![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
mari-mari15 |
![]()
პოსტი
#1061
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 ![]() |
ციტატა თუ ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული, ერთი შეკითხვით რომ დავარღვიო თქვენი მყუდროება მომცემთ უფლებას? -------------------- გითმობ კითხვის დასმის უფლებას, გაგვაოგნე შენი ინტრიგანული კითხვით ![]() ![]() -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
afxazi |
![]()
პოსტი
#1062
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
mari-mari15
ციტატა გითმობ კითხვის დასმის უფლებას, გაგვაოგნე შენი ინტრიგანული კითხვით მადლობა ![]() მოკლედ რისი თქმა მინდა: იოანეს სახარების მეოცე თავი გადმოგვცემს ორ ეპიზოდ მაცხოვრის აღდგომის შემდგომი მოვლენებიდან: 1) "ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. (11-17) 2) რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. (26-27) როგორც ვხედავთ პირველ შემთხვევაში მაცხოვარი მარიამს უკრძალავს მის შეხებას, სიტყვებით: "ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან". მეორე შემთხვევაში კი თომას სთავაზობს შეეხოს მას. მოდი ვეცადოთ გავერკვეთ შექმნილ სიტუაციაში და გავარკვიოთ რაშია საქმე. თხოვნა: ჯერჯერობით ნუ ჩაიხედავთ განმარტებებში, გამოვთქვათ ჩვენი აზრი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
lingvo |
![]()
პოსტი
#1063
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
1) მარიამს სურდა შეხებოდა მაცხოვარს ისე როგორც აღდგომამდე ეხებოდა. მას ჯერ არ ქონდა გაცნობიერებული აღდგომის საიდუმლო და ამიტომაც შეაჩერა მაცხოვარმა.
2) თომასთვის კი უფლის შეხება იქნებოდა უფლის აღდგომის რწმენაში განმტკიცების საშუალება და ამიტომ ეუბნება უფალი შემეხეო. განამრტებაში არ ჩამიხედავს, მაგრამ ასე მახსოვს განმარტებიდან. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
mari-mari15 |
![]()
პოსტი
#1064
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 ![]() |
ციტატა თომასთვის კი უფლის შეხება იქნებოდა უფლის აღდგომის რწმენაში განმტკიცების საშუალება და ამიტომ ეუბნება უფალი შემეხეო. ამ განმარტებას მეც ვიზიარებ რამდენად მართალია არ ვიცი -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
აბე |
![]()
პოსტი
#1065
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
"რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან" << მემგონი ამაშია საქმე... რომელი შემთხვევა რომელ დღეს მოხდა არ ვიცი სამწუხაროდ...
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#1066
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
afxazi
1) მარიამს რატომ უთხრა არ შემეხეო ეგ არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მარიამს მაინც სჯეროდა, შეხების გარეშეც, რომ მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა... 2) თომას იმიტომ უთხრა შემეხეო რომ ის დარწმუნებულიყო იმაში რომ მაცხოვარი ნამდვილად აღსდგა. -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1067
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მაშიკო
mari-mari15 რასაც ტქვენ ამბობთ, ლოგიკასთან ახლოსაა, მაგრამ დათომ ამ სიტყვებს გაუსვა ხაზი! afxazi ციტატა ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
![]()
პოსტი
#1068
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
lingvo
ციტატა 1) მარიამს სურდა შეხებოდა მაცხოვარს ისე როგორც აღდგომამდე ეხებოდა. მას ჯერ არ ქონდა გაცნობიერებული აღდგომის საიდუმლო და ამიტომაც შეაჩერა მაცხოვარმა.2) თომასთვის კი უფლის შეხება იქნებოდა უფლის აღდგომის რწმენაში განმტკიცების საშუალება და ამიტომ ეუბნება უფალი შემეხეო. ეს ყველაფერი მართალია, თუმცა ძალიან მშრალია. სინამდვილეში ამ ადგილებს აქვს ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსი. გაითვალისწინეთ ვის მიმართავს უფალი პირველ შემთხვევაში და ვის მეორე შემთხვევაში (არ ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ამ პიროვნებათა მდგომარეობას). და მთავარი, დაუკვირდით ამ სიტყვებს: ციტატა ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან ანუ თომა მოციქულის შემთხვევაშიც ხომ ჯერ კიდევ დედამიწაზე იყო მაცხოვარი. მას ხომ შეეძლო უბრალოდ ეთქვა მარიამისთვის ნუ შემომეხები, რადგან მე ის სხეული არ მაქვს, რომელიც აქამდე მქონდა (რაც შენ გგონია), არამედ უთხრა ნუ შემეხები რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აბე |
![]()
პოსტი
#1069
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
lingvo ეს ყველაფერი მართალია, თუმცა ძალიან მშრალია. სინამდვილეში ამ ადგილებს აქვს ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსი. გაითვალისწინეთ ვის მიმართავს უფალი პირველ შემთხვევაში და ვის მეორე შემთხვევაში (არ ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ამ პიროვნებათა მდგომარეობას). და მთავარი, დაუკვირდით ამ სიტყვებს: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან ანუ თომა მოციქულის შემთხვევაშიც ხომ ჯერ კიდევ დედამიწაზე იყო მაცხოვარი. მას ხომ შეეძლო უბრალოდ ეთქვა მარიამისთვის ნუ შემომეხები, რადგან მე ის სხეული არ მაქვს, რომელიც აქამდე მქონდა (რაც შენ გგონია), არამედ უთხრა ნუ შემეხები რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან. ქრრისტე აღდგა ხორცით, თორემ სული ისედაც უკვავია. თუ ეს ორივე გამოცხადება აღდგომის შემდეგ იყო, ესე იგი მაცხოვარს სხეულიც უნდა ჰქონოდა... მაგრამ ალბათ განღმრთობილ სხეულზეა საუბარი. ამაღლება და მარჯვენით მამისა დაჯდომა, ანუ განღმრთობა ადამიანური ბუნებისა ჯერ არ იყო მომხდარი და მას ჩვეულებრივი სხეული ჰქონდა ალბათ. მარიამს, როგორც ზემოთ დაიწერა არ ჰქონდა აღდგომის არსი გათვიცნობიერებული. ანუ, მას ეგონა, რომ ჩვეულებრივად გაცოცხლად უფალი და გააგრძელებდა მათთან ცხოვრებას. მან არ იცოდა, რომ აღდგომა იმისთვის არის, რომ შემდეგ მაცხოვარი ამაღლებულიყო და განეღმრთო ადამიანური ბუნება. მან ადამიანური სიყვარულით მოინდომა უფალთან შეხება და არ უფიქრია იმაზე, თუ რა საიდმლოს აღასრულებდა უფალი. ხოლო თომა მოციქულის სულიერი მდგომარეობა სულ სხვა იყო. აი როგორ წერია სახარებაში: 27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. 28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (ინ. 20, 27-28). ანუ თომამ შეიცნო იგი არა როგორც გაცოცხლებული ადამიანი, არამედ როგორც ღმერთი. არ ვიცი მას რამდენად ჰქონდა გაცნობიერებული აღდგომისა და ამაღლების არსი და მნიშვნელობა. შეიძლება მან მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი შეიცნო როგორც ღმერთი, ვინაიდან იცოდა ღმერთის გარდა არავის შეეძლო მკვდრეთით აღდგომა და მეტი არაფერი. მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მან მაინც ღმერთი შეიცნო მაცხოვარში მარიამისაგან განსხვავებით. მარიამმა გაცოცხლებულ ადამიანად შეიცნო, რომელიც მას უყვარდა ძლიერ. მისი სიყვარული უფლისადმი იმხელა იყო, რომ ისე გაუხარდა მაცხოვრის ხილვა, რომ აღარც კი დაფიქრებულა იმ საკითხებზე, რაზეც თომა დაფიქრდა. თუმცა არამგონია ეს იმაზე მეტყველებდეს, თითქოს თომა მოციქულს მარიამზე ნაკლებად უყვარდა იესუ ადამიანური თვალსაზრისით. ეს მეტყველებს თომა მოციქულის მჭვრეტელობაზე. ასე მგონია მე. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
afxazi |
![]()
პოსტი
#1070
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
აბე
ციტატა ამაღლება და მარჯვენით მამისა დაჯდომა, ანუ განღმრთობა ადამიანური ბუნებისა ჯერ არ იყო მომხდარი და მას ჩვეულებრივი სხეული ჰქონდა ალბათ. ეს არ აგვერიოს. აღდგომის შემდეგ მაცხოვარს ქონდა ისეთივე სხეული, როგორიც ადამს დაცემამდე. ასე რომ აქ ამაღლება არაფერ შუაშია. აღდგომამ უკვე განაახლა დაცემული ბუნება ადამიანისა. ციტატა მარიამს, როგორც ზემოთ დაიწერა არ ჰქონდა აღდგომის არსი გათვიცნობიერებული. ანუ, მას ეგონა, რომ ჩვეულებრივად გაცოცხლად უფალი და გააგრძელებდა მათთან ცხოვრებას. მან არ იცოდა, რომ აღდგომა იმისთვის არის, რომ შემდეგ მაცხოვარი ამაღლებულიყო და განეღმრთო ადამიანური ბუნება. ამაზე ზემოთ დავწერე უკვე, რომ ამაღლება არაფერ შუაშია ადამიანური ბუნების განახლებასთან. ეს მოიმოქმედა აღდგომამ, ამაღლებამ კი უმაღლეს პატივს აზიარა ადამიანური ბუნება. ციტატა მან ადამიანური სიყვარულით მოინდომა უფალთან შეხება და არ უფიქრია იმაზე, თუ რა საიდმლოს აღასრულებდა უფალი. ხოლო თომა მოციქულის სულიერი მდგომარეობა სულ სხვა იყო შეგეკამათები. თომამ არ ირწმუნა თავიდან აღდგომა და მაშინ მას არგუმენტი წარუდგინეს, მარიამს კი მსგავსი რამ არ ღირსებია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1071
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
afxazi
ანუ, არ არის მართალი? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
![]()
პოსტი
#1072
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა ანუ, არ არის მართალი? ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
newbie |
![]()
პოსტი
#1073
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 ![]() |
სახარების ეს ადგილები როგორ მიყვარსს
პასუხი რავიცი ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნების ქრიშტეს სისხლით გამოსყიდვის საიდუმლო რომ არ იყო ჯერ აღსრულებული? |
უჩა |
![]()
პოსტი
#1074
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ეჰ განმარტებაც მოვძებნე და წავიკითხე მარა მაინც ვერ გავიგე მთლად კარგად.
ნუ დაახლოებით აზრი გავიგე მაგრამ გააზრება მიჭირს. ისე მართლა კარგი და გასააზრებელი ადგილია... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
აბე |
![]()
პოსტი
#1075
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მართლა ძალიან საინტერესო კითხვაა...
ასე ხომ არ არის აბა... ანუ, სანამ მარიამ მაგდალენელს გამოეცხადებოდა უფალი, რამოდენიმე წუთის წინ საფლავი დატოვეს სიმონ-პეტრემ და სხვებმა. რატომ არ გამოეცხადა უფალი მანამ, სანამ სიმონ-პეტრე და სხვები იყვნენ იქ? ანუ რატომ იყო საჭირო რომ მარტო ყოფილიყო მარიამი? თომა მოციქულს კი ხალხთან ერთად გამოეცხადა. და ალბათ მარიამს ეს უთხრა იმიტომ, რომ მას მოწაფეები მოემზადებინა მაცხოვრის გამოცხადებისათვის. ანუ მარრიამმა უთხრა რა მოწაფეებს ჩვენი უფალი გამომეცხადა და მითხრა მამასთან მივდივარო, ამითი მოამზადა ისინი. ხოლო, უფალს რომ მიეცა მისთვის ნება შეხებოდა, სავარაუდოდ იგი (მარიამი) მოწაფეებთან ნანახის თხრობისას აქცენტს ამაზე გააკეთებდა - ჩემი ხელით შევეხე და მას ნამდვილად აქვს სხეულიო. ასეა? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
afxazi |
![]()
პოსტი
#1076
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
უჩა
ციტატა ისე მართლა კარგი და გასააზრებელი ადგილია... შინაარსი მართლა შთამბეჭდავია (განმარტება კირილე ალექსანდრიელს ეკუთვნის (შეიძLება სხვასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეს ვიცი)) აბე მშვენიერი მსჯელობაა, მაგრამ საქმე ეხება სიტყვებს "ჯერ არ ავსულვარ ზეცაში". ანუ აქ იკითხება ამგვარი რამ "ზეცაში რომ ავალ შემდეგ შეგიძლია შემეხო". ოქროპირის და სხვათა განმარტებით, კი ბატონო მარიამი უფალზე, როგორც აღდგომამდელზე, ისე ფიქრობდა. მაგრამ ეს განმარტება ძალიან ზედაპირულია. უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ. დავანებოთ თავი მარიამის არასწორ შეხედულებას და თომას სწორ შეხედულებას (თუმცა ისიც არ იყო თავიდან ღრმად დარწმუნებული აღდგომაში). ეპიზოდები განვაზოგადოდ. მინიშნება: მოციქულთა ცხოვრებაში ერთი ეპიზოდი რომ არ ყოფილიყო (აღდგომამდე) თომასაც ანალოგიურად მიმართავდა უფალი. კითხვა მართლა რთულია, თუმცა სიღრმისეულად რომ გავიაზროთ გარწმუნებთ ნასიამოვნები დარჩებით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
უჩა |
![]()
პოსტი
#1077
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
afxazi
ეს რააც სხვა განმარტებაა და საკმაოდ საინტერესოც ჩანს. ანუ აღდგომამდე რაღაც მოხდა თომასთან დაკავშირებით. აბა დავფიქრდე. ოქროპირის განმარტებებში ვეძებე მარა ის ტომი არ აღმომაჩნდა სამწუხაროდ. გრიგოლ დიაჩენკოს საკვირაო სახარებების განმარტებებში ვნახე მარა ძალიან ორაზროვანი და გაუგებარიცაა რა, ვერ მივხვდი იმიტო ვერაფერს. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
უჩა |
![]()
პოსტი
#1078
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
მარა თომას ცხოვრებიდან არაფერი იმნაირი კავშირი არ მახსენდება ამ ამბავთან.
აი მარიამ მაგდალინელის შემთხვევაში შეილება. უფალმა ხომ განკურნა იგი შვიდი ეშმაკი რომ ბუდობდა მასში, ვითომ ეს რამე კავშირშია? -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
აბე |
![]()
პოსტი
#1079
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი? 3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. 4. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. 5. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა? 6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. 7. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი. (იოანე. 14, 1-7 ) ამ შემთხვევაზეა საუბარი? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1080
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
afxazi
ვაიმე, ნუ გვტანჯავ, სთქუ ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 03:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი