IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Closed TopicStart new topic
> მამა გიორგი ბასილაძე
giorgi 7
პოსტი Dec 21 2009, 06:36 AM
პოსტი #181


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



http://www.allshares.ge/download.php?id=21E1379E31

ფილმი მამა გაბრიელზე


სულის უკვდავება

ყველამ უყურეთ ძალიან კარგი ფილმია(არსად არ დევს ინტერნეტში)

ეძღვნება ყველას ვისაც მამა გაბრიელი უყვარს!

მამა გაბრიელის ლოცვით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 21 2009, 09:13 AM
პოსტი #182


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კანუდოსელი

ციტატა
რა არის ეს?საერთოდ რომელიმე ადამიანი ვიმსახურებთ ღმერთის ძალას ანუ მადლს?თუნდაც ერთი ადამაინი? და მით უმეტეს როდესაც ადამიანი ამას აღიარებს?ეს ფაქტიურად აღიარებითი ჩვენებაა...


მადლს რას ეძახი? ან რატომ არ იმსახურებს მადლს არც ერთი ადამიანი?

ეს კაცი მგონი გვეკაიფება biggrin.gif biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 21 2009, 10:41 AM
პოსტი #183


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



giorgi 7
უკვე მესამედ ვწერ, რომ სურათებს ნუ დადებთ ამ განყოფილებაში (გამონაკლისი შეიძლება იყოს იმ პიროვნების სურათი, ვისაც თემა ეძღვნება). რატომღაც ამ თხოვნას მაინცდამაინც შენგან არ ექცევა ყურადღება.

ამჯერად საბოლოოდ ვწერ და გაითვალისწინე. მეორეც ეს თემა არ ეძღვნება მამა გაბრიელს და ესეც გაითვალისწინე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Dec 21 2009, 11:23 AM
პოსტი #184


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



კანუდოს ელი,
მე შენი აზრი სწორედ გავიგე,
არავინ იმსახურებს იმას რაც ეძლევა, ანუ არავინაა ღირსი მაგრამ ეძლევა.
მაგრამ შენ ესე უნდა გაგეგო მამა გიორგის სიტყვები:
ღვაწლი და შრომაა საჭირო რომ რამე მიიღო და მოგცემს თუ არა ეგ სხვა საკითხია.
ანუ უღვაწლოდ და უშრომელად ქაჯების დევნებით მადლი 100% არ მოვა.
ამას გულისხმობს მამაგიორგი.
აცკანუმეს?


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Dec 21 2009, 11:39 AM
პოსტი #185


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



აი კიდევ რას ამბობს მამაგიორგი:

"დღეს ეშმაკის უფრო ეშინიათ, ვიდრე ღმერთის, რადგან ასწავლიან, რომ ბოროტი დაუნდობელია, კაცის მკვლელი, ძლიერი, მოხერხებული. ღმერთი კი მოწყალე, კეთილი, მიმტევებელი. ქრისტე ჯვარს ეცვა. ევნო, შეურაცხყოფა და შენერწყვა დაითმინა. მაგრამ გეუბნებით _ ქრისტემ ეს ამ ცოდვილი მოდგმისაგან ერთხელ მოითმინა."

ანუ გვასწავლიან რომ ეშმაკი საშინელებაა, ღმერთი კი ბუნჩულა, არავის არ უშლის ხელს ბიზნესში პირიქით ეხმარება წარმატებულებს.
რეალურად კი პირიქითაა ღმერთი უკიდურესად საშინელია, ეშმა კი ხელს უმართავს, წარმატებულებს, სათბურ პირობებს უქმნის ანუ ბუნჩულაა მრავალთათვის.

ეხლა ვკითხულობ მის აზრებს და ასკარად სიმართლის მთქმელი კაცი ჩანს.
მრავალთაგან განსხვავებით.

ეხლა არ მითხრათ გააჩნია სიმართლეს რას ეზახი, ანუ ქავილითა ყურთა მისითაითა აირჩია მოზღვრი თვისიო.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 21 2009, 10:16 PM
პოსტი #186


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



დიდი მარხვა იყო, ქალაქში ნახშირი, საკმეველი და ზეთი შევიძინეთ შესაწირის სახით და საღამოს ლოცვისთვის ავედით მოწამეთაში. მამაო მარტო იყო ტაძარში, ის უმეტესად მარტო ლოცულობდა. არც დიაკონი, არც მედავითნე, არც სტიქაროსანი არ იყო მაშინ ტაძარში. ჩვენ რომ თვალი მოგვკრა, გამოვიდა: `რამ შეგაწუხათ ამ სუსხში?~ გვკითხა. ჩვენ უსიტყვოდ გავუწოდეთ პარკი, რაშიც იყო ჩვენი შესაწირი. `ეს ის არის, რაც მე მჭირდებაო~-თქვა და საცეცხლური გამოიტანა. გვეუბნება: `იცით ნახშირის გახურება? აბა გამიმზადეთ ერთი!~ მერე წამში შეიცვალა სიტყვა: `თქვენ რომ ამას მოახერხებთ, რაღა დროს იქნება!~
ჩვენ გული დაგვწყდა, პარკი მივაწოდეთ. უცებ ერთ-ერთს მიმართა: ამოიღე ერთი ეს ნახშირი და ჩადე აგერ საცეცხლურში. გიამ მამაოს სიტყვა შეასრულა; მამაომ საცეცხლური მაღლა ასწია და დაახლოებით 8_10 წამი განუწყვეტლივ, ერთი ამოსუნთქვით, სული უბერა და ჩვენ თვალწინ ნახშირის ზედაპირი ერთიანად გაწითლდა და ნაპერწკლები გასცვივდა. მამაომ შემოგვხედა. დაუვიწყარია ის სახე! ეს იყო არამიწიერი სახე _ ძლიერი, ენით აუწერელი, არწივისებრი, შიშის აღმძვრელი, დიდებული სახე, თვალები ძალიან დიდი... ამ სახის შემხედვარეებს, ის მომენტი სულ გამოგვრჩა, მამა გიორგიმ სულის შებერვით ნახშირი გავარვარებამდე რომ მოიყვანა. მერე სახე ისევ დაუმშვიდდა და გვეუბნება: - ცოდვები ხართ ახლა თქვენ, ფეხებიც სველი გექნებათ, ნელ-ნელა გაუყევით გზას. - სინამდვილეში ფეხები ყველას მართლა სველი გვქონდა, მაგრამ წასვლას არ ვაპირებდით: ვითომდა მამაო მარტო არ დავტოვოთო. `წადით, წადით, მე მარტო არა ვარ. თქვენ ვერ ხედავთ თორემ, აქ ჩემნაირები ეგერ დგანან საკურთხეველშიო. წადით, ახლა წადით და აღდგომის მერე, კიდევ უფრო მაგარ `ფოკუზს~ შეგისრულებთო.~ წამოვედით სიხარულით და მადლით აღსავსენი. ნახშირის ამბავი, ეს ისეთი ხილული სასწაული იყო, რომ გადმოცემა ამისა ნამდვილად გაუჭირდება ადამიანის ენას, თან არც კი გვაცალა, რომ ყურადღება მიგვეპყრო და აღგვექვა თუ რა მოხდა, ისეთი სახით შემოგვხედა, რომ მას შემდეგ, როცა მამა გიორგის მომღიმარი და საყვარელი სახით ვხედავთ, არანაირად არ გვჯერა, რომ ის შიშისმომგვრელი სახე უხილავად არ `გვითვალთვალებს~ მისგან, რის გამოც კეთილი შიში გვახლავს სულ...


ერთხელ მწუხრი-ცისკრის ლოცვისას ავედით ტაძარში. ხალხი არ იყო. 3-4 ადამიანი იდგა და კიდევ ჩვენ ოთხნი ვიყავით. ტაძარში ახალგაზრდა დიაკვანი იყო მოსული. ვერ გეტყვით, რომელი ეპარქიიდან იყო ან კიდევ რომელი ტაძრიდან. ის მამაოს ეხმარებოდა; მედავითნეობდა და თან თავის მოვალეობასაც ასრულებდა. უცნაური ეს ლოცვა იმითი იყო, რომ მამა გიორგი უცოდინარ და დაბნეულ ახალბედა მსახურს ჰგავდა, რომელმაც არ იცის ლოცვები, და არც ის, თუ რა, რის შემდეგ იკითხება. დიაკვანი ლოცვის მსვლელობისას ცოტათი გაღიზიანებული ჩანდა. თავიდან თითქოს ერიდებოდა კიდეც მამაოსთვის მითითება, მაგრამ მერე და მერე უფრო გაბედულად `შეახსენებდა~ მამაოს ლოცვის მსვლელობას. ასეთი რამ ჩვენ არ გვენახა და მამაო იმდენად ბუნებრივად `ასრულებდა~ უცოდინარი მღვდლის როლს, რომ ეჭვი ჩვენც შეგვეპარა, აზრებიც მოგვდიოდა: რაღა სხვა ტაძრიდან მოსულთან მოუვიდა ესო... როცა მის წირვა-ლოცვას არა ერთხელ და ორჯერ დავსწრებივართ.
დიაკვანმა მოკრძალებით შეახსენა _ მამაო, ზეთი სცხეთ ხალხსო. _ ოხ, ბიჭო, დღეს ზეთს სცხებენო? -აბა?! _ მიუგო დიაკვანმა. ჩამოვიდა მამაო, გვცხო ზეთი და ასეთი რამ გვითხრა _ თურმე ვიცი ზეთის ცხება!.. მცოდნია, მცოდნია თურმე!.. გაგდება უნდოდათ ჩემი!... - ჩვენ ვერ ავხსენით რას ნიშნავდა მისი ასეთი საქციელი ან კიდევ ეგ სიტყვები.
მსახურება მორჩა. გამოვედით გარეთ, დაიკვანმა და მამაომ გადაკოცნეს ერთმანეთი. მამა გიორგი დიაკვანს არ უშვებდა. აქ დარჩიო, მაგრამ სტუმარმა იუარა, ქუთაისში ნათესავები მყავს და იქ გავათევ ღამესო.
ჩვენ დავრჩით. ერთი სული გვქონდა, გაგვეგო მამაოსგან, თუ რას ნიშნავდა დღევანდელი უცნაურობა, ცოტა ხანი ამინდზე ილაპარკა და მერე თქვა:
- გამოსცადა ის დიაკვანი ღმერთმა. ჩემთან მოვიდა, რომ გაიგო `დიდი მამაოაო~. ჰოდა ღმერთმა მოსთხოვა, ლოცვის წესს თუ მოსთხოვ შენ ამ `დიდ მამაოს?~ თუ ვერ შებედავ და კაცთმოთნეობით დაელოდები მის `შეცდომებსო~. გამიხარდა, გულიანი ბიჭი ყოფილა, არ მომერიდა, როცა მსახურება ითხოვდა სიმართლეს. მარა მერე ცოტა ძალა დავანახე, რომ წმიდანი კი არა, სულ დურაკი არ ვგონებოდი. ისე ხო იცით, გრამი განკითხვა არ გაელვებია. ჩანს, კეთილი კაცია ბუნებით.
მეორე მუხლიც იდო ამ საქმეში; ის რომ მგრძნობიარე სულებს უჭირთ `ავტორიტეტებთან~ გვერდში დგომა. ისინი გაუბედავები არიან, მოკრძალებული და მოშიშნი. ჰოდა ღმერთი რომ ხედავს მათ მოშიშებას, ამხნევებს. როცა ხედავენ დიდი მამების `შეცდომებს~, უადვილდებათ და როგორც იციან ერში -`კომპლექსი~-უქრებათ. ეს ადამიანი დიდ გზაზე, რომ გამოდის, ხელშეწყობა უნდა ბაბუა!.. ჩვენს წირვა-ლოცვას რას შეიწირავს ღმერთი თუ გაჭირვებული არ გებრალება, ავადმყოფი არ გეცოდება, დამწყებს არ წაახალისებ, განსაცდელში მყოფს არ ანუგეშებ და არ შეეწევი! მერე ჩვენც დავგლოცა და გამოგვიშვა.
ასეთი რამ მამა გიორგიმ კიდევ ერთხელ `მოაწყო~ სხვა დროს და სხვა ახალბედა დიაკვანთან, ეს ახალგაზრდა კი დიდხანს განიკითხავდა მამაოს ხალხშიც...



--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 21 2009, 11:13 PM
პოსტი #187


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



...ქალაქში გამოსულებს გზად მამა გიორგი შემოგვხვდა. მივესალმეთ. -საით გაგიწევიათ, ქართველებო! -აქ პატარა საქმე გვქონდა, -ვუთხარით ჩვენ. - წამოხვალთ ჩემთან? _დიახ,_ვუპასუხეთ, - ჰოდა წავიდეთ, თქვა მამაომ.
ტაქსი გააჩერა. ორიოდე წუთში მძღოლმა რაღაც შეკითხვები დაუსვა მამაოს. მამაომ ზოგიერთზე პასუხი გასცა, ზოგი კი არც მოისმინა. მძღოლი არ ეშვებოდა, რაღაცას `ბრძნობდა~ და ცდილობდა თავისი რელიგიური ცოდნა გამოეხატა, მაშინ მამაომ მკაცრად უთხრა: -რა იცი ბიჭო, შენ ღმერთზე, ამდენს რომ ლაქლაქებო! -მძღოლმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ცოტა დაბოღმილად უთხრა: - რასაც ეკლესიაში ასწავლიან, ის ვიცი მეც, როგორც სხვებმა. _რას ასწავლიან ეკლესიაში?! შენ ბაბუა ის ისწავლე, რომ ღმერთი მოწყალეა, და ამის იმედად მექაქანები მე აქ, მარა, ის არ გასწავლეს ეკლესიაში, რომ ღმერთი სასტიკიც არის და ულმობელი?! – უთხრა მამაომ მკაცრად, _ეგ რა შუაშია, მამაო? _მიუგო მძღოლმა. -ეგ იმ შუაშია, რომ შენ არაფერი არ იცი ღმერთზე და არც მან იცის რამე სიმართლე ღმერთზე, რომ იძახი, მასწავლაო. - მამაო ასე მაშინ ცხარდებოდა, როცა რაღაც არ მოსწონდა ადამიანის სულში. გარეგნულად, მაინც და მაინც ვერ იტყოდი იმას, რომ თითქოს ყოფილიყოს მისი ასეთი გაცეცხლების საბაბი, მაგრამ ჩვენ გამოცდილებიდან უკვე ვიცოდით, რომ ბოლოს მამაო აუცილებლად მართალი იქნებოდა და `ოპონენტი~ `რაღაცას~, მაინც გამოავლენდა სულის სიღრმიდან.
მძღოლი ისევ აენთო კამათის ჟინით და ეუბნება მამაოს: - მამაო, ღმერთზე როგორ არ ვიცით?.. ამდენი წიგნი, ამდენი ქადაგება. - მამაომ თავი გააქნია და ხმა არ გასცა. მძღოლმა ისევ დაიწყო: -როგორ მძლავრობს ეშმაკი. რამდენი მხრიდან გვიტევს და რა დღეში ჩაგვაგდო... რუსეთში ორ კაპიკს ვშოულობდით და ისიც მოგვისპო. - მამაო მაშინ მიუბრუნდა და უთხრა: - ვინაა ბიჭო ეშმაკი?!.. ე.ი. გამოდის, რომ ყველაფერს ეშმაკი აკეთებს და ჩვენი ღმერთი შორიდან უყურებს?! ე.ი. ეშმაკი რასაც უნდა იმას აკეთებს და ღმერთი ზომებს ვერ ღებულობს?! _ხომ გითხარი ბიძია, რომ არაფერი იცი ღმერთზე შენ, და არა მარტო შენ, არამედ დიდმა უმრავლესობამ დღეს ადამიანებისა _ ე.ი. ღმერთი ვერ ხედავს? და თუ ხედავს, ზომებს ვერ ღებულობს, არა?! ღმერთია ბიძია ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. უღმერთოდ აქ ბალახიც არ ტოკდება. უღმერთოდ არავის კლავენ, უღმერთოდ ვერავის ვერ მოერევა ბოროტი. ჩვენ რომ გვიჭირს, ეს იმიტომ კი არაა, რომ ეშმაკია მაგარი, არამედ იმიტომ რომ ღმერთი დაგვავიწყდა! და ღმერთი გვსჯის სწორედ, ჰოდა ეშმაკია დასჯის იარაღი. დღეს ეშმაკის ძლიერებაზე უფრო ქადაგებენ, ვინემ ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე! ვინაა ბიჭო ეშმაკი?! მას ღმერთი ისე გააქრობს, როგორც გააჩინა, რას უზამს ეშმაკი მართალს?! ოღონდ მართლები საიდან იქნებით, როცა საღმრთოს არაფერს აკეთებთ!.. რომ იძახი წიგნებიო. ჯერ ერთი, წიგნებს ყურადღებით უნდა კითხვა, მეორეთი და, წიგნით გინდა ღმერთი იცნოთ?! გგონია ღმერთი მარტო იქ, ზევითაა და ტელევიზორით გვიყურებს?!.. ღმერთი აქაცაა!.. ღმერთი ყველგანაა! ღმერთი ამ მანქანაშიც არის ახლა!.. კიდევ გიმეორებ: ღმერთისაა აქ ყველაფერი, რასაც ხედავ! და გვათხოვა დროებით! რომ ებღაუჭებიან ქონებას და ღმერთის გაგონებაც არ უნდათ, არ არიან დასასჯელნი?! _ჰოდა ისჯებიან კიდევაც! ღმერთი სულ იყო ქვეყანაზე, სულ დადიოდა და იქცეოდა ხალხში! ეს შენ არ იცი და იმან, რომ იძახი, მასწავლაო; რომელმაც გასწავლა, რომ ბოროტია ძლიერიო. არის ის ძლიერი, მარა, რამდენზედაც ღმერთი მიუშვებს!.. ღ მ ე რ თ ს ვ ი ნ
შ ე ზ ღ უ დ ა ვ ს ?!.. - ღმერთი იქ გამოჩნდება, სადაც მის დიდებულებას მოესურვება, და გამოჩნდება იმ სახით, როგორსაც მოისურვებს!.. ღმერთს, ბიძია, წიგნით ვერ იცნობ, ღმერთს მხოლოდ სულით იცნობ, ოღონდ წმიდა სულით, უბრალო და თავმდაბალი სულით. ღ მ ე რ თ ი ა ქ დ ა დ ი ს ა დ ა მ ი ა ნ ი ს ს ა ხ ი თ ა ც ! ჩვენი წინაპრები არ იყვნენ ასე განვითარებული `მეცნიერ-ტექნიკური~ მიღწევებით, მაგრამ ხალხში მოსიარულე ღმერთს ცნობდნენ!..
ვისი სახითაც მოესურვება ღმერთს, იმის სახით მოვა. ერთსა და იმაე დროს და ერთსა და იმავე ადგილზე, შეუძლია, რამდენიმე სახით გამოჩნდეს!.. იმას აღიარებთ, რომ მთავარანგელოზები დადიან და ეხმარებიან ადამიანებს, როცა ღმერთის დაშვებაა მათზე. და რომ ღმერთი მოისურვებს მიწაზე სიარულს, ვინ უნდა შეზღუდოს?! ვის უნდა შეუთანხმდეს ღმერთი, მის შექმნილ მიწაზე გამოჩენას!?_ გაეროს, თუ რომელიმე პრეზიდენტს, თუ ევროკავშირს, თუ ნატოს, თუ `ეკლესიის~ მსოფლიო საბჭოს, თუ რომელიმე პატრიარქს?!
ღმერთზე ჭეშმარტი სწავლება არა აქვს ბევრ მორწმუნესაც. ადამიანის მიერ რამეში შეზღუდული ან კანონში მოქცეული ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთი არ არის!... რა იცი, როცა კაცი რაიმეს გთხოვს, კაცია იგი თუ ღმერთი?! -მე საიდან უნდა ვიცოდე, _ მიუგო მძღოლმა. ჰოდა, რომ არ იცი, მაგიტომაც გთხოვს და კი არ გაიძულებს! ხომ შეუძლია არ გ თ ხ ო ვ ო ს , არამედ მ ო გ თ ხ ო ვ ო ს ! ღმერთი პიროვნულია, ბიძია!.. შეუძლია შენ მკაცრად დაგსაჯოს, ხოლო სხვას, იგივე ცოდვის ჩამდენს, ცოტა გაუწყრეს. რავა არა აქვს ამის უფლება თუ?!
ღმერთის სამართალი სხვა სამართალია. ის არ არის მიწიერი კაცების დარი! შენ რომ ღმერთს ვერ ცნობ, ვისი ბრალია?! -შენი ბრალია, შენი, ბიძია!... წიგნები და წიგნები დაგიჩემებია!... ბევრი რამ არ წერია მაგ შენ წიგნებში და ბევრი რამ დამახინჯებით წერია!.. რომელი წიგნებით სცნობდნენ ძველად წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი ღმერთს?! არადა სცნობდნენ!.. სულით სცნობდნენ, სულით!... ღმერთი აქ დადის, ბიძია. ქრისტე ურიებმა არ იცნეს მაშინ და ვერც დღეს სცნობს მას კაცობრიობა! ამიტომ უნდა იყო ფთრხილი ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას _ აკვნის ბავშვიდან დაწყებული წელშიმოხრილ მოხუცამდე, გლახაკიდან დაწყებული მეფემდე და ა.შ... ამიტომ უნდა გეშინოდეს ადამიანების შეურაცხყოფისა და შევიწროებისა. ღმერთს შეუძლია შენს ირგვლივ ყველა ადამიანში იყოს _ გარდა შენისა!..
მძღოლმა მამაოს პაუზით ისარგებლა და უთხრა: `არ გეწყინოთ, მამაო, მაგრამ ღმერთი რომ ქვეყანაზე დადის, ეს ვერანაირად ჩემამდე ვერ დადის.~ _ შენს გონებამდე, ბიძია, შიშველი ქალები და დაკუჭული ლარიანები დადის!.. ეგ, შენი სატირალია და არა ჩემი!.. გაგაგებინებს ეხლავე ღმერთი, რა უნდა დადიოდეს შენამდე! - ეს თქვა მამაომ და ის იყო პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის წინ გაჩერებას მივუახლოვდით და რაღაცამ ძალიან მაღალ ხმაზე `იფეთქა~. კიდევ რამდენიმე წამში ეს ხმა მეორეჯერ განმეორდა. მე მოულოდნელობისაგან შემეშინდა, მძღოლს ინსტიქტურად შევხედე. ვხედავ, მძღოლი საჭეს მაგრად ჩაეჭიდა. მანქანა გააჩერა. როგორც აღმოჩნდა, მძღოლის მხარეს ორივე _ წინა და უკანა საბურავი იყო გახეთქილი....
მამაო ჩამოვიდა, ფული სავარძელზე `დაუგდო~ და იქვე მეორე ტაქსი გააჩერა, კარები გამოაღო და იმ პირველი ტაქსის მძღოლს ეუბნება_ახლა კი ჩემამდე ვერ დადის, ახალი `პაკრიშკები~ რამ გაგიხეთქა!!! - მძღოლს ბოღმა, გაურკვევლობა, შიში არეოდა ერთმანეთში. მამაოდან ისეთი ძალა გამოდიოდა, ერთი სული გვქონდა ჩვენს გაჩერებამდე მისვლისა. მამა გიორგიმ მოიხედა უკან და ხუმრობით გვითხრა: -ბოდიში მომითხოვია, რომ ექსკურსია დაძაბული გამოგვივიდა... ცოტა ხანში მამა გიორგიმ განაგრძო _ ნახე, ეს უტიფარი, იცის რომ ცოდვილია და ჯიუტობს. ის კი არა, რომ თქვას, ღმერთია, ბატონო, რასაც უნდა იმას მოიმოქმედებს... მე ცოდვილი კაცი ვარ, და არ ვიცი არაფერი. _არა, ჩემამდე ვერ დადისო_ხედავთ?!.. ვინ ხარ შენ ადამიანო და შენამდე რა უნდა დავიდეს?!... ღმერთი ცოდვილებს კი არა, წმიდანებსაც იმდენად ეხსნება, რამდენადაც მას სურს, და ყველა წმიდასაც არა აქვს ერთნაირი ცოდნა ღმერთზე. რაც უფრო აღემატება წმიდანი, მით მეტად გრძნობს, რომ ღმერთი უსასრულობაა, ამოუწურავია თავის შესაძლებლობასა და გამოვლინებაში. ერთმა წმიდანმა, რაც იცის, შეიძლება არ იცოდეს მეორემ. შეიძლება, მისთვის ბევრი რამ იყოს გაუგებარი. მაგრამ წმიდანებს ცოდვილებისაგან განსხვავებით კარგად ესმით თავიანთი უძლურება ღმერთის წინაშე, და აქვთ დიდი თავმდაბლობა, რომ თქვან: დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, ვინ ამოგხსნას შენ!..
დღეს ეშმაკის უფრო ეშინიათ, ვიდრე ღმერთის, რადგან ასწავლიან, რომ ბოროტი დაუნდობელია, კაცის მკვლელი, ძლიერი, მოხერხებული. ღმერთი კი მოწყალე, კეთილი, მიმტევებელი. ქრისტე ჯვარს ეცვა. ევნო, შეურაცხყოფა და შენერწყვა დაითმინა. მაგრამ გეუბნებით _ ქრისტემ ეს ამ ცოდვილი მოდგმისაგან ერთხელ მოითმინა. და მოითმინა, რათა კაცთა მოდგმა ეხსნა. მაგრამ აწი ისე საწყალი, ურიების მიერ ნაცემ-ნაგვემი კი არ გამოჩნდება. ღმერთი თავის დიდებით გამოჩნდება. და რა არის ეშმაკის ძლიერება ქრისტესთან შედარებით და ვის მოკლავს ეშმაკი ქრისტეს უმისოდ. ღმერთი რომ მოწყალეა, ღმერთი მოსამართლეცაა. ღმერთი რომ კეთილია, ღმერთი სასტიკიცაა. ის ცეცხლია ბოროტი ადამიანებისათვის!... ჭეშმარიტი ღმერთი ცოცხალი და ძლიერია. ის ისეთი არის, როგორიც არის. თავის თავში მყოფი, ყველგან მყოფი, მართალი და მოუსყიდველი, ყოვლადწმიდა, პირუთვნელი, სულგრძელი და მიმტევებელი, მაგრამ მებრძოლი. ღმერთი იმიტომ კი არა გვითმენს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ, ან კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვაწყობს, არამედ თავისი ღვთიური სულგრძელებით. ვის აქვს ღმერთთან სიმართლე ან ღმერთთან კამათის უფლება?! ღმერთი ისეთი არაა როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია!!! ღმერთი ისეთია, როგორიც არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნად გამოჩნდეს ისეთი სახით, როგორიც სურს მას, რომ შენ მოგიახლოვდეს!.. ღმერთი ითმენს, მაგრამ შეუძლია, არ მოგითმინოს, არც მეორედ მოსვლას დაელოდოს, აქვე გაზღვევინოს! `ღმერთს ვუყვარვართ~-გაიძახიან. შენ თუ გიყვარს ღმერთი?! ვაი, მათ, ვისაც ღმერთის არ ეშინია, ვინც არ უნდა იყოს ის: პრეზიდენტი, პატრიარქი, მინისტრი, ეპისკოპოსი, ძლიერი თუ სუსტი, კაცი თუ ქალი!!! ღმერთი ღმერთია!!! დიდება ჩვენს ღმერთს!
ამ სიტყვებს რომ ამბობდა მამაო, ძალიან დიდი ძალა გადმოდიოდა მისგან. ჩვენ კი ტანში ჟრუანტელი გვივლიდა, შიშმაც მოგვიცვა, სიხარულმაც და იმედმაც...



ციტატა(კანუდოსელი @ Dec 21 2009, 11:07 PM) *

ჩამოყალიბდით, მაინც ვინ?
თალმუდისტები
დემონები თუ
დებილი ფარჩაკები? biggrin.gif

დამშვიდდი ჩემი ძვირფასო,ყველა,აბსოლუტურად ყველა დაზღნერთებულია ძირს biggrin.gif

აგერ სერენადა მოიმინე და დატკბი smile.gif
ძლიერ მშვენიერია kiss1.gif

http://www.youtube.com/watch?v=IFskVVMtYRk...ex=0&playnext=1


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 21 2009, 11:40 PM
პოსტი #188


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გამეცინა...
ახლა მიყვებოდა ჩემი მეუღლე, მის თანამშრომელს ქჰვია სალომე. ერთხელ თურმე მამა გიორგისთან მისულა, მამა გიორგის შეუპატიჯებია" მოდი ანიჩკა ჩვენთანო" ამ გოგოს გაკვირვებია ანიჩკა თი რატომ მომმართაო, მამა გიორგის წამსვე დაუყოლებია, ორივე მხრიდან ბებიებს ანნა ერქვათ და შენ სალომე რატომ დაგარქვესო.
წარმომიდგენია ეს გოგო რა დღეში ჩავარდებოდა, მის ბებიებს მართლაც ანა ჰქვიებიათ.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 22 2009, 12:01 AM
პოსტი #189


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(giorgi 7 @ Dec 21 2009, 11:36 PM) *

რას გავს ეს თქვენი ცინიკური დამოკიდებულება სირცხვილია თქვენი მხრიდან.

ბარბარე გამაგრდი ამათ უნდათ რომ თემა დაახურინონ არ აყვე საერთოდ აგარ უპასუხო.

გიორგი ნუ ღელავ ხვალ წაშლიან მაგ პოსტებს
ძალიან კი ვაწუხებთ მაგრამ რა ვქნა ვერ მოიშალეს ეს ცინიზმი და ხომ არ გადავყრით,მოყვასია და მიყვარს მაინც.
შენ ნუ ღელავ მუხასავით ძლიერი ვარ biggrin.gif

ციტატა(abo @ Dec 21 2009, 11:40 PM) *

გამეცინა...
ახლა მიყვებოდა ჩემი მეუღლე, მის თანამშრომელს ქჰვია სალომე. ერთხელ თურმე მამა გიორგისთან მისულა, მამა გიორგის შეუპატიჯებია" მოდი ანიჩკა ჩვენთანო" ამ გოგოს გაკვირვებია ანიჩკა თი რატომ მომმართაო, მამა გიორგის წამსვე დაუყოლებია, ორივე მხრიდან ბებიებს ანნა ერქვათ და შენ სალომე რატომ დაგარქვესო.
წარმომიდგენია ეს გოგო რა დღეში ჩავარდებოდა, მის ბებიებს მართლაც ანა ჰქვიებიათ.
აბო

ახლა გამახსენდა
იქ ვყავით და ერთი გოგონა მივიდა
ეტყობოდა რომ მამა გიორგი ძალიან უყვარდა
უყურებდა მამა გიორგის და თავლები უციმციმებდა
მამაომაც ასეთივე სიყვარულით მიიღო ის
და შეეკითხა:
-სად ცხოვრობ ბაბუ შენ?
გოგონა შეყოვნდა და სანამ უპასუხებდა მამა გიორგიმ დააწსრო
-ნინოშვილზე ხომ?
-დიახ მამაო,ნინოშვილზე..

ენით აუღწერელი სიხარულია მამა გიორგი
ვერ გადმოვცემ ამ სიხარულს,არასოდეს არ გამომიცდია სხვა დროს,
ხოლო მახსენდება,13 წლისა ვიყავი,როცა პირველად ვეზიარე და ირგვლივ უცნაური სითეთრე იყო და მიწას ფეხქვეშ ვერა ვგრძნობდი,საოცარი შეგრძნება მქონდა.
მას მერე გადის დრო და სიმსუბუქეს ვერარ ვგრძნობ.
ისევ ვიხსენებ
იგივე განცდა მქონდა სამივეჯერ,როცა მაამოსგან გამოვედი.
ირგვლივ სითეთრეა და მიწას ვერ ვგრძნობ,ზიარებისგან განსხვავებით ეს შეგრძნება ცოტა ხნით მიმყვება ხოლმე,სანამ აღმართს ავივლი... smile.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 22 2009, 10:04 AM
პოსტი #190


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



2007 წლის 26 მარტს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა სტატია მამაოზე: `ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!..~ ამ სტატიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა მამაოსთან ხალხის სიმრავლე ყოველთვის იყო, მაგრამ საგაზეთო სტატიის შემდეგ, საგრძნობლად იმატა. მამაო საათობით ქადაგებდა. ყოფილა შემთხვევა, დილის 10 საათიდან საღამოს 12-მდე გადაბმული ესაუბრებოდა მასთან სხვადასხვა პრობლემებით მისულ ადამიანებს.
მსურს, მოგიყვეთ ერთი ფაქტი. ხუთშაბათი დღე იყო. ტაძარში მამა გიორგის მორიგეობის კვირა იყო. მამაო სამრეკლოს გვერდით ჩამოჯდა და საუბარი დაგვიწყო. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოვიდა ვიღაც უცნობი შუახნის კაცი, შორიახლოს დადგა და ჩვენს ლაპარაკს უსმენდა. ვიფიქრეთ, პირადი პრობლემა აწუხებსო და დავაპირეთ მამაოსთან მარტო დაგვეტოვებინა. მაშინ მამაომ ჰკითხა:
¬¬_ ჩემთან ხარ?
_ დიახ _ უპასუხა უცნობმა.
_ რაშია საქმე? _ ისევ ჰკითხა მამაომ, თან ხელით გვანიშნა დავრჩენილიყავით. დავემორჩილეთ. უცნობი უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც დაიწყო:
_ მამა გიორგი, არ მიწყინოთ, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არ მჯერა იმისი, რასაც თქვენზე ამბობენ და წერენ.
_ მერე, მთავრობიდან დაგირეკეს და გითხრეს, დაიჯერეო?! - ცოტა მკაცრად უთხრა მამაომ - არ გჯერა და ნუ გჯერა შე კაცო! _ რავა, მე დაგპატიჟე ამოდი, გამოფენა მაქვს, თუ ცირკის არენაზე გამოვდივარ და სეანსებს ვაწყობ, თუ შენთან მივედი სახლში და გითხარი ესა და ეს ვარ და დაგეხმარები-მეთქი?! _ არა ბიძიკო, არ მეწყინება, ეგ შენი საქმეა! მარა ისე, არც მე მჯერა შენი კაი კაცობის!...
უცნობმა უცებ ტონი შეიცვალა და უთხრა:
_ ამას რატომ მაკადრებთ, მამაო!
_ რას გაკადრებ, შე კაცო!
_ კაცობა რა მოსატანია აქ... _ კადნიერად მიმართა უცნობმა.
_ ესე იგი გჯერა შენი კაცობის?_უთხრა მამაომ.
_ აბა, რა!
_ ჰო-და, შენ რომ გჯერა შენი კაი კაცობის, მეც მჯერა ის, რაც ღმერთმა მომცა! მკაცრად თქვა მამაომ.
სიჩუმე ჩამოვარდა. დაძაბულობა იგრძნობოდა. ცოტა ხნის შემდეგ უცნობი უკვე უხეში კილოთი ეუბნება მამაოს.
_ მაინც რა არ მოგწონთ ჩემს კაცობაში?!
_ მომეშვი ახლა ადამიანო, ხოა `ნიჩია~! ჰოდა, გაჩუმდი! მე არ გამოგკიდებივარ შენ!.._უთხრა მამაომ.
მაშინ უცნობმა უმატა ხმას და მამაოს მიმართა:
_ მაგ სიტყვებს არავის ვაპატიებდი!
ამის გაგონებაზე მამაო წამოდგა და მკაცრად უთხრა:
_ ესე იგი, გამოდის, ბოდიში უნდა მოგიხადო?!
უცნობმა ნიშნის მოგებით გადმოგვხედა. მამაოს თვალები უცნაურად აენთო, სახე შეეცვალა და მრისხანედ უთხრა:
_ გამოდის, ბოდიში უნდა მოგიხადო იმაში, რომ ხუთი წლის წინ რუსეთში საძმოში, ათი ათასი მოიპარე და უდანაშაულო კაცი კინაღამ მოაკვლევინე?! ამაში?!... თუ იმაში მოგიხადო ბოდიში, სტუდენტობის დროს, საწყალი სოფლელი გოგო შეაცდინე და დღესაც გაუბედურებული რომ დადის!.. თუ კიდევ იმისთვის მოგიხადო ბოდიში, ფულებზე წევხარ და შენი დისშვილი უცხოეთში სხვის თეფშებს რეცხავს!
კაცმა ფერი დაჰკარგა. მხრები ჩამოყარა, აშკარად ეტყობოდა მოულოდნელობისა და წარსული ამბების გამო ცუდად გახდა. მაშინ მამაომ ტონი შეარბილა და უთხრა:
_ რა გითხრა, ბაბუა, თუ იცი? ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ დაგამცირო და განახო ვინცხა ვარ! არამედ იმიტომ, რომ ვერ ვიტან, როცა მელას ქათმების მწყემსად მოაქვს თავი! თანაც შენნაირებს სინანული არა აქვს!... ჰოდა, გონს მოდი, თორემ ცუდად წაგივა საქმე!..
უცნობი კაცი ნირწამხდარი იდგა. ხმა არ ამოუღია. ერთი კი უთხრა მამაოს:
_ შევცდი, თქვენთან არ უნდა მოვსულიყავიო...
_ მოგცემ ტაქსის ფულს, თუ ტაქსით ხარ მოსული._უთხრა მამაომ.
უცნობი წავიდა... მამა გიორგი მთელი ოცი წუთი იჯდა და ხმას არ იღებდა. ვერც ჩვენ გავბედეთ რაიმეს თქმა:
_დავალებით იყო მოსული. რამდენი ვინმე მინახავს მოგზავნილი. არ ისვენებენ, ხომ ხედავთ. მე გავუძელი მათ... კიდევ გავუძლებ ღმერთის მადლით... არ შემეცოდა. არა იმიტომ, რომ ჩემთან იყო მოგზავნილი. არამედ იმიტომ, რომ თავხედი და ყალბი კაცი იყო!.. მე ვიცოდი თუ რას აპირებდა ის! თუ პირველი კითხვით ვერ `წამომაგდებდა~, კიდევ შეკითხვების დასტა ჰქონდა. დავიღლებოდით ყველა ერთად, ამიტომ მოვიქეცი ასე. რავა კარგი ნაცნობივით დამიდგა აქ!... ისე, ხო იცი, მაგრა გამიხსნა ღმერთმა მისი წარსული (იცინის). სულ მოვუყვებოდი თავიდან ბოლომდე, მარა რა მოსასმენია მისი გაფუჭებული ცხოვრება. კაცი რომ მღვდლის `გამოსაჭერად~ ვინმეს გამოეგზავნება, სადა აქვს, ბაბუა, მას ადამიანის რაიმე. არისტოტელეს უთქვამს: `გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნაო!~


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 22 2009, 11:19 AM
პოსტი #191


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(abo @ Dec 21 2009, 11:40 PM) *

გამეცინა...
ახლა მიყვებოდა ჩემი მეუღლე, მის თანამშრომელს ქჰვია სალომე. ერთხელ თურმე მამა გიორგისთან მისულა, მამა გიორგის შეუპატიჯებია" მოდი ანიჩკა ჩვენთანო" ამ გოგოს გაკვირვებია ანიჩკა თი რატომ მომმართაო, მამა გიორგის წამსვე დაუყოლებია, ორივე მხრიდან ბებიებს ანნა ერქვათ და შენ სალომე რატომ დაგარქვესო.
წარმომიდგენია ეს გოგო რა დღეში ჩავარდებოდა, მის ბებიებს მართლაც ანა ჰქვიებიათ.
აბო

აბო ჭირიმე

ასეთი ფაქტები რომ ხდება, საბაბს არ აძლევს მასვე, რომ ქრისტიანობა დაამახინჯოს და პოლტერგეისტის და სულებზე მონადირე - ბლოქბასტერების სტილში ასწავლოს პნევმატოლოგია...უფრო შამანიზმია ვიდრე რამე თუნდაც არამართლმადიდებლური, მაგრამ მაინც სერიოზული თეორია

ერესია მაგის ქადაგებები თუ ინტერვიუები...ე რ ე ს ი

პ.ს.
არ მესმის, რატომ იშლება ისეთი პოსტები, სადაც ამ წიგნის ერეტიკულობაზე მიდის საუბარი?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 22 2009, 11:45 AM
პოსტი #192


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(კანუდოსელი @ Dec 22 2009, 11:19 AM) *

აბო ჭირიმე

ასეთი ფაქტები რომ ხდება, საბაბს არ აძლევს მასვე, რომ ქრისტიანობა დაამახინჯოს და პოლტერგეისტის და სულებზე მონადირე - ბლოქბასტერების სტილში ასწავლოს პნევმატოლოგია...უფრო შამანიზმია ვიდრე რამე თუნდაც არამართლმადიდებლური, მაგრამ მაინც სერიოზული თეორია

ერესია მაგის ქადაგებები თუ ინტერვიუები...ე რ ე ს ი

პ.ს.
არ მესმის, რატომ იშლება ისეთი პოსტები, სადაც ამ წიგნის ერეტიკულობაზე მიდის საუბარი?

ჯერ დაამტკიცეთ და მერე უწოდეთ,კარგი?
თუ გნებავთ მივწეროთ აფხაზს გახსნას თემა სადაც კამათი მიდიოდა,და რეალური ფაქტი ვერაფერი დაიდო.
ეგრე რასაც თქვენ ამბობთ,დიდგორის საიტი გავსებულია უსაფუძვლო ბრალდებებით და არაფრით განსხვავდებით მათგან.
smile.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 22 2009, 12:01 PM
პოსტი #193


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Dec 22 2009, 11:45 AM) *

ჯერ დაამტკიცეთ და მერე უწოდეთ,კარგი?

რა დავამტკიცო, რომ სულების სარკეში შესვლაზე არაფერი წერია ახალ აღთქმაში? biggrin.gif
თუ ის დავამტკიცო, რომ ასევე არაფერი წერია დემონების სადენებში შესვლაზე და ტელვიზორში დაბუდებაზე?biggrin.gif
იქნებ ის დავამტკიცო რომ სულები ჰაერში გამოკიდულები არ არიან? სულები როგორი ცოდვილებიც არ უნდა იყვნენ მიდიან ჯოჯოხეთში და არანაირ ჰერში გამოკიდებას არ ვხვდებით სახარებაში

ან იქნებ ის დავამტკიცო, რომ სულები ცდილობენ სხეული შეიძინონ? - რეინკარნაცია დაგმობილია ქრისტიანობის მიერ

დამტკიცება თქვენ მოგიწევთ, რომ მომიძებნოთ სადმე ახალ აღთქმაში ასეთი პასაჟები...
მგონი მან (მ. გიორგიმ) უნდა დაამტკიცოს რომ ვინაიდან არაფერი არ წერია ამის თაობაზე ახალ აღთქმაში, მაშინ ასეთი გადმოცემა არსებობს...




--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 22 2009, 12:06 PM
პოსტი #194


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(კანუდოსელი @ Dec 22 2009, 12:01 PM) *

რა დავამტკიცო, რომ სულების სარკეში შესვლაზე არაფერი წერია ახალ აღთქმაში? biggrin.gif
თუ ის დავამტკიცო, რომ ასევე არაფერი წერია დემონების სადენებში შესვლაზე და ტელვიზორში დაბუდებაზე?biggrin.gif
იქნებ ის დავამტკიცო რომ სულები ჰაერში გამოკიდულები არ არიან? სულები როგორი ცოდვილებიც არ უნდა იყვნენ მიდიან ჯოჯოხეთში და არანაირ ჰერში გამოკიდებას არ ვხვდებით სახარებაში

ან იქნებ ის დავამტკიცო, რომ სულები ცდილობენ სხეული შეიძინონ? - რეინკარნაცია დაგმობილია ქრისტიანობის მიერ

დამტკიცება თქვენ მოგიწევთ, რომ მომიძებნოთ სადმე ახალ აღთქმაში ასეთი პასაჟები...
მგონი მან (მ. გიორგიმ) უნდა დაამტკიცოს რომ ვინაიდან არაფერი არ წერია ამის თაობაზე ახალ აღთქმაში, მაშინ ასეთი გადმოცემა არსებობს...

მე გირჩევთ თავად ესტუმროთ მამაოს
რაო ხომ არ გეშინიათ? biggrin.gif
ჩაბრძანდით და თავად ჰკითხეთ,თუ გნებავთ მივდივარ მე იანვარში და წაგიყვანთ,თქვენ თუ გულწრფელი ხართ ახლა გამოჩნდება.
თეოლოგები თქვენ ხართ და თქვენვე ახსენით ყველაფერი.
მაინცდამაინც უნდა დაგავალოთ? biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 22 2009, 06:42 PM
პოსტი #195


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441




ციტატა
ერესია მაგის ქადაგებები თუ ინტერვიუები...ე რ ე ს ი

შესაძლებელი არის მშვიდ გარემოებაში გარჩევა მაგ ინტერვიუების, მხოლოდ ნება თუ იქნა ამისი. ისე საინტერესო და უცნაური (ასე გვეჩვენება ყველას) კაცი რომ არის ფაქტია. ხოლო მისგან წამოსული რომ სხვაგვარი ხდები ესეც ფაქტია. შეიძლება შამანია, მაგრამ მე მგონი მართლმადიდებელ ბერს უფრო გავს.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgius
პოსტი Dec 22 2009, 08:55 PM
პოსტი #196


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 30-October 09
წევრი № 7,667



ციტატა
მართლმადიდებელ ბერს უფრო გავს.

ოჯახი ყავს, ბერი არ არის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 22 2009, 09:02 PM
პოსტი #197


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა(Giorgius @ Dec 22 2009, 08:55 PM) *

ოჯახი ყავს, ბერი არ არის...

ოჯახი რომ ყავს იმიტომ არ არის ბერი?
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgius
პოსტი Dec 22 2009, 09:14 PM
პოსტი #198


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 30-October 09
წევრი № 7,667



abo
ციტატა
ოჯახი რომ ყავს იმიტომ არ არის ბერი?

ნუ მაშინ გაგიშლი:
არ არის ბერად აღკვეცილი, შესაბამისად არ აქვს უქორწინებლობის აღთქმა დადებული შესაბამისად ჰყავს მეუღლე და შვილები, შესაბამისად ცხოვრობს სოფელ ჭოგნარში და დადის მანქანითაც... (ნუ მთლად ფეხითმოსიარულე არ არის)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 22 2009, 09:16 PM
პოსტი #199


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ამ კითხვაზე არ მპასუხობ და...
ისე ცნობისთვის მამა გიორგის არ ყავს ოჯახი და ბერია თუ არ ვცდები.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgius
პოსტი Dec 22 2009, 09:20 PM
პოსტი #200


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 30-October 09
წევრი № 7,667



ციტატა
ამ კითხვაზე არ მპასუხობ და...

რომელ კითხვაზე...?
ციტატა
ისე ცნობისთვის მამა გიორგის არ ყავს ოჯახი და ბერია.

არ არის ბერად აღკვეცილი...
ჰყავს მეუღლე და შვილებიც, როგორც ვიცი ქუთაისელი ხარ და წამო ხვალ ჭოგნარში მივაკითხოთ თუ გინდა...?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 05:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი