![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#281
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ikanosi
ციტატა ეგ გავეცი მეც პასუხი კვირიკე.გე ზე რომ არის ვიქტორინა მანდ მაგრამ არ არის სწორიო და ზაქარია და ელისაბედი არის სწორიო ვნახე. შეცდომაა და თანაც არცთუ ისე უმნიშვნელო. ვინ ადგენს არ ვიცი ამ ვიქტორინას, მაგრამ თუ ვინმეს ხელი მიუწვდება შეაცვლევინოს. ლუკას სახარების პირველი თავი ზაქარიას ხარება 1. რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, 2. როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, 3. მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, 4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. 5. იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. 6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყვებლა მცნებასა და განაწესს. 7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ. 8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, 9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში. 10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას. 11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. 12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა. 13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ. 17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი. 18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. 19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. 20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს. 21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. 22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ. 23. ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა. 24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში. ღვთისმშობლის ხარება 26. ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, 27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი. 28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. 29. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? 30. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. 31. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. 32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. 33. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. 34. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი. 36. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი, 37. რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. 38. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი. შესაძლოა ამ ფრაზამ გამოიწვია დაბნეულობა: "და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე", რაც ცხადია არ იოანეს ნიშნავს სულიწმიდით ჩასახვას. შეცდომაა აგრეთვე ერთი კითხვაც, კერძოდ ეს: "შეპყრობის შემდეგ პირველად ვის მიჰგვარეს იესო?". უფრო სწორად მისი პასუხი: ანა კაიაფას. ანა სხვა პიროვნება იყო, რომელთანაც პირველად მიიყვანეს იესო და კაიაფა სხვა, რომელთანაც შემდგომ გადაიყვანეს იესო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#282
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ციტატა სულიწმიდისგან ძის ჩასახვა სულიწმიდისგან ძის ჩასახვა რათქმაუნდა ქალწულ მარიამ ეხარებოდა აბა სხვას ვის? იოანე ნათლისმცემელი უბიწოდ არ ჩასახულა. მასე რომ ყოფილიყო მაშინ ნათლისმცემელი იქნებოდა მხსნელი და არა ქრისტე -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
tamuna m |
![]()
პოსტი
#283
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
ხოხ, რა ამბები ყოფილა აქ.
ცოტა არ იყოს გამეღიმა ![]() -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#284
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
tamuna m
ციტატა ხოხ, რა ამბები ყოფილა აქ.ცოტა არ იყოს გამეღიმა სასაცილოდ გაქვს საქმე? ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
tamuna m |
![]()
პოსტი
#285
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
ალექსანდრე
გენაცვალე, ნუ აოფებ თემებს რა! ![]() ეს კითხვა: ოქრო, მური და გუნდრუკის მსგავსი იყო და... -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
afxazi |
![]()
პოსტი
#286
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ალექსანდრე
tamuna m ყველგან თქვენ როგორ უნდა ჩხუბობდეთ ა? ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ikanosi |
![]()
პოსტი
#287
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა ოქრო, მური და გუნდრუკის მსგავსი იყო და... უნდა დავაბოლოვოთ? ერთი რამ კიდევ...მგონი არის ნათქვამი ასეთი სიტყვები: ვისაც თავის დედაზე მეტად არ ვუყვარვარ ის ჩემი ღირსი არ არის....იქნებ განმიმარტოთ/? ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
tamuna m |
![]()
პოსტი
#288
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
afxazi
გითხარი, მაგრად მეძაბება-თქო და არ გჯეროდა ![]() ikanosi არა, გავიხუმრე რაღაც ბოდიში! ![]() -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ikanosi |
![]()
პოსტი
#289
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ვინმე დამეხმარება?
-------------------- ფარით ან ფარზე
|
ბადრი |
![]()
პოსტი
#290
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
ikanosi
ციტატა ერთი რამ კიდევ...მგონი არის ნათქვამი ასეთი სიტყვები: ვისაც თავის დედაზე მეტად არ ვუყვარვარ ის ჩემი ღირსი არ არის....იქნებ განმიმარტოთ/? აქ იგულისხმება ის, რომ უფალზე მაღლა არავინ და არაფერი არ დგას. ანუ უფალი უნდა იყოს ადამიანისათვის უმაღლესი ღირებულება და მერე სხვა (სამშობლო, ოჯახი დ. ა. შ.) -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
ikanosi |
![]()
პოსტი
#291
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ანუ მაგალითად თუ მშობელი გეწინააღმდეგება რომ სასულიერო მხრით განაგრძო შენი ცხოვრება შეიძლება მის წინააღმდეგ წახვიდე? (როდესაც უფლის სამსახურში გინდა იყო და ნებას არ გრთავენ)
-------------------- ფარით ან ფარზე
|
ბადრი |
![]()
პოსტი
#292
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
უნდა ეცადო მშობლის კურთხევა გამოითხოვო მაგ საქმეში. ძალიან რთული შეკითხვაა, პასუხიც ყველასათვის ინდივიდუალურია და მოძღვარის მადლმოსილი რჩევაა საჭირო. ზოგადად თუ მშობელი უფლის საწინააღმდეგო რამეს გაიძულებს არ უნდა დაემორჩილო (მაგ. წმიდა ბარბარე და სხვები)
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
afxazi |
![]()
პოსტი
#293
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ikanosi
ციტატა ანუ მაგალითად თუ მშობელი გეწინააღმდეგება რომ სასულიერო მხრით განაგრძო შენი ცხოვრება შეიძლება მის წინააღმდეგ წახვიდე? (როდესაც უფლის სამსახურში გინდა იყო და ნებას არ გრთავენ) ასე მშრალად ვერ განვმარტავთ ცხადია ამ ციტატას. მაგალითად იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან ვიცით, რომ როდესაც მას მამა გარდაეცვალა გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მაგრამ დედის თხოვნის საფუძველზე მან მცირე ხნით გადაიფიქრა ეს ნაბიჯი. ხოლო როდესაც დედაც გარდაეცვალა ამის შემდეგღა მიაშურა მონასტერს. უფალი არ ამბობს, რა თქმა უნდა, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მიატოვეთ და მე გამომყევითო, ან ყველაფერი მე შემომწირეთო (სახარებიდან ვიცით, რომ ქრისტემ იუდეველებს მშობლებისადმი უპატივცემულობაში ჩაუთვალა ის ქმედება, რომ ეს უკანასკნელნი მშობლებს ართმევდნენ ფულს იმ საბაბით, რომ უფლისთვის უნდა შეეწირათ ის). აქ საუბარია ქრისტიანობის ცხოვრების წესად გახდომაზე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში აქედან უნდა ამოდიოდე. როდესაც ადამიანი ქრისტიანი ხდები და ასეთად მიიჩნევ თავს, შეუძლებელია, რომ კვლავ მიწირზე იყო მიჯაჭვული. თუ მიაქციე ყურადღება ჩემს ხელმოწერას: "სათნოება თვითკმარია ბენიერებისთვის". ესაა კლიმენტი ალექსანდრიელის შესანიშნავი და ღრმა გამონათქვამი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ადამიანი სიკეთეს იმიტომ კი არ უნდა აკეთებდეს, რომ შემდეგ სასუფეველში ჯილდოს მიიღებს (ეს თავისთავად ანგარება იქნებოდა), არამედ უფლის სიყვარულიდან გამომდინარე. სიკეთე, თავმდაბლობა, პატივისცემა მშობლებისადმი, ეს ბუნებრივი წესი უნდა იყოს ადამიანისა. როდესაც ამგვარად იქცევა პიროვნება ის ემსგავსება მაცხოვარს, რომელმაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სიყვარულიდან გამომდინარე, გაწირა თავი მისი ქმნილებისათვის. შესაბამისად ეს მსგავსება მისთვის უკვე საკმარისია ბედნიერებისათვის. მართლაც რაღაა იმაზე დიდი ბედნიერება, რომ ადამიანი უფალს ემსგავსება. ამას გულისხმობს სწორედ ეს გამოთქმაც, რომ სათნოება თვითკმარია ბედნიერებისათვის. აქედან გამომდინარე უფალს მიმსგავსებულ ადამიანს ყველაზე მეტად სწორედ თავისი შემოქმედი უნდა უყვარდეს, რადგან მისგან აქვს ყოველივე. და ეს სიყვარული უნდა მოიცავდეს ყოველივეს. მშობელს რომ არ მიატოვებ გაჭირვების ჟამს და მონასტერში არ წახვალ იმ მიზეზით, რომ პირველ რიგში უფალი უნდა გვიყვარდეს, ამას სწორედ შემოქმედისადმი არსებული სიყვარულიდან გამომდინარე გააკეთებ, რომელიც გვეუბნება, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მშობლებს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ikanosi |
![]()
პოსტი
#294
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა ასე მშრალად ვერ განვმარტავთ ცხადია ამ ციტატას. მაგალითად იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან ვიცით, რომ როდესაც მას მამა გარდაეცვალა გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მაგრამ დედის თხოვნის საფუძველზე მან მცირე ხნით გადაიფიქრა ეს ნაბიჯი. ხოლო როდესაც დედაც გარდაეცვალა ამის შემდეგღა მიაშურა მონასტერს. მეც ასე მგონია....მანამდე მგონია თითქოს ვალი მაქვს მათი... გმადლობთ რომ დამეხმარეთ... და შემდეგ კითხვას ვინ დასვამს? -------------------- ფარით ან ფარზე
|
ბადრი |
![]()
პოსტი
#295
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
kesaria777
შენ გაქვს კითხვის დასმის უფლება -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#296
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
ანუ მაგალითად თუ მშობელი გეწინააღმდეგება რომ სასულიერო მხრით განაგრძო შენი ცხოვრება შეიძლება მის წინააღმდეგ წახვიდე? (როდესაც უფლის სამსახურში გინდა იყო და ნებას არ გრთავენ) სხვისი არ ვიცი და მე მაგ შემთხვევაში მივდივარ მშობლების წინააღმდეგ, უფრო სწორად ვცდილობს ჩემი სულიერი ცხოვრება მათ არ მოხვდეთ თვალში, ანუ ვმალავ არ ვამბობ ბევრ რამეს(მაგ: წირვა-ლოცვაზე სიარულს, ლოცვასაც კი არ ვკითხოლობ მათ დასანახად)... დასვით რა შეკითხვა ვინმემ მინდა ცოტა ვიაზროვნო... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#297
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
რატომ აღასრულა მაცხოვარმა პირველი სასწაული ქორწილში?
-------------------- ფარით ან ფარზე
|
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#298
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
რატომ აღასრულა მაცხოვარმა პირველი სასწაული ქორწილში? ღვთისმშობელმა სთხოვა და მიტომ ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ikanosi |
![]()
პოსტი
#299
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ალექსანდრე
რა მიგვანიშნა ამით....რა მოკლე პასუხი გამეცი ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#300
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ikanosi
ციტატა რა მიგვანიშნა ამით....რა მოკლე პასუხი გამეცი დედისადმი მოკრძალება და პატივისცემა ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 12:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი