![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#101
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
არ მინდა, ცუდ კამათად ვაქციო ეს კარგი თემა, მაგრამ სამწუხაროდ, ობიექტურობა გვაკლია მეგობრებო (ჩამქოლეთ
![]() არ ვაგრძელებ კამათს, არ გიპასუხებთ, უბრალოდ გირჩევთ ხანდახან უფრო ობიექტურობას. წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#102
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
არავითარი კულტის გავლენა, მე პირადად ამ თემაშიც გამიკრიტიკებია მამა თეოდორეს ემოციური ქადაგებები.ან რა საკულტოა ნებისმიერი მღვდელი ან იერარქი თუ ქრისტე გიყვარს?
უბრალოდ კონსტანტინე ნიჭიერი იყო თუ არ იყო მაგრა იმუშავა ბოლშევიკურ შეკვეთაზე და წამოწიეს კიდეც, რა თქმა უნდა კრიტიკოსები ჰყავდა, რადგან პატრიოტული ელემენტებიც ერია რაც დიდ საბჭოთა ინტერნაც.მომავალს არ ესადაგებოდა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#103
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
არავითარი კულტის გავლენა, მე პირადად ამ თემაშიც გამიკრიტიკებია მამა თეოდორეს ემოციური ქადაგებები.ან რა საკულტოა ნებისმიერი მღვდელი ან იერარქი თუ ქრისტე გიყვარს? უბრალოდ კონსტანტინე ნიჭიერი იყო თუ არ იყო მაგრა იმუშავა ბოლშევიკურ შეკვეთაზე და წამოწიეს კიდეც, რა თქმა უნდა კრიტიკოსები ჰყავდა, რადგან პატრიოტული ელემენტებიც ერია რაც დიდ საბჭოთა ინტერნაც.მომავალს არ ესადაგებოდა. იმუშავა და აგენტიც იყო, რაც დასტურდება კიდეც ერთერთი ცნობილი პიროვნების, კგბ-ში ყოფილი საგარეო დაზვერვის განყოფილების უფროსის - გენერალი სუდოპლატოვის მიერ. მაგრამ ეს ჩრდილს არ აყენებს მის ნიჭიერებას, უბრალოდ დრო იყო ასეთი და ყველა ასეთი თუ ისეთი ფორმით ემსახურებოდა იმ რეჟიმს, ვინც არ ემსახურებოდა - ან გადაასახლეს, ან დახვრიტეს. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#104
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დიდოსტატის მარჯვენაში სიძვის ეპიზოდები და ეროტიკულო სცენებია აღწერილი. იკითხეთ მარტო ფსალმუნები, სამხატვრო გამოფენებზე ნუ ივლით, შიშველი სხეულით ტკბობა სიძვაა აგრეთვე, (ხატებს უყურეთ მარტო) სიმღერებსაც ნუ მოუსმენთ, მხოლოდ იგალობეთ..."პახოდუ" "მართლმადიდებლურ" სკოლებში (ყველას არ ვგულისხმობ) იარეთ, ან ატარეთ პატარები, სადაც დარვინის თეორიას ბიოლოგიაში არ ასწავლიან, ასევე არ ასწავლიან ასტრონომიის გარკვეულ ნაწილს...ნება თქვენია, მაგრამ ასე ზომბების ქარხანას ვაარსებთ ... ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Iona |
![]()
პოსტი
#105
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა ატარეთ პატარები, სადაც დარვინის თეორიას ბიოლოგიაში არ ასწავლიან არ ვიცი ახლა როგორ წერია მაგრამ ჩემ ბიოლოგიის წიგნში ნათლად ეწერა რომ დარვინმა დაამტკიცა რომ ადამინი წარმოიქმნა მაიმუნიდან და რომ სხვა რელიგიები ადამინაის წარმოშობის თაობაზე მათ შორის ქრისტიანობაც ტყუის. ამის გამომ მტელი ცხოვრება ლამის რელიგია არა რაციონალური რაღAც მეგონა არადა არ დაუმტკიცებია ამ დალოცვილ დარვინს მსაგავისი არაფერი. ეხლა კი გავიგე მე, როცა წავიკითხე ამის შEსახებ რაღAცეები მარა ..... სხვებმა რო არ იციან ჯერ ? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
gabrieli. |
![]()
პოსტი
#106
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 ![]() |
ობიექტურობისათვის უნდა ვთქვა, რომ მამა თეოდორეს ახასიათებს ზოგჯერ ძალიან გადამლაშებული, ზედმეტად მკაცრი, ლამის ინკვიზიტორული ტონი, სამწუხაროდ ამის ნათელი მაგალითია, ის როგორ ლანძღავს დიდ კონსტანტინე გამსახურდიას და მის ნაშრომს "კონსტანტინეს მარჯვენა", http://www.youtube.com/watch?v=LCadQvXERW0...player_embedded სასიხარულოდ, ეს ფანატიზი, რელიგიური თარგებით განხილვა მხატვრული ნაწარმოებისა, არაა საპატრიარქოს პოზიცია, არამედ ამ კერძო მოძღვრის კერძო პოზიცია და ძალიანაც მცდარი და ძალიან სამწუხარო, რადგან ლამის ერთადერთია ვინც ქადაგებს სახალხოდ და ხანდახან ასეთი აბსურდები, დიდად ახარებს ლიბერალებს, ეგრევე გამოაჭენებენ ხოლმე შარაზე... არ იმსხურებს დიდი კონსტანტინე ასეთ საშინელ სიტყვებს, სამწუხაროა მამაო... ზომიერება... სად გაქრა ეს შეგრძნება?-თი; კაიროსი! პ.ს. ნანუდას და კანუდას დიალოგები მოკლედ ფორუმის განძია ![]() |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#107
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ციტატა ან ატარეთ პატარები, სადაც დარვინის თეორიას ბიოლოგიაში არ ასწავლიან, ასევე არ ასწავლიან ასტრონომიის გარკვეულ ნაწილს...ნება თქვენია, მაგრამ ასე ზომბების ქარხანას ვაარსებთ ... ![]() პატივცემულო ბუდისტ მშობელთა კავშირის თავჯდომარევ (ბმK), ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ. ორივე უკიდურესობა გლახაა, ტიტველი ქალების დაჟინებული ცქერაც და ფსალმუნის დაჟინებული კითხვაც როცა თხა და გიგოს ვარიანტია. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#108
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
პატივცემულო ბუდისტ მშობელთა კავშირის თავჯდომარევ (ბმK), ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ. ორივე უკიდურესობა გლახაა, ტიტველი ქალების დაჟინებული ცქერაც და ფსალმუნის დაჟინებული კითხვაც როცა თხა და გიგოს ვარიანტია. და სად ნახეთ ჩემს პოსტში რაიმე ისეთი, რომ არ მეთანხმებით...მე მაგალითად გეთანხმებით ამაში ![]() პ.ს. განა სადმე ვიგულისხმე, გადაღრეცილი, ონანიზირებული "ტკბობა" ხელოვნების ნიმუშით? ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
damiane80 |
![]()
პოსტი
#109
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
არ მინდა, ცუდ კამათად ვაქციო ეს კარგი თემა, მაგრამ სამწუხაროდ, ობიექტურობა გვაკლია მეგობრებო (ჩამქოლეთ ![]() გეთანხმები კაიროსს, მაგრამ პიროვნების კულტის გავლენას "მამა თეოდორესთან" მიმართებაში განიცდის კაცი, თუ "კონსტანტინე დიდთან" მიმართებაში, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. არც ერთი უნდა აქციო კულტად არც მეორე. მე ესე მგონია. რაც შეეხება დიდოსტატის მარჯვენას, ყველა ადამიანს და მათ შორის მღვდელს აქვს უფლება თავისი შეხედულება ჰქონდეს მასზე და იმ კუთხით დაინახოს, რაც მისთვისაა საინტერესო. ეს ნაწარმოები საღვთისმეტყველო რომ არ არის, რათ უნდა ამას საუბარი, შესაბამისად, თუ ამ კუთხით მივიდგებით და გავაკრიტიკებთ ნაცარტუტად ვაქცევთ რა თქმა უნდა, მაგრამ განა თითოეული ადამიანის ცხოვრებასაც იგივე არ მოუვა, ვინმემ, რომ ჩაუკირკიტოს და მცნებების თვალსაზრისით შეხედოს. კონსტანტინემ გადმოცა ცხოვრება მეფისა, რომელზედაც საქართველოს ისტორიაში ნახევარი გვერდი არსებობს მხოლოდ (მწირია ინფორმაცია), გააცოცხლა ფაქტიურად ეს ეპოქა და გვაჩვენა კაცი-მეფე მთელი თავისი ცოდვებითა და სიკეთეებით (ისეთივე როგორც რეალობაშია ადამიანი), თავისი ზრახვებით, გულისთქმებით და მიდრეკილებებით. სხვათაშორის ამ წიგნში ძალიან მძაფრად დგას ცხოვრებისეული არჩევანის საკითხი, რა უნდა დათმოს ადამიანმა რის ფასად და სხვ ანუ ცხოვრებისეული გამოცდილებაა მოცემული, რაც ჩემი აზრით, ყველა ადამიანისათვის აუცილებელია იცოდეს და გაასიგრძეგანოს. დასკვნის სახით, იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება ერში მცხოვრებ მწერლებს და პოეტებს საერო ცხოვრებაზე წერა აუკრძალო იმ სახით, როგორ რეალურადაა ცხოვრებაში. ნაწარმოებმა უნდა გადმოსცეს რეალობა, სურათი, თავისი პლიუსებით და მინუსებით, ხოლო არჩევანი აქაც, ისევე როგორც ყოველთვის თავად ადამიანზეა. ამდენად, თავის ამბავში კონსტანტინეც მართალია და მამა თეოდორეც, არჩევანი კიდევ ჩვენზეა ![]() |
chmxm31 |
![]()
პოსტი
#110
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 23-January 10 წევრი № 8,032 ![]() |
ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან ვისაც გაქვთ ერთად მოგროვილი თეოდორე გიგნაძის ქადაგებები იქნებ აგეტვირთად, ანუ ერთ არქივში მოგროვებული...სადაც კი შემხვედრია მისი ქადაგება კი ვიწერ მარა უმეტეს შემთხვევაში მეორდება და ვერაფრით ვერ მოვაგროვე...იქნებ ვინმეს გაგქვთ ნაწვალები და მოგროვილი...წინასწარ დიდი მადლობა
|
ნონა |
![]()
პოსტი
#111
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
damiane80
ამ თემაზე უფრო საღი პოსტი მე არ წამიკითხავს! +1 -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#112
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
damiane80 ამ თემაზე უფრო საღი პოსტი მე არ წამიკითხავს! +1 ჩემდა სამარცხვინოდ ძალიან მესიამოვნა შექება. აი ცირკის სელაპები რომ ტრიუკს გააკეთებენ კარგად და მომთვინირებელი თევზს მისცემს, ამ თევზივით მესიამოვნა, ნამეტანი გემრიელი იყო ( თან დღეს თევზით ხსნილია ![]() რა ჯანდაბა ვუყოთ ამ თვითკმაყოფილებას შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ? პ.ს ნონა თქვენ უღმესი მადლობა გულით ![]() |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#113
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
მე ვეთანხმები DAMIANE-ს , მომეწონა მისი პოსტი.
-------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
სარდიონ |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
აი ცირკის სელაპები რომ ტრიუკს გააკეთებენ კარგად და მომთვინირებელი თევზს მისცემს, ამ თევზივით მესიამოვნა, ნამეტანი გემრიელი იყო ( თან დღეს თევზით ხსნილია ![]() რა ჯანდაბა ვუყოთ ამ თვითკმაყოფილებას შეგიძლიათ მითხრათ ვინმემ? კი შეგვიძლია, მაგალითად: კუჭში გამხსნელი დააყოლე რამე. -------------------- KILL YOUR TV !
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#115
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
სარდიონ
ციტატა კი შეგვიძლია, მაგალითად: კუჭში გამხსნელი დააყოლე რამე. ერთი ოფი მაპატიეთ რა, რომ არ გავიცინო არ შემიძლია ![]() ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნაინა |
![]()
პოსტი
#116
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ეხლა კი ცოტა დავსერიოზულდები და ჩემს შეხედულებას დავწერ
![]() ბევრის ნაწერს რპმ ვკითხულობ, ხანდახან მიჩნდება შეგრძნება, რომ ადამიანები კი არა წმინდანები წერენ, რომლებიც ნისლივით არიან ჰაერში გაფანტულები და მათი დანახვა შეუძლებელია, კარგია, რომ სწამთ და სჯერათ, მაგრამ ვფიქრობ, ხანდახან უკეთესია ჩვენითაც ვიაზროვნოთ, შეუცდომელი არავინაა, მოძღვაროც ადამიანია, შეიძლება გააკრიტიკოს ნაწარმოები, ან თუნდაც რომელიმე ადგილი ნაწარმოებიდან, მაგრამ ხელაღებით ხომ არ უნდა მოვისროლოთ ყველაფერი სანაგვეზე. რატომ ვამაყობთ ჩვენი მწერლებით, პოეტებით, მხატვრებით, მოქანდაკეებით თუ სხვა ხელოვანი ადამიანებით? მათი ნამუშევრების თუნდაც მცირე მონაკვეთი რომ მხოლოდ მართლმადიდებლური კუთხით განვიხილოთ, შეიძლება მიზეზი ნებისმიერს ვუპოვოთ და მათგან 1% კი არ აღმოჩნდეს ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მისაღები. გადავუსვათ ხაზი ყველაფერს აბა, კანუდოსას თქმის არ იყოს, აღარც წიგნები ვიკითხოთ, აღარც ხელოვნების ნიმუშები ვათვალიეროთ. ერი და ბერი რომ განსხვავდება და საერო და სასულიერო, რომ სხვადასხვაა და მხოლოდ ერთი წერტილიდან არ უნდა აღვიქვათ, ნუთუ ეს ასეთი სიახლეა? კი არის დიდოსტატში ისეთი მონაკვეთები, რაც მიუღებელი შეიძლება იყოს მორწმუნე ადამიანისათვის, მაგრამ ამას თუ ვხედავთ ამხელა ნაწარმოებში, კარგი რაც წერია იქ, იმაზე რატომ ვბრმავდებით? მეფე გიორგის მხოლოდ მექალთანედ და ბილწ მკვლელად განვიხილავთ, საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის რომ იბრძოდა ეს თვალს იქეთ რატომ გვრჩება? მამამზე, ჭიაბერი, კოლონკელიძე და კიდევ სხვები ანგელოზები იყვნენ? იბრძოდნენ მხოლოდ შაკუთარი სამთავროების გაძლიერებისთვის და სულაც არ იყვნენ მართლმადიდებლური რწმენით აღვსილნი. ასე თუ მივუდგებით საკითხს, აშოტ კურაპალატი გადასაგდებად გვყოლია გამზადებული, ცეცხლს მივცეთ ვასილ ბარნოვი თავისი ,,ტრფობა წამებული''_თ, იქ ხომ მეფის უზარმაზარი სიყვარულის ისტორიაა ასახული. იმაზე კი დავხუჭოთ თვალები, თუ როგორ იბრძოდა აშოტი საქართველოს მტრისაგან დასახსნელად. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნონა |
![]()
პოსტი
#117
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ასე გამოდის ცხოვრებაში. სიყრმიდანვე იხეტიალებს სიძვის დამრეცილ ბილიკებზე ვაჟი, მერე უცილობლად მას უნდა წაეპოტინოს, ვინაც ისე სპეტაკია, როგორც თოვლი როშკას მწვერვალის, ვინაც ისე შეურყვნელია, როგორც ველის ყაყაჩო...
მარტო ამ სიტყვებისთვისაც შევიყვარებდი ამ ნაწარმოებს! ისე სულ ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს, ცოდვის დანახვა რომ ასე კარგად შემიძლია (და არამხოლოდ მე), მის წინააღმდეგ აღდგომა რატომ არ მნებავს (პირველ რიგში მე)? ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
gabrieli. |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 ![]() |
მე ავტვირთავ მამა თეოდორეს ქადაგებებს 2003წ_დან მოყოლებული 2010წ_დე რაც უქადაგნია. სადგაც 300 ქადაგება იქნება.
|
newbie |
![]()
პოსტი
#119
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 ![]() |
ისე დამიანეს პოსტი მომეწონა, მარა ვფიქრობდი ამეღნიშნა თუ არა, ამდენი თევზის ჭამა რავიცი, ან ფხა არ გაეჩხიროს ან რაღაცა
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#120
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო, რათქმაუნდა მომეწონა და ვიზიარებ დამიანეს პოსტს, კარგად დაწერა, და ერთგვარად შეგვარიგა მე და ჩემი მოკრიტიკენი, რომელთაც რათქმაუნდა არ ვუპასუხებ, უბრალოდ არ ღირს, უაზრო და უნაყოფო კამათს გამოიწვევს, უცილობლად შეცდომაა კონსტანტინე გამსახურდიაზე თქმა "ეს იყო ადამიანი რომელიც მტერი იყო მართლმადიდებლობის", ეს იმხელა აბსურდია, რომელის განხილვაც კი არ ღირს, რაც დამიანემ დაწერა
ციტატა ეს ნაწარმოები საღვთისმეტყველო რომ არ არის, რათ უნდა ამას საუბარი, შესაბამისად, თუ ამ კუთხით მივიდგებით და გავაკრიტიკებთ ნაცარტუტად ვაქცევთ რა თქმა უნდა, მაგრამ განა თითოეული ადამიანის ცხოვრებასაც იგივე არ მოუვა, ვინმემ, რომ ჩაუკირკიტოს და მცნებების თვალსაზრისით შეხედოს. ასე რომ მე ვთვლი რომ შეცდა, და ძალიანაც ბევრი თვლის ასე, ვინც არ თვლის მისი საქმეა, უბრალოდ ცოტა უფრო მეტი ობიექტურობისაკენ მოვუწოდებდი, ღმერთმა გააძლიერო მამა თეოდორე, მიხარია რომ ასე აქტიურია და ასე კარგად ქადაგებს, უბრალოდ ეს ზედმეტობები ნამდვილად უკეთესი იქნება თუ აღარ განმეორდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 09:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი