![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#1101
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
tamuna m
ძირითადად გამოიცანი ![]() შევავსებ: იერუსალიმიდან იერიქონში მოგზაურობა - სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანის ცხოვრება ავაზაკები - ეშმაკები ლევიტელი - ძველი აღთქმის ღვთისმსახურები სამარიტელი - უფალი იესო ქრისტე ზეთი და ღვინო - ზეთისცხება და ზიარება (თუ განვაზოგადებთ, საეკლესიო საიდუმლოებები) ყოველთა სადგური - ეკლესია ორი დრაჰკანი - ძველი და ახალი აღთქმა სადგურის მოღუაწე - მოძღვარი "სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ" - მეორედ მოსვლის მერე მისაგებელი. ახლა მთლიან აზრს დავალაგებ წმ. ანტონი ჭყონდიდელის სიტყვებით: კაცთა ბუნება, სამოთხიდამ გამოვრდომილი, ამას ქუეუანასა ზედა მოვიდოდა, ეშმაკნი დაესხნენ, ჰსწყლეს სიკუდილის წყლულებით და დაუტევეს მწყდარი; ძველისა ჰსჯულისა მამათ მთავართა, მღუდელთა შემოუარეს, მაგრამ ვერა არგეს რა, მერმე მარიამისგან შობილი ქრისტე უფალი მოვიდა, შეიწყალა კაცი, და დაასხა ზეთი და ღვინო (ესე იგი ნათლისღება და ზიარება) და შთააბარა ეკლესიის მოძღვართა, და ორი დრაჰკანი მისცა (ესე იგი ძველი და ახალი ჰსჯული), ამითი ზარდეო; თუ შენსას რასმე წარაგებ (ესე იგი კეთილს სწავლას და მცნებას), მეორედ მოსვლისათვის სასყიდელი აღუთქუა. ქრისტემან ასე შეიწყნარა კაცთა ბუნება, და კაცთა ბუნებამ კი შეურაცხ-ჰყო. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ნონა |
![]()
პოსტი
#1102
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
მარიამი
მადლობა ამ განმარტებისთვის, ძალიან საინტერესო იყო ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
უჩა |
![]()
პოსტი
#1103
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
afxazi
ვა რა საინტერესო და ღრმა განმარტება ქონია. მაგრად მომეწონა. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
აბე |
![]()
პოსტი
#1104
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
წმ. თეოფილაქტე ბულგარელს უფრო ვრცლადა აქვს ეს იგავი განმარტებული და ამიტომ ავკრიფე წიგნიდან ეს ტექსტი წიგნიდან. (ადრე თუ გვიან, მაინც დასადებია ინტერნეტში ამ წიგნების ელ-ვერსია და როცა დაიწყება ამაზე მუშაობა იქნებ აქ დაწერილებიც გამოდგეს შრომის შესამსუბუქებლად...)
"ადამიანური ბუნება მიდიოდა იერუსალიმიდან, ანუ უშფოთველი და მშვიდი ცხოვრებიდან, ვინაიდან იერუსალიმი ნიშნავს "მშვიდობის ხილვას". სად მიდიოდა? იერიქონში, ცარიელში, დაბალსა და სიცხისაგან დახუთულში, ანუ ვნებებით სავსე ცხოვრებაში. შეხედე, არ უთქვამს "ჩამოვიდა", არამედ "წარვიდოდა", ვინაიდან ადამიანური ბუნება ყოველთვის იხრებოდა მიწიერისკენ, არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად გატაცებული ვნებიანი ცხოვრებით. "და ავაზაკნი დაესხნეს", ანუ ეშმაკები დაესხნენ თავს. ვინც არ ჩამოვა გონებრივი სიმაღლიდან, იგი არ ჩაუვარდება ეშმაკებს. მათ ამხილეს რა ადამიანი და გახადეს სათნოების სამოსელი, ცოდვის ჭრილობები მიაყენეს მას. ვინაიდან ისინი ჯერ გვაშიშვლებენ ყოველგვარი კეთილი ფიქრისგან და ღმრთის მფარველობისაგან, ხოლო შემდეგ ცოდვებით გვაყენებენ ჭრილობებს. ადამიანური ბუნება მათ ცოცხალ-მკვდარი დატოვეს, ან იმიტომ, რომ სული უკვდავია, ხოლო სხეული მოკვდავი და ამრიგად სიკვდილს ადამიანის ნახევარი ექვემდებარება; ანდა იმიტომ, რომ ადამიანური ბუნება მთლიანად არ იქნა მოკვეთილი, არამედ იმედოვნებდა მიეღო ხსნა ქრისტეში და ამდენად, არ იყო მთლიანად მკვდარი, მაგრამ როგორც ადამის დანაშაულის გამო სიკვდილი შემოვიდა სოფელში, ასევე განმართლებით ქრისტეში სიკვდილი დაიხსნა (რომ. 5, 16-17). მღვდელისა და ლევიტელის ქვეშ იგულისხმე, ასე ვთქვათ, სჯული და წინასწარმეტყველნი. ვინაიდან მათ სურდათ ადამიანის განმართლება, მაგრამ არ შეეძლოთ. "ვერ შემძლებელ არსო - ამბობს მოციქული პავლე, - სისხლი ვაცთა და კუროთაჲ ახოცად ცოდვათა" (ებრ. 10, 4). მათ შეეწყალათ ადამიანი და ფიქრობდნენ: როგორ უნდა განვკურნოთო იგი, მაგრამ ჭრილობათა ძალით ძლეულნი, კვლავ უკან გაბრუნდნენ.. ვინაიდან ამას ნიშნავს გვერდით ჩავლა. სჯული მოვიდა და გაჩერდა მწოლიარესთან, მაგრამ შემდეგ არ აღმოაჩნდა რა ძალა განკურნებისა, დაიხია. სწორედ ამას ნიშნავს "თანა-წარხდა". შეხედე, სიტყვას "დამთხვევით" აქვს გარკვეული აზრი. ვინაიდან სჯული, მართლაც მოგვეცა არა რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო, არამედ ადამიანური უძლურებისადა გამო (გალ. 3, 19), რომელსაც არ შეეძლო ქრისტეს საიდუმლოებათა თავიდანვე მიღება. ამიტომაც ნათქვამია, რომ მღვდელი, ანუ სჯული, მოვიდა ადამიანის განსაკურნებლად არა სპეციალურად, არამედ "დამთხვევით", რასაც ჩვენ ჩვეულებრივ შემთხვევითობას ვეძახით. მაგრამ უფალი და ღმერთი ჩვენი, რომელიც თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის (გალ, 3, 13) და სამარიტელად იწოდა (იოან. 8, 48), მოვიდა ჩვენთან, გაიარა რა გზა, ანუ საბაბად და მიზნად ამ გზისა აქცია სწორედ ის, რომ განვეკურნეთ ჩვენ და არა მხოლოდ ჩაევლო. მოვიდა ჩვენთან არა შემთხვევით (სხვათაშორის), არამედ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად და გვესაუბრებოდა არა მოჩვენებითად. მეყსეულად შეგვიხვია წყლულები, არ დაუშვა რა გაძლიერებულიყო სნეულება, არამედ შეკრა იგი. დაასხა ზეთი და ღვინო! ზეთი არის სიტყვა სწავლებისა, განმმზადებელი სათნოებისათვის სიკეთეთა აღთქმით, ღვინო კი სიტყვა სწავლებისა, მომყვანებელი სათნოების მიმართ შიშით. ამრიგად, როდესაც გესმის უფლის სიტყვები: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მათე. 11, 28) - ეს ზეთია, ვინაიდან წყალობისა და ნუგეშის მაჩვენებელია. ასეთივეა სიტყვები "მოვედით... და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი" (მათე, 25, 34). მაგრამ როდესაც უფალი ამბობს: "წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესაო (მათე, 25, 41) - ეს ღვინოა, მკაცრი სწავლება. შეგიძლია სხვვაგვარადაც გაიგო, ზეთი აღნიშნავს ცხოვრებას ადამიანურობის მიხედვით, ხოლო ღვინო - ღმრთაებრიობას. ვინაიდან უფალი ზოგიერთ რამეს სჩადიოდა როგორც ადამიანი, ზოგიერთს კი როგორც ღმერთი. მაგალითად ჭამა, სმა, ისეთი ცხოვრების გატარება, რომელიც არ არის დაცლილი დაცლილი სიამეთაგან და ყველაფერში სიიმკაცრეს არ აღმოაჩენს, როგორც იოანე - ეს ზეთია; ხოლო სასწაულებრივი მარხვა, ზღვაზე სიარული და ღმრთაებრივი ძალის სხვა გამოვლინებანი - ეს ღვინოა. ღვინოს შეიძლება შევადაროთ ღმრთაებრიობა იმ მიმართებაშიც, რომ ღმრთაებრივს საკუთარ თავში (შეერთების გარეშე) ვერავინ დაითმენდა, რომ არ ყოფილიყო ეს ზეთიც, ანუ ცხოვრება კაცობრივის მიხედვით. რამდენადაც უფალმა გამოგვიხსნა ჩვენ ერთის მეშვეობითაც და მეორისაც, ანუ ღმრთაებრივისაც და ადამიანურისაც, ამიტომ არის ნათქვამი, რომ მან დაასხა ზეთი და ღვინო. და ყოველდღიურად ისინი, ვინც ინათლებიან, სულიერ წყლულებათაგან ინკურნებიან, იცხებენ რა მირონს, მაშინვე უერთდებიან ეკლესიას და ღმრთის სისხლს ეზიარებიან. უფალმა დასვა ჩვენი დაჭრილი ბუნება მისი უღლის ქვეშ მყოფზე. ანუ თავის სხეულზე. ვინაიდან ჩვენ თავის ნაწილებად გვაქცია და თანაზიარად მისი სხეულისა: ჩვენ, ქვე მდებარენი, იმის ღირსი გაგვხადა, რომ ერთი სხეული ვართ მასთან! სასტუმრო ეკლესიაა, რომელიც ყველას იღებს. სჯული ყველას არ იღებდა. ვინაიდან ნათქვამია: "ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში", (მეორე რჯულ. 23, 3). არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსაც ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს (საქმე მოციქ. 10, 35), თუკი სურს ირწმუნოს და გახდეს ეკლესიის ნაწილი, რამდენადაც იგი ყველას იღებს: ცოდვილთაც და მეზვერეთაც, დააკვირდი, როგორი სიზუსტითაა ნათქვამი, რომ მიიყვანა იგი სასტუმროში და იზრუნა მასზე. მანამ სანამ მოიყვანდა მასში, მან მხოლოდ შეუხვია წყლულები. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ როდესაც შედგა ეკლესია და გაიღო სასტუმრო, ანუ როდესაც თითქმის ყველა ხალხის რწმენა გაიზარდა, მაშინ განიხვნენ სული წმიდის ნიჭებიც და ღმრთის მადლიც გავრცელდა. ამას "საქმე მოციქულთადან" შეიტყობ. "სადგურის მოღვაწის" ხატს ატარებს თავისში ყოველი მოციქული და მასწავლებელი და მწყემსი. მათ უფალმა ორი დინარი მისცა, ანუ ორი აღთქმა: ძველი და ახალი, ვინაიდან ერთ აღთქმასაც და მეორეესაც, როგორც ერთი და იმავე ღმერთის მიერ წარმოთქმულს, ერთი და იგივე მეფის გამოსახულება აქვთ თავისზე. სწორედ ეს დინარები, უფალმა, ამაღლდა რა ზეცად, დაუტოვა მოციქულებს და შემდგომი დროის ეპისკოპოსებსა და მოძღვრებს. უთხრა: "სხუაჲ თუ რაიმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ". მოციქულები მართლაც წარაგებდნენ თავისასაც, შრომობდნენ რა ბევრს და ყველგან ავრცელებდნენ მოძღვრებას. შემდგომი დროის მოძღვრებმაც, ხსნიდნენ რა ძველ და ახალ აღთქმას, მრავალი წარაგეს თავისი. ამისთვის ისინი ჯილდოს მიიღებენ, როდესაც უფალი დაბრუნდება, ანუ მისი მეორედ მოსვლისას. მაშინ თითოეული მათგან ეტყვის მას: უფალო! შენ მე ორი დინარი მომეცი, შევსძინე სხუაიცა ორი და ის ასე ეტყვის ასეთს: სარგი, კეთილო მონაო!" ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
tamuna m |
![]()
პოსტი
#1105
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
-------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
mari-mari15 |
![]()
პოსტი
#1106
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 ![]() |
ყველაფერი კარგად გავიგე, ისეა განმარტებული, გაიხარეთ
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
ბადრი |
![]()
პოსტი
#1107
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
tamuna m
მგონი შენ უნდა დასვა კითხვა -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#1108
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ბადრი
ეგ ყოველთვის სხვას უთმობს კითხის დასმას და.... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
afxazi |
![]()
პოსტი
#1109
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ისევ მე დავსვამ შეკითხვას (ვფიქრობ ადვილია).
იუდას აღსასრულის შესახებ ამბავს მათე მახარებელი თავისი სახარების დასასრულს ამგვარად გადმოგვცემს: მაშინ, როდესაც ნახა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, ინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესებს და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი უდანაშაულო სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ ნახე. და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გაშორდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. (მათე 27, 3-5) საქმე მოციქულთას დასაწყისში კი პეტრე მოციქული ამბობს: კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ. ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა. მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი. (საქმე 1, 16-18) რით ავხსნათ ეს ერთი შეხედვით განსხვავება? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1110
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
afxazi
ციტატა რით ავხსნათ ეს ერთი შეხედვით განსხვავება? მე მგონი, ჩამომხრჩვალი, რომ ცამოვარდა, მერე გასკდა, გასივდა და გასნკდა , თუ რაღაცამ გადაუარა.. მოკლედ, იმედია არ ვურევ. ანუ, ერთი მოვლენის თავს აღწერს და მეორე ბოლოს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
![]()
პოსტი
#1111
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მხევალი ნინო
ხოდა დასვი შეკითხვა. უარი არ მიიღება. ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1112
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
afxazi
ციტატა ხოდა დასვი შეკითხვა. უარი არ მიიღება. მეეე???? ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
![]()
პოსტი
#1113
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა მეეე???? ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1114
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მხევალი ნინო ![]() გადმოგილოცე, შენ განსაკუტრებულად საინტერსო შეკიტხვები იცი (გეპათხალიმები) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ბადრი |
![]()
პოსტი
#1115
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა ხოდა დასვი შეკითხვა. უარი არ მიიღება. biggrin.gif გითხრა უფროსმა და დასვი სანამ შეგრისხავდეს ![]() -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
mari-mari15 |
![]()
პოსტი
#1116
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 ![]() |
ხოდა რო არ ჩავარდეს ეს თემა ახალი კითხვა გვესაჭიროება, ნინო დასვი კითხვა
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1117
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
mari-mari15
ციტატა ნინო დასვი კითხვა მარი, როგორ ფიქორბ, რომ შემეძლოს დავიზარებდი? ნებისმიერს ვაძლევ ამის უფელაბს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
mari-mari15 |
![]()
პოსტი
#1118
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 ![]() |
ციტატა მარი, როგორ ფიქორბ, რომ შემეძლოს დავიზარებდი? კაი მაშინ სხვას დაველოდოთ -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
ბადრი |
![]()
პოსტი
#1119
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
კაი, მაშ მიპასუხეთ:
რატომ არ მოკლა დავით მეფსალმუნემ საული? -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
ikanosi |
![]()
პოსტი
#1120
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ბადრი
დაერწმუნებინა რომ მართალი იყო -------------------- ფარით ან ფარზე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 07:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი