![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
giorgi 7 |
![]()
პოსტი
#161
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 ![]() |
მამა გიორგის პასუხი ყველას...
თქვენი წიგნი წავიკითხე და...? არაა ეს ჩემი წიგნი.-მკვახედ გააწყვეტინა მამაომ.-ეს ავტორების წიგნია. იქ ჩემი საუბრებია მოყვანილი.რამდენ ხანს უნდა მამოწმოთ? ეგ წიგნი კი არა, იმდენი ვიცი,ხუთი მწერალი ვერ ჩაიწერს და კიდევ ათი წვეროსანი!...გაიგე?! ეგ წიგნი ანაბანაა!გეყურება შენ? მე სხვის არაფერს ვიტაცებ! რაც ვიცი ღმერთმა გამიხსნა!როგორ და რატომ ეგ ბიძია არც შენთვის და არც არავისთვის შესათანხმებელი არა მაქვს. მე თქვენტვის ვთქვი,რაც ვთქვი,თორემ ამ წიგნების გამო ეშმაკების მთელი არმადა დამესია და ასევე, ,,მწიგნობარი რევიზორების"მთელი დასტა იქ რაც წერია,ბევრმა ნამდვილმა იცის, მაგრამ წიგნის ტვირთი მე გავქაჩე, მე დავიდე თავზე.გზა მე მივეცი სულიერი, წიგნი რომ სხვას გაეგო.ეგ არ იცი შენ!... ცოდვილმა კაცმა რომ ჭეშმარიტება გაიგოს, იცი რა დარტყმები მოდის ბოროტისაგან?! ჰო არ იცი!არ იცი!..ცოდნა სხვისი მოსმენა კი არა,ცოდნა მაშინ გაქვს,როცა შენ სულზე გამოცდი ყოველივეს!... ნახე რა დღეში არიან ეს რა დაწერაო,ეს რა დაწერაო?...ეს საცოდავები ესენი!..იქ სიმართლე წერია!...მართალს ვერავინ შეზღუდავს!...ვის რა არ მოსწონს, თავის თავში ეძიოს! კაცთაგან სასჯელი რა საშიშია?! საშიში ღვთის სასჯელია!... ჰოდა ვნახოთ ეს სასჯელი ვის ეწევა!მალე ყველა ნამდვილი აღიმაღლებს ხმას! ჩემგან ის უნდათ,რომ ზ ნ ე დ ა ც ე მ უ ლ ი,ე შ მ ა კ ე უ ლ ი,გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი ა რ ვ ა რ.იჩხრიკონ მაგ წიგნებში,აბა რას დაიჭერენ?!.. სულ ცოტა დარჩა!..ვნახოთ!..არ გეწყინოს ბიძია მე პირდაპირი კაცი ვარ და გეტყვი:არ ხარ შენ კეთილად მოსული!..წესიერად გამარჯობა არც კი გითქვამს,არც მოგიკითხივარ!... იქნებ რამე მიჭირს,იქნებ მტკივა რამე,მეც ხომ ხორცით დავდივარ... მეცი და კითხვებს რომ მაყრი! რავა შენთან ანგარიშვალდებული ვარ რამეში თუ?!იქნებ პასუხიც მომთხოვო რამეზე?!კაცმა რომც შესცოდოს, კი არ უნდა ეძგეროთ,არამედ სიყვარულით შეცდომა უნდა გაასწორებინოთ!... თქვენ უბრალო ადამიანებს რას უზამთ ამ ხნის მღვდელს ასე მექაჩებით?! თქვენთვის არ ვარგა თქვენთვის...ასეთი მოქცევა. მესქისედეკი გიჭირს ახლა შენ? მელქისედეკი კი არა ძლივს გიდგას ბიძია სული დაბნეული და გაურკვეველი ხარ, რამდენჯერ გიფიქრია რა მინდოდა სასულიეროშიო!ახალგაზრდა კაცმა ამ სიტყვებზე ტავი ძირს დახარა.-მე მტერი კი არა ვარ შენი.მე ყველა მიყვარხართ,ყველასთვის სიკეთე მინდა.აბა რა მღვდელი ვიქნები წყენა, ბოღმა და შური გულით რომ ვატარო?რამდენ რამეს იძახიან ჩემზე საწყენს მარა გული არ შემცვლია, ბიძიკო, მე ყველას ვლოცავ;დახმარება მსურს შენი და ყველასი მაგრამ არ სურს ეს ბევრს! რას იზამ შეკითხვა რომ გაგიჩნდა იმაზე არ გიბრაზდები,მარა კაცს რო შეხედავ და იგრძნობ,და მაინც თავს ეჭიდები - როგორმე შენი გეგმა შეასრულო ამას ვერ ვტანილობ, ბიძია!...არ ვტრაბახობ,გეუბნები,თავს არ გამეტებ,არ გჩაგრავ,მარა შენით ხომ გრძნობ ბიძია , ცოტა მეტი რომ შეგეხოს ჩემი ძალა ცუდად გახდები.ხოდა ნუ მცდი შე კაი დედმამიშვილო!ვინ გითხრა არ მქონდეს იმისი უფლება უკეთურად მოსულს პასუხი რომ გავცე? რა იცი შენ რა მომცა ღმერთმა!... რისი უფლება მომანიჭა და როგორ გამოვიყენებ ამ უფლებას! მე არ გიშავებთ თქვენ!შენ რომ მომადექი და სულში ჩახედვას მიპირებ,არ ვარ ბიძია ის დონე რომ ვინმემ ჩამხედოს მე! არ ვტყუი და არ ვტრაბახობ! სინამდვილეა ეს და არ ვთქვა?არ ვამბობ მე ამას სანამ არ მაიძულებენ.ვერავინ ჩამხედავს სულში კიდევ გიმეორებ!ეს იცის ყველა ნამდვილმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეYაც.ეს ეშმაკებმაც კი იციან.ეს თქვენ არ იცით უძლურებმა! ,,ტრაბახობსო გიორგი"- გაიძახის იქ ერთი თბილისში.თუ ვტრაბახობ...ჩავედი თბილისში და გადაიმალა სადღაც...მოწამეთაში ჩამოსვლას კი ვეღარ ბედავს. ყველაპერი არ წერია წიგნებში გეუბნები.წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს.მეცოდებით,ბიძია,რადგან გგონიათ სიმართლეს იცავთ,არადა არ იცით თქვენ ჭეშმარიტება!...დამიჯერეთ თუ ჯიუტი არ იქნები ღმერთი გაგაგებთ სიმართლესთქვენ არ იცნობთ ღმერთს!ამიტომ ღმერთის სახელით ნუ დიდგულობთ,ტორემ სასჯელის საქმეა ეს!ხარისხი ვერავის უშველის,ნუ ცდით ღმერთს!..თორემ ღმერთს შეუძლია არა სიყვარულითა და სალოსობით გამხილოთ,არამედ პირდაპირი ძალითა და სიმკაცრით!ნუ იმედოვნებთ სასულიერო თანამდებობებზე!... არის ხილული იერარქია და არის უხილავი იერარქია.გაიხსენონ იერარქებმა რა მოსდიოდათ სულში გაბრიელთან შეხვედრისას! თუ გრძნობდნენ იმას,რომ ხარისხის გამო უპირატესობას ინარჩუნებდნენ?!ვერა,ბიძია!...გაბრიელი ძალაში ხილული იერარქიით კი არ იყო,ის პირდაპირ ღმერთით იყო ძალაში1 მე შენი კითხვებისა კი არ მეშინია,მაგ წიგნშიც ხომ კითხვებზე ჩემი პასუხი წერია!შე დალოცვილო,ახლა სულში რაც გიჭირს,ის მაინც გეკითხა.მექისედეკი გიჭირს?! ისე მეკითხები თითქოს ყველა საკითხი მოგვარებული გქონდეს და ესღა გაკლდეს.რომ გითხრა ჰოო იყოო რა შეიცვლება შენში?რომ გითხრა:არა,- ისევ ისეთი წახვალ აქედან.არ გაწუხებს ეს საკითხი შენ და არც იმ სიმაღლეზე ხარ ასული ჯერ ამის ცოდნა შენ უკვე გჭირდებოდეს.ჩემს რას გაიგებ შენ ხომ ,,აკადემია" გაქვს დამთავრებული ...ყველაფერი იცი?...მელქისედეკზე პავლე მოციქული წერს იქნებ იმას მაინც დაუჯეროთ თქვენ,თანამედროვე ,,მწიგნობრებმა".,,უმამო,უდედო,უგვარტომო,არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული"-ვინ უნდა იყოს შენი აზრით მელქისედეკი?...შენნაირი კაცი რომ ყოფილიყო,დაბადების დღეც ექნებოდა და თავის დროზე გარდაცვალების თარიღიც! მე ნუ მცდით ბიძია;სემინარია მეც დავამთავრე და თქვენზე ნაკლები მასწავლებლები არც ჩვენ გვყოლია.არ იცით თქვენ არა!...ბევრი რამ არ იცით!...ბევრმა კი სულ არაფერი იცის!... მღვდლობა მარტო ის კი არაა რომ იცოდე როდის აკმიო და როდის ჯვარი გამოსახო!არ იცით ბევრი რამ თქვენ არა!ასკეტიკას ერისკაცი უნდა ასწავლიდეს?ან ასკეტიკა წიგნებით ისწავლება?იმისი ცოდნა რომელი წმიდა მამა როგორ შიმშილობდა და ლოცულობდა,შენ რას გიშველის!ეს შენ უნდა შეგეძლოს,თუ გინდა სულის მკურნალი გახდე! მღვდლობა სხვა რაა თუ არა სულიერი მკურნალი?სულიერი მკურნალი როგორღა გახდები თუ სული ცნობა არ გაქვს?შეგიძლია იცნო კაცი შენ?აი ეს ვთქვათ,-მამაომ იქ მდგომზე მიუთითა,ახალგაზრდა კაცმა თავი გააქნია.-აბა იქნებ ის იცი რა სულიერი წყლულები ჭირს?- ამაზეც ახალგაზრდა კაცის პასუხი უარყოფითი იყო.- არ იცი ხომ?-უთხრა მამაომ.- აბა ჯვრის გამოსახვას ბიძია აკადემია არ ჭირდება!თუმცა ბევრს ჯვრის წესიერად გამოსახვაც ეზარება. მელქისედეკი?...მელქისედეკისას რას გაიგებ, შენი თავისა ვერა გაგიგია რა!მელქისედეკი ვინ იყო და ვინ არა,ამას თავად მელქისედეკი გაგაგებთ მალე!...პავლე მოციქული გეუბნება უკვდავიაო,შენ კიდევ მეუბნები ვინ არისო? იყო აქ კიდევ ერთი შენნაირი წვეროსანი.მითხრა,წიგნში რომ გიწერია,დავით მეფე ,,ბუნებით ღმერთია და არა მადლით ღმერთქმნილი",ვერ გავიგეო.დავით მეფე ბუნებით ღმერთი როგორ იყოო?შენ მელქისედეკის გარკვევა გინდა სხვა ყველაფერი გარკვეული გაქვს.იმას დავითის ღმერთობა ჰქონდა გასარკვევი,დანარჩენი გარკვეული ჰქონდა.ჯერ ერთი წიგნში ჩემი სიტყვები ასე წერია:,,დავით მეფე გაცილებით უფრო დიდია ,ვიდრე უბრალოდ წმიდა კეთილმსახური მეფე!ნახეთ რას წერს დავით მეფეზე ჩვენი დიდი წმიდა მამა არსენ იყალთოელი:,,ბუნებით ღმერთი,მადლით ღმერთქმნილთა შორის". გეყურება შენ? ის რომ დავითი ბუნებით ღმერთია მადლით ღმერთქმნილთა შორის არის არსენ იყალთოელის სიტყვები.და ეს სიტყვები ავტორებს კი არ გამოუყვიათ წითელი ასოებით. წმინდა არსენ იყალთოელს ,,ეშლებოდა" და თქვენ დგახართ ,,ჭეშმარიტების სადარაჯოზე?" თავმდაბლობა გმართებთ! ,,ბუნებით ღმერთობა" ვერ გაიგეთ,ხოლო ,,მადლით განღრთობა" გაიგეთ?ეს ისეთი თემებია, დიდი წმიდა მამებიც შიშით რომ ეხებოდნენ!წმიდა ბერებს გგონიათ წიგნისმიერი ცოდნა ჰქონდათ მხოლოდ?უწიგნურ ბერებსაც მიუღიათ განმღთობა ღმერთშემოსილება!და ისინი ცოდნასა და ძალას წიგნებიდან იძენდნენ?მათ თვითონ ღმერთი უხსნიდა სულში უდიდეს საიდუმლოებებს და როგორ დაიტევს ერისკაცი ამ ცოდნას?!და რომ ვერ იტევს ხომ არ ნიშნავს რომ ასეთი ცოდნა არ არსებობს?არსენ იყალთოელის ცოდნა ვინ უნდა დაიტიოს დღეს?არსენის ცოდნას ვინ გაუტოლდება დღეს სამღვდელოებაში?არსენი სიწმინდით განბრძნობილი ხედავდა,ტუ ვინ იყო დავითი!ეს საერო საზოგადო ცოდნა არაა!ბერები განა ყველაფერს ამბობდნენ?ან კიდევ როგორ ეთქვათ და ვისთვის!ვნებიან ადამიანს წმიდა ცოდნა გადარევს და წაახდენს ბიძია!ცოდვილ ადამიანებს იმდენს აძლევენ ცოდნას,რამდენსაც მათი გონება დაიტევს!და უკვირთ ადამიანებს როგორ შეიძლება დავითი ყოფილიყო ბუნებით ღმერთი.მე მათ ადგილზე ადამიანის მადლით განღმრთობას უფრო გავიკვირვებდი!ღმერთი თავადაც ცოდნის და შესაძლებლობების უსასრულობაა,ღმერთი ამოუწურავია! საწყენად არ გეუბნები ამას ბიძია!არც შენ და არც იმ ბიჭს.კარგი ხალხი ხართ ორთავენი.შეკითხვა ჭკვიან ხალხს უჩნდება,მაგრამ სულიერ კითხვებზე პასუხი მარტო ცოდნაზე არაა დამოკიდებული!..აქ ათასი რამ არის.... არ მიწყინო!.. ღმერთს ვინც უყვარს იმას წვრთნის. მერე ხელი მხარზე დაადო და დალოცა.ახალგაზრდა კაცი წავიდა.მამაომ მოულოდნელად ისევ დაუძახა და უთხრა:აბა,შენ იცი!..შენ მე გამიგე!..ახალგაზრდა კაცმა ხელი ასწია და თავი დაუკრა. |
giorgi 7 |
![]()
პოსტი
#162
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 ![]() |
|
Atman |
![]()
პოსტი
#163
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა მამა გიორგის პასუხი ყველას...თქვენი წიგნი წავიკითხე და...?არაა ეს ჩემი წიგნი.-მკვახედ გააწყვეტინა მამაომ.-ეს ავტორების წიგნია. იქ ჩემი საუბრებია მოყვანილი.რამდენ ხანს უნდა მამოწმოთ? ეგ წიგნი კი არა, იმდენი ვიცი,ხუთი მწერალი ვერ ჩაიწერს და კიდევ ათი წვეროსანი!...გაიგე?! ეგ წიგნი ანაბანაა!გეყურება შენ? მე სხვის არაფერს ვიტაცებ! რაც ვიცი ღმერთმა გამიხსნა!როგორ და რატომ ეგ ბიძია არც შენთვის და არც არავისთვის შესათანხმებელი არა მაქვს.მე თქვენტვის ვთქვი,რაც ვთქვი,თორემ ამ წიგნების გამო ეშმაკების მთელი არმადა დამესია და ასევე, ,,მწიგნობარი რევიზორების"მთელი დასტაიქ რაც წერია,ბევრმა ნამდვილმა იცის, მაგრამ წიგნის ტვირთი მე გავქაჩე, მე დავიდე თავზე.გზა მე მივეცი სულიერი, წიგნი რომ სხვას გაეგო.ეგ არ იცი შენ!...ცოდვილმა კაცმა რომ ჭეშმარიტება გაიგოს, იცი რა დარტყმები მოდის ბოროტისაგან?! ჰო არ იცი!არ იცი!..ცოდნა სხვისი მოსმენა კი არა,ცოდნა მაშინ გაქვს,როცა შენ სულზე გამოცდი ყოველივეს!...ნახე რა დღეში არიან ეს რა დაწერაო,ეს რა დაწერაო?...ეს საცოდავები ესენი!..იქ სიმართლე წერია!...მართალს ვერავინ შეზღუდავს!...ვის რა არ მოსწონს, თავის თავში ეძიოს! კაცთაგან სასჯელი რა საშიშია?! საშიში ღვთის სასჯელია!... ჰოდა ვნახოთ ეს სასჯელი ვის ეწევა!მალე ყველა ნამდვილი აღიმაღლებს ხმას!ჩემგან ის უნდათ,რომ ზ ნ ე დ ა ც ე მ უ ლ ი,ე შ მ ა კ ე უ ლ ი,გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი ა რ ვ ა რ.იჩხრიკონ მაგ წიგნებში,აბა რას დაიჭერენ?!.. სულ ცოტა დარჩა!..ვნახოთ!..არ გეწყინოს ბიძია მე პირდაპირი კაცი ვარ და გეტყვი:არ ხარ შენ კეთილად მოსული!..წესიერად გამარჯობა არც კი გითქვამს,არც მოგიკითხივარ!... იქნებ რამე მიჭირს,იქნებ მტკივა რამე,მეც ხომ ხორცით დავდივარ... მეცი და კითხვებს რომ მაყრი! რავა შენთან ანგარიშვალდებული ვარ რამეში თუ?!იქნებ პასუხიც მომთხოვო რამეზე?!კაცმა რომც შესცოდოს, კი არ უნდა ეძგეროთ,არამედ სიყვარულით შეცდომა უნდა გაასწორებინოთ!... თქვენ უბრალო ადამიანებს რას უზამთ ამ ხნის მღვდელს ასე მექაჩებით?! თქვენთვის არ ვარგა თქვენთვის...ასეთი მოქცევა.მესქისედეკი გიჭირს ახლა შენ? მელქისედეკი კი არა ძლივს გიდგას ბიძია სული დაბნეული და გაურკვეველი ხარ, რამდენჯერ გიფიქრია რა მინდოდა სასულიეროშიო!ახალგაზრდა კაცმა ამ სიტყვებზე ტავი ძირს დახარა.-მე მტერი კი არა ვარ შენი.მე ყველა მიყვარხართ,ყველასთვის სიკეთე მინდა.აბა რა მღვდელი ვიქნები წყენა, ბოღმა და შური გულით რომ ვატარო?რამდენ რამეს იძახიან ჩემზე საწყენს მარა გული არ შემცვლია, ბიძიკო, მე ყველას ვლოცავ;დახმარება მსურს შენი და ყველასი მაგრამ არ სურს ეს ბევრს! რას იზამ შეკითხვა რომ გაგიჩნდა იმაზე არ გიბრაზდები,მარა კაცს რო შეხედავ და იგრძნობ,და მაინც თავს ეჭიდები - როგორმე შენი გეგმა შეასრულო ამას ვერ ვტანილობ, ბიძია!...არ ვტრაბახობ,გეუბნები,თავს არ გამეტებ,არ გჩაგრავ,მარა შენით ხომ გრძნობ ბიძია , ცოტა მეტი რომ შეგეხოს ჩემი ძალა ცუდად გახდები.ხოდა ნუ მცდი შე კაი დედმამიშვილო!ვინ გითხრა არ მქონდეს იმისი უფლება უკეთურად მოსულს პასუხი რომ გავცე? რა იცი შენ რა მომცა ღმერთმა!... რისი უფლება მომანიჭა და როგორ გამოვიყენებ ამ უფლებას! მე არ გიშავებთ თქვენ!შენ რომ მომადექი და სულში ჩახედვას მიპირებ,არ ვარ ბიძია ის დონე რომ ვინმემ ჩამხედოს მე! არ ვტყუი და არ ვტრაბახობ! სინამდვილეა ეს და არ ვთქვა?არ ვამბობ მე ამას სანამ არ მაიძულებენ.ვერავინ ჩამხედავს სულში კიდევ გიმეორებ!ეს იცის ყველა ნამდვილმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეYაც.ეს ეშმაკებმაც კი იციან.ეს თქვენ არ იცით უძლურებმა!,,ტრაბახობსო გიორგი"- გაიძახის იქ ერთი თბილისში.თუ ვტრაბახობ...ჩავედი თბილისში და გადაიმალა სადღაც...მოწამეთაში ჩამოსვლას კი ვეღარ ბედავს.ყველაპერი არ წერია წიგნებში გეუბნები.წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს.მეცოდებით,ბიძია,რადგან გგონიათ სიმართლეს იცავთ,არადა არ იცით თქვენ ჭეშმარიტება!...დამიჯერეთ თუ ჯიუტი არ იქნები ღმერთი გაგაგებთ სიმართლესთქვენ არ იცნობთ ღმერთს!ამიტომ ღმერთის სახელით ნუ დიდგულობთ,ტორემ სასჯელის საქმეა ეს!ხარისხი ვერავის უშველის,ნუ ცდით ღმერთს!..თორემ ღმერთს შეუძლია არა სიყვარულითა და სალოსობით გამხილოთ,არამედ პირდაპირი ძალითა და სიმკაცრით!ნუ იმედოვნებთ სასულიერო თანამდებობებზე!...არის ხილული იერარქია და არის უხილავი იერარქია.გაიხსენონ იერარქებმა რა მოსდიოდათ სულში გაბრიელთან შეხვედრისას! თუ გრძნობდნენ იმას,რომ ხარისხის გამო უპირატესობას ინარჩუნებდნენ?!ვერა,ბიძია!...გაბრიელი ძალაში ხილული იერარქიით კი არ იყო,ის პირდაპირ ღმერთით იყო ძალაში1მე შენი კითხვებისა კი არ მეშინია,მაგ წიგნშიც ხომ კითხვებზე ჩემი პასუხი წერია!შე დალოცვილო,ახლა სულში რაც გიჭირს,ის მაინც გეკითხა.მექისედეკი გიჭირს?!ისე მეკითხები თითქოს ყველა საკითხი მოგვარებული გქონდეს და ესღა გაკლდეს.რომ გითხრა ჰოო იყოო რა შეიცვლება შენში?რომ გითხრა:არა,- ისევ ისეთი წახვალ აქედან.არ გაწუხებს ეს საკითხი შენ და არც იმ სიმაღლეზე ხარ ასული ჯერ ამის ცოდნა შენ უკვე გჭირდებოდეს.ჩემს რას გაიგებ შენ ხომ ,,აკადემია" გაქვს დამთავრებული ...ყველაფერი იცი?...მელქისედეკზე პავლე მოციქული წერს იქნებ იმას მაინც დაუჯეროთ თქვენ,თანამედროვე ,,მწიგნობრებმა".,,უმამო,უდედო,უგვარტომო,არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული"-ვინ უნდა იყოს შენი აზრით მელქისედეკი?...შენნაირი კაცი რომ ყოფილიყო,დაბადების დღეც ექნებოდა და თავის დროზე გარდაცვალების თარიღიც!მე ნუ მცდით ბიძია;სემინარია მეც დავამთავრე და თქვენზე ნაკლები მასწავლებლები არც ჩვენ გვყოლია.არ იცით თქვენ არა!...ბევრი რამ არ იცით!...ბევრმა კი სულ არაფერი იცის!... მღვდლობა მარტო ის კი არაა რომ იცოდე როდის აკმიო და როდის ჯვარი გამოსახო!არ იცით ბევრი რამ თქვენ არა!ასკეტიკას ერისკაცი უნდა ასწავლიდეს?ან ასკეტიკა წიგნებით ისწავლება?იმისი ცოდნა რომელი წმიდა მამა როგორ შიმშილობდა და ლოცულობდა,შენ რას გიშველის!ეს შენ უნდა შეგეძლოს,თუ გინდა სულის მკურნალი გახდე!მღვდლობა სხვა რაა თუ არა სულიერი მკურნალი?სულიერი მკურნალი როგორღა გახდები თუ სული ცნობა არ გაქვს?შეგიძლია იცნო კაცი შენ?აი ეს ვთქვათ,-მამაომ იქ მდგომზე მიუთითა,ახალგაზრდა კაცმა თავი გააქნია.-აბა იქნებ ის იცი რა სულიერი წყლულები ჭირს?- ამაზეც ახალგაზრდა კაცის პასუხი უარყოფითი იყო.- არ იცი ხომ?-უთხრა მამაომ.- აბა ჯვრის გამოსახვას ბიძია აკადემია არ ჭირდება!თუმცა ბევრს ჯვრის წესიერად გამოსახვაც ეზარება.მელქისედეკი?...მელქისედეკისას რას გაიგებ, შენი თავისა ვერა გაგიგია რა!მელქისედეკი ვინ იყო და ვინ არა,ამას თავად მელქისედეკი გაგაგებთ მალე!...პავლე მოციქული გეუბნება უკვდავიაო,შენ კიდევ მეუბნები ვინ არისო?იყო აქ კიდევ ერთი შენნაირი წვეროსანი.მითხრა,წიგნში რომ გიწერია,დავით მეფე ,,ბუნებით ღმერთია და არა მადლით ღმერთქმნილი",ვერ გავიგეო.დავით მეფე ბუნებით ღმერთი როგორ იყოო?შენ მელქისედეკის გარკვევა გინდა სხვა ყველაფერი გარკვეული გაქვს.იმას დავითის ღმერთობა ჰქონდა გასარკვევი,დანარჩენი გარკვეული ჰქონდა.ჯერ ერთი წიგნში ჩემი სიტყვები ასე წერია:,,დავით მეფე გაცილებით უფრო დიდია ,ვიდრე უბრალოდ წმიდა კეთილმსახური მეფე!ნახეთ რას წერს დავით მეფეზე ჩვენი დიდი წმიდა მამა არსენ იყალთოელი:,,ბუნებით ღმერთი,მადლით ღმერთქმნილთა შორის".გეყურება შენ? ის რომ დავითი ბუნებით ღმერთია მადლით ღმერთქმნილთა შორის არის არსენ იყალთოელის სიტყვები.და ეს სიტყვები ავტორებს კი არ გამოუყვიათ წითელი ასოებით.წმინდა არსენ იყალთოელს ,,ეშლებოდა" და თქვენ დგახართ ,,ჭეშმარიტების სადარაჯოზე?" თავმდაბლობა გმართებთ!,,ბუნებით ღმერთობა" ვერ გაიგეთ,ხოლო ,,მადლით განღრთობა" გაიგეთ?ეს ისეთი თემებია, დიდი წმიდა მამებიც შიშით რომ ეხებოდნენ!წმიდა ბერებს გგონიათ წიგნისმიერი ცოდნა ჰქონდათ მხოლოდ?უწიგნურ ბერებსაც მიუღიათ განმღთობა ღმერთშემოსილება!და ისინი ცოდნასა და ძალას წიგნებიდან იძენდნენ?მათ თვითონ ღმერთი უხსნიდა სულში უდიდეს საიდუმლოებებს და როგორ დაიტევს ერისკაცი ამ ცოდნას?!და რომ ვერ იტევს ხომ არ ნიშნავს რომ ასეთი ცოდნა არ არსებობს?არსენ იყალთოელის ცოდნა ვინ უნდა დაიტიოს დღეს?არსენის ცოდნას ვინ გაუტოლდება დღეს სამღვდელოებაში?არსენი სიწმინდით განბრძნობილი ხედავდა,ტუ ვინ იყო დავითი!ეს საერო საზოგადო ცოდნა არაა!ბერები განა ყველაფერს ამბობდნენ?ან კიდევ როგორ ეთქვათ და ვისთვის!ვნებიან ადამიანს წმიდა ცოდნა გადარევს და წაახდენს ბიძია!ცოდვილ ადამიანებს იმდენს აძლევენ ცოდნას,რამდენსაც მათი გონება დაიტევს!და უკვირთ ადამიანებს როგორ შეიძლება დავითი ყოფილიყო ბუნებით ღმერთი.მე მათ ადგილზე ადამიანის მადლით განღმრთობას უფრო გავიკვირვებდი!ღმერთი თავადაც ცოდნის და შესაძლებლობების უსასრულობაა,ღმერთი ამოუწურავია!საწყენად არ გეუბნები ამას ბიძია!არც შენ და არც იმ ბიჭს.კარგი ხალხი ხართ ორთავენი.შეკითხვა ჭკვიან ხალხს უჩნდება,მაგრამ სულიერ კითხვებზე პასუხი მარტო ცოდნაზე არაა დამოკიდებული!..აქ ათასი რამ არის....არ მიწყინო!.. ღმერთს ვინც უყვარს იმას წვრთნის.მერე ხელი მხარზე დაადო და დალოცა.ახალგაზრდა კაცი წავიდა.მამაომ მოულოდნელად ისევ დაუძახა და უთხრა:აბა,შენ იცი!..შენ მე გამიგე!..ახალგაზრდა კაცმა ხელი ასწია და თავი დაუკრა. მე მგონი ამის მერე ზედმეტია კამათი... თვითონვე დაგმო ეს წიგნებიო... შეცდომებითაა სავსეო... ვისაც შეცდომა უნდა რომ დაინახოს იმას ეუბნება შეცდომააო. მე მესმის ამ კაცის და ღვთისმეტყველებაში განსწავლულებს როგორ არ გესმით? ბევრს აფუჭებს ზედმეტი კითხვა და ზედმეტი წიგნები... მწიგნობარს უფრო ხდის ვიდრე მცოდნეს. "ცოდნა სხვისი მოსმენა კი არა,ცოდნა მაშინ გაქვს,როცა შენ სულზე გამოცდი ყოველივეს!..." -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#164
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
დილა მშვიდობისა ჩემო კარგებო.
აქ გაიჟღერა პროვოკაციულმა მიმართვამ,თითქოს ვიღააც ვიღაცეებს ეკრძალება ამ თემაში შემოსვლა. მე მეტს გეტყყვით ამ თემაში იკრძალება პროვოკატორების შემოსვლა და პროვოკაციული კითხვების თუ ამოოხვრების დადება. არ ეთანხმებით და გაბრძანდით,მოთმინება ყველას აქვს და ნუ ცდით სხვის მოთმინებას. კამათის გარეშე, გისურვებთ სიმშვიდეს არ არის კამათში ჭეშმარიტება,ჭეშმარიტება არის სიყვარულში და გისურვებთ თქვენც ისე შეგეყვარებინოთ მოყვასი,როგორც შეიყვარა მამა გიორგიმ,მამა გაბრიელმა და სხვა წმინდა მამებმა. მამა გიორგი წმინდა ადამინია,და არა წმინდანი,როგორხც ამას დაცინვით უწოდებენ(!) ადამიანი ყოველი წმინდა ადამიანის სიახლოვეს უნდა მიისწრაფვოდეს,რათა ისწავლოს მისგან სიწმინდე. თუ სიწმინდისკენ არ მიისწრაფვი,ეს შენი არჩევანია,მაგრამ როდესაც აბრკოლებ სხვას სიწმინდისკენ სწრაფვაში,ამას არ მოგიწონებს არავინ. ნუ ჩაიყენებთ წინასწარ თავებს იმ მდგომარეობაში,რომ მერე შეგრცხვეთ თქვენივე ნათქვამის, მერწმუნეთ ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და იმიტომ გესაუბრებით. იმედია მსგავსი პოსტი აღარ დამჭირდება ამ თემაში. შეიყვარეთ სიყვარული! -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
giorgi 7 |
![]()
პოსტი
#165
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 ![]() |
![]() პასუხი: დიახ, ვახსენე, რადგან ეს ასეა!... სასულიერო სემინარიდან მოყოლებული, ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩემთვის. ბევრჯერ დამხმარებია ხორციელადაც. ადამიანმა სიკეთის დანახვა და დაფასებაც უნდა ისწავლოს და კეთილისმყოფელის პატივისცემაც!... ესაა აუცილებელი !... ილია II ძალზე რთული პერიოდის პატრიარქია. გარდა რწმენისა, კიდევ ბევრი სხვა თვისებებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული, როგორც პიროვნება, რომელსაც უნდა ემართა ეკლესია უღმრთო ხელისუფლების პერიოდში... მოთმინება, სიბრძნე, განათლება, ხედვა, მოქნილობა, სიფრთხილე, გამჭრიახობა და, გნებავთ, პოლიტიკური ალღოც, სწორედ ის თვისებებია, რომელთა წყალობითაც და უფლის შეწევნით შესძლო უწმინდესმა ეკლესიის ისე მართვა, რომ განერიდებინა ის მტრების მიერ საგანგებოდ მომზადებულ არა ერთ საფრთხესა თუ ხლართებს. რამდენიმე ხნის წინ ჩემთან იყო ქალბატონი ენდი, რომელიც თავის დროზე ტყიბულის ქალაქკომის მდივნად მუშაობდა, დღეს ის ეკლესიურია... და აი რა მიამბო: `1978 წლის დამდეგს, ედუარდ შევარდნაძემ მოიწვია საგანგებო რესპუბლიკური თათბირი, რომელზეც რაიკომების ყველა მდივანი ესწრებოდა. მათ შორის მეც გახლდით.. და არ დამავიწყდება შევარდნაძის სიტყვები, რომლებმაც მაშინ ყველა ჩვენთაგანი გააოცა: `საპატრიარქოს სათავეში ჩაუდგა ისეთი ძლიერი პიროვნება, რომელსაც შეუძლია კომუნისტურ იდეოლოგიას სერიოზული საფრთხე შეუქმნას, ამიტომ საჭიროა გავაძლიეროთ აქტივობა იდეოლოგიურ მუშაობაში!~ მაშინ ყოვლად აუხსნელი იყო ჩემთვის შევარდნაძის მიერ გამოთქმული განგაშის ეს სიტყვები, მით უმეტეს, იმ დროს, ეკლესიისაგან საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელი მესახებოდაო.~ იმ ქალბატონის სიტყვები იმიტომ მოვიყვანე, რომ შევარდნაძე, რომელიც თვითონ ფლობდა დიდ ძალას და გააჩნდა სულიერი ხედვა ბოროტისგან, გრძნობდა უწმინდესის სულიერ ძალასაც და მისი მოსვლის პირად საშიშროებასაც! თორემ პოლიტიკურად, იმ ხანად, დამორჩილებულ მდგომარეობაში მყოფ ეკლესიას რა საფრთხე უნდა შეექმნა კომპარტიისათვის?! ბევრი რამ გააკეთა უწმინდესმა და უფასდება კიდეც ქართველი ერისაგან... ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!... უწმინდესი `რომის პაპი~ კი არ არის!... ცოცხალ ადამიანს მოსდის შეცდომები, მაგრამ პიროვნების სახეს მაინც განსაზღვრავს კეთილი საქმეებისა და შეცდომების მეტ-ნაკლებობა. კეთილი საქმე კი უწმინდესს, როგორც ხედავთ, ბლომად აქვს!... ისევ ვიმეორებ, რთული დრო იყო. უწმინდესს ურთულესი `ფრონტი~ ებარა. ბევრი განკითხვა, შეურაცხყოფა და უნდობლობა იწვნია მან, მაგრამ ყოველივე თავმდაბლობითა და სულგრძელობით დაითმინა: სწამდა, რომ ხალხი ბოლოს მაინც გაუგებდა მას... თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ბევრი უწმინდესს განიკითხავდა არა იმიტომ, რომ მის მიმართ პირად სიძულვილს განიცდიდა, არამედ იმიტომ, რომ მათაც ძალიან უყვარდათ საქართველო... მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი სულიერი ხედვა იყო საჭირო, რომ ჩაეხედათ უწმინდესის დაფარულ პიროვნებაში. თუ დააკვირდებით, უწმინდესი საოცრად მლოცველი პატრიარქია. ის გამუდმებით წირვა-ლოცვაშია, იშვიათია სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც ამდენ ლოცვებზე იდგეს წლების მანძილზე და თანაც ამ ასაკში; და კიდევ, ეს არის პატრიარქი, რომელსაც უიშვიათესი მოსმენის უნარი გააჩნია... დღეს საქვეყნოდ აღიარებენ უწმინდესის ღვაწლს: რომ, აშენდა და კეთილმოეწყო ამდენი ტაძარი, მომრავლდა სასულიერო პირთა რაოდენობა. გაიხსნა სემინარია-აკადემიები, გამოიცა ამდენი სასულიერო ლიტერატურა და კიდევ ბევრი სხვა რამ!.. მაგრამ ეს არ არის მთავარი... აქ ჩამოთვლილი, ადრე თუ გვიან მაინც აღესრულებოდა სხვა, ნებისმიერი პატრიარქის ხელშიც, რადგან ერი, ღვთის შეწევნით, შემობრუნდა და დაადგა ღვთით განსაზღვრულ გზას!... ეს ისტორიული აუცილებლობა იყო! მე კი მინდა აღვნიშნო უწმინდესის კაცთაგან დაფარული ღვაწლი, რომელთაგან ერთ-ერთი გახლავთ მისი უდიდესი დამსახურება ეკლესიის ერთიანობის საქმეში. ის, რომ ეკლესია, დღემდე მოვიდა სწორედ ასეთი სახით, არის უწმინდესის დიდი სულიერი ძალისხმევის შედეგი. ბევრჯერ ჰქონია მტერს ქართული ეკლესიის განადგურების, გახლეჩის და არევის მცდელობა. დღესაც ძალიან ბევრს არ ასვენებს ქართული ეკლესიის აღორძინება. ვგულისხმობ, როგორც აშკარა მტრებს, ისე `ერთმორწმუნე კეთილმოსურნეებსაც~. საფრთხე სულ იყო და არის კიდევ, როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც _ ვგულისხმობ სხვადასხვა ძალების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ და ასევე დიდებისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილ პირებს, რომელთაც `შეთქმულების ჭია~ ჯერაც უღრღნით გულს... რომელთა წინდაუხედავ ზრახვებს შეეძლო ეკლესიაში საშინელი არეულობა, განხეთქილება და მღელვარება შეეტანა, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ისეთი უმძიმესი შედეგი, როგორიცაა მორწმუნე მრევლის სასოწარკვეთილება და ეკლესიიდან გაუცხოება!... ყველა ეს საფრთხე რეალური იყო, თუმცა შეუმჩნეველი ერისთვის და შეუმჩნეველია ის ძალისხმევაც, რომელიც გამოავლინა უწმინდესმა ამ საფრთხეების ასაცილებლად. ეს უმძიმესი შრომაა!... სხვა საკითხია, ვინ როგორ აფასებს და როგორ იყენებს უწმინდესის ნდობასა და ხელდასხმას!... თუმცა, უწმინდესს, თავისი ხედვის წყალობით, არა მგონია, ვინმეს `სუნთქვა~ გამოეპაროს და თუ ითმენს ბევრ რამეს, ალბათ, მისი სულგრძელობითა და კაცთმოყვარეობით ითმენს. მაგრამ როცა საკითხი ეკლესიის სიწმინდესა და ქვეყნის მომავალს შეეხება, არა მგონია, უწმინდესმა, ვინმეს მიმართ ზედმეტი `შემწყნარებლობა~ გამოიჩინოს!... |
giorgi 7 |
![]()
პოსტი
#166
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 ![]() |
|
giorgi 7 |
![]()
პოსტი
#167
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 ![]() |
“შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან ღმრთის წინასწარმეტყველნი ისევე, როგორც სატანის მსახურები! უკანასკნელ ჟამს ისინი, ვინც ჭეშმარიტად ემსახურებიან ღმერთს, მშვიდობიანად დაჰფარავენ თავს ადამიანთაგან და არ მოახდენენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც აწინდელ დროში; არამედ ივლიან იმ მოღვაწეობის გზით, რომელიც სიმდაბლითაა შეზავებული და ცათა სასუფეველში სასწაულებით სახელგანთქმულ მამებზე დიდნი აღმოჩნდებიან; იმიტომ, რომ მაშინ არავინ მოახდენს ადამიანთა თვალწინ სასწაულებს, რომლებიც აღანთებდნენ და განამხნობდნენ ხალხს გულმოდგინე მოღვაწეობისათვის. სამღვდელო საყდრების მპყრობელნი სრულიად გამოუცდელნი იქნებიან მთელ მსოფლიოში და არ ეცოდინებათ სათნოების ხელოვნება. ასეთივე იქნებიან ბერების წინამდგომნიც, რამეთუ ყველანი დამხობილნი იქნებიან გემოთმოყვარებითა და დიდებისმოყვარებით; ადამიანთათვის დამაბრკოლებელნი უფრო იქნებიან, ვიდრე სამაგალითონი. ამიტომაც სათნოება კიდევ უფრო მეტად იქნება უგულვებელყოფილი; ვერცხლისმოყვარეობა იმეფებს მაშინ, და ვაი, ბერებს, ოქროთი გამდიდრებულებს, რამეთუ ასეთები იქნებიან საყვედრებელნი უფლისათვის და ვერ იხილავენ ცხოველი ღმერთის სახეს.”
წმ. ნიფონტი კონსტანტინეპოლელი (IV საუკუნე) 15. კითხვა: მამა გიორგი, თქვენ ხშირად ახსენებთ ცოცხალ _ დღეს მოქმედ წმიდანებს. მოგვიტევეთ, მაგრამ დღევანდელ ეკლესიაში ამ მცნებას, ცოტა არ იყოს, სხვა თვალით უყურებენ. ერთმა სასულიერო პირმა ისიც თქვა: `სად ნახეთ წმიდანები და ვინ არიან წმინდანები დღესო?!..~ პასუხი: ნახეთ რა დღეშია ჩვენი ცნობიერება!... თუმცა რა გასაკვირია, სულ ოციოდე წლის წინ დედამიწის 1/6–ზე ადამიანებს უმტკიცებდნენ: `ღმერთი არ არსებობსო~. იმ სასულიერო პირს ჰკითხეთ ერთი: `ეშმაკები თუ არიან და სად არიან-თქო?.~ თუ ეშმაკები არ არიან, მაშ ვისღა ებრძვის ჩვენი ეკლესია?! თუ ეშმაკები არიან და ისინი აქ არიან, იცოდეთ, რომ წმიდანებიც აქ არიან! ღმერთს წმიდანები ყოველთვის ჰყავდა ქვეყანაზე და ეყოლება, მიუხედავად იმისა, ხედავენ თუ არა მათ ცოდვებით სულდაბნელებულები!... ადამიანებს, დიდი ტანჯვისა და ვნებათა დათრგუნვის ფასად, დღესაც ისე, როგორც ძველად, სიცოცხლეშივე ეძლევათ წმიდანობის დასტური ღმრთისაგან, როგორც უდიდესი ჯილდო. წმიდა იოანე ოქროპირი არა თუ, აღიარებდა დედამიწაზე ცალკეული წმიდანების ყოფნას, არამედ, ნახეთ, რას ამბობდა: `ხ ა ლ ხ ს შეადგენენ წ მ ი დ ა ნ ე ბ ი და არა ბრბო!~ არ არსებობს ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო, არც ერთი ფენა, სადაც წმიდანები არ მოქმედებენ. ერში წმიდანების საიდუმლო მოქმედება ძალიან დიდი და საინტერესო თემაა... დღესდღეობით ყველაფერ ამას, უბრალოდ, ვერ გაიგებთ და შეიძლება `ყოვლისმცოდნე და თავდაჯერებულმა მართლმადიდებელმა~ –ათასგვარი მკრეხელობა, მწვალებლობა და ხიბლში ყოფნა მოგვაწეროს, ამიტომ წმიდანები ამ საიდუმლოს ერის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ნელ-ნელა გაგვიხსნიან. ისე იმათ, ვინც `ძალინ ბევრი იციან მართლმადიდებლობაზე~, მინდა წმინდა წერილიდან შევახსენო: `რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ!~. ყველა ნ ა მ დ ვ ი ლ ი მღვდელი წმიდანია... მ ღ ვ დ ე ლ ი, რომელიც არ არის წმიდანი, არ არის ჭეშმარიტი მღვდელი!!! წმიდანები, არა მარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმიდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმიდანები კი ამზადებენ მათ სასუფევლისათვის. ადამიანთა მოდგმაში წმიდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები, რომლებმაც უცდომლად იციან სამოთხისაკენ მიმავალი გზა. მხოლოდ მათ უწყიან, როგორ გაიყვანონ წუთისოფლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ ცათა სასუფეველში. როგორც ცაზე ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომისა და სიკაშკაშის მიხედვით, ისე წმიდანებიც განსხვავდებიან ძალისა და სულიწმინდის ნიჭის მიხედვით. ზოგი წმიდანი სულიწმიდის მადლის მატარებელია, ზოგი უფრო დიდი, სულიწმიდის ჭურჭელია... ჯერჯერობით მეტს ვერ გეტყვით, არადა, სათქმელი ძალიან ბევრია... ერთი იცოდეთ, ეს ცოდნა ყველაზე წინ ჩვენ, ქართველებს გაგვეხსნება!... ჰოო.. არაა საინტერესო, დიდი ვაჟა ფშაველა როგორ ესვენა 20 წელი უხრწნელად მიწაში?!... ერთხელ ერთი თავხედი იყო ამოსული, ხალხს ველაპარაკებოდი, სიტყვა გამაწყვეტინა და მითხრა: `სად არიან წმიდანებიო?.. და თუ არიან, რას გვემალებიან? რატომ არ გვეხმარებიანო?!~. _ ნახეთ, რას მეკითხებოდა?!.. მინდოდა მეხეთქა ცხვირში, რადგან მას წმიდანები კი არ აინტერესებდა, არმედ ბოროტის ძალით ჩემთან დავა უნდოდა!... ქრისტე ღმერთი ჩამობრძანდა, ხალხში დადიოდა. რავა, დაიმალა თუ? არ თქვა ვინ იყო თუ?! არ გამოავლინა, ღმერთი რომ იყო.?! ათასობით მშიერი გააძღო. მიცვალებულები აღადგინა, ხეიბრები და ბრმები განკურნა. რა სიკეთეები არ ჩაიდინა. რავა მიიღეს?!.. იგივე ხალხმა არ აცვა ჯვარს?! თუ იმას იტყვით, ურიების სინოდმა ვერ იცნო ქრისტეო?... მათ იცნეს ქრისტე, მაგრამ მაინც ჯვარს აცვეს!.. ვერ მიიღეს კი არა, არ მიიღეს, რადგან ქრისტე ღმერთმა უთხრა მათ: `თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. მამათქვენი ეშმაკ არსო~. დღეს გგონიათ ბევრი ვერ ხედავს წმიდანებს?! ხედავენ და არ უნდათ. ბევრი კი მართლაც ვერ ხედავს, ისიც თავისი ცოდვების გამო. წმიდანები მოქმედებენ და აღასრულებენ ღმერთის დავალებებს და მოქმედებენ ღვთისგან დადგენილი ნორმებით. შენ რომ ვერ ხედავ, განა წმიდანის ბრალია?!.. ამათ უნდათ, სასწაულებით დაუმტკიცონ წმიდანებმა!...Qქრისტე ღმერთი კი ბრძანებს: `ბოროტი მოდგმა ეძებს სასწაულს, მაგრამ არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.~ სასწაული წმიდანისათვის ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რა შედეგი ექნება მას ცოდვილზე, წაადგება მის სულს, თუ ცოდვას უფრო დაუმძიმებს. სასწაულიც ვერ მოაქცევს ზოგიერთებს. წმიდანებმა იციან ეს და ჩვეულებრივ ცხოვრობენ ხალხში. რავა, იცნეს წმიდანი, ითხოვეს დახმარება და წმინდანი განუდგა? არ დაეხმარა? ასე არ ხდება... ყოველდღე ათასობით სასწაული აღესრულება, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ცოდვილ და გულბოროტ ხალხს აინტერესებს, რადგან მათი ეს ინტერესი ბოროტისგანაა. მზე ყველას ერთნაირად ანათებს და ათბობს, მაგრამ შენ თუ ვერ გრძნობ, ეს არც მზის ბრალია და არც იმას ნიშნავს, რომ მზე არ არსებობს! შენ ღმერთი არ გაინტერესებს და გინდა წმიდანი იხილო და დაგეხმაროს?. წმიდანებს ღმერთი უყვართ, მათთვის ღმერთია ყველაფერი. წმიდანი რწმენის მოშურნეა. შენ კი ღმერთის არც ერთ მცნებასა და შეგონებას არ ასრულებ. სიძულვილით, გარყვნილებით, ავაზაკურად ცხოვრობ და კიდე პრეტენზია გაქვს დახმარებისა?!.. დახმარება არ არის, რომ ღმერთი კიდევ ამდენს გითმენს და დროს გაძლევს მოქცევისათვის?!.. კაცი კაცს არ ჰგავს, ქალი _ ქალს!.. აღარც ადათი, აღარც ზრდილობა. ქალი უფროსობს, ივიწყებს სამშობლოს, რჯულს, ოჯახს, სახელს, ნამუსს და ყველაფერს!... ეშმაკის ჭურჭლებად ქცეულან და კიდევ უტიფრად ითხოვენ: `სად არიან და რად არ გვეხმარებიან წმიდანებიო?~ _ ვაი, თქვე გლახებო! მალე ნახავთ, წმიდანები რომ არიან და მერე როგორები!.. წმიდანები მარტო კეთილები კი არ არიან, არამედ სასტიკებიც. წმიდანებს მხოლოდ განკურნება კი არ შეუძლიათ, სენის შეყრაც ძალუძთ. წმიდანებს მხოლოდ ნუგეშისცემა კი არ შეუძლიათ, შიშის ზარისცემაც ძალუძთ. წმიდანები მარტო მშვიდობისმყოფელნი როდი არიან. ისინი უძლეველი და დაუნდობელი მეომრებიც არიან. თქვენ თქვენი ავადმყოფური და ცოდვით დაბნელებული გონებით, წარმოსახულ წმიდანებს ეძებთ. ასეთები ნამდვილები არ არიან! თქვენ ისეთ წმინდანებს ეძებთ, რომ ჭკუა იქით დაარიგოთ და ასწავლოთ. ეგეთები ღმერთის წმიდანები არ არიან. თქვენ ისეთი წმიდანები გჭირდებათ, რომ თქვენი გარყვნილება, უსამართლობა, სამშობლოსა და ეკლესიის ღალატი, ღვთის გმობა, ძარცვა, ქურდობა და კიდევ ბევრი რამ უნანებლად-ძმაკაცურად გეპატიოთ. თქვენ თქვენი სულის წმიდანებს ეძებთ გადარჩენისათვის, მაგრამ ასეთებს გადარჩენა არ უწერიათ. რადგან ანტიქრისტესი არიან. ვინც ღმერთისგან არის და ღმერთი უყვარს, იხილავს ღმერთს და მის წმიდანებს. ახლა საავადმყოფოში რომ წევს და თვეები ვერ გამოვა იქიდან, კიდევ იკითხავს, არიან თუ არა წმიდანებიო?!... და კიდევ თუ ვერ მოეგო გონს, ტანჯვას ტანჯვაზე დაუმატებენ… ის წმიდანები, რომლებიც მას თურმე ემალებოდნენ!.. საშიში და სასტიკია ღმერთი თავხედებისთვის.! თქვენ კი ნუ გეშინიათ, თქვენ ღმერთის მოყვარე ხალხი ხართ. უცოდველები არა ხართ, მაგრამ... (იცინის), ღმერთი განახებთ ბოროტების ტანჯვას და ვაებას. 24. კითხვა:L მამა გიორგი, რატომ არის, რომ ჩვენს დროში წმიდანები არ აღასრულებენ ისეთ სასწაულებს, როგორც ეს ძველ დროში ხდებოდა წმიდა მამათა მიერ. რა არის ამის მიზეზი? პასუხი: ვინ გითხრათ, რომ დღეს წმიდანების მიერ არ აღესრულება სასწაულები?! ძველი დროის სასწაულებს იმ ჟამის ადამიანებისათვის სხვა დატვირთვა ჰქონდათ _ მათი ზოგადი განვითარების შესატყვისი. დღეს ადამიანი კი განვითარების სხვა საფეხურზე იმყოფება. დღესაც ხდება სასწაულები და არა ერთი და ორი, მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული, ყველაზე აუცილებელი და მაცხოვნებელი სასწაული, რაც ოდითგან დღემდე აღუსრულებიათ წმიდანებს, არის უხილავი სასწაული, ანუ სასწაული არა ადამიანის გარეთ, არამედ ადამიანის შიგნით!.. ეს არის სასწაული, რომელიც გარდაქნის მის შინაგან სამყაროს. ეს არის სულის გაწმენდა და ქრისტე მაცხოვრისათვის გულის მომზადება. ამ გარეგნულად უხილავი, მაგრამ ყველა სასწაულზე აღმატებული სასწაულით ქრისტე იმკვიდრებს ადამიანის გულში და ამის შემდეგ კი ადამიანი ამჩნევს მის გარეთ ყოველწუთიერად აღსრულებულ უამრავ სასწაულს ქვეყნიერებაზე. წმიდანის მიერ აღსრულებულ ამ სასწაულს ადამიანი თვალით ვერ ხედავს, ის მხოლოდ გრძნობს ამას მის შიგნით!.. ამ სასწაულის წყალობით ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს, მის სულიერ სამყაროს. წმიდა მამები კი წერენ: _ `ადამიანი, რომელმაც შეძლო საკუთარი თავის შეცნობა, უფრო დიდია იმაზე, ვინც იხილა ანგელოზიო~_ აი, რატომ არის, რომ წმიდანები არ მიელტვიან ხილულ სასწაულებს, თუმცა შესაძლებელია ეს მათთვის!.. წმიდანის დანიშნულება ადამიანის მიმართებაში არის მისი გადარჩენა, განწმენდა და ღმერთამდე მიყვანა და არა ღმრთისაგან ბოძებული ძალისა და შესაძლებლობების გამოვლინება-დემონსტრირება! თუ ადამიანს სულიერი სამყარო არა აქვს დასუფთავებული და მომზადებული, რა აზრი აქვს გაუხეშებული გულის ადამიანის თვალწინ, მიცვალებული რომ აღადგინოს წმიდანმა?... ან კიდევ გაჩნდეს და გაქრეს?!... ეს სასწაულები წამით გააკვირვებს ცოდვილს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ურწმუნოება დააბნელებს ეჭვებით! ასეთი სასწაულით ურწმუნოთა მცირე ნაწილმა შეიძლება იწამოს ღმერთი, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მათ სულიერ სამყაროს, რადგან სული მხოლოდ მასზე უშუალო ზემოქმედებით იწმინდება და იცვლება, და არა მის გარეთ ნანახი წმიდანის ძალის დაფიქსირებით. ადამიანის გარეთ აღსრულებული ყველა სასწაული მხოლოდ უბიძგებს ადამიანს რწმენისკენ, მაგრამ თავისი მნიშვნელობით და შედეგებით ვერ შეედრება იმ სასწაულს, რასაც წმიდანები ადამიანის სულზე, მის შინაგან სამყაროზე უშუალო ზემოქმედებით ახდენენ. წმიდანის ეს სასწაული ანთებს ადამიანის გულში რწმენის, სასოების და სიყვარულის ჩაუქრობელ ცეცხლს. ცეცხლს, რომელიც წვავს მასში ყოველგვარი ცოდვის ფესვებს და ასევე გარედან მომავალი ცოდვების ბადესა და ხლართებს. ეს უდიდესი სასწაულია, ეს ადამიანის შეცვლის სასწაულია, რაც ყველაზე ძნელად ა ღ ს ა ს რ უ ლ ე ბ ე ლ ი ა! დიდ წმიდანებს დღესაც არ უჭირთ პურისა თუ ოქროს გაჩენა, მატერიის შეცვლა, კურნება, დროსა და სივრცეში გადაადგილება, მაგრამ ადამიანის სულის შეცვლა გაცილებით ძნელი საქმეა და ამასაც აღასრულებენ დღეს წმიდანები. თუმცა ამ სასწაულს ვერავინ ხედავს ადამიანთაგან გარდა იმათისა, ვისზედაც აღესრულება ეს სასწაული. მაშინ, როცა ადამიანის გარეთ აღსრულებულ სასწაულს შეიძლება ძალიან ბევრმა მოჰკრას თვალი. გავიხსენოთ თვით ქრისტე მაცხოვრის ხილული სასწაულები, რავა, ექნათ ურიებს სარგებელი?! პური განუმრავლა, ათასობით მშიერი განაძღო, ხეიბრები და ბრმები განკურნა, ლაზარეც აღადგინა მკვდრეთით და კიდევ უამრავი სხვა სასწაული, რომელსაც ასობით და ათასობით ებრაელი ადევნებდა თვალს, მაგრამ ამ გარეგნულმა სასწაულებმა ვერ შეცვალეს მათი გაცივებული და განდგომილი გულიები!... მათ როგორადაც მიიღეს ეს სასწაულები, ისევე უარჰყვეს ისინი. მაგრამ ნახეთ სასწაული ქრისტე მაცხოვრისა, რომელიც არ ყოფილა ხილული, რომელიც არავის შეუნიშნავს და რომელზედაც ეჭვიც კი არ გაჩენია, ვინმეს _ ის ჯვარცმული, სიკვდილის მომლოდინე, თავისი ღვთაებრივი მადლით უ ხ ი ლ ა ვ ა დ შეეხო ავაზაკის გულს, წამებში შეცვალა მისი სულიერი სამყარო, მისცა მას საკუთარი თავის შეცნობის უნარი და ძალაც!... აი, ეს სასწაული არის უდიდესი სასწაული, თუმცა არავის უნახავს, გარდა ჯვარცმული ავაზაკისა, რომელმაც ქრისტეს მადლითვე იცნო თავად ქ რ ი ს ტ ე ღ მ ე რ თ ი და ეს სასწაული ექმნა მას მაცხოვნებელი, როცა ათასობით ადამიანს, რომლებიც ძალზე ხშირად ჰხედავდნენ მაცხოვრის ხილულ სასწაულებს, ვერ ექმნათ სულის მაცხოვნებელი, არამედ პირიქით_დასასჯელი!.. ხუთი ათასმა კაცმა პური ჭამა. ნახეთ რამდენი ვინმე აფიქსირებდა ამ სასწაულს? მათ ხორციელადაც განიცადეს, რადგანაც სჭამეს, მაგრამ ვერ შეიცვალნენ!.. მათ მხოლოდ მუცელი გაუძღათ!... ხოლო ნახეთ ავაზაკი_ჯვარცმული, ნატანჯი, სიკვდილის მომლოდინე, წესით ღმერთზე უმადური უნდა ყოფილიყო, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც კი შეეხო უხილავი მადლი, გ ა ნ ი ც ა დ ა ს უ ლ ი ე რ ი ც ვ ლ ი ლ ე ბ ა, აეხილა სულიერი თვალები და იცნო ქ რ ი ს ტ ე! პირველი იყო ხორციელად ხილული სასწაული, რომელიც ხუთიათასმა იხილა, მაგრამ ისეთივენი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ. ხოლო მეორე არის ხორციელად უხილავი სასწაული _ საიდუმლო, ის არავის უნახავს გარდა ავაზაკისა, რომელიც ამ ზემოქმედების შედეგად შეიცვალა და იცნო ქრისტე და აღიარა კიდევაც !... ის ამას ვერ იზამდა, რომ არა ეს სასწაული!.. ეს სასწაული არ ყოფილა აღტაცების საგანი მ ა ს ე ბ ი ს თ ვ ი ს, ეს მათგან დაფარული იყო!.. მაგრამ მაცხოვნებელი აღმოჩნდა ერთისთვის! ეს იგრძნო მხოლოდ ერთმა და ვერც მოახერხა ხალხისთვის ეთქვა, რაც მოხდა მასში! ეს არის სწორედ ის სასწაული, რისთვისაც გარდამოხდა ძე ღმრთისა ქვეყნად!...მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრების არსი, ჯვარცმის მიზანი _ ცოდვილთა ცხონება!.. ამიტომ ჭეშმარიტი მორწმუნე უნდა ეძებდეს სწორედ ასეთ სასწაულს! ხოლო ურწმუნო ითხოვს ხილულ, ხორციელ სასწაულს _ მას “პური” უნდა. კი ბატონო!.. წმიდანებს შეუძლიათ მისცენ მათ ეს პური, მაგრამ იქნება ეს სასწაული მათთვის მამხილებელი და დასასჯელი, რადგან, როგორც კი ისევ მოშივდებათ, ეს სასწაული მათ დაავიწყდებათ! ხორციელი სასწაული თვით ქრისტე ღმერთს არ დაუფასდა. მათ იხილეს, მაგრამ არ იწამეს. ქრისტე მაცხოვარმაც უთხრა ურიებს : `რომ არ გენახეთ, ცოდვა არ გექნებოდათო!” ამიტომ არ აღესრულება დღეს ურწმუნოთათვის ხორციელად ხილული სასწაულები, რათა ცოდვა არ გაუორკეცდეთ!!! სასწაულის არსი და მიზანი, ვიმეორებ, მდგომარეობს არა იმაში, რომ წმიდანის ძალა დაფიქსირდეს, არამედ იმაში, რომ მაცხოვნებელი ექმნეს ცოდვილებს!... სასწაულის ჩადენა შეუძლიათ ბოროტებსაც, რადგან ძალის გამოვლინება მათაც შეუძლიათ, მაგრამ მათი ეს `სასწაულები~ მიმართულია ადამიანების დასაპყრობად და დასაღუპად. წმიდა მამები გვაფრთხილებენ ბოლო ჟამის სასწაულებზე!... ისინი, რომლებმაც იგრძნეს წმიდანის უხილავი სასწაული, ანუ განიცადეს სულიერი ცვლილება, არასოდეს მიიდრიკებიან სხვა `სასწაულებისკენ~, და არც ბოროტის `სასწაულებს~ მიიღებენ! აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ წმიდანმა ეს უხილავი სასწაული რომ მოახდინოს თქვენს გულში, ამისთვის შენი სურვილი და თანხმობაც არის საჭირო, შენი ნება. ეს შენ უნდა გინდოდეს ღმერთს გაუღო გულისკარი და ამისთვის აიტანო დროებითი სიმძიმე, ტკივილი და ტანჯვა! მე გისურვებთ თქვენ, რომ წრფელი გულით შესდგომოდეთ ღმერთს და მოგცემოდეთ მგზნებარე სურვილი მარადიული ცხოვრებისა; და თქვენს გულში ქრისტე დამკვიდრდება! და როცა ეს სასწაული მოხდება თქვენში, მერწმუნეთ, ყველა სხვა დანარჩენ სასწაულს იხილავთ თქვენ, რადგან მაშინ სხვა_ ხორციელი სასწაული არ იქნება თქვენთვის სასჯელი და საზიანო, მაშინ თქვენთვის წმიდანები არ იქნებიან დაფარულნი და `გაუგებარნი~. წმიდანის ცხოვრებაც ხომ სასწაულია. 37 კითხვა: ბოლო ჟამის ერთ-ერთი რუსი წმიდა მამა, ნ ი კ ო ნ ი, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს ეწამა, სიცოცხლის ბოლო დღეებში, გადასახლებიდან ახლობლისადმი მიწერილ წერილში წერს: `ვერაგი და განდგომილი დროება დადგა!.. ხალხს რას მოსთხოვ, როცა სულიერი წინამძღვრები დანებდნენ!... გულდაწყვეტით მინდა გითხრა ჩემო სულიერო ძმაო, დროება აწი სულ უფრო ხარბად და მუხანათურად შთანთქავს ადამიანთა სულებს!...~ `... რადგან იმ დროს სულიერი მოძღვრებიც ნებაყოფლობით აღასრულებენ ანტიქრისტეს ნება-სურვილს ისე, რომ არც სინდისი და არც საღვთო მოვალეობის გრძნობა აღარ შეაწუხებთ. `... დროში ნახავენ, თითქოს რაღაც გამოსწორდება, თითქოს ხელისუფლება მოლბა, მერე შეიცვლება კიდევაც, თითქოს სულიერება აღორძინებას დაიწყებს და აღდგება ეკლესია-მონასტრები, მაგრამ იცოდეთ, ჩემო სულიერო ძმებო და დებო, სულ უფრო დაუმეგობრდით სიფრთხილეს! სულ გახსოვდეთ მოციქულის სიტყვები: `არა `ადგილი~ გასწმენდს კაცსს, არამედ კაცი გასწმედს ადგილს?... იფხიზლეთ `სულიერად, რადგან დიდია მზაკვრის ჩანაფიქრი!..~ `... იმხანად, ქვეყანა სულიერ `თვითკმაყოფილებას~ მიეცემა, სულიერ აღორძინებაზე კვეხნას დაიწყებენ, ფეხის ხმას აყოლილები, სხვათა მოსაჩვენებლად მორწმუნის გარეგნობით ტაძრებს სიმრავლით შეავსებენ. ქვეყნის დიდებულები და წარჩინებულნიც `მორჩილად~ მოიხრიან ქედს წირვა-ლოცვებზე, მაგრამ ცხონების გზას აცდენილები, ფარისევლების მიერ მიწოდებული `მათრობელათი~ გაბრუებულნი ჯოჯოხეთში ჩაეშვებიან!~ `... მაგრამ მოწყალეა ღმერთი, რომელიც თავის რჩეულებს აღუხელს სულიერ თვალებს და ისინიც შეძლებენ, აღმოაჩინონ იმ დროისათვის ქვეყნად სასულიერო პირთა ასეთი `ნაირფეროვნება~: 1. პატიოსანი, ნასწავლი, ლოცვისმოყვარე და თავმდაბალი პიროვნებები, რომელთაც, სამწუხაროდ, სულიერი ხედვა და გამოცდილება არ ექნებათ, რის გამოც დროში ბრძოლების მატებასა და ადამიანთა ცოდვების მოზღვავებასთან ერთად, შესაძლოა, ვერ გაუძლონ და დანებდნენ. ნაწილი - გააღწევს ღმერთამდე, წმინდანთა ხაზზე გასვლით. 2. ზერელე და ნელთბილი `მსახურნი~. დიდი იქნება მათი რიცხვი, ისინი სამწყსოს ღმერთამდე ვერ გაიყვანენ. 3. ურწმუნონი _ ადამიანთა ეს ჯგუფები, სამღვდელოებაში მოკალათდებიან, მატერიალური კეთილდღეობის და სხვადასხვა `აუცილებლობების~ გამო, ან სხვათა რჩევითა და დავალებით. სინამდვილეში, ისინი, თავიდანვე, ვერ იქნებიან მღვდლები და მათი `სამწყსო~ დიდ განსაცდელში აღმოჩნდება. 4. ცოდვილნი _ ვამბობ დიდ ცოდვებზე, რომელთა ჩამდენნი, არ შეიძლება, რომ ტაძრად მსახურებდნენ. მათი სამწყსო დაღუპვის პირზე იქნება. 5. სულგაყიდულნი _ ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც Mმთავრობის შიშით, ან მიწიერი პატივის ჟინით გაჰყიდიან სულს. აქვე იქნებიან, ვიღაცის ან რაღაცას გამოქცეულნი, რომელნიც ეკლესიას შეაფარებენ თავს და `ჩეკისტებთან~ ითანამშრომლებენ. 6. ბოროტის მსახურები _ ნუ გაგიკვირდებათ, ჩემო მეგობრებო, იმხანად ტაძრებში ასეთებიც იქნებიან, ყველაზე საშიშნი და ვერაგნი, რადგან სულიერი ხედვაც ექნებათ და ძალაც. ისინი ჩაიხედავენ ადამიანის შინაგანში, აუწყებენ მათ წარსულსა და მომავალს, ადამიანთა დასანახად დიდხანს ილოცებენ და `გონიერად~ იქადაგებენ. გარეგნულად სათნოების ბევრი ხილული ნიშნით იქნებიან `შემოსილნი”, პირით სულ უფლის ნებისადმი მორჩილებას მოუწოდებენ, საქმით კი, სამწყსოს, ჯოჯოხეთურად დაიმორჩილებენ, რათა ადვილად მართვადი მრევლი ჩააბარონ თავიანთ ბოროტ ბრძანებელს. ასეთი `მოძღვრების~ ნება-სურვილს დამორჩილებული საბრალო ადამიანები აზროვნებას შეწყვეტენ და მათთვის მართლმადიდებლობის მტერნი, მათივე `მოძღვრები~ გახდებიან. ღმერთო, დაგვიფარე! მძიმე ყოფას გრძნობს ჩემი სული!... ეს მტაცებლები მოხიბლავენ, თავს შეაყვარებენ გულუბრყვილო ადამიანებს და მათი ძალით დაშტერებული და სულიერ ხედვას მოკლებული ადამიანები სიმართლის `დამცველებად~, მოწყალეებად და მადლმოსილებად აღიარებენ მათ. ამ სულიერ მტაცებლებთან მიახლებაც საშიში იქნება, არათუ მათ წინაშე აღსარება და მათი ნებელობაში შემოშვება, რადგან მათთან ურთიერთობა დაასნეულებს ადამიანებს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. მაგრამ ჩემდა და თქვენდა სანუგეშოდ, გეტყვით იმასაც, რომ ღმერთს იმხანად ეყოლება: 7. წმიდანები _ წმინდანთა ლოცვა აკავებდა უფლის რისხვას, მათი ლოცვითა და ტანჯვით იძლეოდა ბოროტი და იმ ბოლო გამოცდის ჟამსაც ისინი შეგიფარებენ, დაგიცავენ, გამოგზრდიან და მიგიყვანენ ღმერთთან!...~ (ავტორის თარგმანი). მამა გიორგი, რას გვეტყოდით წმიდა მამის ამ წერილზე? პასუხი: ვერ გავიგე რას მეკითხებით?!... რა უნდა გითხრათ?! ეს წმიდა მოწამის სიტყვებია!... ჰოდა, რა უნდა გადაამოწმოთ?!... მოწამე მღვდელმა ეს გაფრთხილება ადამიანთა უსაზღვრო სიყვარულითა და მათი გადარჩენის დიდი სურვილით გამოგზავნა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა!... მან შესანიშნავად იცოდა, ამ მოკლე, მაგრამ ზუსტი აღწერით, რომ ანტიქრისტეს მსახურებს è`ეტაკებოდა!~, მაგრამ ის წმიდანი იყო და სხვანაირად არც მოიქცეოდა!... მან ეს სიტყვები, ღვთის ჩაგონებით, ბოლო ჟამის მორწმუნეთა გამოსაფხიზლებლად დაწერა, და ამდენად, მორწუნეს ევალება ყურად იღოს, აღმოაჩინოს და დარწმუნდეს წმიდა მამის სიტყვების ჭეშმარიტებაში. არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ ტვინის განძრევაც არ გინდათ და ისე ელოდებით წმიდა მამათაგან ცხონების მზა რეცეპტებს და მზა პასუხებს!... მე გეუბნებით, თუ სულიერად არ ვიღვაწეთ, ცხონებისთვის პირადად არ ვიშრომეთ და სულიერად არ ვიფხიზლეთ, რატომ გგონიათ წმიდა მამის ეს წერილი, რომ მხოლოდ რუსებს ეხება და სხვას არავის არ შეეხება?!... დროება ყველასთვის ერთია, წმიდა მამები მთელ დედამიწას აფრთხილებენ!... ამ წერილში პასუხიც არის, გაფრთხილებაც და გამოსავლის მინიშნებაც!... გეტყობათ, რომ მოგეწონათ წმიდა მამის მიერ გაკეთებული დახასიათება ბოლო ჟამის სამღვდელოებისა, თორემ ამ წერილს არ წამიკითხავდით აქ მე!... მოგეწონათ, რადგან მასში სიმართლე აღმოაჩინეთ, თქვენ რაღაც გეცნოთ იქიდან, მაგრამ იმდენად დამოკიდებული ხართ სხვებზე და იმდენად შეზღუდული სულიერ აზროვნებაში, რომ ჩემთან რაღაცის დასტურის მისაღებად მოხვედით!. ნუ გეშინიათ, ეგ არ არის ცოდვა!... `თეთრისა და შავის გარჩევა~ _ ეს მაცხოვრის გაფრთხილებაა!... ეს აუცილებელი ნაბიჯია. ჰოდა, უნდა გაარჩიოთ კიდევაც!... ცუდი დროა!... სახიფათოა გულუბრყვილობა და გაურჩევლად სხვათა მინდობა!... `იყავით მეცნიერ, ვითარცა გველნი და უმანკონი, ვითარცა ტრედნი~ _ გვაფრთხილებს მაცხოვარი. ჯერ ერთი, ეს ნატანჯი და წამებული წმიდა მამის სიტყვებია, მეორე, თუ კი თავადაც გრძნობ, რომ მართალი სიტყვაა, რაღად უნდა მას გადამოწმება?! ვერ გამიგია?, თუ უფრო, მე მამოწმებდით?!... მე სულ მამოწმებენ, ბაბუა, `ჩვენიანებიც~და `სხვისნებიც~. ჯარისკაცის მამის არ იყოს, რომ იძახის: „გდე ნემცი... გდე ნაში?“ (იცინის). მე არავის არ მეშინია, ბაბუა!.. მართალი სიტყვა ეს ღმერთამდე მისვლის უმოკლესი და უტყუარი გზაა!... ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ წერილის შესახებ, რა თქმა უნდა ვეთანხმები წმიდა მამის ამ წინასწარმეტყველებას! თქვენ კი ნუ გეშინიათ, საქართველო ბევრი რამით არის დაცული, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა. ჩვენი ერის ათასწლოვანი ტანჯვა და ქრისტესთვის დაღვრილი ზღვა სისხლი არის სწორედ ის სულიერი ზღუდე, რაც დაგვიცავს ბოლო ჟამის ქართველებს. ჩვენ ნამდვილი სამღვდელოება გვეყოლება!...გადარჩენის მსურველთ მოწყალე ღმერთი დედამიწის არცერთ კუთხეში არ დატოვებს შეუწევნელად |
giorgi 7 |
![]()
პოსტი
#168
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 157 რეგისტრ.: 14-August 09 წევრი № 7,372 ![]() |
![]() პასუხი: საქართველოს მეფე ეყოლება!... და ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის მიერ განსაზღვრულ ჟამს!!! ბოლო ჟამის საქართველოს ღვთითკურთხეული მეფე ნაწინასწარმეტყველებია არა ერთი ქართველი წმიდანის მიერ... ქართველი წმიდანების მთელი თაობები იღვწოდნენ და დღესაც იღვწიან ერისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია დიდი შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსან”-შიც. მეფე იქნება საღმრთო ხედვისა და დიდი სულიერი ძალის მფლობელი პიროვნება და არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, ან კიდევ, უბრალოდ, სიმბოლო `ფრთებშეკვეცილი~ მმართველისა, როგორც ეს წარმოუდგენიათ და სურთ ცალკეულ პოლიტიკოსებს!!! არა! მეფე იქნება ს ვ ე ტ ი მართლმადიდებლობისა, ძლიერი მმართველი! მ ე ფ ე _ დ ი დ ი დ ა ვ ი თ ი ს ს უ ლ ი თ !!! მეფის გამოჩენა არანაირად არ არის დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე. როგორც გითხარით, ის გამოჩნდება თავის დროზე და ამ დროს ვერც ვერავინ დააჩქარებს და ვერც ვერავინ დააყოვნებს! პირადი პოლიტიკური ამბიციებითა და ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა ყველა მცდელობა, სათავისოდ გამოიყენონ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება სამეფო დინასტიის აღდგენის შესახებ, დიდი ცოდვაა და განწირულია დამარცხებისთვის. თუმცა ამ დაძაბულ ვითარებაში რომ უწმინდესის სიტყვა არაერთაზროვნად იქნებოდა აღქმული სხვადასხვა ძალების მიერ, იმთავითვე იყო ნათელი. ვიმეორებ, ცხებული მეფის მოსამზადებლად მოქმედი წმიდანები დიდი ხანია, რაც იღვწიან. ასე რომ, ეს პროცესი ხვალ კი არ იწყება ყრმა ბაგრატიონის შერჩევით, არამედ მიმდინარეობს და ეს წმიდანთა საიდუმლოა!... ვურჩევ ყველას, ვინც კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას იმიტომ მოითხოვს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების განახორციელებას მოიაზრებს ამაში, ან კიდევ არასასურველი პიროვნების მათთვის ხელსაყრელი ფიგურით შეცვლას, შეეშვან ცეცხლთან თამაშს!!! მეფე არ გამოჩნდება იმ დროს, როგორც ეს ძალაუფლების წყურვილით სულდაბნელებულ ადამიანთა ჯგუფს სწადია!.. და არ იქნება ის პიროვნება, ვიზედაც ისინი იმედს ამყარებენ!... ღმერთს განსაზღვრული აქვს დროც და ის დიდი სულის ღვთისმოყვარე პიროვნებაც, რომელიც უნდა მოგვევლინოს მეფედ! მეფის კურთხევისათვის უპირველესად თავად ერია მოსამზადებელი! აუცილებელია ერის როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება. ერმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა უპირობოდ აღიაროს ღმრთით რჩეული მეფის ძალაუფლება! ერი უნდა დაეკითხოს ღმერთს, ღმერთი კი წინასწარმეტყველის პირით აუწყებს ხალხს თავის რჩეულს! და მხოლოდ ამის შემდეგ პატრიარქი აკურთხებს მეფეს! ბოლო ჟამის ქართველი მათლმადიდებელი მეფის მოვლინება უდიდესი ისტორიული და მისტიკური მომენტია, არა მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობისათვის! როგორც ანტიქრისტე ემზადება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად, ასევე ემზადება დიდი ქართველი _ ქრისტესმოყვარე მეფე ბოლო ჟამის გადამწყვეტი ბრძოლებისათვის!!! და ამ საკითხთან პოზიცია – ოპოზიციის `თამაში~ დანაშაულებრივი წინდაუხედაობაა, ამავე დროს მძიმე ცოდვა ღმრთისა და ერის წინაშე!.. ღმერთთან ომი არავის მოუგია!... დამარცხებით კი ისე დამარცხებულან, რომ მთელი მოდგმით აღგვილან პირისაგან მიწისა!!! |
Atman |
![]()
პოსტი
#169
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მინდა ვთქვა რომ ერთადერთი მამაო, რომელიც რეალურად (ცოცხლად) ვნახე და ბოლომდე აღვიქვი მამაოდ, რომელიც შეიძლებოდა ჩემი მოძარვარი ყოფილიყო, მამა გიორგია
![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#170
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
მინდა ვთქვა რომ ერთადერთი მამაო, რომელიც რეალურად (ცოცხლად) ვნახე და ბოლომდე აღვიქვი მამაოდ, რომელიც შეიძლებოდა ჩემი მოძარვარი ყოფილიყო, მამა გიორგია ![]() ამიტომ საჭიროა ყველა ნამდვილი გაიცნო,მიზნად მაქვს დასახული,რამდენსაც შევძლებ იმდენი გავიცნო. შემდეგი მოძღვარი იქნება მეუფე ილარიონ სამხარაძე,და შემდეგი მამა ნიკოლოზ მაქარაშვილი ![]() ან შეიძლება ჯერ მამა ნიკოლოზი გავიცნოთ ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#171
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ციტატა მამა გიორგი, თქვენ როგორ მიიღეთ ძალა? ციტატა ღმერთი დაუმსახურებლად ძალას არავის აძლევს რა არის ეს? საერთოდ რომელიმე ადამიანი ვიმსახურებთ ღმერთის ძალას ანუ მადლს? თუნდაც ერთი ადამაინი? და მით უმეტეს როდესაც ადამიანი ამას აღიარებს? ეს ფაქტიურად აღიარებითი ჩვენებაა... მე მესმის რომ აქ მის მიმართპატივისცემით განმსჭვალული ხალხი ხართ, მაგრამ აშკარა სისულელეებზე კომენტარი რომ არ გავაკეთო არ შემიძლია პ.ს. მხევალ ნინოს: ჩემთვის არ აუკრძალავს არავის აქ წერა...შენგან გავიგე... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#172
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
დილა მშვიდობისა ჩემო კარგებო. აქ გაიჟღერა პროვოკაციულმა მიმართვამ,თითქოს ვიღააც ვიღაცეებს ეკრძალება ამ თემაში შემოსვლა. მე მეტს გეტყყვით ამ თემაში იკრძალება პროვოკატორების შემოსვლა და პროვოკაციული კითხვების თუ ამოოხვრების დადება. არ ეთანხმებით და გაბრძანდით,მოთმინება ყველას აქვს და ნუ ცდით სხვის მოთმინებას. კამათის გარეშე, გისურვებთ სიმშვიდეს არ არის კამათში ჭეშმარიტება,ჭეშმარიტება არის სიყვარულში და გისურვებთ თქვენც ისე შეგეყვარებინოთ მოყვასი,როგორც შეიყვარა მამა გიორგიმ,მამა გაბრიელმა და სხვა წმინდა მამებმა. მამა გიორგი წმინდა ადამინია,და არა წმინდანი,როგორხც ამას დაცინვით უწოდებენ(!) ადამიანი ყოველი წმინდა ადამიანის სიახლოვეს უნდა მიისწრაფვოდეს,რათა ისწავლოს მისგან სიწმინდე. თუ სიწმინდისკენ არ მიისწრაფვი,ეს შენი არჩევანია,მაგრამ როდესაც აბრკოლებ სხვას სიწმინდისკენ სწრაფვაში,ამას არ მოგიწონებს არავინ. ნუ ჩაიყენებთ წინასწარ თავებს იმ მდგომარეობაში,რომ მერე შეგრცხვეთ თქვენივე ნათქვამის, მერწმუნეთ ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და იმიტომ გესაუბრებით. იმედია მსგავსი პოსტი აღარ დამჭირდება ამ თემაში. შეიყვარეთ სიყვარული! რა არის ეს? საერთოდ რომელიმე ადამიანი ვიმსახურებთ ღმერთის ძალას ანუ მადლს? თუნდაც ერთი ადამაინი? და მით უმეტეს როდესაც ადამიანი ამას აღიარებს? ეს ფაქტიურად აღიარებითი ჩვენებაა... მე მესმის რომ აქ მის მიმართპატივისცემით განმსჭვალული ხალხი ხართ, მაგრამ აშკარა სისულელეებზე კომენტარი რომ არ გავაკეთო არ შემიძლია პ.ს. მხევალ ნინოს: ჩემთვის არ აუკრძალავს არავის აქ წერა...შენგან გავიგე... ჩემი პოსტი ყურადღებით წაიკითხე და პატივი ეცი სხის აზრს. "სისულელეს" როცა უწოდებ,კამათს იწვევ და პროვოკაციას აწყობ, გავიგეთ თქვენი აზრი ახლა მშვიდად გაბრაძანდით თემიდან ნუ იწვევთ კამათს აქ! -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
abo |
![]()
პოსტი
#173
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ციტატა საერთოდ რომელიმე ადამიანი ვიმსახურებთ ღმერთის ძალას ანუ მადლს? დიდება უფალს, მისი მადლი არ მაკეთებინებს ოპერაციებს? როცა ოპერაცია გართულდება, მახსენდება რომ უნებურად პირჯვარი არ გამომისახავს. უცნაურია მაგრამ ასეა. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#174
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დიდება უფალს, მისი მადლი არ მაკეთებინებს ოპერაციებს? როცა ოპერაცია გართულდება, მახსენდება რომ უნებურად პირჯვარი არ გამომისახავს. უცნაურია მაგრამ ასეა. აბო. კი, მაგრამ ნუთუ ამას, ანუ მის მადლს ვიმსახურებთ? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#175
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
კი, მაგრამ ნუთუ ამას, ანუ მის მადლს ვიმსახურებთ? ვიმსახურებთ თუ არა ის გვეძლევა,ესე იგი სამართლიანია უფალი და ამ პრინციპით ვიმსახურებთ აბა რა ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#176
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჩემი პოსტი ყურადღებით წაიკითხე წავიკითხე პატივი ეცი სხის აზრს. პატივი უნდა სცე ადამიანს და არა აზრს რომელიც მცდარია "სისულელეს" როცა უწოდებ,კამათს იწვევ კამათს ვიწვევ, კი, მაგრამ ეს თემა აპოლოგეტიკაშია და მგონი აპოლოგეტიკა თავის თავში მოიცავს კამათს პროვოკაციას აწყობ არა ესე იგი სამართლიანია უფალი და ამ პრინციპით ვიმსახურებთ აბა რა : გარკვეული აზრით უფალი ყველაზე უსამართლო მსაჯულია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#177
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
წავიკითხე პატივი უნდა სცე ადამიანს და არა აზრს რომელიც მცდარია კამათს ვიწვევ, კი, მაგრამ ეს თემა აპოლოგეტიკაშია და მგონი აპოლოგეტიკა თავის თავში მოიცავს კამათს არა ![]() ![]() პატივს ვცემ თქვენს შრომას. ![]() თქვენს აზრსაც მაგრამ ვერ დაგეთანხმებით ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#178
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
კანუდოს, საქმე იმაშია, რო ბევრ წმინდანს ჰქონდა მცდარი პოზიცია რიგ საკიტხებისადმი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მატ მიმართ არ იქნებოდა შემტევითი დამოკიდებულება. ანუ, ეს ერტადერთია რაცარ მომწონს ხოლმე. სხვა მხრივ, თუ რაიმე მცდარი აზრია, ვინც არ უნდა ავრცელებდეს მას, ეს უნდა აღინიშნოს, რადგან ცვენთვის უპირველესია ეკლესიის სწავლება!!! ხოდა ტქვით ყველამ ვინც რაიმე იცით, მაგრამ ვინმეზე შეტევის გარეშე. მით უფრო უკვე აღინიშნა, რომ მამა გიორგი ტავად არ დაეთანხმა მის წიგნებში გამოთქმულ ზოგიერთ აზრს. ხოდა ესეც გაითვალისინეთ ყველამ. ანუ ჩვენთვის უპირველესია ეკლესიის სწავლება და ჩვენ არავის ვებრძვით, არამედ, მცდარ აზრებს. მამა გიროგი წმინდანია თუ არა, დრო გვაჩვენესბს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#179
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მხევალი ნინო
სად შევუტიე? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#180
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
ჩევნ და თქვენ
ხედავთ როგორ ცდებით? მართლმადიდებელი არ ხართ თქვენ თუ რა ხდება? ჩვენ ერთნი ვართ მართლმადიდებლები და ნუ გამოგვყოფთ ![]() პ.ს ტანაც როცა ვერ ამტკიცებთ გავხსნათ ცალკე თემა სადაც იკამათებთ და ამ თემას გადავიტანთ ისევ სხვა განყოფილებაში ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი