![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
kinoteli |
![]()
პოსტი
#541
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
დავიწყე წიგნის კითხვა და იცით რა დუელში ვიწვევ ყველას ვისაც ეს პიროვნება არ მოსწონს.უცოდველი რა ქრისტე ხომ არ არის.. უდიდესი ადამიანია.. არ გინდა ნაჩქარევად ლუსია.....ჯერ ეკლესიის აზრი გავიგოთ და მერე თუ მართალი იქნები მეც შემოგიერთდები....მანამდე კარგათ წაიკითხე -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
elusia |
![]()
პოსტი
#542
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 ![]() |
kinoteli
ეკლესიაში პატრიარქს ვგულისხმობ და მხოლოდ მისი აზრი მაინტერესებს.. -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
kinoteli |
![]()
პოსტი
#543
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
kinoteli ეკლესიაში პატრიარქს ვგულისხმობ და მხოლოდ მისი აზრი მაინტერესებს.. სინოდის გადაწყვეტილება არა ხომ??? -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
elusia |
![]()
პოსტი
#544
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 ![]() |
kinoteli
არ ვიცი რა უნდა დაუწუნონ, ჯერ ვკითხულობ.. -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#545
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
კაიროსს.
ძალიან დიდი მადლობა შენი პოსტისთვის.მე ნამდვილად არ გამაჩნია იმდენი ცოდნა რომ ამ საკითხში ოპონირება გაგიწიო.სამაგიეროდ ,ჩემი პატარა ტვინისგამოყენებით,შევეცდები პასუხები გაგცე შენს მიერ აღმოჩენილ ცდომილებებზე.ეს იქნება ჩემს მიერ გაგებული ინტერპრეტაცია ამ ამონარიდებისა.--------1.არ არსებობობს ადამიანი ცოცხალი ,რომელსაც შეიძლება დავარქვათ "წმინდანი"------ანუ როგორც მივხვდი აქ მოისაზრება მამა გიორგის ნათქვამი"ეძიეთ ცოცხალი წმინდანებიო".ე.ი. მას როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს არა აქვს ამის თქმის უფლება.მაგრამ ვთქვად მამა გიორგი თავად წმ.მამაა,ნაშინ აქვს თუ არა ამის უფლება?რას ამბობს კანონი:შეუძლია თუ არა ერთ წმინდანს მეორე წმინდანი მოიხსენიოს ამ წოდებით?თუ ვერ იცნობს მონათესავე სულს თუ იცი?რას ამბობს კანონი წმინდანთა უფლებების შესახებ?--------2.წმინდანები სიცოცხლეში გახდნენ წმინდანები და არა სიკვდილის შემდეგ.--------მართლა გგონია,რომ სერაფიმე საროველი,იოანე კრონშტადტელი,მამა გაბრიელი....წმინდანებად გარდაცვალების შემდგომ გახდნენ.მაშინ რატომ აძლევდა ღმერთი სასწაულთმოქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭს?რატომ თვლიდა ღვთისმშობელი წმ. სერაფიმე საროველს თავისი ხილვის ღირსად,და რატომ თქვა მასზე--ეს ჩვენი მოდგმისა არისო.-----3.რაც შეეხება იმას--წმინდანებად იბადებიან თუ არა--ჩვენ,ადამიანები ყველა ერთნაირი გონებრივი შესაძლებლობებით ვიბადებით?თუ ასეა,მაშინ რატომ ვერ გავხდით ყველანი გალაქტიონები,ფშაველები,ფიროს მანები....ხომ ამბობენ მათზე ღმერთმა დააჯილდოვა ნიჭითო.ე.ი.მათ ნიჭი ღვთისაგან ებოძათ. ეხლა კითხვა-როდის ეძლევა ადამიანს ეს ნიჭი-დაბადებიდან თუ შემდეგ?რას ამბობს კანონი:ააქვს ღმერთს ასაკობრივი ცენზი დაწესებული თუ არა?(უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები ბავშვობიდან გამოირჩევიან.ჰამლეტ გონაშვილი თურმე აკვანში მღეროდა.)ხოდა თუ გონებრივი ნაჭის საბოძებლად გამოირჩევს ღმერთი ადამიანებს ე.ი.სულიერი ნიჭის საბოძებლადაც გამოირჩევს თავის შვილებს.თუ სულიერი ნიჭის არსებობას უარვყოფთ?სახარების მიხედვით ხომ ღმერთი"ტალანტებს " აძლევს ადამიანებს,თანაც სხვადასხვა რაოდენობით.სამაგიეროდ ბოძებულის რაოდენობის მიხედვითვე მოჰკითხავს.ე.ი.ყველას თავისი სულიერი შესაძლებლობების მიხედვით მოგვეკითხება.ეს არ ნიშნავს ღვაწლის უარყოფას,რომელიც აუცილებელია სულიერი განვითარების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასასვლელად.მაგრამ ღვაწლი რომ იტვირთო განა ამისათვის მაღალი სულიერი შესაძლებლობები და ნიჭი არ უნდა გაგაჩნდეს?რავა ყველას ერთნაირი ღვაწლის ტვირთვა შეუძლია?ეს რომ ასე იყოს ყველა წმინდანი გახდებოდა.თვით წმინდანებიც კი სხვადასხვა ღვაწლს ტვირთულობდნენ(ყველა თავისი ნიჭის მიხედვით).ეხლა თუ იტყვით რომ ნიჭი ყველას თანაბარი რაოდენობით ეძლევა,მაგრამ ადამიანები ვერ ახერხებენ მის გამოყენებას გეტყვით,რომ ნიჭი ისეთი ფენომენია,ღმერთი ღომ გიბოძებს ,ძაანაც რომ გინდოდეს ვერ დაკარგავ მას.ის თითონ ზემოქმედებს ადამიანზე და გაიძულებს გაამჟღავნო იგი.მისი არც მოხვეჭა შეიძლება და არცგ აბნევა.(ამიტომ გამოირჩევიან ნიჭიერი ადამიანებიც და წმინდანებიც ბავშვობიდან.მამა გაბრიელი,მამა ვიტალი,მამა სერაფიმე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ ღვთის სიყვარულით და ეკლესიური ცხოვრებისაკენ ლტოლვით).--------------4.მღვდელმა შეიძლება მოგვიტევოს,მაგრამ მოტევებული არ იყვეს.ეძებეთ წმ.მღვდლები.------შეიძლება ადამიანმა აღსარებაში იცრუოს დამალოს ცოდავა,ან სულაც არ აღიაროს იგი ,იმ უბრალო მიზეთ,რომ საკუთარი ამპარტავნების გამო არ ან ვერ აღიქვამს მას ცოდვად.და ბოლოს შეიძლება ყველაფერი აღიაროს ერთი წვეთი სინანულის გარეშე.როგორ ფიქრობ,მოძღვარმა რომც მიუტევოს და აზიაროს ესეთი ადამიანი,ღმერთი მიუტევებს.რა წერია კანონში სინანულის გარეშე ნათქვამი აღსარების შესახებ?შეიწირავს მას უფალი?-------------რაც შეეხება ფრაზას ----ეძიეთ წმ . მღვდელი--აი ჩემეული გაგება ამისა:თუ ჩვენ მივდივართ მღვდელთან,ვატყუებთ მას და ის ვერაფერს ხვდება და მოგვიტევებს,რა გამოდის--რაღაც ვერ არის სულ მთლად რიგზე.მემგონი ასეთი მოძღვარი არ არის სულ მთლად კაი ფორმაში.ჭეშმარიტი მღვდელი განა ვერ უნდა ხვდებოდეს საკუთარი სულიერი შვილების სულიერ მდგომარეობას.არიან მოძღვრები, რომლებთანაც პირის დაღებასაც ვერ მოასწრებ,ისე ,ერთი შეხედვით განგჭვრიტავენ რა ჩიტიც ხარ.მოძღვარს უნდა შეეძლოს და ვალდებულიცაა რომ შეეძლოს ასეთი სულის ადამიანების ამოცნობა.მერე უნდა ამხილოს ისინი თავიანთ ცოდვებში,თანაც ფაქიზად,რომ სულ მთლად არ დაღუპოს იგი.მერე კიდე მისი სინანულში ჩაგდება უნდა შეძლოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიუტევოს და აზიაროს.ხოდა ამას რომ მღვდელი შეძლებს,მას დიდი რაოდენობით მადლი უნდა ჰქონდეს მოხვეჭილი.ანუ მამა გიორგის სიტყვებით რომ ვთქვათ,უნდა იყოს "ნამდვილი"ანუ "წმინდა".----------5.მღვდელი რომელიც არ არის წმინდანი მღვდელი არ არის.-----მემგონი წინა პუნქტი ამას განმარტავს.ანუ მღვდელი რომელსაც არ გააჩნია სულიერი ხედვა ვერ იქნება "ნამდვილი"მღვდელი.ის იქნება მხოლოდ გამტარი და არა მფლობელი საღვთო მადლისა.-----------6.--ჩვენ ქრისტეს ქვეყანა ვართ---სხვისი არ ვიცი და მეც ასე მეფიქრება.ეს იმას უნდა ნიშნავდეს ,რომ მას ჩვენ ცოტა სხვა ერებზე უფრო მეტად ვუყვარვართ.რავა ,არა აქვს უფლება ღმერთს სათავისოდ გამოირჩიოს რომელიმე ერი?ამის საფუძველს საქართველოს ისტორია მაძლევს.ვის არ გავუძელით:არაბებს,სპარსელებს ,მონღოლებს,ტურკ-სელჩუკებს...კომუნისტურ რეჟიმს...გასაოცარი არაა ერთი მუჭა ერი როგორ გადაურჩა ამ ბუმბერაზ სახელმწიფოებს ისე ,რომ არ გადაგვარდა და თვითმყოფადობა არ დაკარგა.20 საუკუნე ვიდექით ფეხზე მაშინ როცა ჩვენს ირგვლივ დიდი იმპერიები იშლებოდა და ნადგურდებოდა.ღვთის წყალობა და გამორჩეულობა არაა ეს?წაკითხული მაქვს წმ.მიწა მუსლიმებს რომ ჰქონდათ დაპყრობილი,მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ უფლება იქ შესვლისა,თანაც დროშით.დედა ღვთისმშობლის წილხვედრნი ხომ ვართ,ქრისტეც კვართი ხომ ჩვენთანაა,უამრავი წმინდანი ხომ შვა ჩვენმა ერმა.მეტი რაღა გვინდა,მაინცდამაინც გულში უნდა ჩაგვიკრას ღმერთმა?------------------------------------------------------------------------------------------პირველ ნაწილს აქ შევწყვეტ და მეორე ნაწილს გაგიგრძელებ. |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#546

abo |
![]()
პოსტი
#547
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
:_მარიამი_:
ძალიან კარგი ანალიზია. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
murzaqan |
![]()
პოსტი
#548
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 20-March 10 წევრი № 8,446 ![]() |
:_მარიამი_:
მე ნერვები არ მყოფნის ასეთი პოსტებისთვის. შენ კი კარგად გამოგდის. ზოგჯერ ძალიან ინტესნიურად ვფიქრობ, თუ რატომ იჭედება ზოგი ისეთ საკითხზე, რომელიც ლოგიკურ პრობლემას არ წარმოადგენს მარა... ვერ ვხვდები. რა საქმეაც მე მივდევ, ფორმალური ინსტრუმენტებისა და ლოგიკური მსჯელობის მიხედვით თითქოს ყველაზე რთულია, მაგრამ არც ერთხელ არ გამჩენია სურვილი ეს ოქრო წიგნები ამეღო და "არისტოტელეს ლოგიკის" მიხედვით მეშიგნა და რომელიმე კოდიფიკაციისთვის მედარებინა. ამ წიგნებში არც სტილისტიკა მომწონს, არც მოყოლის მანერა არის მაინცდამაინც "პროფესიონალური", მაგრამ ისინი რწმენის განმამტკიცებელი, რწმენის დამბადებელი თვისების არიან. ამაზე მეტი რა უნდა მოსთხოვო წიგნს, ტექსტს. |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#549
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
ესეც წინა პოსტის გაგრძელება.....
----------------------------------------------------------------------------------------6."ნამდვილი დიაკონი ტელეპატიურად უნდაელაპარაკებოდეს მღვდელს"---აქ მემგონი უბრალო საუბარი და ჭორაობა არ მოისაზრება.თუკი ღვთისმსახურების დროს მღვდელი და დიაკონი ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგებენ რაა ამაში ცუდი?ეგ კი არა და,ისეც ხდება რომ,როცა ორი ადამიანი წყვილში რაღაც სამუშაოს ასრულებს ,ისე ეთვისება ერთმანეთს,რომ ერთი შეხედვით უგებენ ერთმანეთს.(აქ რა თქმა უნდა იგულისხმება მუშაობის პროცესში მათი ურთიერთგაგება).ქირურგს თუ კარგი ასისტენტიარ ეყოლება,როგორ ფიქრობ,შეძლებს ოპერაციის კარგად ჩატარებას?-----------------7."ნამდვილი მღვდელი სასუფეველში უნდა იყოს ნამყოფი"---რატომაც არა?თუ ადამიანს შეუძლია რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე გამოსცადოს დედამიწაზე,ეს რითია შეუძლებელი.მე პირადად გამოვცადე ჯოჯოხეთი ერთ -ერთი ცოდვის გამო.მრცხვენოდა მისი აღსარებაში თქმა.ორი დღე ვიწამე.ბოლოს ღვთისშეწევნით ვიპოვე ძალა,რომ მეღიარებინა.მტერს არ ვუსურვებ იმ ტანჯვას რაც მე გამოვიარე.როგორ ფიქრობთ რას განიცდიან წმ.მამები როცა მათ ეცხადება ღვთისმშობელი ან მთავარანგელოზი?ხოდა აბა მამა გიორგის ის კი არ უგულისხმია ექსკურსიით უნდა იყოს იქ ნამყოფიო.-----------8.---"ადამიანის სხეულში შედიან სულით და მათ "ქოქავენ "ღმერთისადმი"---რა არის აქ გასაკვირი?წმინდანებს ხომ შეუძლიათ ადამიანზე ზემოქმედება.(ექსტრასენსს თუ შეუძლია წმინდანი ვერ შეძლებს?) ხომ აყენებენ ადამიანებს სწორ გზაზე , ე.ი. ჟარგონით რომ ვთქვათ "-ქოქავენ" ღმერთისადმი.(ისე ბოროტს თუ შეუძლია ადამიანის სულს დაეპეტრონოს და შევიდეს მასში,წმინდანი ვერ შეძლებს ამას ნეტა ღვთის დაშვებით.---------9.---"წმინდანებს თავიანთი წმინდანობის აღიარების არ ეშინიათ"---დავაკვირდეთ,აქ საუბარია შიშზე და არა იმაზე ,რომ აქეთ -იქეთ იძახოს წმინდანი ვარო.და რისი უნდა ეშინოდეს წმინდანს? თუ ვიტყვით რომ ხალხის მიერ არ აღიარების და ლაფის სროლის ,მემგონი შევცდებით.რაც მამა გაბრიელს ტალახის სროლა აუტანია ჩვენგან.ერთადერთი ვარიანტი რჩება-ბოროტის წინაშე.მამა სერაფიმეზე წამიკითხია ,ეშმაკს შეებრძოლაო.მამა გაბრიელი ბავშვობაში მიწაზე დაუნარცხებია:შენ უნდა მაჯობოო!" ხოდა ისინიც არ შეუშინდნენ და ქი დაიდგეს თავზე შარავანდედი. |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#550
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
10.---წმინდანი სრულიად აკონტროლებს თავის თავს და შეუძლია სრულადაც არ გახდეს ავად"---თუ წმინდანს სხვისი განკურნების ძალა აქვს,რავა საკუთარ ჯანმრთელობაზე ვერ იზრუნებს?მაგრამ ის ჩვენს ცოდვებს ტვირთულობსდ და მერე საკუთარი ჯანმრთელობით გამოისყიდის მათ ღვთის წინაშე.როგორც წმ.მამები ამბობენ ადამიანები თავიანატი ან წინაპართა ცოდვების გამო სნეულდებიან.ცოდვითდაცემამ ხომ მოუტანა ადამიანს ათასი ჭირი და ავადმყოფობა.ადამიანი მძიმე ცოდვისგან რომ გამოაფხიზლოს და სინანულში ჩააგდოს ამიტომ ხომ უგზავნის ღმერთი მას სნეულებას.ხოდა თუ ეს ესეა წმინდანს რაღაში სჭირდება სენი და ავადმყოფობა?ცოდვაში სამხილებლად თუ სასჯელად?თუ ასეა,მაშინ რაღაც ვერ გამოდის აქ.ალოგიკურობაა.----------------11.---"წმინდანი,სულიერი განვითარების ახალ საფეხურზე გასაღწევად,აუცილებლად გადის ტანჯვას გათიშულ მდგომარეობაში.ამ დროს იგი წმინდანობის ძალას ვერ იყენებს."--------აქაც ვერაფერმა გამაოცა.თუ სერაფიმე საროველის ბიოგრაფიას გადავხედავთ ნათლად შევიგრძნობთ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას.წიგნში ვკითხულობთ-"წმ.სერაფიმე უფრო მეტად რომ განწმენდილიყო ბილწი,ხორციელი ვნებებისაგან,უფალმა ბერობის დასაწყოსშივე მოუვლინა სენი-წყალმანკი".ის 3 წლით საწოლს მიეჯაჭვა.სწორედ ამ სნეულების ბოლოს გახდა ის ღვთისმშობლის ხილვის ღირსი,რომელიც მას პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით გამოეცხადა.წმ სერაფიმე ამბობს:"თვით ხორციელი სნეულება ხშირად ვნებათაგან ჩნდება.ხორცი-მონაა,სული-დედოფალი.ამიტომ არის გულმოწყალე ჩვენი ღმერთი.როდესაც ჩვენი სხეული სენისაგან ძაბუნდება,ვნებები სუსტდება და ადამიანს გონება უნათლდება".ასევე ვკითხულობთ"მძიმე სნეულების დროს პროხორეში(მამა სერაფიმეს სახელი)ყოველი მიწიერი მოკვდა-ამიერიდან იგი არამიწიერი,ზეციური ხდება."ესეც შენი ტანჯვით ახალ საფეხურზე გაღწევა.მართალია ეხლა ეს თუ ტყუილი?--------------12.---წმინდანები ჩამოდიან დედამიწაზეცოდვილთა დასახმარებლად"---აბა ისე რა უნდათ აქ?რავა ღმერთს იქ- ზემოთ ვერ ადიდებენ?თუ მაინცდამაინც აქ ცოდვილ დედამიწაზე უნდა ადიდონ იგი?ეს ფრაზა იმას კი არ ნიშნავს,რომ რომელიღაცა კონკრეტულიწმინდანი მაგ:მამასერაფიმე ზეცაში ცხოვრობდა და მერე მიწაზე გადმისახლდა ჩვენს გადასარჩენად.არა,უბრალოდეს იმას ნიშნავს,რომ ღმერტი სულიწმინდის მადლით და ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს მოუვლენს ქვეყანას ჩვენს დასახმარებლად.თუ თავისი ძე გაიმეტა ჩვენთვის წმინდანს დაგვამადლის?ესაა და ეს---------------------------------------------------------------------თუ ჩემს ნაწერშირაიმე მკრეხელურია-ღმერთმა მომიტევოს და შემინდოს.ეს არის ის,რაც მე ჩემი უბრალო ადამიანური გონებით(რომელიც საშუალოზე ცოტა ნაკლები დონის განათლებას ფლობს)გავიგე ამ წიგნიდან.------------კაიროს! თუ პასუხის გაცემას დააპირებ ,გთხოვ ადამიანურ ენაზე მომწერე,თორე წინა პოსტმა მომტეხა კისერი.
[quote name='murzaqan' date='Apr 29 2010, 08:56 PM' post='605625'] :_მარიამი_: მე ნერვები არ მყოფნის ასეთი პოსტებისთვის. შენ კი კარგად გამოგდის. ზოგჯერ ძალიან ინტესნიურად ვფიქრობ, თუ რატომ იჭედება ზოგი ისეთ საკითხზე, რომელიც ლოგიკურ პრობლემას არ წარმოადგენს მარა... ვერ ვხვდები. ნუ წაიკითხავ შემოგევლე,ვინ გაძალებს :_მარიამი_: ძალიან კარგი ანალიზია. აბო გმადლობთ!რაც შევძელი სულ ესაა.მე შევეცადე მაინც. დავიწყე წიგნის კითხვა და იცით რა დუელში ვიწვევ ყველას ვისაც ეს პიროვნება არ მოსწონს.უცოდველი რა ქრისტე ხომ არ არის.. უდიდესი ადამიანია.. ჯერ სადა ხარ.ოთხივე წიგნს რომ წაიკითხავ მერე ნახე! ატმან!სურათი რატო შეიცვალე,წინა უფრო გიხდებოდა შენ და შენს ხასიათს მხევალი ნინო გამარჯობა ნინო ჩემს აზრს გამოვთქვავ ამის თაობაზე და საკამათოდ ნუ მიიღებ, თუ შეიძლება ![]() ცხოველებს თავისი ხელით კვებავდა (დათვებსაც კი). როცა ეკითხებოდნენ ამას როგორ აკეთებო, ხალხს დაახლოებით ასე პასუხობდა: "ჩემო კარგო, როგორ გგონია ამ ყველაფერს უბრალო სერაფიმი შეძლებს? ეს ყველაფერი უფლისგან ხდება. სერაფიმს არც აქვს ამის ინტერესი, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. სერაფიმი მხოლოდ უფალს ემსახურება" (იგივეს ამბობს ზუსტად მამა გიორგიც). წმინდა სერაფიმ საროველს ყავდა სულიერი მოწაფე ნიკოლოზ მოტოვილოვი. მოკლედ რომ გადმოვცე, ერთ დღეს დაიბარა თავისი სულიერი მოწაფე და უხსნიდა სულიწმინდის შესახებ. ნიკოლოზმა ვერ გაიგო (ან არ უნდოდა გაგება, თუ რაც იყო) ეს ყველაფერი და ამის შემდეგ წმინდანმა მოკიდა ხელი ნიკოლოზს და ნიკოლოზში მოხდა ისეთი განცდა, რაც ენისათვის წარმოუდგენელი და გონებისათვის ვერ-წვდომადი იყო. მასზე სულიწმიდა გადმოვიდა სერაფიმის ლოცვით (დროებით იყო ეს ყველაფერი იმ მომენტში, თუმცა). ეს განცდა და წმინდანის კითხვები, ნიკოლოზის ჩანაწერებში 8 ფურცლამდე იკავებს და ვერ დავწერ ყველაფერს. ბოლო ბოლო, წმინდა წერილშიც არის ეს ყველაფერი მოცემული. პენტაკოსტის დღეზე, როცა მოციქულებზე სულიწმინდა გადმოვიდა, მათ მაშინვე შეეძლოთ უკვე სხვადასხვა ენებზე საუბარი, რათა მოძღვრება გაევრცელებინათ. ეს სულიწმინდა მარტო მათ ხვდა წილად? ქრისტემ დაუბარა მათ, რომ ბოლო დღემდე იქნებოდა სულიწმინდა ეკლესიაში. უწყვეტი ჟაჭვი წმინდანებისა ამ სულიწმიდის საშუალებით მოდისო. რამდენ სასწაულს აღასრულებდნენ და აღასრულებენ წმინდანები დღესაც? რა არის ამაში გასაკვირი? მამა გიორგის ერთი კარგი ნათქვამი აქვს: რაც არ გესმის, იმას ნუ უარყოფ. იმით მხოლოდ გაკვირვება შეიძლება. არც მე მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მწამს სულის სიღრმემდე. გაგებაში არ ვგულისხმობ გონებით გაგებას, არამედ ამის უშუალოდ ხედვას, სულიწმინდის მადლით. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ა ბატონო!ესეც მე ვარ? რა შუაშია ჩემო კარგო და აი ამ შუაშია: მაგ კაცში საუბრობს სულიწმინდა! სულიწმინდა სადაც საუბრობს, იქ დოგმატებზე საუბარი მიუღებელია. წმინდა მამები იმდენ რაიმეს საუბრობენ (და არაერთი-უბრალოდ ნახვა უნდა მათ ნაწერებს უფრო მეტი), რომ საერთოდ ვერ ჩაეტევა დოგმებში. როცა ქრისტიანს სასწაულების ჩადენა შეუძლია, ეს სასწაული მას სულიწმინდისაგან ეძლევა და ის სიტყვაც სულიწმინდისაგან გამოდის. ჩვენ თუ ამას არ მივაქციეთ ყურადღება, საერთოდ ყველაზე უმთავრეს დოგმას ვუარყოფთ-ადამიანის განღმრთობას აქ, დედამიწაზე და ახლა. ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის, ასე ამბობენ წმინდა მამები, ეს უნდა იყოს მიზანი. მამა გიორგი ასეთი წმინდანია, საიდანაც სულიწმინდა საუბრობს. საინტერესო კი არ იქნებოდა მისი გაცნობა, არამედ ჩვენთვის წყალივით და ჰაერივით აუცილებელია ასეთი კაცის ნახვა. და რა არის მიუღებელი მისი სწავლებიდან? რა არის ის, რაც ეწინააღმდეგება დოგმებს? [/quote] გეიხარე ვანო ბიჭო!სად იყავი ამდენ ხანს? ძვლივს არ ვნახე ჩემი ჭკუის კაცი........ [quote name='guest1' date='Apr 29 2010, 08:21 AM' post='605282'] მხევალი ნინო დიონისე არიოპაგელის "დაფარული ღვთისმეტყველება" რომელ დოგმაში ეტევა? დანარჩენი მამების ნათქვამს ნელ-ნელა შემოვამატებ. დაფარული ღვთისმეტყველება?---რა ვიცი კაიროსმა თქვა ყველაფერი გაგვეხსნაოდა?როგორაა აქ საქმე? მაG: შეიძლება მამა გიორგი ფრაზაში ეძიეთ "წმინდა მღვდელი" გულისხმობდა არა "წმინდას" როგორც ასეთს, არამედ მოძღვარს, მასწავლებელს ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომელიც არა მხოლოდ ასე ვთქვათ შენდობის ლოცვებს წაუკითხავს მრევლს, არამედ თავისი პირადი მაგალითით, მოღვაწეობით, ადამიანის სულიერი წინამძღოლი გახდება და დააყენებს და ატარებს სწორ გზაზე, რასაც გზა უფლისა ჰქვია. ისიყვარულეთ:0 დამიანე [/quote] ------ა ბატონო! ამასაც ჩემსავით გაუგია.არ ვყოფილვარ მთლად სულელი. ----ისე როგორც მივხვდი ზედმეტი სწავლა აბრკოლებს ადამიანს უბრალო ენით ნათკვამის გაგებაში გვირილა მარი ძალიან მმიყვარს, თვითონაც იცის ეს, მაგრამ რა ვქნა, არის რაღაც რაშიც მის აზრს ვერ გავიზიარებ. არანაირი ახალი და გნსხვავებული სწავლება!!! [/quote] არა უშავს შემოგევლე!ღმერთმა ნუ გვამყოფოს ყველანი ერთ ჭკუაზე.გაიხარე .!!!!! ვა ! ვიღაცას ჩემსავიტ უძილობა დაჰმართნია.LIQIA-- აქა ხარ?შენ წაკითხული გაქვს წიგნი? |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#551
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
არ გამიმართლა,გავიდა.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#552
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო,
ეს დღეები არ მეცალა, და ალბათ მომავალში ნელნელა უფრო დავკავდები... შემოვედი დღეს და ძალიან ცუდი სიტუაცია ვნახე, რამოდენიმე მეგობარი, ბევრის უფლებას აძლევს თავს, სხვანი კი უბრალოდ ერთიდაიგივეს იმეორებენ, არის ერთი ჯგუფი, რომელიც იცავს ყველაფერს რაც იმ წიგნშია, უბრალოდ იმიტომ რომ მამა გიორგის მიწერება, და გგონიათ რომ ამით მამა გიორგის იცავენ, შემიძლია ჩამოვასახელო კიდეც ისინი, ეს ჩვენი ფორუმის ყველაზე ან თითქმის ყველაზე კონსერვატიული ჯგუფია, მათთან მეც და ბევრსაც აქაც და სხვაგანაც უუამრავჯერ გვიკამათია უუიშვიათესად მივსულვართ რიამე შეთანხმებაზე, ძალიან ხშირად კი ცოტა ზედმეტი შეხლა-შემოხლა მომხდარა, ამას უნდა ვერიდოთ. ამას გარდა თემაში არსობრივად ახალი არაფერი დაწერილა, გარდა პრიმიტიული კითხვებისა, რომელსაც პასუხი ელემენტალურ კატეხიზმოში აქვს გაცემული, რომ ცოცხალი არავინ, ვიმეორებ არავინ არ იწოდება წმიდანად, რადგან არავინაა დაზღვეული შეცოდებისაგან, თავად ერთერთმა ყველაზე ძლიერმა მოღვაწემ, სვიმეონ მესვეტემ, მისი მოღვაწეობის წლების შემდეგ, შეცდა, დაუჯერა სატანას და ვითომც ეტლში ჩასაჯდომად ფეხი გადადგა, შემდეგ პირჯვრის გადასახვის შემდეგ ეშმაკისეული ჩვენება გაქრა, წმ. მამამ კი ის ფეხი "დასაჯა" და მასზე იდგა მთელი 40 წელი, http://www.shemoqmedi.ge/seqtembris%20%20m...xsenieba/14.htm თავად ის ფაქტი, რომ მამები თავიანთ თავს არასოდეს უწოდებდნენ წმიდანს, არასოდეს არავის არ გაუბედავს საკუთარი თავი წმიდანად ჩაეთვალა, წმიდანი არის მხოლოდ ის ვინც უკვე ცხონდა, უკვე განთავისუფლდა ამასოფლის საცდურისაგან, და ცხონებულად და ღვთისაგან შემწეობის ძალის მქონედ იქნა აღიარებული ეკლესიის მიერ, ესაა დამწყები ქრისტიანის ანაბანა ქრისტიანობა, იმდენად პრიმიტიული და ადვილი, რომ მიჭირს კიდევაც ამაზე ლაპარაკი, და დიდი სიამოვნებით გადავულოცავ დამიანეს ( ![]() მოკლედ გამიგრძელდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს თემა დასახურია, ვისაც დააინტერესებს რაზეა კამათია, საკმარისია ისევ დამიანეს მიერ მინიშნებულ გვერდები წაიკითხოს ციტატა ამ საკითხზე მსჯელობა იყო ამ ტემის 8-12 გვერდებზე და აქ ყველაფერი წერია, ამის შემდეგ საკითხი ამოიწურა, უბრალოდ წრეზე მიდის მერე კამათები, ვფიქრობ, ჯერ ქრისტიანობის საწყისები მაინც უნდა ვისწავლოთ და მერე დავიწყოთ კამათები. მარიამს მოკლე პასუხს გავცემ მხოლოდ, უბრალოდ იმიტომ რომ უზრდელობაში არ ჩამეთვალოს, თუმცა ამით ვამთავრებ ამ უაზრო კამათს აქ, ვისაც გაგება უნდა გაიგო, ვისაც არა, უფრო ღიზიანდება. მარიამ. ვფიქრობ ძალიან ადამიანურ, და რაც შემეძლო ყველაზე მარტივად გიწერ ![]() ჯერ ერთი, ანუ წინაზე დამეთანხმე რომ ცდებოდი და ახალი კამათი წამოიწყე? მაშინ კარგია ეგ წინგადადგმული ნაბიჯია ![]() ციტატა მამა გიორგი თავად წმ.მამაა,ნაშინ აქვს თუ არა ამის უფლება? შეუძლებელია ცოცხალი ადამიანი იყოს წმიდანი და იწოდებოდეს ამად, ესეც შეცდომაა, და ამაზე ვრცლად დავწერე ზემოთ, თუ ჩემი არ გჯერა (ეჭვად მაქვს ასეა), მაშინ ოდნავ მაინც ჩახედულს კითხე და დაგიდასტურებს ![]() ძალიან პრიმიტიულია მაპატიე თქვენი იდეები, წმიდანებად დაბადება იმიტომ რომ ვინმე ხატვაში ნიჭიერია, ან ლექსებს წერს ![]() ასე რომ ეზოთერიზმს, თქვენ გნოსტიცმიც უნდა მიამატოთ და ისიც უნდა დაგმოთ, ყველაზე კარგი იქნება, სანამ ტრაქტატებს დაწერდეთ; მინიშნებულ ლინკებზე გადადით (რუსული თუ იცით უფრო ბევრ ლინკს მოგაწვდით) და იქ დაძებნეთ თქვენი იდეების საფუძვლები, იქნება და არაა მასე ![]() აი ვნახოთ ისევ ის მამები: ციტატა სულიწმინდა სადაც საუბრობს, იქ დოგმატებზე საუბარი მიუღებელია. ესეც წვალებაა და პიროვნების კულტი, დოგმატი მაღალია ყველა ადამიანზე, იმიტომ რომ დოგმატი ჭეშმარიტები სწავლებაა, და თუ ვინმე მას არღვევს ან უარყოფს, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა სულიწმიდა თავის თავს ეწინააღმდეგება? რათქმაუნდა არა (ნუ იყოფინ!), მაშინ როგორაა რომ ეკლესიის მიერ ადგენს ერთ დოგმატს, და კერძო პირი მას არღვევს ან ცვლის ან უარყოფს ან ამახინჯებს, და აქაც სულიწმიდა ლაპარაკობს? იყავი ფრთხილი ასეთ სიტყვებში! მოდი ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო ყველა თქვენს შეცდომას მივყვე და ვუპასუხო, და ისევ კატეხიზმოს სწავლებისაკენ მოგიწოდებთ და დაგიდებთ რამოდენიმე ამონარიდს: ის რომ ყველა დაბადებული ცოდვილია და ყველა როგორც ცოდვილი და ცოდვით დაზიანებული ბუნების მქონე: , ნათლისღების მადლმოსილების მნიშვნელობის ასახსნელად მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებენ, რომ ჩვენ მისი საშუალებით „განვიწმიდებით“, „განვიბანებით“, „განვმართლდებით“, „წარგვეხოცება ცოდვანი http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/17.htm#4 საღვთო წერილი გვასწავლის, რომ ადამის სახით „ყველამ ვცოდეთ“. „ვითარცა იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“ (რომ. 5,12). „ვინმე უკუე წმიდა იყოს მწიკვლევანებისაგან? არამედ არავინ... და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ“ (იობ. 14,4-5). „რამეთუ უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა დედამან ჩემმან“ (ფს. 50,7); „თესლ ხრწნილებისა ჩემში არს“ (მე-2 ლოცვა ძილად მისვლის ლოცვებიდან). http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/11.htm#13 იმის შესახებ, რომ წმიდანად ადამიანი სახელდება გარდაცვალების და ეკლესიის მიერ მისი აღიარების შემდეგ და შესაბამისი პატივი მიეგება წმ. იოანე დამასკელი: რჯულის მიხედვით უწმინდურად წარმოჩნდებოდა ყველა ის, ვინც მკვდარს შეეხებოდა, მაგრამ ესენი ( ე.ი. აქ გარდაცვლილები და წმინდანებად შერაცხილნი) .მკვდრები არ არიან, რადგან მას შემდეგ, რაც მკვდართა შორის შეირაცხა ის, ვინც არის თვითსიცოცხლე და მიზეზი სიცოცხლისა, მკვდრებად აღარ ვუწოდებთ მათ, რომლებიც აღდგომისეული სასოებითა და ღვთისადმი სარწმუნოებით არიან დაძინებულნი. მართლაც, როგორ ძალუძს საკვირველთმოქმედება მკვდარ სხეულს? როგორ ხდება, რომ მათ მიერ4 განიდევნებიან ეშმაკები, განიკურნებიან უძლურნი, თვალებს ახელენ ბრმები, განიწმინდებიან კეთროვნები, განქარდება განსაცდელი და მწუხარება, გადმოდის ყოველი კეთილი მოსაცემელი ნათელთა მამისგან ამ სხეულთა მიერ მათზე, რომლებიც დაუეჭვებელი რწმენით არიან მთხოვნელნი? რამდენს უნდა ეცადო, რომ იპოვო ვინმე ქომაგი, ვინც მოკვდავ მეფესთან წარგადგენს შენ და შენს გამო სიტყვას ეტყვის მას? ამიტომ, როგორ არ უნდა ვცემდეთ პატივს მთელი ჩვენი მოდგმის მეოხთ, რომლებიც ჩვენს გამო ევედრებიან ღმერთს? დიახ, პატივს უნდა ვცემდეთ მათ, ამასთან მათ სახელზე ტაძრებსაც უნდა ვუგებდეთ ღმერთს, ძღვენსაც შევწირავდეთ და მათ ხსენებასაც აღვასრულებდეთ, ხოლო ხსენებათა ჟამს სულიერად განვიხარებდეთ, რომ ეს სიხარული მაწვეველთა5 საკადრისი იყოს, რათა არ მოხდეს ისე, რომ მათი მომადლიერების მცდელობისას პირიქით, განვარისხოთ ისინი, რადგან, რითაც ღმერთი მოიმადლიერება, იმით მისი მსახურნიც განიხარებენ, მაგრამ რაც ანაწყენებს ღმერთს, ის ღვთის აბჯროსანთა განმანაწყენებელიცაა. ამიტომ, მორწმუნენო, მოვიმადლიეროთ წმინდანები „სულიერი ფსალმუნებით, ჰიმნებითა და საგალობლებით“ (ეფეს. 5,19), ასევე, ლმობიერებითა და გაჭირვებულთა შეწყალებით, რითაც ყველაზე მეტად მოიმადლიერება, აგრეთვე, ღმერთი. სტელები6 აღვუმართოთ მათ და ხილული ხატები, თვით ჩვენ კი მათი განსულიერებული სტელები და ხატები გავხდეთ მათეულ სათნოებათა ბაძვით. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/88.htm მოკლედ ვიმოერებ კიდევ ერთხელ, უშედეგოდ მიმაჩნია რა ამ თემაში კამათი, რადგან ისევ ერთიდაიგივე მეორდება და უფრო ახალხალი გაღიაზიანები იშვება, ვემხრობი თემის დახურვას, ამავდროულად მარიამს, რომელიც ახალია, ვურჩევდი ერთად ქრისტიანობის შესწავლის დაწყებას, რადგან ძალიან ბევრი მცდარი წარმოდგენა ქონია, და რაიმე თემა გახსნას და ნელნელა მივყვეთ და მშვიდად ვისაუბროთ ცალკე, ისე რომ მამა გიორგიზე კი არ იქნება საუბარი (და ამ თემაში არცაა მასე საუბარი, არამედ წიგნებში დაშვებულ შეცდომებზე), არამედ ქრისტიანობის საწყისებს ვისწავლით, თან არის აქ მსგავსი თემები და ამ უშედეგო კამათს ქრისტიანობა ვისწავლოთ არა სჯობს? მოვრჩი აქ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#553
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა მამა გაბრიელი,მამა ვიტალი,მამა სერაფიმე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ ღვთის სიყვარულით და ეკლესიური ცხოვრებისაკენ ლტოლვით).--------------4.მღვდელმა შეიძლება მოგვიტევოს,მაგრამ მოტევებული არ იყვეს.ეძებეთ წმ.მღვდლები.------შეიძლება ადამიანმა აღსარებაში იცრუოს დამალოს ცოდავა,ან სულაც არ აღიაროს იგი ,იმ უბრალო მიზეთ,რომ საკუთარი ამპარტავნების გამო არ ან ვერ აღიქვამს მას ცოდვად.და ბოლოს შეიძლება ყველაფერი აღიაროს ერთი წვეთი სინანულის გარეშე.როგორ ფიქრობ,მოძღვარმა რომც მიუტევოს და აზიაროს ესეთი ადამიანი,ღმერთი მიუტევებს.რა წერია კანონში სინანულის გარეშე ნათქვამი აღსარების შესახებ?შეიწირავს მას უფალი?-------------რაც შეეხება ფრაზას ----ეძიეთ წმ . მღვდელი--აი ჩემეული გაგება ამისა:თუ ჩვენ მივდივართ მღვდელთან,ვატყუებთ მას და ის ვერაფერს ხვდება და მოგვიტევებს,რა გამოდის--რაღაც ვერ არის სულ მთლად რიგზე.მემგონი ასეთი მოძღვარი არ არის სულ მთლად კაი ფორმაში.ჭეშმარიტი მღვდელი განა ვერ უნდა ხვდებოდეს საკუთარი სულიერი შვილების სულიერ მდგომარეობას.არიან მოძღვრები, რომლებთანაც პირის დაღებასაც ვერ მოასწრებ,ისე ,ერთი შეხედვით განგჭვრიტავენ რა ჩიტიც ხარ.მოძღვარს უნდა შეეძლოს და ვალდებულიცაა რომ შეეძლოს ასეთი სულის ადამიანების ამოცნობა. მარიამ, ეს ყველაფერი შენი განმარტებაა, დარწმუენბული ხარ, რომ ყველას ასე ესმის? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#554
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
:_მარიამი_: მარიამ, ეს ყველაფერი შენი განმარტებაა, დარწმუენბული ხარ, რომ ყველას ასე ესმის? --რა ვიცი, მე ის დავწერე როგორც მე მესმის.რამდენი კაციცაა გაგებაც იმდენნაირია.ყველამ თავისი დაწეროს და მივხვდებით მაშინ.ისე ჩემდაგვარად მოაზროვნე ხალხს მივაგენი ამ თემაში. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#555
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა ისე ჩემდაგვარად მოაზროვნე ხალხს მივაგენი ამ თემაში. ბევრია ნეტავ ასეთი? ცუდი ის იქნება ხვალ ვინმემ წმინდა მღვდელზე რომ დაიწყოს საუბარი. ციტატა .კომუნისტურ რეჟიმს მარიამ, კომუნისტურ რეჟიმს ნამდვილად ვერ გაუძლო საქართველომ. მე მგონი რაც ისტორიის მნაზილზე ნაწილ-ნაწილ აგროვა ღვაწლი , ყველა ერთი ხელის მოსმით გადაუშვა წყალში. აბა, ქართველო რომ დავითის და კონსტანტინეს ცხედრებს ცხენს გამოაბავს და ათერევს, (სხვას არაფერს აღა დავწერ), რაის გაძლებაზეა საუბარი? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#556
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
კაიროს.იცი მთელი პრობლემა მემგონი მცნებებშია და მეთ არასწორ ცოდნაში.მე ნამდვილად არ ვიცი სიტყვა წმინდანის ზუსტი განმარტება.ქრისტიანულ ლიტერატურას არც თუ ისე დიდი ხანია ვკითხულობ,თან ძირითად წმინდანთა ცხოვრებას ვეცნობი.რაც ძაან მეხმარება.მე არ ვიცი რას უწოდებს ეკლესია ასეთ მამებს სიცოცხლეში მაგრამ ჩემთვის ისინი წმინდანები არიან.უბრალოდ მემგონი ცდომილება რომ არ მოხდეს გარდაცვალებას ელიან მათი კანონიზაციისთვის.თუ კი თავად ღვთისმშობელი აღიარებდა მამა სერაფიმეს წმინდანად და "ჩვენი მოდგმისა არისო" ამბობდა მასზე ჩვენ რა, ღვთისმშობელზე მეტი ვიცით?რაღაც არ მესმის.მომკალი და ვერ იგებს ამას ჩემი ტვინი.ღვთისმშობელი რომ მიგითითებს ადამიანზე ჩემი რჩეულიაო მას რა ეწოდება სახელად?მამა გაბრიელზე რომ ამბობენ სული წმინდის ჭურჭელი იყოო,ეს როგორ გავიგოთ.რა "რანგის"ან სულიერი განვითარების ადამიანს შეუძლია იყვეს სულიწმინდის ჭურჭელი.ისე იმასაც ამბობენ"განღმრთობილი" იყოო.კაიროს ხომ ვერ ამიხსნი რას ნიშნავს ეს სიტყვა მე რაღაც ჩემეული გაგება კი მაქვს მაგრამ არ მინდა კიდე სისულელე გამომივიდეს.ამიტომ თუ მიპასუხებ მადლობელი ვიკნები.განღმრთობად რა პროცესი იწოდება ქრისტიანობაში?
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#557
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დიდი პატივია ამ სისულელეების განხილვა...
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#558
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
სიტყვა განღმთობა ძველ ლიტერატურაში ან მამათა ცხოვრებაში არ შემხვედრია, ძველ ტექსტებს ვგულისხმობ და არა თანამედროვე ინტერპრეტაციებს.
ეს ტერმინი 19 საუკუნის ბოლოს თუ გაჩნდა რუსულ ღვთისმეტყველებაში. და ეხლა ხშირად იხმარება.ადრე ამბობდნენ ღმერთშემოსილი , ქრისტესემოსილი, სულმიბერილი და ასე შემდეგ. ვტყუილობ რამეს? კანუდოსელი ოდა ნუ განიხილავ, ვინ გაიძულებს? -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#559
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ლეონტი
ციტატა თუ გაჩნდა რუსულ ღვთისმეტყველებაშ მოკლედ, რა გაგვანათლა ამ რუსებმა ![]() კანუდოსელი ციტატა დიდი პატივია ამ სისულელეების განხილვა... პლს, შათ აფ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#560
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
გთავაზობთ ამ თემას სათაური სეუცვალოთ ასე:
სუფრის ქართველობა იოლია, მაგრამ არაა აუცილებელი. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 01:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი