IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> წმინდა სინოდის სხდომა, დღეს იმართება საპატრიარქოში
ილია
პოსტი Dec 22 2009, 09:20 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, რომელსაც უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა. ”ინტერპრესნიუსი” საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

22 დეკემბერი, 2009 წელი

ა.წ. 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

წმიდა სინოდს სიტყვით მიმართა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
მისმა უწმიდესობამ მიმოიხილა საერთო მდგომარეობა და შეეხო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს წმიდა სინოდის წევრებმა, რის საფუძველზეც გაკეთდა შემდეგი განცხადება:

სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა!
წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!
ჩვენც ვმადლობთ უფალს იმ წყალობისათვის, რასაც იგი ავლენს ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანასა ზედა.
ვმადლობთ უფალს, რომ წმიდა სინოდს აქვს ერთსულოვნება და ამ ერთობით წლების მანძილზე ვემსახურებით ღმერთს და სამშობლოს, ჩვენს ხალხს. ქრისტეს ეკლესიის მიზანიც მაცხოვნებელ რწმენაში საყოველთაო ერთობის მიღწევაა ღვთის სადიდებლად.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა. ისინი ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოკულტურისა და რელიგიური ინდეფერენტიზმის დანერგვისაკენ მოგვიწოდებენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა სახის სიცრუესა და შეურაცხყოფას მიმართავენ, რათა ხალხს ეკლესიისადმი სიყვარული და ნდობა დააკარგვინონ. ამით კი სურთ, ერს მთავარი საყრდენი გამოაცალონ.
ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს აღორძინებასა და წინსვლას წინ ყოველთვის ეკლესიის განმტკიცება უძღვოდა. ეს პროცესი ეკლესიაში დაწყებულია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სურთულეებიც შექმნა, რაზეც მსჯელობა, სჯულისკანონიდან გამომდინარე, წმიდა სინოდის სხდომებზე უნდა ხდებოდეს.
სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან.
წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ ანტიეკლესიურ კამპანიას ზიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსთვის მოაქვს, რადგან ეს არის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობა. პროცესები თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.


2. მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივი ეკლესიების დიპტიხთან, ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებასთან დაკავშირებით, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა შამბეზში (შვეიცარია). ამის თაობაზე მოხსენება გააკეთა ამ სხდომის მონაწილემ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე). წმიდა სინოდი დაეთანხმა ყველა იმ გადაწყვეტილებას პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ამა თუ იმ ეკლესიისთვის ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებას, და მოიწონა ჩვენი დელეგაციის პოზიცია (დიპტიხის საკითხი სამომავლოდ გადაიდო).

3. წმიდა სინოდმა მოისმინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) მოხსენება იერუსალიმში ვიზიტთან დაკავშირებით. მან ისაუბრა იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე. შეხვედრისას დაისვა საკითხი ქართველი სამღვდელოების იერუსალიმში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მოლაპარაკებები დადებითად შეფასდა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად განმტკიცდება.
4. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქართველი მრევლისა და ჩვენი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამრევლოების მმართველმა, ეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული).
სინოდის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობის სტატუსი დიდი ბრიტანეთის მაგალითზე განისაზღვროს შემდეგნაირად: `საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია~ (შენიშვნა: ეს საკითხი შეთანხმებულია კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან).
5. წმიდა სინოდმა მოისმინა წინადადება ეპისკოპოს ქრისტეფორესთვის (წამალაიძე) შეჩერებული მღვდელმოქმედების აღდგენის შესახებ.
თავის მხრივ, მეუფე ქრისტეფორემ შენდობა ითხოვა საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო.
წმიდა სინოდმა განაჩინა: ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს გამოსაცდელი ვადით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და შემდეგ მოხდეს მისი საკითხის განხილვა.
6. წმიდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა დედა-ეკლესიაში დაბრუნების შესახებ და განაჩინა:
ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი გაიგზავნონ ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში სინანულისათვის.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 22 2009, 09:21 PM
პოსტი #22


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ნუღარ მოითხოვთ, მეგობრობის და ახლობლობის მიხედვით არ იყოს დამოკიდებული ამაინი ადამიანზე მაშIნ.
ეგ არის არარეალური და თქვენც ხედავთ>
ეს კიდევ ერთI მაგალითი თქვენ.

და იმისთვის, რომ საკუთარი თავისგან უნდა დაიწყოთ და არა სხვისგან.

ეძებთ გამოსავალს და არ ეძებთ ქრისტეს.



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Dec 22 2009, 09:21 PM
პოსტი #23


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



kato_Bato
ბოდიში ვერ მიგიხვდი...
KAIROS
მე ვიცი რომ არაა ეს შესაფერისი თემა, მაგრამ დაიხურა შესაფერისი თემა და არ მინდა იგივე გავხსნა განმეორებით, დაკავშირებული თემაა და ვაგრძელებ აქ...
რაც შეეხება გულწრფელობას, ვერ ვხვდები იმას რა გულწრფელობა უნდა მეგობარი დაიცვა და არ მიცე ვიღაცას საშვალება სხვა სარჩული გამოაკეროს მის ნამოქმედარს? ანდა აყალმაყალი რაში უნდა მაწყობდეს იქნებ მითხრა? მე ვამბობ რომ აფხაზი შეურაცხყოფს და ადანაშაულებს ხალხს იმაში რაც არ ყოფილა მათი განზრახვა...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 22 2009, 09:22 PM
პოსტი #24


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(KAIROS @ Dec 22 2009, 09:17 PM) *

პ.ს.
ცოტა განვტვირთვა რომ მოვახდინო , ხალხო წასაღებად მქონდა შენახული ჩურჩხელები და გამხმარა ქვასავითაა sad.gif biggrin.gif ეშველება რამე? biggrin.gif



ტაფაზე გააფიცხე კი არ შეწვა ანუ სითბოში ამყოფე, უცხიმო, მშრალ ტაფაზე გააფიცხე, შეგიძლია მიტკლის ნაჭერშიც გაახვიო და რადიატორზე შემოდო. მერე რო გაფიცხდება შეახვიე კვლავ მიტკლის ნაჭერში და ცელოფანში ჩადებული შეინახე. მეტი არ მოგივიდეს და არ შეწვა biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 22 2009, 09:35 PM
პოსტი #25


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა

ეგაა თავი და თავი!
ხან ულტრაკონსერვატორებს ააგორებენ, მერე იმათ საწინააღმდეგოდ ულტრალიბერალებს, სინამდვილეში კი ორივენი ერთი, ბნელი ძალის მიერ არიან მართულები ეკლესიის ავტორიტეტის შესალახად და მისი ერთიანობის დასარღვევად!
ციტატა
უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სურთულეებიც შექმნა, რაზეც მსჯელობა, სჯულისკანონიდან გამომდინარე, წმიდა სინოდის სხდომებზე უნდა ხდებოდეს.

ნამდვილად, ოღონდ საჭიროა რეაქცია, ძალიან შიგნით უნდა იყო კაცი ჩახედული რომ გაარკვიო ადრე სჯობდა ეგ რეაქცია, ახლა სჯობს, თუ მომავალში, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ სინოდი სირთულეებს არ უარყოფს, ნიშნავს, იმას რომ ხდება თვალის დახუჭვა და მოეველება აუცილებლად.

ციტატა
6. წმიდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა დედა-ეკლესიაში დაბრუნების შესახებ და განაჩინა:
ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი გაიგზავნონ ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში სინანულისათვის.


აი ესაა ყველაზე საოცარი და გასახარი ამბავი smile.gif არც კი მჯერა, მკალავიშვილი, რომელმაც ეკლესიაც კი ააგო უფლების გარეშე და "ეპარქიაც" კი დაარსა სქიზმატ კვიპრიანეს "კურთხევით", წლები პატრიარქის და ეკლესიის მწვალებლად ძახებაში გაატარა და უცებ... შეინანა? ohmy.gif საოცარია, მართლა უცნაურია, ნეტავი რა მოხდა? ნუთუ მისი (მკალავიშვილის) ეგზალტირებული "მრევლის" დიდი ნაწილი, შეინანებს ასევე და დაბრუნდება ეკლესიაში? ეს იქნება უდიდესი სასიხარულო ამბავი, და კიდევ ერთი კრახი სქიზმაზე მეოცნებეთა.

საინტერესოათი;

კაიროსი!

ციტატა
Amuza

ვააა biggrin.gif შენ რა პროფესიონალი ყოფილხარ biggrin.gif აბა ვცადო (რადიოტორის ვარიანტი)...

Michele, sarebbe meglio cercare la pace smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 22 2009, 09:39 PM
პოსტი #26


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(KAIROS @ Dec 22 2009, 09:35 PM) *


აი ესაა ყველაზე საოცარი და გასახარი ამბავი smile.gif არც კი მჯერა, მკალავიშვილი, რომელმაც ეკლესიაც კი ააგო უფლების გარეშე და "ეპარქიაც" კი დაარსა სქიზმატ კვიპრიანეს "კურთხევით", წლები პატრიარქის და ეკლესიის მწვალებლად ძახებაში გაატარა და უცებ... შეინანა? ohmy.gif საოცარია, მართლა უცნაურია, ნეტავი რა მოხდა? ნუთუ მისი (მკალავიშვილის) ეგზალტირებული "მრევლის" დიდი ნაწილი, შეინანებს ასევე და დაბრუნდება ეკლესიაში? ეს იქნება უდიდესი სასიხარულო ამბავი, და კიდევ ერთი კრახი სქიზმაზე მეოცნებეთა.

საინტერესოათი;

კაიროსი!
ვააა biggrin.gif შენ რა პროფესიონალი ყოფილხარ biggrin.gif აბა ვცადო (რადიოტორის ვარიანტი)...

Michele, sarebbe bene cercare la pace smile.gif


კახელი ვარ smile.gif

არა, კაიროს ნაადრევია მკალავიშვილით გახარება. გამოვიდა კურიერში და არ შევინანეო, მე მოსანანიებელი არაფერი მჭირს. ეკლესია ავაგე და წართმევა უნდათო, ისე შემეცოდა თვალები ცრემლით ქონდა სავსე. არადა რას ჩხუბობდა, გლდანის გზაზე რო გაიგდეს თავისუფლების ბიჭები, ისე კაი ხელი ქონია, ზოგი მინისტრი გახდა და ზოგი კონსტიტუციის დამწერი. მგოლი მაგის სილა შველის. რა ვქნა მივიდე? biggrin.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Dec 22 2009, 09:40 PM
პოსტი #27


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



KAIROS
მე მაგ ჩურჩხელებს უკეთეს რამე მოვუფიქრებდი, შენ ადგილზე სულ შევჭამდი biggrin.gif


ესეც ჩემი პირველი ოფი ასეთ სერიოზულ თემაში biggrin.gif
კატო მაპატიე, ჩურჩხელის ბრალია biggrin.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 22 2009, 09:43 PM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შენ ადგილზე სულ შევჭამდი

biggrin.gif
დაგრჩებოდა ზედ ეგ ჩაჭიკჭიკებული კბილუნიები biggrin.gif
ციტატა
გამოვიდა კურიერში და არ შევინანეო

აუფ, ხო? sad.gif
ვიცოდი, ეგ ცოდო ადამიანია, და ძალიან ჩაჩეხილია, სასწაული იქნება მაგის შემოტრიალება sad.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 22 2009, 09:43 PM
პოსტი #29


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



აგერ ბასილ მკალავიშვილის ინტერვიუ.

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2

გადაახვიეთ და 21:04 დროიდან უყურეთ. ბასილია, ბასილი smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Dec 22 2009, 09:50 PM
პოსტი #30


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



არადა გამიკვირდა smile.gif მე ვიფიქრე რომ მართლა შერიგება იწყებოდა...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 22 2009, 09:53 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



Amuza

სინოდის დადგენილებაში წერია წერილობითი თხოვნა იყოო, ეს ადამიანი ამბობს არ მიმიმართიაო.

ნიჩევო ნე პონიმაიუ


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 22 2009, 10:00 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Dec 22 2009, 08:59 PM) *

ნერვები თუ არ გყოფნის კატო და ზიზღის მეტს ვერაფერს გრძნობ დატოვე სენატორის პოსტი და იცხოვრე სიძულვილის გარეშე!
რა საძაგლობაა შენი პოსტი?
ესაა ქრისტიანი ქალის სახე?
სირცხვილი შენ!!
mad.gif

ვგიჟდები კდემამოსილების სიმბოლოზე biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgius
პოსტი Dec 22 2009, 10:06 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 30-October 09
წევრი № 7,667



ციტატა
სინოდის დადგენილებაში წერია წერილობითი თხოვნა იყოო, ეს ადამიანი ამბობს არ მიმიმართიაო.

მეც ამის დასწერად შემოვედი...
წეღან რ2 ზე ვნახე და გამიკვირდა...
მართლა რა ხდება ნეტა..?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Dec 22 2009, 10:07 PM
პოსტი #34


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ვაა.. მე მეგონა თვითონ ითხოვა პატიება და რო ვნახე მისი ინტერვიუუ გული გამისკდა მეთქი ძველი ჩანაწერია


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgius
პოსტი Dec 22 2009, 10:07 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 30-October 09
წევრი № 7,667



ციტატა
სინოდის დადგენილებაში წერია წერილობითი თხოვნა იყოო, ეს ადამიანი ამბობს არ მიმიმართიაო.

მეც ამის დასწერად შემოვედი...
წეღან რ2 ზე ვნახე სიუჟეტი და გამიკვირდა...
მართლა რა ხდება ნეტა..?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 22 2009, 10:12 PM
პოსტი #36


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



რას გაიგებ აირია მონასტერიო, როგორც იტყვიან. ის ამბობს არაო ეს ამბობს კიო, მოდი და გაიგე.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 22 2009, 10:52 PM
პოსტი #37


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 22 2009, 10:56 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(ბადრი @ Dec 22 2009, 10:53 PM) *

Amuza

სინოდის დადგენილებაში წერია წერილობითი თხოვნა იყოო, ეს ადამიანი ამბობს არ მიმიმართიაო.

ნიჩევო ნე პონიმაიუ


ეგ მეც ვნახე, ჰაჰა რა ხდება ამ ქვეყანაში რა...

გაუგონარი ამბავია...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 22 2009, 10:57 PM
პოსტი #39


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ციტატა
ეგ მეც ვნახე, ჰაჰა რა ხდება ამ ქვეყანაში რა...გაუგონარი ამბავია...

ციტატა



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 22 2009, 10:58 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Dec 22 2009, 11:57 PM) *

Otherguy


"ბასილ მკალავიშვილმა საპატრიარქოს განცხადებით მიმდინარე წლის ნოემბერში მიმართა. " - ეს ყველაფერი არის საპატრიარქოს განცხადებით... ეს კი არაფერს ამტკიცებს...

ან ვიღაცამ გააყალბა მკალავიშვილის წერილი, ან საპატრიარქოში ბოდიშით და მოიტყუეს...

არ ვიცი არ ვიცი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 06:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი