IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

85 გვერდი V « < 53 54 55 56 57 > »   
Closed TopicStart new topic
> "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს...
ლია
პოსტი Feb 19 2010, 11:23 AM
პოსტი #1081


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(afxazi @ Feb 18 2010, 09:45 PM) *

უჩა

შინაარსი მართლა შთამბეჭდავია (განმარტება კირილე ალექსანდრიელს ეკუთვნის (შეიძLება სხვასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეს ვიცი))

აბე
მშვენიერი მსჯელობაა, მაგრამ საქმე ეხება სიტყვებს "ჯერ არ ავსულვარ ზეცაში". ანუ აქ იკითხება ამგვარი რამ "ზეცაში რომ ავალ შემდეგ შეგიძლია შემეხო".

ოქროპირის და სხვათა განმარტებით, კი ბატონო მარიამი უფალზე, როგორც აღდგომამდელზე, ისე ფიქრობდა. მაგრამ ეს განმარტება ძალიან ზედაპირულია. უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ. დავანებოთ თავი მარიამის არასწორ შეხედულებას და თომას სწორ შეხედულებას (თუმცა ისიც არ იყო თავიდან ღრმად დარწმუნებული აღდგომაში). ეპიზოდები განვაზოგადოდ.

მინიშნება: მოციქულთა ცხოვრებაში ერთი ეპიზოდი რომ არ ყოფილიყო (აღდგომამდე) თომასაც ანალოგიურად მიმართავდა უფალი.

კითხვა მართლა რთულია, თუმცა სიღრმისეულად რომ გავიაზროთ გარწმუნებთ ნასიამოვნები დარჩებით.


ზიარებასთან არის ეს კავშირში? და ქრისტეს მიმდევრების ნათლისღებასთან ამაღლების მერე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 19 2010, 11:40 AM
პოსტი #1082


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მხევალი ნინო
ციტატა
ვაიმე, ნუ გვტანჯავ, სთქუ

იოლად ნუ ცდილობთ საწადელის მიღწევას biggrin.gif

პასუხი იმდენად საინტერესოა, რომ არ მემეტება გამოუძიებლად დასაწერად.


უჩა
აბე

ზემოთ დავწერო რომ მოციქულთა ცხოვრებაში მოხდა ეს რაღაც და არა კონკრეტულად თომას ცხოვრებაში.

ლია
ციტატა
ზიარებასთან არის ეს კავშირში?

thumbs.gif

კარგად ჩამოვაყალიბოთ და ეგაა. აქედან გამომდინარე რატომ არ ქონდა მარიამს უფლება შეხებოდა უფალს, თომას კი მიეცა ეს უფლება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 19 2010, 11:48 AM
პოსტი #1083


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi
ციტატა
ზემოთ დავწერო რომ მოციქულთა ცხოვრებაში მოხდა ეს რაღაც და არა კონკრეტულად თომას ცხოვრებაში.



ჯერ მთელი სახარება წაგვაკიტხინა, ეხლა მოციქულთა საქმეებს გვაკითხინებს კიდე biggrin.gif 2kiss.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Feb 19 2010, 02:14 PM
პოსტი #1084


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



afxazi

ანუ თომა ეზიარა ქრისტეს სისხლს და ხორცს მანამდე და მარიამი კი-არა,ესეა?


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 19 2010, 03:20 PM
პოსტი #1085


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



ვერაფერით მივედი საბოლოოო დასკვნამდე პასუხი ალბათ ძალიან საინტერესო იქნება და ნუ გვტანჯავ გაგავაგებინე პასუხი რაააა,


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 19 2010, 03:48 PM
პოსტი #1086


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



mari-mari15
ციტატა
ნუ გვტანჯავ გაგავაგებინე პასუხი რაააა,

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მოკლედ აქ ასეთი ამბავია: როდესაც მაცხოვარმა აუკრძალა შეხება მარიამს, ამით მან (უფალმა) ეს აკრძალვა მთელ წარმართულ კაცობრიობაზე განავრცო. რა იგულისხმება აქ. სახარებიდან ჩვენ ვიცით, რომ გარდა მოციქულებისა, აღდგომამდე სულიწმინდა არავის არ ქონდა მიღებული. გაჩნდება კითხვა, რომ მოციქულებსაც არ ქონდათ, მაგრამ ამის საპირისპიროდ ის მუხლი გამოდგება სახარებიდან, სადაც ნათქვამია, რომ უფალბა შეჰბერა მოციქულებს სულიწმინდა (ეს ხდება სულთმოფენობამდე. უშუალოდ თომა მოციქულის ეპიზოდის წინ). ეს შებერვა კი განახლება იყო დასაბამიერი შებერვისა, რაც ადამიანის შექმნის ეპიზოდშია ნათქვამი. სრულად კი სულიწმინდა მოციქულებზე აღდგომიდან 50-ე დღეს გარდამოვიდა.

კირილე ალექსანდრიელის თქმით, როდესაც მან მარიამს შეხება აუკრძალა, ამით მან მთელ დანარჩენ კაცობრიობას (გარდა მოციქულებისა) აუკრძალა შეხება სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათ ჯერ კიდევ არ მიეღოთ სულიწმინდა, რის გარეშეც უფლის სისხლისა და ხორცის მიღება (ანუ ზიარება) ყოვლად შეუძლებელია. სულიწმინდა კი გარდამოვიდა სწორედ მაშინ როდესაც უფალი ამაღლდა ზეცად და დარჯდა მარჯვენით მამისა. მოციქულებს კი მანამდე შთაბერა სულიწმინდა (რაც გარკვეულწილად მომზადება იყო 50-ე დღისათვის) და შესაბამისად თომას არ აეკრძალა შეხება უფალთან (თუმცა ჩვენ ისიც არ ვიცით შეეხო თუ არა თომა უფალს. მაგრამ ამას არსებითი მნიშნელობა ამ შემთხვევაში არა აქვს).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 19 2010, 04:25 PM
პოსტი #1087


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi
ციტატა
სრულად კი სულიწმინდა მოციქულებზე აღდგომიდან 50-ე დღეს გარდამოვიდა.



სრულად და ნაილობრივ გადოსვლა სულიწმინდის რას ნიშნავს ?

ციტატა
მათ ჯერ კიდევ არ მიეღოთ სულიწმინდა, რის გარეშეც უფლის სისხლისა და ხორცის მიღება (ანუ ზიარება) ყოვლად შეუძლებელია.



ზიარება მოციქულებმა კიდევ უფრო ადრე მიიღეს, ამ დროს მათზე უკვე შტაბერილი იყო სულიწმინდა?

დათ, ცადი რა სამოდეროში რარაცა შეგკიტხე და პასუხი მინდა smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Feb 19 2010, 05:01 PM
პოსტი #1088


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



რავიცი ამ ეპიზოდის ეს განმარტება უფრო გასაგებია ჩემთვის..

რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“ (მუხლი 17).

ჩვენს წინშეა უფლის წმიდა სიტყვები, რომლებიც ნაწილობრივ განგვიცხადებენ ჩვენ ერთ მხარეს უფლის ხორციელ-ქმნისა და მკვდრეთით აღდგომის უდიდესი და მრავლისმომცველი საიდუმლოსი, აგრეთვე წინადსაუკუნო სიტყუა-ღმერთის სხეულებრივად განდიდებისა, იმ სიტყუა-ღმერთისა, რომელიც ვითარცა ღმერთი მარადის დიდებაში ჰგიებდა მამისა თვისისა თანა და სულიწმიდისა თანა, და რომელიც სხეულებრივად, თავისი ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომით სწორედ ჩვენთვის განიდიდა, რათა ჩვენ ყოველნი, მისი ჭეშმარიტი მორწმუნენი თავისთან აღვეყვანეთ ცათა შინა და თავისი დიდებისათვის ვეზიარებინეთ.

„ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ აღვსულვარ ჩემს ზეციურ მამასთან... აღვალ მამისა ჩემისა...“
მე აღვალო, - ამბობს უფალი, ანუ აწმყო დროში ამბობს ამას. მომავალში კი არ აღვალო, არამედ აი, ახლა აღვალ და ჩემთან ერთად აღვამაღლებ ცათა შინა აქამდე დაცემულ ადამიანურ სხეულსაც, განახლებულს, განწმენდილსა და გამოსყიდულს ჩემი სისხლით, - აღვამაღლებ უზენაესის საყდრის წინაშე, ვითარცა წმიდა ღმერთის სათნო მსხვერპლს.

როცა უფალი მარიამ მაგდალენელსა (და რამდენიმე წუთის შემდეგ სხვა მენელსაცხებლე დედებსაც) გამოეცხადა, ეს უდიდესი საიდუმლო უკვე აღესრულებოდა, ხოლო როდესაც უფალი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და ნება დართო მათ შეხებოდნენ მის უწმიდეს სხეულს (იოანე 10,19-20, შდრ. ლუკა 24,39), იგი უკვე აღსრულებული იყო. „ნუ შემომეხები მე!“ - ეს, მარიამ მაგდალენელისათვის ნათქვამი სიტყვები მიგვითითებენ იმ საიდუმლოებით მოცული მომენტის გაგრძელებადობაზე, როცა უფალი, ვითარცა შემოქმედი და სიტყუა-ღმერთი ჰქმნის, აღორძინებს სხეულის იმ განწმენდილ ტაძარს, რომელსაც ძალი ექნებოდა სულიწმიდის ტაძარი ყოფილიყო (I კორინთ. 3,16; 6,1,9), ანუ ტაძარი ცხოველი ღმერთისა (II კორინთ. 6,16). იგი ჰქმნის ქრისტიანის იმ სხეულს, რომელსაც შეეძლებოდა მშვინვიერი სხეულისაგან, ღმერთკაცის დიადი მსხვერპლის შემდეგ, მადლის მიერ გარდაქმნლიყო სულიერ სხეულად (I კორინთ. 15,44-45), რამეთუ „იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკუანაისკნელი ადამ - სულად განმაცხოველებლად... პირველი იგი კაცი ქვეყანისაგან მიწისაი, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით“ (I კორინთ. 15,45,47) და უფალსაც სწორედ იმიტომ უნდა აღემაღლებინა ადამიანური სხეული, ადამიანური ბუნება უზენაესის საყრდისადმი, რათა „ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისა, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაი“, რამეთუ „ყოველთავე უკუე არა შევისვენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ“ და „ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაი, და მოკვდავისა ამისშემოსად უკვდავებაი“ (I კორინთ. 15,49,51,53).

ანუ აღდგა მკდრეთით და აღადგინებს გამოსყიდვის საიდუმლოთი ადამიანურ ბუნებას, უფალი მორწმუნეთა სახით საკუთარ თავამდე აღამაღლებს მას, ხორციელ-ქმნილ ღმერთამდე, ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 19 2010, 05:05 PM
პოსტი #1089


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
მარიამ მაგდალენელსა



მაგდალინელს მე როგორც ვიცი რუსები ამბობენ, ჩვენ მაგდალელს. .. მე მგონი..

და რაც მტავრია, ვისი განმარტება დადე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 19 2010, 05:11 PM
პოსტი #1090


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მხევალი ნინო
ციტატა
სრულად და ნაილობრივ გადოსვლა სულიწმინდის რას ნიშნავს ?


უფრო სწორად რომ ვთქვათ სულთმოფენობამდელი შებერვა წინამომზადება იყო სულთმოფენობისათვის, რომ ამ უღრმეს საიდუმლოს მომზადებულები შეხვედროდენ მოციქულები.

newbie

ეს განმარტება ვისია?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 19 2010, 05:32 PM
პოსტი #1091


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვისიამოვნე ამ კითხვით smile.gif
კიდევ არ იქნება?
საინტერესო იყო!


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 19 2010, 05:42 PM
პოსტი #1092


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



დათო შენი დადებული განმარტება საინტერესოდ მეჩვენა მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნბა დამიტოვა...
თუ შებერვა იყო სულიწმიდის ნაწილობრივ გარდამოსვლა ანუ ერთგვარი მომზადება მხოლოდ სულთმოფენობისათვის .... რატომ იყო შესაძლებელი შეხებოდა სწორედ თომა მოციქული განსხვავებით ღვთისმშობლისაგან

თუ შეხების საიდუმლო მხოლოდ მოუმზადებლობაში მდგომარეობს და არა საკუთრივ სულთმოფენობაზე?

დათო დავიბენი sad.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Feb 19 2010, 06:41 PM
პოსტი #1093


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



ნონა
მარიამ მაგდალელზე იყო საუბარი და არა ღვთისმშობელზე kiss1.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 19 2010, 06:45 PM
პოსტი #1094


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



:მთლად დაბნეული:
biggrin.gif

პ.ს. კიდევ ერთხელ გადავიკითხავ, იქნებ უკეთ გავიგო ...


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 19 2010, 07:10 PM
პოსტი #1095


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნონა
ციტატა
დათო შენი დადებული განმარტება საინტერესოდ მეჩვენა მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნბა დამიტოვა...თუ შებერვა იყო სულიწმიდის ნაწილობრივ გარდამოსვლა ანუ ერთგვარი მომზადება მხოლოდ სულთმოფენობისათვის .... რატომ იყო შესაძლებელი შეხებოდა სწორედ თომა მოციქული განსხვავებით ღვთისმშობლისაგანთუ შეხების საიდუმლო მხოლოდ მოუმზადებლობაში მდგომარეობს და არა საკუთრივ სულთმოფენობაზე?დათო დავიბენი

დავიწყებ იმით, რომ სახარებისეულ (ისევე როგორც ზოგადად ბიბლიურ) თხრობას არ აქვს მხოლოდ ერთი ვიწრო განმარტება. კარგად მოგვეხსენება რომ არსებობს ოთხი სახარება, სადაც ერთი ამბავია გადმოცემული, თუმცა რიგ შემთხვევებში მოციქულები ერთი შეხედვით თითქოს ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს წინააღმდეგობა კი არა მოვლენის სხვადასხვა კუთხით ხედვაა. შესაბამისად განმარტებაც შესაძლებელია რამდენგვარი იყოს, მაგრამ არა ურთიერთსაწინააღმდეგო, არამედ შემავსებელი, მოვლენის უფრო ღრმად წვდომისათვის .

კირილე ალექსანდრიელის ზემოთქმული განმარტება სწორედ მოვლენის უფრო სიღრმისეულად წვდომაში გვეხმარება. ოქროპირი და სხვები მიუთითებენ, რომ მარიამი უფალს არ უყურებდა როგორც აღდგომილს და ამიტომაც აუკრძალა შეხება მას უფალმა, თომას კი იმის დასარწმუნებლად დართო ამის უფლება, რომ ეს უკანასკნელი აღდგომის ჭეშმარიტებაში აქტით დარწმუნებულიყო. მაგრამ კირილე გვთავაზობს ამ მოვლენის უფრო ღრმა გააზრებას, რომ მარიამის სახით მთელ დანარჩენ კაცობრიობას აეკრძალა ზიარების საიდუმლოს მიღება (ანუ უფლის სხეულთან ზიარება), ვიდრე სულთმოფენობამდე (პიროვნულ ნათლისღებამდე). მოციქულებზე კი ნათქვამია: "ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა". (იოანე 20,22).

გავიხსენოთ რა წერია დაბადების წიგნში:

გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. (დაბ. 2,7)

კირილეს თქმით იოანეს სახარებაში უწყებული შებერვა განახლება იყო დასაბამიერი შთაბერვისა.


რაც შეეხება წამოჭრილ კითხვას, რომ თუკი მოციქულებმა სულთმოფენობამდე მიიღეს სულიწმინდა, რაღატომ აღსრულდა 50-ე დღეს სულიწმინდა.

როგორც აღინიშნა ეს იყო მომზადება მოციქულებისა იმ დიდი და აღმატებული საიდუმლოსათვის. მოციქულებმა მიიღეს სულიწმიდა, მაგრამ სულიწმიდა მოქმედებას მათი მეშვეობით იწყებს სწორედ სულთმოფენობის შემდეგ. რას ნიშნავს ეს?

ჩვენ ვიცით რომ რომ ნათლისღების საიდუმლო დაწესდა სწორედ იმ დღეს (6 იანვარს), როცა იოანემ მონათლა ქრისტე მდ. იორდანეში, თუმცა ნათლისღება, სრული დატვირთვით ამოქმედდა სწორედ ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, ანუ როდესაც შეიწირა მსხვერპლი. ისევე როგორც ზიარების საიდუმლო დაწესდა საიდუმლო სერობისას, მაგრამ ის ამოქმედდა ჯვარცმის შემდგომ.

ნათლისღებისას, როგორც წმ. სოფრონ იერუსალიმელი გვაუწყებს, უფალმა თავის თავთან ერთად მონათლა მთელი ძველი აღთქმის მართალი კაცობრიობა, ისინი სწორედ 6 იანვარს მოინათლნენ, მაგრამ პიროვნულად ნათლისღების გამომხსნელობითი მადლი მათზე მოქმედებას იწყებს სწორედ ჯვარცმის შემდგომ. ამასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაშიც.

ანუ ყველაფერი მიემართება ჯვარცმას და აღდგომას. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, რომ თუკი არ არის აღდგომა აზრი აღარ აქვს ჩვენს ცხოვრებას.


ყოფითი მაგალითი რომ მოვიშველიო (ძალიან უხეში, თუმცა გასაგები), როდესაც პატრიარქს ირჩევენ მისი ინტრონიზაცია მოგვიანებით ხდება, ანუ ის უკვე არჩეულია, თუმცა სრული დატვირთვის ის მუშაობას იწყებს სწორედ ინტრონიზაციის შემდეგ.

იმედია გასაგებად ავხსენი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 19 2010, 07:32 PM
პოსტი #1096


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



დათო გაგახარებს ღმერთი smile.gif
სულიწმიდის ნაწილობრივი გარდამოსვლა გავისიგრძეგანე მგონი yes.gif 2kiss.gif

რაც შეეხება საკუთრივ კითხვის განმარტებას, ჯობია წიგნი ვნახო და უფრო ვრცელი ტექსტი წავიკითხო...
ბიბლიოთეკაში გვაქვს?


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Feb 19 2010, 08:08 PM
პოსტი #1097


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



afxazi
ციტატა
ეს განმარტება ვისია?

აი ეს წიგნია-Объяснения воскресных и праздничных евангелий всего года, читаемых на литургиях и всенощных бдениях, с подробными догматическими и нравственными выводами- სხვადასხვა წმ მამის განმარტებებით, სახარების ეს კონკრეტული ადგილი მგონი ოქროპირის..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 19 2010, 08:46 PM
პოსტი #1098


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



აბა ახალი კითხვა ხალხოოო,


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 19 2010, 11:51 PM
პოსტი #1099


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



აჰა თქვენ კითხვა თუ გინდათ:

იგავი მოწყალე სამარიტელზე (ლუკა 10, 30-35)

30. მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი. 31. ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა. 32. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა. 33. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. 34. და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი. 35. და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ.

რას ნიშნავს აქ (სიმბოლურად):

იერუსალიმიდან იერიქონში მოგზაურობა
ავაზაკები
ლევიტელი
სამარიტელი
ზეთი და ღვინო
ყოველთა სადგური
ორი დრაჰკანი
სადგურის მოღუაწე
"სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ"

მგონი ადვილი კითხვაა smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 20 2010, 01:35 PM
პოსტი #1100


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მარიამი
ვითომ იოალია? piqri.gif
უბრალოდ ვარაუდით ვიტყვი და დაცინვებს არ ვიყოთ! user.gif
იერუსალიმიდან იერიქონში მოგზაურობა - ალბათ ჩვენი ცხოვრების გზაა, რომელმაც უფლამდე უნდა მიგვიყვანოს
ავაზაკები - ბოროტი ძალა, ეშმაკი
ლევიტელი - ?
სამარიტელი - იესო ქრისტე
ზეთი და ღვინო - ღვთის მადლი, შეიძლება ეს ზიარების საიდუმლოც იყოს
ყოველთა სადგური - ეკლესია
ორი დრაჰკანი - ამაზე თავიდან ლოცვა და მარხვა გავიფიქრე, მაგრამ ეს ხომ არ არის შრომის საფასური...
სადგურის მოღუაწე - სასულიერო პირები
"სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ" - დაფასება ექნება საუკუნო ცხოვრებაში


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

85 გვერდი V « < 53 54 55 56 57 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 04:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი