![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
terra |
![]()
პოსტი
#161
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ჰო მაგრამ როგორ შეგიძლია არამართლმადიდებელ ადამიანს უყურო მე მიწერია რომ როგორ შეგიძლია არამართლმადიდებელ მეგობარს თვალებში მაინც შეხედო შენ ადამიანი ახსენე. მე მოგიყვანე ციტატა წმინდა წერილიდან. რა არის აქ გაუგებარი.. და ლინკი იმიტომ მოვაყოლე, რომ მეტ-ნაკლებად ეხმიანება თემას და უბრალოდ, ძალიან საინტერესოა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#162
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
შენ ადამიანი ახსენე. მე მოგიყვანე ციტატა წმინდა წერილიდან. რა არის აქ გაუგებარი.. და ლინკი იმიტომ მოვაყოლე, რომ მეტ-ნაკლებად ეხმიანება თემას და უბრალოდ, ძალიან საინტერესოა. ჰოდა ეთანხმები რაც მე დავწერე? დიახაც, ზუსტად იმ პათეტიკით და გრძნობით როგორც მე ჩევაქსოვე... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
terra |
![]()
პოსტი
#163
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
მე მიწერია რომ როგორ შეგიძლია არამართლმადიდებელ მეგობარს თვალებში მაინც შეხედო და ფიქრობდე რომ უყურებ იმ ადამიანს ვინც ჯოჯოხეთში მოხვდება და ამ ადამიანთან მეგობრობა გაკავშირებს და შენ დღე და ღამე იმას არ ფიქრობ თუ როგორ მოაქციო მართლმადიდებლობაზე... ![]() ჰოდა ეთანხმები რაც მე დავწერე? დიახაც, ზუსტად იმ პათეტიკით და გრძნობით როგორც მე ჩავაქსოვე... ![]() რა თქმა უნდა ვეთანხმები ![]() ეს ჩემთვის ძალზედ მტკივნეული თემაა, რადგან პირადი გამოცდილება მაქვს უახლოეს მეგობარზე, აღარ დავაკონკრეტებ - რა იყო და როგორ და რა მიზეზით. ერთ საღამოს დავსვი და კაი ხანს ვესაუბრე, მოფერებით, სიყვარულით (სხვანაირი მიდგომის უფლება არც გვაქვს ქრისტიანებს, თუ აშკარა გმობას და მკრეხელობას არ აქვს ადგილი). ის მაინც დღესაც თავის პოზიციაზე დგას სამწუხაროდ, მაგრამ მე მასთან მეგობრობა არ გამიწყვეტია. ერთიღა დარჩა - საკუთარი ქცევით და ცხოვრების ქრისტიანული წესით მივცე მაგალითი. და რას გადაწყვეტს დროთა განმავლობაში, ეს უკვე მისი თავისუფალი ნებაა, უფლისგან ბოძებული. და ჯოჯოხეთში მოხვედრას რაც შეეხება, ესეც აიწონა-დაიწონა საკითხია. მხოლოდ უფალმა უწყის : შეიძლება მე, ეკლესიის წევრი წარვწყმდე და ჩემი მეგობარი კი მოექცეს და ცხონდეს. ასე რომ, ვილოცოთ და უფალს მივანდოთ.. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
![]()
პოსტი
#164
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა რატომ გგონია რომ მართლმადიდებლებს მარტო მართლმადიდებლები უყვართ და სხვა დანარჩენი ყველა ებრალებათ?? არ გიცვნია კარგად მართლმადიდებლობა ჩემო კარგომართლმადიდებლობა სიყვარულია,მართო ერთმორწმუნეების კი არა,ყველას მიმართ,განა ვინმეს,დახმარება რომ გინდოდეს ჯერ გამოიკითხავ მართლმადიდებელია თუ არა და მერე დაეხმარები??სიყვარული კიდევ ეგაა,გულის და სითბოს გაყოფაა,თანადგომაა,მოფერებაა თავგანწირვაცაა,ყველა ადამიანშია,ღვთის უდიდესი საჩუქარი,უკვდავი სული,ყველა ადამიანი უკლებლივ უფლის ხატადაა შექმნილი,(მსგავსების მიღწევა ეგ სხვა საკითხია) რატომ არ უნდა მიყვარდეს სხვა არ მესმის,იმიტომ რომ მართლმადიდებელი არაა??რაო რო მწყუროდეს და მუსულმანმა ჭიქა წყალი მომაწოდოს არ გამოვართმევ??არ მივეფერები?არ არიან ფანაწიკები მართლმადიდებლები ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ როგორც წესი ასე არ არის. მართლმადიდებელი სხვათა შორის ათეისტთან უფრო კარგად მეგობრობს ვიდრე სექტანტთან. მუსულმანის გადმობირებას მართლმადიდებლობაზე არ ცდილობს, რადგან ინტუიტიურად ხვდება რომ ამის ძალა არ აქვს, მაგრამ ცდილობს გადმოიბიროს (კარგი გაგებით) სექტანტი ან ათეისტი (ან მორწმუნე მაგრამ არაეკლესიური გახადოს მეტადმორწმუნე და ეკლესიური) ეს კანონზომიერია და ამით თავის ადამიანურ ვალსაც იხდის და რელიგიურსაც, მაგრამ ახლა დავაკვირდეთ რა ხდება ქვეცნობიერში. მიიჩნევს თავის თანასწორად ასეთ ადამიანს? ნაკლებად... იმიტომ რომ თითქის ყველა ადამიანს 2 ტენდენცია გვაქვს, სხვებზე ან დაბლა დავაყენოთ თავი, ან მაღლა... მნიშვნელობა არა აქვს ეს რელიგიური კუთხით მოხდება თუ სხვა კუთხით. ეს ტენდენცია ყველაშია... ესეც კანონზომიერია რა თქმა უნდა, მაგრამ გაცნობიერებაა საჭირო. protestanti ციტატა აუF ისევ მეტემფსიქოზი კაცო?! მეტემფსიქოზი არ ვიცი მაგრამ რასაც შენ სატანისტს ეძახი, უმეტეს შემთხვევაში თინეიჯერების თვითგამოხატვა და თავისი ადგილის დამკვიდრებაა საზოგადოებაში, განსხვავებულობის წარმოჩენა, ხოლო რაც შეეხება იმათ, ვისაც ნამდვილ სატანისტებად მიაჩნიათ თავი, ეკლესიაში მისვლამდე ჯერ ასათიანზე უნდა შეიარონ ![]() ციტატა "მწვალებელსა კაცსა, შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3;10) - გვასწავლის წმიდა მოციქული პავლე. ამ ციტატასაც ცალმხრივად არ უნდა მივუდგეთ. როცა ეკლესიის გზაზე ახალი დამდგარი ხარ და შენ რწმენაში არ ხარ განმტკიცებული, მიზნად კი ეკლესიური ცხოვრება გაქვს დასახული, რა თქმა უნდა რაღაც პერიოდი "მწვალებლებს და ათეისტებს" უნდა ერიდო (და ბევრი დროც არ დახარჯო იმის ფიქრში მართლა მწვალებელია თუ გეჩვენება), მაგრამ მას შემდეგ რაც რწმენაში განმტკიცდები, სწორედ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა გაძლევს გამოცდილებას და გაძლიერებს. პირადად მე არ მესმის ადამიანები როგორ უნდა დავყო რაღაც ნიშნებით. რა თქმა უნდა ყველასთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს უშუალოდ და მტერიც უნდა გყავდეს და მოყვარეც, მაგრამ გიყვარდეს მტერი შენი ეს ისეთი პიკია გაცნობიერებულობის, რომ ამაზე აქ არ დავიწყებ ლაპარაკს. წმინდანების თითქმის ყველა ციტატას შეიძლება მოეძებნოს ასევე წმინდანების საწინააღმდეგო ციტატა და ისინი ერთმანეთს ავსებენ სინამდვილეში, მაგრამ ჯობია ორივე მხარე მოვიყვანოთ ხოლმე მაგალითად ![]() ციტატა ერთიღა დარჩა - საკუთარი ქცევით და ცხოვრების ქრისტიანული წესით მივცე მაგალითი.და რას გადაწყვეტს დროთა განმავლობაში, ეს უკვე მისი თავისუფალი ნებაა, უფლისგან ბოძებული.და ჯოჯოხეთში მოხვედრას რაც შეეხება, ესეც აიწონა-დაიწონა საკითხია.მხოლოდ უფალმა უწყის : შეიძლება მე, ეკლესიის წევრი წარვწყმდე და ჩემი მეგობარი კი მოექცეს და ცხონდეს.ასე რომ, ვილოცოთ და უფალს მივანდოთ.. ზუსტად! ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#165
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ცხონდები ატმანჯან , ცხონდებიიიიიიიიიიიი :
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#166
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
|
Atman |
![]()
პოსტი
#167
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მხევალი ნინო
მე უკვე ცხონებული ვარ ![]() Funkenstein კი ვეზიარე ერთხელ შემთხვევით, ყველა მეუბნებოდა ეზიარე ეზიარეო და მეც ვეზიარე თავი რომ დაენებებინათ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#168
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
მხევალი ნინო მე უკვე ცხონებული ვარ ![]() Funkenstein კი ვეზიარე ერთხელ შემთხვევით, ყველა მეუბნებოდა ეზიარე ეზიარეო და მეც ვეზიარე თავი რომ დაენებებინათ ![]() რატო აშინებ ხალხს? ეგოისტო ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
Atman |
![]()
პოსტი
#169
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Иисус сказал: Нет пророка, принятого в своем селении. Не лечит врач тех, которые знают его.
Ученики сказали Иисусу: Скажи нам, чему подобно царствие небесное. Он сказал им: Оно подобно зерну горчичному, самому малому среди всех семян. Когда же оно падает на возделанную землю, оно дает большую ветвь (и) становится укрытием для птиц небесных. "თომას სახარება" (აპოკრიფი) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#170
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
Otherguy
ციტატა ჰო მაგრამ როგორ შეგიძლია არამართლმადიდებელ ადამიანს უყურო, ელაპარაკო და ან სიბრალული არ გაგიჩნდეს ანდა ის რომ საერთოდ აღარ შეხვდე? თუ მას ვერ დაანახვებ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას თვალებშიც ვერ უნდა შეხედო რადგან გწამს რომ ჯოჯოხეთში მოხვდება... მე ადამიანებს გულში ვუყურებ შემოგევლე,გულში და თვალებში,ეგ უფლის ნებაა,ვის როგორი გზით და სად წაიყვანს,სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში,მაშინ ყველაზე უგუნური არსება უნდა ვიყო,ვინც არაა მართლმადიდებელი სათოფეზე რომ არ გავეკარო...განურჩევლად ყველა ადამიანს აძლევს უფალი იმ ერთ ხორბლის მარცვალს,სად დათესავს ეგ ადამიანის გადასაწყვეტია,ეკლებში ჩააგდებს,მოხნულ მიწაზე თუ ჩიტებს დაუგდებს საკენკად...რატომ არ უნდა შემეძლოს,არამართლმადიდებლის თვალებში ყურება??ან მოფერება,ან ჩახუტება??ან სიყვარული??ჩემი მოყვასი,ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს,რა გგონიათ,თუ ვინმე ბევრ სიკეთეს აკეთებს და სათნოებებითაა შემკული,რა,უფალი მაგ სიკეთეს დაუკარგავს??ღმერთს ყველა უყვარს, მე თუ კანფეტებს მომცემენ,თანაც ბევრს,მადლიერი ვიქნები და შევირგებ და შევიტკბობ,მარა ჩემი საქმე და განსაკითხი არაა,ნეტა გვერდით სადარბაზოში ვინმეს ჩემზე მეტი ხომ არ მისცეს თქო,შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი...უფალს კი არც ერთი ადამიანის წარწყმედა არ უნდა და არც ერთის!!! -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Atman |
![]()
პოსტი
#171
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
izi-bartki
ციტატა მე ადამიანებს გულში ვუყურებ შემოგევლე,გულში და თვალებში,ეგ უფლის ნებაა,ვის როგორი გზით და სად წაიყვანს,სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში,მაშინ ყველაზე უგუნური არსება უნდა ვიყო,ვინც არაა მართლმადიდებელი სათოფეზე რომ არ გავეკარო...განურჩევლად ყველა ადამიანს აძლევს უფალი იმ ერთ ხორბლის მარცვალს,სად დათესავს ეგ ადამიანის გადასაწყვეტია,ეკლებში ჩააგდებს,მოხნულ მიწაზე თუ ჩიტებს დაუგდებს საკენკად...რატომ არ უნდა შემეძლოს,არამართლმადიდებლის თვალებში ყურება??ან მოფერება,ან ჩახუტება??ან სიყვარული??ჩემი მოყვასი,ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს,რა გგონიათ,თუ ვინმე ბევრ სიკეთეს აკეთებს და სათნოებებითაა შემკული,რა,უფალი მაგ სიკეთეს დაუკარგავს??ღმერთს ყველა უყვარს, მე თუ კანფეტებს მომცემენ,თანაც ბევრს,მადლიერი ვიქნები და შევირგებ და შევიტკბობ,მარა ჩემი საქმე და განსაკითხი არაა,ნეტა გვერდით სადარბაზოში ვინმეს ჩემზე მეტი ხომ არ მისცეს თქო,შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი...უფალს კი არც ერთი ადამიანის წარწყმედა არ უნდა და არც ერთის!!! შემოგევლე ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#172
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
Atman
ციტატა შემოგევლე ![]() Otherguy თუ ვინმესთვის რამის ჩვენება გინდა,ჯობია პირადი მაგალითით აჩვენო ![]() არის რაღაცა რასაც ლაპარაკით და კითხვით ვერ გაიგებ,გულით უნდა ხედვა,გულით უნდა იგრძნო,ეს განცდაა და სიტყვებით ვერ გადმოსცემ ვერასდროს,გისურვებთ რომ გეგრძნოთ მადლი და წყალობა უფლისა,დანარჩენი მერე თქვენ გადაწყვიტეთ, გინდა გულში შეინახეთ და გინდა სული შეუბერეთ და გაფანტეთ.... აუ რა მაგრად მიყვარხართ ეეეეეეეეე, ![]() ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
marine |
![]()
პოსტი
#173
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სამოციქულოში წერია, რომ ყველა მართალი ადამიანი სათნოა უფლისთვის, თუნდაც წარმართი იყოს.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
damiane80 |
![]()
პოსტი
#174
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ამ საკითხზე იქნებ პირველ რიგში დაგვედო სახარების ის ადგილი, სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობს ცხონების საშუალებაზე და აქვე მიგვეყოლებინა მამათა განმარტებები. ამის შემდეგ უფრო დასაბუთებულად ვიმსჯელებდით.
ვისაც ელი მიგიწვდებათ და სათანადო ცოდნა გაქვთ ქენით ეს საქმე |
Otherguy |
![]()
პოსტი
#175
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს ![]() გინდაც გულით არ ეზიაროს? მე ბავშვობაში 10-ჯერ მაინც ვარ ნაზიარები, სკოლიდან დავყავდით და მექანიკურად - ვიცოდით რომ კარგი იყო ზიარება(რატომ იყო კარგი ეგ არ ვიცოდით) ჰოდა ხშირად გვაზიარებდნენ... ცხადია მარხვის მერე... ![]() ისე, რაღაც ისე არ გამოვიდეს, ადამიანზე გული შეგტკიოდეთ და ჯერ უთხრათ: "კაი არ გჯერა მართლმადიდებლობის მაგრამ აგერ წყალს დაგასხავთ(არადა გულისხმობთ მონათვლას) მარტივი პროცედურაა, დამიჯერე კარგი იქნება..." ჰოდა ასე შეიტყუებთ და მონათლავთ... ამის მერე ეტყვით: "დილით საჭმელი არ გექნება ნაჭამი, შემო ეკლესიაში ჭამე ცოტა..." და ასე გამოვა თავისდაუნებურად მართლმადიდებელი და ნაზიარები, ცხონდება? ![]() ჰოდა ამის მერე გეკითხებით: 1 წლის მონათლული ბავშვი რომ დაიღუპოს, ცხონდება? ![]() ჯერ რატომ უნდა ცხონდეს, და მერე როგორ, როცა არც აზროვნება გააჩნია და არც პიროვნება(ჯერჯერობით)... ![]() სამოციქულოში წერია, რომ ყველა მართალი ადამიანი სათნოა უფლისთვის, თუნდაც წარმართი იყოს. სათნოა თუ არა, არ ცხონდება და რა ხეირი? იყოს სათნო მერე... ესე იქნება, ღმერთთან წარდგება და: "იცი რაა, სათნო კაცი ხარ, კარგი ადამიანი, თუმცა მაინც ჯოჯოხეთში უნდა გაგიშვა, ბოდიში რა... ესეთი წესი გვაქვს..." ![]() თუმცა 1(ან კაი 5 წლამდე) წლის მონათლული ბავშვი რომ ავა, ბავშვი ეკითხება: ვინ ხარ? ღმერთი: ღმერთი ვარ... ბავშვი: ეგ რაღაა? ღმერთი: ჰმ... კაი დაივიწყე... წადი სამოთხეში, ნეტარება გელოდება... ბავშვი: ვაჰ ეგ რაღაა? კარგი რამეა? რითი დავიმსახურე? ღმერთი: მონათლული იყავი... ბავშვი: ეე ეგ რაღაა? ღმერთი: არაფერი დაივიწყე, რაც საჭირო იყო გაკეთებული გაქვს, სამოთხის საშვი გაქვს... ბავშვი: და სამოთხეში საერთოდ ვინ შედის ხოლმე? ღმერთი: მონათლული და კეთილი ადამიანები, კარგს რომ სჩადიან და ცუდი რომ სძულთ... ბავშვი: ვააჰ, კარგი და ცუდი რაღაა? ისე, სულ მინდოდა ჩემი ძმისთვის ერთი ნივთი მომეპარა, ძალიან მომწონს... ეგ კარგია თუ ცუდი? ![]() ეხლა მეჩქარება ამ იგავს ვერ დავასრულებ, აზრი გასაგებია... ![]() პ.ს. ეს ჩემგან: http://www.youtube.com/watch?v=urlTBBKTO68&feature=fvst ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
damiane80 |
![]()
პოსტი
#176
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა მოუნათლავი ჩვილები, მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტებით, არც დაისჯებიან, არც დაჯილდოვდებიან: არც სატანჯველში ჩავარდებიან და ვერც ღვთის დიდებას შეუერთდებიან. ისინი არ დაისჯებიან, რადგან პირადი ცოდვები არ ჩაუდენიათ, მაგრამ ვერ თანაეზიარებიან სულიწმიდის მადლს, რადგანაც მათი ბუნება აღბეჭდილია პირველქმნილი ცოდვით. მაგრამ წყალობასა და ნუგეშს მაინც მიიღებენ ისინი ღვთისაგან, როგორც უდანაშაულოდ მოწყვეტილები. ანუ არც ჯოჯოხეთში და არც სამოთხეში???, მაშ სად წავლენ, არის მესამე ადგილი აბრაჰამის წიაღის მსგავსი???. და რის საფუზველზე ვამბობთ, რომ არის "მესამე ადგილიც" |
Atman |
![]()
პოსტი
#177
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Otherguy
ციტატა სათნოა თუ არა, არ ცხონდება და რა ხეირი? იყოს სათნო მერე... ესე იქნება, ღმერთთან წარდგება და: "იცი რაა, სათნო კაცი ხარ, კარგი ადამიანი, თუმცა მაინც ჯოჯოხეთში უნდა გაგიშვა, ბოდიში რა... ესეთი წესი გვაქვს..." ![]() ![]() ![]() ![]() ციტატა ბავშვი ეკითხება: ვინ ხარ?ღმერთი: ღმერთი ვარ...ბავშვი: ეგ რაღაა?ღმერთი: ჰმ... კაი დაივიწყე... წადი სამოთხეში, ნეტარება გელოდება...ბავშვი: ვაჰ ეგ რაღაა? კარგი რამეა? რითი დავიმსახურე?ღმერთი: მონათლული იყავი...ბავშვი: ეე ეგ რაღაა?ღმერთი: არაფერი დაივიწყე, რაც საჭირო იყო გაკეთებული გაქვს, სამოთხის საშვი გაქვს...ბავშვი: და სამოთხეში საერთოდ ვინ შედის ხოლმე?ღმერთი: მონათლული და კეთილი ადამიანები, კარგს რომ სჩადიან და ცუდი რომ სძულთ...ბავშვი: ვააჰ, კარგი და ცუდი რაღაა? ისე, სულ მინდოდა ჩემი ძმისთვის ერთი ნივთი მომეპარა, ძალიან მომწონს... ეგ კარგია თუ ცუდი? მაგარია! ![]() ![]() ციტატა მოუნათლავი ჩვილები, მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტებით, არც დაისჯებიან, არც დაჯილდოვდებიან: არც სატანჯველში ჩავარდებიან და ვერც ღვთის დიდებას შეუერთდებიან. ისინი არ დაისჯებიან, რადგან პირადი ცოდვები არ ჩაუდენიათ, მაგრამ ვერ თანაეზიარებიან სულიწმიდის მადლს, რადგანაც მათი ბუნება აღბეჭდილია პირველქმნილი ცოდვით. მაგრამ წყალობასა და ნუგეშს მაინც მიიღებენ ისინი ღვთისაგან, როგორც უდანაშაულოდ მოწყვეტილები. და სადღაა აქ თავისუფალი ნება? არადა ვედები ამ ყველაფერს ისე კარგად ხსნიააააან, მაგრამ არ გეტყვით როგორ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
marine |
![]()
პოსტი
#178
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სათნოა თუ არა, არ ცხონდება და რა ხეირი? რაკი სათნოა, ეს იმას ნიშნავს რომ ცხონდება. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Atman |
![]()
პოსტი
#179
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მაინც მოვიყვან ნაწყვეტს, უცენზურო სიტყვებს კი გადავაკეთებ
![]() _ რას ფიქრობ, მართლა ყველა მართლმადიდებელს ამნისტიას გამოუცხადებენ? _ როდის? _ საშინელ სამსჯავროზე _ ჩუმად და სწრაფად თქვა კოლიანმა. _ შენ რა, მთელი ამ ფუფლოსი გჯერა? _ უნდობლად იკითხა შურიკამ. _ რა ვიცი, მჯერა თუ არ მჯერა _ თქვა კოლიანმა _ ერთხელ ტრუპიანი საქმიდან მოვდივარ ვარ, სული მაქვს დამძიმებული, ეჭვები მაქვს, კაროჩე, სულიერი უძლურება, რა. იქ კიდევ ბუტკაა ხატებითა და წიგნებით. მეც ერთი ვიყიდე, “ცხოვრება სიკვდილის შემდეგ” ქვია. წავიკითხე, სიკვდილის მერე რაც ხდება. ნატურაში, ყველაფერი ნაცნობია. ეგრევე მივხვდი. კაპეზე, სასამართლო, ამნისტია, სროკი, კოდექსის სტატია. მოკვდე _ იგვეა ციხიდან ზონაზე მოხვდე. სულს აგზავნიან ერთგვარ ზეციურ მოგზაურობაში _ საზვერეების გავლა ქვია. ყველაფერი, როგორც წესია _ ორი კანვოი, ქვემოთ კარცერი, ზემოთ ნიჩივო რა. ამ მოგაზაურობის დროს საქმეს გიკერავენ _ შენსას, სხვისას, შენ კიდე უნდა გამოძვრე ყველა სტატიიდან. მთავარია კოდექსი იცოდე. შეფმა თუ მოინდომა, მაინც კარცერში მიგაბრძანებენ. მაგას იმისთანა კოდექსი აქვს, ჯერ დაბადებული არა ხარ და ნახევარზე მეტი მუხლები გეხება. იქ, მაგალითად, ასეთი მუხლია _ ბაზარზე პასუხი უნდა აგო. ყველა სიტყვაზე უნდა აგო პასუხი, რაც ცხოვრეებში თქვი. მარტო იმისთვის კი არა, თუ სადმე არაკაცური ბაზარი შეგიყვანია გაიგე? რაც გინდა ფეხის ცერებზე იარო, პრიჩინას მაინც გიპოვიან და ჩაგსვავენ. სული იყოს და . . . სროკის მოჭრაც შეუძლია შეფს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ თავს უკანასკნელ "ნაგავს" უწოდებ. მაგას ეგ მაგრა ევასება. კიდევ ევასება, როცა მაგისი ეშინიათ. ეშინოდეთ და თავს "ნაგვად" გრძნობდნენ. იმისთანა გაბარიტული ნათელი აქვს, ფრთები ვეერივით, დაცვა, ერთი სიტყვით, ყველაფერი. ზემოდან ისე დაგხედავს _ აბა, "ნაგავოო", ყველაფერი გასაგებია? წავიკითხე და გამახსენდა: ადრე, როცა ძალოსნობაზე დავდიოდი და პერესტროიკა იყო, რაღაც მსგავსი “ოგონიოკში” იბეჭდებოდა. გამახსენდა და ოფლმაც დამასხა. ესე იგი, ადამიანი სტალინის დროს ისე ცხოვრობდა, როგორც ახლა სიკვდილის შემდეგ. _ ვერ გავიასნე _ თქვა შურიკამ _ ნახე, სტალინის დროს, სიკვდილის შემდეგ ათეიზმი იყო, ეხლა ისევ რელიგიაა. რელიგიის მიხედვით კი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ისეა, როგორც სტალინის დროს იყო. აზრზე მოდი, მაშინ როგორ იყო. ყველამ იცოდა, რომ ღამით კრემლის ფანჯარაში ნათურა ენთო, ფანჯრის იქით კი ის იყო. იმას საკუთარივით უყვარხარ, შენ კიდე ისე გეშინია, რამის "....", თანაც მთელი გულით უნდა გიყვარდეს. როგორც რელიგიაშია. სტალინი რატომ გავიხსენე _ ვერ გავიასნე, როგორ შეიძლება თან გეშინოდეს და თან გიყვარდეს მთელი გულით. _ მაგრამ თუ არ გეშინია? _ იკითხა შურიკამ _ ზნაჩიტ, ღვთის შიში არა გაქვს. ამისათვის კი _ კარცერში. _ რა კარცერი? _ იქ ამაზეც წერია. რაც მთავარია _ უკუნითი სიბნელე და კბილების ღრჭიალია. წავიკითხე და მერე ნახევარი საათი ვფიქრობდი, რანაირი კბილები აქვს სულს. კინაღამ დავიშოკე. მერე გავაგრძელე. ესე გავიგე, რომ თუ დროზე აღიარებ საკუთარ "ნაგვობას", განა აღიარებ, მაგრამ ნაღდში გაიასნებ, რომ მთელი ცხოვრება დიდი "ნაგავი" იყავი, ამნისტია გამოვა შენთვის _ სამოთხეში შეგიშვებენ, შეფთან. ეგრე მივხვდი, მაგათი მთავარი კაიფი პასტაიანნა შეფის ყურებაა, რომელიც ტრიბუნაზე დგას და პარადს იღებს. იქ მეტი არაფერი უნდათ, ან ესეა, ან პარაშის გვერდზე კბილები უნდა აღრჭიალო და მორჩა. მთავარი იცი რა არის, ამის დედაც _ ამ საქმეში მეტი არაფერიც არ არის _ ან ზედა ნარები ან კარცერი. მთელი სისტემა გავშპირე, მაგრამ აზრზე ვერ მოვდივარ, ვინ მოიგონა ესეთი მაგარი რამე. ვოლოდინ, შენ როგორ ფიქრობ? _ შენ გლობუსა გახსოვს? _ იკითხა ვოლოდინმა _ ბანკირი რომ გახდა? მახსოვს, _ უპასუხა კოლიანმა _ მეც მახსოვს _ თქვა შურიკამ და მოსვა თავისი რელიეფებიანი მათარიდან გამათავისუფლებელი სითხე _ სიკვდილამდე მაგრა გაიქაჩა. “პორშეთი” დადიოდა, ცეპები ეკეთა, თითო ხუთი ათას დოლარიანი. ტელევიზორში ვნახე, რაღაცის სპონსორი იყო რა. _ ჰოდა _ თქვა ვოლოდინმა _ პარიზში რომ ჩავიდა კრედიტის ასაღებად, იცი რა ქნა? იმათ ბანკირთან ერთად რესტორანში წავიდა, სუფრასთან ბაზარი უნდოდა. თვითონ კიდე ღორივით გაილეშა, როგორც “სლავიანსკი ბაზარში” და მორთო ღრიალი: “ოფიციანტ, ორი პედერასტი და ვედრით ჩეფირი მოიტა!” თითონ ცისფერი არ იყო, პროსტო ზონაზე . . . _ ბაზარი არ არი. მერე რა იყო? _ არაფერი. მოუტანეს და მოუყვანეს კიდეც. იქ ხომ ამის კაპიტალიზმია რამე. _ და კრედიტი მისცეს? _ მაგაში არ არის საქმე, მისცეს თუ არა. დაფიქრდი, თუ ეგეთი გაგებით დაამთავრა სიცოცხლე, გამოდის, რომ ზონიდან არც არასდროს გამოსულა რეალურად. პროსტო ისე გაიქაჩა, რომ “პორშეთი” დადიოდა და ინტერვიუებს იძლეოდა. მერე იმ ზონაზე თავისი პარიზიც გაჩითა. ისე, ეგ გლობუსა თავისი პედერასტებითა და ჩეფირით სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე რომ დაფიქრებულიყო, საინტერესოა, თავში რა აზრები მოუვიდოდა? _ არა, ეგეთ რამეებზე ბავშვობიდან არც უფიქრია. _ არა, მაინც რომ დაფიქრებულიყო? ისე, თუ ზონის მეტი არაფერი იცის და მაინც, როგორც ყველა ადამიანი უმაღლესი ნათლისკენ მიისწრაფის, მაშინ რაღას წარმოიდგენდა? _ შენი ვეღარ გავიგე _ თქვა კოლიანმა _ საით უბერავ, რისი უმაღლესი ნათელი? არანაირი უმაღლესი ნაღლისაკენ არ ისწრაფოდა, მაგრამ საჯელის უმაღლესი ზომა ნაღდში კი ემუქრებოდა. _ გავიგე, _ თქვა შურიკამ _ გლობუსას სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე ფიქრი რომ დაეწყო, ცვეტში იმ შენ ბროშურას წარმოიდგენდა. და მარტო გლობუსა კი არა. კოლიან, შენ დაუკვირდი, ეს ჩვენი სამშობლო სულ ზონა იყო და მომავალიც ზონა იქნება. მაგიტომაც ღმერთიც ეგეთია, მიგალკებიანი. ჩვენთან სხვანაირ ღმერთს ვინ იწამებს? _ შენ რა, ჩვენი ქვეყანა არ მოგწონს? _ მკაცრად კითხა კოლიანმა _ რატომ? მომწონს ადგილ-ადგილ. კოლიანი ვოლოდინისაკენ მოტრიალდა. _ ე, გლობუსას მაშინ პარიზში კრედიტი მისცეს? _ მე მგონი მისცეს. იმ ბანკირს ყველაფერი ძალიან მოწონებია. პედერასტების ამბავში იქ პრობლემა არასდროს იყო და, აი ჩეფირი კი გასინჯული არ ჰქონდათ. ამის მერე მოდაში შემოსულა თურმე და ჩაი ა ლა რიუს ნუვო ქვია. _ მომისმინეთ, _ წამოიძახა უცებ შურიკამ _ რა ვიფიქრე იცი, აი . . . ერთი სიტყვით . . . _ რა? _ იკითხა კოლიანმა. _ იქნებ არც ასეა ყველაფერი. ზონაზე რომ ვცხოვრობთ, ამიტომ კი არ გვყავს ღმერთი მიგალკებიანი პახანის პონტში, შეიძლება პირიქით, ზონაზე იმიტომ ვართ, რომ სირენებიანი შეფის მსგავსი ავირჩიეთ ღმერთად. მთელი ეს სიაფანდობა კბილებიანი სულების, ფეჩის, რომელშიც კომუნისტებს ხრაკავენ, ზეციური კანვოის შესახებ _ ეს ყველაფერი ხომ მრავალი საუკუნის წინ მოიგონეს. ჩვენთან კიდე სამოთხის აშენება დედამიწაზე მოინდომეს. ააშენეს კიდეც! სტოპრო, სულ ნახაზებით ააშენეს! მაგრამ სამოთხე, რომ ააშენეს, იცი, აღმოჩდა რომ ჯოჯოხეთის გარეშე არ მუშაობს, აბა, სამოთხე ჯოჯოხეთის გარეშე შეიძლება? ეს სამოთხე კი არა, ყ . . . ეობა იქნება. ესეიგი . . . არა, ფიქრისაც კი მეშინია. _ იქნებ იქ, სადაც ხალხი ნაკლებ ძღნერს ჭამს, ღმერთიც კეთილია. ისე, როგორც შტატებში ან იაპონიაში, _ დანანებით თქვა კოლიანმა. ტექსტი ირონიით და ცინიზმითაა გაჯერებული და საკმაოდ უხამსია (ნუ ამას კონტექსტი მოითხოვდა თორე ნაწარმოები არაა ასეთი უგემოვნო)... და მაინც არის ამაში რაღაც სიმართლის მარცვლები ჩემი აზრით... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
neo |
![]()
პოსტი
#180
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკულად არა.
და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა. 52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად? 53. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. 54. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. 56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. 57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. 58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. 59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს. -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი