![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
*bar-ba-re* |
![]()
პოსტი
#221
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 22-December 09 წევრი № 7,846 ![]() |
გავიმეორებ რა აქაც
![]() მაქვს პატივი და ბედნიერება ამ უდიდესი მოძღვრის გაცნობისა. მამა გიორგი უდიდესი ადამიანია,უბრძნესი მოძღვარია, გავა დრო და მის ფრაზებში სიმართლეს დავინახავთ. მამა გიორგი მრავალი ადამინისთვის იმედია. მამა გიორგი ის ადამიანია,რომელიც ქრისტემდე მიგიყვანს,თუ ჯერ არა ხარ მისული და თუ ვერ ახრხებ მისვლას,მამა გიორგი უსიტყვოდაც ხვდება შენს გასაჭირს და ასევე უსიტყვოდ შეგეწევა. მის თვალებს ვიმახსოვრებდი... მისი მზერა,უდიდეს სიყვარულს და სითბოს ასხივებს. ის ზოგჯერ მკაცრია და პირდაპირი,მაგრამ მისგან ვერ გეწყინება,უფლება არა გაქვს მისი სიტყვა გეწყინოს. დაუსრულებლად შემიძლია ამ უდიდეს ადმიანზე ვწერო და ვიკითხო. მადლობა უფალს რომ არ დაგვტოვა მარტო და გამოგვიგზავნა მამა გაბრიელი,მამა გიორგი,და კიდევ ის მოძღვრები,რომლებიც დაუღალავად შრომობენ და იღწვიან მოყვასისათვის. როდესაც მე გავიგე მამა გაბრიელზე,რომ გარდაიცვალა.მას მერე ძალიან გამიჭირდა, და დავიწყე ტირილი,და ვამბობდი,მამაო,რატომ წახვედი ხომ იცი როგორ მჭირდებოდა რომ მოვსულიყავი და მომეტანა შენთან ჩემი ბრძოლები. ხომ იცოდი რომ მჭირდები,იქნებ რა გეთქვა შენ ჩემთვის?რატომ წახვედი,მე ძალიან მჭირდბოდი რომ გეთქვა სიტყვა,რომელიც მიშველიდა მე. ამის მერე დიდი დრო გავიდა და ყოველთვის მტკიოდა ის,რომ არ არის აქ ფიზიკურად მამა გაბრიელი,რომელიც მე ძალიან მჭირდება,რომ შემრისხავს და მეტყვის,შესდექ! ან დამიყვავებს და მეტყვის,ნუ გეშინია,შენ მარტო არ ხარ. და ერთ მშვენიერ დღესაც,მე ვკითხულობდი წიგნს,რომელიც შემთხვევით ხელში ჩამივარდა და ამ წიგნში წავიკითხე მხოლოდ 5 სიტყვიანი ფრაზა! რომელიც ჩემთვის ეწერა. და მივხვდი რაღაც ხდება,რაღაც დიდ ბედნიერებასთან მაქვს საქმე.გავაგრძელე კითხვა და ბოლომდე ჩავედი. ჩემზე ბედნიერი მაშინ არავინ არ იყო. სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. თურმე მარტო არ დავუტოვივარ მამა გაბრიელს.ყველა წმინდანი აქ რომ იყო და გვეხმარებოდა მაშინვე მივხვდი. თურმე კიდევ შემიძლია ვინმესთან მივიდე და მივენდო მას. მაის მერე მე მოვისმინე მისი განკითხვა და ეს გახდა ზუსტად ის მიზეზი,რამაც გადამაწყვეტინა მასთან ჩასვლა. და ჩავედი. ჩემს უსაყვარლესმამა გიორგის: მამაო,ძალიან მიყვარხარ,ძალიან მეიმედები,ძალიან მსჯი ხოლმე მაგრამ მასწორებ ამით. მხოლოდ შენ გახდი შესძელი ჩემი სიველურის დათრგუნვა. ჩემი მოჯანყე სული დაიმორჩილე ჩემი გამოუსწორებელი ბუნება შესძელი შეგეცვალა. ეს ძალზედ რთული საქმეა ეს ნამდვილი სასწაულია მაგრამ მე ვატყობ ჩემს თავს ფერისცვალებს. არავის არ შეეძლო ამის გაკეთება,ჩემს გულში ჩაწვდომა მხოლოდ შენ შესძელი. მადლობელი ვარ და ბედნიერი ვარ,რომ აქ ხარ და გვყავხარ,გვასწორებ და გვსჯი,გვეფერები და გვაძლევ ძალას, ამ დროში ზუსტად ეს ძალაა საჭირო,რომ გავუმკლავდეთ სისუსტეებს. მოვილტვოდი შენსკენ და ვიცოდი და ვგრძნობდი ჩემნაირ მოჯანყეს ვერაფერი უშველიდა,გარდა შენებური სიმკაცრისა. მაგრამ ის მიკვირს მხოლოდ რა სასწაულებრივად შეგიძლია გამოცნობა,რა მჭირდება.როცა სრულებით არ მიცნობდი. ხანდახან როცა მგონია რომ როგორი დაცემული ვარ,ვერ წამოვდგები შენ შემომხედავ და ფრთხილად აწევ ჩემი მხრებიდან ტვირთს,თვალებს შემავლებ და მეტყვი რაო ბაბუ ძნელია ბრძოლა? მაშინვე ირგვლივ ყველაფერი ფერს იცვლის ოქროსფერ თოვლში ვეშვები და მიხარია,რომ ცხოვრება ლამაზი და კარგია,როცა უფალს ყავხარ გულში. მე ვგრძნობ მაშინ უფლის სიახლოვეს და აუტანელი სიხარული მეუფლება. მადლობა უფალს წყალობისათვის,როცა მოგიწოდა შენ ჩვენს სამხილებლად და გამოსასწორებლად გადაგედო თავი. რამდენი ადამიანი მოდის შენთან როგორ დაგღალეთ როგორ ვითხოვთ ყველა შენგან რაღაცას,რაც ყველაზე მატად გვაწუხებს,შველას ვითხოვთ. მოძღვრებიცა გვყავს და ვეზიარებით,მაგრამ შენ წინაშე მაინც ყველა ვტირივართ. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს შენი თავი ბაბუ. ძალიან მიყვარხარ ბარბარე. -------------------- "წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
|
Atman |
![]()
პოსტი
#222
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა სად დააფიქსირა?შეიძლება კონკრეტულლი ციტატა? ეგ ჩემი ყურითაც მოვისმინე, მაგრამ განკუთვნილი იმ ყურებისთვის იყო, ვისაც უნდა რომ ეს "შეცდომები" იყოს ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Iona |
![]()
პოსტი
#223
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა მე მხარს ვუჭერ აქ გაჟღერებულ აზრს, და ვთხოვ აფხაზს გაგვიხსნას ის თემა სადაც ამ წიგნებს ვარჩევდით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ა და აქამდის და არც ამის შემდეგ არ მიმიყენებია და არ მივაყენებ შეურაცხყოფას მოპაექრეს, შემოვიდეს იონა და გვეკამათოს მე და კანუდოსელს, თუნდაც იმ ერესზე რაც აქ დაიწერა: ჩემი აზრით ის წამოჭრილი საკითხები რომლებიც მის წიგნებშია ყველამ თAვისთვის უნდა გაარკვიოს. პაექრობას არ ვერიდები მაგრამ საკმაოდ ეჭვი მეპარება იმაში რომ მოპააექრეები მზად იყვნენ იმის დასაშვებად რომ შEიძლება მათი პოზიცია მცდარია. --- ჩემი თვითმიზანი კი მათი გადარწმუნება ნამდვილად არაა ![]() საქმე იმაშია რომ კამათი საკმაოდ დამღლელია და როცა წინასწარ იცი რომ მოპაექრე გიყურებს როგორც გაუნათლებელსა და აზრზე არ მყოფს - ბუნებრივია ის "თავს მოიკლავს" მაგრამ არ დაგეთანხმება. ხოდა, ყოველივეს გათვალისწინებით , კამათის დაწყება დიდად არ მეხალისება სიმართლე ვთქვა - თუმცა მომიწევს კამათში ჩაბმა როგორც პირი უჩანს მაინც ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
თამარ |
![]()
პოსტი
#224
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
Iona
გაიხარე. მე დიდხანს არ ვერეოდი, და იცი, ცოტა სასაცილოც მეჩვენება ჩვენი მცდელობები, რადგანაც მამა გიორგი არაა ის კაცი, ვისაც ვინმესგან დაცვა სჭირდება. ვინც ვერ უგებს, ალბათ, ამ ეტაპზე მათთვის ასეა საჭირო. ქრისტე გააკრეს ჯვარზე და რა გასაკვირია, რომ მისი მსახურები იდევნებოდნენ? განა თავად არ ეუბნებოდა მოციქულებს, რომ ჩემს გამო თქვენც დიდი ტანჯვის მოთმენა მოგიწევთო? არაფერი არაა გასაკვირი. მესმის, გულით გინდა, რაღაცა გააგებინო, მაგრამ, მგონია, წყლის ნაყვაა... ნაწილობრივ. ხომ ნათქვამია, რაღაა ნათელი, რასაცა ახლავს ბნელიაო, მაგრამ ბნელი რომ არ იყოს, ნათელს ხომ ვერ დაინახავ? ყველაფერი კანონზომიერია. და ბოროტი კი რისი ბოროტია, თუ თავის სიბოროტეს აშკარად დაგანახებს? ის ყოველთვის ეცდება, შეფუთული სახით შემოძვრეს ნებელობაში. მხოლოდ ღვთისმშობლისა და ჯვარცმის სახის მიღება არ შეუძლია. მამა გიორგის პირადად გაცნობა არის განუმეორებელი შთაბეჭდილება. მე მიკვირს, რა ძალა აქვს ამ ადამიანს, რომ უამრავ მიმსვლელს, ყველას განურჩევლად უთმობს დროს და ყველას პრობლემა იცის! ერთი შეხედვით გაგრძნობინებს, რომ შენზე ყველაფერი იცის! ყველაზე კარგი კი ისაა, იცის, როგორ გიმკურნალოს, რა გჭირდება კონკრეტულად შენ. მას აქვს უნარი, რამდენიმე ფრაზით გააკეთოს ეს. შეუძლია, ერთი სიტყვით გამოუშვას ადამიანი, შეუძლია, დიდხანს გესაუბროს, მაგრამ უყურადღებოდ არავის დატოვებს. უდიდესი სიყვარულის მატარებელია. ხე ნაყოფით იცნობა და ნაყოფია უამრავი მოქცეული ადამიანი, ვინც გულით ცდილობს, ისწავლოს მარხვა, მიტევება, სინანული, სიყვარული, აღსარება, და ეღირსოს-ხოლმე წმიდა ზიარებას. ცდილობს, ისწავლოს დასაბამი სიკეთის... ესაა საქართველოს გადარჩენის აუცილებელი პირობა. ამას ნიშნავს სულიერი გაბრწყინება. იცი, არის ასეთი არხი, "Спас", НТВ+-ის პაკეტშია, სადაც ამ ორი დღის უკან აჩვენეს მონასტრის მოხუცი წინამძღვარი, მამა პავლე. ფილმი მოგვითხრობდა მის ბიოგრაფიაზე, გადატანილ ტანჯვაზე, მის უკომპრომისო სამართლიანობაზე, რითაც ის მივამსგავსე მამა გიორგის, ნაკვთებით არა, რაღაცა იყო საერთო - თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ ეს იყო მადლი; შემდეგ სიტყვით გამოვიდა იმ ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, რომელიც სიხარულით აღნიშნავდა, რომ მის ეპარქიაში ასეთი მადლმოსილი ღვთისმსახურია, და რომ მას აქვს დიდი ხედვა და წინასწარმეტყველების მადლი... ხაზი გაუსვა, რომ მამა პავლე, ვისაც საჭირო იყო, ამხილებდა, ზოგსაც - უწინასწარმეტყველებდა, და ეს სიხარულითა და სიამაყით აღნიშნა მისმა იერარქიულმა ხელმძღვანელმა... ეჰ, გული დამწყდა რაღაც-რაღაცეებზე... რუსებმა ჩვენზე გაცილებით გვიან მიიღეს ქრისტიანობა, ახლა კი უამრავი რამე გვაქვს მათგან სასწავლი, სამწუხაროდ... ცხადია, რუსეთის ნამდვილ, მორწმუნე ნაწილს ვგულისხმობ და არა მათ სამხედრო-უშიშროების სულისკვეთებით განმსჭვალულ დამპყრობელ მმართველობას. |
Iona |
![]()
პოსტი
#225
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
თამარ
ციტატა Iona გაიხარე მადლობა ![]() პ.ს ისე ყოველ დილას რო ვლოცულობთ" დაფარულნი და უჩინონი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე " იქნებ გამოგვიცხადა რაღAცა ამ წიგნით და ნუ ვიქნებით ზედმეტად რადიკალურები. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
abo |
![]()
პოსტი
#226
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ციტატა მონასტრის მოხუცი წინამძღვარი, მამა პავლე. ფილმი მოგვითხრობდა მის ბიოგრაფიაზე, გადატანილ ტანჯვაზე, მის უკომპრომისო სამართლიანობაზე, რითაც ის მივამსგავსე მამა გიორგის, ნაკვთებით არა, რაღაცა იყო საერთო - თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ ეს იყო მადლი; შემდეგ სიტყვით გამოვიდა იმ ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, რომელიც სიხარულით აღნიშნავდა, რომ მის ეპარქიაში ასეთი მადლმოსილი ღვთისმსახურია, და რომ მას აქვს დიდი ხედვა და წინასწარმეტყველების მადლი... ხაზი გაუსვა, რომ მამა პავლე, ვისაც საჭირო იყო, ამხილებდა, ზოგსაც - უწინასწარმეტყველებდა, და ეს სიხარულითა და სიამაყით აღნიშნა მისმა იერარქიულმა ხელმძღვანელმა... ეჰ, გული დამწყდა რაღაც-რაღაცეებზე... რუსებმა ჩვენზე გაცილებით გვიან მიიღეს ქრისტიანობა, ახლა კი უამრავი რამე გვაქვს მათგან სასწავლი, სამწუხაროდ... ცხადია, რუსეთის ნამდვილ, მორწმუნე ნაწილს ვგულისხმობ და არა მათ სამხედრო-უშიშროების სულისკვეთებით განმსჭვალულ დამპყრობელ მმართველობას. რა თქმა უნდა საამაყოა და დასაფასებელი ასეთი მკაცრი ასკეტური ცხოვრების ადამიანი რომ გყავს გვერდით. იმედით ივსები როცა მის მადლს გრძნობ, კინაღამ წმიდანის ნათელსაც გულისხმობ ვირტუალურად შენ თავში, იმიტომ რომ ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი წმინდანი და ცოცხალი წმინდა, მართალი და პატიოსანი ადამიანი, რომელიც ჩვენ ცოცხალ წმინდანად წარმოგვიდგენია. გამოდის მერე ოპონენტი და ზოგი მასხრად იგდებს და ზოგი სულაც მართლმადიდებლობის მტრად აცხადებს... ახლა სხვა საკითხს გადავხედოთ დაუშვათ უარყოფითი პიროვნება, ერეტიკოსი და გაფუჭებული კაცია, რატომ თვლის ზოგიერთი აქაური უზერი რომ მის ზურგზეა მთელი მართლმადიდებლობის ჭირვარამი გადასატანი ან დასაცავი? აქ ყველა თაბარუფლებიანია და სიტყვიერ და მორალურ ზეწოლებს ხალხზე თავი დავანებოთ. ვერ ატყობთ რომ ხალხი აღარ ფოსტავს? შემოდიან გახარებულნი, წამსვე დაეტაკებიან აქაური ავტორიტეტები და 3 თვის შემდეგ გარბიან გაკვირვებული. მე კი არ ვაგიჟებ იმ ხალხს, არამედ საუბრის ნამეტანი მასწავლებლური, საკმაოდ ირონიაშერეული, ცოტა თავხედური პოსტებით შეურაცყოფილნი ტოვებენ აქაურობას. სული ელსადენშიო... ელსადენში არ ვიცი, მაგრამ პოსტი რომ სულიერი დატვირთვით არის დახუნძლული ეს ფაქტია, ან ის უარყოფითი სასოწარკვეთის გამღვივებელი ტელეგადაცემები ან ის იდიოტური იუმორი რაც ბლომადაა ტვ-ში ეშმაკის სული არ არის ჩაბუდებული? ხოდა ყველა მოვეშვათ ამ ამპარტავნულ და მედიდურ სტილში - ხო დაგიწერა აგერ ამან? ზნაჩიტ სწორია...რა ღმერთი ხარ და სწორს ამბობ? წყაროს მაჩვენებ? არ მჯერა იმიტომ რომ ვინც დაწერა მოკვდავია და ცდება. თან ცოტა არც მაწყობს. რატომ დაგიჯერო? ცუდად ვსაუბრობ? არა ეს არ არის ჩემი საუბრის სტილი ეს ისევ თქვენი ფორმილირებაა და იმიტომ გპასუხობთ ასე. აბა მე თუ მკითხავთ ღმერთისაც მჯერავს, წმინდანებისაც ბერი პაისისაც მამა გაბრიელისაც, მამა გიორგისაც, და იცი რატომ? იმიტომ რომ დაწყებული წმინდანებიდან აქეთ უბრალო მოძღვრამდე ყველასი მჯერა. იმიტომ რომ სულიერი სიმშვიდე და დაჯერება ერთერთი მთავარი კომპონენტია რწმენის. ელემენტარულს მოძღვარს შევეკითხები, რთულს მეუფეს ან გამოცდილ მოძღვარს. დიდ და ჩემთვის შეუცნობად ინტერესს(დრო) ჩემს ეკლესიას შევეკითხები და სულ ბოლოს ცხოვრების რაობას ღმერთს შევთხოვ. თუ არ მითხოვია ან არ მიკითხია ძალით რატომ მასწავლი სისწორეს?და რატომ მიკრძალავ ზოგ საკითხებზე საუბარს, თუნდაც მცდარზე?მე თუ ვერ ვწვდები ზოგ კოსმოპოლიტურ იდეებს ძალით როგორ დავიჯერო. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
თამარ |
![]()
პოსტი
#227
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
Iona უჩინონი და დაფარულნი იმდენია, რომ მათ გაცხადებას მთელი ცხოვრება არ ეყოფა და მერეც არ ვიცი, გვეცოდინება თუ არა...
![]() abo კია საამაყო, განსაკუთრებულად კარგი ადამიანის გვერდით ყოფნა, მაგრამ მე ეს იმიტომ დავწერე, რომ რუსი მიტროპოლიტი თავის ეპარქიაში მყოფ "სტარეცს" დიდი პატივისცემით ეპყრობა, მადლმოსილად თვლის და ამას სახალხოდ გამოხატავს, ხოლო მამა გიორგის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მისი ეპარქიის ხელმძღვანელი დიდ უკმაყოფილებას გამოხატავს. საწყენია ეს... სიცოცხლეში ასეთი მოღვაწეები იდევნებიან და ათას ცილისწამებასა და განსაცდელს იტანენ, ხოლო როცა ჩვენთან აღარ არიან, მერე იწყება საერთო სახალხო ტირილი... მამა გაბრიელს ერთეულები თუ ცნობდნენ და ისინიც ვერ უგებდნენ... კარგი ხალხი ხართ. კიდევ გავიცანი ამ ფორუმზე კარგი ხალხი. ესეც ხომ მნიშვნელოვანია? ნუ ვიქნებით ძალიან კატეგორიულები. მართლაც ბევრი აღარ წერს ამ ფორუმზე და მოძღვარსაც კი აღარ აქვს სურვილი, აქ ჩანდეს. სამწუხაროა. ბოლოს ალბათ იმ იუზერებს, ვისაც შენ გულისხმობ, დარჩებათ ბურთი და მოედანი და იქნებიან "сам играет, сам поет" მდგომარეობაში. |
Iona |
![]()
პოსტი
#228
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
თამარ
ციტატა კარგი ხალხი ხართ. კიდევ გავიცანი ამ ფორუმზე კარგი ხალხი. ესეც ხომ მნიშვნელოვანია? ნუ ვიქნებით ძალიან კატეგორიულები. მართლაც ბევრი აღარ წერს ამ ფორუმზე და მოძღვარსაც კი აღარ აქვს სურვილი, აქ ჩანდეს. სამწუხაროა. ბოლოს ალბათ იმ იუზერებს, ვისაც შენ გულისხმობ, დარჩებათ ბურთი და მოედანი და იქნებიან "сам играет, сам поет" მდგომარეობაში. ისე კი .....ნამეტანი ჩAკვდა აქაურობა ზოგიერთი იუზერის წასვლის შემდეგ. ![]() -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
murzaqan |
![]()
პოსტი
#229
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 20-March 10 წევრი № 8,446 ![]() |
ახალი დარეგისტრირებული ვარ. მამა გიორგიზე ვეძებდი რაღაცეებს და მოგადექით. კარგი ფორუმი გაქვთ. საინტერესო.
![]() მინიმუმ ერთ კეთილ ფორუმელ ნაცნობსაც ვხედავ, თუ არ ვცდები. გამარჯობა, თამარ! ![]() |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#230
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
Iona უჩინონი და დაფარულნი იმდენია, რომ მათ გაცხადებას მთელი ცხოვრება არ ეყოფა და მერეც არ ვიცი, გვეცოდინება თუ არა... ![]() abo კია საამაყო, განსაკუთრებულად კარგი ადამიანის გვერდით ყოფნა, მაგრამ მე ეს იმიტომ დავწერე, რომ რუსი მიტროპოლიტი თავის ეპარქიაში მყოფ "სტარეცს" დიდი პატივისცემით ეპყრობა, მადლმოსილად თვლის და ამას სახალხოდ გამოხატავს, ხოლო მამა გიორგის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მისი ეპარქიის ხელმძღვანელი დიდ უკმაყოფილებას გამოხატავს. საწყენია ეს... სიცოცხლეში ასეთი მოღვაწეები იდევნებიან და ათას ცილისწამებასა და განსაცდელს იტანენ, ხოლო როცა ჩვენთან აღარ არიან, მერე იწყება საერთო სახალხო ტირილი... მამა გაბრიელს ერთეულები თუ ცნობდნენ და ისინიც ვერ უგებდნენ... კარგი ხალხი ხართ. კიდევ გავიცანი ამ ფორუმზე კარგი ხალხი. ესეც ხომ მნიშვნელოვანია? ნუ ვიქნებით ძალიან კატეგორიულები. მართლაც ბევრი აღარ წერს ამ ფორუმზე და მოძღვარსაც კი აღარ აქვს სურვილი, აქ ჩანდეს. სამწუხაროა. ბოლოს ალბათ იმ იუზერებს, ვისაც შენ გულისხმობ, დარჩებათ ბურთი და მოედანი და იქნებიან "сам играет, сам поет" მდგომარეობაში. სტარეცად აღიარება ხდება არა საკუთარი თავის, არამედ ხალხის მიერ. და ისეთი ხალხის მიერ, ვისაც ცოტაოდენი რამ სულიერი ხედვა, გარდა სავალდებულო ქრისტიანული ჩვეულებებისა გააჩნია. ისე არაა, რომ სტარეცად მივიჩნიოთ ადამიანი და არ გვესმოდეს სტარეცობის არსი. |
Atman |
![]()
პოსტი
#231
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
კიდევ იმაზე ვდავობთ რაც ჩვენი გასარჩევი არაა?
![]() ყველამ თავის საქმეს და მოვალეობას მიხედოს ჯობია და თუ კაიროსს მამა გიორგის კრიტიკა თავისი მოვალეობის შემადგენელ ნაწილად მიაჩნია კი ბატონო, თვითონ იქნება მერე პასუხისმგებელი საკუთარი სინდისის წინაშე, ასე რომ მიიიიდი კაიროს, შეუბერე, შენივე იარაღითაც კი არ შეგეწინააღმდეგები ამ თემაში ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
murzaqan |
![]()
პოსტი
#232
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 20-March 10 წევრი № 8,446 ![]() |
agmsarebeli
"სტარეცად აღიარება ხდება არა საკუთარი თავის, არამედ ხალხის მიერ." აჰა, და ეს ხალხი, რომელმაც მისგან შველა და სასოება მიიღო, ხალხი არაა? ვინც აქ წერს, ან იმ წიგნებში რომ დაწერა თავისი გამოცდილების შესახებ, ხალხი არაა? "და ისეთი ხალხის მიერ, ვისაც ცოტაოდენი რამ სულიერი ხედვა, გარდა სავალდებულო ქრისტიანული ჩვეულებებისა გააჩნია." ოკ, და ესენი ვინღა უნდა აღიაროს ასეთებად? |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#233
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
murzaqan
ციტატა პოსტები: 2 ამ თემის ხათრით ხარ აქ შე,მოსული ? ჯერ გაგვცნობოდი შეტევა რომ დაიწყო პირდაპირ ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#234
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
agmsarebeli "სტარეცად აღიარება ხდება არა საკუთარი თავის, არამედ ხალხის მიერ." აჰა, და ეს ხალხი, რომელმაც მისგან შველა და სასოება მიიღო, ხალხი არაა? ვინც აქ წერს, ან იმ წიგნებში რომ დაწერა თავისი გამოცდილების შესახებ, ხალხი არაა? "და ისეთი ხალხის მიერ, ვისაც ცოტაოდენი რამ სულიერი ხედვა, გარდა სავალდებულო ქრისტიანული ჩვეულებებისა გააჩნია." ოკ, და ესენი ვინღა უნდა აღიაროს ასეთებად? რომელი ხალხი, როემლიც დოგმატებში ვერ ერკვევა და ისე ეთანხმება ამ წიგნში გადმოცემულ, პირდაპირ ვიტყვი არაქრისტიანულ სწავლებას? სამების დოგმატით დაწყებული რეინკარნაციის თეორიით დამთავრებული. ესაა უბრალო ხალხი, რომლისთვისაც მამა გიორგი მხოლოდ სათნო ადამიანია, რასაც მეც ვეთანხმები, მაგრამ ეკლესიის სწავლება სულ სხვაგვარია. მათ ჰგონიათ რომ ეკლესიის სწავლება სხვა არაფერია თუ არა ერთი კონკრეტული პიროვნების მოსაზრება, ამათუიმ თემაზე. ეკლესიამ 20 საუკუნოვანი ისტორია განვლო და 21-ე საუკუნეში ამის არ დანახვა და რაღაც სხვა სწავლების შემოტანა და დანერგვის მცდელობა ჩემი აზრით გაკიცხვას იმსახურებს. სტარეცი არ ამბობს საკუთარ თავზე მე სტარეცი ვარო. მამა გიორგი კი ამბობს! |
აკაკი |
![]()
პოსტი
#235
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
როგორც გავიგე სტალინის სურათI უკიდიაო წმინდანი არისო ასე იძახისო
არანაირი სხვა გაგებით არ დამიწერია ეს პოსტი უბრალოდ აინტერესებს.. სუფთა ინტერესი... მართLა ასეა? საინტერესოა მისი აზრი რატომ ფიქრობს ასე ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#236
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სტარეცი არ ამბობს საკუთარ თავზე მე სტარეცი ვარო. მამა გიორგი კი ამბობს! გეთანხმები, მართლმადიდებლური ასკეტიკა ასწავლის, რომ წმინდანში იმდენივე სიწმინდე უნდა იყოს, რამდენიც ამ სიწმინდის გაუცნობიერებლობა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Atman |
![]()
პოსტი
#237
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა რომელი ხალხი, როემლიც დოგმატებში ვერ ერკვევა და ისე ეთანხმება ამ წიგნში გადმოცემულ, პირდაპირ ვიტყვი არაქრისტიანულ სწავლებას? სამების დოგმატით დაწყებული რეინკარნაციის თეორიით დამთავრებული. როდის უნდა შევიდეს რეინკარნაცია დოგმატებში რა საინტერესოა ![]() ჭურში გძინავთ ხალხო თუ რა ხდება? რეინკარნაცია არსებობს და ეს მეცნიერულად დადასტურებულიცაა უკვე. ვისაც არ უნდა დაჯერება ნუ დაიჯერებს. აკაკი ციტატა როგორც გავიგე სტალინის სურათI უკიდიაო წმინდანი არისო ასე იძახისო არანაირი სხვა გაგებით არ დამიწერია ეს პოსტი უბრალოდ აინტერესებს.. სუფთა ინტერესი... მართLა ასეა? საინტერესოა მისი აზრი რატომ ფიქრობს ასე კი უკიდია და დიდ პატივს სცემს. ამბობს რომ ეს წმინდანების აგენტივით იყო ბოროტების მთესველებს შორის. სამოსელი პირველი არ წაგიკითხავთ კაცო? სრულიად რეალურია ეგ "ჰიპოთეზა". კანუდოსელი ციტატა გეთანხმები, მართლმადიდებლური ასკეტიკა ასწავლის, რომ წმინდანში იმდენივე სიწმინდე უნდა იყოს, რამდენიც ამ სიწმინდის გაუცნობიერებლობა შენ გაჩერდი, დოგმატიკის ციტირება არ გიხდება, მასონი ხარ რაც არ უნდა იყოს ![]() ![]() ![]() agmsarebeli ციტატა სტარეცი არ ამბობს საკუთარ თავზე მე სტარეცი ვარო. მამა გიორგი კი ამბობს! ალალი კაცია და იმიტომ! ცრუ თავმდაბლობას ეგ ჯობია ხანდახან, გააჩნია ადამიანის მისიას. და ისევ ვიმეორებ ჩვენი გასარჩევი არაა ეს! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#238
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
როდის უნდა შევიდეს რეინკარნაცია დოგმატებში რა საინტერესოა ![]() ჭურში გძინავთ ხალხო თუ რა ხდება? რეინკარნაცია არსებობს და ეს მეცნიერულად დადასტურებულიცაა უკვე. ვისაც არ უნდა დაჯერება ნუ დაიჯერებს. შენ გაჩერდი, დოგმატიკის ციტირება არ გიხდება, მასონი ხარ რაც არ უნდა იყოს ![]() ![]() ![]() agmsarebeli ალალი კაცია და იმიტომ! ცრუ თავმდაბლობას ეგ ჯობია ხანდახან, გააჩნია ადამიანის მისიას. და ისევ ვიმეორებ ჩვენი გასარჩევი არაა ეს! მეცნიერება, რომელიც უარყოფს ეკლესიის აზრს, მეცნიერება არაა. ყოველშემთხვევვაში ეკლესიისთვის. ეკლესიამ ადრევე უარყო რეინკარნაციის თეორია და ანათემას გადასცა ორიგენე, ამის გამოც. ამიტომ არის საფრთხე, რომ რეინკარნაციის გამზიარებლები ორიგენეს კვალს შეუდგებიან . რომელ წმინდა მამა არაა ალალი? ეს მათი შეურაცხყოფაა. თურმე ისინი ალალაბი არ ყოფილან და ამიტომ არ ამბობდნენ სტარეცები ვართო. ღმერთო შენ გვიშველე. დიახაც, ჩვენი, ყველს ვალია ამ ფორუმზე, რომ მართებული აზრი დაფიქსურდეს ნებსმიერ თემაზე, რადგან მისი წიგნები დღემდე პოპულარობით სარგებლობს და ხალხს აზიანებს. |
Atman |
![]()
პოსტი
#239
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
agmsarebeli
ციტატა მეცნიერება, რომელიც უარყოფს ეკლესიის აზრს, მეცნიერება არაა. ყოველშემთხვევვაში ეკლესიისთვის. ეკლესიამ ადრევე უარყო რეინკარნაციის თეორია და ანათემას გადასცა ორიგენე, ამის გამოც. ამიტომ არის საფრთხე, რომ რეინკარნაციის გამზიარებლები ორიგენეს კვალს შეუდგებიან . რა შუაშია აქ ორიგენე. ორიგენეს მოძღვრებას საერთოდ არ ვიცნობ მაგრამ რეინკარნაცია რომ არსებობს 100% ვიცი. ციტატა რომელ წმინდა მამა არაა ალალი? ეს მათი შეურაცხყოფაა. თურმე ისინი ალალაბი არ ყოფილან და ამიტომ არ ამბობდნენ სტარეცები ვართო. ღმერთო შენ გვიშველე. მე სხვა წმინდანებთან არ შემიდარებია იგი. თუმცა ალბათ ეგრე გამოჩნდა. მე მაპატიეთ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
![]()
პოსტი
#240
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
Atman
რეინკარნაცია არსებობს? და ასი პროცენტით იცი? მაშ ბიბლიას უარყოფ? და მას (მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს) ვინც ბიბლია მოგვცა? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 07:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი