![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Iona |
![]()
პოსტი
#81
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
KAIROS
ციტატა ჰო, აბა რა გინდოდა იონა? მივყვეთ პა პუნქტამ ![]() ციტატა "ადამიანის სხეულებში შედიან სულით და მათ "ქოქავენ" ღნერთისადმი" მომიყვანეთ თუნდაც მსგავსი ბერის სულის სხვის სხეულში გადასახლების რაიმე ფაქტი პატერიკებიდან! საიდან იგონებს ამ აბსურდებს? ეს იქ სადაც "განმარტავს" თუ რატომ არ არიან ანგელოზები მღვდლები () რაც უფრო აბსურდულია კითხვა მით უფრო აბსურდულია ხოლმე პასუხი... მემგონი აქ კონტექსტია მთავარი და არა პირდაპირი გაგება სულიერი გადასახლებისა - არსებოს გამოთქმა ხარი ხართან რომ დააბბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო. ერთ ერთ მამამათა განყოფილებაში ასეთი რამ მაქვს წაკითხული "უზმინდურ ადამიანს უწმინდური ნივთები არ შეეხო მათ".... ამაზეა საუბარი, გარეშემო ადამიანები ზემოქმედებენ ადამიანზე სულიერად და შესაძლოა ეს სავსებით შეუგნებლად ხდება. ხოდა წმინდანიო ადამიანის სულზე ზემოქმედებენო მაგას ამბობს ეს კაცი - ნუ ქოქავვენ შეიძლება არა აკადემიური ტერმინია მაგარამ ნიშნავს რომ ღვთის ძიების სურვილს უღვიძებენ. წმინდანები არა მარტო სულზე ზემოქმედებენ არამედ მატერიალურ სხეულზე - რამდენი ადამიანი განკურნებლა წმინდანთა საფლავებზე მოლოცვისას? განა ეს იმ წმინდანთა დამსახრება არაა? და ლოცვა ლახვრით განა სხვა რაა თუ არა სულიერი ზემოქმედება სხეულზე? თუ სხეულზეა შესაძლებელი ბუნებრივია სულზე უფრო არაა შესაძლებელი ეფექტის მოხდენა? P.ს დრო სამწუხაროდ ძაან ბევრი არ მაქვს და ნელ ნელა დავაკომენტებ შენს არგუმენტებს. რაც შეეხება თუ რატომ არ არიან ანგელოზები მღვდლებად - მაგაზეც უწერია - ანგელოზები ადამიანებს უბრალოდ ვერ გაუგებენო იმიტომ რომ არ იცინ რა არის ცოდვაო - ხო წმინდანებმა იციან და ერთი სული აქვთ როგორ დაეხმარონ ცოდვილებსო - ისიც ეწერა ღმერთს წმინდანები ამპარტავნებისანგ ცოდვებით ყავს დაცულიო. - წმინდანი როდესაც თავს ცოდვილს უწოდებს ეს სულაც არ ნიშანვს რომ ის კვლავ ცოდვაშია. სახარებაც განა იგივეს არ ამბობს : შობილი ღვთისაგან არ სცოდავს და ეშმაკი მას ვერ ეკარება (ადგილი ზუსტი მაპატიეთ არ მახსოვს - იოანე მახერებელთან უნდა იყოს სადღAც) -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#82
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
ციტატა ხოდა წმინდანიო ადამიანის სულზე ზემოქმედებენო მაგას ამბობს ეს კაცი - ნუ ქოქავვენ შეიძლება არა აკადემიური ტერმინია მაგარამ ნიშნავს რომ ღვთის ძიების სურვილს უღვიძებენ. როდესაც ხალხისთვის საუბრობ,მათთვის გასაგებ ენაზე უნდა თქვა სათქმელი. მაღალაფრდოვება დამღლელია ხოლო აკადემიური ტერმინოლოგია მშრალია. როდესაც ამ ტერმინებით საუბრობ,საუბრობ შენი დარწმუნებისთვის. თუ გულიდან საუბრობ,ტერმინები უადგილო იქნება. ვინც გულიდან არ საუბრობს,ვერ მივა ადამიანთა გულებამდე. მაქსიმუმ რასაც შეძლებს,ესაა რომ ვიღაცას,სულ რამდენიმე კაცს დაარწმუნებ,რომ ბევრი გისწავლია. ეს კი მგონი არაა მიზანი, მიზანი ისაა ადამიანთა გულებამდე დახვიდე ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Iona |
![]()
პოსტი
#83
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
b-a-r-b-a-r-e
მართალი ხარ ყველასთან იმ ენაზე უნდა ისაუბრო რომელზედაც ისინი საუბრობენ აკადემიკოსეთბან აკადემიურად გლეხებთან გლეხურად ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Iona |
![]()
პოსტი
#84
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა 8. "წმიდანებს თავისი წმიდანობის აღიარება არ ეშინიათ.." დამთავრდა ყოველგვარი სწავლება იოანე კლემაქსისა, რომელიც ამბობს, როგორც კი წარმოიდგენ რომ რაიმეს წარმოადგენ, მაშინ ეცემი, მორჩა ქრისტიანული თეოლოგია "ცოდვილი ვარ ცოდვილთა შორის", არა, არიან თურმე ვიღაც წმიდანები, რომლებმაც შესანიშნავად იციან , რომ წმიდანებია, არც ქების არ ეშინიათ, უბრალოდ ამბობენ არ გვინდა ქება, ღმერთი აქეთო, და მხოლოდ იმიტომ ფარავს "თავის წმიდანობას, რომ ცოტაა ხალხი ვინც ღმერთს ეძებსო" /:O/... ეს არის წმიდა წყლის ერესი და უვიცობა! აშკარა რომ ავტორი (ისე რომ აშკარად არც იცის) იზიარებს გნოსტიცისტური მწვალებლობის ზოგ სწავლებას, კერძოდ იმას რომ ზოგი იბადება ისე რომ უკვე რჩეულია და გადარჩენილი , აქ წმიდანი (იქ სპირტოი ანუ სულიერნი ერქვათ) დაარქვა მას ავტორმა და ზუსტად გაიმეორა გნოსტიციზმი, რომ ზოგიერთი უკვე წმიდანი იბადება, აქედან გამომდინარე ეს წარმოსახვითი გნოსტიკური ფიგურა ავტორს უკვე წმიდანად მიაჩნია, მაშინ შესბამისად მას აღარ უნდა ქონდეს არაფერი ადამიანური, მით უფრო ადამიანური ავადმყოფობა, და ასეც წერს: ასე ბრწინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეციერსა წმინდანებს თავისი წმინდანობის არ ეშინით! ამას წინათ ვიყიდე წიგნი გრიგოლ ღვტისმეტყველსზე და პირველივე გვერდზე რა წავიკითხე. აი რას წერს გრიგოლ ღვთისმეტყველი ..... და ჩემი სიტყვა თქვენდამია, ოდესღაც ჩემიანებისადმი , ახლა კი უცსოთათვის, თქვენდამი, ერთმორწმუნეთადმიც და არა მართლად მოაზროვნეეთAდმიც , თუკი ხართ ასეთები ; რამეთუ ყველა მაშინვე კერლგანწყობილი გახდა ჩემდამო , როგორც კი ბაგეები მივადგი ერთმნეთს. თქვენ , სამყაროს სახელონნო თვალნო , ბინადარნო, რამდენადაც ვხედავ , ახალი ქვეყნიერესა ზღვსა და Xმელის სიმშვენირეშემოსილნო, შენ , ახლადშემოქნილო რომო, ახალი სახელების მამაულო, ქალაქო კონსტანტინესო და სვეტო ხელმწიფებისა! ყური უგდეთ სიცრუესადმი ყველაზე მეტად გაუცხოებულ ადამინს , რომელმაც მრავალგვარ ცხოვრებისეულ წყალვარდნილებში, სადაც ბევრი რამ შეიმეცნება , არცთუ უნიშვნელოდ იშრომა. აქვე დავძენ რომ წმ. გრიგოლი არის გამორჩეული წმინდანთა შორის - და მოიხსენიება როგორც ღვთისმეტყველი - ისევე როგორც წმინდა იოანე . და სიმონ ახალი ღვთისმეტყველი . მხოლოდ ამ სამ პიროვნებას მოიხსენიებს ეკლესია ამ სახელით ციტატა დამთავრდა ყოველგვარი სწავლება იოანე კლემაქსისა, რომელიც ამბობს, როგორც კი წარმოიდგენ რომ რაიმეს წარმოადგენ, მაშინ ეცემი ერთი საქმეა წარმოიდგინო მეორე საქმეა რომ მართლა რამეს წარმოადგენდე და იცოდე ამის შესახებ - აბა აპრიორი თავი უნდა მოიკატუნო თითქოს აზრზე არხარ ? ციტატა ამბობენ არ გვინდა ქება, ღმერთი აქეთო, და მხოლოდ იმიტომ ფარავს "თავის წმიდანობას, რომ ცოტაა ხალხი ვინც ღმერთს ეძებსო არ ამბობს მაგას , ამბობს იმიტომ არ აცხადებენ თავიანთ წმინდანობას რომ ისეთი ხალხის ხროვა მიადგება რომლებსაც არ აიტერესებთ ღმერთიო მაგრამ აინტერესებთ მათი შესაძლებლობებიო. - თუ კითხვაა ბოლომდე უნდა წაიკიხო არ შეიძლება ავტორის აზრების კონტექსტიდან ამოღება და დამახინჯება. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#85
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემს სალანძღავად გახსენი აფხაზ ეს თემა?
![]() აბსურდის დაცვას აპირებ ჩემო იონა, იმიტომ რომ მისი ავტორობა მიეწერება მამა გიორგის, რომელიც შეიძლება მართლაც კარგი ადამიანია, და ამიტომ იცავ, იგივე მე რომ მეთქვა სასაცილოდ არ გეყოფოდათ არავის , მართალია ეგ და არ უნდა ახლა ამას უარყოფა. კარგი ადამიანია შეიძლება მამა გიორგი, ვიმეორებ არავინ ეხება მის პიროვნებას, გვაქვს აგერ წიგნი, სადაც შავით თეთრზე სწერია იმდენი აბსურდი, შენ კი არა მთელი ფილოსოფოს-თეოლოგთა რაზმი რომ დადგეს მართლმადიდებლობით ვერ გაამართლებს, არ მინდა ამაზე წერა, დავიღალე... დავიღალე იმიტომ, რომ ვილანძღები, ადვილი სასროლია ჩემზე ტალახი, ვინ ვარ მე? რიგითი ფორუმელი, არასასიამოვნო და არამოდურ რაღაცეებს რომ წერს, ღმერთმა რომ უწყის მარტო ვინაა და მწარე ენაც რომ აქვს, ჰოდა როგორ ბედავს ეს ვიღაცა თურმე ცნობილი ავტორების ნაწერების განხილვას და კრიტიკას? ვესროლოთ ტალახი უფლის სახელით რათქმაუნდა. ჰო,იმიტომაც რომ ალბათ მას სამშობლო არ უყვარს , სადღაც არის მომჯდარი რბილ სავარძელში სულ ფეხზე კიდია მისი საქართველოს ტკივილი და დარდი, ალბათ უგულოც იქნება და ჰეიდა, მესროლეთ ბატონებო... მერე რა უჭირს, რომ გადამღალეთ უკვე, კაცი წერს (ან აბრალებენ ამ კაცს რომ ამას ფიქრობს) იოანე მოვიდა და მალე ელიაც მოვააო და დგას იონა ახლა ამის გამართლებას აპირებს, არის წიგნი, რომელიც წერს წმიდანებად იბადებიანო, იონა კი მპასუხობს, წმიდანების საფლავზე იკურნებიანო, გეგონება მე ვიღაცა იეღოველი ვიყო წმიდანთა ძალას არ ვაღიარებდე წმ, გიორგის თავის ქალას არ ვემთხვეოდე საქართველო რომ მომენატრება მაშინ... მე, ჩემო იონა, კარგად რომ წაიკითხო იმაზე კი არ ვამბობ შერაცხილი წმიდანის ძალაზე, არამედ იმაზე, რომ არაა კაცი დაბადებული და ცოცხალი , რომელზეც შეიძლება ითქვას წმიდანიაო, ან რა შუაშია ლახვრით (ან ულახვროდ) ლოცვა და წმიდანად სახელდება ცოცხალი ადამიანისა? რომელიც არაა ქრისტიანობა? ნახე რამდენჯერ უწოდებს წმიდანს ცოცხალ ადამიანს, არ არსებობს წმიდა ადამიანი დედაწიაზე იონა, ეს თუ არ იცი კატეხიზმოა წასაკითხი თავიდან, ყველაზე ნაკლებად ცოდვილს თავის ყველაზე დიდი ცოდვილი გონია, იმიტომ კი არ შენ რომ წერ "თავს იკატუნებს" (იკატუნებდა თურმე თავს ოქროპირი "ყველაზე ცოდვილი" ვარო რომ წერდა...), არამედ იმიტომ, რომ ისეთ სიღრმეს ხედავს თავისთავში ცოდვებისა, ჩვენ რომ ვერ ვხედავთ და ამიტომაა ყველა ცოდვილი ცოცხალი ამქვეყნად და არავინაა წმიდა, წმიდანობას იგი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ იღებს უფლისაგან და ეს აისახება იგივე უხრწნელობაზე, ყველა ცოცხალის ხორცი ხრწნადია და მოკვდავი, რომელიც უნდა მოკვდეს თესლივით და აღდგება მეორედ მოსვლისას ... ესაა ქრისტიანობა! იქ მეტიც წერია, ავტორი (ან რასაც აბრალებენ) აღსარებას უარყოფს თუ წმიდანი არააო, ახლა ეს რომ სისულელეა შენც იცი, მაგრამ არ გინდა გაიგო, და ეგაა ძალიან ცუდი... თუმცა არა უშავს იონა, წერე გენაცვალე, წერე, შენ არავინ გაგაკრიტიკებს, ეს მე არ ვარ მოდაში... მე ხომ თურმე მამა გაბრიელი არ მიყვარს, ახლა თურმე არც მამა გიორგი მყვარებია, არც მამა ანდრია და ალბათ არც პატრიარქიო ფიქრობს ზოგი, არც ეკლესია და არც საქართველოო, იფიქრონ, ამ ფიქრისათვის ( და ზოგის მიერ აქ წერისათვის) პასუხს არავინ მოგთხოვთ, გარდა იმისა, ვინც ყველაფერს ხედავს, იმ გულსაც რომელსაც მისი სამშობლოზე ძვირფასი და ლამაზი ამქვეყანაზე არაფერი გააჩნია და ახლაც "ფესვებს" მაყურებელს არც ჭამა უნდა და არც შენთან უაზრო კამათი ჩემო იონა, რომელმაც არაქრისტიანობა ისევ ქრისტიანობით უნდა დამიმტკიცო რომ ქრისტიანობა ყოფილა თურმე... წერე იონე, წერე, მე არ გიპასუხებ, გამომდინარე შენი პირველივე პოსტიდან, შეცდომის გამართლებას აპირებ ჩემო კარგო და ესეც შეცდომაა, რომ იცოდე, არ მინდა შეცდომაში ჩავარდე და მიეჩვიო სუბიექტურ აზროვნებას, არ გამოგადგება არსად. არაფრის დაწერა არ მინდა აქ. ვინც გახსნა, მანვე გიპასუხოს, მე დავიღალე ორჯერ ორის ახსნა სხვებსაც ძალუძთ და მე აღარ დავწერ. კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#86
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
b-a-r-b-a-r-e მართალი ხარ ყველასთან იმ ენაზე უნდა ისაუბრო რომელზედაც ისინი საუბრობენ აკადემიკოსეთბან აკადემიურად გლეხებთან გლეხურად ![]() რა თქმა უნდა ![]() ციტატა "მინდოდა მეხეთქა ცხვირში..." ამაზე გამახსენდა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი,მან როგორც მახსოვს კვერთხი ჩაარტყა ურჩ ადამიანს ![]() რომ გხეთქონ ამის მიუხედავად,მაინც უნდა იფიქრო,რომ ტყუი ![]() 325 წელს წმიდანი მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო საკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოებოს სიმბოლო მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი – ღვთოსმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Iona |
![]()
პოსტი
#87
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა აშკარა რომ ავტორი (ისე რომ აშკარად არც იცის) იზიარებს გნოსტიცისტური მწვალებლობის ზოგ სწავლებას, კერძოდ იმას რომ ზოგი იბადება ისე რომ უკვე რჩეულია და გადარჩენილი , აქ წმიდანი (იქ სპირტოი ანუ სულიერნი ერქვათ) დაარქვა მას ავტორმა და ზუსტად გაიმეორა გნოსტიციზმი, რომ ზოგიერთი უკვე წმიდანი იბადება, აქედან გამომდინარე ეს წარმოსახვითი გნოსტიკური ფიგურა ავტორს უკვე წმიდანად მიაჩნია, მაშინ შესბამისად მას აღარ უნდა ქონდეს არაფერი ადამიანური, მით უფრო ადამიანური ავადმყოფობა, და ასეც წერს გნოსტიკური სწავლებისა არ ვიცი მაგარამ რატომაა რომ ერტი იბადება დებილად და მეორე ბავშვი ვუნდერკინდათ? იმტომ რომ ერთს მიეცა ორი ტალანტი მეორეს კი 9 - მაგალითად წმ. ნიკოლოზი ცნობილია რომ ბავშვობიდანვე ამჟავნებდა იმას რომ ის ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო. ესეც თუ ერესია მეც ერეტიკოსი ვყოფილვარ ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#88
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ესეც თუ ერესია მეც ერეტიკოსი ვყოფილვარ არა, უბრალოდ არ იცი თეოლოგია, რომელიც ამბობს რომ ყველა ცოდვით დაზიანებული ბუნებით იბადება, და წმიდანი არავინაა, ხანდახან უფალი სასწაულებს აჩვენებს ვინმეს მიერ, მაგრამ ეს მისი (მითუმეტეს ბავშვის) დამსახურება კი არაა, უფლის მინიშნება, რომ ყურადღებით იყონ, ტალანტების მიცემა მის გამოყენებას და მით უმეტეს ამ გამოყენებისათვის უკვე დაჯილდოებას (რაც ტალანტების მომცემისადმი შეხვედრის (ანუ უფლისადმი მიახლების იგივე გარდაცვალების დროს ხდება) არანაირად არ ნიშნავს... მოკლედ იონა, შენ არ იცი ეს თემა, გულით გიყვარს შეიძლება მამა გიორგი და ცდილობ დაიცვა, მომწონს რომ გიყვარს, მაგრამ ერესში რომ იცავ, გული მწყდება, ჰოდა როგორც დაგიწერე არ იცი და უფრო მეტ შეცდომას უშვებ, ისიც ვიცი, რომ არ დამეთანხმები და ისიც რომ კიდევ უფრო შევძულდები იმათ ვისაც საკმარისად ვძულვარ, ჰოდა მე თავიდანვე არ დავეთანხმე ამ თემის გახსნას, გახსნა აფხაზმა? ჰოდა გიპასუხებს აფხაზი ან ვინმე , ეს ელემენტალური თეოლოგიაა და კატეხიზმოს დონეზე მაინც გიპასუხებენ, აქ აღარ გამოგეხმაურები. მაპატიე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Iona |
![]()
პოსტი
#89
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა 9. "წმიდანი სრულიად აკონტროლებს თავის სხეულს და შეუძლია სრულიადაც არ გახდეს ავად" გვ. 81 ესეც ერესია, რადგან ყველა ხორციელი ადამიანი არის დაზიანებული ბუნების მქონე და ყველა ექვემდებარება სიკვდილს და ხრწნას, არავინაა ამქვეყნად და ვერც იქნება, ვისაც ეს არ ეხება რადგან თავისი არსითაა ეს ადამიანური ხორცი ასეთი... მოკლედ ისეთი აბსურდებია, რომ უბრალოდ წერაც კი მეზარება, ოდნავ განათლებული ადამიანი მიხვდება რა სიბნელესათან გვაქვს საქმე. ყველა ადამიანი ექვემდებარება ხრწნას ოღონდ ზოგი წმინდანის სხეული დღემდე უხრწნელად განისვენებს ასეულობით წლის შემდეგაც თუ ვიტყვით რომ წმინდანი არის ახალი ადამი - მაშინ კი ამ მდგომარეობაში, არ უნდა არსებობდეს ავადმყოფობა ისევე როგორც ეს იყო ადამის დაცემამდე. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Iona |
![]()
პოსტი
#90
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა დავიღალე იმიტომ, რომ ვილანძღები, ადვილი სასროლია ჩემზე ტალახი, ვინ ვარ მე გამაგიჟებს ეს კაცი , როდის გესროლე ტალახი ? კი კრიტიკული ვარ, შეიძლება ძაანაც, მაგრამ, თუცა შენთვისაც არაა უცხო ( ოპონენტის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარება ) მითუმეთეს ამდენი ახანია ფორუმზე ხარ და არა კამათის და დისკუსიის დიდი გამოცდილება გაქვს. მართალია მე თეოლოგიური არანაირი ოფიციალური სემინარია/აკადემია ან რამე მსგავსი არ მაქვს დამთAვრებული, მაგრამ ჩემი აზრებისშეძლების და გვარად გავამტკიცე არგუმენტებით, და ბუნებრივია სხვისგანაც იგივეს ველოდებოდი. მე უბრალოდ მინდა ერთი არგუნტი მეორე კონტრ არგუმენტი და ასშ. არანაირი პირადი შეურაცყოფა და ტალახის სროლა არ მინდა. თუ ასე ჩანს მაპატიეთ, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. პ.ს ძაან მტკივნეულად და პირადა იღებ შენი აზრები კრიტიკას, ასეც არ შეიძლება კაროს. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#91
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა როდის გესროლე ტალახი ? შენ არა, მაგრამ აქ უკვე ბევრჯერ და იცი შენც , უბრალოდ ახლა ამაზე წერა ჩემთვისაც სამწუხაროა, არ მიხარია არც მე, რომ ერთერთი კარგი მოძღვარი, ძალიან გულწრფელი და უბრალო ადამიანი, აქვეყნებს წიგნს, სადაც საშინელი ერესი და გაუნათლებლობა იღვრება, მერე დავწერ რამეს და იცის ფორუმმა რამდენს ამოვუდი ყელში და რამდენს ვეზიზღები , ჰოდა ახლა მაინც შევიკავებ თავს, დავინდობ იმ ხალხს, აღარ მოვუშლი ნერვებს, მითუმეტეს რომ შენ აზრზე არ ხარ თეოლოგიის და აბსურდს აბსურდს ამატებ , არ გეწყინოს მაგრამ ნამდვილად არ ღირს შეკამათებად შენი პოსტები, ისედაც ძალიან სუსტია, ამიტომ მე აღარ შეგეკამათები, თორემ კრიტიკა და ლანძღვა გამარჯობასავით მესმის მე აქ ![]() თხოვე აფხაზს და აგიხსნის. პ.ს. რომ არ გეგონოს რომ უსაფუძვლოდ გეუბნები არ იცი თეოლოგიათქო, აი ერთი ნიმუში ციტატა თუ ვიტყვით რომ წმინდანი არის ახალი ადამი - მაშინ კი ამ მდგომარეობაში, არ უნდა არსებობდეს ავადმყოფობა ისევე როგორც ეს იყო ადამის დაცემამდე. მაგალითი, რომ თეოლოგია ჯერ სასწავლი გაქვს, და თან თავიდან ![]() ეს ბოლოა ჩემგან ამ თემაში, და არ გამიბრაზდე, დანარჩენს აფხაზი მოგიყვება. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Iona |
![]()
პოსტი
#92
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა შენ არა, მაგრამ აქ უკვე ბევრჯერ და იცი შენც მე სხვის საქციელზე როგორ ვაგო პასუხი? ციტატა მითუმეტეს რომ შენ აზრზე არ ხარ თეოლოგიის და აბსურდს აბსურდს ამატებ , არ გეწყინოს მაგრამ ნამდვილად არ ღირს შეკამათებად შენი პოსტები, ისედაც ძალიან სუსტია, ამიტომ მე აღარ შეგეკამათები, თორემ კრიტიკა და ლანძღვა გამარჯობასავით მესმის მე აქ ამიხსნან დაარგუმენტონ გამარკვიონ, პრობლემა არა მაქვს. ციტატა კატეხიზმოს დონეზე მაინც გიპასუხებენ, აქ აღარ გამოგეხმაურები. დიდი ეჭვი მაქვს რომ შენს პოსტებს კვლვაც ვიხილვთ ამ თემაში და მე ეს მხოლოდ გამახარებს ![]() ოგონდ მეტი კონკრეტული არგუმენტები და ნაკლები ემოციები კაი ? ციტატა ეს ბოლოა ჩემგან ამ თემაში, და არ გამიბრაზდე, დანარჩენს აფხაზი მოგიყვება არ გაგიბრაზდები ბატონო შენი ნებაა მარა მაინც უნდა პოსტო და რა საჭიროა დამშვიდობება ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Iona |
![]()
პოსტი
#93
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა 11. "წმიდანები დედამიწაზე ჩამოდიან ცოდვილთა დასახმარებლად" გვ.83 ამ ერესს ქვია "სულთა წინა არსებობის" ერესი, შეადგენდა ორიგენეს ცრუ სწავლებას და დაგმობილია მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ, რათქმაუნდა ელემენტალური სასულიერო განათლების უქონლობის გამო, ავტორმა ეს არ იცის და ავრცელებს ერესს. სად სულთა წინა არსებობა და სად ზემოთხსენებული წინადადება. (სულთა არსებობა და ცოდვილთA დახმარება რა შუაშია ერთმანეთთან ვერ ვხვდები ) ანგელოზებს თუ შეუძლიათ ჩამოსვლა და ადამიანთა დახმარება ისევე როგორც რაფაელ მთAვარ ანგელოზმა უმეგზურა ტობიას - რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთონ წმინდანებმა რომლებიც სასუფეველში არიან ვითAრცა ანგელოზნნი? ციტატა 10. "წმიდანი, სულიერი განვითარების ახალ საფეხურზე გასაღწევად, აუცილებლად გადის ტანჯვას "გათიშულ" მდგომარეობაში... ამ დროს წმიდანობის ძალას ვერ იყენებს" სრულიად აშკარაა რომ მადლისმიერ ნეტარ მდგომარეობაში ტანჯვაში ვერ იქნები - ტანჯვისა და ღვაწლის და მოსაგრეობის, გარეშე კი ასე უბრალოდ სულიერი ნიჭები არ ეძლევათ რიგით მოკვდავთ. ასე რომ არანაირი განსაკუთრებული კავშირი აღმოსავლურ მედიტაციასთან ამ აზრს არ აკავშირებს როგორც ამას კაიროსი მიიჩნევს ციტატა ამ მაგიას ქრისტიანობასთან საერთოდ არაფერი აკავშირებს, ეს უფრო აღმოსავლური მედიტაციებია და არა ქრისტიანობა, არის სრული აბსურდი, და არანაირი დაყრდნობა არა აქვს ქრისტიანულ მამებში. ციტატა ისე ცალკე უნდა შევნიშნოთ რომ უკვე ნახევარი წიგნი წავიკითხე, და ერთხელაც კი არ იმოწმებს რომელიმე მამას წყაროს მინიშნებით, ამ ერეტიკულ აზრებს არ ამყარებს არცერთი მამით და ვერც გაამყარებს, რადგან მსგავსი ერესი ქრისტიანობაში დაგმობილია. იგივეს აკეთEბს ციტატის ავტორი 90% - ამბობს რომ ეს უბრალოდ ერესია - ვინ, სად, როდის, როგორ და რანაირად დაამტკიცა საპირისპირო ? ამ თემაზე დუმილია - არადა ზუსტად ეგ მაინტერესებდა და მაგიტომ ვთხოვე აფხაზს გაეხსნა ეს თემა. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
თამარ |
![]()
პოსტი
#94
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
ციტატა მე ხომ თურმე მამა გაბრიელი არ მიყვარს, ახლა თურმე არც მამა გიორგი მყვარებია, არც მამა ანდრია და ალბათ არც პატრიარქიო ფიქრობს ზოგი, არც ეკლესია და არც საქართველოო, იფიქრონ, ამ ფიქრისათვის ( და ზოგის მიერ აქ წერისათვის) პასუხს არავინ მოგთხოვთ, გარდა იმისა, ვინც ყველაფერს ხედავს, იმ გულსაც რომელსაც მისი სამშობლოზე ძვირფასი და ლამაზი ამქვეყანაზე არაფერი გააჩნია და ახლაც "ფესვებს" მაყურებელს არც ჭამა უნდა და არც შენთან უაზრო კამათი გაიხარე ამ სიტყვებისთვის ![]() |
Iona |
![]()
პოსტი
#95
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა არ არსებობს წმიდა ადამიანი დედაწიაზე იონა, ეს თუ არ იცი კატეხიზმოა წასაკითხი თავიდან, ყველაზე ნაკლებად ცოდვილს თავის ყველაზე დიდი ცოდვილი გონია, იმიტომ კი არ შენ რომ წერ "თავს იკატუნებს" (იკატუნებდა თურმე თავს ოქროპირი "ყველაზე ცოდვილი" ვარო რომ წერდა...), არამედ იმიტომ, რომ ისეთ სიღრმეს ხედავს თავისთავში ცოდვებისა, ჩვენ რომ ვერ ვხედავთ და ამიტომაა ყველა ცოდვილი ცოცხალი ამქვეყნად და არავინაა წმიდა, წმიდანობას იგი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ იღებს უფლისაგან და ეს აისახება იგივე უხრწნელობაზე, ყველა ცოცხალის ხორცი ხრწნადია და მოკვდავი, რომელიც უნდა მოკვდეს თესლივით და აღდგება მეორედ მოსვლისას ... ესაა ქრისტიანობა! იქ მეტიც წერია, ავტორი (ან რასაც აბრალებენ) აღსარებას უარყოფს თუ წმიდანი არააო, ახლა ეს რომ სისულელეა შენც იცი, მაგრამ არ გინდა გაიგო, და ეგაა ძალიან ცუდი... თუმცა არა უშავს იონა, წერე გენაცვალე, წერე, შენ არავინ გაგაკრიტიკებს, ეს მე არ ვარ მოდაში... თუ არ არსებობენ წმინდა ადამიანები დედამიწაზე აბა წმინდა არს წმინდათა - სიტყვები რომელიც ყოველი ზიარების წინ ისმის, ვისზეა ნათქვამი? ის კაცი ცოტა სხვა რამეს ამბობს - დავწერე ადრეც და ვიმეორებ. ის ამობს რომ წიმნდანი იმის წმინდაიო რომ ცოდვას მოერიაო - უკვე აქო- რომ ამბობს ცოცვილი ვარო - არ უარყოფს ფაქტს ანუ ცოდვები ადევს მაგრამ - არ ნიშნავსო რომ კიდევ სცოდავსო - აბა თუ კიდევ ჩემნაირი ცოდვილია როგორაა მაშინ წმინდანი? მე ვერ ვხვდები რატომ უნდა ჭირდებოდეს ღმერთს ლოდინი თუ როდის გავა ადამიანი ამ ქვეყნიდნან რათა მან მიაღწიოს სულიერი განვითარების იმ დონეს რასაც ჩვენ წმინდანობას ვეძახით. მგონი ჩვენ უბრალოდ არ გავქს რეალურ წმინანობაზე მკაფიო წარმოდგენები. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
თამარ |
![]()
პოსტი
#96
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
Iona
ციტატა მგონი ჩვენ უბრალოდ არ გავქს რეალურ წმინანობაზე მკაფიო წარმოდგენები. აბა რა...ჩვენ ბევრი რამე დავკარგეთ საერთოდ, და გარდა წმიდა წერილისა, არსებობს ხომ ზეპირი გარდამოცემა მოციქულთა. ვინ იცის ეს დღეს? ცხადია, იციან, მაგრამ ძალიან ცოტამ. მარტო თეოლოგიის სწავლით არაფერი გამოვა, თუ რწმენა გულიდან არ მოდის... რაც უფრო მეტს სწავლობს ადამიანი, განსაკუთრებით, პროტესტანტულ და კათოლიკურ შეხედულებებს, მით უფრო შორდება ნამდვილ რწმენას. ეს არ ნიშნავს, რომ უსწავლელები უნდა ვიყოთ, მაგრამ არსებობს ერთი უცნაური ფენომენი - ათასგვარი თეოლოგიური აზრის შესრუტვა ახმობს რწმენას. რწმენა მარტო კანონების ცოდნა არ არის. კანონები გზაა, რომელიც გვიადვილებს ჭეშმარიტებამდე მისვლას, მაგრამ მთავარი კანონი - სიყვარული - დგას სჯულზე მაღლა. ამას მე არ ვამბობ - პავლე მოციქული წერს. ახლანდელმა საზოგადოებამ ანდრია სალოსი რომ ნახოს ცოცხლად, მასზეც იტყვის, ერესშიაო... |
giorgi 7 |
![]()
პოსტი
#97
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 ![]() |
მამა გიორგის პასუხი ყველას...
თქვენი წიგნი წავიკითხე და...? არაა ეს ჩემი წიგნი.-მკვახედ გააწყვეტინა მამაომ.-ეს ავტორების წიგნია. იქ ჩემი საუბრებია მოყვანილი.რამდენ ხანს უნდა მამოწმოთ? ეგ წიგნი კი არა, იმდენი ვიცი,ხუთი მწერალი ვერ ჩაიწერს და კიდევ ათი წვეროსანი!...გაიგე?! ეგ წიგნი ანაბანაა!გეყურება შენ? მე სხვის არაფერს ვიტაცებ! რაც ვიცი ღმერთმა გამიხსნა!როგორ და რატომ ეგ ბიძია არც შენთვის და არც არავისთვის შესათანხმებელი არა მაქვს. მე თქვენტვის ვთქვი,რაც ვთქვი,თორემ ამ წიგნების გამო ეშმაკების მთელი არმადა დამესია და ასევე, ,,მწიგნობარი რევიზორების"მთელი დასტა იქ რაც წერია,ბევრმა ნამდვილმა იცის, მაგრამ წიგნის ტვირთი მე გავქაჩე, მე დავიდე თავზე.გზა მე მივეცი სულიერი, წიგნი რომ სხვას გაეგო.ეგ არ იცი შენ!... ცოდვილმა კაცმა რომ ჭეშმარიტება გაიგოს, იცი რა დარტყმები მოდის ბოროტისაგან?! ჰო არ იცი!არ იცი!..ცოდნა სხვისი მოსმენა კი არა,ცოდნა მაშინ გაქვს,როცა შენ სულზე გამოცდი ყოველივეს!... ნახე რა დღეში არიან ეს რა დაწერაო,ეს რა დაწერაო?...ეს საცოდავები ესენი!..იქ სიმართლე წერია!...მართალს ვერავინ შეზღუდავს!...ვის რა არ მოსწონს, თავის თავში ეძიოს! კაცთაგან სასჯელი რა საშიშია?! საშიში ღვთის სასჯელია!... ჰოდა ვნახოთ ეს სასჯელი ვის ეწევა!მალე ყველა ნამდვილი აღიმაღლებს ხმას! ჩემგან ის უნდათ,რომ ზ ნ ე დ ა ც ე მ უ ლ ი,ე შ მ ა კ ე უ ლ ი,გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი ა რ ვ ა რ.იჩხრიკონ მაგ წიგნებში,აბა რას დაიჭერენ?!.. სულ ცოტა დარჩა!..ვნახოთ!..არ გეწყინოს ბიძია მე პირდაპირი კაცი ვარ და გეტყვი:არ ხარ შენ კეთილად მოსული!..წესიერად გამარჯობა არც კი გითქვამს,არც მოგიკითხივარ!... იქნებ რამე მიჭირს,იქნებ მტკივა რამე,მეც ხომ ხორცით დავდივარ... მეცი და კითხვებს რომ მაყრი! რავა შენთან ანგარიშვალდებული ვარ რამეში თუ?!იქნებ პასუხიც მომთხოვო რამეზე?!კაცმა რომც შესცოდოს, კი არ უნდა ეძგეროთ,არამედ სიყვარულით შეცდომა უნდა გაასწორებინოთ!... თქვენ უბრალო ადამიანებს რას უზამთ ამ ხნის მღვდელს ასე მექაჩებით?! თქვენთვის არ ვარგა თქვენთვის...ასეთი მოქცევა. მესქისედეკი გიჭირს ახლა შენ? მელქისედეკი კი არა ძლივს გიდგას ბიძია სული დაბნეული და გაურკვეველი ხარ, რამდენჯერ გიფიქრია რა მინდოდა სასულიეროშიო!ახალგაზრდა კაცმა ამ სიტყვებზე ტავი ძირს დახარა.-მე მტერი კი არა ვარ შენი.მე ყველა მიყვარხართ,ყველასთვის სიკეთე მინდა.აბა რა მღვდელი ვიქნები წყენა, ბოღმა და შური გულით რომ ვატარო?რამდენ რამეს იძახიან ჩემზე საწყენს მარა გული არ შემცვლია, ბიძიკო, მე ყველას ვლოცავ;დახმარება მსურს შენი და ყველასი მაგრამ არ სურს ეს ბევრს! რას იზამ შეკითხვა რომ გაგიჩნდა იმაზე არ გიბრაზდები,მარა კაცს რო შეხედავ და იგრძნობ,და მაინც თავს ეჭიდები - როგორმე შენი გეგმა შეასრულო ამას ვერ ვტანილობ, ბიძია!...არ ვტრაბახობ,გეუბნები,თავს არ გამეტებ,არ გჩაგრავ,მარა შენით ხომ გრძნობ ბიძია , ცოტა მეტი რომ შეგეხოს ჩემი ძალა ცუდად გახდები.ხოდა ნუ მცდი შე კაი დედმამიშვილო!ვინ გითხრა არ მქონდეს იმისი უფლება უკეთურად მოსულს პასუხი რომ გავცე? რა იცი შენ რა მომცა ღმერთმა!... რისი უფლება მომანიჭა და როგორ გამოვიყენებ ამ უფლებას! მე არ გიშავებთ თქვენ!შენ რომ მომადექი და სულში ჩახედვას მიპირებ,არ ვარ ბიძია ის დონე რომ ვინმემ ჩამხედოს მე! არ ვტყუი და არ ვტრაბახობ! სინამდვილეა ეს და არ ვთქვა?არ ვამბობ მე ამას სანამ არ მაიძულებენ.ვერავინ ჩამხედავს სულში კიდევ გიმეორებ!ეს იცის ყველა ნამდვილმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეYაც.ეს ეშმაკებმაც კი იციან.ეს თქვენ არ იცით უძლურებმა! ,,ტრაბახობსო გიორგი"- გაიძახის იქ ერთი თბილისში.თუ ვტრაბახობ...ჩავედი თბილისში და გადაიმალა სადღაც...მოწამეთაში ჩამოსვლას კი ვეღარ ბედავს. ყველაპერი არ წერია წიგნებში გეუბნები.წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს.მეცოდებით,ბიძია,რადგან გგონიათ სიმართლეს იცავთ,არადა არ იცით თქვენ ჭეშმარიტება!...დამიჯერეთ თუ ჯიუტი არ იქნები ღმერთი გაგაგებთ სიმართლესთქვენ არ იცნობთ ღმერთს!ამიტომ ღმერთის სახელით ნუ დიდგულობთ,ტორემ სასჯელის საქმეა ეს!ხარისხი ვერავის უშველის,ნუ ცდით ღმერთს!..თორემ ღმერთს შეუძლია არა სიყვარულითა და სალოსობით გამხილოთ,არამედ პირდაპირი ძალითა და სიმკაცრით!ნუ იმედოვნებთ სასულიერო თანამდებობებზე!... არის ხილული იერარქია და არის უხილავი იერარქია.გაიხსენონ იერარქებმა რა მოსდიოდათ სულში გაბრიელთან შეხვედრისას! თუ გრძნობდნენ იმას,რომ ხარისხის გამო უპირატესობას ინარჩუნებდნენ?!ვერა,ბიძია!...გაბრიელი ძალაში ხილული იერარქიით კი არ იყო,ის პირდაპირ ღმერთით იყო ძალაში1 მე შენი კითხვებისა კი არ მეშინია,მაგ წიგნშიც ხომ კითხვებზე ჩემი პასუხი წერია!შე დალოცვილო,ახლა სულში რაც გიჭირს,ის მაინც გეკითხა.მექისედეკი გიჭირს?! ისე მეკითხები თითქოს ყველა საკითხი მოგვარებული გქონდეს და ესღა გაკლდეს.რომ გითხრა ჰოო იყოო რა შეიცვლება შენში?რომ გითხრა:არა,- ისევ ისეთი წახვალ აქედან.არ გაწუხებს ეს საკითხი შენ და არც იმ სიმაღლეზე ხარ ასული ჯერ ამის ცოდნა შენ უკვე გჭირდებოდეს.ჩემს რას გაიგებ შენ ხომ ,,აკადემია" გაქვს დამთავრებული ...ყველაფერი იცი?...მელქისედეკზე პავლე მოციქული წერს იქნებ იმას მაინც დაუჯეროთ თქვენ,თანამედროვე ,,მწიგნობრებმა".,,უმამო,უდედო,უგვარტომო,არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული"-ვინ უნდა იყოს შენი აზრით მელქისედეკი?...შენნაირი კაცი რომ ყოფილიყო,დაბადების დღეც ექნებოდა და თავის დროზე გარდაცვალების თარიღიც! მე ნუ მცდით ბიძია;სემინარია მეც დავამთავრე და თქვენზე ნაკლები მასწავლებლები არც ჩვენ გვყოლია.არ იცით თქვენ არა!...ბევრი რამ არ იცით!...ბევრმა კი სულ არაფერი იცის!... მღვდლობა მარტო ის კი არაა რომ იცოდე როდის აკმიო და როდის ჯვარი გამოსახო!არ იცით ბევრი რამ თქვენ არა!ასკეტიკას ერისკაცი უნდა ასწავლიდეს?ან ასკეტიკა წიგნებით ისწავლება?იმისი ცოდნა რომელი წმიდა მამა როგორ შიმშილობდა და ლოცულობდა,შენ რას გიშველის!ეს შენ უნდა შეგეძლოს,თუ გინდა სულის მკურნალი გახდე! მღვდლობა სხვა რაა თუ არა სულიერი მკურნალი?სულიერი მკურნალი როგორღა გახდები თუ სული ცნობა არ გაქვს?შეგიძლია იცნო კაცი შენ?აი ეს ვთქვათ,-მამაომ იქ მდგომზე მიუთითა,ახალგაზრდა კაცმა თავი გააქნია.-აბა იქნებ ის იცი რა სულიერი წყლულები ჭირს?- ამაზეც ახალგაზრდა კაცის პასუხი უარყოფითი იყო.- არ იცი ხომ?-უთხრა მამაომ.- აბა ჯვრის გამოსახვას ბიძია აკადემია არ ჭირდება!თუმცა ბევრს ჯვრის წესიერად გამოსახვაც ეზარება. მელქისედეკი?...მელქისედეკისას რას გაიგებ, შენი თავისა ვერა გაგიგია რა!მელქისედეკი ვინ იყო და ვინ არა,ამას თავად მელქისედეკი გაგაგებთ მალე!...პავლე მოციქული გეუბნება უკვდავიაო,შენ კიდევ მეუბნები ვინ არისო? იყო აქ კიდევ ერთი შენნაირი წვეროსანი.მითხრა,წიგნში რომ გიწერია,დავით მეფე ,,ბუნებით ღმერთია და არა მადლით ღმერთქმნილი",ვერ გავიგეო.დავით მეფე ბუნებით ღმერთი როგორ იყოო?შენ მელქისედეკის გარკვევა გინდა სხვა ყველაფერი გარკვეული გაქვს.იმას დავითის ღმერთობა ჰქონდა გასარკვევი,დანარჩენი გარკვეული ჰქონდა.ჯერ ერთი წიგნში ჩემი სიტყვები ასე წერია:,,დავით მეფე გაცილებით უფრო დიდია ,ვიდრე უბრალოდ წმიდა კეთილმსახური მეფე!ნახეთ რას წერს დავით მეფეზე ჩვენი დიდი წმიდა მამა არსენ იყალთოელი:,,ბუნებით ღმერთი,მადლით ღმერთქმნილთა შორის". გეყურება შენ? ის რომ დავითი ბუნებით ღმერთია მადლით ღმერთქმნილთა შორის არის არსენ იყალთოელის სიტყვები.და ეს სიტყვები ავტორებს კი არ გამოუყვიათ წითელი ასოებით. წმინდა არსენ იყალთოელს ,,ეშლებოდა" და თქვენ დგახართ ,,ჭეშმარიტების სადარაჯოზე?" თავმდაბლობა გმართებთ! ,,ბუნებით ღმერთობა" ვერ გაიგეთ,ხოლო ,,მადლით განღრთობა" გაიგეთ?ეს ისეთი თემებია, დიდი წმიდა მამებიც შიშით რომ ეხებოდნენ!წმიდა ბერებს გგონიათ წიგნისმიერი ცოდნა ჰქონდათ მხოლოდ?უწიგნურ ბერებსაც მიუღიათ განმღთობა ღმერთშემოსილება!და ისინი ცოდნასა და ძალას წიგნებიდან იძენდნენ?მათ თვითონ ღმერთი უხსნიდა სულში უდიდეს საიდუმლოებებს და როგორ დაიტევს ერისკაცი ამ ცოდნას?!და რომ ვერ იტევს ხომ არ ნიშნავს რომ ასეთი ცოდნა არ არსებობს?არსენ იყალთოელის ცოდნა ვინ უნდა დაიტიოს დღეს?არსენის ცოდნას ვინ გაუტოლდება დღეს სამღვდელოებაში?არსენი სიწმინდით განბრძნობილი ხედავდა,ტუ ვინ იყო დავითი!ეს საერო საზოგადო ცოდნა არაა!ბერები განა ყველაფერს ამბობდნენ?ან კიდევ როგორ ეთქვათ და ვისთვის!ვნებიან ადამიანს წმიდა ცოდნა გადარევს და წაახდენს ბიძია!ცოდვილ ადამიანებს იმდენს აძლევენ ცოდნას,რამდენსაც მათი გონება დაიტევს!და უკვირთ ადამიანებს როგორ შეიძლება დავითი ყოფილიყო ბუნებით ღმერთი.მე მათ ადგილზე ადამიანის მადლით განღმრთობას უფრო გავიკვირვებდი!ღმერთი თავადაც ცოდნის და შესაძლებლობების უსასრულობაა,ღმერთი ამოუწურავია! საწყენად არ გეუბნები ამას ბიძია!არც შენ და არც იმ ბიჭს.კარგი ხალხი ხართ ორთავენი.შეკითხვა ჭკვიან ხალხს უჩნდება,მაგრამ სულიერ კითხვებზე პასუხი მარტო ცოდნაზე არაა დამოკიდებული!..აქ ათასი რამ არის.... არ მიწყინო!.. ღმერთს ვინც უყვარს იმას წვრთნის. მერე ხელი მხარზე დაადო და დალოცა.ახალგაზრდა კაცი წავიდა.მამაომ მოულოდნელად ისევ დაუძახა და უთხრა:აბა,შენ იცი!..შენ მე გამიგე!..ახალგაზრდა კაცმა ხელი ასწია და თავი დაუკრა. დახურეთ თემა |
Amuza |
![]()
პოსტი
#98
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
არაფერი ძნელი არაა ქართველობა, დაიწყებენ ძნელიაო, წავრწყმდებითო, ესაო, ისაო. ქართველობაა ძნელი და ჩინელობა ადვილი? ჯერ რა გამოთქმაა და მეორეც ეგრევე, რო აიტაცებენ ხოლმე. თითქოს დიდი სიბრძნეა ნათქვამი.
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#99
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
Amuza
ციტატა ქართველობაა ძნელი და ჩინელობა ადვილი ძნელია ამუზა, უძნელესია, ურთულესია. ვეთანხმები ასეა. ჩვენს ისტორიას გადახედე და მაჩვენე 20 წლიანი შუალედი, როცა მშვიდობა იყოან ერთობა. ბოლო 20 წელს გადახედე და მიხვდები რა რთულია. რად უნდა ამს ეჭვი და შეპასუხება? გადახედე როგორ ცხოვრობს მსოფლიო და რა სადარდებელი აქვს და მერე შენს ქვეყანას გადახედე და მიხვდები სად დაიბადე და ზუსრგზე რა გკიდია. 21-ე საუკუნეში ბეწვზე გადარცა ჩვენი დედაქალაქი გაცამტვერებას. რაც გაცამტვერდა აღარ დავასახელებ. არ გისკდება გული ყოველ დილას ტვ-ს შემხედვარეს? რაიმე დამაიმედებელს ხედავ? არ ვიცი რა აწუხებს ჩინელს, მაგრამ ქართველობა რომ უმძიმესია, ამს ჩვენი უახლესი, ტანამედროვე თუ ადრინდელი ისტორიაც ადასტურებს. არ უნდა ამას მტკიცება. არ დაიღალე? არ გინდა ერთი რამე უდარდელად დაიძინო და ერთ ცვეულებრივ ვეყანაში გაიღვიძო, სადაც დილა დაიწყება ჩვეულებრივი ინფორაციით, დეფაქტო მტავრობების, სეპარატისტების, გატაცებული ბავშვების, დაკარგული ტერიტორიების, შვილმოკლული დედების ინტევიუების გარეშე? არ გინდა მხოლოდ იმაზე ფიქრობდე, რომ სამსახურში გაგვინდება და მხოლოდ ეს იყო შენი პრობლემა და არა ის როგორ გაიარო გადაკეტილ რუსთაველზე ? არ გინდა იმაზე ფიიქრო შაბათ-კვირას მეზობელ სახლემწიფოში გაატარო დასვენების მიზნით თუ რა წამო და გექნება თუ არა ხვალ სამსახური? არ გინდა ზაფხულის დასვენება არცევანზე გქონდეს, სოხუმში წახვიდე თუ ბათუმში და არა არძინბას და მისნაირ ღორებს უყურო ტვ-ში ? არ გინდა ხანძთა აღდგენილი ნახო? არ გინდა მილიონი ქართველი, საქართველოდან უიმედობით გაქცეული, უკან დაბრუნებული ანხო ტავიანთ სახლებში? ან კი შეგიძლია გადაშალო საქართველოს ისტორიის წიგნი და მშვიდად იკიტხო? ბოლოს და ბოლოს აგერ ახლა იყო 100 000 ქართველოს ხსენების დღე. არ გიკვირს როგორ მოვედით ჩბენს ენაზე მოსაუბრედ, ან ქრისტიანებდად? არ გახოვს ვინ გვაყვდა მეზობლად? ვაი და ურაპტარიოტიზმს მხარს არასოდეს დავუჭერ, მაგრამ არც მეორე უკიდურესობა მიზიადავს. ძნელია ქრართველობა და ამას ყოველ დღე ვიტყვი, ამანმ სანამ ჩემი პრობლემა, გადაკეტილი რუსთვალეი, ციხნალის რეგიონი, აფხაზეთი და კიდევ ბევრი სხვა რამ იქნება ნუ. ბეწვზე დაბმბვას გადარცენილ თბილისს აღარ ვახსენებ. ძნელი კი არაა, ჯოჯოხეთურია და ბევრი ტკივილით. ასეა ეს და არ ვმსახიობობ და არც მხატვრულად წერას არ ვცდილობ. დამღლელიც არის დაარც ამას ვმალავ. |
Amuza |
![]()
პოსტი
#100
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
Amuza ძნელია ამუზა, უძნელესია, ურთულესია. ვეთანხმები ასეა. ჩვენს ისტორიას გადახედე და მაჩვენე 20 წლიანი შუალედი, როცა მშვიდობა იყოან ერთობა. ბოლო 20 წელს გადახედე და მასე მაშინ სომხობა უფრო ძნელი ყოფილა ![]() უბრალოდ, არ მესმის ამ ფრაზის. ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელია. რა ვიცი, რა ვთქვა. ან რატომ არის ძნელი , ან კიდევ აუცილებლობა რაში გამოიხატება. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 08:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი