![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#101
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
სახარებაში წერია: ''ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც'' და მართლაც, ეს ქრისტიანული სრულყოფილების უმაღლესი საფეხურია. ყველა ქრისიტანი ვალდებულია, თავის პირად მტრებს წყენა და შეურაცხყოფა აპატიოს. რაც არ უნდა დიდი იყოს შეურაცხყოფა, მას არა აქვს მოკვლის უფლება, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება უფლის, მის სიწმიდეებსა და მოყვასს, იგი ვალდებულია დაიცვას ისინი და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის თავიც კი გაწიროს.
იესო ქრისტე მოწაფეებს ასწავლის, რომ: ''არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ თქვენ'' [იოანე. 15. 13-14]. მოცემული მუხლით უფალი პირდაპირ თავგანწირვისაკენ მოგვიწოდებს, რაც სარწმუნოებისა და მამულის დაცვის საჭიროებისათვის ბრძოლაში წასვლით არის ყველაზე მეტად შესაძლებელი. ომის შესახებ ღმერთი შემდეგს ამბობს: ''ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას. თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება. თუ არ დაგეზავა და ბრძოლა გაგიმართა, ალყა შემოარტყი. ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი და მახვილით გაწყვეტ მტელს მამროვანს'' [რჯლ. 20. 10-13] აქ როგორც ვხედავთ , ბევრი მკვლელობა ხდება, მაგრამ ღმერთი ამას არ კრძალავს. სინას უდაბნოში, როდესაც ამალეკი შეებრძოლა ისრაიტელებს, ''უთხრა მოსემ ისუ ნავეს ძეს: გამოარჩიე კაცები და გადი ამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში ... როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი, როცა დაუშვებდა ხელს, ამალეკი ძლევდა'' [გამ. 17. 9,11] და ასე ხელებაღმართული მოსეს ლოცვით ''სძლია ისუ ნავეს ძემ ამალეკს და მის ხალხს მახვილით'' [გამ. 17. 13] განა მოსეს ლოცვა არ ნიშნავდა იმას, რომ ისრაიტელებს დაეხოცათ მტერი? ილია თეზბიტელის ბრძანებით შეიპყრეს ბაალის ოთხას ორმოცდაათი ქურუმი, რომლებიც ღმერთს შეურაცხყოფდნენ და ისრაიტელთა ჭეშმარიტ რწმენას რყვნიდნენ: ''ჩაიყვანა ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა'' [3მეფ. 18. 40]; მის შესახებ კი წერია, რომ ''ღვთისკაცი'' [4მეფ. 1. 11] ილია ცეცხლოვანი ეტლით ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცად [4მეფ. 2. 11]. საულ მეფე უფალმა მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ მან უარყო უფლის ბრძანება და ერთიანად არ გაწყვიტა ამალეკი, რომელმაც ეგვიპტის უდაბნოში მრავალი ზიანი მიაყენა ისრაიტელებს. იგი მათ ნადავლს დახარბდა, მათი მეფე აგაგი შეიბრალა და არ მოკლა. ამის გამო განრისხებულმა სამუელ წინასწარმეტყველმა მიმართა მას: ''რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ... გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს... და აჩეხა სამუელ წინასწარმეტყველმა აგაგი გილგაში უდლის წინაშე'' [1მეფ. 15.26,28,33] ისუ ნავესი ძველი აღთქმის წმიდანად იწოდება მიუხედავად იმისა,რომ ისრაიტელთა მხედართმთავარი იყო და ქანაანის ქვეყნისათვის ბრძოლაში მრავალი კაცი ჰყავდა მოკლული. ღვთის სათნო ცხოვრებისა და ერთგულებისათვის მას უფლის მხედრობის თავი, მთავარანგელოზი მიქაელიც კი გამოეცხადა [იესო 5. 13-15]. დიდმა წინასწარმეტყველმა და მეფემ, დავითმა, ორი დიდი ცოდვა ჩაიდინა: თავისი მსახური ურია ხეთელი ბრძოლის ველზე მოაკვლევინა, ხოლო ცოლი მისი ბერსაბე თვითონ შეირთო. ღმერთმა, წინასწარმეტყველ ნათანის პირით ამხილა იგი და შესაბამისი სასჯელიც დაადო. სასჯელიც სამართლიანი იყო, რამეთუ დავითმა ორი მცნება, არა კაც ჰკლა და არა იმრუშო დაარღვია. მან დიდი ხნით ადრე ერთი მკვლელობაც ჩაიდინა. ფილისტიმელებთან ბრძოლაში შურდულიდან ნატყორცნი ქვით დასცა საბაოთ უფლის შეურაცხმყოფელი გოლიათი და შემდეგ საკუთარი მახვილით მოჰკვეთა თავი [1მეფ. 17. 43-51]. დავით მეფე უფალს ამ მკვლელობისათვის არ განუკითხავს, რადგან ეს ღვთისთვის სათნო ქმედება იყო. მაშ ასე , არა კაც ჰკლა ნიშნავს, არ წაართვა სხვას სიცოცხლე, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ ღვთის სახელი შეურაცხყოფისაგან, ასევე ბრძოლის დროს მომხვდურთაგან -საკუთარი და განსაცდელში მყოფ მოყვასთა სიცოცხლე. ზოგნი იტყვიან რომ ყველაფერი ზემოთხსენებული ძველ აღთქმას ეხება, ხოლო ახალ აღთქმაში მსგავსი არაფერი წერიაო. განვიხილოთ, რას ამბობს ამ მიმართებით ახალი აღთქმა. იოანე ნათლისმცემლის მოწმობა ''მეომრებმაც ჰკითხეს: ''ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას'' [ლუკა. 3. 14]. იარაღის ხელში აღება მათთვის ცოდვა რომ ყოფილიყო, იოანე უსათუოდ ჯარისა და იარაღის მიტოვებას ურჩევდა მათ. იესოს იგავად მოჰყავს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მაგალითი ომში მიმავალ მეფეზე. ''ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხვდურს? და თუ არ შეუძლია, ელცებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ სორშაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას'' [ლუკა. 14. 31-32] სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში წასვლა ცოდვა რომ იყოს, უფალი ამ იგავს მაგალიტად არ მოიყვანდა. მართალი და ღვთისმოშიში ასისთავი. ''კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოფორტის ასისტავი, მორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულით, ხალხის მიმართ მრავალმოწყალე და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი'' [საქ.10. 1-2]. ეს იყო რომაელი ჯარისკაცი, ასისტავი, რომელიც მრავალ ბრძოლაში მონაწილეობდა და თავის მოწინააღმდეგეებს უსათუოდ კლავდა. ეს რომ ნამდვილად ცოდვა ყოფილიყო, წმიდა წერილი არ დაახასიათებდა მას, როგორც ღვთის წინაშე ''მრავალმოწყალე, მართალ და ღმერთის მოშიშ პიროვნებას. განა შესაძლებელია, რომ წმიდა წერილი მართალსა და ღვთისმოშიშს უწოდებდეს კაცს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მცნებას არღვევს? რა თქმა უნდა - არა. იქნებ ამ კაცმა თავისი სამსახური გაქრისტიანების შემდეგ მიატოვა, როდესაც მოციქულმა პეტრემ მის სახლში იქადაგა? აი რა თქვა მოციქულმა: ''ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ მიუკერძოებელია ღმერთი. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის'' [საქ. 10. 34-35]. მოციქულმა ღვთის მცნებები იცოდა, ამიტომ ჯარის მიტოვება მისი პირველივე რჩევა იქნებოდა, თუკი ასეთი მსახური ღმერთს არ მოეწონებოდა, მაგრამ წმიდა წერილში მსგავსი არაფერია წერია. უფალი რომაელ ასისთავს ცათა სასუფეველს ჰპირდება [მათ. 8. 5-11, 13]. ჯარში მსახურება ცოდვა რომ ყოფილიყო, მაცხოვარი ასისთავს, პირველ რიგში, ცოდვის, ანუ სამხედრო სამსახურის მიტოვებას მოსთხოვდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, პირიქით, მას მოეწონა ღვთისადმი ასისთავის დიდი რწმენა და ცათა სასუფეველში შესვლაც კი შეპირდა. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#102
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ალექსანდრე
ყოჩაღ სანდრო, შესანიშნავი ციტატები მოიყვანე საუკუნო ხსენება ყოფილიყოს მართლმადიდებლობისა და დედასამშობლოს დასაცავად აღსრულებული ყველა ქართველი მეომრის! უფალმა დააწესოს ისინი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!! ღმერთმა გააძლიეროს და მტრებზე გამარჯვება მიმადლოს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის მტვირთველ ქრისტესმოყვარე უძლეველ მხედრობას! წმინდა გიორგი იყოს მისი წინამძღოლი! ამინ!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#103
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
"ჯარში მსახურება ცოდვა რომ ყოფილიყო"
რას ამბობ რა ცოდვა ,კი არა სიამაყეა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#104
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს ომის შემდეგ აბჯარს, რომ გახდიდნენ მტრის სისხლის მდინარე იღვრებოდა იქიდან, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთVის წმინდანად შერაცხულიყო
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#105
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლის წინ მეომრებს მიმართა.
"მოვკვდებით ქრისტესთვის". -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#106
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ლეონტი
ციტატა რას ამბობ რა ცოდვა ,კი არა სიამაყეა. მე თვითონ თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობ. გაგახაროს ღმერთმა! მე ვამაყობ ჩვენი ჯარით..... ციტატა დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლის წინ მეომრებს მიმართა კაი გამახსენე: ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძვით, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევრებს, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ! და ერთს გეტყვით, რაც ჩვენი სულისათვის სასარგებლო იქნება, რომ ხელის აპყრობით მაღალ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ უმალ გავწყდებით, ვიდრე უკან დავიხევთ! და რომ ვერ დავიხიოთ, უკან წასასვლელი გზა ჩავხერგოთ, რათა ჩვენზე მომავალ მტერს სასტიკად შევუტიოთ!!!!! მხევალი ნინო გეთანხმები -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#107
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინც გაგაბრაზა იარაღით უნდა სდიო ეხლა, რომ აკეთებენ
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#108
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
და როცა შენ ხარ სახელმწიფოს სამსახურში. გიჭირავს ხელში იარაღი. აუცილებლად დადგება მომენტი როდესაც უნდა გამოკრა. განა იმიტომ რომ თუ არ გამოჰკარი მტერი მოგკლავს, არამედ იმიტომ რომ შანსი მხოლოდ ერთხელ გეძლევა და უნდა გამოიყენო
მხევალი ნინო ციტატა თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინც გაგაბრაზა იარაღით უნდა სდიო ეხლა, რომ აკეთებენ ვერ გავიგე შენი -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
მნათე |
![]()
პოსტი
#109
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ეს ლინკი ახლა ვნახე, სპეცრაზმის მომზადებაა, გავოცდი-ურთულეს 'რამეებს' ასრულებენ... მოკლედ ნახეთ.....
http://kud.security.gov.ge/video/video_gal__id=1.php მოკლედ ეს მინიმუმი ყოფილა ![]() ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ბექა |
![]()
პოსტი
#110
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
ეს ლინკი ახლა ვნახე, სპეცრაზმის მომზადებაა, გავოცდი-ურთულეს 'რამეებს' ასრულებენ... მოკლედ ნახეთ..... http://kud.security.gov.ge/video/video_gal__id=1.php მოკლედ ეს მინიმუმი ყოფილა ![]() ![]() ![]() აუ რა კაცურიააა ერთი სული მაქვს რეზერვისტებში წავიდე ვაი რა მაგარიაა ![]() |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#111
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
აუ რა კაცურიააა ერთი სული მაქვს რეზერვისტებში წავიდე ვაი რა მაგარიაა ![]() ძმა სამწუხაროდ ეგენი რეზერვისტები არ არიან. ეგენი ელიტალური მებრძოლები არიან დაა მაგას რომ მიაღწიო 3-5 წელი უნდა. -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
ბექა |
![]()
პოსტი
#112
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#113
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
შეჯავრება არავისი არ შეიძლება, ყველაში ქრისტეს მიერ ძმას უნდა ხედავდე, რამდენადაც შეძლებ რაღაც ვერ მოდის ეს ადგილი იმასთან რომ უნდა კლავდე, ანუ უნდა კლავდე და თან გიყვარდეს? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა რაღაც ვერ მოდის ეს ადგილი იმასთან რომ უნდა კლავდე, ანუ უნდა კლავდე და თან გიყვარდეს? და რატომაც არა? ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#115
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
და რატომაც არა? ![]() კი, ხედავდე ქრისტესმიერ ძმას და კლავდე? არ გადამრიო ახლა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
![]()
პოსტი
#116
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა კი, ხედავდე ქრისტესმიერ ძმას და კლავდე? არ გადამრიო ახლა... ადამიანური არსის სიყვარულს ვამბობ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#117
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ადამიანური არსის სიყვარულს ვამბობ ![]() ზოგადი ფრაზაა ეგ და დემაგოგია და საერთოდ ნუ ეძებტგამართლებას მკვლელობის ნურცერთ შემთხვევაში...გააკეთეთ ის, რასაც სინდისი გკარნახობთ...ეგ ადგილი არ არის ასე სწორხაზოვანი რომ ფორმულაში ჩასვა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ხო რა ოტელოსაც უყვარდა დეზდემონა მაგრამ ქე მიახრჩო
![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მნათე |
![]()
პოსტი
#119
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ზოგადი ფრაზაა ეგ და დემაგოგია ზოგადი ფრაზა დემაგოგიაა? ![]() ![]() ქრისტეს ეგ არ უსწავლებია ![]() ![]() პ.ს ლუისს აქვს ამაზე კარგად თუ არ დამეზარა დავწერ მერე ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#120
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ხო რა ოტელოსაც უყვარდა დეზდემონა მაგრამ ქე მიახრჩო ![]() ამიტომ, პლატოკი იქონიე მუდამ ![]() ზოგადი ფრაზა დემაგოგიაა? ![]() ![]() ქრისტეს ეგ არ უსწავლებია ![]() ![]() პ.ს ლუისს აქვს ამაზე კარგად თუ არ დამეზარა დავწერ მერე ![]() უაზროდ ნუ ტენი სიტყვებს სადაც საჭირო არაა ![]() დოსტოევსკი გაიხსენე და იმ ლუისსაც უფრო გაუგებ და ზოგადად ქრისტიანობას. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 12:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი