![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ჩემი ნააზრევი შემოგთავაზოთ.
ამას წინათ გავხსენი თემა: "წირვაზე წასვლის მთავარი მიზანი" და იქვე მივუთითე რომ მაინტერესებდა უმთავრესი მიზანი და არა ყველაფერი დანარჩენი , რაც შესაძლოა ამ მიზნიდან გამომდინარეობდეს. რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს, პასუხი იყო ძალიან უცნაური...მხოლოდ ორმა ადამიანმა თქვა რომ მთავარი მიზანი არის უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება, ყველა დანარჩენი შემოიფარგლა ზოგადი პასუხებით: "კარგად ვგრძნობ თავს; სიხარულისთვის; შვებისთვის; ამის გარეშე არ შემიძლია; სიმშვიდისთვის და სიყვარულისთვის; ღმერთის გარეშე მეშინია; ბოროტი ძალებისგან დასაცავად; გრძნობ უფალს უფრო ახლოს და თითქოს სწყდები მიწიერს; ..." და პასუხზე: "უფალთან შესახვედრად"-როდესაც მოვთხოვე უფრო დაზუსტება, მივიღე: "ტაძარში როცა მივდივარ და იქიდან ვბრუნდები სახლში ვგრძნობ რომ უფალი ჩემთანაა " მეორესთან, როდესაც მის პასუხზე: "შვება"-დაზუსტება მოვთხოვე, პასუხი ასეთი მივიღე: "მე ის დავწერე, რასაც დღეს ვეძებ - შვებას, თუ რისგან ეს უკვე აღარაა საინტერესო, ხვალ შეიძლება სხვა რამეს ვეძებდე, ზეგ სხვას " ნუ გამიგებთ, რომ რამეს კონკრეტულად ვინმეს ჩავეძიე სპეციალურად...უბრალოდ თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა, რომ ასეთი ზოგადი ფრაზებით იყოს დატვირთული ჩვენი "ლიტურგიკული ლექსიკონი", მაშინ მეჩვენება, რომ დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. არ შეიძლება ვინმეს კითხვაზე:"რა არის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტში სიარულისა" გაუჩნდეს პასუხი: მეგობრებთან შეხვედრის საშუალება-თუმცა არც ამის გარეშეა, მაგრამ კითხვა ხომ უმთავრესს ეხება, უმთავრესზე პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს: "უნივერსიტეტში სიარულის მთავარი მიზეზია განათლების მიღება" ასევე, ჩემს კითხვაზე: "რა არის მთავარი მიზეზი წირვაზე წასვლისა", პასუხი ცალსახაა: "ზიარება უფლის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცთან", ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამოვა, რომ ქრისტე ტყუილად ეწამა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
იოანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. ეკლესიის კრიზისი არაფერი შუაშია, კრიზისი მე მაქვს და არ დამიმალავს, გულწრფელად გიპასუხე. ხუთი ადამიანის პასუხით საუბარი ეკლესიის კრიზისზე, ცოტა უცნაური მგონია. ხშირ შემთხვევაში შენ კონკრეტულ ადამიანებზე დაყრდნობით ზოგადად საუბრობ და გავიწყდება ადამიანების ინდივიდუალიზმი და მათი ინდივიდუალური პრობლემები და უძლურებები. სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი რომ მე ზიარების საიდუმლოს ვერ ვწვდები... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ეკლესიის კრიზისი არაფერი შუაშია, კრიზისი მე მაქვს და არ დამიმალავს, გულწრფელად გიპასუხე. ხუთი ადამიანის პასუხით საუბარი ეკლესიის კრიზისზე, ცოტა უცნაური მგონია. ხშირ შემთხვევაში შენ კონკრეტულ ადამიანებზე დაყრდნობით ზოგადად საუბრობ და გავიწყდება ადამიანების ინდივიდუალიზმი და მათი ინდივიდუალური პრობლემები და უძლურებები. სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი რომ მე ზიარების საიდუმლოს ვერ ვწვდები... მართალია იოანა. ეკლესიას კრიზისი არ შეიზლება ჰქონდეს,ის რომ ეკლესიაში ზედმიწევნით დადის ვინმე და ასრულებს ყველა წესს არ ნიშნავს რომ ის ეკლესიის წევრია. მოწოდებული მრავალია,რჩეული ცოტა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
malkhaz |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 19-January 07 წევრი № 876 ![]() |
[
ციტატა ნუ გამიგებთ, რომ რამეს კონკრეტულად ვინმეს ჩავეძიე სპეციალურად...უბრალოდ თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა, რომ ასეთი ზოგადი ფრაზებით იყოს დატვირთული ჩვენი "ლიტურგიკული ლექსიკონი", მაშინ მეჩვენება, რომ დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას .ის რომ ზოგადი ფრაზებით არის დატვირთული ჩვენი ლექსიკონი იმას კი არ ნიშნავს რომ ეკლესიაა კრიზისში არამედ იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვართ კრიზისში.ჩვენ ხომ დაგვანახა უფალმა გზა სიკეთისა და გზა ბოროტისა.თანაც არჩევანის საშუალებაც მოგვცა კი არ დაგვაძალა არამედ გვითხრა ამოირჩიე ამ ორიდან ერთ ერთი. რა ვიცი მე ესე ვფიქრობ.თუ ვინმეშია პრობლემა ალბათ ჩვენში უპირველესად. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#5
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეკლესიის კრიზისი არაფერი შუაშია, კრიზისი მე მაქვს ციტატა ეკლესიას კრიზისი არ შეიზლება ჰქონდეს ციტატა ჩვენი ლექსიკონი იმას კი არ ნიშნავს რომ ეკლესიაა კრიზისში არამედ იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვართ კრიზისში. საყვარელნო, რეებს წერთ? ვინაა ეკლესია? თუ თქვენ ეკლესიურებმა ვერ გაეცით პასუხი უმარტივეს და თან უმთავრეს კითხვაზე , და ამავე დროს ხართ ეკლესიურები და თუ ასე ფიქრობს და აზროვნებს 85% პროცენტი ეკლესიური მრევლისა, და ეს ასეა, ამაში დამერწმუნეთ,მაშ ვინაა კრიზისში?ნამიბიის პარლამენტი თუ მაიქროსოფტი ნიკარაგუაში? რატომ გგონიათ, რომ ეკლესიას არ შეიძლება ჰქონდეს კრიზისი ან პირიქით აყვავების ხანა? და თუკი შეიძლება აყვავების ხანა ჰქონდეს, მაშინ ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ ადრე "დაყვავების" ხანა იყო? ეკლესია, რომლის ცოდვილი წევრებიც ჩვენ ვართ, არის მებრძოლი ეკლესია, დაუმარცხებელი, უძლეველი, მაგრამ მებრძოლი, ხანდახან დაჭრილიც, დასუსტებულიც, მაგრამ უძლეველი სწორედ იმ მისტიური ერთიანობით უფალთან, რომელსაც ჩვენ ევქარისტიულ კავშირს ვუწოდებთ, ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, რომ ვთქვათ რომ ჩვენ კრიზისში ვართ, და ჩვენი სამრევლოებიც კრიზისშია, და ეპარქიებიც კრიზისშია და აქედან ეკლესიაც კრიზისშია, ოღონდ არა ის მისტიური ეკლესია ზოგადობაში აღებული, არამედ ეს ჩვენი, მებრძოლი, კონკრეტულად კი ჩვენი ქართული ეკლესია... კანუდოსელის დაკვირვება აქ სწორად მიმაჩნია! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა ის რომ ეკლესიაში ზედმიწევნით დადის ვინმე და ასრულებს ყველა წესს არ ნიშნავს რომ ის ეკლესიის წევრია. და სიყვარული თავდაბლობა მორჩილება არ გაძლევს უფლება თავი ეკლესიის წევრად მიჩნიო ძალიან კატეგორიულად ხო არ ჟღერს ეს სიტყვები ![]() ადამიანი რომელიც ინდომებს დადის უხარია უყვარს ეზიარება მაცხოვრის სისხლს და ხორცს ! და აუცებ მას ეუბნები რო შენ თურმე იტყუებ თავს გონია რო ეკლესიის წევრი ხარ სინამდვილეში კი ეკლესიის წევრობა რჩეულთა ხვედირია ![]() და შენ შეგიძლია მხოლოდ მოწედებულთან რიცხვს მიაკუთნო თავი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
იოანა |
![]()
პოსტი
#7
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
KAIROS
მე პირადად არ მაქვს ძალა ვიფიქრო მთლიანად მრევლის, ეპარქიების და შესაბამისად ეკლესიის კრიზისზე, მაშინ როდესაც ჩემს კრიზისზე მიჭირს ფიქრი და ბრძოლა საკუთარი სისუსტეების დასაძლევად. ჩვენ სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობთ, თქვენ (შენ და კანუდოსელი) მუდმივად ზოგადად საუბრობთ და სამწუხაროდ როგორც ინდივიდი მე ეს საუბარი სულისთვის სასარგებლოს ვერაფერს მაძლევს, თუმცა კი ვეძებ სწორედ რომ თქვენს ნაწერებშიც. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
iako |
![]()
პოსტი
#8
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
არამგონია ეს ეკლესიის კრიზისის მომასწავებელი იყოს, თუ ადამიანები საკუთარი სულიერი კრიზისიდან თავის დასაღწევად ეკლესიას მოიმართავენ, რომ შვება იპოვონ. და დედა-ეკლესიას, უფალს აღიქვამენ მათ მკურნალად.
ეზიარო უფლის სხეულს და ხორცს არ ნიშნავს მოიპოვო სულიერი სიმშვიდე, სიხარული და მიუახლოვდე უფალს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
ლეონტი |
![]()
პოსტი
#9
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
და სიყვარული თავდაბლობა მორჩილება არ გაძლევს უფლება თავი ეკლესიის წევრად მიჩნიო ძალიან კატეგორიულად ხო არ ჟღერს ეს სიტყვები ![]() ადამიანი რომელიც ინდომებს დადის უხარია უყვარს ეზიარება მაცხოვრის სისხლს და ხორცს ! და აუცებ მას ეუბნები რო შენ თურმე იტყუებ თავს გონია რო ეკლესიის წევრი ხარ სინამდვილეში კი ეკლესიის წევრობა რჩეულთა ხვედირია ![]() და შენ შეგიძლია მხოლოდ მოწედებულთან რიცხვს მიაკუთნო თავი კარგად მესმის რასაც ამბობ, მაგრამ იმაში ხომ დამეთანხმები რომ ეკლესიის წევრი შეუძლებელია წაწყმდეს. ეკლესიის წევრი თავად არის ქრისტეს სხეულის ნაწილი და სიცოცხლეშია ღმერთთან ერთად. არავინ დადებს ხელს გუთანზე და მიატოვებს, თუ ხვნას დაიწყებ ბოლომდე უნდა ხნა,სანამ კვალს არ გაიტან. ხან იყო ეკლესიის წევრი და ხან არა ეგრე ხომ არ არსებობს? ხომ გაგიგია პირველად რა წესი იყო მიცვალებულ მრევლის წევრს რომ დებდნენ საფლავში და ლოცულობდნენ მისთვის,თუ მისი გვამი აყროლდებოდა,გასაგები იყო მისი სულის მდგომარეობა და ღმერთს უფრო მეტად ევედრებოდნენ მისთვის,თუ არა ,ყველა ხარობდა. მე არავის არ ვეუბნები რომ თავს იტყუებს ,მაგრამ ბევრი ტყუვდება. თეოდორე სტუდიელს მონათხრობი აქვს ახლომდებარე მონასტრის სანიმუშო წინამძღვრის შესახებ, აღწერილი აქვს ამ მოხუცის გარდაცვალება და თუ როგორ წაიყვანენ მის სულს ზღვიდან ამომავალი დემონები.მას საწყალობელს უწოდებს. გარანტია არავის არა გვაქვს.სიას ნუ ჩამოვწერთ. იმედია არ მიწყენ. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
გლახა |
![]()
პოსტი
#10
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მე მგონია ბევრს რომ კითხო ეკლესია რა არის..ყველაფერს გეტყვის ნამდვილი პასუხის გარდა...
ზოგს ეკლესია ქვები და კედლები ჰგონია... როცა ადამიანს ეკლესიის რაობა ვერ გაუგია, ვერ მოვთხოვთ რისთვის მიდის ეკლესიად... მე მგონია ბევრს რომ კითხო ეკლესია რა არის..ყველაფერს გეტყვის ნამდვილი პასუხის გარდა... ზოგს ეკლესია ქვები და კედლები ჰგონია... როცა ადამიანს ეკლესიის რაობა ვერ გაუგია, ვერ მოვთხოვთ რისთვის მიდის ეკლესიად... |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
მე მგონია ბევრს რომ კითხო ეკლესია რა არის..ყველაფერს გეტყვის ნამდვილი პასუხის გარდა... ზოგს ეკლესია ქვები და კედლები ჰგონია... როცა ადამიანს ეკლესიის რაობა ვერ გაუგია, ვერ მოვთხოვთ რისთვის მიდის ეკლესიად... და რა არის ეკლესია შენი აზრით, რისტვის მივდივართ იქ,იქნებ თქვენი აზრი მოგვახსენო ? ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ვალერი |
![]()
პოსტი
#12
|
![]() ვაკო გელოვანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 ![]() |
არც მთლად მასეა საქმე, რომ ხალხმა არ იცის რა არის ეკლესია,მადლობა ღმერთს პირადად ვიცნობ ისეთ ადამიანებს,რმომელთაც არა მარტო ის იციან რა არის ეკლესია, არამედ ეკლესიებიც აუშენებიათ(თუ შენ ფიქრომ რომ მათაც არ იციან რას ნიშნავს ეკლესია) და ბევრი ადამიანიც მოქცეულა მათი თავდაუზოგავი ღვაწლით.პრობლემები მართალია ბევრია, მაგრამ არც სულ წუწუნია კარგი საქციელი, მომავლის და უფლის კაცთმოყვარების იმედი უნდა გვქონდეს რომ მართლა გავიგოთ(უფლის შემწეობით და არა მარტო ჩვენი თავის იმედად) რა არის ეკლესია და საერთოდ რას მოგვიწოდებს ეკლესია და რა არის მაინც მთავარი ჩვენთვის.მე მგონია რომ სულის ცხონება არის უპირველესი რაც ჩვენ გვევალება და თუ ვინმე ფიქრობს ეს ძალიან იოლია, ცდება.
-------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#13
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მე გულით გიპასუხეთ, ეკლესია ჯერ გულში უნდა ააშენო, არა?
ერთია როცა იცი რისთვის მიდიხარ, და მეორეა როცა მართლა იმისთვის მიდიხარ რისთვისაც იცი რომ უნდა წახვედე. ყველაფერი თანდათანობითია, გვაცალეთ ბატონო ![]() უმეტესობამ გულში ჩაიხედა და ნახევრად აღიარა, რა ცოდვილები და პატარები ვართო. ადამიანს რომ სულ გახსოვდეს ქრისტე რომ დაიკლა და ეწამა და რომ კარგია იმქვეყნად ცხოვრება, არც ამდენ ცოდვას ჩაიდენდი და არც მაშინ იტირებდი როცა ვინმეს დაკარგავ ამ დედამიწაზე... აი მაგალითად, მე რომ ვიცი ქრისტე რომ უნდა დაკლან წირვაზე, წავალ ვეზიარები, ვიტირებ, მერე წამოვალ და ვიღაცას მივატოვებ, ვიღაცის გულს "დავკლავ" ისე რომ ჯვარცმასაც გამოვატარებ და კარგია? მთავარია პასუხი გავეცი "სწორად"? მე ვიმეორებ, მეშინია უფლის გარეშე და იმიტომ დავდივარ ეკლესიაში. თქვენ რა არ გეშინიათ? რომელი კრიზისი ხალხო, დაგავიწყდათ რა ეპოქა გამოვიარეთ? ნახევარზე მეტ ჩემს თანატოლს მშობლები ისე ზრდიან, ეკლესია ჩემ დროს იკრძალებოდა და ამიტომ არ ვმარხულობთ და კარგები ვართ მაინცო, ეუბნებიან. ასეთი ბავშვები მეგობრების, ახლობლების და შემთხვევების წყალობით ბოლოს და ბოლოს მივიდნენ ტაძრამდე და იქ მისულებს ნუ გავყრით ![]() ამ კრიზისში კაცობრიობა ყოველთვის იყო, და ამიტომაც ვიცით ასე ცოტა რჩეულის სახელი, ანუ იმათი ვინც ამისი გადალახვა შეძლო. სულ ნუ გაგიჟდებით ახლა ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მნათე |
![]()
პოსტი
#14
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
კანუდოსელი
სამწუხაროდ მართალი ხარ ![]() ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#15
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სამწუხაროდ ეს კრიზისი არა მარტო საქართველოშია, არამედ სხვაგანაც და იქაც,სადაც მებრძოლი ათეიზმის მარში არ ყოფილა...
მომიტევეთ ყველამ, თუ ჩემი კითხვა ტესტივით იყო, მაგრამ ცალსახა კრიზისია, როდესაც არა ნომინალურმა, არამედ პრაქტიკულმა-ეკლესიურმა მართლმადიდებელმა პასუხი წმინდა პროტესტანტული გასცა, როდესაც რაღაც ემოციებზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა წირვაზე წასვლის მიზეზის...ამას კი საკმაოდ დიდი ისტორია აქვს,მაგრამ ფაქტი ერთია: წირვის უმთავრესი მიზეზი და მიზანი არის უფლის წმინდა ხორცის და სისხლის ზიარება და არაფერი სხვა არაა ამასთან შესადარი, რადგან უფალი ჭეშმარიტად აღსდგა ნუ ჩათვლით რომ მე ამას მაწერინებს რაღაც სიძულვილი ან მსგავსი რამ,უბრალოდ დავწერე ის, რაც მეტკინა ნამდვილად. ის რომ ეკლესიაში ზედმიწევნით დადის ვინმე და ასრულებს ყველა წესს არ ნიშნავს რომ ის ეკლესიის წევრია. აბა კომპარტიის წევრია? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#16
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
აბა კომპარტიის წევრია? არაა გამორიცხული, პანტელეიმონ გიორგაძე ამბობს ჩვენ ეკლესიაშიც დავდივართ და ღმერთიც გვწამსო. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#17
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა არაა გამორიცხული, პანტელეიმონ გიორგაძე ამბობს ჩვენ ეკლესიაშიც დავდივართ და ღმერთიც გვწამსო ეგ განახლებული კომუნიზმია ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
iako |
![]()
პოსტი
#18
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
რა თქმაუნდა რწმენასაც სწავლა სჭირდება. რისი გვწამს და როგორ გვწამს. მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება რომ ადამიანის გულიდან ამოსული ლოცვა უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე უგულოდ და გაზეპირებულად ნათქვამს.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მნათე |
![]()
პოსტი
#19
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
დღეს მამაოს დავუსვი შეკითხვა, 'წირვაზე რისთვის დავდივართ?'-თქო, ხოდა რისთვის კი არა წ ი რ ვ ა ზ ე დავდივართო
![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#20
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა წ ი რ ვ ა ზ ე დავდივართო ჩაეთვალა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი