![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#101
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
protestanti
ციტატა ''ყოველნი ღმერთნი წარმართთანი, ეშმაკ არიან. ხოლო უფალმა ცანი შექმნა''ვახ. ნუ მელაპარაკები იეღოველივით ბიბლიური ტექსტებით, ეგრე მეც შემიძლია მოვიშველიო ![]() ბუდაც კრიშნაც და იესოც ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეამეთქი რა ვერ გაიგეთ რას ვამბობ ვააახ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
![]()
პოსტი
#102
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Atman
ციტატა ბუდაც კრიშნაც და იესოც ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეამეთქი რა ვერ გაიგეთ რას ვამბობ ვააახ და ხვდები მაინც რას ამბობ? ასეთი ღმერთის შესაძლებელია, რომ გწამდეს? თურმე ერთხელ სხვა რამეს გვასწავლის, მეორედ სხვა რამეს, მესამედ კიდევ სხვა რამეს და ასე დაბნეულს გვტოვებს. შენ ამბობს, რომ ღმერთმა მრავალი საშუალება მოგვცა მისი შეცნობისა და ეს საშუალებები ურთიერთგამომრიცხავია, ანუ ერთი საშუალება უარყოფს და გმობს მეორეს, მეორე საშუალება შესაბამისად პირველს და ასე ყოველი, რადგან უბრალო ლოგიკითაც კი ადვილია იმის წარმოდგენა, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს და არა მრავალი. ამას არ უნდა დიდი განსჯა. აქ არაა საბარი იმაზე, თუ რას ამბობს ესა თუ ის რელიგია ცხონებაზე. ჯერ იმაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ჭეშმარიტება ერთია და არა მრავალი (არ მესმის ამაზე როგორ შეიძლება დავა) და მერე ვიმსჯელოთ რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
terra |
![]()
პოსტი
#103
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
protestanti ნუ მელაპარაკები იეღოველივით ბიბლიური ტექსტებით, ეგრე მეც შემიძლია მოვიშველიო ![]() ბუდაც კრიშნაც და იესოც ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეამეთქი რა ვერ გაიგეთ რას ვამბობ ვააახ ![]() პირველი მცნება მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმრთნი უცხონი ჩემსა გარეშე. მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ არის ერთი ღმერთი, რომ მისი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთია და იგი არის ერთადერთი ღმერთი. იქვე იმიტომ არის განმარტება და „არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“. უფლის გარეშე სხვა ღმერთის ღმერთად აღიარება პირველი მცნების დარღვევაა. ბუნებრივია, რომ სამყარო, ყოველივე ხილული თუ უხილავი, ერთი უფლის მიერ არის შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ უფალი არის ერთადერთი ღმერთი. ხშირად ადამიანები ივიწყებდნენ და დღესაც ივიწყებენ ამას და ქადაგებდნენ (ზოგიერთები დღესაც ქადაგებენ) მრავალღმერთიანობას. მათ თითქოს არ ჰყოფნიდათ ერთი ღმერთი და მრავალღმერთიანობისაკენ მიიდრიკებოდნენ. ეს ცდომილება მით უფრო აქტუალური იყო მოსეს თანამედროვე ისრაელისათვის, რომელიც ხშირად ვარდებოდა კერპთაყვანისმცემლობაში, უცხო ღმერთებისადმი თაყვანისცემაში და ამით ჭეშმარიტ ღმერთს ღალატობდა. ფსალმუნში გვიწერია: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ - რაც პირდაპირ მიგვითითებს, რომ სხვა, უცხო ღმერთები, გარდა ერთადერთი ჭეშარიტი ღმერთისა, ბოროტისგანაა. როგორ გაჩნდა მრავალღმერთიანობა? თავიდან, პირველი ადამიანები, იგულისხმება ადამ და ევა, ასევე მათი შთამომავლები, მონოთეისტები იყვნენ და ბუნებრივია, მათ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი. იცოდნენ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია და იგია ყოვლის გამგებელი ამქვეყნად. მაგრამ თანდათანობით, რაც უფრო მრავლდებოდა კაცობრიობა და რაც უფრო სუსტდებოდა მასში სულიერი ძალა, იგი ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი მაინც. ასე ხდებოდა მათი ცნობიერების გაუკუღმართება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ეშმაკის ზემოქმედების გარეშე არ ხდება, ვინაიდან იგია ყოველი ბოროტების წყარო სამყაროში. ბუნებრივია, ადამიანებს თანდათანობით ავიწყდებოდათ ცოდნა, შემეცნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და ისინი ახალ ღმერთებს, ახალ კერპებს იგონებდნენ, თუმცა ჭეშმარიტი სარწმუნოების, უფლის ხსოვნის სრული აღხოცვა მაინც არ ხდებოდა. ჭეშმარიტი რწმენის რაღაც მცირე ნაწილი მაინც შემონახული იყო მათში, ოღონდ გაუკუღმართებილი სახით. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად უცხო რელიგიებში შესაძლებელია ჭეშმარიტების მარცვალი დავინახოთ, რამაც შეიძლება ადამიანები დააბნიოს და აფიქრებინოს, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის არსებული საერთო მორალური ნორმები, გარეგნული თუ შინაგანი მსგავსება, თითქოსდა მათ თანასწორობაზე მეტყველებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ჭეშმარიტი მარცვალი, ის ნაწილობრივი სიმართლე, რაც შეიძლება იყოს კიდეც სხვა სარწმუნოებაში, არის ანარეკლი იმ სამოთხისეული მეხსიერებისა, იმ პირველცოდნისა, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ, ანუ ყველა იმ ერის პირველ წინაპრებს, რომლებიც დღესაც არსებობენ. ჩვენ, ბუნებრივია, ყველას საერთო წინაპარი გვყავდა და ამ წინაპართაგან წამოსული ცოდნა შერყვნილი და გაუკუღმართებული სახით დღესაც არსებობს ყველა ხალხში და სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობაში. აი, ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულ რელიგიებს, რაღაც საერთო მაინც აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სარწმუნოება იყოს ჭეშმარიტი, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლად იწოდოს. თუ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი ხარ, მისი მოძღვრება მთელი სისავსით უნდა აღიქვა და დაემორჩილო, ვინაიდან რელიგიაში არ შეიძლება რაღაც ნაწილის მიღება და დანარჩენის უკუგდება. არ შეიძლება, მხოლოდ ნაწილი მივიღოთ, დანარჩენი კი უარვყოთ, როგორც ზოგიერთი არაეკლესიური ადამიანი აკეთებს. ისინი თითქოსდა სხვადასხვა რელიგიებიდან, ფილოსოფიური მიმდინარეობებიდან ამოკრებენ მათთვის მისაღებ მორალურ ნორმებს, ინტელექტუალურ თეორიებს, სხვადასხვა აზრებს და ქმნიან თავის პირად სარწმუნოებას, მსოფლმხედველობას, რომელიც მხოლოდ მისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი. ეს არ გახლავთ ჭეშმარიტების, ღვთის ერთგულება. ასეთი ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ - „მე ჩემი თვალით ვუყურებ სახარებას“, „ჩემი თვალით ვუყურებ სარწმუნოებას“, „მე ჩემი შეხედულება მაქვს“. ეს „ჩემი“ და „მე“ მათთვის იმდენად ძვირფასია, რომ ღვთაებრივზე აღმატებული ხდება, მაშინ როცა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა გამოცხადებითი რელიგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ (რა თქმა უნდა, უფლის სრული შეცნობა შეუძლებელია, მაგრამ ის მცირედიც, რაც ვიცით), არის შედეგი იმისა, რომ ეს ცოდნა გამოცხადებით, ღვთის დაშვებით მოგვეცა. ოღონდ ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს კი არ ჰქონია გამოცხადება, არამედ ღვთის რჩეულ ადამიანებს, წინასწარმეტყველებს, წმიდანებს უფალი თავისი თავის შესახებ უცხადებდა იმ მცირედს, რისი დატევნაც ადამიანებს შეეძლოთ, თუნდაც ყველაზე გამორჩეულებსა და წმიდანებს. სწორედ მათგან ვიცით უფლის შესახებ. სხვაგვარად უფლის შეცნობა აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგალითად, როგორ შეიძლება, ჭიანჭველამ შეიმეცნოს ყველაზე აღმატებული, რთული ფილოსოფია. ყველამ იცის, რომ მისთვის შეუძლებელია პლატონისა და არსტოტელეს ფილოსოფიის გაგება. ასევე ადამიანს, რომელიც შეზღუდული არსებაა, არ შეუძლია გონებით შეიმეცნოს უფალი, მას მხოლოდ შეუძლია უფლისგან დაშვებით შეიმეცნოს, ანუ ეკლესიისთვის მიცემული ცოდნა გაითავისოს, მხოლოდ მასზე იფიქროს და არა საკუთარ მიწიერ ლოგიკაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნები გამოიტანოს. ასე რომ, პირველი მცნება, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა მცნებები, მარადიულია და დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა მოსე წინასწარმეტყველს მიეცა. სწორედ ჩვენი უფალია ჭეშმარიტი ღმერთი, სწორედ იგია ერთადერთი უფალი და არა უცხო სხვა ღმერთები, რომლებსაც არც უნდა ვემონებოდეთ და არც ვუჯერებდეთ, რადგან სხვაგვარად არ ვიქნებოდით არც ჭეშმარიტი ქრისტიანები და არც ჭეშმარიტი მორწმუნეები. ზურაბ ცხოვრებაძე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი რეალურად ორივეს, თუმცა ამ შემთხვევაში თუ გინდა კონცენტრირება(თემის სათაურის გამო) მოუნათლავებზე გააკეთე... ![]() მოუნათლავი ჩვილები, მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტებით, არც დაისჯებიან, არც დაჯილდოვდებიან: არც სატანჯველში ჩავარდებიან და ვერც ღვთის დიდებას შეუერთდებიან. ისინი არ დაისჯებიან, რადგან პირადი ცოდვები არ ჩაუდენიათ, მაგრამ ვერ თანაეზიარებიან სულიწმიდის მადლს, რადგანაც მათი ბუნება აღბეჭდილია პირველქმნილი ცოდვით. მაგრამ წყალობასა და ნუგეშს მაინც მიიღებენ ისინი ღვთისაგან, როგორც უდანაშაულოდ მოწყვეტილები. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
afxazi |
![]()
პოსტი
#104
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ცხონებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ქვემოთ წარმოდგენილი მაქსიმე აღმსარებლის ციტატა, ზოგადად მართმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებად მიიღოთ.
კითხვა: "ნუთუ მხოლოდ შენ ცხონდები, სხვები კი წარწყმდებიან? წმ. მაქსიმეს პასუხი: არავინ დაუგმია იმ სამ ყრმას, რომლებმაც არ სცეს თაყვანი ხატს, რასაც თაყვანს სცემდა ყველა ადამიანი, რადგან ეს ყრმები სხვებისას კი არ უკვირდებოდნენ, არამედ იმას უკვირდებოდნენ, რომ თვით ისინი არ დასცილებოდნენ ჭეშმარიტ კეთილმსახურებას. ასევე დანიელმაც, ჩაგდებულმა ლომების ხაროში, არათუ ვინმე დაგმო იმათგან, რომლებსაც, დარიოსის ბრძანების შესაბამისად, არ ულოციათ ღვთისადმი, არამედ თავისას უკვირდებოდა იგი და ირჩია მან სიკვდილი, ვიდრე ღვთისგან განდგომა, რომ ბუნებითად რჯულიერთა დარღვევის გამო არ გაემათრახებინა იგი საკუთარ სინდისს. ასევე, მეც ნუ მომასწრებს ღმერთი იმას, რომ ვინმე დავგმო, ანდა ის ვთქვა, რომ მხოლოდ მე ვცხონდები, თუმცა კი სიკვდილს ვირჩევ, ვიდრე იმას, რომ შიში მქონდეს სინდისისა, როგორც ღვთისადმი რწმენისგან რაიმეთი გადაცდომილს". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
terra |
![]()
პოსტი
#105
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
protestanti ბუდაც კრიშნაც და იესოც ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეამეთქი რა ვერ გაიგეთ რას ვამბობ ვააახ ![]() ქვემო ვიდეო ნახე და გააანალიზე. http://didgori.wordpress.com/2009/09/07/%E...83%94%E1%83%9B/ აი, რუსული ტექსტის შემდეგ რომაა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
![]()
პოსტი
#106
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
protestanti
ციტატა ქვემო ვიდეო ნახე და გააანალიზე.http://didgori.wordpress.com/2009/09/07/%E...83%94%E1%83%9B/ ყველაფრის გაკრიტიკება შეიძლება, თანაც დამაჯერებლად. უშუალო წყაროებს გაეცანი მაგ რელიგიებზე და მერე ვილაპარაკოთ. აღარ ვაპირებ რელიგიების თემაზე შენთან კამათს. რაც შეეხება მაგ ვიდეოს. ეგ ტანტრაა და მაგას ბჰაკტი იოგა გმობს. კამა სუტრა კი მეცნიერებაა ხორციელი სიყვარულის შესახებ და სხვათა შორის სანსკრიტიდან მისი ყველაზე ხორციელი ნაწილი თარგმნეს, ის ნაწილი კი რომელიც ქალსა და კაცს შორის ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს ეხება არ უთარგმნიათ. ვედებში ყველაფერია მოცემული მეცნიერების სახით. იარაღის ფლობის და გამოყენების ტექნიკაც და საომარი ტაქტიკაც. ვედებიდან ის უნდა აიღო რაც მთავარია და ღმერთს უკავშირდება. კრიტიკული თვალით თუ წაიკითხავ ნებისმიერ წიგნში იპოვი ნაკლს, სახარებაშიც და ყურანშიც. მე მინდა საერთო დაგანახოთ ბჰაკტი იოგასა და ქრისტიანობას შორის თქვენ კი აქ ტანტრიზმის კრიტტიკა დამიწყეთ. მეც ვიცი რომ ტანტრა არაა კარგი ![]() afxazi ციტატა და ხვდები მაინც რას ამბობ?ასეთი ღმერთის შესაძლებელია, რომ გწამდეს? თურმე ერთხელ სხვა რამეს გვასწავლის, მეორედ სხვა რამეს, მესამედ კიდევ სხვა რამეს და ასე დაბნეულს გვტოვებს. შენ ამბობს, რომ ღმერთმა მრავალი საშუალება მოგვცა მისი შეცნობისა და ეს საშუალებები ურთიერთგამომრიცხავია, ანუ ერთი საშუალება უარყოფს და გმობს მეორეს, მეორე საშუალება შესაბამისად პირველს და ასე ყოველი, რადგან უბრალო ლოგიკითაც კი ადვილია იმის წარმოდგენა, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს და არა მრავალი. ამას არ უნდა დიდი განსჯა. გაეცანი სიღრმისეულად რომ ამბობ ურთიერთგამომრიცხავიაო? დაუსვი შეკითხვები მაგ რელიგიების წარმომადგენლებს? თუ ადარებ ისიც ბოლომდე გამოიკვლიე, თუ არადა რატომ ადარებ საერთოდ? როგორ შეიძლება მართლმადიდებელმა მოძღვარმა აგიხსნას არამართლმადიდებლური რელიგიის ნამდვილი არსი? ციტატა ჯერ იმაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ჭეშმარიტება ერთია და არა მრავალი (არ მესმის ამაზე როგორ შეიძლება დავა) და მერე ვიმსჯელოთ რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი. ის ჭეშმარიტება რომელიც ერთადერთია და აბსოლუტურია სიტყტვით გამოუთქმელია ჩემო კარგო და იმიტომაც შეიქმნა ამდენი რელიგია რომ ცდილობს სიტყვით და დებულებებით გამოთქვან ის რასაც ენა ვერ აღწერს. მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია. ეს კანონზომიერია და რელიგია ვერ იცოცხლებს თუ საკუთარ დებულებებში ბოლომდე არ იქნება დარწმუნებული. შენიც მესმის დამცველი ხარ შენი რელიგიის ერთადერთობის, მაგრამ მეც დამცველი ვარ სხვა რელიგიების და კამათი გამიჭირდება შენთან, რადგან მე უფრო კარგად ვიცნობ ქრისტიანობას, ვიდრე შენ თუნდაც ბუდიზმს ან ინდუიზმს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#107
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
ატმან ანუ შენი აზრით ყველა რელიგია ჭეშმარიტია?
|
Atman |
![]()
პოსტი
#108
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Funkenstein
ციტატა ატმან ანუ შენი აზრით ყველა რელიგია ჭეშმარიტია? არა, მაგრამ არ დავაკონკრეტებ რომელი მიმაჩნია უფრო ახლოს მდგომად აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან ანუ ღმერთთან და რომელი არა... მაგრამ დავაზუსტებ რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არც ერთი რელიგია არ ამბობს, რელიგია მხოლოდ გზაა... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
![]()
პოსტი
#109
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
protestanti აღარ ვაპირებ რელიგიების თემაზე შენთან კამათს. აი ეს კი გამიხარდა, თორემ რაღაც დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს ![]() აწი თახვებზე და ოკაპებზე ვიკამათოთ ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
aia |
![]()
პოსტი
#110
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 385 რეგისტრ.: 23-January 08 წევრი № 3,725 ![]() |
ღმერთი თავად წყვიტავს ამას თქვენ დროს ნუ დაკარგავთ ამაო საუბარში ![]() ![]() -------------------- აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;
აკურთხევს სული ჩემი უფალსა დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის |
Otherguy |
![]()
პოსტი
#111
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
მოუნათლავი ჩვილები, მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტებით, არც დაისჯებიან, არც დაჯილდოვდებიან: არც სატანჯველში ჩავარდებიან და ვერც ღვთის დიდებას შეუერთდებიან. ისინი არ დაისჯებიან, რადგან პირადი ცოდვები არ ჩაუდენიათ, მაგრამ ვერ თანაეზიარებიან სულიწმიდის მადლს, რადგანაც მათი ბუნება აღბეჭდილია პირველქმნილი ცოდვით. მაგრამ წყალობასა და ნუგეშს მაინც მიიღებენ ისინი ღვთისაგან, როგორც უდანაშაულოდ მოწყვეტილები. აჰა ესეგი არც სამოთხეში მოხვდებიან და არც ჯოჯოხეთში? ჩვენმა სინოდმა რომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ჯოჯოხეთში წავლენო?(თუ ვცდები არ უნდა ეხლა ჩემი გაგდების მოთხოვნა!) მაშინ ერთ რამეს გკითხავ, და ნათლული 2 წლამდე ჩვილები დაჯილდოვდებიან? არც ნათლულს და არც უნათლავს - არ აქვთ ცოდვები ჩადენილი, ამასთან ერთად რაც მთავარია - არ აქვთ არც აზროვნება და არც არაფერი... ადამიანი სანამ არ ჩამოყალიბდება ზრდასრულ ადამიანად მისი ეგრე განსჯა ცოტა უაზრობაა... თუმცა მხოლოდ ჩემი აზრია... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#112
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
Funkenstein არა, მაგრამ არ დავაკონკრეტებ რომელი მიმაჩნია უფრო ახლოს მდგომად აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან ანუ ღმერთთან და რომელი არა... მაგრამ დავაზუსტებ რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არც ერთი რელიგია არ ამბობს, რელიგია მხოლოდ გზაა... და ამ გადაჯგუპებას როგორ ახდენ, ლოგიკაზე დაყრდნობით თუ შინაგანი განცდებზე დაყრდნობით? |
Natta |
![]()
პოსტი
#113
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 8-December 09 წევრი № 7,807 ![]() |
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა. წმ. კიპრიანე კართაგენელი |
Atman |
![]()
პოსტი
#114
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Funkenstein
ციტატა და ამ გადაჯგუპებას როგორ ახდენ, ლოგიკაზე დაყრდნობით თუ შინაგანი განცდებზე დაყრდნობით? ჯერ ერთი მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ მიმდინარეობებზე რომლებსაც კარგად ვიცნობ, სხვებს არ ვეხები, და საერთოდ სიტყვა რელიგიას მირჩევნია სიტყვა მიმდინარეობა ვიხმარო, იმიტომ რომ ბევრი აღმოსავლური მიმდინარეობა სექტა გონიათ. ჩვენთვის ცნობილი მთავარი რელიგიებიდან ყველა მიგვიყვანს ღმერთამდე, მაგრამ მათ გარდა არსებობს მრავალი განშტოება, თუნდაც ინდურ რელიგიებში, რომელიც ასევე სწორ გზად მიმაჩნია. "ამ გადაჯგუფებას" კი განცდებზე დაყრდნობითაც ვახდენ, ლოგიკაზე დაყრდნობითაც და რაც მთავარია კონკრეტულად იმ ადამიანების გაცნობით, რომლებიც ამ რელიგიებს ეკუთვნიან. მარტო წიგნებიდან ვერ დაადგენ რელიგიის არსს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Otherguy |
![]()
პოსტი
#115
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Funkenstein ჯერ ერთი მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ მიმდინარეობებზე რომლებსაც კარგად ვიცნობ, სხვებს არ ვეხები, და საერთოდ სიტყვა რელიგიას მირჩევნია სიტყვა მიმდინარეობა ვიხმარო, იმიტომ რომ ბევრი აღმოსავლური მიმდინარეობა სექტა გონიათ. ჩვენთვის ცნობილი მთავარი რელიგიებიდან ყველა მიგვიყვანს ღმერთამდე, მაგრამ მათ გარდა არსებობს მრავალი განშტოება, თუნდაც ინდურ რელიგიებში, რომელიც ასევე სწორ გზად მიმაჩნია. ანუ იმას ამბობ რომ ყველა რელიგია მიგვიყვანს ღმერთამდე? ეს რას ნიშნავს იცი? რომ ღმერთს არ აინტერესებს რომელ რელიგიას მიეკუთვნები... მაშინ რა აზრი აქვს რელიგიას მიეკუთვნებოდე საერთოდ... ანუ ამიხსენი რას ეძახი ღმერთამდე მიყვანას? თუ ღმერთი არსებობს და მას არ აინტერესებს რა რელიგიის ხარ და მაინც გაცხოვნებს, მაშინ ათეისტიც უნდა აცხოვნოს... რას ფიქრობ? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Atman |
![]()
პოსტი
#116
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Otherguy
ციტატა ანუ იმას ამბობ რომ ყველა რელიგია მიგვიყვანს ღმერთამდე?ეს რას ნიშნავს იცი? რომ ღმერთს არ აინტერესებს რომელ რელიგიას მიეკუთვნები... მაშინ რა აზრი აქვს რელიგიას მიეკუთვნებოდე საერთოდ... ანუ ამიხსენი რას ეძახი ღმერთამდე მიყვანას? თუ ღმერთი არსებობს და მას არ აინტერესებს რა რელიგიის ხარ და მაინც გაცხოვნებს, მაშინ ათეისტიც უნდა აცხოვნოს... რას ფიქრობ? მიყევი იმ გზას რომელიც აირჩიე და ბოლომდე მიყევი. ამას ვფიქრობ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Otherguy |
![]()
პოსტი
#117
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy მიყევი იმ გზას რომელიც აირჩიე და ბოლომდე მიყევი. ამას ვფიქრობ. და რატომ? სოციალიზაციისთვის და ინტერესისთვის? თავი მოვიტყუო? თუ მაინც ღმერთი არ არსებობს და თავს შევიქცევ რომელიმე რელიგიით რომლის რიტუალებიც მომწონს? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
terra |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
აჰა ესეგი არც სამოთხეში მოხვდებიან და არც ჯოჯოხეთში? ჩვენმა სინოდმა რომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ჯოჯოხეთში წავლენო?(თუ ვცდები არ უნდა ეხლა ჩემი გაგდების მოთხოვნა!) მაშინ ერთ რამეს გკითხავ, და ნათლული 2 წლამდე ჩვილები დაჯილდოვდებიან? არც ნათლულს და არც უნათლავს - არ აქვთ ცოდვები ჩადენილი, ამასთან ერთად რაც მთავარია - არ აქვთ არც აზროვნება და არც არაფერი... ადამიანი სანამ არ ჩამოყალიბდება ზრდასრულ ადამიანად მისი ეგრე განსჯა ცოტა უაზრობაა... თუმცა მხოლოდ ჩემი აზრია... სამოციქულო გვაქვს წაკითხული? არის იქ ეპიზოდები, სადაც სასწრაფოდ ნათლავენ ახლადდაბადებულ ჩვილებს. მაცადე ერთი, თუ მოვიძიე, დავდებ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
afxazi |
![]()
პოსტი
#119
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
ციტატა ჩვენმა სინოდმა რომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ჯოჯოხეთში წავლენო? როდის აქეთ გახდა შენი? ![]() ![]() არ მიუღია სინოდს აღნიშული გადაწყვეტილება და ტყუილად ცილს ნუ ვწამებთ. უნათლავად აღსრულებულ ბავშვებზე საეკლესიო სწავლებას აქვს მკაფიო სწავლება, რომ ესაა ღრმა და უფლის განგებულების საკითხი. თეორიულად შეიძლება როგორც იმის მტკიცება, რომ ისინი ჯოჯოხეთში მიდიან (თუმცა ეს უსამართლობა იქნებოდა) და ასევე ის რომ ისინი სასუფეველში მიდიან, ან არცერთის და არც მეორის. მაგრამ უფალი ჯერ სიყვარულია და მერე კანონი, და არა პირიქით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
terra |
![]()
პოსტი
#120
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ხო, ერთს გეტყვი კიდევ : ჩვენი, შეზღუდული, ადამიანური აზროვნებით და იმით, რასაც ლოგიკას ვუწოდებთ,
ვერ დავემთხვევით და ვერ შევიმეცნებთ საღმრთო განგებულებას, სამართლიანობას და მოქმედებებს. ეს გაითვალისწინე. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი