IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Closed TopicStart new topic
> არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;)
afxazi
პოსტი Dec 8 2009, 06:21 PM
პოსტი #121


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ისე ამერია თავგზა. ხომ ვერ გამარკვევდით რაზე ვსაუბრობთ, ცხონებაზე, ნათლობაზე, სხვადასხვა რელიგიებზე თუ სხვა რამეზე biggrin.gif biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 06:22 PM
პოსტი #122


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
და რატომ? სოციალიზაციისთვის და ინტერესისთვის? თავი მოვიტყუო? თუ მაინც ღმერთი არ არსებობს და თავს შევიქცევ რომელიმე რელიგიით რომლის რიტუალებიც მომწონს?


ვერ გავიგე რა გინდა და რას მეკითხები biggrin.gif




--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 8 2009, 06:26 PM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ამ თემის სიდიდით შეძრულ მკითხველს ვურჩევ წაიკითხოს პოსტები #18;73;103;104 და ბოლოს გადაიკითხოს პოსტი #5 smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 8 2009, 06:26 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



აბა ვინაა უმცირესობაში იმის მხარეს დავდგები რომ არ დაიჩაგროს tongue.gif biggrin.gif
მერე რა რომ მართლმადიდებელი ვარ.
ცოტას დავეხმარები,მოკლედ ბალანსი რომ შევანარჩუნოთ biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 8 2009, 06:30 PM
პოსტი #125


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ასევე, განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისგან განწმენდას; რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი, _ შეჩვენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება, გავიგოთ მოციქულის მიერ ნათქვამი, _ ”როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ _ სიკვდილი, ასევე, სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში იმიტომ, რომ ამით ყველამ შესცოდა“ (რომ. 5, 12). [ეს უნდა გავიგოთ ისე], როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით, ცოდვათა მისატევებლად, ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნი _ თუმცა, მათ არ შეუძლიათ, თვითონ, ცოდვის ჩადენა _, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისგან [ადამისგან]“ _ კართაგენის კრების 110-ე კანონი.

როგორც ვნახეთ, წმინდა მამათა სწავლებით, ბავშვთა ნათლობის გადადება არ შეიძლება და საჭირო არაა, ბავშვის ცუდად გახდომას დაველოდოთ. ამასთან, ფილიპე დიაკვანმა მონათლა მთელი სამარია და არ დაელოდა მოციქულებს, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ძალზე შორს. რადგანაც, სანამ მოციქულები მოვიოდოდნენ, იქნებ, ვინმე უეცრად გარდაცვლილიყო?! ამიტომაც, წმ. ფილიპემ არცერთი არ დატოვა _ ყველა მონათლა. მოციქულები კი შემდეგ მოვიდნენ და მთელ სამარიას ჩაუატარეს ხელისდადება, რაც მოგვიანებით იქცა მირონცხებად. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ”განმარტებაში“ ამბობს: ფილიპე დიაკვანმა იმიტომ მონათლა ამდენი ხალხი, რომ მღვდლები ცოტანი იყვნენ და როცა არ არის მღველი, საეკლესიო წესით, დიაკვანს შეუძლია, მონათლოს, როცა საჭიროება მოითხოვს. საფუძველი მონათვლისა კი არის შემდეგი გამონათქვამი (ისევ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა, რომელიც მათეს სახარების განმარტებაში წერს): ”ასე, რომ ყველა უნდა ფიქრობდეს სიცოცხლის დასასრულზე. ჩვილი ბავშვიც რომ იყოს, მასზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ არ გარდაიცვალოს მოუნათლავად“.

საერთოდ, რატომ ვინათლებით? _ იმიტომ, რომ პირველ რიგში სინანულითა და ნათლობის წყლით ჩამოვიშოროთ ჭუჭყი ცოდვისა, რომელიც ორგვარია: საკუთარი და წინაპრისა (პირველმამა ადამისა და საგვარეულო წინაპრებისა). ბუნებრივია, ახალშობილს გარკვეულ ასაკამდე საკუთარი ცოდვა არ გააჩნია, მაგრამ თუ ასეთი მოუნათლავად მაინც ცხონდება, მაშ, რატომღა ნათლავს მათ ეკლესია? ”ძველი აღთქმის“ დროს სასუფეველში ვერცერთი ვერ ხვდებოდა _ მართალნი ”აბრაამის წიაღში“ განისვენებდნენ მხოლოდ. როცა მამამთავარ იაკობს იოსების სიკვდილის ამბავს მიუტანენ, ის გოდებას იწყებს და ამბობს, ჩემს შვილთან ერთად ჩავალ შავეთშიო…

ამ საკითხზე უმრავლეს წმ. მამათა თანხმიერი აზრიც (”ჩონსენსუს Pატრუმ“) ისეთივეა, როგორიც მათ მიერვე შედგენილი განმარტებაც: ”უწყოდეთ, რამეთუ რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკვდინედ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლისცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ აყოვნებთ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და ნუ დააყოვნებენ ექვსსა და ანუ რვასა დღესა და შეამთხვიოს სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად. უკეთუ რვა დღემდე იცოცხლოს, დააცადონ და დღესა მერვესა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის. უკეთუ უდებ იქმნეთ, ხელთაგან თქვენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა“ (”მცირე კურთხევანი“, წესი და განგება ნათლობისა).

ისევ მოუნათლავ ბავშვებზე

დიახ, ცხონება-წარწყმედის საკითხი, სწორედაც, უფლის საიდუმლოა და ამიტომაც, გამომდინარე იქედან, რომ განგება ადამიანს აძლევს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ჩვენ ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, რატომ ცხონდება ერთი (დიდი თუ პატარა) და რატომ ვერა _ მეორე; ღმერთი რატომ უშვებს (ხელს ბოლომდე არ უშლის) ერთზე, მოევლინოს ამ ქვეყანას და მოინათლოს და სხვაზე _ არა თუ ვერა. აქ გვახსენდება ცნობილ დეკაბრისტ რილეევის შემთხვევა: როცა პატარაობაში მძიმედ ავადმყოფი კვდებოდა, დედამისი ეკლესიაში წავიდა და დაჟინებით სთხოვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მისთვის შვილი გადაერჩინა, რაზეც დედა-ღვთისამ მიუგო, რომ უმჯობესი იყო ამ პატარასათთვის, დროზე ადრე გასულიყო ამ სოფლიდან. ქალმა არ დაუჯერა და თხოვნა გააგრძელა, რომლის დროსაც ღონემიხდილს ჩაეძინა. ღვთისმშობელმა მარიამმა მას ჩვენებაში ანახა მისი შვილის მომავალი ზრდა და საქმიანობა, რაც ჩამოხრჩობით დასრულდებოდა, რადგან დიდობაში მასონურ რევოლუციაში (დეკაბრისტთა 1825წ. აჯანყება) მოუწევდა მონაწილეობის მიღება. დედამ მაინც შვილის ხორციელი ცხობრება არჩია და დედა-ღვთისამაც მისცა სათხოვარი _ შინ დაბრუნებულს პატარა სრულიად გამოჯანმრთელებული დაუხვდა. შემდეგ, როცა შვილი ეზრდებოდა, თვალწინ სულ ის კადრები უდგებოდა და ისეთი თანმიმდევრობით, რაც სიზმრეულ ჩვენებაში ნახა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დედამ თავისი შვილი, მართლაც, სახრჩობელაზე ჩამოკიდებული არ იხილა…

მართალს მწერთ, რომ უფალმა გამოგვისყიდა პირველქმნილი ცოდვისგან, მაგრამ გამოგვისყიდა სწორედ ნათლობით, როგორც სამწყემსო ბეჭდით, რომლის გარეშეც ვერცერთი, დიდი თუ პატარა, სულიერი ცხოვარი ვერ შევა ზეციურ ფარაში.

თქვენ თუ წიგნის ”კურთხევანი” ზოგიერთ რედაქციაში ეჭვი გეპარებათ, წმინდა მამათა მიმართ თქვენი იმ მოკრძალებიდან გამომდინარე, რაც თქვენს წერილებში ჩანს, ვფიქრობ, სრულიად ენდობით ქართული ეკლესიის მნათობ წმ. ექვთიმე ათონელს (IX-Xსს..), რომლის მიერ შედგენილ ”საეკლესიო კანონთა კრებულში” ვკითხულობთ: ”ყმაწვილს ნუ მოჰქრისტიანავ (მოაქრისტიანებ _ მღვდ. გ. ს.), პირდაპირ მონათლე. როცა მოგიწოდონ, რასაც გინდა აკეთებდე, თავი დაანებე და მონათლე; თუ კვდებოდეს შობის (იგულისხმება ბავშვის შობა _ მ. გ. ს.) დღეს, მაინც მონათლე სწრაფად. შუადღემდე შენ ნუ აიძულებ _ თუ მოგგვარონ, მონათლე. შუადღის შემდეგ შენ აიძულე, რომ მონათლონ. თუ მოუნათლავი მოკვდეს, წაიყვანე და მკვდრებთან დამარხე (იგულისხმება: ეკლესიის სასაფლაოზე დამარხვის უფლება მიეცი _ მ. გ. ს.), და ჟამი არა სწირო (ლიტურღია არ აღავლინო; შესაბამისად, არაქრისტეანზე არც პანაშვიდი სრულდება და არც ”წესის აგება“ _ მ. გ. ს.). თუ შენ იყო მიზეზი (ყრმის უნათლავად გასვლისა _ მ. გ. ს.), მიდი და უთხარი ეპისკოპოსს; თუ მიზეზი დედ-მამა იყოს, ისინი მიგზავნე. თუ ყმაწვილი ნათვლის პროცესში მოკვდეს ისე, რომ ემბაზში ჯერ არ ჩაგესვას, მოუნათლავია და შეწყვიტე მონათვლა; თუ მოასწარი ემბაზში ჩასმა და ისე მოკვდა _ ქრისტიანია და ნათვლა დაასრულე” (”მცირე სჯულისკანონი”, ”თეთრი სამღვდელოების დარიგება”, თავი VIII, ”საღვთისმეტყველო კრებული” 11, სრ. საქ. საპატრიარქო, თბ. 1983).

მამა გიორგი სხილაძე



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 06:31 PM
პოსტი #126


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რომელიმე გამოვიდეს და მიტხრას ერტი რომ ჩაპლინი, ფელინი, იპოლიტე ხვიჩია და სხვანი ჯოჯოხეთში მოხვდებიან იმის გამო რომ ეკლესიურად არ ცხოვრობდნენ biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 8 2009, 06:36 PM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Dec 8 2009, 06:31 PM) *

რომელიმე გამოვიდეს და მიტხრას ერტი რომ ჩაპლინი, ფელინი, იპოლიტე ხვიჩია და სხვანი ჯოჯოხეთში მოხვდებიან იმის გამო რომ ეკლესიურად არ ცხოვრობდნენ biggrin.gif

ეხლა კი ვინმე გამოვიდეს და მითხრას, რომ რახან ეკლესიურად ცხოვრებას ვცდილობ, ესე იგი დურაკი და მაზოხისტი ვარ
და ეკლესიის გარეშეც მშვენივრად ვცხონდები.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Dec 8 2009, 06:39 PM
პოსტი #128


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
არამართლმადიდებლები ცხონდებიან?

არა...
ციტატა
რატომაც არა?

იმიტომ...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 06:40 PM
პოსტი #129


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



და ქალმა ერთმა უხუცესმა თქვა:
- გვითხარი სიკეთესა და ბოროტებაზე.
და მან მიუგო:
- მე სიკეთეზე თქვენში შემიძლია გესაუბროთ, მაგრამ არა სიბოროტეზე, რადგან რაა სიბოროტე თუ არა შიმშილითა და წყურვილით გატანჯული სიკეთე.
მართლაცდა, როცა სიკეთე შიმშილს განიცდის, იგი საკვებს ბნელ გამოქვაბულშიც კი ეძებს და წყურვილისას დამყაყებული წყალიც არ ეთაკილება.

თქვენ კეთილნი ხართ, როცა თავთან ხართ ერთნი.
მაგრამ როცა თავთან ერთნი არ ხართ, არ ბოროტდებით.

რადგან გაყოფილი სახლი მპარავთა ბუნაგი როდია, ის მხოლოდ და მხოლოდ გაყოფილი სახლია.
და გემსაც საჭეს გარეშე, სახიფათო კუნძულებს შორის ძალუძს უგზოო ტივტივი ისე, რომ ფსკერზე არ დაიძიროს.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა თქვენივე თავიდან ცდილობთ გასცეთ.
მაგრამ ბოროტნი არ ხართ, როცა კი თქვენთვის სარგებელს ეძებთ.
რამეთუ, სარგებლის მოპოვებისას თქვენ ფესვნი ხართ, მიწას ვინც დაეწაფება და მის მკერდს წოვს.
მერწმუნეთ, ნაყოფი ფესვს არ ეტყვის: `ჩემნაირი იყავი, მწიფე დ მწვნიანი, ჩემი ბარაქით ბედოვლათი~.
რადგან ნაყოფისთვის გაცემაა საჭირო, როგორც მიღება ფესვისთვის.

თქვენ კეთილნი ხართ, როცა ლაპარაკობთ ძილქუშიდან მთლიანად გამოღვიძებულნი.
მაგრამ არ ხართ ბოროტნი, როცა გძინავთ და ენა თქვენი ტყუილად ლაყბობს.
და ენაბრგვილობასაც ძალუძს უძლური ენის გამაგრება.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა მიზნისკენ მტკიცე ნაბიჯით თამამად მიიწევთ.
მაგრამ ბოროტნი არ ხართ, როცა კოჭლობთ მისკენ მივალნი.
ისინიც კი, ვინც კოჭლობენ, უკან-უკან არ მიდიან.
მაგრამ თქვენ უფრო სწრაფნი ხართ და ძლიერნი, კოჭლს კოჭლად არ მოაჩვენებთ თავს და საქციელი ესე, ზნეკეთილად მიგაჩნიათ.
ვერ დაითვლება მაგალითნი თქვენი სიკეთისა, მაგრამ ბოროტნი მაშინაც არ ხართ, როცა არ ხართ კეთილნი.
თქვენ მხოლოდ უქმობთ და ზარმაცობთ.
ეჰ, ირმებს რომ კუთათვის სიმარდის სწავლება არ ძალუძთ!..

თქვენი თავისკენ ლტოლვაში ვეებადაა თქვენი სიკეთე და იგი ყოველ თქვენგანშია.
მაგრამ ზოგში ლტოლვა ძალუმი ნაკადია, თქვენს წყლებს რომ ზღვისკენ მიაქანებს და მთაბართა საიდუმლოებანი და ტყეთა სიმღერანიც თან მიჰყავს.
ზოგში იგი პაწია ნაკადულია, განშტოებებში რომ იკარგება, გაიმარყუჟებს და შრება, ვიდრე კი მისწვდება ნაპირს.
მაგრამ დაე, ის, ვინც ბევრს მიილტვის, ნუ ეტყვის მას, ვინც მცირედით კმაყოფილდება: `რატომ აყოვნებ და მერყეობ?~
რამეთუ ჭეშმარიტად კეთილი შიშველს არ ჰკითხავს: `სადაა სამოსელი შენი?~ და არც უსახლკაროს: `რა დაემართა სახლს შენსას?~





protestanti


ციტატა
ეხლა კი ვინმე გამოვიდეს და მითხრას, რომ რახან ეკლესიურად ცხოვრებას ვცდილობ, ესე იგი დურაკი და მაზოხისტი ვარდა ეკლესიის გარეშეც მშვენივრად ვცხონდები.


რა სისულელეა, ეგ ვინ უნდა გითხრას, უბრალოდ ნუ გეგონება რომ იმათზე მაღლა დგახარ ვინ ეკლესიურად არ ცხოვრობ. ვიცი რომ არც გგონია, მაგრამ ქვეცნობიერს თავისი ხრიკები აქვს a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 8 2009, 06:41 PM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Dec 8 2009, 07:20 PM) *

Otherguy

როდის აქეთ გახდა შენი? biggrin.gif biggrin.gif

არ მიუღია სინოდს აღნიშული გადაწყვეტილება და ტყუილად ცილს ნუ ვწამებთ. უნათლავად აღსრულებულ ბავშვებზე საეკლესიო სწავლებას აქვს მკაფიო სწავლება, რომ ესაა ღრმა და უფლის განგებულების საკითხი. თეორიულად შეიძლება როგორც იმის მტკიცება, რომ ისინი ჯოჯოხეთში მიდიან (თუმცა ეს უსამართლობა იქნებოდა) და ასევე ის რომ ისინი სასუფეველში მიდიან, ან არცერთის და არც მეორის. მაგრამ უფალი ჯერ სიყვარულია და მერე კანონი, და არა პირიქით.


"ჩვენი" ვიგულისხმე - ქვეყნის biggrin.gif აჰა ესეგი არ მიუღია, მაგას რა სჯობია...

რაც შეეხება ბოლო წინადადებას, მაგისთვის იხილე ძველი აღთქმა... smile.gif

ციტატა(protestanti @ Dec 8 2009, 07:20 PM) *

ხო, ერთს გეტყვი კიდევ : ჩვენი, შეზღუდული, ადამიანური აზროვნებით და იმით, რასაც ლოგიკას ვუწოდებთ,
ვერ დავემთხვევით და ვერ შევიმეცნებთ საღმრთო განგებულებას, სამართლიანობას და მოქმედებებს.
ეს გაითვალისწინე.


კარგია არა? როცა რამე დილემას ხვდები - ვერ ჩავწვდებით და დავანებოთ თავიო... ასე ნებისმიერი რელიგია იტყვის და 1 მიზეზიც არ ექნებათ რელიგიის შეცვლისა...



ATMAN: რა ვერ გაიგე? ძალიან გთხოვ წაიკითხე თავიდან რაც დაგიწერე და პასუხი გამეცი... თუ ამბობ რომ მნიშვნელობა არ აქვს რა რელიგიისა ხარ და მაინც ცხონდები, მაშინ რატომ არის აუცილებელი რომ ნებისმიერი რელიგია აღიარო? თუ რიტუალებში მონაწილეობა, სოციალიზაცია და ასე შემდეგ - უფრო მომგებიანი და საინტერესოა? smile.gif



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 06:43 PM
პოსტი #131


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lch

ციტატა
არამართლმადიდებლები ცხონდებიან?არა...


კაი კაცო smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 8 2009, 06:45 PM
პოსტი #132


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



თემა რას ეხება? ორმოცდაათ საკითხზე საუბრობთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 8 2009, 06:46 PM
პოსტი #133


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ფელინი დამხვდეს იქ თორემ საჩივარს დავწერ,იქ მაინც მეღირსოს მასთან საუბარი. biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 06:50 PM
პოსტი #134


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Otherguy
ციტატა
ATMAN: რა ვერ გაიგე? ძალიან გთხოვ წაიკითხე თავიდან რაც დაგიწერე და პასუხი გამეცი... თუ ამბობ რომ მნიშვნელობა არ აქვს რა რელიგიისა ხარ და მაინც ცხონდები, მაშინ რატომ არის აუცილებელი რომ ნებისმიერი რელიგია აღიარო? თუ რიტუალებში მონაწილეობა, სოციალიზაცია და ასე შემდეგ - უფრო მომგებიანი და საინტერესოა?


მე არ ვამბობ რომ აუცილებელია, ეს ადამიანის საკუთარი ნება და არჩევანია. თუ მიაჩნია აუცილებლად აირჩევს თუ არადა არა. ღმერთი არავის არაფერს არ ახვევს თავს. თუ სოციალიზმი მოსწონს ვინმეს სოციალიზმს აირჩევს, ეს არ მგონია ცუდი, უაზრობა და დროის კარგვა მგონია და მეტი არაფერი, იმიტომ რომ ოდესმე მიხვდება რომ სოციალიზმზე კარგი გზები არსებობს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, თუ იმდენი სიბრძნე არ ყოფნის რომ სხვის შეცდომებზე სწავლა შეძლოს... ჩემი აზროვნება ისე იყო მოწყობილი რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლა მერჩივნა სხვისი რჩევების მოსმენას. და ეს სულაც არ მგონია ცუდი, იმიტომ რომ რაც გავაცნობიერე და გამოვცადე ჩემით გამოვცადე და არა ბრმად მინდობით, რომელიც ასევე კარგი იქნებოდა, მაგრამ საამისოდ სიბრძნე არ მქონდა smile.gif

afxazi

ციტატა
თემა რას ეხება? ორმოცდაათ საკითხზე საუბრობთ.


გვაცადე კაცო ძლივს მოვედი კამათის ხასიათზე, მერე წაშალე ოფფები a075.gif

b-a-r-b-a-r-e

ციტატა
ფელინი დამხვდეს იქ თორემ საჩივარს დავწერ,იქ მაინც მეღირსოს მასთან საუბარი.


რას ამბობ, ფელინი თავიდან უნდა დაიბადოს და ეგეთი ფილმების გადაღება გააგრძელოს, ცათა სასუფეველში ვერ გავუშვებთ ჯერ tongue.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 8 2009, 06:52 PM
პოსტი #135


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Dec 8 2009, 06:40 PM) *


protestanti
რა სისულელეა, ეგ ვინ უნდა გითხრას, უბრალოდ ნუ გეგონება რომ იმათზე მაღლა დგახარ ვინ ეკლესიურად არ ცხოვრობ. ვიცი რომ არც გგონია, მაგრამ ქვეცნობიერს თავისი ხრიკები აქვს a075.gif

კარგი რჩევა იყო, მე მოვკვდე. ვითვალისწინებ.
გმადლობ.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 06:58 PM
პოსტი #136


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



protestanti

ციტატა
კარგი რჩევა იყო, მე მოვკვდე. ვითვალისწინებ.გმადლობ.


ხო, ეგ როგორც წესი ყველა რელიგიური პირის მთავარი ნაკლია, რომ არარელიგიურებზე მაღლა აყენებს თავს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 8 2009, 07:00 PM
პოსტი #137


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
გვაცადე კაცო ძლივს მოვედი კამათის ხასიათზე, მერე წაშალე ოფფები

კარგი ოღონდ ნამეტანი არ დაშორდეთ თემას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 07:04 PM
პოსტი #138


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დავდებ ნაწყვეტს ჯემალ ქარჩხაძის ზღაპრიდან "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული" საინტერესო შეხედულებაა ცათა სასუფეველზე და ჩვენს ქვეყანაზე:



განაგრძო გზა. აღარც ძალ-ღონე აქვს, აღარც ნატვრა, აღარც ცოდნა. მაინც მიდის. მიდის და უკან არა რჩება რა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ გამოქვაბულს მიადგა. გამოქვაბული ისეთი ვიწროა, შიგ ადამიანი ვერ შეეტევა. შემოსასვლელიც არსაითაა, რადგან ყოველი მხრიდან ბნელი უფსკრული შემოსდგომია. რა ექნა უფლისწულს? სხვა გზა არ ჰქონდა, ადგა და რის ვაივაგლახით შევიდა გამოქვაბულში, მიარღვევს გამოქვაბულს და მიდის. ცოტა რომ გაიარა, ხედავს, ძალის ქვეყანაში ორი ყოვლისმძლეველი დედაბერია. ერთი ქვაზე დგას და ცდილობს ის ქვა ასწიოს, რომელზედაც დგას, მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული ძალის ქვეყანას და ახლა ნატვრის ქვეყანას მიადგა. ხედავს, აქაც ორი ნატვრის მზეთუნახავია. ერთი ნატვრისთვალს შესცქერის და ევედრება: “ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, ისეთი ნატვრა მანატრე, რომელსაც ვერ შემისრულებო”. მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული ნატვრის ქვეყანასაც და ახლა სიბრძნის ქვეყანას მიადგა. ხედავს აქაც ორი სიბრძნის ხელმწიფეა. ერთი ყოვლისმცოდნე ქვევრს შესცქერის და ევედრება: “ქვევრო, ქვევრო. შენს ყოვლისშემძლეობას, აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ გამოიცნო, ერთი მეტია ორზე თუ ორი მეტია ერთზეო”, მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული სიბრძნის ქვეყანასაც. იარა, იარა და ხედავს, ერთ სასახლეში ორი დედოფალია. დგანან ეს დედოფლები და კაპასობენ, არა მე უფრო ლამაზი ვარ და არა მეო. გასცდა უფლისწული მოშურნე დედოფლებს. ხედავს, ორი ძმა გაყრილა და ცალ-ცალკე დასახლებულა. უმცროსი რომ დაიძინებს, უფროსი მის ეზოშიო შეიპარება და სარჩო-საბადებელს ჰპარავს, ჩემს შვილებს მეტი ჭამა უნდათო. უფროსი რომ დაიძინებს უმცროსი შეიპარება მის ეზოში და ახლა ის ჰპარავს სარჩო-საბადებელს, ჩემს შვილებს მეტი ჭამა უნდათო. გასცდა უფლისწული ქურდ ძმებს. ხედავს, ორი ხელმწიფეა. ხელმწიფეებს ერთიმეორე სძულთ, ხმლებით მიიწევენ ერთმანეთზე და სასიკვდილოდიმეტებენ ერთმანეთს.გასცდა უფლისწული მოძულე ხელმწიფეებს. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გამოქვაბულის ბოლოში გავიდა. გაიხედა და ხედავს, არც მიწაა, არც ცა, არც დღეა, არც ღამე. არაფერი არ არის ისეთი, კაცმა რომ თქვას, ესა და ეს არისო. შეკრთა უფლისწული მაგმა მამის ანდერძი გაახსენდა და გადააბიჯა გამოქვაბულიდან. იმავ წამს გამოქვაბული გაქრა. დარჩა უფლისწული სიცარიელეში. უცებ შორს თეთრი ღრუბლები გამოჩნდა. დაინახა თუ არა უფლისწულმა თეთრი ღრუბლები, თვითონაც თეთრ ღრუბლად იქცა., ხოლო მის ირგვლივ ფერების ქარავანი გაჩნდა. მიცურავს ღრუბელი – უფლისწული, მიჰყვებიან ფერები, ლივლივებენ, ხტიან, ეთამაშებიან და აისე წკრიალებენ, რომ ამაზე უფრო ტკბილი ხმა უფლისწულს თავის დღეში არ მოუსმენია. დიდხანს იცურა ასე ღრუბელმა უფლისწულმა თუ ცოტა ხანს, ბოლოს მიადგა ბედნიერების უკიდეგანო ზღვას., რომელსაც სახელი აქვს ზღვისა თორემ ზღვა არ არის. უახლოვდება უფლისწული ზღვას. ხედავს, რომ, როგორც კი ამ ზღვაში დაინთქმება, ბედნიერებას ეწევა. მიდის უფლისწული ზღვისკენ და მოდის ზღვა უფლისწულისკენ. მაგრამ იმ დროს როცა ერთმანეთს მიადგნენ, უეცრად რაღაცამ დაიკვესა, სამმა ელვამ – ლალისფერმა, ოქროსფერმა და ცისფერმა – ერთად იელვა და უფლისწულმა ძმა დაინახა. ძმას ხელები სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და გულისპირზეც სისხლი ეცხო. მაშინვე ზღვა უკუიქცა და გაუჩინარდა. გაკვირვებულმა უფლისწულმა მიხედ-მოიხედა. ხედავს, ირგვლივ ტრიალი მინდორია და თვითონ ამ მინდვრის შუაგულში დგას. უეცრად ტკბილზე ტკბილი ხმა მოესმა:
- უფლისწულო, უფლისწულო!
უფლისწულმა ყური მიუგდო. ხმა მისსივე მკერდიდან ამოდიოდა. გამოვიდა ხმა მკერდიდან, შრიალით მიმოიბნა მინდორში და იქაურობა ულამაზეს წალკოტად აქცია. მერე ერთ ადგილას შეიკრიბა და საცა შეიკრიბა, იქ უმშვენიერესი ქალწული გაჩნდა.
- რატომ არ შეხვედი უფლისწულო, ბედნიერების ზღვაში, განა ამისთვის არ იყავი წამოსულიო? – ჰკითხა ქალწულმა.
- ამისთვის ვიყავი წამოსულიო, - მიუგო უფლისწულმა, - მაგრამ ბედნიერების ზღვას რომ მივადექი, უცებ ძმა დავინახე, ხელები სისხლში ჰქონდა მოთხვრილი და გულისპირზეც სისხლი ეცხოო.
- მერე მაგან დაგაღონა? ბედნიერების ზღვაში ყველა მოგონება გაქრებოდაო.
- უკან უნდა დავბრუნდე უკანო, - თქვა უფლისწულმა, - სანამ ძმას სისხლს არ მოვბან, ვერ მოვისვენებო.
- შენ რომ იცოდე, რა ქვეყანაა ეგ ქვეყანა, უკან დაბრუნებას გულშიაც არ გაივლებდიო.
- ასეთი რა არისო?
- წამოდი გაჩვენებო.
წაიყვანა ქალწულმა უფლისწული და ერთ ბექობთან მიიყვანა.
- აბა გადაიხედეო!
უფლისწულმა გადაიხედა. ხედავს ქვემოთ თვალუწვდენელი უფსკრულია.
- ხედავო? – ჰკითხა ქალწულმა.
- ვერაო, - მიუგო უფლისწულმა, - თვალუწვდენელ უფსკრულის მეტს ვერაფერს ვხედავო.
- კარგად დააკვირდი და დაინახავო.
დააკვირდა უფლისწული. უყურა, უყურა, დიდხანს უყურა თუ ცოტა ხანს, ბოლოს უფსკრულის პირას თავისი ქვეყანა დაინახა. ხედავს, სისხლისფერია მისი ქვეყანა, სისხლის მზე ანათებს და სისხლის წვიმა აწვიმს. ქვეყნის შუაში სისხლის მდინარე მიედინება, მდინარის სათავეში გველეშაპი ჩაწოლილა. შეკრთა უფლისწული. შეძრა ამ სანახაობამ, მაგრამ თვალი მაინ ცარ მოაშორა. უყურა, უყურა, და აჰა, ადამიანებიც გამოჩნდნენ.ადამიანები ერთმანეთს დაერივნენ, კბილებით გლეჯენ ერთმანეთს, ბრჭყალებით ფლეთენ, თქლაფათქლუფით ჭამენ ერთმანეთის ხორცს, სულმოუთქმელად სვამენ ერთმანეთის სისხლს, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ, ახალ მსხვერპლს ეძებენ. შედრკა უფლისწული, შეზარა ამ სანახაობამ, მაგრამ თვალი მაინ ცარ მოაშორა. უყურა, უყურა და აჰა, ძმაც გამოჩნდა, სისხლით მოთხვრილ ხელში ხმალი უჭირავს, გულისპირზეც სისხლი სცხია. ქურან ცხენზე ზის და ყიჟინით მიქრის ვიღაცისკენ, ვინც მისი მტერია. აგერ, მეტრიც გამოჩნდა. მიუახლოვდნენ ერთმანეთს და ხედავს უფლისწული, რომ ისიც, ვინც მისი ძმის მტერია, მისი ძმა არის. მოიქნია უფლისწულის ერთმა ძმამ ხმალი და წააცალა თავი უფლისწულის მეორე ძმას. იშხუვლა სისხლმა და შეასკდა ცას. უფლისწულის ერთი ძმის მოკვეთილმა თავმა საწყალობელი თვალებით შეხედა უფლისწულის მეორე ძმას. ამ დროს ცხენების თქარათქური მოისმა და ორივე მხრიდან წამოვიდა ურიცხვი ლაშქარი. ხედავს უფლისწული, რომ ყველანი მისი ძმები არიან. დაერივნენ უფლისწულის ძმები ერთმანეთს, დააყენეს სისხლის ზღვა, სისხლით შეღებეს მთელი ქვეყანა. გული მოუკვდა უფლისწულს, ვეღარ გაუძლო ამ სანახაობას, მოტრიალდა, პირქვე დაემხო და მწარედ ატირდა. დიდხანს იყო ასე პირქვედამხობილი თუ ცოტა ხანს, ბოლოს ისევ მოესმაქალწულის ტკბილზე ტკბილი ხმა:
- ახლა ხომ ნახე, რა ქვეყანაა ის ქვეყანა, საიდანაც წამოხვედიო?
- ვნახეო.
- მაინ ცარ დაგიშლია იქ დაბრუნებაო?
- არაო, - მიუგო უფლისწულმა, - უნდა დავბრუნდეო.
- რა გაეწყობაო, - უთხრა ქალწულმა, - რაკი არ დაგიშლია, დაბრუნდი, ოღონდ იცოდე, დიდი განსაცდელი გელისო.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 8 2009, 07:05 PM
პოსტი #139


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Dec 8 2009, 06:58 PM) *

protestanti
ხო, ეგ როგორც წესი ყველა რელიგიური პირის მთავარი ნაკლია, რომ არარელიგიურებზე მაღლა აყენებს თავს.

ეგ ნაკლი, რელიგიურებსაც აქვთ და არარელიგიურებსაც (რელიგიურებს უწოდებენ ბნელებს, შეზღუდულებს, მონებს და ა.შ.)
და სერიოზული პრობლემაა. ძალიან სერიოზული.
არავინ თქვას, რომ არასდროს განუცდია rolleyes.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 07:06 PM
პოსტი #140


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



protestanti

ციტატა
ეგ ნაკლი, რელიგიურებსაც აქვთ და არარელიგიურებსაც (რელიგიურებს უწოდებენ ბნელებს, შეზღუდულებს, მონებს და ა.შ.)და სერიოზული პრობლემაა. ძალიან სერიოზული.არავინ თქვას, რომ არასდროს განუცდია


მართალი ხარ. მეორე მხარესაც აქვს ეგ პრობლემა. მე მაინც ვიცი ეს, ორივე მხარესთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი