![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
newbie |
![]()
პოსტი
#121
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 ![]() |
ამ წერილზე არ იყო ლაპარაკი.. მამა არჩილმა თქვა რომ გაუგზავნა წერილი სადაც ეკითხება კონკრეტული ერეტიკული სწავლებების შესახებ მის წიგნში, როგორიცაა სულების გადასახლება, რეინკარნაცია, კონკრეტული ადამიანების ღმერთად გამოცხადება, ეთს. არ დამამახსოვრდა დანრჩენი, მამა გიორგიმ უპასუხა , რომ ეს არ იყო მისი აზრები, როგორც მახსოვს მისი პასუხი ჩაიწერა მრევლმა, ან წერილის სახით მოსწერა მამა არჩილს.პასუხი იყო კონკრეტული, და არა ის რომელიც ამ თემაშია, თვითონ წერილი თუ გაინტერესებთ დეტალურად მამა არჩილს ექნება და უპრობლემოდ გაგიზიარებთ..
ციტატა შევიდეს კაბელში და იქ იარსებოს, როგორც დენურმა პირმა, დენის სამყაროში." ნუ აი ეხლა ეს არის ტყუილი. არავინ დაიჯეროს. ვერავინ , ვერავინ ! ვერ იარსებებს კაბელში, აი ვერავინ!! მე ორი დღე ვიყავი და ისეთი ხმაურია გასკდა თავი.. : D ისე იქნებ ინტერნეტი იგულისხმა თქვე გოიმებო.. ![]() მოკლედ ის რომ ეს აზრები არამართლმადიდებლურია ფაქტია,.. მაგრამ თვითონ პიროვნების მიმართ რადიკალიზმი არ იქნება სწორი.. ეს აზრები მისი არც არის, ან თუ მისი საქციელი არ გვესმის შეიძლება სალოსობს. ფაქტებიდან დიდი ალბათობაა რომ წმინდანია.. და ჩემი სუბიექტური აზრით ასეცაა.. ყოველ შემთხვევაში თუ ვიფიქრებ ასე და შევცდები არაფერი მაკლდება და თუ პირიქით, მაშინ კაბელი სანატრელი გამიხდება .. |
*bar-ba-re* |
![]()
პოსტი
#122
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 22-December 09 წევრი № 7,846 ![]() |
წიგნი მამა გიორგის ავტორობით არაა გამოცემული ![]() წიგნი შეადგენს მასთან საუბრის შინაარსს და მასზე მოგონებებს. მაქვს პატივი და ბედნიერება ამ უდიდესი მოძღვრის გაცნობისა. მამა გიორგი უდიდესი ადამიანია,უბრძნესი მოძღვარია, გავა დრო და მის ფრაზებში სიმართლეს დავინახავთ. მამა გიორგი მრავალი ადამინისთვის იმედია. მამა გიორგი ის ადამიანია,რომელიც ქრისტემდე მიგიყვანს,თუ ჯერ არა ხარ მისული და თუ ვერ ახრხებ მისვლას,მამა გიორგი უსიტყვოდაც ხვდება შენს გასაჭირს და ასევე უსიტყვოდ შეგეწევა. მის თვალებს ვიმახსოვრებდი... მისი მზერა,უდიდეს სიყვარულს და სითბოს ასხივებს. ის ზოგჯერ მკაცრია და პირდაპირი,მაგრამ მისგან ვერ გეწყინება,უფლება არა გაქვს მისი სიტყვა გეწყინოს. დაუსრულებლად შემიძლია ამ უდიდეს ადმიანზე ვწერო და ვიკითხო. მადლობა უფალს რომ არ დაგვტოვა მარტო და გამოგვიგზავნა მამა გაბრიელი,მამა გიორგი,და კიდევ ის მოძღვრები,რომლებიც დაუღალავად შრომობენ და იღწვიან მოყვასისათვის. როდესაც მე გავიგე მამა გაბრიელზე,რომ გარდაიცვალა.მას მერე ძალიან გამიჭირდა, და დავიწყე ტირილი,და ვამბობდი,მამაო,რატომ წახვედი ხომ იცი როგორ მჭირდებოდა რომ მოვსულიყავი და მომეტანა შენთან ჩემი ბრძოლები. ხომ იცოდი რომ მჭირდები,იქნებ რა გეთქვა შენ ჩემთვის?რატომ წახვედი,მე ძალიან მჭირდბოდი რომ გეთქვა სიტყვა,რომელიც მიშველიდა მე. ამის მერე დიდი დრო გავიდა და ყოველთვის მტკიოდა ის,რომ არ არის აქ ფიზიკურად მამა გაბრიელი,რომელიც მე ძალიან მჭირდება,რომ შემრისხავს და მეტყვის,შესდექ! ან დამიყვავებს და მეტყვის,ნუ გეშინია,შენ მარტო არ ხარ. და ერთ მშვენიერ დღესაც,მე ვკითხულობდი წიგნს,რომელიც შემთხვევით ხელში ჩამივარდა და ამ წიგნში წავიკითხე მხოლოდ 5 სიტყვიანი ფრაზა! რომელიც ჩემთვის ეწერა. და მივხვდი რაღაც ხდება,რაღაც დიდ ბედნიერებასთან მაქვს საქმე.გავაგრძელე კითხვა და ბოლომდე ჩავედი. ჩემზე ბედნიერი მაშინ არავინ არ იყო. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. თურმე მარტო არ დავუტოვივარ მამა გაბრიელს.ყველა წმინდანი აქ რომ იყო და გვეხმარებოდა მაშინვე მივხვდი. თურმე კიდევ შემიძლია ვინმესთან მივიდე და მივენდო მას. მაის მერე მე მოვისმინე მისი განკითხვა და ეს გახდა ზუსტად ის მიზეზი,რამაც გადამაწყვეტინა მასთან ჩასვლა. და ჩავედი. ![]() ჩემს უსაყვარლესმამა გიორგის: მამაო,ძალიან მიყვარხარ,ძალიან მეიმედები,ძალიან მსჯი ხოლმე მაგრამ მასწორებ ამით. მხოლოდ შენ გახდი შესძელი ჩემი სიველურის დათრგუნვა. ჩემი მოჯანყე სული დაიმორჩილე ჩემი გამოუსწორებელი ბუნება შესძელი შეგეცვალა. ეს ძალზედ რთული საქმეა ეს ნამდვილი სასწაულია მაგრამ მე ვატყობ ჩემს თავს ფერისცვალებს. არავის არ შეეძლო ამის გაკეთება,ჩემს გულში ჩაწვდომა მხოლოდ შენ შესძელი. მადლობელი ვარ და ბედნიერი ვარ,რომ აქ ხარ და გვყავხარ,გვასწორებ და გვსჯი,გვეფერები და გვაძლევ ძალას, ამ დროში ზუსტად ეს ძალაა საჭირო,რომ გავუმკლავდეთ სისუსტეებს. მოვილტვოდი შენსკენ და ვიცოდი და ვგრძნობდი ჩემნაირ მოჯანყეს ვერაფერი უშველიდა,გარდა შენებური სიმკაცრისა. მაგრამ ის მიკვირს მხოლოდ რა სასწაულებრივად შეგიძლია გამოცნობა,რა მჭირდება.როცა სრულებით არ მიცნობდი. ხანდახან როცა მგონია რომ როგორი დაცემული ვარ,ვერ წამოვდგები შენ შემომხედავ და ფრთხილად აწევ ჩემი მხრებიდან ტვირთს,თვალებს შემავლებ და მეტყვი რაო ბაბუ ძნელია ბრძოლა? მაშინვე ირგვლივ ყველაფერი ფერს იცვლის ოქროსფერ თოვლში ვეშვები და მიხარია,რომ ცხოვრება ლამაზი და კარგია,როცა უფალს ყავხარ გულში. მე ვგრძნობ მაშინ უფლის სიახლოვეს და აუტანელი სიხარული მეუფლება. მადლობა უფალს წყალობისათვის,როცა მოგიწოდა შენ ჩვენს სამხილებლად და გამოსასწორებლად გადაგედო თავი. რამდენი ადამიანი მოდის შენთან როგორ დაგღალეთ როგორ ვითხოვთ ყველა შენგან რაღაცას,რაც ყველაზე მატად გვაწუხებს,შველას ვითხოვთ. მოძღვრებიცა გვყავს და ვეზიარებით,მაგრამ შენ წინაშე მაინც ყველა ვტირივართ. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს შენი თავი ბაბუ. ძალიან მიყვარხარ ![]() ბარბარე. ეს პოსტი შევა შემდეგ წიგნში ექსკლუზივი წაკითხული გაქვთ ![]() -------------------- "წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#123
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
იცით რა მაინტერესებს? რატომ არ გინდათ არასდროს, რომ ადამიანს, რომელსაც ფორუმზე აკრიტიკებთ პირადად შეხვდეთ და მისგან მიიღოთ პასუხი? გულახდილად გითხრათ? დამიჯერებთ, რომ გითხრათ? მგონია არა, რადგან თავადვე წერთ იქნებ იმიტომ, რომ ის თქვენ ცილისწამებებს გააბათილებს არგუმენტებით? მაინც გეტყვით: არ მაქვს მაგისი დრო...და არც ინტერესი...კიდევ უფრო მარტივად, რომც მქონდეს - არ ვთვლი ამას საჭიროდ არც უაზრო კრიტიკის. მე წიგნს ვაკრიტიკებ...და ამისთვის არ მჭირდება ავტორის ხილვა...ადრეც გითხარით -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#124
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა მე წიგნს ვაკრიტიკებ...და ამისთვის არ მჭირდება ავტორის ხილვა... მამა გიორგი არ არის ამ წიგნის ავტორი, ეს უკვე ითქვა, ასე რომ ჯერ დააზუსტეთ, მერე აკრიტიკეთ წიგნი და ის აზრები, და არა მოძღვარი ![]() ციტატა არ მაქვს მაგისი დრო...და არც ინტერესი.. გასაგებია, მაშინ მოეშვით პიროვნებებს, იმიტომ რომ ეს შეიძლება ცილისწამება იყოს სასულიერო პირის მიმართ ერეტიკოსის წოდება, რაც არაა კარგი + ამ ადამიანის ავტორიტეტს ეხება + აბრკოლებს მრევლს ![]() თუ რამეს წერთ, მაშინ 100%ი-ით უნდა იყოს ეს თქვენი ინტერესის საგანი და უნდა ერკვეოდეთ იმაში, რასაც და ვისაც აკრიტიკებთ, თუ არა და არ უნდა გააკეთოთ ეს ![]() კეთილი რჩევით, ნანინა ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
*bar-ba-re* |
![]()
პოსტი
#125
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 22-December 09 წევრი № 7,846 ![]() |
გულახდილად გითხრათ? დამიჯერებთ, რომ გითხრათ? მგონია არა, რადგან თავადვე წერთ მაინც გეტყვით: არ მაქვს მაგისი დრო...და არც ინტერესი...კიდევ უფრო მარტივად, რომც მქონდეს - არ ვთვლი ამას საჭიროდ მე წიგნს ვაკრიტიკებ...და ამისთვის არ მჭირდება ავტორის ხილვა...ადრეც გითხარით აქ ჩვენგან პასუხს არავინ გაგცემს აბა,რადგან ის რაც წიგნში წერია არის არათეოლოგი ადმიანების დაწერილი,როგრც ზემოთ ჩემი პოსტი და ამ ფორუმზე არავინ შემოვა მათგან მერწმუნე,რომ გაგცენ პასუხი. თავად მამა გიორგი არ შემოვა ასევე,მან თქვა ეს არაა ჩემი დაწერილი წიგნი. ამის მერე იკმათეთ და არკვიეთ... ![]() მე არ ვარ თეოლოგი რომ გეკამათოთ და(საერთოდ არც იმისთვის ვიკამათებ რაშიც 100% დარწმუნებული ვარ,ასე რომ) ატმანს აქვს სურვილი რაღაცეებში გარკვევისა და სიმართლე გითხრათ მისი აზრი გავახმოვანე იქ,რახან ატაცებულ იქნა აგერაა ბატონო და იკამათეთ და დაასვენეთ აფხაზი. დედაა... ![]() -------------------- "წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#126
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ერეტიკოსის წოდება, მე მისთვის ერეტიკოსი არ მიწოდებია...მომიძებნეთ და ბოდიშს მოვიხდი ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ვაკრიტიკებ წიგნს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#127
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ნანინა,
რაზე კამათობ? ![]() აქაა საუბარი წიგნზე, წიგნში დაწერილ ერესზე და მაინტერესებს ვინმე თუ იზიარებს მათ და როგორ ამართლებს, სულ ესაა. მამა გიორგიზე სხვა თემაშია საუბარია და ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს მამა გიორგის წერით (ინაინას მესამე ინკარნაციას განსაკუთრებით ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
*bar-ba-re* |
![]()
პოსტი
#128
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 22-December 09 წევრი № 7,846 ![]() |
ისე იქნებ ინტერნეტი იგულისხმა თქვე გოიმებო.. ![]() სხვათAშორის მან ამ ფორუმზე დაწერილი ერთი პირის ნაწერიდან ციტატა მომიყვანა ![]() ყბა ჩამომვარდა რა ![]() შოკში ვიყავი კიდევ მითხრა -იცი შენ ვინ დაგადო ბანი ფორუმზე? -არა მამაო -ხოდა ვინც შენ ბანი დაგადო იმას ძალიან უყვარხარ ![]() გაოცებისგან გავშეშდი ჯერ იცის ფორუმი რა არის მერ ემოყავს ციტატები რომელიღAც გვერდზე რომელიღაც იუზერისა(და იცის მისი სახელი და გვარი) და მერე კიდევ იცის რა არის ბანი ![]() ინტერნეტშია საქმე მე მგონი ![]() -------------------- "წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#129
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა 1) არ ექნება ადგილი პიროვნულ შეურაცხყოფებებს 2) არ ექნება ადგილი პიროვნულ გადასვლებს მამა გიორგიზე 3) არამედ უბრალოდ ვისაუბრებთ წიგნში არსებულ მძიმე ერეტიკულ შეცდომებზე ასე რომ სრული შეცდომაა თქმა იმისა, რომ აქ ვინმე პიროვნება მამა გიორგის აკრიტიკებს, არამედ იმ წიგნებს, რომელზეცაა საუბარი და ვისაც არ გაქვთ პრეტენზია, რომ წიგნში შეცდომებია, შეიკავეთ აქ წერისაგან თავი, როგორც მაგალითად მე ვიკავებ თავს იმ მეორე თემაში წერისაგან. აქ მხოლოდ და მხოლოდ წიგნების ირგვლივ ვსაუბრობთ!იმედია წაიშლება ოფფები ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#130
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
კანუდოსელი
http://church.ge/index.php?showtopic=7239&st=180 იხილეთ თქვენი პოსტი აქ ![]() ციტატა ვაკრიტიკებ წიგნს ძალიან კარგი, ასე ჯობია ![]() KAIROS ციტატა ნანინა,რაზე კამათობ? აქაა საუბარი წიგნზე, წიგნში დაწერილ ერესზე და მაინტერესებს ვინმე თუ იზიარებს მათ და როგორ ამართლებს, სულ ესაა. იმედია ასე იქნება კაიროს ![]() პ.ს. ციტატა ინაინას მესამე ინკარნაცია ![]() ![]() ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
*bar-ba-re* |
![]()
პოსტი
#131
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 22-December 09 წევრი № 7,846 ![]() |
ასე რომ სრული შეცდომაა თქმა იმისა, რომ აქ ვინმე პიროვნება მამა გიორგის აკრიტიკებს, არამედ იმ წიგნებს, რომელზეცაა საუბარი და ვისაც არ გაქვთ პრეტენზია, რომ წიგნში შეცდომებია, შეიკავეთ აქ წერისაგან თავი, როგორც მაგალითად მე ვიკავებ თავს იმ მეორე თემაში წერისაგან. აქ მხოლოდ და მხოლოდ წიგნების ირგვლივ ვსაუბრობთ!იმედია წაიშლება ოფფები ![]() მე არ ვკამათობ თემა გადავიდეს შესაბამის განყოფილებაში ესაა აპოლოგეტიკაა და ის თემა სადაც არაა კამათი სამართლიანად გადმოვიდეს აქეთ ![]() აბა გელით ჩემო სიხარულებო ![]() -------------------- "წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#132
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
იხილეთ თქვენი პოსტი აქ ![]() ერესია მისი ქადაგება - არ ნიშნავს რომ ადამიანია ერეტიკოსი... ამიტომ მე მისთვის ერეტიკოსი არსად მიწოდებია რაც შეეხება იმას, თუ ვის ეხება ეს, მას თუ ავტორის აზრებს - მე არ ვიცი, მე ვაკრიტიკებ წიგნს, სადაც წერია რომ აზრები მისია...სხვათა შორის მის პასუხში (სადაც წიგნის ავტორეს შეეხო) თითქოს ჩანს რომ აზრები მართლაც მისია მორჩა და გათავდა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#133
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ერესია მისი ქადაგება - არ ნიშნავს რომ ადამიანია ერეტიკოსი... ![]() ციტატა რაც შეეხება იმას, თუ ვის ეხება ეს, მას თუ ავტორის აზრებს - მე არ ვიცი, მე ვაკრიტიკებ წიგნს, სადაც წერია რომ აზრები მისია... აი ასე ჯობია ![]() ![]() კარგით ზაზა, მე აღარ გეკამათებით, გასაგებია, ვაკრიტიკებთ წიგნს ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Amuza |
![]()
პოსტი
#134
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
მოდი წავიდეთ და მოვინახულოთ ეს კაცი გავესაუბროთ, ავუხსნათ, რომ ერესებს წერს, აგვიხსნას, მერე ჩავსხდეთ დავლიოთ და კაი პური ვჭამოთ, მწვადი შევწვათ მოწამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. რას იტყვით რო გამხსნილდება წავიდეთ და პატარა წიგნის პრეზენტაცია მოვუწყოთ, კრიტიკაც იყოს და პურის ჭამაც. მოსულა? "კტო ზა"?
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
*bar-ba-re* |
![]()
პოსტი
#135
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 22-December 09 წევრი № 7,846 ![]() |
მოდი წავიდეთ და მოვინახულოთ ეს კაცი გავესაუბროთ, ავუხსნათ, რომ ერესებს წერს, აგვიხსნას, მერე ჩავსხდეთ დავლიოთ და კაი პური ვჭამოთ, მწვადი შევწვათ მოწამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. რას იტყვით რო გამხსნილდება წავიდეთ და პატარა წიგნის პრეზენტაცია მოვუწყოთ, კრიტიკაც იყოს და პურის ჭამაც. მოსულა? "კტო ზა"? მაგარი აზრია ამუზ წავიდეთ,მე ისედაც ვგეგმავ ექვსკურსიას იანვრის შუა რიცხვებში თუ საჭიროა მეორე მარშუტკასაც დავიქირავებ ![]() -------------------- "წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
|
Ligia |
![]()
პოსტი
#136
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
მოდი წავიდეთ და მოვინახულოთ ეს კაცი გავესაუბროთ, ავუხსნათ, რომ ერესებს წერს, აგვიხსნას, მერე ჩავსხდეთ დავლიოთ და კაი პური ვჭამოთ, მწვადი შევწვათ მოწამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. რას იტყვით რო გამხსნილდება წავიდეთ და პატარა წიგნის პრეზენტაცია მოვუწყოთ, კრიტიკაც იყოს და პურის ჭამაც. მოსულა? "კტო ზა"? რავა სულ სმა-ჭამა დიდად შესარგი უნდა ელანდებოდეს ამ კაცს ![]() მე შენ გეტყვი და მონატრებული აქვს მწვადი, ხინკალი და ღვინო ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#137
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოკლედ...
ველით ოპონენტებს, დანარჩენი განიხილეთ, მე პირადად არა მგონია მასე უცებ მოგვარდეს ამ წიგნების საკითხი, მაგრამ ეგ სხვაა და ამ წიგნების სიმცდარეს არ ასწორებს, უბრალოდ უნდა ამოიღონ ცირკულაციიდან ეს წიგნები და ითქვას ყველას გასაგებად, რომ წიგნებში შეცდომებია, უკეთესია თუ ამას საყოველთაოდ თავად მამაოც იტყვის. ნუ სანამ ეს მოხდება, მანამ ვისაც ამ წიგნების სიმცდარეში ეჭვი ეპარება, დაპატიჟებულია ამ თემაში ![]() ოფფები სხვაგან , კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Atman |
![]()
პოსტი
#138
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თქვენ გადამრევთ მე, ერესის გარეშე ჭეშმარიტება გაგიგიათ სადმე? "ერესი" რომ არ ყოფილიყო მაგ წიგნებში არც წავიკითხავდი
![]() ახლა კი სერიოზულად: რევოლუცია მოდიიიის! ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
giorgi 7 |
![]()
პოსტი
#139
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 ![]() |
რომელია აქ პატრიარქზე დიდი რომ გაიძახიან ეს წიგნები ერესიაო,ვერ გაიგო ამ ხალხმა რო პატქიარქი არავის არ პატიობს ეკლესიის შეურაცყოფას ,მეუფე კალისტრატემ სწორედ ამ წიგნებისთვის და წინასწარმეტყველებებისთვის შეუჩერა მღვდელმოქმედება მამა გიორგის ორჯერ და ორჯერვე აღუდგინა პატრიარქმა,დღეს მსახურობს მამა გიორგი ჩვეულებრივ ასე რომ რაიმე ერტიული რომ იყოს მამა გიორგის ნათქვამში პირველ რიგში პატრიარქი იტყოდა,ეს ამბები რაც მამა გიორგის გარშემოა ატეხილი ყველაფერი კარგათ იცის პატრიარქმა, ყველაფრის თქმას თავის დრო აქვს და ალბათ არც ეგ რდოა ძალიან შორს ყველაფერი გაირკვევა ვინ არი ერეტიკოსი და ვინ სულგაყიდული.
მამა გიორგი რო რაიმე ერეტიულს იძახდეს დღეს არ ექნებოდა მსახურების უფლება,არ არის ეს დამაფიქრებელი იმათთვის ვისაც ეჭვი ეპარება მამა გიორგიში. თუ ვინმეს რაიმე არ ესმის ამ წიგნებიდან ეყოს ვაშკაცობა ჩავიდეს მამა გიორგისთან ჩახედოს თვალებში(თუ ჩახედავს) და კითხოს თვითონ პირადად რაც აინტერესებს. არ არის დამაფიქრებელი რატო იძახის მეუფე თადეოზი მე ვენდობი მამა გიორგის წინასწარმეტყველებებსო! მამა გიორგის პასუხი ყველას... თქვენი წიგნი წავიკითხე და...? არაა ეს ჩემი წიგნი.-მკვახედ გააწყვეტინა მამაომ.-ეს ავტორების წიგნია. იქ ჩემი საუბრებია მოყვანილი.რამდენ ხანს უნდა მამოწმოთ? ეგ წიგნი კი არა, იმდენი ვიცი,ხუთი მწერალი ვერ ჩაიწერს და კიდევ ათი წვეროსანი!...გაიგე?! ეგ წიგნი ანაბანაა!გეყურება შენ? მე სხვის არაფერს ვიტაცებ! რაც ვიცი ღმერთმა გამიხსნა!როგორ და რატომ ეგ ბიძია არც შენთვის და არც არავისთვის შესათანხმებელი არა მაქვს. მე თქვენტვის ვთქვი,რაც ვთქვი,თორემ ამ წიგნების გამო ეშმაკების მთელი არმადა დამესია და ასევე, ,,მწიგნობარი რევიზორების"მთელი დასტა იქ რაც წერია,ბევრმა ნამდვილმა იცის, მაგრამ წიგნის ტვირთი მე გავქაჩე, მე დავიდე თავზე.გზა მე მივეცი სულიერი, წიგნი რომ სხვას გაეგო.ეგ არ იცი შენ!... ცოდვილმა კაცმა რომ ჭეშმარიტება გაიგოს, იცი რა დარტყმები მოდის ბოროტისაგან?! ჰო არ იცი!არ იცი!..ცოდნა სხვისი მოსმენა კი არა,ცოდნა მაშინ გაქვს,როცა შენ სულზე გამოცდი ყოველივეს!... ნახე რა დღეში არიან ეს რა დაწერაო,ეს რა დაწერაო?...ეს საცოდავები ესენი!..იქ სიმართლე წერია!...მართალს ვერავინ შეზღუდავს!...ვის რა არ მოსწონს, თავის თავში ეძიოს! კაცთაგან სასჯელი რა საშიშია?! საშიში ღვთის სასჯელია!... ჰოდა ვნახოთ ეს სასჯელი ვის ეწევა!მალე ყველა ნამდვილი აღიმაღლებს ხმას! ჩემგან ის უნდათ,რომ ზ ნ ე დ ა ც ე მ უ ლ ი,ე შ მ ა კ ე უ ლ ი,გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი ა რ ვ ა რ.იჩხრიკონ მაგ წიგნებში,აბა რას დაიჭერენ?!.. სულ ცოტა დარჩა!..ვნახოთ!..არ გეწყინოს ბიძია მე პირდაპირი კაცი ვარ და გეტყვი:არ ხარ შენ კეთილად მოსული!..წესიერად გამარჯობა არც კი გითქვამს,არც მოგიკითხივარ!... იქნებ რამე მიჭირს,იქნებ მტკივა რამე,მეც ხომ ხორცით დავდივარ... მეცი და კითხვებს რომ მაყრი! რავა შენთან ანგარიშვალდებული ვარ რამეში თუ?!იქნებ პასუხიც მომთხოვო რამეზე?!კაცმა რომც შესცოდოს, კი არ უნდა ეძგეროთ,არამედ სიყვარულით შეცდომა უნდა გაასწორებინოთ!... თქვენ უბრალო ადამიანებს რას უზამთ ამ ხნის მღვდელს ასე მექაჩებით?! თქვენთვის არ ვარგა თქვენთვის...ასეთი მოქცევა. მესქისედეკი გიჭირს ახლა შენ? მელქისედეკი კი არა ძლივს გიდგას ბიძია სული დაბნეული და გაურკვეველი ხარ, რამდენჯერ გიფიქრია რა მინდოდა სასულიეროშიო!ახალგაზრდა კაცმა ამ სიტყვებზე ტავი ძირს დახარა.-მე მტერი კი არა ვარ შენი.მე ყველა მიყვარხართ,ყველასთვის სიკეთე მინდა.აბა რა მღვდელი ვიქნები წყენა, ბოღმა და შური გულით რომ ვატარო?რამდენ რამეს იძახიან ჩემზე საწყენს მარა გული არ შემცვლია, ბიძიკო, მე ყველას ვლოცავ;დახმარება მსურს შენი და ყველასი მაგრამ არ სურს ეს ბევრს! რას იზამ შეკითხვა რომ გაგიჩნდა იმაზე არ გიბრაზდები,მარა კაცს რო შეხედავ და იგრძნობ,და მაინც თავს ეჭიდები - როგორმე შენი გეგმა შეასრულო ამას ვერ ვტანილობ, ბიძია!...არ ვტრაბახობ,გეუბნები,თავს არ გამეტებ,არ გჩაგრავ,მარა შენით ხომ გრძნობ ბიძია , ცოტა მეტი რომ შეგეხოს ჩემი ძალა ცუდად გახდები.ხოდა ნუ მცდი შე კაი დედმამიშვილო!ვინ გითხრა არ მქონდეს იმისი უფლება უკეთურად მოსულს პასუხი რომ გავცე? რა იცი შენ რა მომცა ღმერთმა!... რისი უფლება მომანიჭა და როგორ გამოვიყენებ ამ უფლებას! მე არ გიშავებთ თქვენ!შენ რომ მომადექი და სულში ჩახედვას მიპირებ,არ ვარ ბიძია ის დონე რომ ვინმემ ჩამხედოს მე! არ ვტყუი და არ ვტრაბახობ! სინამდვილეა ეს და არ ვთქვა?არ ვამბობ მე ამას სანამ არ მაიძულებენ.ვერავინ ჩამხედავს სულში კიდევ გიმეორებ!ეს იცის ყველა ნამდვილმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეYაც.ეს ეშმაკებმაც კი იციან.ეს თქვენ არ იცით უძლურებმა! ,,ტრაბახობსო გიორგი"- გაიძახის იქ ერთი თბილისში.თუ ვტრაბახობ...ჩავედი თბილისში და გადაიმალა სადღაც...მოწამეთაში ჩამოსვლას კი ვეღარ ბედავს. ყველაპერი არ წერია წიგნებში გეუბნები.წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს.მეცოდებით,ბიძია,რადგან გგონიათ სიმართლეს იცავთ,არადა არ იცით თქვენ ჭეშმარიტება!...დამიჯერეთ თუ ჯიუტი არ იქნები ღმერთი გაგაგებთ სიმართლესთქვენ არ იცნობთ ღმერთს!ამიტომ ღმერთის სახელით ნუ დიდგულობთ,ტორემ სასჯელის საქმეა ეს!ხარისხი ვერავის უშველის,ნუ ცდით ღმერთს!..თორემ ღმერთს შეუძლია არა სიყვარულითა და სალოსობით გამხილოთ,არამედ პირდაპირი ძალითა და სიმკაცრით!ნუ იმედოვნებთ სასულიერო თანამდებობებზე!... არის ხილული იერარქია და არის უხილავი იერარქია.გაიხსენონ იერარქებმა რა მოსდიოდათ სულში გაბრიელთან შეხვედრისას! თუ გრძნობდნენ იმას,რომ ხარისხის გამო უპირატესობას ინარჩუნებდნენ?!ვერა,ბიძია!...გაბრიელი ძალაში ხილული იერარქიით კი არ იყო,ის პირდაპირ ღმერთით იყო ძალაში1 მე შენი კითხვებისა კი არ მეშინია,მაგ წიგნშიც ხომ კითხვებზე ჩემი პასუხი წერია!შე დალოცვილო,ახლა სულში რაც გიჭირს,ის მაინც გეკითხა.მექისედეკი გიჭირს?! ისე მეკითხები თითქოს ყველა საკითხი მოგვარებული გქონდეს და ესღა გაკლდეს.რომ გითხრა ჰოო იყოო რა შეიცვლება შენში?რომ გითხრა:არა,- ისევ ისეთი წახვალ აქედან.არ გაწუხებს ეს საკითხი შენ და არც იმ სიმაღლეზე ხარ ასული ჯერ ამის ცოდნა შენ უკვე გჭირდებოდეს.ჩემს რას გაიგებ შენ ხომ ,,აკადემია" გაქვს დამთავრებული ...ყველაფერი იცი?...მელქისედეკზე პავლე მოციქული წერს იქნებ იმას მაინც დაუჯეროთ თქვენ,თანამედროვე ,,მწიგნობრებმა".,,უმამო,უდედო,უგვარტომო,არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული"-ვინ უნდა იყოს შენი აზრით მელქისედეკი?...შენნაირი კაცი რომ ყოფილიყო,დაბადების დღეც ექნებოდა და თავის დროზე გარდაცვალების თარიღიც! მე ნუ მცდით ბიძია;სემინარია მეც დავამთავრე და თქვენზე ნაკლები მასწავლებლები არც ჩვენ გვყოლია.არ იცით თქვენ არა!...ბევრი რამ არ იცით!...ბევრმა კი სულ არაფერი იცის!... მღვდლობა მარტო ის კი არაა რომ იცოდე როდის აკმიო და როდის ჯვარი გამოსახო!არ იცით ბევრი რამ თქვენ არა!ასკეტიკას ერისკაცი უნდა ასწავლიდეს?ან ასკეტიკა წიგნებით ისწავლება?იმისი ცოდნა რომელი წმიდა მამა როგორ შიმშილობდა და ლოცულობდა,შენ რას გიშველის!ეს შენ უნდა შეგეძლოს,თუ გინდა სულის მკურნალი გახდე! მღვდლობა სხვა რაა თუ არა სულიერი მკურნალი?სულიერი მკურნალი როგორღა გახდები თუ სული ცნობა არ გაქვს?შეგიძლია იცნო კაცი შენ?აი ეს ვთქვათ,-მამაომ იქ მდგომზე მიუთითა,ახალგაზრდა კაცმა თავი გააქნია.-აბა იქნებ ის იცი რა სულიერი წყლულები ჭირს?- ამაზეც ახალგაზრდა კაცის პასუხი უარყოფითი იყო.- არ იცი ხომ?-უთხრა მამაომ.- აბა ჯვრის გამოსახვას ბიძია აკადემია არ ჭირდება!თუმცა ბევრს ჯვრის წესიერად გამოსახვაც ეზარება. მელქისედეკი?...მელქისედეკისას რას გაიგებ, შენი თავისა ვერა გაგიგია რა!მელქისედეკი ვინ იყო და ვინ არა,ამას თავად მელქისედეკი გაგაგებთ მალე!...პავლე მოციქული გეუბნება უკვდავიაო,შენ კიდევ მეუბნები ვინ არისო? იყო აქ კიდევ ერთი შენნაირი წვეროსანი.მითხრა,წიგნში რომ გიწერია,დავით მეფე ,,ბუნებით ღმერთია და არა მადლით ღმერთქმნილი",ვერ გავიგეო.დავით მეფე ბუნებით ღმერთი როგორ იყოო?შენ მელქისედეკის გარკვევა გინდა სხვა ყველაფერი გარკვეული გაქვს.იმას დავითის ღმერთობა ჰქონდა გასარკვევი,დანარჩენი გარკვეული ჰქონდა.ჯერ ერთი წიგნში ჩემი სიტყვები ასე წერია:,,დავით მეფე გაცილებით უფრო დიდია ,ვიდრე უბრალოდ წმიდა კეთილმსახური მეფე!ნახეთ რას წერს დავით მეფეზე ჩვენი დიდი წმიდა მამა არსენ იყალთოელი:,,ბუნებით ღმერთი,მადლით ღმერთქმნილთა შორის". გეყურება შენ? ის რომ დავითი ბუნებით ღმერთია მადლით ღმერთქმნილთა შორის არის არსენ იყალთოელის სიტყვები.და ეს სიტყვები ავტორებს კი არ გამოუყვიათ წითელი ასოებით. წმინდა არსენ იყალთოელს ,,ეშლებოდა" და თქვენ დგახართ ,,ჭეშმარიტების სადარაჯოზე?" თავმდაბლობა გმართებთ! ,,ბუნებით ღმერთობა" ვერ გაიგეთ,ხოლო ,,მადლით განღრთობა" გაიგეთ?ეს ისეთი თემებია, დიდი წმიდა მამებიც შიშით რომ ეხებოდნენ!წმიდა ბერებს გგონიათ წიგნისმიერი ცოდნა ჰქონდათ მხოლოდ?უწიგნურ ბერებსაც მიუღიათ განმღთობა ღმერთშემოსილება!და ისინი ცოდნასა და ძალას წიგნებიდან იძენდნენ?მათ თვითონ ღმერთი უხსნიდა სულში უდიდეს საიდუმლოებებს და როგორ დაიტევს ერისკაცი ამ ცოდნას?!და რომ ვერ იტევს ხომ არ ნიშნავს რომ ასეთი ცოდნა არ არსებობს?არსენ იყალთოელის ცოდნა ვინ უნდა დაიტიოს დღეს?არსენის ცოდნას ვინ გაუტოლდება დღეს სამღვდელოებაში?არსენი სიწმინდით განბრძნობილი ხედავდა,ტუ ვინ იყო დავითი!ეს საერო საზოგადო ცოდნა არაა!ბერები განა ყველაფერს ამბობდნენ?ან კიდევ როგორ ეთქვათ და ვისთვის!ვნებიან ადამიანს წმიდა ცოდნა გადარევს და წაახდენს ბიძია!ცოდვილ ადამიანებს იმდენს აძლევენ ცოდნას,რამდენსაც მათი გონება დაიტევს!და უკვირთ ადამიანებს როგორ შეიძლება დავითი ყოფილიყო ბუნებით ღმერთი.მე მათ ადგილზე ადამიანის მადლით განღმრთობას უფრო გავიკვირვებდი!ღმერთი თავადაც ცოდნის და შესაძლებლობების უსასრულობაა,ღმერთი ამოუწურავია! საწყენად არ გეუბნები ამას ბიძია!არც შენ და არც იმ ბიჭს.კარგი ხალხი ხართ ორთავენი.შეკითხვა ჭკვიან ხალხს უჩნდება,მაგრამ სულიერ კითხვებზე პასუხი მარტო ცოდნაზე არაა დამოკიდებული!..აქ ათასი რამ არის.... არ მიწყინო!.. ღმერთს ვინც უყვარს იმას წვრთნის. მერე ხელი მხარზე დაადო და დალოცა.ახალგაზრდა კაცი წავიდა.მამაომ მოულოდნელად ისევ დაუძახა და უთხრა:აბა,შენ იცი!..შენ მე გამიგე!..ახალგაზრდა კაცმა ხელი ასწია და თავი დაუკრა. |
afxazi |
![]()
პოსტი
#140
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
giorgi 7
ციტატა მეუფე კალისტრატემ სწორედ ამ წიგნებისთვის და წინასწარმეტყველებებისთვის შეუჩერა მღვდელმოქმედება მამა გიორგის ორჯერ და ორჯერვე აღუდგინა პატრიარქმა ადრეც დავწერე, რომ მოციქულთა 32-ე კანონი აშკარად ამბობს, რომ მღვდელმთავარს არა აქვს უფლება თვითნებურად სხვა მღვდელმტავარის დაუკითხავად მღვდელმოქმედება აღუდგინოს იმ პირს, ვინც სხვა მღვდელმტავარმა დასაჯა. ამისთვის მღვდელმთავარი ისჯება. შესაბამისად რადგან პატრიარქიც ეპისკოპოსია, მასაც არა აქვს უფლება თვითნებურად აღუდგინოს ამა თუ იმ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი იერარქია ეკლესიაში. ასე რომ ნუ დავაბრალებთ პატრიარქს იმას, რაშიც ვერ ვერკვევით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 01:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი