IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლიტერატურულ პერსონაჟთა განხილვა
ქევანა
პოსტი Nov 9 2009, 02:15 PM
პოსტი #1


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ან მოვუწყოთ მათ სასამართლო biggrin.gif

არა, ვხუმრობ კაცო, რაის სასამართლო, biggrin.gif როგორ გამოასწორებ ადამიანს, რომელიც წიგნებში არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ, განა ლიტერატურული პერსონაჟების უმეტესობა რეალური ცხოვრებიდან არ არის აღებული? ჩვენთვის არ უნდა იყოს უცხო ზოგიერთი ჩვევები თუ თვისებები, იმიტომ რომ ისინი ჩვენც გვახასიათებს, ჩვენ მივეცით მწერალს საბაბი დაეწერა მასზე.

მოდით და განვიხილოთ ლიტერატურული გმირების საქციელი, ანალიზი გავუკეთოთ მათ ყოფას, მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს.. დავინახოთ, ვიპოვოთ მათში ჩვენი თავიც.

მე არ მინდა აქ ლიტ კრიტიკოსების დაკოპირებული აზრები, ციტატების გამოყენებას არ გიკრძალავთ, უბრალოდ მე მინდა თქვენი შეხედულებები, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული, მოდით ვიაზროვნოთ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე.

ამ თემის შექმნა გადამაწყვეტინა მამაჩემთან "ვენეციელი ვაჭრის" მოქმედ პირთა განხილვამ. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს... მერე გამახსენდა, როგორ ასამართლებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟებს...

თემაში გაირჩევა რომელიმე ერთი კონკრეტული ნაწარმოები და მისი პერსონაჟები. როცა მასზე დისკუსია ამოიწურება, გადავიდეთ ახალზე : )

ვფიქრობ ამ თემამ უნდა გაამართლოს; ეს ხომ არაა, მწერლის კრიტიკა, თუმცა სასარგებლოა, ეს ხომ არაა ეპოქის კრიტიკა, თუმცა აუცილებელია, ეს ხომ არაა ისტორიულ პირთა განხილვა, თუმცა ესეც აუცილებელია. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, წიგნზე, მასში ჩადებულ აზრზე, ლიტ პერსონაჟებზე და ვისწავლით დისკუსიის უნარ-ჩვევებს (მიყვარს ეს სიტყვა biggrin.gif)

პირველი თემა იყოს შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი".
შინაარსი იცით ხომ? მაინც მოგიყვებით, მოკლედ.
მოქმედება ხდება ვენეციაში, ახალგაზრდა ვენეციელს ბასანიოს უყვარს მდიდარი მამის შვილი, პორცია. მაგრამ საჩუქრების ფული არ აქვს და დახმარებას სთხოვს მეგობარს - ვენეციელ ქრისტიან ვაჭარს, ანტონიოს, რომელიც გემების შემოსვლას ელოდება. მაგრამ არც მას აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მიდიან და ებრაელ მევახშე შეილოკთან ფულის სასესხებლად. შეილოკი ასესხებს ანტონიოს თანხას, მაგრამ უცნაური პირობით: თუ დადგენილ ვადებში იგი ვერ მიიღებს თავის თანხას უკან, მაშინ შეილოკს უფლება აქვს ანტონიოს სხეულის ნებისმიერი ადგილიდან მოაჭრას 1 ფუნტი ხორცის მასა.
ნუ, ცხადია ანტონიოს გემები ვერ შემოდიან პორტში (კატასტროფა განიცადეს შუა ზღვაში), ამიტომ ვერ გადაუხდის თანხას და შეილოკი ითხოვს პირობის შესრულებას. იმართება სასამართლო. კანონით, ებრაელის უფლებებს ცნობს მოსამართლე, მაგრამ თხოვს იყოს შემწყნარებელი, მაგრამ შეილოკი უარზეა, რადგან როგორც თავს იმართლებს (და მე მჯერა მისი): მას ქრისტიანები ცუდად ექცევიან, რატომ უნდა იყოს მათ მიმართ შემწყნარებელი?
ამ გამოუვალ სიტუაციაში, საიდანღაც ჩნდება ახალი ვექილი (ვაჟად გადაცმული პორცია), რომელიც მოხერხებულად მოიგებს პროცესს. და ეხლა როგორ. კი, სასამართლო ცნობს ებრაელის უფლებებს, მაგრამ ვენეციაში კანონია ასეთი, მისი მოქალაქის მოკვლაზე სასჯელია (შეილოკი არ ითვლებოდა მოქალაქედ). მაშ მიდი და ჩამოაჭერი ხორცი ისე, რომ არ წვეთი სისხლი არ დაიღვაროს და არ მოკვდეს. თუ მოკვდება, პასუხს აგებ მკვლელობაზეო. სასოწარკვეთილი შეილოკი აგებს საქმეს. მას შეიწყალებენ და მისი ქონების ნახევარს აძლევენ ანტონიოს. მაგრამ მარტო ეს არ არის ბედის უცნაურობა. შეილოკის გოგო ჯესიკა ქრისტიანს გაჰყვა ცოლად, პლუს მამაც გაქურდა ( dry.gif ).
ასე და ამრიგად, შეილოკმა დაკარგა ქონება, დაკარგა გოგო, დაკარგა ღირსება და დაკარგა სარწმუნოებაც (იმიტომ რომ აიძულეს გამხდარიყო ქრისტიანი).
IPB-ს სურათი

რა უსამართლობაა...
ნაწარმოებს ჰქვია "ვენეციელი ვაჭარი", ეს ვაჭარი არის ჩვენი ანტონიო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი დასმულია შეილოკზე.
მამაჩემი ფიქრობს რომ ავტორი ებრაელებს დასცინის. ანუ ანტისემიტური განწყობაა ჩადებული. შეილოკმა მიიღო ის რაც დაიმსახურა: ვერ იძია შური ქრისტიანზე და მიიღო ქრისტიანი სიძე. (შესაბამისად თვითონაც ეთანხმება შექსპირის პათოსს).
მე კი ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. შეიძლება შეილოკი არ იყო ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არც ქრიტიანი არ უნდა ისწრაფვოდეს სხვების დამცირებაზე. მე დარწმუნებული ვარ ანტონიოც ვერ იტანდა ზოგადად ებრალებს, თუმცა ეს უფრო მის მეგობარ ბასანიოს ეტყობა, და სხვებს კიდე.
გასაებია რომ უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის მსოფლმხედველობა (ანუ როგორ უყურებდნენ მაშინ ებრაელებს) მაგრამ ქრისტინობა მარტო დაწერილი სიტყვა არაა, იგი ქმედებაშიც უნდა გამოიხატებოდეს.
კი, შეიძლება მითხრათ, რომ შეილოკი არ იყო მოწყალე თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ, რომ გაბოროტებამ ასე იცის, და რომ ახია. მაგრამ რამდენად სამართლიანია ანტონიოს ქმედება? როცა უჭირს, ებრაელ მევახშეს მიმართავს დახმარებისთვის, და როცა მყარად დგას, ზედაც არ უყურებს, დასცინის. და რაც მთავარია თავის თანამოძმეებში იგი ითვლება შესანიშნავ ადამიანად, გულმოწყალეთ და კეთილად (!)

ხოდა, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძნელია გამოკვეთო, რომელი პესონაჟი ესიმპატიურება თავად შექსპირს.

უხ, მე ვიცავდე შეილოკს, მერე ვნახავდი პორციას, ანტონიოსა და ბასანიოს ხახამშრალს... dry.gif mad.gif

პ.ს. მოდერ მაპატიე biggrin.gif თუ რამე კანონსაწინააღდეგოა, შეგიძლია დახურო user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქევანა   ლიტერატურულ პერსონაჟთა განხილვა   Nov 9 2009, 02:15 PM
ქევანა   A.V.M აჰ, ყველა დროის პ...   Nov 5 2012, 09:22 PM
Atm@n   აგერ არ ვარ? აღმზა...   Nov 6 2012, 12:03 AM
A.V.M   ქევანა მეც მაგას ა...   Nov 6 2012, 01:28 AM
ქევანა   Atm@n ერთი დამიხედეთ...   Nov 7 2012, 08:36 PM
Atm@n   ქევანა ამოვიდა ყე...   Nov 7 2012, 10:30 PM
syd   Atm@n შენ ეს ნახე :) http://ww...   Nov 7 2012, 10:57 PM
Atm@n   syd მაგარია! :)   Nov 7 2012, 11:18 PM
A.V.M   მაგაშია საქმე ზუს...   Nov 8 2012, 01:57 AM
A.V.M   ბატკნებისა და თევზ...   Jan 2 2013, 01:03 PM
A.V.M   ბატკნებისა და თევზ...   Jan 2 2013, 01:03 PM
ქევანა   A.V.M სხვათაშორის ბევ...   Jan 2 2013, 04:20 PM
A.V.M   ქევანა ბევრს კიდე...   Jan 2 2013, 06:47 PM
ქევანა   A.V.M არ ვიცი, გსმენია ...   Jan 2 2013, 09:14 PM
A.V.M   ქევანა დავკონკრეტ...   Jan 2 2013, 10:11 PM
MIRDAT   არიადნა-70 ასე უცებ ...   Jan 16 2014, 12:53 AM
G_saxva   არიადნა-70 ასე უცებ ...   Jan 16 2014, 09:08 AM
A.V.M   :D :D :D   Jan 16 2014, 02:54 AM
marine   ბავშვებო, არიადნა ...   Jan 16 2014, 11:16 AM
არიადნა-70   პერსონაჟების სახე...   Jan 16 2014, 11:53 AM
marine   პერსონაჟების სახე...   Jan 16 2014, 11:54 AM
არიადნა-70   პასუხზე დააწკაპე :)...   Jan 16 2014, 11:57 AM
marine   მივხვდიიი, მე კიდე ...   Jan 16 2014, 12:01 PM
არიადნა-70   :მპუა2: http://church.ge/index.php?showt...   Jan 16 2014, 12:22 PM
G_saxva   პერსონაჟების სახე...   Jan 16 2014, 12:53 PM
არიადნა-70   პ.ს სხვა თემაზე ნუგ ...   Jan 16 2014, 01:06 PM
G_saxva   არიადნა-70 ეგ პოსტი ...   Jan 16 2014, 03:25 PM
არიადნა-70   არიადნა-70 ეგ პოსტი ...   Jan 16 2014, 03:31 PM
G_saxva   არიადნა-70 გასგებია....   Jan 16 2014, 04:09 PM
MIRDAT   მომკალით და დოსტოე...   Jan 17 2014, 12:11 AM
damiane80   მომკალით და დოსტო...   Jan 17 2014, 10:05 PM
A.V.M   MIRDAT გეთანხმები . ძალ...   Jan 17 2014, 12:17 AM
G_saxva   არა ჩემთვის უსყვარ...   Jan 17 2014, 09:01 AM
MIRDAT   G_saxva "ყმაწვილზე" ...   Jan 17 2014, 06:02 PM
G_saxva   G_saxva "ყმაწვილზე" ...   Jan 20 2014, 09:19 AM
MIRDAT   damiane80 კი სკოლაში ისწ...   Jan 18 2014, 01:13 AM
damiane80   [b]damiane80 კი სკოლაში ის...   Jan 31 2014, 02:24 PM
A.V.M   მომწონს თქვენი აქტ...   Jan 18 2014, 02:03 PM
ikanosi   რა წიგნებს კითხულო...   Jan 29 2014, 07:19 PM
MIRDAT   აივენჰოს ვიწყებ ახ...   Jan 29 2014, 07:24 PM
terra   MIRDAT ვამბა არ გამოგრ...   Jan 30 2014, 12:46 AM
MIRDAT   ჰეჰ, დავიწყე აივენ...   Jan 30 2014, 01:00 AM
ikanosi   MIRDAT ჰოდა ჯადოსნური ...   Jan 30 2014, 01:07 PM
A.V.M   MIRDAT კაი ხნის წინ წავ...   Jan 30 2014, 11:26 PM
damiane80   სრული ვერსია პოემი...   Jan 31 2014, 02:35 PM
G_saxva   damiane80 ყველაფერის თა...   Jan 31 2014, 02:49 PM
qetevano   ყველაფერის თავი დ...   Jan 31 2014, 03:36 PM
G_saxva   :blink: :blink: :blink: ეგ კ ი არ...   Jan 31 2014, 04:28 PM
გულთმისანი   არა არ წამიკითხავ...   May 16 2014, 02:12 PM
marine   ზოგჯერ უკიდურესად ...   Jan 31 2014, 03:42 PM
ikanosi   G_saxva დორიან გრეიში ა...   Jan 31 2014, 10:16 PM
A.V.M   ikanosi [quote] მურტალი საკ...   Feb 1 2014, 01:09 AM
G_saxva   გულთმისანი რავიცი...   May 16 2014, 03:11 PM
marine   "მწერლის ქმნილებ...   Aug 5 2015, 01:49 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2026 - 08:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი