![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
აბდალა |
![]()
პოსტი
#21
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 282 რეგისტრ.: 2-February 11 წევრი № 10,414 ![]() |
"იდიოტმა" ჩემზეც ძალიან ღრმა კვალი დატოვა. თან საკმაოდ გვიან წავიკთხე.
"ძმები კარამაზოვები" ახლაც არ მაქვს წაკითხული, არადა ამბობენ არანაკლებიაო... -------------------- ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე! |
georgios |
![]()
პოსტი
#22
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
აბდალა
ციტატა "იდიოტმა" ჩემზეც ძალიან ღრმა კვალი დატოვა. თან საკმაოდ გვიან წავიკთხე."ძმები კარამაზოვები" ახლაც არ მაქვს წაკითხული, არადა ამბობენ არანაკლებიაო... კარამაზოვებს ბევრი უფრო გამორჩეულ ადგილს მიაკუთვნებს ზოგი. მე არ მიყვარს წიგნების და ავტორების "სამკვდრო-სასიცოცხლო" გაჯიბრება, რომ დასცხებენ ხოლმე ერთმანეთს, არა ეს უკეთესია და რეებს ამბობ, არა ის არის უკეთესიო. ![]() -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
ქევანა |
![]()
პოსტი
#23
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
georgios
მე იმიტომ მინდა გამაცნო ეგ პერსონაჟები, რომ რაც შეიძლება მეტი ილაპარაკო მათზე, მეტად იფიქრო და მეტად ჩაუღრმავდე. თემის მიზანიც ეგაა.. გავიაზროთ წაკითხული. გარდა ამისა, რა იცი, იქნებ მეც შემიტყუო და წაკითხვის სურვილი გამიჩინო :დ ახლა ვკითხულობ ინგლისელი მწერალი ქალის "მამა კადფაელის ქრონიკები", სადაც ბენედიქტიანელი ბერის ცხოვრებაზეა - დეტექტიურ ცხოვრებაზე, მონასტერის ცხოვრებაზე, ზოგჯერ კი ღირებულებებზე.. რაღაცით მინდა პარალელები გავავლო ჩესტერტონის მამა ბრაუნთან. მაგრამ ჯერ ისევ ვკითხულობ და ამიტომ ანალიზი ჯერ არ გამომდის... უი, პარალელის გავლება შეიძლება ეკოს რომანთან "ვარდის სახელი", იქაც ხომ ბერებზეა საუბარი.. მმმმ და ბასკერვილელი ^^ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
georgios |
![]()
პოსტი
#24
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
ქევანა
ციტატა მე იმიტომ მინდა გამაცნო ეგ პერსონაჟები, რომ რაც შეიძლება მეტი ილაპარაკო მათზე, მეტად იფიქრო და მეტად ჩაუღრმავდე. თემის მიზანიც ეგაა.. გავიაზროთ წაკითხული. მე მიყვარს ნაწარმოების მრავალმხრივი გააზრება და ეს მიმაჩნია უფრო სრულ და კარგ მეთოდად. ნაწარმოების დანაწევრებულად და ასევე ერთ მთლიანობაში აღქმა, მწერლის მხატვრული მეთოდები, ავტორისა და ნაწარმოების კავშირი გარე სამყაროსთან, თანადროულ მოვლენებთან, სხვა მიმდინარეობებთან... თითოეული მწერალი ცალკე აღებული სხვებთან ერთად როგორ ქმნის ერთიან ნაკადს, ისტორიული მხარის გააზრება, საზოგადოებამ ცალკე და პიროვნებამ ცალკე როგორ შექმნა ნაწარმოების დაწერის საფუძველი, როგორ იწერება ის თავად ეპოქის მიერ... ციტატა გარდა ამისა, რა იცი, იქნებ მეც შემიტყუო და წაკითხვის სურვილი გამიჩინო :დ ჩემს გარეშეც შეგიტყუებს. ![]() ეს დღეები ბაირონის ხასიათზე ვარ და ხელახლა მივუბრუნდი მის ბობოქარ შემოქმედებას. ![]() -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
ikanosi |
![]()
პოსტი
#25
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ქევან არ გსურს კვლავ განაახლო ეს თემა?
საერთოდ ეს განყოფილებაა გასაცოცხლებელი -------------------- ფარით ან ფარზე
|
tamuna m |
![]()
პოსტი
#26
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
georgios
აბდალა ”იდიოტი” ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ![]() ![]() ეს პიროვნება ყველაზე ადამინურია და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, მას იდიოტად მიიჩნევენ, სწორედ ამ თვისების (ადამინურობის) გამო. ”კარამაზოვების” 1ტომს უკვე მესამედ ვკითხულობ და მეორე წიგნზე ვერაფრით გადავედი. რაღაც მიზეზების გამო მიწევდა გაჩერება და შემდეგ იმხელა დრო გადიოდა, მავიწყდებოდა წაკითხული და კვლავ ახლიდან ვუბრუნდებოდი პირველ ფურცელს ![]() -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
A.V.M |
![]()
პოსტი
#27
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა საერთოდ ეს განყოფილებაა გასაცოცხლებელი ჯერ მაგის მოდერი გავაცოცხლოთ და კომპიუტერი გააკეთოს და მერე მიეხედება ყველაფერს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#28
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ikanosi
მსურს. ვეცდები. გუშინ დავამთავრე "პარფიუმერი- ერთი მკვლელის ისტორია" და ამ განხილვას დავდებ .. ფილმი მაინც გექნებათ ნანახი ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
სიდონია |
![]()
პოსტი
#29
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
პარფიუმერი - ფილმი უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული თარგმანი.
დედანი ანუ ორიგინალი არ ვიცი. თავისთავად შემზარავი რეალობაა და მწერლის უდაო ნიჭი გამოსჭვივის რომანში. როგორ შობს სიმახინჯე და უსიყვარულობა ქვეყნად ბოროტებას. დამაფიქრებელია. მაგრამ მე პირადად ეს ჟანრი არ მიყვარს. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#30
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
სიდონია
ციტატა პარფიუმერი - ფილმი უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული თარგმანი. მე რუსულად წავიკითხე. ფილმი არ მინახია, თუმცა ამბობენ რომ ფილმი განსხვავდება და არც ისე კარგი ეკრანიზაციააო, დღეს შევამოწმებ ![]() შემზარავი რეალობა არ ვიცი და მაგ ნაწარმოებში დადებითი პერსონაჟი საერთოდ არ არის : ) გრენუა არის არარაობა შესაბამისად სუნიც არ აქვს საკუთარი, ინდივიდუალური.. ბოროტება, რომელიც ისწრაფვის ხელში ჩაიგდოს ის რაც არ აქვს : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ikanosi |
![]()
პოსტი
#31
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა "პარფიუმერი- ერთი მკვლელის ისტორია" და ამ განხილვას დავდებ .. ფილმი მაინც გექნებათ ნანახი კი ![]() ![]() ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#32
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა რაც მე ეგ შევრისხე ისეთი ლამაზი გოგოების დაღუპისთვის ლამაზი გოგოები რომ დაგღუპავენ მერე მე შეგრისხავ შენ... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#33
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა რაც მე ეგ შევრისხე ისეთი ლამაზი გოგოების დაღუპისთვის მაგ ლამაზებს აღიქვამდა როგორც ყვავილებს ![]() აუ ფილმი ვნახე და გულდაწყვეტილი დავრჩი ![]() წიგნი უფრო მკაცრია, ფილმში შეარბილეს, გრენუის ადამიანური შტრიხები შემატეს, რაც არ არის ეგრე.. ეჰ.... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
სიდონია |
![]()
პოსტი
#34
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
მაშინ ქართველი მთარგმნელი არის სუსტიი.
-------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#35
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
აუ ამ თემის გამოცოცხლება ვიდე თავს... გამახსენდა : )
მოკლედ, სანამ სუნამომდე მივაღწევთ. დავიწყოთ სხვა პერსონაჟით ![]() ძალიან მიყვარს ილიას განდეგილი. მაინტერესებს რას ფიქრობთ მის შესახებ. ჩემთვის მაგალითად ძალიან სულის შემძვრელი აღმოჩნდა განდეგილის სიკვდილი.. არადა თითქოს ლოგიკურად, დაცემას თან მოჰყვა სიკვდილი, მაგრამ მაინც... ძალიან ხშირად ვფიქრობ. რატომ "მოკლა" ილიამ განდეგილი. მე ველოდებოდი სინანულს და აღდგენას. მაგრამ არა... არ გინდათ ახლა კრიტიკოსების აზრი, მე მაინტერესებს თქვენი საკუთარი ![]() პ.ს. განვიხილოთ განდეგილი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ikanosi |
![]()
პოსტი
#36
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა სიკვდილი, მაგრამ მაინც... ძალიან ხშირად ვფიქრობ. რატომ "მოკლა" ილიამ განდეგილი. მე ველოდებოდი სინანულს და აღდგენას. მაგრამ არა... სინანული და აღდგენა იყო მთელი მისი ქმედება, და საბოლოოს იმას მიაღწია რისთვისაც იღწვოდა, ღმერთთან ერთად დამკვიდრდა. სიკვდილი არც ისეთი საშინელია როგორც ერთი შეხედვით ჩანს ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#37
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
აუ...
განდეგილი... უსასრულოდ სჰემიდზლია მაგაზე საუბარი... (ვრცელია და ახლა მეზარება. ხვალ დავდებ) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#38
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ikanosi
საინტერესო აზრია, მაგრამ მაინც. სიკვდილით დამთავრდა და არანაირი მინიშნება შეუნდეს თუ არა განდეგილს, არც სიკვდილის წინ ეტყობოდა სინანულის... ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სიმბოლოები უნდა ვეძებოთ და რომ ის მეცხვარე ქალიც, მაცდუნებლის როლში რომ გამოდის, სიმბოლოა მიწიერი ცხოვრების... მაგრამ ძალიან ძნელია ასე ყველაფერში ქარაგმა დაინახო. ილია, დარწმუნებული ვარ, იცნობდა ქრისტიანობის დედაარსს და ისიც, რომ თუმცა ბერმონაზვნობა უპირატესია, მიწიერ ცხოვრებას არ უარყოფს ქრისტიანობა, ანუ ხორცის დაკნინება აღარ ხდება, როგორც პირველ ქრისტიანებში იყო. ჩემი ლექტორი რატომღაც ძალიან ხშირად ამახვილებდა ყურადღებას შუშანიკის, აბოს მარტვილურ ცხოვრებაში ხორცის დაკნინებას და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში სულისა და ხორცის სინერგიას, როგორც ქრისტიანული აზროვნების განვითარების ეტაპებს : ) ვიცი დაღეჭილ მასალას ვყვები, მაგრამ ამაზე არასდროს მისაუბრია იმ ლექციებს მიღმა და ძალიან მომენატრა ის პერიოდი ![]() რაც შეეხება განდეგილს (მას დავუბრუნდეთ), ჩემი აზრით განზრახ დამთავრდა ასე ტრაგიკულად, სულიერი აღდგომის გარეშე.. ამითაც რაღაცის თქმა უნდოდა ავტორს. A.V.M ციტატა უსასრულოდ სჰემიდზლია მაგაზე საუბარი... მეც ![]() პ.ს. აუ, კორნელი კეკელიძის წიგნები მინდა ![]() პ.პ.ს. ვეფხისტყაოსანზე არ გადავალ, ავთანდილის, ტარიელის და ფრიდონის განხილვა აღარაა საინტერესო, მოზარდობის იდეალებიდან გამოვედი ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
![]()
პოსტი
#39
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
აი ხვალ დავიწყებ განდეგილის განხილვას...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#40
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ქევანა
"დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა, გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული, ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული. " აი ეს ბოლო დასასრული მოწმობს რომ მიტევებულ იქნა -------------------- ფარით ან ფარზე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 10:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი