IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;)
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 09:15 PM
პოსტი #61


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ციტატა
შემდეგ წმინდა გრეგორი ნისელი, ხმები მომივიდა წმინდა მაქსიმე აღმსარებელიცო...

მე ერთხელ გაგაფრთხილე და მეტს აღარ გავიმეორებ. ნუ ავრცელებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ იცი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 09:19 PM
პოსტი #62


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

მე საუბარი მქონდა ჯოჯოხეთის, როგორც დამსჯელი ადგილის მარადიულობაზე, თორე ჯოჯოხეთი რომ ჩვენ გონებაშია და დედამიწაზე იწყება ეს სხვა თემაა. მიმიხვდი ალბათ რისი თქმაც მინდოდა. ხოლო ოდესმე ცხონებაში არც თუ ისე მცირე დროს ვგულისხმობ. მაშინ უნდა დავკონკრტდეთ რა იგულისხმება ჯოჯოხეთში. თუ პირობითად ჩავთვლით რომ ეს ციხეა, მე ვამბობ რომ ადამიანი გამოვა საბოლოოდ ამ ციხიდან და კიდევ ექნება ღმერთთან მისვლის შანსი... და თან ეს შანსი ყველას ექნება მიუხედავად სასჯელის ხანგრძლივობისა, ხოლო სამუდამო პატიმრობა არ არსებობს. მითუმეტეს არ არსებობს "სიკვდილით დასჯა" ანუ სულის სიკვდილი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 7 2009, 09:19 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Dec 7 2009, 10:13 PM) *


აბსოლუტურად გაუაზრებელი გამონათქვამი. სიყვარული იეღოველთა ლიტერატურაზე გამოსახული ილუსტრაციები გგონია?


ლოლ, ახლახანს ჩემთან იყვვნენ სახლში მოსულები, ბებიაჩემს აბავდნენ... დღევანდელი ცხოვრება როგორი ცუდია, მალე სამოთხე დამყარდებაო... biggrin.gif

ჰოდა, გაუაზრებელი რატომ არის?

როგორც ქართველისთვისაა რთული სარწმუნოების შეცვლა ისევეა მუსლიმანისთვის და ბუდისტისთვის... რატომაც შენ არ იცვლი სარწმუნოებას იმიტომ არ იცვლიან ისინიც... ასე რომ მათი არცხონება ღმერთის მხრიდან არ იქნება კარგი საქციელი...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 09:21 PM
პოსტი #64


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
მაშინ კონკრეტულ კითხვას დავსვამ.

როდესა შენ შეგნებულად ირჩევ რომელიმე პიროვნებასთან არ ყოფნას (როგორი კეთილიც არ უნდა იყოს ის და როგორი სასიკეთოც არ უნდა იყოს მასთან ყოფნა), ამ დროს კი ამ უკანასკნელმა შეგიპყრო და ძალით წაგიყვანა თავისთან, რა მდგომარეობაში აღმოჩნდები?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 7 2009, 09:24 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Dec 7 2009, 10:15 PM) *

Otherguy

მე ერთხელ გაგაფრთხილე და მეტს აღარ გავიმეორებ. ნუ ავრცელებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ იცი.


ნუ სხვა თუ არაფერი, კათოლიკური ენციკლოპედია ამბობს:

Apocatastasis

http://www.newadvent.org/cathen/01599a.htm

A name given in the history of theology to the doctrine which teaches that a time will come when all free creatures will share in the grace of salvation; in a special way, the devils and lost souls.

This doctrine was explicitly taught by St. Gregory of Nyssa, and in more than one passage. It first occurs in his "De animâ et resurrectione" (P.G., XLVI, cols. 100, 101) where, in speaking of the punishment by fire assigned to souls after death, he compares it to the process whereby gold is refined in a furnace, through being separated from the dross with which it isalloyed.



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 09:28 PM
პოსტი #66


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ეგ არის სიცრუე და ამ შემთხვევაშI არ მაინტერესებს კათოლიკური ენციკლოპედია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 7 2009, 09:30 PM
პოსტი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Dec 7 2009, 10:28 PM) *

Otherguy
ეგ არის სიცრუე და ამ შემთხვევაშI არ მაინტერესებს კათოლიკური ენციკლოპედია.


კარგი, არ გკითხავ თუ რას ნიშნავს "სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ტბაში" რომელიც გამოცხადებაშI წერია, გავაგრძელოთ თემა...

გაეცი ჩემს შეკითხვებზე(ან წინადადებებზე) პასუხი თუ არ გეზარება. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 09:31 PM
პოსტი #68


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
მაშინ კონკრეტულ კითხვას დავსვამ.როდესა შენ შეგნებულად ირჩევ რომელიმე პიროვნებასთან არ ყოფნას (როგორი კეთილიც არ უნდა იყოს ის და როგორი სასიკეთოც არ უნდა იყოს მასთან ყოფნა), ამ დროს კი ამ უკანასკნელმა შეგიპყრო და ძალით წაგიყვანა თავისთან, რა მდგომარეობაში აღმოჩნდები?


გასაგებია შენი კითხვის არსი, მაგრამ პატიმრობის მერე ის პიროვნება რომელიც არ მომწონდა შეიძლება მომეწონოს, მითუმეტეს თუ გავაცნობიერე რომ ჩემთვის კარგი უნდა. ანუ ვგულისხმობ რომ თავად ღმერთის არ სიყვარული შეიცვლება ადამიანში ღმერთის სიყვარულით ოდესმე. ამას შეიძლება მილიარდი წლი დასჭირდეს, მაგრამ ეს მაინც მოხდება.



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 7 2009, 09:36 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 10:31 PM) *

afxazi
გასაგებია შენი კითხვის არსი, მაგრამ პატიმრობის მერე ის პიროვნება რომელიც არ მომწონდა შეიძლება მომეწონოს, მითუმეტეს თუ გავაცნობიერე რომ ჩემთვის კარგი უნდა. ანუ ვგულისხმობ რომ თავად ღმერთის არ სიყვარული შეიცვლება ადამიანში ღმერთის სიყვარულით ოდესმე. ამას შეიძლება მილიარდი წლი დასჭირდეს, მაგრამ ეს მაინც მოხდება.


ჰო მაგრამ ადამიანს ღმერთის მიმართ "სიყვარული" ყოველთვის ექნება, რადგან მას ცხონება ექნება... ამას "ვიგოდნიკობა" ქვია... smile.gif ასე რომ რეალურად ან განადგურება უნდა მოხდეს ცოდვილების ან ცხონება, თორემ მოსიყვარულე ღმერთის "გული" ვერ გაუძლებს მათ სამარადისო ტანჯვას... smile.gif ბოლოს მაინც მოლბება ღმერთის "გული" მთელი მსოფლიო რომ ყავდეს მოკლული... თორემ ისე სიყვარული აღარ იქნება... ჩვენ გვეუბნება: "მიუტევეთ"-ო და თავად რომ არ მიუტევოს მაგარი სასაცილო იქნება... biggrin.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 09:49 PM
პოსტი #70


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Otherguy

ციტატა
ჰო მაგრამ ადამიანს ღმერთის მიმართ "სიყვარული" ყოველთვის ექნება, რადგან მას ცხონება ექნება... ამას "ვიგოდნიკობა" ქვია...


ნუ ამ ვიგოდნიკობას ვერ გავცდებით, ყველა რელიგიის მიმდევარი "ვიგოდნიკია" და ძალიან ცოტანი არიან უანგარონი. მაგრამ რას ვიზამთ, სატყუარაა საჭირო რომ ღმერთი შევიცნოთ smile.gif



და საერთოდ ჩემ აზრს ვიტყვი მაგრამ მაინც ვერ გაიგებთ, ასე რომ საიდუმლოს დარღვევად არ ჩამეთვლება biggrin.gif :

ცათა სასუფეველი არის აქ და ახლა, უბრალოდ ვერ ვხედავთ იმიტომ რომ ილუზიაში ვართ. ის არასოდეს იქნება მომავალში და არ ყოფილა წარსულში, რადგან ესეც ილუზიებია.

ჩვენ ვგავართ ტალღებს, რომლებიც ოკეანეს ეძებენ და ვერ ხვდებიან რომ თავად არიან ოკეანის ნაწილები. თავის თავს გამოყოფენ ოკეანისგან და სხვა ტალღებსაც, ოკეანის სიღრმეს, ანუ ღმერთს კი ვერასოდეს შეიცნობ სანამ ტალღად არსებობას არ შეწყვეტ და ოკეანეში არ დაინთქმები. მოკლედ არაფერი არ არსებობს გარდა ოკეანისა, ეს ყველაფერი რასაც ვხედავთ, ტალღები, ქაფი და ბუშტუკებია. ზოგი ტალღა თამაშობს, ზოგი იბრძვის, ზოგი იტანჯება, ზოგი მაღლა ადის, ზოგი დაბლა ეშვება (და ვინც მაღლა აიწევს ის აუცილებლად დაეშვება)... და ეს ყველაფერი ილუზიაა ილუზია კი დროებითობას და არამარადიულობას ნიშნავს, მარადიული კი მხოლოდ ოკეანეა, რომლის გარდა სხვა არაფერი არსებობს...

ვა რა მაგრად ვთქვი! შთაგონება მოვიდა და... biggrin.gif წმინდანი რო ვიყო უეჭველი რომელიმე რელიგია წმინდა წერილში შეიტანდა ამ სიტყვებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 09:50 PM
პოსტი #71


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 10:44 PM
პოსტი #72


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
გასაგებია შენი კითხვის არსი, მაგრამ პატიმრობის მერე ის პიროვნება რომელიც არ მომწონდა შეიძლება მომეწონოს, მითუმეტეს თუ გავაცნობიერე რომ ჩემთვის კარგი უნდა. ანუ ვგულისხმობ რომ თავად ღმერთის არ სიყვარული შეიცვლება ადამიანში ღმერთის სიყვარულით ოდესმე. ამას შეიძლება მილიარდი წლი დასჭირდეს, მაგრამ ეს მაინც მოხდება.

ამის გამოვლინების შესაძლებლობა თუკი არსებობს პიროვნების მხრიდან ის ცხადია მივა კიდეც უფალთან, ოღონდ აქვე, დედამიწაზე.

ციტატა
ჰო მაგრამ ადამიანს ღმერთის მიმართ "სიყვარული" ყოველთვის ექნება, რადგან მას ცხონება ექნება... ამას "ვიგოდნიკობა" ქვია... ასე რომ რეალურად ან განადგურება უნდა მოხდეს ცოდვილების ან ცხონება, თორემ მოსიყვარულე ღმერთის "გული" ვერ გაუძლებს მათ სამარადისო ტანჯვას... ბოლოს მაინც მოლბება ღმერთის "გული" მთელი მსოფლიო რომ ყავდეს მოკლული... თორემ ისე სიყვარული აღარ იქნება... ჩვენ გვეუბნება: "მიუტევეთ"-ო და თავად რომ არ მიუტევოს მაგარი სასაცილო იქნება...

კარგად არ კითხულობ რასაც წერ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯოჯოხეთი ეს არაა დაუსრულებელი ცეცხლის გიზგიზი, ესაა შეგნებული განდგომა უფლისაგან. და თუკი არ უნდა ადამიანს უფალთან ყოფნა მას ძალით ვერ მიიყვანს თავისთან. გულისმოლბობა თუ პირდაპირ გესმის გამოდის ღმერთზე მატერიალური ხედვა გქონია. რას ნიშნავს გულის მოლბობა, განა უშვებ, რომ ღმერთი შესაძლოა ერთს ფიქრობდეს კონკრეტულ შემთხვევაში და შემდეგ შეხედულება შეიცვალოს.

ციტატა
გაეცი ჩემს შეკითხვებზე(ან წინადადებებზე) პასუხი თუ არ გეზარება.

გრიგოლ ნოსელს არ ქონია აღნიშნული მოძღვრება, ამის შესახებ აშკარად საუბრობს მაქსიმე აღმსარებელი და ერთ-ერთი მოღვაწე (სახელი აღარ მახსოვს), რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ გრიგოლ ნოსელის თხზულებაში (დიდი კათეკეტური სიტყვა) არსებული ორიგენისტული მოძღვრების ამსახველი ციტატები მოგვიანებითაა ჩართული, რადგან საერთოდ არ შეესაბამება ტექსტის მიმდინარეობას. ამას ტექსტოლოგიური მონაცემით ადასტურებს, კერძოდ გიორგი მთაწმინდელის თარგმანი აღნიშNული თხზულებისა, სადაც მსგავსი არაფერი გვხვდება (არ გვინდა ეხლა იმის მტკიცება, რომ გიორგი მთაწმინდელმა შეგნებულად დამალა ნოსელის მწვალებლობა). აშკარაა, რომ მას ის რედაქცია ქონდა ხელთ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გარყვნილი.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Dec 7 2009, 11:02 PM
პოსტი #73


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ზოგადად იმის კატეგორიული მტკიცება ვინ ცხონდება და ვინ არა ცოტა შეუძლებელია, რადგან ამას ღმერთი წყვიტავს, ღმერთი კი სიყვარულია რომელიც ყველა კანონზე მაღლა დგას.. ის ხედავს ადამიანის გულს ვის როგორ უყვარს, სწყურია იგი. ადამიანის გული შეხვდება რა უფალს , მერე იწყებს მის გამუდმებულ ძიებას, მასკენ ახლოს მისასვლელ გზებს ეძებს და პოულობს ჭეშმარიტებას..
მაგრამ მართლმადიდებლობაში გვაქვს სწავლება რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია და სწორი გზა უფლისკენ.
რომ სასუფეველში ნათლობის და უფლის გარეშე ვერავინ შევა "ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ."
" მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა"

სარწმუნოების ჭეშმარიტ გზას - ეკლესიის ისტორიის მანძილზე მუდამ ზედმიწევნით დაცულს - იმთავითვე ეწოდებოდა სწორი, მართალი (ბერძ. Óρθός), „მართლმადიდებლობა“, „ორთოდოქსია“, პეტრე მოციქულის სიტყვებით „ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ“.
პავლე მოციქული ასწავლის ტიმოთეს: „ისწრაფე თაჳსა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა“ (2 ტიმ. 2,15). ადრექრისტიანულ ნაწერებში გამუდმებით საუბრობდნენ „სარწმუნოების კანონების“, „ჭეშმარიტების კანონთა“ დაცვაზე.

მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას ადასტურებენ წმ მამებიც
წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი
სიტყვა მართლმადიდებლობის კვირიაკეს

მართლმადიდებლობის გარდა არც ერთ რელიგიას არ ძალუძს ადამიანის ზნეობრივი სრულყოფა, ანუ წმინდანად ჩამოყალიბება და ღვთისათვის სათნოყოფა, რასაც ეკლესიის ისტორიაც, გვიდასტურებს; ასევე – ღვთის სათნომყოფთა უხრწნელი, საკვირველთმოქმედი ნაწილები და მართლმადიდებელ წმინდანთა განსაცვიფრებელი ღვაწლი, რითაც მოსაწონნი შეიქმნენ ღვთისთვის, იყვნენ რა სიცოცხლეშივე წინასწარმხედველნი და საღი აზრით სწორედაც რომ ასე უნდა ყოფილიყო: სრულყოფილებას მხოლოდ სრულყოფილმა სარწმუნოებამ შეიძლება აზიაროს ყოველგვარი ღვთიური ძალებით, ყოველივე ღვთიური საჭურველით ვნებიან ხორცსა, ამა სოფელსა და ეშმას წინააღმდეგ. თუკი ამჟამად მრავალი, მართლმადიდებელი ქრისტიანი მაჰმადიანსა და წარმართზე უარესად ცხოვრობს... ქრისტიანთა ასეთი უღირსი ცხოვრება ოდნავადაც არ შეიძლება მართლმადიდებლური სარწმუნოების განკითხვის საბაბად იქცეს, რომელიც თვით მაცხოვრის აღთქმისაებრ და ისტორიის მოწმობით ჭეშმარიტებისა და სიწმინდის საწყისებში ურყევია. ამგვარი ადამიანები, მართალია, ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არსებითად ისინი ჩვენნი არ ყოფილან, არამედ მხოლოდ სახელით იწოდებოდნენ ასეთებად.

წმ. თეოფანე დაყუდებული
არც პაპისტები, არც პროტესტანტები, არც ანგლიკანები და არც ისინი, ვისაც მიეკუთვნება თქვენი დამსნეულებელი მყვირალათი, არ ფლობენ ღვთის ნამდვილ, სუფთასა და სრულ ჭეშმარიტებას. იგი მხოლოდ ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში სუფევს. ისინი, ხიბლში მყოფნი ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტებას ფლობენ, მაგრამ ჭეშმარიტება ძალიან შორს არის მათგან
http://www.orthodoxy.ge/apologetika/teofan...adagebeli_2.htm
აქ ახსნილი დაწვრილებით ტუ არ ვცდები http://www.orthodoxy.ge/apologetika/argumentebi.htm
და აქაც არის რაღაცეები თუ ამ კუთხით გაინტერესებს http://www.orthodoxy.ge/apologetika/osipov...madidebloba.htm

მე როგორც თავიდან ვთქვი შეუძლებელია ამაზე რამის მტკიცება, თუმცა ამ აზრს ვიზიარებ ძირითადში. ქრისტე ღვთის , ცისა და ქვეყნის შემოქმედის შვილი განკაცდა, მოვიდა დედამიწაზე ენითაღუწერელი, არაადამიანური ტანჯვა -წამება დაითმინა, ადამიანის სიყვარულისთვის გაიღო უდიდესი მსხვერპლი, და ეს გააკეთა იმისთვის რომ ადამიანმა შეძლოს მასთან დამკვიდება სასუფეველში.. და რისთვის იყო ეს საშინელი და შემაძრწუნებელი მსხვერპლი საჭირო?? თუ ასევე წარმატებით შეიძლება თურმე მასთან მისვლა მუჰამედის ან ბუდიზმის გზებით? .. ან რატომ იღვრებოდა საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრების სისხლი, რომლებსაც მართლმადიდებლობის უარყოფას თხოვდნენ.. სისხლით აამტკიცებდნენ უფლის ერთგულებას, და გაბრწყინდნენ ღვთის წინაშე



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 7 2009, 11:53 PM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



newbie
ციტატა
ზოგადად იმის კატეგორიული მტკიცება ვინ ცხონდება და ვინ არა ცოტა შეუძლებელია, რადგან ამას ღმერთი წყვიტავს, ღმერთი კი სიყვარულია რომელიც ყველა კანონზე მაღლა დგას.. ის ხედავს ადამიანის გულს ვის როგორ უყვარს, სწყურია იგი. ადამიანის გული შეხვდება რა უფალს , მერე იწყებს მის გამუდმებულ ძიებას, მასკენ ახლოს მისასვლელ გზებს ეძებს და პოულობს ჭეშმარიტებას..


+


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
blue night
პოსტი Dec 8 2009, 12:54 AM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,680



smile.gif დიდი მადლობა, Atman, შენ ამ ლინკების მოწოდებისთვის. იმედია მალე მოვიცლი და გავეცნობი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
blue night
პოსტი Dec 8 2009, 01:12 AM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,680



ციტატა(afxazi @ Dec 7 2009, 08:37 PM) *

blue night

არა მგონია მას ეს ეთქვა. თუ თქვა გვანახე ჩვენც, ყოველ შემთხვევაში ეს გაუაზრებელი გამონათქვამია, რადგან უსამართლობა სწორედ იმის დაშვებაა, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება არ არსებობს.

მაშ რისთვის მოვიდა ქრისტე დედამიწაზე, იმისთვის რომ მის არ ამღიარებლებიც მასთან ყოფილიყვნენ. ყველას აქვს ცხონების შანსი ცხადია, მაგრამ ქრისტემ ერთი გზა მოგვცა და არა მრავალი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ავაზაკს არ ქვია მოუნათლავი, ის მონათლული შევიდა სასუფეველში, მიუხედავად იმისა, რომ მასზე არ აღსრულებულა გარეგნული ნათლობის წესი. მეტიც ყველა ძველი აღთქმის მართალი ასევე ნათელეღებული შევიდა სასუფეველში. ამას ცხადზე უცხადესად ასწავლის წმ. სოფრონ იერუსალიმელი (თუ დაგაინტერესებთ როგორც ავაზაკთან ისე ძველი აღთქმის მართალთა ნათელრებულობის შესახებ მოგაწვდის საეკლესიო მამათა გამონათქვამებს).
ეს არ ნიშნავს რომ არ არის. სწორი გაგება უნდა ყველაფერს. მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ერთადერთი სისტემური მაცხოვნებელი მართლმადიდებელი რელიგიაა, მაგრამ გარანტია არავის აქვს ცხონებისა ცხადია. აქ საუბარია სისტემაზე და არა იმაზე, რომ რადგან მე მართლმადიდებელი ვარ ცხონება გარანტირებული მაქვს. პირიქით, უფრო მეტად მაქვს წარწყმედის შანსი, ვიდრე არამართლმადიდებელს, რადგან ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეთხოვება.


ის წიგნი, სადაც წავიკითხე, სამწუხაროდ, მე არ მაქვს. მოვიძიებ და გეტყვით მის სახელს, გვერდს და ა. შ. ძალიან მეეჭვება მამა გაბრიელს რამე გაუაზრებლად ეთქვა, ამის დაწერა ცოტა შეურაცხმყოფელიცაა მისი წმინდა სულისთვის. მის აზრში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ ჭეშმარიტება ერთადერთი არ არის. უბრალოდ, ადამიანი შეიძლება იყოს ბუდისტი, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად კი მართლმადიდებელი.

რატომ იფიქრე, აფხაზ, რომ არ გეთანხმები?გზა ერთადერთია, მას ქვია სიკეთე ანუ ქრისტე. და ამ გზაზე მუსულმანმაც შეიძლება მოახერხოს სიარული, მე მგონია და იმედიც მაქვს. მე ვფიქრობ, მუსულმანი, რომელიც ცხონდება გაცილებით უფრო დიდი გმირია, ვიდრე მართლმადიდებელი. მისი ცხონება ნიშნავს, რომ მან, გონებაში მრავალი არასწორი შეხედულების მქონემ, ქრისტეს ურწმუნომ, მაინც შეძლო მის გზაზე სიარული. ანუ ავაზაკივით, რეალურად ნათელღებული გახდა.

იმაში ბოლომდე გეთანხმები, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი მართალი და სწორი მოძღვრებაა. უბრალოდ, სხვა რწმენის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ახლოს ღმერთთან, არა თავისი რელიგიის წყალობით, არამედ თავისი გულის წყალობით, რომელსაც შეუძლია ქრისტეს სიყვარული. ალბათ ეს სიყვარული მასში ქვეცნობიერია, ცნობიერად, ცხადია, მას ქრისტესი არ წამს.

და ცხადია, ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. მართლმადიდებლებს გაცილებით მეტი ვიდრე სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
blue night
პოსტი Dec 8 2009, 01:27 AM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,680



ციტატა(Otherguy @ Dec 7 2009, 09:00 PM) *

ხო მაგრამ თუ დაუშვებ რომ არამართლმადიდებლები არ ცხონდებიან, ღმერთი სიყვარული კი არა საშინელი ბოროტება და უსამართლობა ყოფილა...



მამა გაბრიელს აქვს მსგავსი აზრი...
მასე არ გამოდის, რომ "ტყუილად მონათლა" და ა. შ. ნათლობა, ზიარება და სხვა საიდუმლოებები- ეს ყველაფერი მადლმოსილი საშუალებებია, რომლებიც ქრისტემ დაგვიტოვა და რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ღმერთს მივეახლოთ. მაგრამ ქრისტეს სხვაგვარადაც შეუძლია ადამიანები მადლს აზიაროს. ეს მისთვის ძნელი არ უნდა იყოს. ამას ადასტურებს სასულიერო პირების აზრიც, როცა ინანიებ, აღსარების გარეშეც მოგიტევებს უფალი. ტაძარში ბევრი ეზიარებოდეს შეიძლება, მაგრამ რეალურად არცერთი. ტაძრის გარეთ ვიღაც კეთილი მუსულმანი კი შეიძლება ნაზიარები იყოს. smile.gif

ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 09:04 PM) *

ყოველთვის, როდესაც ვამბობ რომ ჯოჯოხეთი დროებითია და საბოლოოდ ყველა ღმერთამდე მივა 1 წლის თუ მილიარდი წლის მერე, უზარმაზარ წინააღმდეგობას ვაწყდები და განსაკუთრებით მართლმადიდებლების და მუსულმანების მხრიდან. ყველა არა მაგრამ ბევრი უკმაყოფილო დარჩება თუ მკვლელი და ბოროტმოქმედიც ცხონდება ოდესმე. სიყვარულს ნაკლებად ვხედავ აქ!

მე პირადად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ოდესმე ყველა ცხონდება.
სიტყვა ცხონებას ცოტა სხვა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მას სიტყვით ვერ აღწერ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ყველას ბოლო ეგაა smile.gif


გამიხარდა შენი პოსტის წაკითხვა, მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასე იქნება, უბოროტესი ეშმაკიც კი დაუბრუნდება თავის ნამდვილ სახეს, ადრე თუ გვიან... მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი, sad.gif ეს ასეა თუ არა, დიდი იმედი მაქვს და ცოტათი ამის მჯერა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
blue night
პოსტი Dec 8 2009, 01:52 AM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,680



ციტატა(afxazi @ Dec 7 2009, 09:13 PM) *

Atman

სწორედ ეს არის უსამართლობა და სრული აბსურდი. გაუაზრებელი გამონათქვამი, ორიგენისტული მოძღვრება, რომელსაც ელემენტარულად საფუძველი არ გააჩნია და თუ მის სიღრმეებს ჩაწვდები მკვეთრად დაინახავ მის აბსურდულობას. ეს ცხონების ვერ გააზრების ბრალია. ცხონება, ისევე როგორც წარწყმედა შეგნებული არჩევანის შედეგია პიროვნებისა, ღმერთი არც ძალით აცხოვნებს ვინმეს და მითუმეტეს არ წარწყმედს, ყველა საკუთარი არჩევანის შედეგად იმკვიდრებს ცხონებასა და წარწყმედასაც. როგორ დავუშვათ, რომ პიროვნებას, რომელსაც შეგნებულად აქვს არჩეული უკეთურება ის ძალით აცხონოს ღმერთმა. მაშ მისი მოწოდებები რარას ემსახურება ღვაწლისკენ, ნუთუ ეს ყველაფერი ფალსიფიკაციაა? თუკი ყველანი ვცხონდებით ბოლოს რაღას მოვიკლათ თავი სხვადასხვა ღვაწლის აღსრულებით? მხოლოდ იმიტომ, რომ დროებითი განშორებულობა ავიტანოთ უფლისგან? ჯოჯოხეთი არ არის დაუშრეტელი ცეცხლი, სადაც მატერიალური გაგებით იწვება ადამიანი, ჯოჯოხეთი ეს უფლისგან განშორებული მდგომარეობაა და თუკი მე ჩემი ნებით ვშორდები მას, განა უარესი უსამართლობა არ იქნება თუკი ის ჩემს თავისუფალ ნებაზე იმძლავრებს და ძალით მიმიზდავს თავისკენ?



მე გამიგია, რომ ახლობლის ან წმინდანის ლოცვით ადამიანი, რომელიც ჯოჯოხეთშია, შეიძლება ცხონდეს. არ ვიცი ეს როგორ ხდება, გამოდის ადამიანს ჯოჯოხეთში შანსი ეძლევა, ის უარყოფს თავის შეგნებულ ბოროტ არჩევანს და იყვარებს ღმერთს, იქნებ იმ ახლობლის ლოცვა და სიყვარული ულბობს გულს მას, არ ვიცი. მაგრამ მისი ეს არჩევანი იმ ღვაწლის ტოლფასი იქნება, რომელიც ჭირდება ადამიანის სულს ღვთის შესაყვარებლად. იმედი მაქვს, წმინდანთა ლოცვით ყველა ცხონდება ოდესმე, თავისი ნებით აირჩევს სიკეთეს, რა თქმა უნდა. ცხადია ჩემი ნების გარეშე სამოთხეში ყოფნა გაცილებით დიდი ტანჯვაა, ვიდრე ჯოჯოხეთში. ანუ ჯოჯოხეთიც ღვთის სიყვარულის და მოწყალების გამოვლინება გამოდის, ძალიან ბოროტისთვის უსაზღვროდ და მხოლოდ სიკეთეში ყოფნა უარესი ტანჯვაა ვიდრე ჯოჯოხეთი. ძალით ცხონება მართლა აბსურდია..

"თუკი ყველანი ვცხონდებით ბოლოს რაღას მოვიკლათ თავი სხვადასხვა ღვაწლის აღსრულებით?" თუ ბოლოს ყველა ცხონდება, ეს ღვაწლის გარეშე მაინც შეუძლებელი იქნება, ჩემი აზრით, უფრო სწორად კი თავმდაბლობის გარეშე. ღვაწლი ხომ უბრალო საშუალებაა ამ სათნოების მისაღწევად. ასეც რომ არ იყოს, ჯოჯოხეთი იმდენად საშინელი წამებაა, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი დროებით ღვაწლს ამჯობინებს მას. დიდი ვერაფერი ნუგეშია ოდესმე ცხონება, 1 საათიც კი ჯოჯოხეთში საუკუნუვან ტანჯვას უდრის. შემაძრწუნა ჩემმა სიტყვებმა... blink.gif

ციტატა(Otherguy @ Dec 7 2009, 09:30 PM) *

კარგი, არ გკითხავ თუ რას ნიშნავს "სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ტბაში" რომელიც გამოცხადებაშI წერია,



დაახლოებით სად წერია, ხომ არ გახსოვს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
blue night
პოსტი Dec 8 2009, 02:18 AM
პოსტი #79


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,680



ციტატა(Otherguy @ Dec 7 2009, 09:36 PM) *

ჰო მაგრამ ადამიანს ღმერთის მიმართ "სიყვარული" ყოველთვის ექნება, რადგან მას ცხონება ექნება... ამას "ვიგოდნიკობა" ქვია... smile.gif ასე რომ რეალურად ან განადგურება უნდა მოხდეს ცოდვილების ან ცხონება, თორემ მოსიყვარულე ღმერთის "გული" ვერ გაუძლებს მათ სამარადისო ტანჯვას... smile.gif ბოლოს მაინც მოლბება ღმერთის "გული" მთელი მსოფლიო რომ ყავდეს მოკლული... თორემ ისე სიყვარული აღარ იქნება... ჩვენ გვეუბნება: "მიუტევეთ"-ო და თავად რომ არ მიუტევოს მაგარი სასაცილო იქნება... biggrin.gif



გამიგია, ადამიანის არარაობად ქცევა უფრო დიდი ტანჯვაა მისთვის, ვიდრე ჯოჯოხეთში ყოფნა. ამიტომაც არ ანადგურებს ღმერთი არავის. ვინმეს ჯოჯოხეთში ყოფნის მიზეზი არ არის ის , რომ ღმერთმა მას არ მიუტევა. მამა გაბრიელს კითხეს:
- ყველა ადამიანი გადარჩება? აცრემლებულმა მამა გაბრიელმა უპასუხა:"ვერა, შვილო, ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა ვერ შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვითა და საქმით, ეს არის ქრისტეს მცნება. "რაჟამს გამოსჩნდე ზეცით, ქრისტე მეუფეო და დაჰსჯიდე განსჯად საყდართა მათ საშინელთა და მდინარე ცეცხლისა ოხრიდეს წინაშე შენსა და ცოდვილნი სტიროდნენ და ჰგოდებდნენ, ხოლო მართალნი მხიარულიყვნენ, მაშინ სახიერ, შემიწყალე მე და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა."
საქმე ღმერთის გულის "მოლბობა", "არ მოლბობაში" არ უნდა იყოს, ის ხომ ძალიან მოწყალე და სამართლიანია. საქმე უფრო ჩვენშია.


ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 09:49 PM) *

Otherguy
და საერთოდ ჩემ აზრს ვიტყვი მაგრამ მაინც ვერ გაიგებთ, ასე რომ საიდუმლოს დარღვევად არ ჩამეთვლება biggrin.gif :

ცათა სასუფეველი არის აქ და ახლა, უბრალოდ ვერ ვხედავთ იმიტომ რომ ილუზიაში ვართ. ის არასოდეს იქნება მომავალში და არ ყოფილა წარსულში, რადგან ესეც ილუზიებია.

ჩვენ ვგავართ ტალღებს, რომლებიც ოკეანეს ეძებენ და ვერ ხვდებიან რომ თავად არიან ოკეანის ნაწილები. თავის თავს გამოყოფენ ოკეანისგან და სხვა ტალღებსაც, ოკეანის სიღრმეს, ანუ ღმერთს კი ვერასოდეს შეიცნობ სანამ ტალღად არსებობას არ შეწყვეტ და ოკეანეში არ დაინთქმები. მოკლედ არაფერი არ არსებობს გარდა ოკეანისა, ეს ყველაფერი რასაც ვხედავთ, ტალღები, ქაფი და ბუშტუკებია. ზოგი ტალღა თამაშობს, ზოგი იბრძვის, ზოგი იტანჯება, ზოგი მაღლა ადის, ზოგი დაბლა ეშვება (და ვინც მაღლა აიწევს ის აუცილებლად დაეშვება)... და ეს ყველაფერი ილუზიაა ილუზია კი დროებითობას და არამარადიულობას ნიშნავს, მარადიული კი მხოლოდ ოკეანეა, რომლის გარდა სხვა არაფერი არსებობს...

ვა რა მაგრად ვთქვი! შთაგონება მოვიდა და... biggrin.gif


არ ვიცი რამდენად სწორად გავიგე თქვენი ნააზრევი, მაგრამ მემგონი საიდუმლო არ ირღვევა. დაახლოებით თქვენ აზრს ვიტყვი სხვა სიტყვებით: სამოთხეში დრო არ არის, მხოლოდ მარადისობაა. ღმერთში არ არის დრო. ვინც ღმერთშია, ალბათ არც მისთვისაა ეს წარსული, მომავალი. მარადიული მხოლოდ ღმერთია და მის გარეშე "სხვა არაფერი არსებობს."



ვაიმე, რამდენი დავწერე.. უკაცრავად, თუ თავი შეგაწყინეთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 8 2009, 09:47 AM
პოსტი #80


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
უბრალოდ, ადამიანი შეიძლება იყოს ბუდისტი, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად კი მართლმადიდებელი.


არაა აუცილებელი სახელი დაარქვა. მე პირადად ღმერთმადიდებელს ვუწოდებ ხანდახან საკუთარ თავს, რადგან ასეთი კონფესია არ არსებობს. რომ არსებობდეს არ ვუწოდებდი biggrin.gif


მე მაინც დედამიწას ციხეს შევადარებდი, ჯოჯოხეთს კი კარცერს. კარცერიდან პირდაპირ გარეთ გამოსვლა შეუძლებელია, ციხიდან კი შესაძლებელი. სამაგიეროდ კარცერში ყოფნა გაცილებით ხანმოკლეა ვიდრე ციხეში.

blue night

ციტატა
არ ვიცი რამდენად სწორად გავიგე თქვენი ნააზრევი, მაგრამ მემგონი საიდუმლო არ ირღვევა. დაახლოებით თქვენ აზრს ვიტყვი სხვა სიტყვებით: სამოთხეში დრო არ არის, მხოლოდ მარადისობაა. ღმერთში არ არის დრო. ვინც ღმერთშია, ალბათ არც მისთვისაა ეს წარსული, მომავალი. მარადიული მხოლოდ ღმერთია და მის გარეშე "სხვა არაფერი არსებობს."


მართალია, ოღონდ შესწორებას შევიტანდი. სამოთხესა და ცათა სასუფეველს შორის მაინც ვხედავ განსხვავებას. და სამოთხეც დროებითია, ისევე როგორც ჯოჯოხეთი. მარადიული მხოლოდ "ცათა სასუფეველია". (არადა არ მომწონს ეს სიტყვა, კარგად ვერ გამოხატავს არსს)

ციტატა
"ვერა, შვილო, ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა ვერ შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე.


ეს სიტყვები ძალიან მომეწონა. შეიძლება მე სხვა კონტექსტში გავიგე მაგრამ ხშირად ადამიანი იმდენად ცოდვილად გრძნობს თავს რომ საკუთარი თავის შეწყალება არ შეუძლია. საკუთარ თავს თუ არ შეუნდე და საკუთარი თავი არ შეიყვარე, ვერც სხვას შეუნდობ და ვერც სხვას შეიყვარებ. უპირობო კანონია ეს! და ყველაზე მეტად არაცნობიერში მოქმედებს, ცნობიერება კი რამდენსაც უნდა იმდენ ილუზიას შეთხზავს...

ციტატა
მე გამიგია, რომ ახლობლის ან წმინდანის ლოცვით ადამიანი, რომელიც ჯოჯოხეთშია, შეიძლება ცხონდეს. არ ვიცი ეს როგორ ხდება, გამოდის ადამიანს ჯოჯოხეთში შანსი ეძლევა, ის უარყოფს თავის შეგნებულ ბოროტ არჩევანს და იყვარებს ღმერთს, იქნებ იმ ახლობლის ლოცვა და სიყვარული ულბობს გულს მას, არ ვიცი. მაგრამ მისი ეს არჩევანი იმ ღვაწლის ტოლფასი იქნება, რომელიც ჭირდება ადამიანის სულს ღვთის შესაყვარებლად. იმედი მაქვს, წმინდანთა ლოცვით ყველა ცხონდება ოდესმე, თავისი ნებით აირჩევს სიკეთეს, რა თქმა უნდა. ცხადია ჩემი ნების გარეშე სამოთხეში ყოფნა გაცილებით დიდი ტანჯვაა, ვიდრე ჯოჯოხეთში. ანუ ჯოჯოხეთიც ღვთის სიყვარულის და მოწყალების გამოვლინება გამოდის, ძალიან ბოროტისთვის უსაზღვროდ და მხოლოდ სიკეთეში ყოფნა უარესი ტანჯვაა ვიდრე ჯოჯოხეთი. ძალით ცხონება მართლა აბსურდია..



ძალით ცხონება აბსურდია, ძალით გაღვიძებაც, მაგრამ კოშმარული სიზმრის დროს უფრო ადვილად იღვიძებს ადამიანი ვიდრე ტკბილი და ლამაზი სიზმრის დროს. ამ შემთხვევაში "ჯოჯოხეთი" დამხმარე ფაქტორიც კია.


და ბოლოს: მე მაინც არ ვყოფ ადამიანებს კეთილებად და ბოროტებად... ღვთის მოყვარულებად და ღვთის მტრებად... მე ვყოფ მხოლოდ მძინარეებად, ნახევრადმძინარეებად და გამოღვიძებულებად smile.gif

და ოდესმე ყველა გაიღვიძებს, თუმცა შეიძლება ისევ მოუნდეს ძილი და დაიძინოს... არც ეგაა გამორიცხული smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 08:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE