![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#101
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
თუ მეუფის კრიტიკა გსურთ, სხვა თემაში გადადით, მაგრამ იმედი მაქვს არ გაგაგრძელებინებენ ამას თქვენი ნება იყო ასეთი და ამიტომ დაგიდეთ უფრო სრული ამონარიდები მის ჟურნალში დაბეჭდილი სისულელეებისა... არაფერ შუაშია ესქატოლოგია ... ეს მარაზმია და არაფერი საერთო მართლმადიდებლობასთან არა აქვს... ძილი ნებისა ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#102
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
კანუდოსელი
მე სხვა რამ გკითხეთ ![]() ![]() პ.ს. ბატონი აბო დავინახე თემაში და თანდათან მისი სიტყვების სიმართლეში ვრწმუნდები ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#103
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
საკმარისია.
სამწუხაროდ ჩვენ კამათი არ შეგვიძლია, ასე არ შეიძლება, ეს არაა ის გზა, რომელითაც ხალხი მიიღებს სიმართლეს, რათქმაუნდა სრული იდიოტიზმია და რუსოფილია რაც ვაიჟურნალ "ქვაკუთხედში" წერია, ისიც ფაქტია, რომ ხსენებულ მღვდელს აშკარად არ ესმის ზოგი კალენდარული საკითხი და ცდება, ისიც ცხადია, რომ იყო დრო, როცა მამა არჩილი ახლოს იყო სქიზმასთან, მაგრამ ახლა შევხედოთ მეორე მხრივ, მამა არჩილი დღეს არ წარმოადგენს ხიფათს ჩვენი ეკლესიისათვის, იგი ერთერთი ყველაზე განათლებული და კარგი პიროვნებაა, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილია მასთან და არ მივიჩნევ მას განზრახ ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლად, ადრე იყო პოლიტიკურად მანიპულირების მცდელობა (პლიუს სხვაც), დღეს ეს არ არის და არ ღირს მასზე კამათი. დანარჩენზე ფაქტები მეტყველებენ, სამწუხაროდ ფაქტები და საშიშროება რეალურია, სამწუხაროდ ეს ჟურნალები ავრცელებენ სიბნელეს და რუსოფილიას, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს, მაგრამ რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია მშვიდად საუბარი-კამათი, რადგანაც ნებით თუ უნებლიედ დავდივართ პიროვნულ გარჩევებზე, რაც ერთ მხარეს უბიძგებს უბრალოდ იმიტომ დაიცვას ვინმე, რომ სასულიერო პირია და ამ ყველაფერს კი სიტუაციის დაძაბვამდე მივყავართ, ამიტომ ვფიქრობ თემა დასახურია ან გასასუფთავებელია, იყოს მამა არჩილის ქადაგებები, სადაც იგი არ ეხება პოლიტიკას, შესანიშნავად ხსნის სახარებას და კარგი გადმოცემა აქვს. აქ კი მართლა საკმარისია; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#104
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მე სხვა რამ გკითხეთ ![]() სამწუხაროდ ამას ვერ დაგიმტკიცებთ...ეს მის გარემოცვაში ყოფნისას მოვისმინე... თუმცა ამისი შემოწმება ადვილად შეგიძლიათ, ჰკითხეტ მის მორჩილებაში მყოფ ნებისმიერ ბერს და გეტყვით ამის შესახებ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#105
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
KAIROS
კაიროს სამი დღეა ვყვირი და ამ თემაში მოდერატორი არ შემოსულა.. ![]() არ ვიცი, იყვნენ რუსოფილები, ვიყოთ ჩვენ ფანატიკოსები თუ ამით საქმეს ეშველება, მაგრამ განკითხვის მეტს მე აქ ვერაფერს ვხედავ სამწუხაროდ ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#106
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მესმის ნანინა,
წყალი არ გაუვა, რომ ის ჟურნალი რუსოფილიას და სიბნელეს ავრცელებს, ეგ ფაქტია. მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ გვინდა პიროვნული დაკონკრეტებები, არაა მზად არავინ ამისათვის, ცუდის მეტს არაფერს მოიტანს, და რად გვინდა ასეთი მხილებები? არა, ჩვენ უნდა დავწეროთ, რომ ბევრი ჟურნალი არის სიბნელის გამავრცელებელი, რომ უცდომელი არავინაა, რომ ნებისმიერი ვინც საპატრიარქოს რეცენზიის გარეშე უშვებს ბნელ, რუსოფილურ, შეუმოწმებელ და მძიმე შეცდომებით სავსე ჟურნალ-გაზეთებს ან წიგნებს და ვინც მსოფლიო პატრიარქის, ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ საუბრობს შეფარულად ან პირდაპირ საქართველოს ეკლესიის მტერია და სქიზმის მეოცნებე, ვისაც ყურნი აქვს ისმინოს და თვალნი იხილოს. დღეს ეკლესიას მარტო გარედან არ ებრძვიან, ჩვენ ბევრი შიგა ჭირი გვჭირს, ფანატიზმი, გაუნათლებლობა, მაგრამ ყველაზე დიდი არის მართლმადიდებლობის სახელით სიბნელის ქადაგება. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად, შევეშვათ პიროვნულ დაკონკრეტებს და ვისაუბროთ პრობლემებზე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#107
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
KAIROS
ციტატა ერთ მხარეს უბიძგებს უბრალოდ იმიტომ დაიცვას ვინმე, რომ სასულიერო პირია არა რა, ამაზე კომენტარი რომ არ გავაკეთო არ შემიძლია ![]() ჩვენ ვართ მართლმადიდბლები, საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესიის წევრები, მოგწონს შენ ეს თუ არა ხარ ამ ეკლესიის წევრი. აკრიტიკე მოძღვრები, ნუ გადავიტანთ, ახლა მეუფეები??? მე იმას კი არ ვამბობ, რომ არიქა მეუფეა და რატომ ეხები-თქო? უბრალოდ ხომ არსებობს საკითხების გადაწყვეტის ცივილური ფორმა? აუცილებელია აქ ვიხილავდეთ სასულიერო პირთა ქმედებებს და ამით ათეისტების მიერ სამღვდელოების დაკნინებას და აბუჩად აგდებას ჩვენვე ვუწყობდეთ ხელს? რამდენი არამართლმადიდბელი და არაეკლესიური ადამიანი შემოდის აქ და ბრკოლდება, გიფიქრიათ ამაზე? ან გვქვს კი იმდენი კადნიერება რომ სასულეიერო პირები ვაკრიტიკოთ? ამით ჩვენც არაფერი გვემატება, პირიქით განვიკითხავთდ ა სხვებსაც ვაბრკოლებთ ![]() ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#108
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ნანინას ბოლო პოსტი მაგალითია იმისა, რომ კანუდოსელის წერა ამაოა, არაა მიმღები ეს ხალხი ასე პირდაპირ...
ჯერ რძე და მერე ხორცი. ნანინა ჩემო კარგო, ჩვენ პაპისტები არა ვართ, ვიცით, რომ ყველა ცდება, შენც ხომ იცი რომ ბევრი ცდება, ახლა არ შეხედო და არ დაინახო, ეს სირაქლემას პოზიციაა, ხალხი ხედავს და შედეგები სახეზეა და მეტიც იქნება. მაგრამ, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შევეშვათ პიროვნულ დაკონკრეტებებს, ნუ გეშლებათ არც ვინმე სასულიერო პირის დაცვით კეთდება საქმე, როცა ის სასულიერო პირი აშკარად ცდება, და არც მისი კრიტიკით კეთდება საქმე, როცა უბრალოდ ნებისმიერი მსგავსი კამათი გადადის იმის გარჩევაზე ვინაა ეს სასულიერო პირი. ჩვენ არ შეგვიძლია დღეს ამაზე საუბარი, რატომ ამწვავებთ სიტუაციას? ნურც იცავთ უსაფუძვლოდ, და ნურც უტევთ უმიზნოდ, დამაზიანებელია ორივე და ცუდი შედეგის მომტანი. ვარ იგივე აზრზე, თემა გასასუფთავებელია. კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#109
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
KAIROS
ციტატა ნანინას ბოლო პოსტი მაგალითია იმისა, რომ კანუდოსელის წერა ამაოა ხო რა თქმა უნდა, ნანინასნაირი ფანატიკოსები ღუპავენ საქართველოს ეკლესიას და უტეხენ სახელს ![]() სამღვდელოება უცდომელიაო რამე მსგავსი ვთქვი? ![]() ციტატა მაგრამ, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შევეშვათ პიროვნულ დაკონკრეტებებს, ნუ გეშლებათ არც ვინმე სასულიერო პირის დაცვით კეთდება საქმე, როცა ის სასულიერო პირი აშკარად ცდება, და არც მისი კრიტიკით კეთდება საქმე, როცა უბრალოდ ნებისმიერი მსგავსი კამათი გადადის იმის გარჩევაზე ვინაა ეს სასულიერო პირი. ამას გავიძახი მეც სხვა არაფერს და როცა კამათი წარმოიშვება ვცდილობ რომ ის ადამიანი დავიცვა ![]() რა ვიცი კაიროს, თქვენ ამ ფორუმზე დიდი გავლენა გაქვთ ![]() ![]() მე კვლავ ჩემ აზრზე ვარ, აგერ არის სენატი, აგერ არიან მოდერატორები და დანარჩენი მათ გადაწყვირტონ ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#110
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა , ნანინასნაირი ფანატიკოსები არ გინდა ახლა დევნილის შარავანდედი, უბრალოდ ძალიან მგრძნობიარე ხარ ამ საკითხზე, და ამიტომ მსგავს კამათებს უბრალოდ მივყავართ დაძაბულებამდე, რაც არცერთის მიზანი არაა. დანარჩენს გადაწყვეტენ რათქმაუნდა, ავტორიტეტი ქრისტიანისათვის ქრისტეა და მისი ეკლესია, არ გინდა ასე გამწვავება სიტუაციის, უბრალოდ არ ღირს, შევცვალოთ ტონი და ერთმანეთს უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ. ყველა აქ, კანუდოსელიც, შენც, მეც... ვართ ეკლესიის შვილები და მასზე შეგვტკივა გული, ამიტომ აქედან ამოვიდეთ სჯობს. კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ კონკრეტული დასვლები პიროვნებებამდე მავნეა იმ საღის გატარებაშიც, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას უნდა. იხარეთ; კაიროსი! ციტატა ნებისმიერი ვინც საპატრიარქოს რეცენზიის გარეშე უშვებს ბნელ, რუსოფილურ, შეუმოწმებელ და მძიმე შეცდომებით სავსე ჟურნალ-გაზეთებს ან წიგნებს და ვინც მსოფლიო პატრიარქის, ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ საუბრობს შეფარულად ან პირდაპირ საქართველოს ეკლესიის მტერია და სქიზმის მეოცნებე, ვისაც ყურნი აქვს ისმინოს და თვალნი იხილოს. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნანინა |
![]()
პოსტი
#111
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
KAIROS
ციტატა არ გინდა ახლა დევნილის შარავანდედი ![]() ![]() ![]() ბევრჯერ იქნა ნახსენები მსგავსი რამ, რომ ეკლესიაში ფანატიზმია, გაუნათლებლობა და ეს იმ აზრების მიმართ რაც მე მქონდა ![]() მე არ ვამწვავებ, უბრალოდ მიკვირს... არც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, კანუდოსელისთვის მე პირადად ღია ფორუმზე არა ერთხელ მითქვამს რომ მისი ცინიკური ტონი არ მომწონს. ფორუმის წესების მაგალითიც მოვიყვანე, რომლის დაცვასაც თქვენ ემხრობით სხვათა შორის ![]() გული შეგვტკივა ყველას, მაგრამ გამოხატვის ფორმებია სხვადასხვა. ხშირად კი ეს ფორმები არ გავს სამწუხაროდ გულისტკივილს ![]() კიდევ რომ არ გავაგრძელო გაოფება ან ვინმეს დადანაშაულება, ვაღიარებ, რომ მგრძნობიარე ვარ და ბევრი რამ ცხელ გულზეც დავწერე, თუმცა დამიჯერეთ, რომ ესეც გულიდან იყო და მიზანი არავის დამცირება და გაკიცხვა არ ყოფილა ![]() ციტატა იხარეთ; ორთავ სოფელსა შინა როგორც უწმინდესი ბრძანებდა ![]() ძილი ნებისა ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
abo |
![]()
პოსტი
#112
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ნანინა
ციტატა პ.ს. ბატონი აბო დავინახე თემაში და თანდათან მისი სიტყვების სიმართლეში ვრწმუნდები თუ დაუკვირდები, "ბატონი აბოს" დანახვის გარეშედაც თანდათან დარწმუნდები ჩემი აზრების სისწორეში. ასევე შენი მსჯელობაც სწორი მეჩვენება. ციტატა სამწუხაროდ ჩვენ კამათი არ შეგვიძლია, ამაში კაიროსს ვერ დავეთანხმები, მე მგონი ნორმალურად ვმსჯელობთ და ნამდვილად არ ვჩხუბობთ და ერთმანეთს არ ვლანძღავთ, მიუხედავად ერთმანეთს შეიძლება რაღაც ასპექტებში არ ვეთანხმებოდეთ. ციტატა ნებისმიერი ვინც საპატრიარქოს რეცენზიის გარეშე უშვებს ბნელ, რუსოფილურ, შეუმოწმებელ და მძიმე შეცდომებით სავსე ჟურნალ-გაზეთებს ან წიგნებს და ვინც მსოფლიო პატრიარქის, ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ საუბრობს შეფარულად ან პირდაპირ საქართველოს ეკლესიის მტერია და სქიზმის მეოცნებე რაღაც არა მგონია მეუფე იობი რასაც წერს არ იცოდეს პატრიარქმა, ან თუ არ იცის არც მეუფე იობი მეგულება პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის მტრად. პატრიარქს ძირს ვინც უთხრიდა კი დარჩა ეკლესიის გარეთ. არც მეუფე იობს გადაუსმევენ თავზე ხელს თუ საჭირო გახდბა. ციტატა ამიხსნას ვინმემ რატომ ხდება ასე და სულ ძველი სტილით აღდგომის ღამეს ხდება ეს სასწაული? აქ დროს უფრო მიგვანიშნებს უფალი თუ რწმენას? ამ კითხვაზე მაინტერესებდა პასუხი და რატომ არავინ მპასუხობს? იქნებ არგუმენტირებული პასუხი არ არსებობს? და ის რომ მთელი რიგი ეკლესიებისა ახალ სტილზეა გადასულიო, ეს არ მეტყველებს მათ სისწორეზე, იქნებ სწორედ ისინი ცდებიან ხოლო მეძველსტილეები არა? რა ჩვენ ეკლესიას არ დაუჯეროთ და საბერძნეთისას კი? ისინი მიხედავენ თავიანთ თავს, ჩვენ ჩვენ თავს მივხედოთ და ცოტა მეტი მორიდებით ვისაუბროთ მღვდელმთავრებზე მაინც თუ უბრალო მღვდლებზე არა. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#113
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ამაში კაიროსს ვერ დავეთანხმები, მე მგონი ნორმალურად ვმსჯელობთ და ნამდვილად არ ვჩხუბობთ და ერთმანეთს არ ვლანძღავთ, მიუხედავად ერთმანეთს შეიძლება რაღაც ასპექტებში არ ვეთანხმებოდეთ. ![]() თავს იმშვიდე აბო ბატონო, თუ ნაცარს გვაყრი ![]() გადახედე ბოლო ორ გვერდს, ნახე ვიღაც სარია რას მიწოდებს მე, ნახე უამრავი შემთხვევა, სადაც პირდაპირ გვლანძღავენ, გვემუქრებიან... PM ები მომდის, იცი როგორი? ![]() და ვიცით ჩვენ კამათი? არა, არ ვიცით. ციტატა ისინი ცდებიან ხოლო მეძველსტილეები არა? რა აბო ბატონო, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, სქიზმატებს ამართლებთ და ეკლესიას უპირისპირებთ, რატომ? უბრალოდ იმიტომ რომ ძველი სტილი მოგწონთ, კარგია, მაგრამ ამის გამო სქიზმა რომ ეკლესიის მტრობაა იცით? იცით თუ არა ბატონო აბო, რომ ღვთისმშობლის სასწაული, რომელიც ხდება მარიამობას (ხარებას და მიძინებას) ხდება ახალი სტილით? ძალიან გთხოვთ, გაარჩიეთ სქიზმა და სტილი, მორიდებით როცა ვითხოვთ საუბარის მღვდელმთავრებზე, იგივე მორიდებაა საჭირო ეკლესიებზე საუბრისას, მითუმეტეს იმ საკითხზე, რომელიც არ იცით ბატონო აბო. არ გეწყინოთ, ასეა; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ციტატა თავს იმშვიდე აბო ბატონო, თუ ნაცარს გვაყრი გადახედე ბოლო ორ გვერდს, ნახე ვიღაც სარია რას მიწოდებს მე, არა კაიროს ნამდვილად ვერ გაკადრებ ნაცრის დაყრას, მე ამ თემაში ვამბობდი და სარიას შემთხვევა ნამდვილად არ იყო მოსაწონი და მას შენიშვნაც მისცეს მაგისათვის. ციტატა აბო ბატონო, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, სქიზმატებს ამართლებთ და ეკლესიას უპირისპირებთ, რატომ აქ ვერ გავიგე ეს რაში გამოიხატება, ან საიდან მიხვედით ამ დასკვნამდე? გთხოვთ ამიხსნათ და დაგეთანხმებით. ციტატა ძალიან გთხოვთ, გაარჩიეთ სქიზმა და სტილი, სქიზმა უთანხმოებაა და სტილი საკითხთან მიდგომის ფორმა. ხოლო თუ ვცდები შემისწორე, მაგრამ არა მგონი რომ ვცდებოდე. ციტატა იცით თუ არა ბატონო აბო, რომ ღვთისმშობლის სასწაული, რომელიც ხდება მარიამობას (ხარებას და მიძინებას) ხდება ახალი სტილით? და თუ ხდება გასაკვირი არაა, რადგან მაგენი უძრავი დღესასწაულებია და ჩემი აზრით არგუმენტად არ გამოდგება აი მოძრავ დღესასწაულებზე ვილაპარაკოთ. რატომ ემთხვევა სულ აღდგომა ძველი სტილით 25-ს და არა ახალი სტილით? ან ბოდიშის მოხდით აღდგომაზე მეტი სასწაული რა ხდება მარიამობას, ხარებას და მიძინებას? და რატომ ჩავთვალოთ ახალი სტილის სისწორის არგუმენტად? აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
abo |
![]()
პოსტი
#115
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
მგონი დავრჩი პასუხის გარეშე. ბოლო სამი შეკითხვის პასუხი ძალიან მაინტერესებს, მე პროფესიონალი ექიმი ვარ და მაქვს მაგის კადნიერება ეს ვთქვა, მართალია დილეტანტი ვარ თეოლოგიის ბევრ საკითხებში, მაგრამ რაც თეოლოგიაში მყარად ვიცი და რასაც ჩემი ეკლესია აღიარებს აქ პოზიციის დაცვა ნამდვილად შემიძლია. თუმცა სხვის აზრს ვისმენ და ანალიზს უკეთებ.
აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#116
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა სქიზმა უთანხმოებაა და სტილი საკითხთან მიდგომის ფორმა სქიზმა უთანხმოება კი არა განხეთქილებაა, უთანხმოება სხვაა, სტილი კალენდარული და არა დოგმატური საკითხია და ეკლესიის გადასაწყვეტია. შენ კი შეუპირისპირე ეკლესიას ქრისტეს ეკლესიის მტერი სქიზმატები და ეკლესია, რაც სახიფათოა. ციტატა იქნებ სწორედ ისინი ცდებიან ხოლო მეძველსტილეები არა? ესაა სქიზმის გამართლება და ძალიან ცუდია ეგ, აბო, ახლოსაც არ გაიკარო ეგ აზრი, ვისაც ეკლესიაში განხეთქილება შეაქვს მას გამართლება არა აქვს! და ერიდეთ ამ საკითხს აბო, ეგ ცუდი აზრია და ფრთხილად! რაც შეეხება სასწაულების შედარებას ვინ დიდია და ვინ პატარა, ღიმილის მომგვრელია, სასწაული ყველა ღვთისგანაა და მოძრავ-უძრავ, ძველ-ახალზე მაღალია, რასაც გციჩვენებს კიდეც ძველი სტილით სასწაულიც და ახალი სტილითაც, უძრავიც და მოძრავიც. კალენდარი დოგმატი არაა აბო, უნდა გაიგო ეგ, სხვა მხრივ სქიზმაა და ფრთხილად! სარიას არანაირი შენიშვნა არ მიუღია, კანუდოსელი რასაც დაუწერს სულ არ აინტერესებს მაგას, ასეთ შემთხვევებს სჭირდება მყისიერი ჩარევა ადმინისტრაციისა და მეორედ არ იკადრებს, ნამუსი თუ არა შიში მაინც დაუშლის, წესებს უნდა შესრულება. თემას კი ვაოფებთ; მე გავედი აქედან არაფერია დასაწერი, რა ემთხვევა 25 ში და რა არა(რაც რათქმაუნდა შეცდომაა), მაგის სპეციალისტი კანუდოსელია და აგიხსნის ჩემზე უკეთ; იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
![]()
პოსტი
#117
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ციტატა სქიზმა უთანხმოება კი არა განხეთქილებაა, უთანხმოება სხვაა, სტილი კალენდარული და არა დოგმატური საკითხია და ეკლესიის გადასაწყვეტია.შენ კი შეუპირისპირე ეკლესიას ქრისტეს ეკლესიის მტერი სქიზმატები და ეკლესია, რაც სახიფათოა. განხეთქილება - არ მინდოდა ასე რადიკალურად გამოთქმა თუმცა არც არაფერია მათ შორის განსხვავება. რაც შეეხება სტილს საკითხთან მიდგომის ფორმაათქო მე ასე ვწერ, და არ ვამტკიცებ მის დოგმატურობას. რასაც ჩემი ახსნა ( მიდგომის ფორმა) თვით ეწინააღმდეგება დოგმატურობას რასაც არსად არ ვახსენებ. მაგრამ ის რომ ეკლესიის გადასაწყვეტია და რომ ჩემს ეკლესიას მაგ საკითხი ძველი სტილით აქვს გადაწყვეტილი არც მაგია ჩემი საქმე. ჩემი საქმეა დავიცვა ის, ხოლო თუ ჩემი ეკლესია გედავა ახალ სტილზე არც მე გავყვები ბრმად, ჯერ გავარკვევ და შემდეგ მისი პოზიციის დაცვას იქ დავიწყებ, რა თქმა უნდა თუ დავეთანხმე. ციტატა ესაა სქიზმის გამართლება და ძალიან ცუდია ეგ, აბო, ახლოსაც არ გაიკარო ეგ აზრი, ვისაც ეკლესიაში განხეთქილება შეაქვს მას გამართლება არა აქვს თქვენი თქმით, მეძველსტილეობა თუ არის სქიზმა, მაშ ჩვენ სქიზმატური ეკლესიის შვილები გამოვდივართ. ეს ხომ არ არის უფრო საშიში ვიდრე მეძველსტილეობა რომელიც შეიძლება სწორი იყოს (მე ვიცი რომ სწორია)და აღდგომის სასწაულიც ამას გვითითებს? დროს და არა რწმენას? ციტატა რასაც გციჩვენებს კიდეც ძველი სტილით სასწაულიც და ახალი სტილითაც, უძრავიც და მოძრავიც. აქაც ვერ გეთანხმები რადგან მე სასწაულებს ერთმანეთს არ ვაჯიბრებ უბრალოს მარიამობას, ხარებას და მიძინებას რა სასწაული ხდებათქო ის ვიკითხე, ვინაიდან არ მახსოვს რაღაც მასე გამოკვეთილი სასწაული ახალი სტილით დანიშნული .დღესასწაულების ციტატა შენ კი შეუპირისპირე ეკლესიას ქრისტეს ეკლესიის მტერი სქიზმატები და ეკლესია, რაც სახიფათოა. ვინ არის ეს მტერი? ან სად შევაპირისპირე? ეს მტრის ხატი რომ არ არსებობდეს კარგი იქნებოდა. თან ეკლესიას შევაპირისპირე? და თან მე? ციტატა და ერიდეთ ამ საკითხს აბო, ეგ ცუდი აზრია და ფრთხილად! ამას ვერ ვხვდები კიდევ რატომ ვიყო ფრთხილად, მცემს ვინმე, ჩემ ეკლესიას უღალატე, თუ უფალი შეურაცყავი? ჩემი ცოდვები დამამარცხებია ნეტავ და აქ ვერაფერ საშიშს ვერ ვხედავ... რომ გავიზიარო ჩემი ეკლესიის აზრი და დავიცვა ის რაა ამაში საშიში ან ცუდი?. კი ვაოფებთ მაგრამ სამი გვერდია ვითხოვთ დახურვას და არ ხურავენ. ასეთ გაოფებას რა უჭირს შედეგიანი მსჯელობაა და არა ჩხუბ-აურზაური. რადგან ამომწურავ პასუხებს ვერ ვღებულობ კანუდოსელს დაველოდები, იქნებ მან ამიხსნას, საქართველოს მართ.ეკლესია, რომლის შვილად ვთვლი თავს რატომ არის სქიზმაში(ასე გავიგე ბოლო-ბოლო)სხვა ეკლესიებთან ? ამის დამტკიცების მცდელობა ხომ არ არის უფრო საშიში? ან შეძლებს ვინმე დაამტკიცოს ეს? ან თუ მტკიცდება ასეთი სიბნელეა საპატრიარქოში რომ ამას ვერ გებულობენ? ვიცი კიო მეტყვის მავანი. მაგასაც დამტკიცება უნდა. ამიტომ შეესია ჭია-ღუები ეკლესიას რომ ბნელაო დაამტკიცონ და მერე სიბნელეს რას უჯერებთო და შემდეგ უკვე იძულებით მცდარ გზაზე ხალხის გადაყვანა. ეს მარტივი გზაა სიმართლის დასამარცხებლად. პასუხის მომლოდინე "ვითომსქიზმატი" აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
ამიხსნას ვინმემ რატომ ხდება ასე და სულ ძველი სტილით აღდგომის ღამეს ხდება ეს სასწაული? აქ დროს უფრო მიგვანიშნებს უფალი თუ რწმენას?
![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
KAIROS |
![]()
პოსტი
#119
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა თქვენი თქმით, მეძველსტილეობა თუ არის სქიზმა, აბო, ისევ ვერ გაიგე, სქიზმა სტილი არაათქო გიწერ, არამედ ეკლესიის გადაწყვეტილებიდან გადახვევა და ეკლესიასთან დაპირისპირება. ციტატა ხოლო თუ ჩემი ეკლესია გედავა ახალ სტილზე არც მე გავყვები ბრმად, ჯერ გავარკვევ და შემდეგ მისი პოზიციის დაცვას იქ დავიწყებ, რა თქმა უნდა თუ დავეთანხმე. ზუსტად, თუ არ დაეთანხმე სქიზმაში იქნები... თან ახალი კი არა ბერძნული სტილი, ხალხო ამდენს ვწერთ, და იგივე შეცდომებს რატომ იმეორებთ? ციტატა ვინ არის ეს მტერი? ან სად შევაპირისპირე კაცო, ხომ დაგიწერე; შენ თქვი სქიზმატ-მოღალატეები ხომ შეიძლება მართლები იყვნენო და ეკლესიები მტყუანიო? აბა ეს რა არის? ციტატა იქნებ სწორედ ისინი ცდებიან ხოლო მეძველსტილეები არა? ახლა მაშინ უფრო გასაგებად უნდა წერო და ეგ იდეაშიც არ უნდა დაუშვა. გაიგეთ ყველამ სასწაული კალენდარის გამო კი არ ხდება არამედ იმის გამო, რომ ეკლესია აღნიშნავს მას, კალენდარი კი არაა უფლის სხეული არამედ ეკლესია, თორემ სასწაულები ბერძნულ, ბულგარულ, რუმინულ, ალბანურ და ყველას სხვა შერეულ სტილიან (ბერძნული სტილი და არა ახალი) მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც ხდება და ძველსტილიან (რუსულ,სერბულ,ქართულ) ეკლესიებშიც, და აღდგომასაც ყველანი ერთად არიან რადგან. სტილის კი არა ეკლესიის შვილები ვართ, ქრისტეა ჩვენი ღმერთი და არა კალენდარი და რა შუაშია საერთოდ ამ თემაში? ეეჰ.ით; კაიროსი! ციტატა არის სქიზმაში(ასე გავიგე ბოლო-ბოლო)სხვა ეკლესიებთან ? ეს აღარ გაიმეორო ![]() 1. სტილის განსხვავება ეკლესიებს შორის არ იწვევს რაიმე განხეთქილებას, ამიტომაც ყველა ეკლესია არის ერთმანეთთან ევქარისტიულ კავშირში და იქნება კიდეც მუდამ! 2. კალენდარული საკითხი არაა დოგმატურ-სწავლებითი საკითხი და მის გამო ეკლესიისაგან გამოყოფა და დაუმორჩილებლობა არის განხეთქილება და სქიზმა. 3. სასწაულები ხდება სწორი (მართალი) აღმსარებლობის (მადიდებლობის) გამო და არა კალენდრის გამო, რამეთუ სასწაულები აღესრულება ძველი სტილითაც და შერეული სტილითაც. აი აქ გავაგრძელოთ კალენდარული კამათები: http://church.ge/index.php?showtopic=3488&st=700 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#120
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მგონი დავრჩი პასუხის გარეშე. ცეცხლის სასწაული კალნდართან კი არა ლოცვასთანაა მიბმული...როცა არ უნდა ჩატარდეს ის მსახურება, ცეცხლიც მაშინ გადმოვა ე.წ. გველების სასწაული ხდებოდა მაშინაც როცა საბერძნეთში იყო ძველი სტილი - და სასწაულს ადგილი ჰქონდა ძველი სტილით...და ხდება ახლაც - როცა საბერძნეთმა მიიღო ახალი სტილი და უკვე სხვა დროს ატარებს ლიტურგიას - ახალი სტილის კალენდრის მიხედვით. (კაიროს ჯიგარ - ეს სასწაული სწორედ ახალი სტილით და არა შერეულით აღესრულება...) ეს მაგალითი მოწმობს ჩემი ზემო თეზისის სისწორეში. თუ ყველა ვიტამინი კალენდარშია, მაშინ როგორც კი შეიცვალა კალენდარი, სასწაულიც უნდა გამქრალიყო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა...არაფერი მსგავსი არ მოხდა.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th September 2025 - 12:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი