![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მოკლედ ჩემი მფარველი წმინდანის ხატი ძალიან იშვიათია
ჩვენთან მხოლოდ წმ. აკაკი სინელი ღირსის ხატია ისიც ინტერნეტში და ძალიან პატარა ზომის რომელიც დაზიანებულია.. რამდენიმე დღის წინ უცხოურ საიტზე ვიპოვე დიდი ზომის ხატი წმინდა აკაკის... რომელის ქვევითაც საბედნიეროდ მისი ტროპარ/კონდაკი ეწერა და გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ და ვთარგმნოთ?! ![]() Troparion of Sts. Thomas of Malea and Akakios of Sinai - Tone 4 O God of our Fathers, always act with kindness towards us; take not Your mercy from us, but guide our lives in peace through the prayers of Saints Thomas and Acacius. Kontakion - Tone 2 Podoben: "Seeking the highest..." Forsaking the world, you followed Christ from childhood. Emulating His voluntary humility, you cast down the prideful tyrant. All-wise and venerable Acacius, unceasingly pray for us all! ღირსი აკაკი მორჩილი, „კლემაქსსა“ შინა მოხსენებული (VI) 7 (20) ივლისი ღირსი აკაკი მორჩილი - „ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა“ ასიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ფრიად უდები და ფიცხი ბერის მორჩილებაში იმყოფებოდა. მრისხანე ბერი „არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას“. წმიდა მამას, იოანე საბაწმინდელს უთქვამს: „მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა“. ჭაბუკი ყველაფერს სულგრძელებით და მადლობით ითმენდა. აკაკიმ ცხრა წელი დაჰყო უწყალო ბერთან და მიიცვალა. „დამარხეს იგი სამარხოსა მამათასა“. დასაფლავებიდან ხუთი დღის შემდეგ აკაკის მრისხანე მოძღვარი იმავე მონასტერში დაყუდე-ბულ ერთ წმიდა მამასთან მივიდა და მშუხარებით ამცნო სულიერი შვილის გარდაცვალება. პასუხად მიიღო: „გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი“. მაშინ აკაკის მოძღვარმა ახალ საფლავთან მიიყვანა ბერი. წმიდა მამამ სოფლიდან გასულს ჩასძახა: „ძმაო აკაკი, მოკვედაა?“ ნეტარმა კი სიკვდილის შემდგომაც მორჩილება გამოიჩინა - საფლავიდან გაისმა: „ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა“. ეს რომ ესმა, მწარე სინანულმა შეიპყრო მორჩილი ბერის სულიერი მამა და „დავარდა პირსა ზედა თვისსა დიდითა ტირილითა“. ამის შემდეგ იგი აკაკის სამარესთან დამკვიდრდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: „კაცის კვლა მიქმნიეს“. ეს გადმოცემა თავის „სათნოებათა კიბეში“ მოთმინებისა და მორჩილების მაგალითად მოიყვანა ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა (ხს. 30 მარტს). ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა Troparion of Sts. Thomas of Malea and Akakios of Sinai - Tone 4 O God of our Fathers, always act with kindness towards us; take not Your mercy from us, but guide our lives in peace through the prayers of Saints Thomas and Acacius. ეს საზოგადო ტროპარია და ქართულად ასე გამოითქმის: ღმერთო მამათაო ჩვენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩვენი. ოღონდ "მათითა"-ს მაგივრად კონკრეტული სახელები წერია. კონდაკი საზოგადო არაა, უშუალოდ წმ. აკაკის ეხება და სპეციალისტმა უნდა თარგმნოს. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#3
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
არსებობს რუსულად და თავისუფლად შეიძლება თარგმნაც, თუკი არაა, მაგრამ მე მგონი იქნება ან პარაკლიტონში ან თვენში...
Тропарь преподобному Акакию Синайскому Тропарь, глас 8: В тебе, отче, известно спасеся еже по образу: приим бо крест, последовал еси Христу, и дея учил еси презирати убо плоть, преходит бо, прилежати же о души, вещи безсмертней. Темже и со ангелы срадуется, преподобне Акакие, дух твой. Кондак, глас 2: Мир оставль, Христу последовал еси от младенства, премудре Акакие преподобне, Того подражая вольное смирение, низвергл еси гордостнаго мучителя, моли непрестанно о всех нас. Величание Ублажаем тя, преподобне отче Акакие, и чтим святую память твою, наставниче монахов и собеседниче ангелов. http://kotlovka.ru/index.php?option=com_co...=1226&Itemid=28 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 08:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი