IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

29 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი, მამა გიორგი ბასილაძე
KAIROS
პოსტი Oct 30 2009, 05:44 AM
პოსტი #21


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კი ბატონო, ნამდვილი კრიტიკა ნიშნავს, რომ თქვა სად ცდება და სადაა მართალი.
მაგრამ გამომდინარე მძიმე შეცდომებიდან წიგნი არ უნდა დაბეჭდილიყო და მეტიც, დღეს შეადგენს საშიშროებას მრევლში ცრუსწავლებების გავრცელებისა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Oct 30 2009, 10:09 AM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



როგორ ფიქრობთ ისთ მოძღვარს რომელიც ხიბლშია(ან კიდევ სხა ბევრი რამ რასაც მამა გიორგის აბრალებენ) პატრიარქი ეტყვის ჩემთვის და საქართველოსთვის ილოცეო?

მუნჯი ბავშვი ჰყავდათ მიყვანილი მამა გიორგისთან მან პარაკლისი გადაიხდა და დალოცა პატარა ბავშვი ამ ბავშმა სამი დღის მერე სამი სიტყვა თქვა,ეხლა აღარ ვიცი ალბათ ლაპარაკობს უკვე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Oct 30 2009, 10:20 AM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



სახარებაში წერია წინასწარმეტყველი თავის სოფელში შეწყნარებული არ არის,ასე იყო მამა გაბრიელის დროს ასე იყო წინა საუკუნეებში(ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იოანე ოქროპირი,მაქსიმე აღმსარებელი და სხვა...)ასეა დღესაც,რა მამა გაბრიელს არ დევნიდნენ მღვდლები და მღვდელმთავრები,ისე რო იცოდეთ მამა გაბრიელს დღესაც დევნიან და არ ესმით მისი.

ვინც მამა გაბრიელს დევნის ისინი დევნიან დღეს მამა გიორგის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 30 2009, 10:21 AM
პოსტი #24


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



რადგან ეს თემა ღვთისმეტყველების განყოფილებაში გაიხსნა, მე არ გადავიტან მას არსად, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ დაპირისპირება და ერთმანეთის ლანძღვა გამოიწვიოს. თემას მხოლოდ ერთი პირობით მივცემ არსებობის უფლებას. მოიტანეთ ციტატები ამ წიგნიდან (თუ სურვილი გაქვთ ცხადია) და საეკლესიო მოძღვრების საფუძველზე განვიხილოთ რამდენად სწორია თუ არასწორი ესა თუ ის აზრი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 30 2009, 11:10 AM
პოსტი #25


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ყველა პოსტი წაიშლება. თუ რამ გაქვთ სათქმელი ციტატებით ისაუბრეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავხურავ თემას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 30 2009, 11:41 AM
პოსტი #26


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ღვთისმეტყველება რა შუაშია ამ წიგნთან?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 30 2009, 12:47 PM
პოსტი #27


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ღვთისმეტყველება რა შუაშია ამ წიგნთან?

არავითარში და ამაშია საქმე.

გიორგი7, აქ გიმეორებთ უკვე მესამეჯერ, არ ვაყენებთ ეჭვქვეშ მამა გიორგის ან მის საქმეებს, არამედ წიგნს, რომელიც სავსეა მძიმე შეცდომებით და შეიცავს მკრეხელობებს, ამავდროულად საეკლესიო კანონიკის დარღვევით ნებართვის გარეშეა გამოცემული, ჩვენ მოგიყვანეთ ეს შეცდომები და აუცილებლად მოგიყვანთ სხვასაც, თუ შეგიძლია უპასუხე არგუმენტებს და არ წერო რა კარგია მამა გიორგი, არავინ არ საუბრობს მასზე, არამედ წიგნზე.
ისაუბრე არგუმენტებით.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 30 2009, 01:09 PM
პოსტი #28


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



KAIROS
ციტატა
არავითარში და ამაშია საქმე.გიორგი7, აქ გიმეორებთ უკვე მესამეჯერ, არ ვაყენებთ ეჭვქვეშ მამა გიორგის ან მის საქმეებს, არამედ წიგნს, რომელიც სავსეა მძიმე შეცდომებით და შეიცავს მკრეხელობებს, ამავდროულად საეკლესიო კანონიკის დარღვევით ნებართვის გარეშეა გამოცემული, ჩვენ მოგიყვანეთ ეს შეცდომები და აუცილებლად მოგიყვანთ სხვასაც, თუ შეგიძლია უპასუხე არგუმენტებს და არ წერო რა კარგია მამა გიორგი, არავინ არ საუბრობს მასზე, არამედ წიგნზე.ისაუბრე არგუმენტებით.

გასაგებია კარიოს, გეთანხმები. უბრალოდ მე მიმჩნია, რომ რადგან ასე სწამთ ადამიანებს ამ წიგნის, მივცეთ მათ საშუალება დაწერონ ციტატები, სადაც ცხადია საღვთისმეტყველო საკითხს ეხება ხსენებული მოძღვარი და ეკლესიური მოძღვრების საფუძველზე ვაჩვენოთ რამდენად ეთანხმება ან არ ეთანხმება იგი საეკლესიო მოძღვრებას.

კვლავ გავიმეორებ, რომ თემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებს თუკი ციტატებს დაწერენ ამ წიგნიდან.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 30 2009, 01:26 PM
პოსტი #29


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მე ვაგრძელებ წიგნის განხილვას:

გვერდები 43-46 მიდის საეკლესიო სამართალთან შეუსაბამო მტკიცებები, რომ

1. ეძიეთ ცოცხალი წმიდანები.

2. რომ შეიძლება მღვდელმა მოგიტევოს ცოდვა და არ იყოს მოტევებული, ამიტომ უნდა ეძიოთ წმიდა მღვდელი

ორივე სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ კანონიკას, რომლის მიხედვით არ არსებობს ადამიანი ცოცხალი, რომელსაც შეიძლება "წმიდანი" დავარქვათ, და კიდევ შენდობის ლოცვის წაკითხვისას ცოდვების მიტევება ხდება არა გამომდინარე წამკითხველი მღვდელის "სიწმიდე ან არა სიწმიდისა" , არამედ ხელდასხმის მადლისა.

46 გვერდზე საერთოდ ალოგიზმი შემოდის, აშკარაა ამ სიტყვების ავტორს საერთოდ არ ესმის სიტყვა "წმიდანის" სულიერი არსი, რადგან იგი წმიდანებს უწოდებს მთელ ეშელონებს ადამიანებისა, იგი 52 გვერდზე აყალიბებს შეხედულებას, რომ წმიდანები სიცოცხლეში გამხდარან წმიდანები, და არა სიკვდილის შემდეგ, წერს აბსურდს, რომ ზოგიერთი "წმიდანად იბადება" (ეს მცდარი აზრი მეორდება გვიანაც 58 გვერდზე) , ეს მკრეხელობაცაა იგივე წმიდანების მიმართ, რადგან გამოდის, რომ ეგეთი დაბადებულა და არა ღვაწლით მიუღწევია, მოყავს სია წმიდანებისა, რომლებიც თურმე წმიდანები 5-6-7 წლის ასაკში გამხდარან, თან ისე რომ შემდეგშიც ცხოვრობდნე (გამონაკლისია, როცა ვინმე სიყრმესი მოწამეობრივად აღესრულება და მხოლოდ შემდეგ და მხოლოდ ამ გზით ხდება წმიდანი), შეიძლება ქრისტიანი წმიდად ცხოვრობდეს და შეიძლება ცხოვრებაში სასწაულებიც მოახდინოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი წმიდანია, სანამ არ გავა ამქვეყნიდან, ისიც ცოდვილი და ისიც ებრძვის ცოდვას, არ დაგვავიწყდეს იუდაც ახდენდა სასწაულებს...
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ხსენებული ავტორი ძალიან მძიმე შეცდომებს უშვებს ამ საკითხთან დაკავშირებით , მისი აზრით "წმიდა სინოდი" იმიტომ ქვია რომ მისი ყველა წევრი "წმიდანია", ეს რომ აბსურდია, მხოლოდ იმის გახსენებით შეიძლება რამდენი იქნა განკვეთილი ეკლესიიდან იგივე სინოდის წევრები, რამდენი იყო მხილებული სხვადასხვა მძიმე ცოდვებში და ნესტორი კი ყველაზე დიდი მწვალებელი საერთოდ პატრიარქი იყო კონსტანტინეპოლის ეკლესიის!
ძალიან ცდება ამ საკითხში ავტორი და ყველა გვერდს არ მოვიყვან სადაც ამ სიმცდარეს იმეორებს.
მანამ კი 48 გვერდზე კიდევ ერთ მძიმე კანონიკურ შეცდომას უშვებს თეოლოგიურთან ერთად

3."მღვდელი რომელიც არ არის წმიდანი , მღვდელი არ არის" ეს სრული შეცდომაა, როგორც დავწერეთ ხელდასხმის მადლი ფუნქციონირებს მღვდლის ზნეობრივი ცხოვრების ხარისხებისდა მიუხედავად!

46 გვერდზე ამთავრებს დოგმატური ცდომილებით, როცა რომელიმე ერს განუკუთვნებს იმ წოდებას, რაც მხოლოდ საერთო ეკლესიისადმი ( და არა მარტო ჩვენი, ან მარტო ჩვენი ერისადმი, მიწისადმი, ეროვნებისადმი...) ითქმის, ავტორი დაჟინებით ამბობს, რომ

4. "ჩვენ ქრისტეს ქვეყანა ვართ" (და არა ქრისტიანულიო, თითქოსდა ეს უკანასკნელი დამამცირებელი ყოფილიყოს) ეს რომ აბსურდია ეგ ზემოთ დავწერე, ქრისტეს "ქვეყანა" არის მისი მისტიური სხეული ეკლესია, რომელიც აერთიანებს ყველა ერის ყველა მორწმუნეს.

გვერდს ავუვლით ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა "მინდოდა მეხეთქა ცხვირში..." (გვ.49)უკომენტაროდ...


5. რაღაცმაგიურ ნიშნებს ხვდებით "ნამდვილი დიაკონის" დახასიათებაში, თურმე ეს "ნამდვილი დიაკონი" (ანუ არსებობენ "არანამდვილი დიაკონებიც")
"ტელეპატიურად უნდა ელაპარაკებოდეს მღვდელს"(გვ.55)
ვტოვებ უკომენტაროდ....თუკი ამას მახასიათებლად ჩავთვლით დიაკვინისა მაშინ ეს შამანიზმია და არა ქრისტიანობა, მსგავსი სულიერ საუბრები არის უიშვიათესი თვისება და ისიც ათეულ წლებით დაყუდებულ მამათა შორის ერთეულები, და არა დიაკვნის "ნამდვილობის" განმსაზღვრავი...

6. ასევე აბსურდია გვერდი 56 "ნამდვილი მღვდელი სასუფეველშია ნამყოფი..."
ვტოვებ ისევ უკომენტაროდ, უბრალოდ იმხელა აბსურდია სიტყვებიც არ მყოფნის...

მივედი 63 გვერდამდე... შემდეგ გავაგრძელებ, ერთობ სავალალო სიტუაცია კია sad.gif

აი, რატომ არ შეიძლება საპატრიარქოს დაუკითხავად და სარეცენზიო საბჭოს შესწორების გარეშე წიგნის გამოცემა, იქიდანაც გამოდის შეცდომები და იმათ გარეშე ხედავთ რა საშინელი სიტუაციაა...

ეჰ-ით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Oct 30 2009, 01:37 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



შეკითხვა: მამაო გიორგი, ბიბლიურ მეფე მელქისედეკზე რას გვეტყოდით? მოძღვრებმა გვითხრეს, რომ მელქისედეკის წარმომავლობა გარკვეველიაო!...

პასუხი: წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ნურაფერს იტყვი ღმრთის შესახებ იმას, რაც თავად ღმრთისგან არ გისწავლიაო.

გეტყვით მოკლედ: ბიბლიური მელქისედეკი, სალმის მეფე - არის სახე მამაღმრთIსა!

ასევე მამაგიორგი ამბობს, რომ: პავლემოციქული ხაზს უსვამს იმას, რომ მელქისედეკი უკვდავია


ღა აზრის ხართ? მერე კიდევ მოვიყვან ციტატებს

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Oct 30 2009, 02:00 PM
პოსტი #31


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



ეს წიგნი ადრე სულ 2 დღით ჩამივარდა ხელში და სწრაფად წავიკითხე, ამიტომ ხელმეორედ წავიკითხავ ახლა,რომ სათანადო აზრი გამოვიტანო. მადლობა აკაკი.


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 30 2009, 02:13 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



წიგნის სათაურივე მიუთითებს, რომ ეს წიგნი მცდარი უნდა იყოს..

ისე ქრისტიანი რომ იყოს მანდ ქართველის ნაცვლად უფრო დააინტერესებდა მკითხველს..

ბედნიერი ვარ რომ ქართველად დავიბადე ..მერე რა?

მთავარი ის ხომ არ არის რა ეროვნება გაქვს ადამიანს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Oct 30 2009, 02:17 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



sergi_glaxa
მე როგორც წიგნის ოდნავი შინაარსის მიხედვით

ეს სათაური შევიცანი ასე, რომ

საქართველო ზეციური ძალების დიდ მფარველობაშია
და დიდი პასუხიმგებლობა აქვს ღვთის წინაშე.

ამიტომაც არის რთული ქართველობა (მე ასე მესმის ეს სათაური)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 30 2009, 02:19 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



აკაკი

აკაკი არ გეკამატები..უბრალოდ მარტლა მაკვირვებს აი ასეთი ნათქვამი: ზეციური ზალების მფარველობაშია საქართველო...

და ეს რაში გამოიხატება? იმაში რომ ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანა საქართველო? სხვა ქვეყნებზე არ არის უფლის მადლი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Oct 30 2009, 02:23 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



sergi_glaxa
არა ხო არც მე,

თუნდაც ერთ ერთი ყველაზე დიდი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. . .
და კიდევ ბევრი რავიცი . . .

არა რათქმაუნდ ამთელ მსოფლიოზე არის უფლის მადლი... მე ეს არმითქვამს

შემეშალა ალბათ აჯობებთა მეთქვა... ერთერთი გამორჩეულია მართლმორწმუნე ქვეყნებიდან რომელზეც შედარებით მეტია ზეციური ძალების მადლი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 30 2009, 02:32 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(აკაკი @ Oct 30 2009, 02:23 PM) *

sergi_glaxa
არა ხო არც მე,

თუნდაც ერთ ერთი ყველაზე დიდი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. . .
და კიდევ ბევრი რავიცი . . .

არა რათქმაუნდ ამთელ მსოფლიოზე არის უფლის მადლი... მე ეს არმითქვამს

შემეშალა ალბათ აჯობებთა მეთქვა... ერთერთი გამორჩეულია მართლმორწმუნე ქვეყნებიდან რომელზეც შედარებით მეტია ზეციური ძალების მადლი



მასე ხომ რუსეთიც ღვთისმსობლის წილხვედრილი ქვეყანაა...?!

ხო მორწმუნეები კი გვქვია, მაგრამ ვის რა სწამს საკითხავია..გადი სოფლებში და ხალხს კითხე..ქრისტიანობის ანა ბანა არ იციან..მამლის დაკვლა და ლობიან ხაწაპურების ცხობა ჰგონიათ ეკლესიასი წასარებად ქრისტიანობა..და ღმერტს ასე გონიათ მათი გაკეტებული საჭმელები უნდა რომ ლოცვა უსმინოს..

ნეტა ვინმე დაწერდეს წიგნს ამ წარმართობებზე...მაგრად გადაუვლიან მაგრამ საჭიროა..და ეს ისევ მარტლმადიდებელმა უნდა გააკეტოს..მე რომ გავაკეტო იტყვიოან რომ პროტესტანტი ვარ და არ მიყვარს ცემი ერი... არადა უბრალოდ ქრისტიანობას ვცდილობ...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Oct 30 2009, 03:09 PM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ყველაფერს, ასე პირდაპირ და ხისტად რატომ იღებთ ადამიანებო.... ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 30 2009, 03:19 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(ლია @ Oct 30 2009, 03:09 PM) *

ყველაფერს, ასე პირდაპირ და ხისტად რატომ იღებთ ადამიანებო.... ?


თუკი ცემმა პოსტმა დაგაწერინათ ეს..მაშინ მითხარით როგორ მივიღო..თუ მე არ მეხება მაპატიეთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Oct 30 2009, 03:29 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



არანაირი პრობლემა არ არის წიგნის გარჩევის მაგრამ, ერთი რამ მაინტერესებს სახარებაში ჩვენ ყველაფერი გვესმის?ან წმინდა მამების ნაშრომებში? განმარტება არ გვინდა?

მე მაგალითად ასე მოვიქცეოდი თუ რაღაც ვერ გავიგე წიგნში მივალ და თვითონ ვკითხავ.

სახარებაში ადამიანმა ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით რომ გაიგოს შეიძლება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Oct 30 2009, 03:39 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(sergi_glaxa @ Oct 30 2009, 04:19 PM) *

თუკი ცემმა პოსტმა დაგაწერინათ ეს..მაშინ მითხარით როგორ მივიღო..თუ მე არ მეხება მაპატიეთ smile.gif


არა smile.gif , ყველას ეხება ეს.....

პ.ს. შენი პოსტები, მარათლი რომ გითხრა, არც წამიკითხავს smile.gif , იქამდე ვერ ჩავედი, საერთო ფონია ......
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

29 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th July 2025 - 08:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი