IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 18 19 20 21 >  
Closed TopicStart new topic
> მამა გიორგი ბასილაძე
Atman
პოსტი Apr 13 2010, 10:09 PM
პოსტი #381


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დღეს უნდა დაგემშვიდობოთ. თვალები ამტკივდა huh.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 14 2010, 02:49 AM
პოსტი #382


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თვალები ამტკივდა

ჩვენ თავი biggrin.gif
თემას არ დაადგება ხო საშველი biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 14 2010, 12:54 PM
პოსტი #383


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
ჩვენ თავი
თემას არ დაადგება ხო საშველი


მშვენიერი თემაა რას ერჩით ? smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 14 2010, 01:20 PM
პოსტი #384


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



გაიხარევ აპოლოგეტიკის განყოფილებავ, რათა დამანახე წმინდანები საქართველოსი! jump.gif სული მღერის, გული მღერიის, თქვენი მრავალჟამიერიიი smile.gif მართლმადიდებელი ვარ!!!

მოვუსმინოთ ამ კაცს ხალხო, ღმერთი საუბრობს მისი ბაგეებიდან ჩვენთვის. ჩვენ სხვა ღმერთი არ გაგვაჩნია ჯერ. იდეებზე შეყვარებული ხალხი ვართ. იდეაში მოცემული ღმერთი დაგვღუპავს და ქრისტე რომ მოვიდეს დღეს, ისევ ჯვარს გავაკრავთ-შენ წიგნებში სხვანაირად უნდა მოსულიყავი, ფოკუზებითო. უფალო გვიმრავლე ყურები, რომელნიც მამა გიორგის მოუსმენს, მამა გაბრიელს მოუსმენს. ჩემთვის ორივე წმინდანზე უწმინდესია, თქვენი არ ვიცი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 14 2010, 01:36 PM
პოსტი #385


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
ჩვენ თავი



მე დამატებით გულიც biggrin.gif
guest1
ციტატა
მოვუსმინოთ ამ კაცს ხალხო, ღმერთი საუბრობს მისი ბაგეებიდან ჩვენთვის. ჩვენ სხვა ღმერთი არ გაგვაჩნია ჯერ. იდეებზე შეყვარებული ხალხი ვართ. იდეაში მოცემული ღმერთი დაგვღუპავს და ქრისტე რომ მოვიდეს დღეს, ისევ ჯვარს გავაკრავთ-შენ წიგნებში სხვანაირად უნდა მოსულიყავი, ფოკუზებითო. უფალო გვიმრავლე ყურები, რომელნიც მამა გიორგის მოუსმენს, მამა გაბრიელს მოუსმენს. ჩემთვის ორივე წმინდანზე უწმინდესია, თქვენი არ ვიცი.


არ გეწყინოს მარა, ვერაფერი გავიგე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
murzaqan
პოსტი Apr 14 2010, 04:17 PM
პოსტი #386


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 20-March 10
წევრი № 8,446



მხევალი ნინო
ციტატა
არ გეწყინოს მარა, ვერაფერი გავიგე.

მე გავიგე "ზატო"! smile.gif
guest1
პირველად რომ წავიკითხე "ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი" მეც შოკში ვიყავი smile.gif.
სად წავიდა ჩემი ფილოსოფია, ჰაიდეგერი, ვიტგენშტაინი და კამიუ? ფაფუ. smile.gif
ეს ინფორმაცია კატეგორიულად განსხვავებული იყო ყველაფრისგან, რაც აქამდე მიმიღია.
ანუ რელიგიურად მოტივირებული ათასი უბედურება წამიკითხავს აქამდე, მისტიფიკაციები და ათასი ალაზნისპირელობები ბევრი მომხვედრია ხელში და სულ ვბრაზობდი. ზოგის სისულელეზე და ზოგის მზაკვრობაზე.
ამ შემთხვევაში კი შოკის მომგვრელი სწორედ სინამდვილე იყო, სიმართლე! smile.gif
ანუ ერთი შეხედვით, ურწმუნო ადამიანისთვის ალაზნისპირელობის ანალოგიური ფორმები, მაგრამ ....

ასე, რომ შენს სიხარულს მეც ვუერთდები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 14 2010, 08:10 PM
პოსტი #387


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



murzaqan
ციტატა
პირველად რომ წავიკითხე "ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი" მეც შოკში ვიყავი smile.gif.
სად წავიდა ჩემი ფილოსოფია, ჰაიდეგერი, ვიტგენშტაინი და კამიუ? ფაფუ. smile.gif
ეს ინფორმაცია კატეგორიულად განსხვავებული იყო ყველაფრისგან, რაც აქამდე მიმიღია.
ანუ რელიგიურად მოტივირებული ათასი უბედურება წამიკითხავს აქამდე, მისტიფიკაციები და ათასი ალაზნისპირელობები ბევრი მომხვედრია ხელში და სულ ვბრაზობდი. ზოგის სისულელეზე და ზოგის მზაკვრობაზე.
ამ შემთხვევაში კი შოკის მომგვრელი სწორედ სინამდვილე იყო, სიმართლე! smile.gif
ანუ ერთი შეხედვით, ურწმუნო ადამიანისთვის ალაზნისპირელობის ანალოგიური ფორმები, მაგრამ ....

ასე, რომ შენს სიხარულს მეც ვუერთდები.
შოკი ის უფრო იყო ჩემთვის, რომ ასეთი რამ თუ ქრისტიანობაში ითქმოდა, არ ვიცოდი. სხვა რელიგიებიდან ეს ყველაფერი ცნობილი იყო ჩემთვის, მსგავსი ბქონდა წაკითხული მაგალითად ბუდიზმში, ინდუიზმში და სუფიზმში. მამა გიორგი (რომლისაც უკვე 100 % მწამს გონებაში მაინც) კიდევ მიუთითებს იმას, რომ წმინდანებში ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და საკმაო რაოდენობით წმინდანი ყავს საქართველოს დღესაცო. ასეთი რამ უცხო არ არის მაგალითად ბუდიზმში. ის რაც ქრისტიანობაში ამ გაგებით წმინდანად იწოდება, ბუდიზმში ეძახიან ბოდჰისატვას. ბოდჰისატვა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანი, რომელიც ადამიენების დასახმარებლად მოდის თავისი არჩევანით და მათ ცოდვებს (რასაც ბუდიზმში ქვია უგუნურება) თავის თავზე იღებს. უამრავი ასეთი გადმოცემაა ბუდიზმში. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თვალში მომხვდა: მამა გიორგი ამბობს, რომ ყველაზე დიდი სასწაული არის ადამიანის შიგნიდან გარდაქმნაო, მისი სულიერი გარდაქმნაო. გარედან დანახული სასწაულები არაფერია ამასთან შედარებითო. ბუდიზმში სასწაულებზე აქცენტი საერთოდ არ კეთდება. ერთადერთ სასწაულად მიიჩნევენ ადამიანის სულიერ გარდაქმნას. დანარჩენ სასწაულებზე საერთოდ არ საუბრობენ, არადა უამრავი ისტორიაა, რომ ჩვეულებრივი სასწაულები გაუკეთებიათ უამრავი რაოდენობით. უბრალოდ ეს არ წარმოადგენს სულის მაძიებლის ჭეშმარიტ მიზანს იქ და არც აკეთებენ ამაზე აქცენტს. მამა გიორგიოს ეს აქვს ძალიან შთამბეჭდავად და სულის შესაფორიაქებლად დაწერილი. მოკლედ, სხვა რელიგიებში წაკითხული (და რისთვისაც სხვა რელიგიებს ვაფასებდი და გავურბოდი ეკლესიას), ამ ბრწყინვალე ადამიანში ვნახე პირველად. ასე მგონია ბუდისტი ან სუფი ლაპარაკობდა, ან კიდევ რამანა მაჰარიში. უამრავი რამ კიდევ, რაც ჭეშმარიტად განძს წარმოადგენს მამა გიორგის წიგნში ჩემთვის.

დანარჩენი, ის რომ წმინდანებს სხვადასხვა ძალა გააჩნიათ, მაგ ყველაფრის მჯერა, მაგრამ ჩემთვის საერთოდ არა აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა, საერთოდ. ჩემთვის, არც ის არის მთავარი რას საუბრობს ქრისტეს მოსვლაზე და მეორედ მოსვლაზე. ეგენი ჩემთვის უცხოა იმ გაგებით, რომ სულიერების მაძიებელი, ჩემთვის პირადად, საბოლოო ჯამში უნდა ამოდიოდეს არა შიშიდან და ამპარტავნებიდან. მაგ ადამიანს დიდი ხედვა აქვს და შეიძლება ეს ინფორმაცია სხვისთვის იყოს სასარგებლო. ადამიანმა თუ არ დაინახა თავის თავში ეგოიზმი, თუ არ დაინახა, რომ ასეთი სასწაულებით დაჯერება წარმოადგენს ეგოიზმის და ამპარტავნობის ფორმას, თუ არ გაიგო, რომ უფლისათვის ყველა ადამიანი და ერი ერთია, თუ არ გაიგო, რომ სხვა რელიგიებში ისეთივე ჭეშმარიტება იქადაგება როგორც ქრისტიანობაში, ჩემი აზრით, იგი დროებით დაკარგულია რწმენაში. არ შეიძლება გვწამდეს მხოლოდ "ჩვენი" ღმერთი. ჩვენ ასეთი ღმერთი გვწამს და უნდა გავიგოთ, რომ ეს საბოლოოდ პრობლემებს შეგვიქმნის.

დიდი მადლობა, რომ ჩემს სიხარულს უერთები smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Apr 14 2010, 08:59 PM
პოსტი #388


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
guest1

ეს წიგნი მართალია დოგმატური სისწორით არ უნდა იყოს (შეიძლება კი) წარმოდგენილი და არც ამის პრეტენზია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის რომ სხვა რელიგიების მცოდნე ადამიანს ასე მიიზიდავს, უკვე ფასი და აზრი ჰქონია.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 14 2010, 11:55 PM
პოსტი #389


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



abo
ციტატა
ეს წიგნი მართალია დოგმატური სისწორით არ უნდა იყოს (შეიძლება კი) წარმოდგენილი და არც ამის პრეტენზია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის რომ სხვა რელიგიების მცოდნე ადამიანს ასე მიიზიდავს, უკვე ფასი და აზრი ჰქონია.
აბო
დიდი ფასი და აზრი აქვს ამ წიგნს-უფრო სწორად მამა გიორგის ნაირ ჭეშმარიტ მოძღვრებს. ჩემთვის მამა გიორგიმ და მამა გაბრიელმა ამ ბოლო დღეებში ბევრი რამ გადაწყვიტა, ძალიან ბევრი. შეგიძლიათ მართლმადიდებელი მიწოდოთ biggrin.gif მონათლული მაინც ვარ, ღვთის სიტყვას და საქმეს აქამდეც ვცდილობდი რომ მეცნო. ახლა უკვე ეკლსიას უნდა დავუახლოვდე ძალიან. ჩვენს შორის განსხვავება (მე და შენზე არა მაქვს საუბარი აბო, საერთოდ მორწმუნეთა უმეტესობაზე) ის იქნება, რომ მე დოგმა ძალიან, ძალიან არ მაინტერესებს. ჩემთვის უმთავრესია საქმე და ეს საქმე ერთმანეთის გულისათვის გავაკეთოთ, გადავდოთ დოგმები გვერდზე, დავივიწყოთ პაწა ხანს smile.gif

გვფარავდეს უფალი და მოეცეს ჭეშმარიტი რწმენა ყოველი ქართველისათვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 15 2010, 12:07 AM
პოსტი #390


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



guest1
ნახავ მალე დოგმებსაც აღიარებ...
ისე თუ გინდა მამა გაბრიელის სწავლებებს გაეცნო:
http://www.monkgabriel.ge/geo/scavlebebi.htm ამას ეწვიე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 15 2010, 01:09 AM
პოსტი #391


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ikanosi
ციტატა
ნახავ მალე დოგმებსაც აღიარებ...
biggrin.gif არაა, 2 დოგმის მეტი არ მჭირდება: 1) უფალი დიდებული გვერდში დაგვიდგება თუ მას გვერდში დავუდგებით; 2) დაიცავი 10 მცნება. საკმარისია ეს ყველაფერი. ეკლესია და სულიერი ხედვით დაჯილდოებული მოძღვარი, თუ მტკიცედ გაქვს არჩევანი გადაწყვეტილი, მოგემხარება ღმერთთან მისასვლელად. დანარჩენი, ყველაფერი ზედმეტია რწმენისათვის. დანარჩენი, ჩემი აზრით. ვინმეს თუ ეხმარება არ ვიცი, მაგრამ მე კი არ მომეხმარა თავის დროზე, არამედ დამაცილა რწმენას, სანამ თავიდან არ ვიპოვიდი კარგი ხნის შემდეგ.

ციტატა
ისე თუ გინდა მამა გაბრიელის სწავლებებს გაეცნო:
http://www.monkgabriel.ge/geo/scavlebebi.htm ამას ეწვიე
გაიხარე, ეს საიტი უკვე ვნახე აქ რამოდენიმე დღის წინ. ძალიან კარგი ვებგვერდია, ძალიან მომეწონა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
murzaqan
პოსტი Apr 15 2010, 03:24 AM
პოსტი #392


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 20-March 10
წევრი № 8,446



guest1
ციტატა
თუ არ გაიგო, რომ სხვა რელიგიებში ისეთივე ჭეშმარიტება იქადაგება როგორც ქრისტიანობაში


აი, მამა გიორგი და მამა გაბრიელი მაგას ნამდვილად არ დაგიდასტურებდნენ. smile.gif
ჭეშმარიტება აქაა.
მაგრამ ამ საკითხის გამოკლებით, შენი საერთო განწყობილება აბსოლუტურად გასაგებია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 18 2010, 08:42 AM
პოსტი #393


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ასეთი კითხვა მაქვს, თუ არ შეწუხდებით: საერთოდ რის საფუძველზე არის ეს თემა აპოლოგეტიკაში? სხვაგან გადატანას კი არ ვითხო, უბრალოდ მაინტერესებს, რა მოსაზრებების საფუძველზე, რას ასწავლის ასეთს მამა გიორგი, რომ აპოლოგეტიკაში არის ეს თემა?

და მეორე კითხვა, მამა გიორგიზე განათლებული და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ჭეშმარიტი მღვდელი, ბერვია საქართველოში?

P.S. კითხვები საჩხუბრად არ დამისვამს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 18 2010, 09:54 AM
პოსტი #394


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



guest1
ციტატა
ასეთი კითხვა მაქვს, თუ არ შეწუხდებით: საერთოდ რის საფუძველზე არის ეს თემა აპოლოგეტიკაში? სხვაგან გადატანას კი არ ვითხო, უბრალოდ მაინტერესებს, რა მოსაზრებების საფუძველზე, რას ასწავლის ასეთს მამა გიორგი, რომ აპოლოგეტიკაში არის ეს თემა?


ეჰ ძველი ამბავია. ბევრჯერ გაიხსნა სხვაგან ეს თემა და დახურეს. აქ შედარებით მშვიდადაა, ასე რომ იყოს აქ ჯობია. smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 18 2010, 10:13 AM
პოსტი #395


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



Atman
იყოს აქ შე კაცო, მაგას კი არ ვჩივი. სადაც მშვიდად იქნება ეს თემა, იქ უკეთესია. მე მაინც არავინ არაფერს მეკითხება smile.gif

უბრალოდ მაინტერესებს, რატო თქო, რა არის მის სწავლებაში ასეთი განსხვავებული თქო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 18 2010, 12:39 PM
პოსტი #396


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ციტატა(guest1 @ Apr 18 2010, 09:13 AM) *

Atman
იყოს აქ შე კაცო, მაგას კი არ ვჩივი. სადაც მშვიდად იქნება ეს თემა, იქ უკეთესია. მე მაინც არავინ არაფერს მეკითხება smile.gif

უბრალოდ მაინტერესებს, რატო თქო, რა არის მის სწავლებაში ასეთი განსხვავებული თქო.

ეს მართლა დიიიდი და გრძელი ამბავია ძალიან დიიიდი biggrin.gif
ვიზიარებ შენს სიხარულს და კეთილი იყოს შენი "დაბრუნება" smile.gif kiss1.gif
welcome back a075.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Apr 21 2010, 08:46 PM
პოსტი #397


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



QUOTE(guest1 @ Apr 14 2010, 10:55 PM) *

abo
დიდი ფასი და აზრი აქვს ამ წიგნს-უფრო სწორად მამა გიორგის ნაირ ჭეშმარიტ მოძღვრებს. ჩემთვის მამა გიორგიმ და მამა გაბრიელმა ამ ბოლო დღეებში ბევრი რამ გადაწყვიტა, ძალიან ბევრი. შეგიძლიათ მართლმადიდებელი მიწოდოთ biggrin.gif მონათლული მაინც ვარ, ღვთის სიტყვას და საქმეს აქამდეც ვცდილობდი რომ მეცნო. ახლა უკვე ეკლსიას უნდა დავუახლოვდე ძალიან. ჩვენს შორის განსხვავება (მე და შენზე არა მაქვს საუბარი აბო, საერთოდ მორწმუნეთა უმეტესობაზე) ის იქნება, რომ მე დოგმა ძალიან, ძალიან არ მაინტერესებს. ჩემთვის უმთავრესია საქმე და ეს საქმე ერთმანეთის გულისათვის გავაკეთოთ, გადავდოთ დოგმები გვერდზე, დავივიწყოთ პაწა ხანს smile.gif

გვფარავდეს უფალი და მოეცეს ჭეშმარიტი რწმენა ყოველი ქართველისათვის.


საერთოდ ვინც მამა გიორგის სწავლებით მოხიბლულია და ამავე დროს მე შმხვედრია, დოგმატებს ყველა თუ არ უარყოფს, ნამდვილად არ ცემს პატივს.

რით ახსნით ამას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 21 2010, 08:48 PM
პოსტი #398


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
საერთოდ ვინც მამა გიორგის სწავლებით მოხიბლულია და ამავე დროს მე შმხვედრია, დოგმატებს ყველა თუ არ უარყოფს, ნამდვილად არ ცემს პატივს.რით ახსნით ამას?


საღი აზრით.

პ.ს. დოგმატებს არ ვიზიარებ ყველას, მაგრამ პატივს ვცემ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Apr 21 2010, 09:43 PM
პოსტი #399


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



არც ისე საღით, უფრო პირიქით!



[quote name='guest1' date='Apr 14 2010, 12:20 PM' post='600802']
მოვუსმინოთ ამ კაცს ხალხო, ღმერთი საუბრობს მისი ბაგეებიდან ჩვენთვის. უფალო გვიმრავლე ყურები, რომელნიც მამა გიორგის მოუსმენს, მამა გაბრიელს მოუსმენს.


გარდაცვლილის სულის სარკეში შესვლასაც ღმერთი ლაპარაკობს მამა გორგის პირით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
murzaqan
პოსტი Apr 21 2010, 10:11 PM
პოსტი #400


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 20-March 10
წევრი № 8,446



agmsarebeli
ციტატა
საერთოდ ვინც მამა გიორგის სწავლებით მოხიბლულია და ამავე დროს მე შმხვედრია, დოგმატებს ყველა თუ არ უარყოფს, ნამდვილად არ ცემს პატივს.

რით ახსნით ამას?

იმით, რომ, მე არ მიცნობ. არ იცნობ კიდევ ასობით და ალბათ ათასობით ადამიანს.
ციტატა
გარდაცვლილის სულის სარკეში შესვლასაც ღმერთი ლაპარაკობს მამა გორგის პირით?


რატომ აკომპლექსებ, მეგობარო, იმას, რაც არაა გასართულებელი. სად ნახე სრულად აღწერილი, რა მოსდის სულს. სად ნახე დაწერილი , რომ სულს სარკეში, ან ნებისმიერ მატერიალურ სხეულში შესვლა არ შეუძლია? ან სად წერია, რომ ის ცოდნა რაც ადამიანებს მოგვეცა წმინდა მამათა მოძღვრების სწავლებათა სახით, სრულ ინფორმაციას გვაძლევს იმაზე, თუ რა ხდება.
ერთი მამის ნათქვამს მეორესი ემატება და ასეთნაირად ვიგებთ მეტს.


რა არის ამაში ასეთი ხელისგასასავსავებელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 18 19 20 21 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 01:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი