზიანებდნენ. ამისი თვითონვე რცხვენოდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. მათი გადამეტებული ზრუნვა ყელში ჰქონდ აამოსული. მეგობრებსაც ამიტომ გაურბოდა. გაურბოდა? რაღა გაქცევის თავი ჰქონდა, უბრალოდ ზარს არ პასუხობდა ხოლმე, ან შეკრებებზე არ მიდიოდა. ქეიფის ხალისიც წაერთვა (თუმცა, დიდად არც არასოდეს ყვარებია), ვეღარც ფეხბურთს ითამაშებდა მათთან და ვეღარც სანადიროსდ წაჰყვებოდა. უნდა ეყურებინა, როგორ ცდილობდნენ მის გამხიარულებას, არც გამოდსდიოდათ და თვითონაც შხამდებოდათ ის დღე. ბიძა და ბიცოლა პროთეზს ჰპირდებოდნენ სულ მალე. ეუბნებოდნენ, ნამდვილი ფეხისგან თითქმის არ განსხვავდსებაო; ერთი ფეხი რა არის, ზოგი ორივეს კარგავს, ზოგი ხელებს, ზოგი ბრმავდება, მაგრამ ცხოვრებას მაინც აგრძელებენო. კი ბატონო, იმათ ეტყობა აქვთ მიზეზი, რომ ცხოვრება მაინც უხაროდეთ, ან რაიმე მიზანი აქვთ და მისკენ ისწრაფიან. მან კი ყველაფრის ინტერესი დაკარგა უკვე, არადა ოცისა იყო ჯერ. თოფი ძალიან გრძელი იყო. ლულა ნიკაპქვეშ რომ მიიბჯინა, სასხლეტს ხელით ვეღარ სწვდებოდა, ამიტომ სასხლეტის რგოლში ფეხის თითი გაუყარა. რომელიღაც ნაწარმოებში ერთმა ასე მოიკლა თავი. ოღონდ ის ფეხზე იდგა, რადგან ცალფეხა არ ყოფილა. უეცრათ მთვარის შუქს რაღაც ჩამოეფარა. გურამმა შემკრთალმა მიიხედა ფანჯრისკენ. ამ შეკრთომაზე ფეხის თითი სასხლეტს დააწვა და თოფმა გაისროლა. საბედნიეროდ ვაჟს თავი მიტრიალებული ჰქონდა და დუმდუმის ტყვია ჭერს მოხვდა. ლავგარდანზე მიმავალ ქალიშვილს გასროლის ხმაზე გამოეღვიძა, ფანჯრისკენ შემოტრიალდა, ფეხი დაუცდა და ბოლო მომენტში ინსტინქტურად რაფას ჩასჭიდა ხელები. გურამს მაშინვე გაახსენდა ყველაფერი, რაც მთვარეულებზე წაეკითხა. სასწრაფოდ ფანჯრისკენ მიჩოჩდა სკამიანად. სასხლეტის რგოლიდან თითის გამოთავისუფლებას როცა ცდილობდა, სიჩქარეში მეორე ლულიდანაც გაისროლა. უცნობი საბედნიეროდ სიფრიფანა აღმოჩნდა და როგორც იყო ამოათრია ოთახში. გოგონას გადატანილი შიშისგან მუხლები მოეკეცა და უღონოდ ჩაიჩოქა კედელზე მიყუდებული. ეტყობა ახალი მეზობელია, გუშინწინ რომ გადმოვიდნენ. გურამმა ღამის პერანგიდან გამომკრთალ სხეულს თვალი მოარიდა და თავისი თავისა თვითონვე გაუკვირდა. ადრე სიამოვნებით ათვალიერებდა ხოლმე ქუჩაში გამვლელი ქალების მოშიშვლებულ ბარძაყ-დეკოლტეებს. იქნებ ამ ქალიშვილის უმწეო მდგომარეობის გამო გაუჩნდა ასეთი მოკრძალება? მთლად მარტო მაგაშიც არ იყო საქმე. მისი სიახლოვე გურამზე რაღაც სხვანაირად მოქმედებდა. რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და გაციებული გულიც ნელ-ნელა გაუთბა. არა, სიცოცხლე მგონი მაინც ღირს. ადრეა ჯერ სიკვდილი. გურამი იჯდა და ელოდებოდა, როდის ატეხავდნენ სროლით დამფრთხალი მეზობლები კარზე ან ტელეფონზე რეკვას. ბიძა და ბიცოლა რაიონში იყვნენ წასული ნათესავის გასვენებაზე. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
Amuza |
![]()
პოსტი
#120
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ნათია, ახლა ჩემს პირველ დღიურის ფურცელს დაგიწერ. რატომღაც ძალიან მომინდა ჩემი განწყობის გადმოცემა. შეიძლება დღიურის წერაც დავიწყო – ვინ იცის!
ახლა კათედრის სხდომაზე ვზივარ. სულ ბოლოში და კუთხეში. რა მინდა არ ვიცი, ნეტა არ ჩამოვსულიყავი. თუმცა ვინ იცის! ამჟამად ერთადერთი ნათელი ადამიანი, რომლის დანახვაც მიხარია ჩვენი ახალი დეკანია?! ძალიან ჭკვიანი კაცია, ნანა აქამდე ვერ ქაჩავს. როგორც ყოველთვის ნანამ ყველაფერი დაგეგმა, გამომსვლელების თანმიმდევრობა ზუსტად განსაზღვრა. რა თვითკმაყოფილი ზის ნეტა იცოდე. იცი რას ვერ ვიტან ყველაზე მეტად? როგორ იფერებს კათედრის გამგეობას. მაგრამ ყველაზე, ყველაზე ძალიან ვერ ვიტან მის წაკეკლუცებას. რასაც ლაპარაკობს ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს ათასჯერ მაქვს მოსმენილი. ხომ იცი, სიზმრად რომ გახსოვს ისე.. საწყალი მიქ----აძე დატანჯეს ამ პროსტატიან კაცებზე ლაპარაკით. მე ხომ მით უმეტეს! ყველაფერი გამაღიზიანებლად დაგეგმილია. არადა გარეთ ისეთი კარგი ამინდია! დღეს ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი და ესე რადიკლუარდ რატომ შემეცვალა არ ვიცი (ალბათ, სხდომის ბრალია). ნატო კარგად გამოხედნა ნანამ, “ლიუბიმჩიკ”-ია. ახლა მაია წამოდგა თავისი 2წთ-იანი მოხსენების გადმოსაშლელად. გულითადად ვიზიარებ მის მდგომარეობას. ისე ამ სხდომაზე ისეთი ხალხი გაიჩითა, საერთოდ რომ არ მახსოვდა ამ კათედრაზე თუ იყვნენ. მე მგონი მე უფრო ხშირად ვესწრები სხდომებს, ვიდრე თანამშრომლები. “რა გინდოდა, შვილო, ამ კათედრაზე?” (ჩანართი). იცი რა მიკვირს? თავიდან ყველა ამბობს რა ვთქვათ არ ვიცითო, მერე კი ვეღარ ჩერდებიან. აი ახლა ცოტა თეამ წაიბორძიკა, ეტყობა ნერვიულობს. ჩი---შვილი ორი ყურის თეორიის თანახმად ზის, მე მგონი მეცნიერება ჩემი საქმე არ არის. ღმერთმა ქნას რომ ეს ასე არ იყოს. სოფო გააწითლეს. ნანა ზის და გენერალივით იძახის 1.. 2.. 3.. მარჯვენა.. მარცხენა.. მარინა.. მანანა.. ეკა.. ნატო.. მაია.. თეა.. სოფო.. თამუნა. ჩემს გვერდით ნინო ძალიან წუხს. 2:30-ზე გაკვეთილზე უნდა იჯდეს (მასწავლებელია) (ახლა 2:10 სთ-ია). ნანა რაღაც გაჩერდა. ეტყობა თემას ვეღარ მიყვება. ამ ხმის ტემბრის აწევა-დაწევამ ხომ სისხლი გამიშრო. მიქ---ძეს ვიღაცამ დაურეკა – გამოდიო. (ალბათ ჩაწყობილი ჰქონდა). მე მგონი ამ დასასრულს ხასიათი გამომიკეთდა. კარგი ყოფილა დღიურის წერა და გრძნობების გადაცემა, თუნდაც ფურცელზე. ნანა ხომ ხელიდან არ უშვებს თავის ქების შესაძლებლობას. ვეღარ მორჩა რა. დათო გაქცევაზეა. დანარჩენები რომ ლაპარაკს აპირებენ იმათი საქმე ვიციო. ნანა იცი რასა გავს? სახელი დამავიწყდა.. დრაკულაში რომ სისხლისმწოველი ფურიები არიან, აი იმათ. დადნა კაცი და ჩემს გვერდით კიდევ ნინო. გაუშვიიიიიი!!!! -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 12:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი